Jump to content
Planeta.Ge

shavlego91

პლანეტელი
  • პოსტები

    981
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shavlego91

  1. +++++ ფაშიზმმა ააყვავა გერმანია © ესაძე შევარდნაძეს ტერიტორიები არ დაუკარგია © ნეტარი ГРЕЧИХА პალატადაყუდებული შევარნაძის წინააღმდეგ ამდენი ხალხი არ გამოსულა © ნეტარი ГРЕЧИХА კაცო ვაღიაროთ აფხაზეთი, მაინც აქ არ იქნება, ხომ არ გარბის?" © ნეტარი ГРЕЧИХА ილია არაა ჩემი კუმირი © ნეტარი ГРЕЧИХА მიშამ გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. გრეჩიხა უფროსი .... შოთა გორგოძე და ჯუმბერა პატიაშვილი ნამდვილი პატრიოტები არიან და 20 წელია იმ სევდას დაატარებენ © ნეტარი ГРЕЧИХА ... მთელი ევროპა რუსებს ეხუტება... და ეს არის ერთადერთი სწორი არჩევანი © ნეტარი ГРЕЧИХА ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე ..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ხალხო წაიკითხეთ რას ამბობენ!
  2. სოფიო ხორგუანი - "ქართული პარტია" წარმატებული, ღირსეული ადამიანების პარტიაა 23:08 09-03-2011 სოფიო ხორგუანი - "ქართული პარტია" წარმატებული, ღირსეული ადამიანების პარტიაა "ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა პარტიის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციის დელეგატებს პარტიის სამოქმედო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პრიორიტეტებად კი მან "თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა" დაასახელა. ხორგუანმა პარტიის ლიდერების ღირსებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია. "სოზარი, რომელიც სინდისივითაა, ყოველთვის სიმართლის მხარესაა და როგორც სინდისს და სიმართლეს ვერ დაამარცხებ, შეუძლებელია სოზარის დამარცხება! ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ყველაზე გულწრფელია სამშობლოს სიყვარულში, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც 700 ათასი ხმა მიიღო, რომელმაც ქართული ღვინო ბრენდად აქცია და მსოფლიოს გააცნო!!! კოკა გუნცაძე, ყველაზე პრინციპული ადამიანი, რომელიც არასოდეს ღალატობს პრინციპებს და არ ეშინია მისი დაცვა! ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც არა თუ ყველაზე თანამედროვეა, ის ერთი ნაბიჯით უსწრებს ყველას, ის მომავლის ადამიანია! ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ყველაზე მეტად ამაყობს ქართველობით და ჩვენ ყველანი ამაყები ვიყავით, როცა მის შექმნილ ქართულ ჯარს ვუყურებდით, რომელშიც ირაკლიმ სული და გული ჩადო!", - ასე დაახასიათა ხურგუანმა პარტიის ლიდერები. მისი თქმით, "ქართული პარტია" წარმატებული და ღირსეული ადამიანების პარტიაა, რომელიც დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. განსაკუთრებით მომწონს ეროსი კიწმარიშვილი...ნამდვილად ლენინს გავს ახალგაზრდობაში.... კამოსთან ერთად რომ იყო შვეიცარიაში...
  3. ეს მოდავე სუბიექტები დავობდნენ მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე... თუ ედიკა ქვოტას გამოუყოფდა არ დავობდნენ და გოგორიშვილ- ჟვანიას თავზე ევლებოდნენ... ჭიჭყინებენ მაშინ , როცა გარიგება არ ხდება... თუ გაურიგდნენ არც პარიტეტი ახსოვთ, არც მკვდარი სიები, არც მოსყიდვები....
