Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი Achiko1972 -ს მიერ

  1. რუსეთის მსო-ში შესვლაზე თანხმობა ეხლა კი არა, მაშინ უნდა მიგვეცა, ვითომ ონიშჩენკომ რომ აკრძალა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.

    ხომ ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან, უჩვენოდ გადაწყდებოდა ეგ საკითხი?! ჩვენც გვეხეირა არ ჯობდა?

     

     

    მაგ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს ემბარგო გამოუცხადონ რაიმე პროდუქციის იმპორტ-ექსპორტზე, შესაბამისად ქართული პროდიქციაც უპრობლემოდ მოხვდებოდა რუსულ ბაზრებზე და ჩვენი ეკონომიკაც ასე არ გაუბედურდებოდა.

     

     

    არადა ქართული მხარე, ჩემის აზრით, აბსოლუტურად გაუგებარ მოთხოვნებს აყენებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან საბაჟო კონტროლს. ეს ვინმეს მაინც წარმოუდგენია რეალურ პირობებში ფიზიკურად როგორ უნდა განხორციელდეს? მე ვერა, რომც დაგვთანხმებულიყვნენ. რამოდენიმე კაცი უნდა ჩაეყენებინათ საბაჟოებზე, რომლებსაც ნებისმიერ დროს რაიმე მიზეზით რუსები ან დააკავებენ ან გამოყრიან, თუნდაც ქრთამის აღების ბრალდებით, ვერ იზამენ, თუ რა? ოსები და აფხაზები ისედაც არავის ჩაგვაყენებინებენ.

  2. ეს კადრები სატელიტის ფოტოაპარატმა გადიღო თუ კამერამ.

     

    არაა ეს რაიმე სტატიკური, სათვალთვალო კამერით გადაღებული. უბრალოდ ვიღაც დადის კამერით ხელში და ის იღებს.

    ვიდეო არ მინახავს...

     

     

    http://www.myvideo.g...05-2011%2012:12

     

    აქაა ვიდეო

  3. მელოტი კაცი იქვეა, ოღონდ ახლა პირქვე... და მეორეც იქ არის...

    მე მგონი დროის შემდეგ მომენტშია გადაღებული, და სხვა კუთხით...

     

     

    მეც ეგრე ვფიქრობ, რომ ზის, ლურ პერანგიანი, დასვრილი, ეგ აღარაა, გაყვანილია ეტყობა

  4. babuagiorgi

    შეხედეთ ფაშისტის მიერ დადებულ ფოტომონტაჟს და მიხვდებით რა კუთხიდან არის დადებული. 3- ე.ი. უნდა სჩანდეს გვერდით დაკავებული პიროვნება.

     

     

     

    http://www.myvideo.g...05-2011%2012:12 აი ლინკი იმ ვიდეოსი, რაც პირველ პოსტში უდევს თემის ავტორს. ეს სურათი ამ ვიდეოდანაა ამოღებული ცოტა საერთო ხედით. საერთოდ სხვა ხალხი უზის გვერდით და საერთოდ სხვა სიტუაციაა.

     

     

    post-5198-069856100 1306916068_thumb.jpg

  5. ქვემოთ რომ ზის, მარცხნივ, დიდი კაცი, მაგას აშკარად დაეხა ბაბუამისის დანატოვარი ტრადიციული "ნიფხავი" და სურათის გადასაღებად იქვე, სახელდახელოდ მწვანე ფოთლებით იხლაფორთა რაღაც. აბა საქვეყნოდ ხომ არ შეირცხვენდა თავს?!
  6. აი მზიანი ვანუატუს მკვიდრნი..

     

     

    ეტყობა გაუგიათ აფხაზური თხილით მაგარი ჩიჩილაკები მზადდებაო!!! :D

     

    ქვედა საცვლებისთვის... პრინციპში ქვედაც ეგაა და ზედაც :D

  7. http://lenta.ru/news/2011/05/31/triumph/

     

    აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო ვანუატუმ!

     

    გილოცავთ!

     

     

    მოკლედ, რაღა მაგელანი და რაღა ეს აფხაზეთის მთავრობა. რამდენი ახალი, აქამდე უცნობი კუნძული და სახელმწიფო აღმოგვაჩენინა?!

     

     

    მკდარი მკვდარს აეკიდა - სამარემდე მიმათრიეო.

  8. ნაცმოძრაობისთვის ჩვენ ვართ მტრები და ისინი ისევე ექცევიან საკუთAრ მოქალაქეებს როგორც დაპყრობილ დამორჩილებულ მასას

     

     

    :) ოღონდ მე მაგ ციტატასთან არაფერი მაკავშირებს :)

  9. სურათს ჩემი თვალებით ვხედავ და იმდენს ვერ უნდა მივხვდე რომ პირადობის სურათზე კაცი გაცილებით უფრო ხნიერია ვიდრე იქ მიტინგზე მყოფი?

     

     

    ეხლა მივხვდი, რასაც გულისხმობ, ანუ მარჯვენა (საბუთის) სურათში ჭაღარა ურევია და ქუჩის სურათებში არაო. მგონი აამს გულისხმობ.

     

    შევეცდები აგიხსნა:

     

    ეგ ქუჩის კადრები გადაღებულია ღამე, განათების გარეშე, ოპერატიული კამერით ე.წ. ციფრულ ფორმატში, რომელიც ღამის პირობებში საკმაოდ ცუდი ხარისხით იღებს.

