Jump to content
Planeta.Ge

shavlego91

პლანეტელი
  • პოსტები

    981
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shavlego91

  1. ამერიკელებს ეხმარებოდი გადატრიალების მომზადებაში?! ალბათ მამლუქების შთამომავლები ჩართე საქმეში!
  2. მეორე რუსთავი-2 ია ახდენს რევოლუციებს!
  3. როგორც კართაგენი.... მარილს როდის მოაყრიან?!
  4. გილოცავთ! გრიგოლ რობაქიძე-" წმინდა ნინო" ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით: დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული, ჩვენ, დანებულნი და გულახდილები, შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით. მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან, გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია – ჯვარი გა მოსჭერი ვაზის ნასხლევიდან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე. ...
  5. ძუკუ,ასე შენ ხან ხიდაშელი ხარ,ხან ბერძენიშვილი,ხან ხაინდრავა,ხან კი- აფხაზეთის,სამაჩაბლოსა და საქართველოს კონფედერაციის კონცეფციის ავტორი
  6. აჭარაში სათხილამურო კურორტის განვითარებაზე კი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ასეთი კურორტები და თხილამურებზე დგომა მისი "ახირება" არ არის. მისი თქმით, მსოფლიოში ყველა რეგიონი, სადაც სათხილამურო კურორტებია განვითარებული, ღარიბი არ არის. ამასთან, პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის თოვლია, ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს ამერიკაში ან "ერთგან ევროპაში".
  7. ედუარდის დაბადების დღისადმი გამოქვეყნდა ფეისბუქზე- გიორგი მაისურაძე"...ედუარდ შევარდნაძე ამ ისტორიაში თანამედროვე ქართული პოლიტიკის „მამის ფიგურად“ ჩაეწერა... ამ შეფასებას არ ვიზიარებთ და რატომ?...მისი "პოლიტიკოსობის "დროს -"დაიხვრიტნენ თვითმფრინავის ბიჭები და მღვდელი ჩიხლაძე,მოკლეს ჟურნალისტი ნაზი შამანაური,სამეურნეო დანაშალისათვის დაიხვრიტნენ კობახიძე და სხვები,მოკლული იქნენ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია,პრემიერი პატარიძე...1992 წლის 24 ივნისის დაგომისის,1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის,1993 წლის 27 ივლისის სოჭის გარიგებით(რუსი და ოსი "მშვიდობისმყოფელებით" შემოყვანით, ცალმხრივად ქართული მხარის მიერ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გაყვანით,ღალატით) მოხდა სამაჩაბლოს,გაგრის და შემდეგ მთლიანად აფხაზეთის ოკუპაცია -ანექსია,1,5 მილიონი ქართველის საზღვარგარეთ გაიქცა,2,5 მილიარდი დოლარის კრედიტი მითვისებულიქნა,30 000 მილიარდი ლარის საბანკო ანაბრები მოსახლეობას "აწაპნეს",ვაუჩერიზაციით მითვისებულიიქნა წარმოება -დაწესებულებების ქონება,შენობა ნაგებობები( ერთერთი ჰესი გაიყიდა 27 დოლარად,კორპუსები კი რამოდენიმე ასეულ დოლარად...)ქვეყანა კორუფციაში და უსინათლობაში იხრჩობოდა,ამ დროს საზღვარგარეთ დენის გაყიდვით ხელს ითბობდნენ, დაიხვრიტა მშვიდობიანი მანიფესტანტები,6 ხელფეხშეკრული ახალგაზრდა მის თანდასწრებით გაუსამართლებლად დახვრიტეს,1992 წლის 24 ივნისს ცნობის ტელევიზიის პროვოკაციის შემდეგ დაპატიმრებული რეზო ბროძელი,ლიმა გიორგაძე და მერაბ სულაძე გაუსამართლებლად დაიხვრიტა,30 000 ადამიანი დაიღუპა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,300 000 დევნილი გახდა....