  4. საზოგადოება 08:15 / 04-05-2010 რა მოხდა ხიბულაში?.. Ambebi.Geზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აქამდე უცნაურად გასაიდუმლოებული იყო, როგორც ითქვა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის ვერსიას ამყარებს. "კვირის პალიტრა" ესაუბრა ზვიად გამსახურდიას გარემოცვის უახლოეს წევრს, ჩეჩნეთში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელს სოსო თორიას, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. როგორც ამბობს, მან თვითონ ნახა ზვიად გამსახურდიას თავის არეში ორი შემავალი ჭრილობა. - საქართველოს პრეზიდენტთან ერთად 1992 წლის 6 იანვარს გადავლახე საქართველოს საზღვარი და აღარც მოვცილებივარ ბატონ ზვიადს. აზერბაიჯანში ერთი დღეც არ გაგვაჩერეს. საზღვართან აზერბაიჯანის გაი-ს დიდჩინოსნები დაგვხვდნენ და გვკითხეს, რას აპირებთო. ყურადღება არ მოგვაკლეს, მწვადით გაგვიმასპინძლდნენ და სადღაც დარეკეს. მოვიდა ერთი გაი-ს პოლკოვნიკი და ბატონ ზვიადს უთხრა, აზერბაიჯანში პრორუსული ხელისუფლებაა (მაშინ პრეზიდენტი მუთალიბოვი იყო) და აქ რომ რამე შეგემთხვეთ, ეს აზერბაიჯანელი ერის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება. გირჩევთ, სომხეთში გადახვიდეთო. ასეც მოვიქეცით. სომხეთში საკურორტო ადგილას, იჯევანში ვიყავით. ერთ დღესაც პრეზიდენტ პეტროსიანის მეუღლე მობრძანდა და პრეტენზია წაუყენა ბატონ ზვიადს, ქართველი ერი გაძარცვეთ, საქართველოდან საგანძური წამოიღეთ, ამიტომაც ვერ შეგიფარებთო. ბატონმა ზვიადმა - სასწრაფოდ მოიწვიეთ პრესა, ტელევიზია და ამ ქალბატონის თანდასწრებით გაიჩხრიკოს ყველაფერიო. "ასოშეითედპრესის", CNN-ის, "როიტერის", რუსული და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები მოვიდნენ. ამ ჩხრეკის ოქმიც კი გვქონდა, მაგრამ ჩეჩნეთის ომის დროს დაიკარგა. ისეთი ჩხრეკა ჩატარდა, საბურავებიც კი მოხსნეს, მაგრამ საჭმლის ფულიც კი ვერ გვიპოვეს. თან ტელევიზორის ყუთი გვქონდა და ეტყობა, იმაზე ჰქონდათ ეჭვი. ერთი გენახათ მათი გაოცება, როდესაც იქ ფულის ნაცვლად კა-გე-ბეს არქივი ნახეს. ეს არქივი მერე ჩეჩნეთში რუსებს ჩაუვარდათ ხელთ და ისევ კა-გე-ბეს ჩააბარეს. როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში პუტჩისტები მოვიდნენ, შეკრიბეს პრესა, ტელევიზია და ბანკში წაიყვანეს, ნახეთ, როგორი ნაძირალაა ზვიად გამსახურდიაო და როდესაც გახსნეს, თვალებს არ დაუჯერეს, ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ამის გამო პუტჩისტებს შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. იჯევანში ჩვენი საჭმელი მხოლოდ თევზის კონსერვი იყო. გიორგი პატარა იყო და ვერ ჭამდა კონსერვს. ფული ვერ ვიშოვეთ, რომ კარაქი გვეყიდა, ამიტომაც ბატონი ზვიადის კაბინეტიდან გამოტანილი ვიდეო გავყიდეთ, რომელიც შესაკეთებლად მქონდა წაღებული და საბარგულში დამრჩენოდა. კვირაზე მეტხანს ვიყავით სომხეთში. მერე ზაურ ბედია ჩამოვიდა. ჯერ გადატრიალება არ იყო მომხდარი, სოხუმის აეროპორტის უფროსმა რომ უთხრა ზაურს, ცუდი რამეები მზადდება, არავინ იცის, როდის