     

    გარდა ამისა მაგ დროს სასტიკი წვიმა იყო და სველი თმა მშრალისაგან განსხვავებით მუქდება, მითუმეტეს ჭაღარა.

     

    ეხლა მთავარი: ქუჩის კადრში რგოლი რომაა ამონათებული, ეგ ბნელი კადრი აქვს ვიღაცას ამონათებული, ხელოვნურად, ამ დროს ფერთა გამა ძალიან იცვლება, მითუმეტეს, თუ მასალა უხარისხოა.

    აი მაგალითზე აგიხსნი:

     

    post-5198-081161000 1306836505_thumb.jpg

     

    ზემოთ არის დაახლოებითი გრადაცია ჭაღარა თმის ფერების.

     

    შუაში მაგ გრადაციას ვაბნელებთ (ანუ ღამით გადაღებული განათების გარეშე)

     

    ქვემოთ კი ეს ჩაბნელებული უკვე ხელოვნურად, ფოტოშოპში ამოვანათეთ.

     

     

    ხედავ რამხელა სხვაობას იძლევა ორიგინალთან ფერთა გამა?

     

    ეს თან გაითვალისწინე, რომ ზედა გრადაცია არის ასევე კომპუტერული, ანუ სუფთა ფერების, და არა ოპერატიული კამერით ღამით განათების გარეშე გადაღებული.

     

     

     

     

     

    იმედია გასაგებად ავხსენი. ასე რომ, აქ ჭაღარაა და იქ შავი თმები აქვსო, ამის მტკიცება საკმაოდ ძნელია, მითუმეტეს კოკისპირულ წვიმაში სველი თმების.

  10. მომისმინეთ და აი ავატარზე რომ მაქვს თოვლის ბაბუა ეგაც ხო მაგრად გავს მაგ ნიკა კვინტრიძეს? ნუ ცოტა წვერები აქვს მაგრამ ცხვირის მოყვანილობა შუბლი და წარბები ხო ემთხვევა ერთი ერთზე?

     

     

    რაშუაშია თოვლის ბაბუა?

     

    ეს მარჯვენა სურათები არის სადღაც ფოტოგრაფთან გადაღებული, დავარცხნილ-გალამაზებულ-გაღიმებულ-დამშვიდებული, კაცმა არ იცის თან რამდენი წლის უკან, აშკარად რაღაცა საბუთისთვის. მე რეალურად აშკარად არ ვგავარ საბუთებში ჩემივე სურათებს, კი ვგევარ, მაგრამ სარკეში, ყოველშემთხვევაში, ცოტა სხვანაირად აღვიქვამ საკუთარ თავს.

     

     

    ეს ქუჩაში ძირს დაგდებული, არაა გამორიცხული, რომ ნაცემი და სახე დასიებულიც, როგორ უნდა შეადარო ამ სურათს, თუ არა დეტალებით? მე საერთოდ არ ვიცი ვინ იყო ეგ უბედური ადამიანი. ბავშვობის მეგობარი არც დაფიქრებულა, ისე ამოიცნო, იმას კითხეთ, თუ რამეს არ ეთანხმებით.

  11. გავს

     

     

    +1

     

    ტუჩის ნერვის "დამბლაც" კი იდენტურია, მარცხენა მხარე (ანუ სურათზე, ჩვენგან მარჯვენა) ზემოთ აწეულია ოდნავ სამივე სურათზე.

  12. თემური, ცხონებული, ცოტა ხნის უკან გარდაიცვალა, ძალიან მაგარი კაცი, უპატიოსნესი!!!

     

    მთელი თაობაა გაზრდილი, რომლის უსაყვარლესი პერსონაჟსაც ახმოვანებდა ეგ კაცი, ვინც არ იცით, ესაა ბავშვების უსაყვარლესი ბუბუ, ბასტი-ბუბუდან ერთ-ერთი.

     

     

     

     

    არადა ბევრს შეიძლება მართლა შემთხვევით გამვლელი ეგონოს ეს კაცი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს! :(

  13. უკვე ბტრ-ებით დასდევენ ერთმანეთსო! :)

     

    СМИ: в Абхазии разгорелся конфликт между сотрудниками санатория "Сухум" и Минобороны РФ. Санаторий может отойти Сухуми

     

    http://realty.newsru.com/article/25May2011/suhum

  14. კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას

     

     

    დარხევიათ აბა რაიონებში გამგეობებს, მინიმუმ ნახევარი პარტიული და კომკავშირული აქვტივის წარმომადგენლებია მთელს საქართველოში.

  15. http://www.interpressnews.ge/ge/politika/169080-qqarthu-jgufisq-pressamsakhuri-shalva-nathelashvils-ghia-tserilith-mimarthavs.html

     

     

     

    "ქართუ ჯგუფმა" "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    "ბატონო შალვა, ათიოდე დღის წინ მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავარ დამფინანსებლად მოიხსენიეთ და მომავალში ამის გამო პასუხისმგებლობითა და ქართველი ხალხის სამსჯავროთი დაემუქრეთ.

    ამის შემდეგ გაზეთ "კვირის ქრონიკაში" დაბეჭდილ ინტერვიუში კვლავ ბრალი დასდეთ ივანიშვილს სააკაშვილის ხელისუფლების დაფინანსებაში და გაიმეორეთ ბრალდებები, რომლებზეც უკვე სამ წელზე მეტია გამუდმებით ლაპარაკობთ.

    ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენ გამოვაქვეყნეთ "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის განცხადება, რომლითაც მკითხველს ავუხსენით და განვუმარტეთ თქვენ მიერ დადგმული სპექტაკლის რეალური მიზეზები და თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში გამხილეთ.

    თქვენ და თქვენი მეგობარი ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე "ალია-ჰოლდინგიდან" საოცარი ოპერატიულობით გამოეხმაურეთ ჩვენს განცხადებას და ვრცელი ინტერვიუ მიუძღვენით მას. სწორედ ამ ინტერვიუმ გამოიწვია ჩვენი შეკითხვა და თქვენს მეგობარ ჟურნალისტს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა პირადად თქვენთან, გაქვთ თუ არა რაიმე დოკუმენტი იმის დასტურად, რომ ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ყოველწლიურად 150 მილიონით აფინანსებს. ჩვენს თხოვნას ასევე ოპერატიულად მოჰყვა თქვენი პასუხი, რომელშიც გამოთქმული "ბრალდებები" პირობითად შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ.

    პირველ ნაწილში თქვენ აცხადებთ: "150 მილიონი დოლარი არის მხოლოდ უძრავი ქონების წილი, ანუ ე.წ. "სტავკა, რომელიც მიდის უშუალოდ სააკაშვილის გამგებლობის ქვეშ".

    თქვენი ეს პასუხი საკმაოდ ბუნდოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის და ალბათ მკითხველისთვისაც და დიტო ჩუბინიძეს ღია წერილით კიდევ ერთხელ ვთხოვეთ დაეზუსტებინა _ "ხომ არ გულისხმობდით ამ უძრავ ქონებაში ბათუმის დელფინარიუმს, `სუფსის კარუსელებს", რომელიც ურეკის გასართობი ცენტრია, სამების ეკლესიას... მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს, ყველაფერს, რაც აშენდა და შეკეთდა?" სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღეთ და ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება.

    განგიმარტავთ, რომ ყველა ჩამოთვლილ ობიექტს საქველმოქმედო ფონდი აფინანსებს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და არც ვმალავთ. თქვენს ინტერვიუში კი ბრძანებთ, რომ ვასაიდუმლოებთ ფონდის საქმიანობას.

    არა, ბატონო შალვა, არათუ ვასაიდუმლოებთ, საქველმოქმედო ფონდის "კრიმინალური" საქმიანობა იმდენად გამჭვირვალეა, რომ მისი მუშაობის ყოველწლიურ აუდირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრიდან ერთ-ერთი, აუდიტორული ორგანიზაცია `დელოიტ ენდ ტუში~ ეწევა.

    თქვენი პასუხის მეორე ნაწილში აცხადებთ, რომ ივანიშვილის მხრიდან სააკაშვილისთვის გაწეული დახმარება არის: "პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ქეში, ნაღდი ფული, პრეზიდენტის მშობლებთან გასაგზავნი ფული, პრეზიდენტის გარემოცვასთან გასაგზავნი ფული, ალასანიებთან გასაგზავნი ფული, პრეზიდენტის ინტერესჯგუფებისთვის ბიზნესში დახმარება..." ასევე აცხადებთ: ”სოროსმა რომ დაუნიშნა პრეზიდენტსა და მინისტრებს ხელფასები... სოროსს იმ ფონდში მხოლოდ 10 პროცენტი შეჰქონდა... დანარჩენი არ გაინტერესებთ ვის შეჰქონდა? ბიძინა ივანიშვილს!" და ისიც აღნიშნეთ, ესენი (ანუ ჩვენ, "ქართუ ჯგუფი" და მისი პრესსამსახური) იმდენს იზამენ, ყველაფერს მათქმევინებენო.

     

    სწორედ თქვენმა მუქარამ გაგვიჩინა ეჭვი იმისა, რომ თქვენ კიდევ დაგრჩათ რაღაც უთქმელი და ამიტომაც მოგმართეთ დიტო ჩუბინიძის მეშვეობით, რომ ბოლომდე გეთქვათ სათქმელი, დაგეზუსტებინათ და დაგესრულებინათ ჩამონათვალი... მაგრამ რადგან ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღეთ თქვენგან პასუხი, არ გვინდა, მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ეს მინიშნება უპასუხოდ დავტოვეთ.

    ჩვენ ვერ უარვყოფთ და დასაშვებადაც კი მიგვაჩნია (რაც თქვენ ჩამოთვალეთ და რაც მინიშნებაში იგულისხმეთ და არ დაასრულეთ), ივანიშვილს საქველმოქმედო ფონდის გვერდის ავლით დაეფინანსებინა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც არ მოხვდა ფონდის აუდირებულ ანგარიშში. თუმცა ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო იმ დროისთვის არსებული სიტუაცია ან ის ფაქტორი, რომ გარკვეული საქმიანობა არ შეესაბამებოდა ფონდის წესდებას.