  8. ქართველებში პრეზიდენტობის სურვილებს დააკმაყოფილებთ რამოდენიმე სახელმწიფოს შექმნით!...ახლა სერიოზულად გამოტყდით ვინ ხართ მსურველი ავტონომიის.. ტალიავინი-საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი. მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა”… 2005 წელს შექმნილი “ეროვნული სამეცნიერო ფონდი”, შემდეგ კი მის ბაზაზე დაფუძნებული “რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდი” ექსპერტებად ძირითადად იწვევს ანტიქართული რუკების ავტორებსა და საბჭოური ანტიქართული „სამეცნიერო“ თეორიებს დამცველებს, რომლებიც უფრო ამძიმებენ საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ველში. პარალელურად, ინდიფერენტული ხალხის ხელში ჩავარდნილი საქართველო უპირველესი უნივერსიტეტი ამავე უცხოელებს საპატიო დოქტორობას, ე.წ. ქართველ ექსპერტებს კი თანამდებობებით აჯილდოვებს...ამ ღალატში პოლიტიკური პარტიები თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად მონაწილეობენ ავტონომისტებს უპასუხა ერთერთმა ექპერტმა:"რაც შეეხება ტალიავინის კომისიის მცდარი დებულებების პასუხებს (მოკლედ): 1. ტერმინი: “სუბ-ეთნიკური ერთეული” არაადეკვატურია ქართველური სინამდვილესთვის: სულ მცირე 20 საუკუნეა, ყველა კუთხის ქართველის დედაენა ერთია – ქართული ენაა; ქართველთა კულტურა და ცხოვრების წესიც თვისობრივად ერთგავრია. მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ტრადიცია თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა მცირე ტერიროტიის მქონე საქართველოს ყველა კუთხეში. შესაბამისად, გაუგებრობა ან რელობის მიჩქმალვაა ქართველთა (მეგრელთა, სვანთა, აჭარელთა, მესხთა, იმერელთა, კახთა…) საერთო შემოქმედების – ქართული სამწიგნობრო კულტურის – იგნორირება და ქართველთა სუნეთნოსებად დანაწევრება. შესაბამისად, რეალობას არ ასახავს ტალიავინის კომისიის დასკვნის სემდეგი ფრაზა: “საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი. მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა”... 2. შესაძლებელია მტკიცება, რომ ქართველი ერი ერთიან ეროვნულ ორგანიზმად ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში; უდავოა, რომ ადრე შუა საუკუნეებში ფაქტია ქართველი ეროვნებისა და ერთიანი ქართული კულტურის არსებობა, რომელიც იქმნებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთსიც და ცენტრალურ საქართველოშიც. მე-13 საუკუნეში ქართველი ერის ჩამოუყალიბებლობაზე საუბარი საბჭოური დემაგოგიაა! 3. დამპყრობლებთან ბრძოლაში საქართველო ზოჯგერ ნაწევრდებოდა კიდეც, მაგრამ იშლებოდა პატარ-პატარა საქართველოებად; ამ “საქართველოებში” კანცელარიის ენა ისევ ქართული იყო, ეკლესიის ენაც ქართული იყო; მშობლიური ისტორიაც და ლიტერატურული ისტორიაც იგივე ქართული იყო… არასოდეს დაშლილა საქართველო ისეთ სეპარატისტულ სამეფოებად/სამთავროებად, რომელთაც თავ-თავიანთი ენა, ქცევა თუ კულტურა ჰქონდათ… 4. ქართველი ერის ისტორიული მეხსიერება დღესაც ყველა კუთხის ქართველის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია; მაგ., თამარ მეფის ხსოვნა ყველა კუთხის ქართველის იდენტობის შემადგენელი ნაწილია (საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ლაზებისა თუ იმერხეველ-ტაოელებისთვისაც კი). 5. ქართული ენა ყველა ქართველის (მეგრელის, სვანის, აჭარელის, მესხის, იმერელის, კახელის…) დედაენაა, ეროვნული ენაა, ეროვნული მეობის საფუძველია: მრავალი საუკუნის მანძილზე ამ დედაენობრივ კულტურაში იწრთობა ქართველი ერი. ქართველთა დედაენის ზეპირი კუთხური სახესხვაობები (თუ კილოები, კილოკავები) “საოჯახო ენის” ფუნქციით შემოისაზღვრება და არალოგიკურია მათი წარმოდგენა ე.წ. სუბ-ეთნოსების მახასიათებლებად… ქართული ენის გავრცელების საზღვარი არ არის მდინარე ცხენისწყალი და ერგნეთი, როგორც ეს ჰგონიათ “რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდის” ცინიკოს ე.წ. ექსპერტებს; მათ გასაგონადაც ვამბობ: ქართული ენა ცხინვალის მხარეშიც და სამეგრელო-აფხაზეთსა თუ სვანეთშიც ავტოქთნი ქართველების მრავალსაუკუნოვანი დედაენაა!"
