Jump to content
Planeta.Ge

shavlego91

პლანეტელი
  • პოსტები

    981
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shavlego91

  1. ავთანდილ მარგიანი: უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში... [ავთანდილ მარგიანი: უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში...] 17:50 14.02.2011 [შორენა გოგოლაძე]ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში დაწერილი აღსარება [ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში დაწერილი აღსარება] პრესა.გე 15:42 14.02.2011 [ეკა ნიაური] ამის გამო აბორგდა თქვენი სული...დამიჯერეთ ფსიქოლოგს ასეა ეს!ეკამათეთ ავთანდილ მარგიანს (თქვენი საყვარელი ედუარდ ორჯონიკიძის ვიცე-პრემიერს),შორენა გოგოლაძეს,ეკა ნიაურს...
  2. ...ძლიერი პლიტიკოსობა არაა დამოუკიდებლობის მოპოვება,სამაჩაბლოს ისტორიული სტატუსის დაბრუნება,ამ ე.წ.ოლქის გაუქმების რუსეთის მიერ აღიარება,აფხაზეთში სიტუაცის სრული გაკონტროლება,არცერთი გოჯი მიწის არ დათმობა,არც საშინაო და არც საგარეო ვალის არაღება, რეფერენდუმით 1921 წლიდან დაკარგული ტერიტორიების დე-იურე საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება... თქვენთვის დიდი პოლიტიკოსია შევარდნაძე-აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამსხვისებელი 1992წ.24 ივნისის დაგომისის,1992წლის 3 სექტემბრის მოსკოვის,1993 წლის 27 ივლისის სოჭის გარიგებებით,30 ათასი ქართველის გენოციდით აფხაზეთში,2,5 მილიარდი დოლარის კრედიტის,20 მილიარდი დოლარის ანაბრების მითვისებით...მოსკოვში 1994 წლის მაისში აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელმოწერით,11,9 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკის რუსებისთვის გატანებით,შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქართულ წილზე უარისთქმით...ჩამოვთვალო ?
  3. კამათის ხელოვნების ნიმუში(თვიით კოტე ბაქრაძესაც შეშურდებოდა)-შავლეგ მინდა გკითხო..თავი რამისთვის ხომ არ მიგირტყია..??.გამოხმაურება რედაქტირებულია გიორგი68: დღეს, 03:56 PM ...ესაა შენი სავიზიტო ბარათი!!! ჩემი პასუხი - .თქვენნაირ თავმირტყმულებს ვკურნავ ,როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი,თუმცა დაბადებიდან შიგნაკრავებს ვერააფერს ვშველი ასე ,რომ ჩემი იმედი ნუ გექნებათ...ღმერთმა გიშველოს!!! :
  4. ....ყორღან-ოღლის ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!!!
  5. ...თქვენნაირ თავმირტყმულებს ვკურნავ ,როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი,თუმცა დაბადებიდან შიგნაკრავებს ვერააფერს ვშველი ასე ,რომ ჩემი იმედი ნუ გექნებათ...ღმერთმა გიშველოს!!!..ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო რუსეთმა და მისმა კრიმინალებმა...1991-92 წწ. მოვლენები სამოქალაქო ომად მონათლა რუსეთმა და შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის ბანდამ ...ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით! ბევრი ადამიანი ახლაც "მოხიბლულია" 1991-92 წლების კრემლის პროპაგანდით ,მისი ლექსიკონით და ისევ აგრძელებენ ზვიად გამსახურდიას ცილისწამებას! გირჩევთ სინანულს,ვიდრე კაენურ ცოდვების გაგრძელებას?!რუსეთის ადვოკატობას რა ქვია?..
  6. 90-იანი წლის რუსეთის კგბ-ს ლექსიკონი საიდან ამოქექეთ?!..ღმერთმა 100 წელი გაცოცხლოთ და ალბათ ამ ფრაზებით ჩახვალთ საფლავში... ჩვენ დამოუკიდებლობა დავდევით (მე ფაქტები დაგიდე )და შენმა ფანებმა საქართველო დადეს ბეჭებზე!!! რაც შეეხება კერპთაყვანისმცემლობას(შენი ფრაზა-ოო დიადო ზვიად) ზვიადიზმი ,პროვინციალური ფაშიზმი რუსეთის კგბ-მ ჩამოაწოდა ქართველ რენეგატებს საქართველოს მცირე იმპერიად გამოცხადებისათვის და შემდეგ მისი დანაწევრებისათვის...სამწუხაროდ ედუარდ ორჯონიკიძემ რუსებთან ერთად ეს მოახერხა... პროფესიონალი ფსიქოლოგი ვამბობ,რომ ორჯონიკიძეების ,შევარდნაძეების ,ჯაბა-ჯუბების გაფეტიშება მანიაკალური ფსიქოზის მძიმე შემთხვევაა მკვლელების გაფეტიშების სინდრომით, გმირებისა და სამშობლოსადმი სიძულვილით..პათოლოგიური ეგოცენტრიზმია მიზეზი...ფროიდის ასოციაციური მეთოდით უნდათ მათ მკურნალობა...