    ერთი რამ ნათელია: ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის ხელწერა ყოველთვის ერთი და იგივეა. თუ მომავალში მისი საქმიანობის დღემდე უცნობი დეტალები გახდება ცნობილი, ან თქვენი ინიციატივით, ან შესაძლებელია თვითონ ბატონმა ბიძინამ გაახმოვანოს რაიმე კონფიდენციალური ინფორმაცია, გარწმუნებთ, რომ მოგვიანებით გამომჟღავნებული ფაქტები ისეთივე "კრიმინალური" იქნება, როგორიც თქვენი ბრალდებების პირველი ნაწილი 150 მილიონი დოლარის "სტავკის" შესახებ.

    ასევე შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ _ როგორც პირველ ნაწილთან, ასევე თუ რაიმე ახალი ფაქტები გამომჟღავნდება მეორე ნაწილთან დაკავშირებითაც, ბიძინა ივანიშვილი მზად იქნება, პასუხი აგოს ქართველი ხალხის წინაშე. გარწმუნებთ, რომ მის ადვოკატობაზე არც ერთი ქართველი არ იტყვის უარს.

    ბატონო შალვა, როგორც თქვენ ითხოვთ ივანიშვილისგან პასუხისგებას, ასევე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მოუწევს პასუხი აგოს თავის საქციელზე, ისევე როგორც _ სააკაშვილს, მერაბიშვილს, და მათ შორის, თქვენც ოდესმე მოგიწევთ პასუხი აგოთ ხალხის წინაშე. ოდესმე გიფიქრიათ _ თუ თქვენ შესახებ არსებული ჭორებიდან რომელიმე დადასტურდება, რა მძიმე ხვედრი გელით?!.

    2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს გამოქვეყნდა ჩანაწერები, რომლებითაც თქვენ მხილებული იყავით რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში. მაშინ თქვენ აღნიშნეთ, რომ დაპატიმრების შიშის გამო იძულებული გახდით, თავი სარდაფებისთვის შეგეფარებინათ. როგორც ჭორის დონეზე ამბობენ, გისოსებს მიღმა იმიტომ არ აღმოჩნდით, რომ თქვენზე არსებული კომპრომატებიდან გამომდინარე, სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდით, სწორედ მაშინ მიეყიდეთ მათ და დღემდე მათი ხელმძღვანელობით მოქმედებთ.

    გარკვეული ხნის შემდეგ, თუ ეს ჭორები იმ ფაქტებთან ერთად დადასტურდება, რაც თქვენს ცხოვრებაში ყოფილა, აღარც საქართველოში დაგედგომებათ და ვფიქრობთ, არც საზღვარგარეთ მოგეცემათ მშვიდი ცხოვრების საშუალება _ ახლანდელი რეჟიმისგან გაქცეული უამრავი ქართველი, რომლებმაც იძულებით უცხოეთს შეაფარეს თავი, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ღალატს ნამდვილად არ გაპატიებენ და თუ ეს ასე მოხდება, როგორ გგონიათ, ვინ დაგიდგებათ ადვოკატად?!.

    ეგება ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი დამსახურებად იმას ჩაგითვლით,

    რამდენჯერმე რომ ახარეთ მას _ "სააკაშვილს ევროსასამართლოში ვუჩივლე და მალე დააპატიმრებენო". სავარაუდოდ, ეს სარჩელი არც დაგიწერიათ და მას მზის სინათლე არც არასოდეს უნახავს, ან კიდევ იმდენად სუსტი იყო, რომ ევროსასამართლოს არქივში მოთავსების ღირსადაც კი არ მიიჩნიეს. ოპოზიციურად განწყობილი ზოგიერთი ქართველი კი, რომლებსაც თქვენი ჯერ კიდევ რატომღაც სჯერათ (სამწუხაროდ, ასეთები კიდევ არიან, ერთეულები), თქვენს `საგმირო~ საქმეებს ელოდება. თუმცა თქვენი რა მიდის? ელოდონ!

    ხანდახან ისევ ხელისუფლება გეხმარებათ და დრო და დრო სასამართლოს ავალებს (თორემ აქაური სასამართლოს დამოუკიდებლობის ილუზია ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც აღარ შემორჩათ), დააკმაყოფილოს თქვენი პარტიის სარჩელი იმ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც თვითონ ხელისუფლება ქმნის. რომ არა ეს დახმარება და თქვენი `გამარჯვებების~ გაპიარება მთავრობასთან ერთად დადგმულ სპექტაკლებში, თქვენი რეიტინგი დიდი ხნის წინ აბსოლუტურ ნულზე გაიყინებოდა და კარგად იცით _ ნათელაშვილი-ნული არც ხელისუფლებას გამოადგება და ყოველი არჩევნების წინ თქვენც არავინ გადაგიხდით ფულს თქვენივე პარტიის საარჩევნო სიის გასაყიდად გამზადებულ ადგილებში. მსგავსი ფაქტები უჩვენოდაც ბევრჯერ დაგისახელეს და თქვენზე უკეთესად კი ვინ იცის ეს ამბავი?!

     

    არ შეგვიძლია, გვერდი ავუაროთ კიდევ ორ თემას:

     

    1. თქვენს ბოლო ინტერვიუში მიგვითითებთ, "ამოქექონ იმ "ქართუ ბანკის" დოკუმენტაცია, სადაც ღარიბოვი და ვიღაც ჰყავთ წევრებად, ამ დოკუმენტაციაში ჩანს ყველანაირი გადარიცხვა". ამით თქვენ აშკარა მინიშნებას აკეთებთ, რომ გყავთ თქვენი აგენტურული ქსელი და ფლობთ კონფიდენციალურ ინფორმაციას.