  9. რიჩარდ ნიქსონი ზვიად გამსახურდიაზე: "მე ზვიად გამსახურდიას ორჯერ, არა, სამჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. იგი ძლიერი ლიდერია. ზოგიერთ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ძალიან ძლიერიცაა. ამასთანავე პრაგმატისტიცაა. ცდილობს მშვიდობიანი გზით მოაგვა...როს ყველა კონფლიქტური საკითხი. მშვიდობის გზით და არა ძალისმიერი, მონახოს საერთო ენა ოპოზიციასთანაც. მე ვფიქრობ იგი ქართველ ერს გამარჯვებამდე მიიყვანს."
  10. რუსეთის მიერ ხელისუფლების დამხობის შედეგად მიყენებული ზარალი თუ დავითვალეთ 1992 წლიდან,მაშინ ათობით მილიარდზე ავა მათი ვალი...თუ დავიწყებთ ათვლას 1921 წლიდან...ან თუნდაც 1801 წლიდან, ვალი ტრილიონებს მიაღწევს...მასში შევა სოჭის,ტაო-კლარჯეთის,საინგილოს,დვალეთის,ალავერდის,აფხაზეთის,სამაჩაბლოს,ქსნის ხეობის,დალის სვანეთის ტერიტორიების მიტაცების საზღაურიც...
  11. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.ამ მუქარის უკან ედუარდ შევარდნაძეც იდგა საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა
  12. კოკოითი თბილისს მილიონებს სთხოვს [კოკოითი თბილისს მილიონებს სთხოვს] 20:29 21.01.2011 [თეონა მანაგაძე] სეპარატისტთა ლიდერი, ედუარდ კოკოითი, თბილისისაგან, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს.
  13. რატომაა რომ ყველა პუტჩისტსა და პუტჩისტთა მხარდამჭერს, სამოქალაქო ომად მიაჩნიათ? - პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.... სამოქალაქო ომში ხომ დამნაშავე არ ჩანს და ორივე მხარეა დამნაშავე? სამხედრო გადატრიალების დროს კი, საერთაშორისო სამართლით კი დამნაშავე -პუტჩისტია...ამ დროს პასუხისმგებელი რუსეთიცაა,საერთაშორისო თანამეგობრობაც...ჰააგის სასამართლოც....მარტივი გამოსავალი ნახეს- 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების სამოქალაქო ომად მონათვალა?!!!ეს კი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დამოკლეს მახვილია-პრეცედენტის დაშვება და პერმანენტული გადატრიალებები...