დასჭირდება პრეზიდენტს თვითმფრინავი და ვიცი, რომ დასჭირდება, საქართველოში თვითმფრინავები გაქრებაო. ერთი თვითმფრინავი თვალს მოარიდეს. ბატონ ზაურს თვითმფრინავში ეძინა. როდესაც ბატონ ზვიადს დასჭირდა, ზაურ ბედია ჩამოფრინდა, მაგრამ სომხებს ჩვენი გამოშვება არ უნდოდათ. ყველანაირი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მანქანაც კი დაგვიყენეს ასაფრენ ზოლზე, მაგრამ ბედიამ ბორდიურზე გადაატარა თვითმფრინავი და ავფრინდით. Ambebi.Geავფრინდით თუ არა, როსტოვიდან გვითხრეს, დაჯექით, თორემ ჩამოგაგდებთო. ზაურმა შეუკურთხა, რაცია გამორთო, დაბლა დაეშვა და გადაუფრინა თბილისს (რუსთაველის პროსპექტს რომ გადავუფრინეთ, დავინახეთ, როგორ ამოდიოდა კვამლი გადამწვარი სახლებიდან) და ყაზბეგისაკენ აიღო გეზი. მერე სიმაღლე ავიღეთ და ვერ დაგვაფიქსირა ვერც ერთმა რადარმა. გროზნოში რომ ვიყავით, მესამე დღეს შეიტყვეს რუსულმა სპეცსამსახურებმა. აეროპორტში ჯოჰარის ახლობლები დაგვხვდნენ. პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქონდათ ჩვენთვის გამზადებული. ჭუჭყიანები და შეცივებულები გაგვათბეს, დაგვაპურეს და მოვიდა ჯოჰარიც. ომახიანად იყო. - ალბათ, ჯოჰარ დუდაევისთვის სარისკო იყო დევნილი პრეზიდენტის მიღება? - ამით იქაურ ოპოზიციას კოზირი მიეცა და მიტინგზეც ათასჯერ ითქვა, რუსეთი ამისთვის დაგვსჯის, ზვიად გამსახურდია ჩვენს პურს რომ ჭამსო. წელიწადზე მეტხანს ვიყავით ჩეჩნეთში. უზენაესმა საბჭომ, რომელიც ზუგდიდში იყო, აბსანძეს დაავალა გამსახურდიას საქართველოში ჩაყვანის ორგანიზება. ჯოჰარ დუდაევის რეზიდენცია, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, თავის დროზე კა-გე-ბეს ეკუთვნოდა. წარმოგიდგენიათ, რა აპარატურით იქნებოდა გაძეძგილი? როდესაც რომელიმე საკითხს ვწყვეტდით, ეზოში გამოვდიოდით და ვლაპარაკობდით. ერთ დღესაც გამოვედით გარეთ და ბატონმა ზვიადმა მითხრა, მოემზადე, საქართველოში უნდა წავიდეთო. ტანში გამცრა. ამდენი წლის განმავლობაში თქვენთვის რამე ხომ არ მითხოვია, ახლა მაქვს სათხოვარი და 5 წუთით დამელოდეთ-მეთქი. ავედი ზემოთ, ქაღალდზე დავწერე განცხადება, რომ წინააღმდეგი ვიყავი ბატონი ზვიადის საქართველოში ჩასვლის. ქაღალდი მივაწოდე. რომ წაიკითხა, მკითხა, რატომ გააკეთე ესო. ამას რა შედეგიც უნდა მოჰყვეს, ერი გამასამართლებს. მინდა ღვთისა და თქვენ წინაშე მართალი ვიყო-მეთქი. ბატონმა ზვიადმა კი, ამაზე ბევრი ვიფიქრე, გადაწყვეტილი მაქვს, მოდი, არ ვიდავოთო და დახია წერილი. ბატონმა ზვიადმა იცოდა, საითაც მიდიოდა ეს ყველაფერი. სისულელეა, თითქოს ის ჩამოიტყუეს. ვინც ამას ამბობს, მას პრეზიდენტის ხასიათი არ სცოდნია. ზუგდიდში საოცარი დახვედრა მოუწყვეს და ზვიად გამსახურდიამ პირველივე მიტინგზე განაცხადა, აქედან წამსვლელი არა ვარ, თქვენთან ერთად დავიღუპებიო. პრეზიდენტმა ორ დღეში უკან გამიშვა და ამ დახვედრის ჩანაწერი კასეტით ჩავუტანე ბატონ ჯოჰარს. უკან რომ მაბრუნებდა, ბატონმა ზვიადმა მითხრა, ჩემს ოჯახს მიხედე და შენ იქნები დევნილი კანონიერი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ჩეჩნეთშიო. 