    თუმცა, მეორე მხრივ, რამდენადაც სააკაშვილი და მერაბიშვილი მთლიანად აკონტროლებენ ქართულ ბიზნესს და ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთებულა, ვინ დაგიჯერებთ, რომ მერაბიშვილმა დაგიტოვათ კონტროლი აგენტურული ქსელზე და შეელია მონოპოლიას ამ საკითხში?! ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ თქვენ თქვენი აგენტები კი არა გყავთ, არამედ ამ ინფორმაციას სწორედ მერაბიშვილისა და მისი აგენტებისგან იღებთ. ალბათ სწორედ მერაბიშვილისგან ინფორმაციის მიღების იმედით გვემუქრებით, რომ კიდევ ბევრი რამის თქმა შეგიძლიათ.

    ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რაც ჩვენ პირველ წერილში გამოვთქვით _ თქვენ კონკრეტულად სააკაშვილისა და მერაბიშვილის დაკვეთებს ასრულებთ.

     

    2. საოცრად ემთხვევა ორი ფაქტი ერთმანეთს: 2008 წელს, სააკაშვილის ინაუგურაციის წინა დღეს, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის შედგა ბოლო საუბარი, რის შემდეგაც მათ შორის ყველანაირი ურთიერთობა გაწყდა. ეს მოხდა ივანიშვილის ინიციატივით მას შემდეგ, რაც ბატონ ბიძინას გაუჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილმა მეორედ გაპრეზიდენტება გაყალბებული არჩევნებით მოახერხა. თუმცა ამის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან იყო ივანიშვილთან სატელეფონო საუბრისა და შეხვედრის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ბატონი ბიძინასგან მკაცრი უარი მიიღო.

    ამის შემდგომ, სულ რაღაც 2-3 თვეში, დაიწყო პირველი კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლის ინიციატორი თქვენი მეგობარი ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე იყო, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი `გმირი~ თქვენ ბრძანდებოდით. სწორედ დიტო ჩუბინიძემ და თქვენმა მეგობარმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს პირველად ის აბსურდი, თითქოს ივანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძინა მანქანები, 7 ნოემბრის მიტინგის დასარბევად უყიდა ელექტრო და შოკური იარაღი და მანვე დააფინანსა მიტინგის დამრბევ სპეცრაზმელთა პრემიებიც.

    ამჯერად თქვენ გაახმოვანეთ ეს აბსურდული ჭორი. ეს კიდევ ერთი დასაბუთებაა იმისა, რომ თქვენც და მათაც ერთი და იგივე იდეოლოგიური ხელმძღვანელი გყავთ ვანო მერაბიშვილის სახით. ალბათ საფუძველმოკლებული არ არის ის მოსაზრება, რომელიც არაერთხელ თქმულა და მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ გახმოვანდა ვანო მერაბიშვილს, "ალია-ჰოლდინგსა" და მის ჟურნალისტებს შორის ახლო კავშირების შესახებ. სწორედ ამიტომ თქვენ და დიტო ჩუბინიძეს არა მარტო მეგობრები, არამედ კოლეგებიც შეიძლება გიწოდოთ, რადგან ერთი პატრონის მსახურები ხართ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის საკუთრებად მოიაზრებით. ასევე როგორც თქვენ ხართ ფსევდოოპოზიციონერი, ასეთივე ფსევდოოპოზიციურია "ალია-ჰოლდინგის" გამოცემები.

    ბატონო შალვა, დილით რომ იღვიძებთ, ალბათ, ფიქრობთ, რატომ ვპასუხობთ თქვენს აბსურდულ განცხადებებსა თუ მოსაზრებებს... რატომ არ განებებთ თავს... ალბათ, თვითონვე გიკვირთ, დღესდღეობით სერიოზულად კიდევ რომ აღგიქვამთ ვინმე. ამაზე მგონი უკვე გიპასუხეთ _ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა თქვენი, როგორც პოლიტიკოსის სერიოზულად მიღება, რომ არა ის გარემოება, რომ თქვენთვის ჩვენი ნებისმიერი პასუხი თუ განმარტება თქვენივე პატრონების _ სააკაშვილისა და მერაბიშვილის გასაგონად არის, სწორედ მათკენ არის მიმართული. როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ, გამგებმა უნდა გაიგოს...

    2008 წელს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ერთი ციკლი ჩავამთავრეთ და პასუხი გავეცით იმ დროს წამოჭრილ შეკითხვებს. ჩვენი მხრიდან ამ მეორე ციკლსაც ვასრულებთ _ ვფიქრობთ, თქვენს ახლანდელ გამოგონილ ბრალდებებს და იმასაც, რასაც მომავალში იტყვით, უკვე ვუპასუხეთ და აღარ ვაპირებთ, თქვენს აბსურდულ მოსაზრებებს მომავალში რამე ფორმით გამოვეხმაუროთ.

     

    P.შ. ბატონო შალვა, არ დაგიმალავთ _ როცა ამ წერილს ვწერდით, თქვენ მიმართ რამდენჯერმე სიბრალულის გრძნობა გაგვიჩნდა და აი, რატომ:

    თქვენი ბრალეულობა ხომ სინამდვილეში მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ თქვენი სუსტი ნებისყოფის გამო, სიწუწკეს ვერ სძლიეთ და, როგორც ამბობენ, ერთხელ აიღეთ ფული იქ, სადაც არ შეიძლებოდა (რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან, არჩევნებისთვის ადგილების გაყიდვით... და სხვ.). შესაძლებელია, ეს გაიმეორეთ კიდევ ერთხელ ან რამდენჯერმეც.