  14. ედუარდ შევარდნაძე თანაუგრძნობს ადმირალ ბალტინის ოჯახს 20:26 | 07/ 10/ 2008 Print version ...თბილისი, 7 ოქტომბერი /“ახალი ამბები – საქართველო“/. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიუსამძიმრა ადმირალ ედუარდ ბალტინის ოჯახს, რომელიც 72 წლის ასაკში სამშაბათს მოსკოვში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“. ადმირალი ბალტინი – საბჭოთა კავშირის გმირია. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა ჩრდილოეთ, წყნარი ოკეანის და შავი ზღვის ფლოტებში. 1992 წელს შავი ზღვის ფლოტის სარდლად დანიშვნის შემდეგ ის მონაწილეობას იღებდა საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამხედრო კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო აქციებში. სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის მეთაურობის დროს ბალტინმა გარდაუვალი სიკვდილისგან გადაარჩინა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. 1996 წლიდან ბალტინი თადარიგში იმყოფებოდა, ცხოვრობდა მოსკოვში. „მე ღრმად ვწუხვარ ასეთი ადამიანის გარდაცვალების გამო. სამწუხაროდ, მე არ გამაჩნია მოსკოვში გამგზავრების შესაძლებლობა და მინდა აქედან მივუსამძიმრო ადმირალის ოჯახს“, – განაცხადა შევარდნაძემ „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბარში. მან დადებითად შეაფასა გარდაცვლილი ადმირალის როლი საქართველოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში, 1993 წელს. „ბალტინს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინაშე. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს გადარჩენის ერთ–ერთი ფაქტორი ადმირალი ბალტინი იყო“, – განაცხადა შევარდნაძემ. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა დეტალურად გაიხსენა ქალაქ ფოთში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებული მოვლენები, როდესაც სახემწიფოებრივი კონტროლის დაკარგვის საფრთხე მთელ დასავლეთ საქართველოში არსებობდა. „მაშინ მე დახმარებისთვის მივმართე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს და მას ფოთში რუსეთისა და უკრაინის ერთიანი ფლოტის გამოგზავნა ვთხოვე, რომელსაც ბალტინი მეთაურობდა“, – განაცხადა შევარდნაძემ. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავის „მემუარებში“
  15. პაჭკორიას და ჭანტურიას(პირველი არხი) მივმართავ როგორი სამოქალაქო ომი იყო საქართველოში 1991-93 წლებში?!თუ რუსეთის საზღვაო ფლოტი ჩართულია შევარდნაძის მხარეს,ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი( სარდლის მოვალეობის შემსრულებლის -სუფიან ბეპაევის მემუარი-აღიარება) ჩართულია სიგუა-კიტოვან-იოსელიანის მხარეს,65 მილიონ დოლარს (დუმის დეპუტატი-კოვალიოვი)უხდიან" ოპოზიციას",რუსეთში მოსკოვის ქართული სათვისტომო აგროვებს ფულს ბალტინისთვის ,რათა მოახდინოს სამეგრელოს ოკუპაცია(ამ ბალტინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა აფხაზეთის ოკუპაციაში)...როსტოვისა და პეჩორის სპეცნაზების მთავრობის სახლის შტურმში მონაწილეობაზე "იზვესტიაში"თვითონ მონაწილეები ჰყვებიან...ბურბულისი "პერესტროიკის 10 წლისთავზე საჯაროდ აღიარებს,რომ თვითონ იყო კოორდინატორი1991-92 წწ. თბილისში სამხედრო გადატრიალების...მისი მიზანი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია...ამ გადატრიალებაშიო მონაწილეები ვერ თუ არ გრძნობენ დანაშაულს და დღეს ცილს სწამებენ ზვიად გამსახურდიას ცოდვების მონანიების მაგივრად...ოპონენტებო,თქვენს კისერზეა სამხედრო გადატრიალების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის უმძიმესი ცოდვა...შეინანეთ...