2002 წლამდე იქ ვიყავი. მერე რუსებმა დამიჭირეს, მათგან კი ავთო იოსელიანის ხალხმა მიყიდა, დიდი ფული გადაიხადეს და რუსეთის ციხიდან თბილისში ჩამომიყვანეს. წელიწად-ნახევარი ვიჯექი თბილისში. - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი როდის გაიგეთ? - რიცხვი არ მახსოვს. ღამის 3 საათი იქნებოდა, ზაზა ბურჯანაძე და ბაჩუკი გვანცელაძე ჩამოვიდნენ, ბატონმა ზვიადმა თავი მოიკლაო. ქალბატონ მანანას ამას ვერ ვეტყოდი. ჩეჩენ მეგობარს ვთხოვე, ჯოჰართან ავიდეთ-მეთქი. ბატონ ჯოჰარს თავზარი დასცა ამ ამბავმა. ქალბატონი ალა მოთქმით ატირდა, ჩემი ჭკვიანი, ლამაზი ზვიადი თავს როგორ მოიკლავდაო. ჯოჰარს ვუთხარი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე-მეთქი. ჩაფიქრდა და უცებ მეუბნება, ზვიადი თავს არ მოიკლავდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე არ დამტოვებდა მარტოო. ქალბატონ ალას ვთხოვე, იქნებ ქალები შეკრიბოთ და გააგებინოთ ეს ამბავი ქალბატონ მანანას-მეთქი. მე და ჩეჩნეთის პრეზიდენტი მაგიდასთან ვისხედით. უცებ მაგიდაზე აათამაშა თითები, გამიღიმა და მითხრა, - что сосо, наверно сейчас уже моя очередь? ზვიადის გადმოსასვენებლად ჯოჰარის თანაშემწე, ავიაციის პოლკოვნიკი ვიტაუტას ეიდუკაიტისი და ზელიმხან იანდარბიევი ჩამოვიდნენ საქართველოში. გროზნოში გავაპატიოსნეთ ბატონი ზვიადის ცხედარი, ახალი ტანსაცმელი ჩავაცვით, გროზნოს პათანატომსაც დავუძახეთ. მოვიდა 75 წლის სომეხი კაცი, მთვრალი იყო. შორიახლოს ჩამოჯდა და გაოცებული უყურებდა ცხედარს, - что он святой? 50 წელია პათანატომად ვმუშაობ და ასეთი მიცვალებული არ მინახავსო. ზვიადი მძინარესავით იყო. - რამდენი ჭრილობა ჰქონდა პრეზიდენტს? - ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი. ერთი - მარჯვენა საფეთქელთან, მეორე - ნიკაპქვეშ და კეფაში გამოდიოდა. ზვიად გამსახურდია გროზნოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავასვენეთ. მამა ანატოლიმ გადაუხადა პარაკლისი. ჩვენმა ბიჭებმა გაუთხარეს საფლავი. დაკრძალვაზე აღლუმი გაიმართა, რომელსაც ასლან მასხადოვი ხელმძღვანელობდა. ზღაპრული ჭირის სუფრა გაშალა ბატონმა ჯოჰარმა. მოგეხსენებათ, ჩეჩნეთში სასმელი პრობლემაა, მაგრამ ჯოჰარმა იზრუნა, რომ ჭირის სუფრა ქართული წესით წარმართულიყო. მადლიერების ნიშნად ქართველები ზოგი მხარზე კოცნიდა ჯოჰარ დუდაევს, ზოგიც ეხვეოდა. შეწუხდა ჯოჰარი: Почему вы меня благодарите, хватит. В конце концов ”Стумар-маспиндзели”-же не чечен писал-ო. ზვიად გამსახურდიას საფლავზე დუდაევმა გააკეთა ქვა წარწერით: "გულითად მეგობარსა და უფროს მასწავლებელს". 