    რა მოხდა მერე, კაცო, ისეთი?! ამის გულისთვის ხომ არ შეიძლება, მთელი დარჩენილი ცხოვრება ადამიანს სხვის მონობაში გაატარებინო და სხვისი სურვილების შესრულებაში ჩაიხარჯო?! თანაც, უმეტესწილად, სხვისი სურვილები შესაძლოა, დიამეტრულად ეწინააღმდეგებოდეს საკუთარს, თუნდაც ბატონი ბიძინას შემთხვევაში.

    თქვენც ხომ მშვენივრად იცით, რომ მას თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი შვილებისა და თქვენი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ასეთ დროს კი იძულებულს გხდიან, თანაც ვინ _ თქვენი სამშობლოს რეალური მტრები, რომ სიკეთეს ებრძოლოთ.

    საუბედუროდ ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენ ერთადერთი არ ბრძანდებით ასეთი და თქვენი მეგობარიც ამ დღეშია. თუმცა რატომ მარტო ერთი მეგობარი _ მეგობრები, და არა მარტო ჟურნალისტები. თქვენი მსგავსი ფსევდოოპოზიციაც მინიმუმ კიდევ ორი მოიაზრება საქართველოში.

    თქვენი და თქვენნაირების მდგომარეობა შეიძლება თავისუფლად შევადაროთ იმ ერთი საბჭოთა პოეტის მდგომარეობას, რომელმაც კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი; პარტ.ფსევდონიმი) ასეთი ლექსი მიუძღვნა:

    შენ შენი ნებით შენი ..... ცხოვრებაში ერთხელ შეჭამე,

    ამით აგამაღლეს და კაცად გაქციეს...

    მე ნახევარი საუკუნეა ძალისძალად სხვის .... მაჭმევენ

    და დედას .... უმადობა თუ შემამჩნიეს",-ნათქვამია "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის განცხადებაში.

     

     

     

     

     

     

     

    ესს სრული ვერსიაა, განსაკუთრებით, ბოლო ლექსია ძალიან მაგარი :D

  16. http://www.newsru.com/russia/20may2011/kokoity.html

     

     

    ამასობაში კი ვლადიკავკასში ყაყაითას ბიძაშვილსა და სამთავრობო დაცვის უმფროსს წერილი გაატანა ვიღაც იქაურმა ოსმა კიკბოქსიორმა, მთვრალებმა გაუჩმახესო, იარაღებითო, ამას კიდევ ის იარაღები სულ კონვერტებში ჩაუდვია და ისე გაუტანებია წერილებით!

  17. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება.

     

     

    აბა თუ მაგარია, ჩვენზე, დიდებზე მოვიდესო?? :)

     

    რავი, ამასაც თუ იტყუებიან და ვინმე ბაევიკები იყვნენ, ეგ არ ვიცი, მარა არა მგონია 17 წლის ბაევიკები ყოფილიყვნენ)

     

     

    რა ბოევიკები, ღლაპები არიან, საწ####ბი, აი სურათიც:

     

    http://www.lenta.ru/news/2011/05/19/release/

  18. თუკი მოიძიებ საქართველოს რუკას რუსეთთან შეერთებამდე კარგი იქნება, ეს საკითხი მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველაფერი არაა ნათელი,

     

    რამდენად უტყუარუა არ ვიცი, თუმცა, ჩემისაზრით საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან, ოღონდ შავი ზღვის პირეთი ასეთი სახით არამგონია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფილიყო მაგ დროს.

     

    post-5198-044175800 1305722880_thumb.jpg

  19. "თბილისში არავინ დაბადებულა და გაზრდილა.

     

     

    მე ვარ ეგეთი!!! :) ოღონდ ქუთაისლებიც და ყველა დანარჩენიც მიყვარს და პატივს ვცემ!

     

    მაგარი ფრაზაა ისე :D

  20. ი ბატონო, ყველაფერი მშვენიერია მაგრამ იბადება კითხვა, რატომ თქვა უარი ერეკლე მე-2 თურქების წინადადებაზე? რატომ ენდო რუსებს, რომელი გადადებული მორწმუნე ეგ მყავდა 17 შვილი ჰყავდა მგონი სხვადასხვა ხარჭისგან ,

    ანუ, თუკი ყველაფერი ასე კარგად და მშვენივრად მიდიოდი ჯერ ერეკლე, მერე მისი შვილი,

    ხო, გავაგრძელოთ,

     

     

    http://www.myvideo.ge/?video_id=1074363

     

    აი ამ ლინკს მოუსმინეთ, ბევრ რამეზეა მანდ პასუხი. ამას დაამატეთ ისიც, რომ წარმოუდგენლად ქატიურობდა ერეკლეს კარზე სომხეთის აგენტურა, ნუ აი, ენით აუწერლად, ლომის წილი მიუძღვით მაგ ამბებში.