  16. И вот с этой армадой я появился в ночь на понедельник 4 ноября на рейде Поти. Блокировали морское пространство от турецкой границы до Адлера. Закрыли воздушное пространство. Все объявили официально: "В связи с боевыми действиями". Причем оповещение сделано международное. - А где в это время был Эдуард Амвросиевич? - Он появился перед высадкой на берег. Мы подписали с ним соглашение между командующим Черноморским флотом и правительством Грузии... И выполнили его. За 30 минут мы заняли Поти. Все основные пункты города-порта были заняты практически без сопротивления. Подразделения звиадистов бежали в полной растерянности. Был создан укрепрайон. Затем бронетехника на скорости 70 км/ч ворвалась на аэродром Сенаки. За неделю дошли до Ингури. И везде провозглашалась власть Шеварднадзе. Назначались мэры, администрации районов, городов, поселков. Очень помогли нам грузинское телевидение и радио. На грузинском и русском языках они призывали жителей к послушанию. - Сколько времени флот помогал поддерживать порядок? - Мы планировали примерно две недели. 9 ноября первый раз по космической связи выходит Грачев: "Долго ты там будешь?". А меня жители просят в Кутаиси прийти, в Тбилиси, но я же не могу воевать на Кавказе несанкционированно. Но за это время все отряды, которые оказались внутри оборонительного района, это где-то около 1,5 тысяч, были разоружены. Отлично действовала рота глубинной разведки, бойцы которой, одетые "по гражданке", действовали в тылу. - Как и в какой момент была поставлена точка в этой действительно кровавой истории помощи Шеварднадзе? - Мы подписали военно-политическое соглашение, смысл которого сводился к тому, что мы пришли для установления порядка и прекращения боевых действий на территории Грузии, для создания нормальных условий для жизни народа, для борьбы с терроризмом, с наркоманией, для создания благоприятных условий функционирования порта Поти и развития международной торговли, для охраны транспортных коммуникаций и морских границ, экономической зоны Грузии, ее воздушного пространства и территории северо-западной части Грузии. Они рады были этому соглашению. Будь на то желание тогдашнего российского руководства, Поти вообще мог бы нашим стать... Я тогда Ельцину лично шифровку послал. Мне прямо там отдавали Поти и просили, чтобы и флот туда вернулся с постоянным базированием. Шеварднадзе показал новых четыре 80-квартирных дома - готов был сразу отдать нашим офицерам, мичманам. Причем никакой арендной платы. "Вы только соглашение это выполняйте - охрану, оборону, создание благоприятных условий, и все". Такой еще пример. При мне пришел в Поти итальянский транспорт. Огромный сухогруз. И капитан, итальянец, не выгружался до тех пор, пока не проверил надежность порта. Более того. Он даже по железной дороге до Кутаиси доехал и посмотрел, есть ли там российская морская пехота по пути следования, и есть ли охрана по железной дороге. И вернувшись, Короче, взялись мы и за это дело и провернули его без пыли, без шума и, главное, без боя. План у меня был такой хороший. - Эдуард Дмитриевич, вы лично хорошо знали Шеварднадзе. Чем вы можете объяснить политику грузинского лидера в последние годы? - Им движет исключительная привычка стоять во главе. А чтобы все видели, какой он великий, вот он говорит: за меня Америка. Россия, мол, слабое сейчас государство, а великая Америка - за меня. Ну посадите на мое место другого, он это открыто говорит, будет ли с ним Америка разговаривать? А у меня там, говорит, друзья. У него друзья… И зачем я его только спасал… А грузинский народ здесь ни при чем.