1994 წლის დასასრულს, როდესაც ომი უკვე გროზნოში მიმდინარეობდა, ბატონმა ჯოჰარმა მკითხა, ზვიადის საფლავს რა ვუყოთო. ახლოს არ დაუწყებენ ძებნას-მეთქი და იქვე, 10 მეტრით შორს გადავასვენეთ. მთელი ჩეჩნეთი გადაატრიალეს რუსებმა ზვიად გამსახურდიას საფლავის ძებნაში, მაგრამ ვერ იპოვეს. მოლაპარაკება იყო, რომ მხოლოდ შვილებს უნდა სცოდნოდათ საფლავის ადგილი. რამდენიმე კაცი, ვინც პრეზიდენტის საფლავი ვიცოდით, გავიფანტეთ, გარანტია არ გვქონდა, რომ ცოცხლები დავრჩებოდით. ბატონ ჯოჰარს 1995 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შევხვდი. კარგად მოწყობილი ბუნკერი ჰქონდა. ღამე გავათენეთ საუბარში. რუსებმა იცოდნენ, სადაც იმყოფებოდა დუდაევი და ის რეგიონი ინტენსიურად იბომბებოდა. კარგი საძმო მყავდა ჩეჩნეთში. იმ ხალხმა შვილად მიმიღო. ქართველებმა სამჯერ გამომიგზავნეს მკვლელები, სამივეჯერ გავშიფრეთ და გამოვისტუმრეთ. რაღაც ლეგენდები იქმნებოდა ჩემზე, რომ საშიში ვიყავი და ამიტომ უნდოდათ ჩემი მოკვლა. ჩემს მოსაკლავად დიდი ფული ჩამოუტანეს შამილ ბასაევს. ბასაევმა რაციით დამიძახა, მოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. მივედი და, ჩვენ ფული გვიჭირს და შენ აგერ ყოფილხარ განძი, კარგ ფულს იძლევიან შენშიო. ავანსიც ჰქონდა ჩამოტანილი ავთო იოსელიანის ხალხს. შამილ ბასაევმა დიქტოფონი მოატანინა და შემდეგი სიტყვები ჩააწერინა იოსელიანის ხალხს: Если этот человек простудится и умрет от грипа, мы тебе яйца оторвем. ბოლოს რუსეთის სპეცრაზმმა ამიყვანა ჩეჩნეთში. ჯერ გუდერმესის, მერე გროზნოს ციხეში ვიყავი, იქიდან სპეცჯგუფმა პიატიგორსკის ციხეში გადამიყვანა. - ჯოჰარ დუდაევი როგორ აფასებდა ჩეჩნების მონაწილეობას აფხაზეთის ომში? - ის კონტინგენტი, რომელიც აფხაზეთში ჩავიდა, აპოლიტიკური მასა, დაქირავებული იყვნენ, ფულისა და იარაღის გამო ჩაებნენ ომში. იყო კატეგორია, ვისაც რუსეთში რაღაც ჰქონდა მიქარული და ამის სანაცვლოდ წამოიყვანეს საბრძოლველად. რუსეთმა აქ მეორე ბომბიც ჩადო, თუ ჯოჰარი ამის წინააღმდეგ წავიდოდა, მისი ავტორიტეტი შეილახებოდა და მზად იყო გადატრიალება ჩეჩნეთში. ბატონმა ჯოჰარმა ხელი ვერ შეუშალა ჩეჩნების აფხაზეთში წამოსვლას. გამოვიდა, მიმართა მათ მშობლებს, მიხედეთ შვილებს. ნუ გააკეთებთ ისე, რომ თქვენმა შვილებმა ქართველების სისხლი დაღვარონო. ჯოჰარ დუდაევმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იუსუპ სოსლანბეკოვმა (იუსუპ სოსლანბეკოვი იმ დროს მთიელ ხალხთა კონფედერაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო) ჩეჩნეთში დიდი კამპანია ჩაატარა აფხაზეთის ომში ჩეჩნების ჩასართავად. თუმც მოგვიანებით ჯოჰარ დუდაევმა პარლამენტი დაითხოვა და ჩეჩნეთში ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ პრეზიდენტს უკან გაეწვია აფხაზეთში საომრად წასული ჩეჩნები. მეომრები რომ დაბრუნდნენ, 31 მარტს ბატონ ჯოჰარს პუტჩი მოუწყვეს, ტელევიზია აიღეს, რატომ არ დაგვხვდით როგორც გმირებსო. ჯოჰარმა კი უთხრა, თქვენ ფულისთვის წახვედით ომში და ჩვენს ძმებს, ქართველებს ესროლეთ ტყვიაო. ბოლოს ისინი მაინც შემოირიგა ჯოჰარმა. შამილ ბასაევი პრემიერად რომ აირჩიეს, როგორც საქართველოს ელჩს, გადმომცა ტიტულიან ქაღალდზე ქართველი ერისთვის ბოდიშის წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთში ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩეჩნების ბრძოლა დიდი პოლიტიკური სიბეცე იყო, რომ მეომრების დიდი ნაწილი ამას ინანიებდა და მომავალში კავკასიის