    არანაირი აჯანყება საქართველოს სუვერენიტეტისთვის

     

     

    კახეთის, ფშავ-ხევსურეთის,იმერეთის, გურიის აჯანყებები იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსების წინააღმდეგ და არა სოციალური მოთხოვნებით ან რაიმე სხვა

     

    იმიტომ, რომ მაშინ თბილისს იცავდა ნოე ჟორდანიას სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომლისთვისაც საქართველო და ქართველობა ისეთივე ცნებებია, როგორც ეხლა ჩემთვის ჩრდილოეთ სომალი. და სულმოუთქმელად ელოდებოდა რუსეთში თეთრების კონტრ-რევოლუციას, რათა კვლავ დიადი რუსული,დემოკრატიული იმპერიის ნაწილი გავმხდარიყავით.

    1921 წლის 25 თებერვალს ბასიაკები იღებენ თბილისს,

    ეს არაფერზე მეტყველებს?

     

    არსენაზე ხალხური ლექსი მახსოვს და იქ ეროვნული არაფერი ჩანს, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ჯეელია

     

     

    ლექსი არა, მე ჯავახიშვილის არსენა მარაბდელი ვიგულისხმე, იქ ნათლადაა ასახული, რომ მთელი უბედურების სათავე რუსების მონობაა და მათზე მიყიდული ქართველების ღალატი

     

    თქვენის ნებართვთ, ხვალ გავაგრძელოთ, სურვილის შემთხვევაში :)

  21. არჩილ, რით ახსნი იმას რომ ქართველებს საკუტარი სუვერენიტეტისთვის ცარიზმის წინააღმდეგ არ უბრძოლიათ მაშინ როდესაც ირანელების და თუქრების წინააღმდეგ თავს არ ზოგავდნენ,

     

    გლეხების სოც. აჯანყებები არ ითვლება

     

     

    არ იბრძოდას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგალითად, თუნდაც 1832 წლის აჯანყება, თუმცა ბევრი მერე ამაჯანყებისა რუსების სამსახურში ჩადგა.

     

    საერთოდ სუვერენიტეტის მოთხოვნა ყოველთვის ყველგან არის ე.წ. მმართველი კლასისის მოთხოვნა, ვინაიდან მას სურს ჩაანაცვლოს უცხო მმართველი. რუსებმა მოახერხეს აქაური, ადგილობრივი მმართველობის ზოგის მოსყიდვა, ზოგის დაშინება, ზოგის გასახლება და მოკვლაც კი. ვინც მოისყიდეს, ის დააწინაურეს, სხვებისთვის შესაშური პირობები შეუქმნეს, რათა ეს კლასი კმაყოფილი ჰყოლოდათ და მათ რაიმეზე პრეტენზია არ გასჩენოდათ. ეს ყველა დამყრობლის ხელწერაა. ოსმალები გაგიჯებულები იყვნენმ ეს ქართველები რამ გადაგრიათო, რუსები რაღაცა ბრჭყვიალა მედლებს გკიდებენ მკერდზე და თქვენ მაგისთვის თავს იკლავთო და სპეციალურად დაიწყეს მათაც ქართველებისთვის ოქროს მედალიონების ჩამოსხმა, იქნებ ესენი უფრო მოეწონოთო, სერიოზულად :)

     

    ამიტომ, რადგენ ელიტა და მმართველი კლასი ასეთუისე "დაკერეს", (რათქმაუნდა ყველა ვერა) ყოველივე პროტესტი ჩანდა როგორც გლეხთა სოციალური ამბოხი, იმიტომ რომ გლეხები მეტზე ვერც "გაქაჩავდნენ". თუნდაც არსენას მითI. (მითI, იმიტომ, რომ რეალურად ეს პიროვნება აბსოლუტურად სხვა ტიპის ადამიანი იყო, ვიდრე ლიტერატურული გმირია) ესეც ხომ გარეგნულად სოციალური ამბოხი იყო, მაგრამ მთლიანად სუვერენიტეტის მოთხოვნილებებით. უბრალოდ უთაოდ დარჩენილ გლეხებს მეტზე ცენიზ და განათლება აღარ ჰყოფნიდათ. რუსებმა სწორად გათვალეს. თავად-აზნაურობა წაბილწეს და ფაქტიურად მოღალატეებად აქციეს და თანაც შეაზიზღეს უბრალო მოკვდავთ, რომლისიმედიც და დასაყრდენიც იყო ყოველთვის იგივე თავადაზნაურობაცა და სახელმწიფოც.

  22. რუსეთთან შეერთებამდე არსებობდა ერთიანი ქართული სახლმწიფო?

     

     

    არა, არ ასებობდა, მაგრამ იყო ამის შანსი, უბრალოდ ცოტა დრო გვჭირდებოდა. გეგმა იყო, თან იყო შანსი რეალურად გაცილებით ფართო საზღვრების მქონე სახელმწიფოს შექმნისა. ამ გეგმაში მონაწილეობდა იმდროინდელი წარჩინებული ქართველობა მთელს წინა აზიაში და კავკასიაში, რაოდენ ფანტასტიურადაც არ უნდა ჯღერდეს თვით მამელუქების მონაწილებითაც კი დაუდ ხანის მონაწილეობით, რომელიც სერიოზულად აფინანსებდა მაშინ საქართველოში ბევრ რამეს. იმერეთის მიერთების წინააღმდეგი ერეკლე იყო, არადა იმერლები იქით ითხოვდნენ, უბრალოდ ერეკლეს მანამდე სხვა რაღაცეები ჰქონდა მოსაგვარებელი ამის წინა პირობად.