  17. Эдуард Балтин о спасении Шеварднадзе: И зачем я его только спасал… 7 октября на 72-м году жизни скончался бывший командующий Черноморским флотом, Герой Советского Союза адмирал Эдуард Балтин. В жизни Балтина был и такой эпизод, как спасение грузинского лидера Эдуарда Шеврднадзе в 1993 году. О событиях тех лет он рассказал в 2002 году в эксклюзивном интервью корреспонденту РИА Новости Сергею Сафронову: - И что было дальше? - События в Грузии развивались по кровавому сценарию. Сухуми пал. Боевые действия шли только в Гальском районе. Причем, честно говоря, кто с кем воевал, непонятно. Кто кого встречал, тот в того и стрелял. Там были и отряды "Мхедриони" Джабы Иоселиани, и Эдуарда Шеварднадзе, и войска законно избранного президента Грузии Звиада Гамсахурдиа. Причем половина грузин воевала уже на стороне абхазов. Доходило до смешного и печального. Один отряд воевал на стороне абхазов, другой - против. Потом они менялись. Дикость какая-то. - Что по прилету в Тбилиси предпринимал Шеварднадзе? - Положение у него тогда было очень шатким, на грани жизни и смерти. Дело в том, что в Россию он вернуться уже не мог. Хотя на Кутузовском проспекте у него до сих пор квартира. И тогда была. И по правде говоря, он интересовался, а если он вернется завтра-послезавтра в Россию, будут ли ему выплачивать пенсию в России. Войска его были разогнаны и разбиты звиадистами и абхазами практически все. Да и войсками их назвать-то нельзя было - банды, да и только. - Но то же самое можно было тогда говорить и про Гамсахурдиа... - Да, но не надо забывать, что Гамсахурдиа был на то время законно избранным президентом и Верховным главнокомандующим. А кем был Шеварднадзе? Председатель неконституционного Госсовета, авторитетное лицо Грузии, которого просто называли главой государства. Хотя он был, скажем так, альтернативным политическим лидером. Звиадисты заняли всю Западную Грузию, Зугдидский район, район Поти. Отряды Гамсахурдиа доходили до Кутаиси. Юг страны, то есть Аджария, была и остается в руках Абашидзе. Шеварднадзе контролировал лишь небольшую центральную часть территорию страны. И в это время в Севастополе появляется доверенное лицо Шеварднадзе Леонардо Девдориани, который просит помочь освободить Грузию от Гамсахурдиа. До этого они обращались к командованию Закавказского военного округа, однако командующий группировкой генерал-полковник Федор Михайлович Реут и начштаба генерал-майор Юрий Николаевич Балуевский ответили отказом, сославшись на то, что им надо долго готовить целую войсковую операцию. user posted image ამ დროს აშშ-ს ქრისტოფერს უკვე ნათხოვნი ჰქონდა რუსეთისათვის, რათა შევარდნაძეს დამარებოდნენ და თანხმობაც მიღებული ჰქონდა -- ასე, რომ ბალტინის ზემდგომებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ... У меня же оперативная группировка всегда была готова. 1 ноября, пятница, последний на неделе рабочий день, снимаю ВЧ и звоню Кравчуку (Леонид Кравчук — бывший президент Украины). Мне положено так было, я же был в подчинении двух президентов. Говорю: "Леонид Макарович, уже полтора года в операционной зоне действия флота творится безобразие. Непрерывная война. Мы же все время кого-то вводим, выводим, а ресурсов никто не дает". "Я, - говорю, - схожу в восточную часть Черного моря, прогуляюсь и посмотрю там обстановку". Он мне, не раздумывая: "... на ваше усмотрение". Понимая, что до Ельцина не дозвонишься, докладываю Павлу Сергеевичу Грачеву: "От Кравчука получил "добро", я схожу в восточную часть Черного моря, там эта война идет бесконечная, одни страдания, люди гибнут, вдоль побережья трупы плывут сотнями, женщины со вспоротыми животами...". Грачев: "Сходи. А что ты с собой берешь?". А у меня с собой было: корабельная группировка из 15 кораблей, морская пехота, авиационная группировка, аварийно-спасательное обеспечение, материально-техническое обеспечение. Всего 2,5 тыс. человек, в том числе усиленный штурмовой батальон при поддержке роты танков и артиллерии - 1300 человек. Боезапасы загрузили на 30 суток непрерывных боевых действий. -- ანუ, გამსახურდია თუ მედგარ წინააღმდეგობას გადაწყვეტდა -- მთელს სამეგრელოს მიწასთან გაასწორებდნენ და ათასობით ადამიანს ამოწყვეტდნენ... -- რაც ჩეჩნეთში გააკეთეს...
  18. T_A_T,ბატონო ჩემო, აფხაზეთის ტელევიზიით პაჭკორიას მიყავდა გადაცემა 1998წ- ში,სადაც მოიყვანა მათი დავიტ ბერძენიშვილისა და ივლიანე ხაინდრავას ციტატები,რომ უმჯობესია ფულის მიცემის მაგივრად ავუშ ენოთ სახლები დევნილებს,რადგან მათი აფხაზეთში შესვლა გამოიწვევს აფხაზების ასიმილაციას...ასავალ-დასავალის კვირგვინოსნებში მოცემული იყო ციტატები,რომელიღაც გაზეთიდან,მგონი ახალ თაობიდან ...
×
×
  • შექმენი...