სინამდვილეში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდესო. შამილ ბასაევის კაბინეტში მაგიდაზე ყოველთვის იდო ყურანი და სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა". სხვათა შორის, აფხაზეთში ქართველებს რომ ხოცავდნენ, ჩეჩნებსა და აფხაზებს შორის დიდი შეტაკება მოხდა. ჩეჩნები აღშფოთდნენ, კონფედერაციის ჯარების მიერ აღებულ დასახლებულ პუნქტებში სადისტური ხოცვა-ჟლეტის გამო, ეს ჩეჩნებს დაჰბრალდებათო. ეს დაპირისპირება პირადად არძინბამ ჩააცხრო. - რატომ დარჩა მარტო პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა? - ეს სპეცსამსახურების უმაღლეს დონეზე ნამუშევარია. ძალები იმდენად არათანაბარი იყო, იმდენად გადაიღალნენ პრეზიდენტი და მისი მხლებლები, რომ მოსალოდნელი საფრთხე ვეღარ გათვალეს. სპეცსამსახურებმა ზვიად გამსახურდია მარტო დატოვეს, შემოაცალეს უერთგულესი ხალხი. პრეზიდენტის ლიკვიდაციით გარე ძალები იყვნენ დაინტერესებული და ეს ქართველების ხელით გააკეთეს. - ვინ შეასრულა დავალება? - პრეზიდენტის ლიკვიდაციის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა გია გულუა. ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ გია გულუა როგორც არასასურველი, ბევრისმცოდნე მოწმე სასწრაფოდ გაანადგურეს. - მაინც რა მოხდა ხიბულაში? - ვინც კრიმინალისტიკის ანაბანა მაინც იცის, გეტყვით, რომ არ შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას და გულზე დაიდოს პისტოლეტი. როდესაც ტვინს ტყვია ხვდება, იმდენად ძლიერია შოკი, რომ ხშირად თვითმკვლელობის იარაღი ქუჩაში უპოვიათ. ამ დროს ხელის კუნთი ისეთი ძალით იშლება, ვინმეს თუ მოხვდა, ძვლებს გადაუმტვრევს. - ამბობენ, დაცვის წევრებს ჩაეძინათო. - ჩემი აზრით, დააძინეს. ყველაფერი ზედმიწევნით იყო დაგეგმილი. ზვიადს სატელიტით აკვირდებოდნენ. სპეცჯგუფი შემოვიდა, გააკეთა თავისი საქმე და წავიდა. ერისთვის არ უნდა ეკადრებინათ ტყუილი, გამსახურდიამ თავი მოიკლა და გულზე ხელი დაიდოო. არ უნდა ეკადრებინა ეს ბესარიონ გუგუშვილს, რომელიც ამბობს, ზვიადმა თავი მოიკლაო. ბესარიონ გუგუშვილი კანტორის ვირთხა კი არა, კადრის ოფიცერია და სამხედრო კათედრა აქვს გავლილი. "სტეჩკინის" სასხლეტზე იყო მტკიცებულება, ბატონმა ზვიადმა მოიკლა თუ არა თავი და შენ, გუგუშვილო, ჰყვები, როგორ გაწმინდე ეს იარაღი, გააპრიალე და შეინახე?! რა ხდება, თავს ილენჩებს ეს კაცი?! პრეზიდენტს "სტეჩკინით" რომ მოეკლა თავი, შემავალი ჭრილობა დიდი იქნებოდა, ამ შემთხვევაში კი შემავალი ჭრილობა ძალზე პატარა იყო. საპარლამენტო კომისიის მუშაობას აზრი არ ექნება, თუ შემკვეთს არ დაასახელებს. - შევარდნაძეზე მიუთითებთ? - ეს მარტო შევარდნაძის დონეზე არ წყდებოდა. იზო რიკაძე ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა” (გამოდის ორშაბათობით) გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე მასალების გამოყენების პი
  5. ფეისბუქი შეცვლის მსოფლიოს, ასევე iPad–2....
  6. ეგვიპტეში ფეისბუკაები იბადებიან!
  7. საქართველოში მათი რეიტინგები არავის აინტერესებს ისე როგორც ხალხის აზრი?!