    რატომ იყო საქ. დაქსაქსული და რუსეთის არ გამოჩენის შემთხვევაში რა ბედი გველოდა,

    ეს ეხლა უკვე კაცმა არ იცის ,რა გველოდებოდა, ღვთის ნებით ასე მოხდა.

    შEვძლებდით ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას თუ ირანი და ოსმალეთი გვშთნათქვდა

     

    სურვილის შემთხვევაში შევძლებდით. ირანს და ოსმალეთს რაც შეეხება, აქაც ბევრი რამ რუსული პროპაგანდის ბრალია. აღამაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ რამოდენიმე წელიწადში ირანში ისე აირია სიტუაცია, რომ საქართველოს დაპყრობა კი არა, აღმოსავლეთ ირანის ტახტზე, თავრზში შაჰიის ერთ-ერთ კანდიდატურად სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილი განიხილებოდა, მაშინ ის იქ ცხოვრობდა, აქედან დევნილი. მაგრამ მან უარი თქვა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მომდევნო წლებმაც ნათლად აჩვენა, რომ ამ პერიოდიდანმოყოლებული, აგერ ლამის 1970-იან წლების რევოლუციამდე ირანი რეგიონალური მოთამაშის დონის ქვეყანაც კი ვეღარ გახდა, არათუ ვინმეს დამპყრობი.

     

    რაც შეეხება ოსმალეთს: ერეკლეს დროს იყო ძალიან საინტერესო და რაც მთავარია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, მარტივად რომ ვთქვათ, ოღონდ რუსები არა და რაც გინდა ის ქენიო, ისედაც, ისტორიულ მესხეთსა და ტაო-კლარჯეთში ძირითადი მმართველები მაინც ქართველები რჩებოდნენ, გამუსულმანებულები, მაგრამ ქართველები, რეალური ძალაუფლება მათ ხელში იყო, ოსმალები უფრო "მაყურებლების" როლში იყვნენ. ყველაზე დიდი ტრაგედიაც იმაში იყო, რომ ის მითი, რითაც რუსები გვკვებავდენნ, რომ მათ საქართველოს ისტორიული მიწბი დაუბრუნეს, რეალურად ქრისტიან ქართველებსა და მუსულმან ქართველებს შორის სასტიკი სისხლიანი დაპირისპირების ხარჯზე მოხდა. უბრალოდ იქეთა ქართველობას ოსმალეთი უმაგრებდა ზურგას, აქეთას რუსები, რეალურად საბრძოლო მოქმედებებში ძირითადათ ორივე მხრიდან ქართველებს უწევდსათ ომი. 60 000 ოჯახი!!! მესხების გასახლებულ იქნა მესხეთიდან მაგ ომის დროს და სწორედ მათ ადგილას დაასახლეს შემდეგ რუსებმა სომხები, დღეს ჯავაკი ჩვენიაო, რომ ყვირიან.

     

    ასე, რომ უამრავი ვარიანტი შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ღვთის განგება ეგეთი გამოდგა, რაც მოხდა.

  23. გიორგი მე-12 თხოვნით მიმართ რუსეთის იმპერატორს

    ძალიან ბევრი ერეკლე მეორეს მიიჩნევს საქართველოს რუსეთთან მიერთების მიზეზად, არადა სწორედ გიორგი მე-12-ის დამსახურებაა ეს. ეს ადამიანი იყო მძიმედ ავადმყოფი. უძლური, ეს შესანიშნავად გამოიყენეს რუსბმა და ხელზე დაიხვიეს მისი პათოლოგიური შიში ტახტის დაკარგვისა ალექსანდრე ბატონიშვილის სასარგებლოდ, რომელსაც მხარს უჭერდა ლამის მთელი საქართველო დიდგვაროვნიან-ყველაიანად.

     

    სწორედ მისი სიცოცხლისა და მეფობის ბოლო დღეებში გამოჩნდა თბილისში პირველი რუსული სამხედრო ნაწილები, მანამდე ვერ ბედავდნენ ეტყობა მაინც ასე ღიად. ფაქტიურად მის დასაცავად ალექსანდრე ბატონიშვილისმომხრეებისგან, რომელსაც უკვე რეალურად უნდა აეღო ძალაუფლება.

     

    არადა უდიდესი ტრაგედიით დასრულდა გიორგი მე-12-ის ოჯახისთვის მისი ეს ავანტურა. ეხლა ზუსტად ავტორი არ მახსოვს, ხვალ დავადგენ, არის ასეთი ნაწარმოები: "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი". მაგ დოკუმენტში აღნიშნულ მოვლენებზეა მთლიანად და იმაძე, თუ რა ხდებოდა მეფის კარზე მაგ პერიოდში, ვინ აქტიურობდა და ვინ რითი იყო დაკავებული. განსაკუთრებით რა როლი მიუძღვით ამ ყველაფერში მეფის კართან დაახლოებულ სომხებს.

     

    ცნობისათვის საქარველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება გამოცხადდა 1800 წლის 18 თებერვალს, 17 თებერვალს კი თბილისში სომხურ ეკლესიაში საზეიმო პარაკლისი გადაიხადა მაშინდელმა აქაურმა ტერტერამ!

×
×
  • შექმენი...