  8. მთელი რესპუბლიკელები ჯერ ედურდ ორჯონიკიძესთან იყავით შემძვრალი და მერე მიშასთან თავ-ფეხებიანად...ახლახან ალასანიასთან დაიწყეთ იგივე ...სამხედრო საბჭოსა და სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა ან 2004 წლის ე.წ. პარლამენტის შემადგენლობა ხომ არ დავდო ... ან ედიკას წინ მჯდომი დათოსა და ივლიანეს სიამოვნებისაგან ჭყლოპინი ... ან1992წ. 24 ივნისის(იმ დღეს დაგომისში აწერდა ედუარდ გამყიდველი სამაჩაბლოს გასხვისების ხელშეკრულებას) ტელეშოუს შემდეგ რესპების ჩაქოლვის მოწოდებები...აბა ედუარდისთვის ხელი ,რომ არ შეეშალა არავის უნდა ჩაგექოლათ !როცა დასვრილი ხარ გაჩუმდი...კაგდა სიდიშ გავნე სიდი ი ნი ჩირიკაი...უსიოკ?! ისე კპსს-შიც 9 აპრილის შემდეგ შესული ლიდერი ,რომ გეყოლება...
  9. ხო,იმასაც ამბობენ ვარშალომიძე,რომ წარადგინა მიშამ აჭარის დირექტორად და არა ძმები ბერძენიშვილები იმიტომ დაუპირისპირდნენო მიშას ძმები... ები ...
  10. ოქრუაშვილი შიშველ კორუფციონრებს,რომ მოაჩაქჩაქებდა იმაზე ამათ არსდროს უფიქრიათ?
  11. +++++ საკუთარ სახლში მოწესრიგების უფლება გაქვს,მაგრამ როგორ? ეს რუსეთის საქმე არაა ,მით უმეტეს შემომივარდეს სახლში და გამომაგდოს საკუთარ სახლიდან!
  12. ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებს ვერ ვიტან,მიყვარს ობიექტური არაპარტიული მიდგომის ხალხი ,რომელთა პარტია საქართველოა...ამათი პარტია საქარღველოს ერთი ძარღვიც არაა...გელიყარის სანაგვეზე მიუჩინა მათ ადგილი ისტორიამ!... რეიგანმა წყაროს შესახებ უთხრა- ლენინის ტომები თქვენ დაიზეპირეთო,მთავარია მას ეს ნათქვამი აქვს :givi:
  13. ერთმა დაწერა ეს აზრი..."რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ვინ იყო,ვინ როდის შევიდა კომპარტიაში. ამით ადამიანის პატრიოტიზმის ან პატიოსნების ეჭვქვეშ დაყენება უაზრობაა.და კიდევ პოლიტიკა "გენიოსებო"სამარტლის კატეგორიაა და არა მორალის..." ჩემი პასუხი" ...მნიშვნელობა ისაა,რომ 9 აპრილის შემდგომ შესვლა პარტიაში დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსვლაა და როდიონოვ-გორბაჩოვ-შევარდნაძის მხარდაჭერაა,ჭოველიძის...-9 აპრილის გმირებისთვის სულში ჩაფურთხებაა..."ეს ვუთხარით თავის დროზე შევარდნაძის ექს-მინისტრს ლადოსაც ასეთ "გმირობაზე" ...ეს იგივეა ქართული მიწების ოკუპანთ და ჩვენი ჯარისკაცების მკვლელ პუტინს "პოკლონნაია გორაზე" პოკლონი გაუკეთო ანუ მხარდაჭერა განუცხადო!
  14. ლოგიკააა. შენი წანამძღვრებიდან ჭეშმარიტი დასკვნა ... ის ადგილი დაჯავშნულია უცხო თესლის მარიონეტებისათვის!
  15. ბათუმიდან დღეს დილით ჩამოვედი!...გპასუხობ თოვლია აჭარაში ადრე 100 ატასი იყო და ახლა 200 ათასია
  16. კომახიძემ თავის ანტიქართულ ფილმში, ქართველი ჯარისკაცები პირსისხლიან ჯალათებად, საქართველო კი აგრესორად გამოიყვანა [კომახიძემ თავის ანტიქართულ ფილმში, ქართველი ჯარისკაცები პირსისხლიან ჯალათებად, საქართველო კი აგრესორად გამოიყვანა] 17:58 15.02.2011 [გეგა ჯორჯაძე] დღეს დილით რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ, მოგვიანებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ინტერნეტ–გამოცემა „ოსტელერადიომ“ გაავრცელა ცნობა სათაურით „ქართველი ოპოზიციონერის ფილმს სამხრეთ ოსეთზე, აჭარის ტელევიზიით უჩვენებენ“. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბარია „ტელეჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის ფილმზე, რომელმაც გასულ წელს პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიაში მიიღო“. „ფილმი პირველად გაიგზავნა საქართველოში და მას აჭარის ავტონომიაში მცხოვრები მოსახლეობა ნახავს“, – ნათქვამია განცხადებაში. ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ ვახტანგ კომახიძემ პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიის ხელისუფლებას შარშან სთხოვა, მიზეზად კი მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნა დაასახელა. ვახტანგ კომახიძის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში არ არსებობს მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტია, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, ბოლომდე მიიყვანოს დოკუმენტური ფილმის გადაღება და მეტიც, ამ ფილმზე მუშაობის გამო სდევნიან კიდეც. შვეიცარიამ კომახიძის თხოვნა დააკმაყოფილა. ის ამჟამად ოჯახთან ერთად სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ შვეიცარიაში გამგზავრებამდე ვახტანგ კომახიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომზე საკუთარი ფილმისთვის მასალები იქაც გადაიღო. შვეიცარიაში ვახტანგ კომახიძემ საბოლოოდ დაასრულა ფილმზე მუშაობა და მას „ესეც ჩვენი მოგებული ომი!“ დაარქვა............... კომახიძის ფილმი სახელწოდებით "ქართული აგრესია"(სად აგრესია საკუთარ სახლში-სამაჩაბლოში?!), გია ჭანტურიას -"ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს",ხაინდრავას კადრები ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი მინდიაშვილები,თითქოსდა ქართველების მიერ ცოცხლად დამწვარი ოსები იყვნენ...ყორღანაშვილების რაოდენობა საქართველოში გაორმაგდა...?!
  17. გამოხმაურების ნახვაგიორგი68, on 15 February 2011 - 05:37 PM, said: ისე ამ სირის ეს პოსტი რატომ არ წაშალე..?? გამოხმაურების ნახვაგიორგი68, on 15 February 2011 - 05:02 PM, said: რა კამათი..რაღაც უსაბუთო იარლიკი მომაწებე..შენ რომ ვინმეს ფანობას დასწამებ,სირცხვილი არ არის.. :givi: მე კი მიშველის ღმერთი,მაგრამ შენ მაგრა შიგა გაქვს და თუ იმკურნალებ შენთვის აჯობებს..ამას ღმერთი ვერ შველის.. :yes: კამათის ხელოვნების ნიმუში(თვიით კოტე ბაქრაძესაც შეშურდებოდა)-შავლეგ მინდა გკითხო..თავი რამისთვის ხომ არ მიგირტყია..??.გამოხმაურება რედაქტირებულია გიორგი68: დღეს, 03:56 PM ...ესაა შენი სავიზიტო ბარათი!!! ჩემი პასუხი - .თქვენნაირ თავმირტ....ბს ვკურნავ ,როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი,თუმცა დაბადებიდან შიგნ.....ბს ვერააფერს ვშველი ასე ,რომ ჩემი იმედი ნუ გექნებათ..როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი გირჩევთ სტაციონალურ მკურნალობას ასათიანზე ან შენს სამშობლოში-ბეხტერევკაში...მანიაკალური ფსიქოზის მძიმე შემთხვევაა მკვლელების გაფეტიშების სინდრომით, გმირებისა და სამშობლოსადმი სიძულვილით..პათოლოგიური ეგოცენტრიზმია მიზეზი...ფროიდის ასოციაციური მეთოდით უნდა გიმკურნალონ.ღმერთმა გიშველოს!!!
  18. თუ კიდე გააგრძელებ მსგავს პათოსით, აიკიდებ ბანს!
  19. +++++ როგორც 22დეკემნერს=25 თებერვალს კვლავ აბორგდა კაენური სული!!!
  20. რომელი მოდერის ნამას,რომ წერს ბაბუაგიორგის..."..შენთან არც კამათს არ ვაპირებ და არც პასუხის გაცემას არ ვაპირებ მეტი საქმე არ მაქვს, შენ დონემდე დავიდაბლო თავი...".
  21. "..შენთან არც კამათს არ ვაპირებ და არც პასუხის გაცემას არ ვაპირებ მეტი საქმე არ მაქვს, შენ დონემდე დავიდაბლო თავი...".....ამპარტავნობის ძვირფასი ნიმუში ამპარტავანს შემუსრავს ღმერთი,ფრთხილად, ცოდვებით ნუ იმძიმებთ თავს,ღმერთმა გიშველოთ!
×
×
  • შექმენი...