  7. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა დავდეთ,თქვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო ბეჭებზე ხომ არ დადეთ,ჰა?! გიორგი68, ეს კითხვა თქვენც გეხებათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამსხვისებელ ჯაბას,ედუარდ ორჯონოიკიძის,...ფანებს?!
  8. ამთი გამართლება არაა მაგრამ...ეს ხალხი ჩემთან სახლში შემოვიდნენ 13 საათზე და კომენდანტმა ლანჩავამ კომენდატის წესების დარღვევისათვის ერთი თვე მომცა...ქუჩაში კი მიტინგები მასიურად იხვრიტებოდა და დამხვრეტი მაგათთვის გმირია, დიდი რეჟისორია, 1992 წლის საუკეთესო მამაკაცია...
  9. ავთანდილ მარგიანი: უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში... [ავთანდილ მარგიანი: უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში...] 17:50 14.02.2011 [შორენა გოგოლაძე] ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მრავლად არიან ისეთები, რომელთაც პოლიტიკური კარიერა ,,კომუნისტურ პარტიაში’’ დაიწყეს. ისინი, ვინც თავს თანამედროვე ღირებულებების მიმდევრებად და დემოკრატიული პრინციპების დამცველებად გვაჩვენებენ, სწორედ ,,კომკავშირიდან’’ მოდიან. ასეთია, ,,რესპუბლიკური პარტიის’’ ლიდერი, დავით უსუფაშვილიც. უსუფაშვილმა თავისი ,,კომკავშირული’’ ბეგრაუნდი ასე ახსნა: ,,იმიტომ შევედი ,,კომუნისტურ პარტიაში’’, მისი შიგნიდან დანგრევა მინდოდა...’’. ეს თემა, ინტერნეტ–ფორუმებზე არაერთხელ განხილულა. მოგვიანებით კი, უსუფაშვილს ,,უცნობთანაც’’ ჰქონდა კონფლიქტი, რასაც პოლიტიკოს–მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე ასე ხსნიდა. ,,ვერ გავიგე რა უნდათ ჩემგან ,,რესპუბლიკელებს’’ და რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში ლევან ბერძენიშვილს? დანამდვილებით ვიცი, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ,,კომუნისტურ პარტიაში’’ შევიდა დავით უსუფაშვილი და ეს რომ ხმამაღლა ვთქვი, იმას მემართლებიან?“ კომკავშირელ–რესპუბლიკელი უსუფაშვილის პოლიტიკური კარიერის დასაწყისი, კარგად ახსოვს ავთანდილ მარგიანს. მარგიანი ,,პრესა.ჯი’’–სთან საუბრისას, უსუფაშვილის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს იხსენებს. ,,უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში. მის საქმიანობას კარგად არ ვიცნობ. კომკავშირში და პარტიაში საქმიანობდა და ძალიანაც წარჩინებული წევრი იყო პარტიის. ჰქონდა კარგი იდეები და შრომასაც არ აკლებდა. ზუსტად ახლა აღარ მახსოვს რა იდეებით და ინიციატივებით გამოდიოდა, თუმცა თავგამოდებით, რომ იცავდა პარტიის იდეებს და იდეოლოგიას, ეს არავისთვის უცხო არ არის. მის პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაფასებ, ბევრმა დაიწყო ასე კომკავშირში საქმიანობა, იქ იყო დავით გამყრელიძეც. – დავით უსუფაშვილმა ასეთი ფრაზა თქვა, ,,მე შევედი კომუნისტურ პარტიაში, რათა ის შიგნიდან დამენგრია’’... მე ზვიადზე გესაუბრები?..ალთა და ბალთა იციი? ამას ვერც შენ ,ვერც მე და ვერც ედუარდ ორჯონიკიძე ვერ ამოშლის!........‎1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა... 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! მერე დაჯექი და კერე...ინფორმაციაა ახალი ... :givi:
  10. “საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს პატიმარ ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილის განცხადება მე, ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილი, დაბადებული 1953 წლის 23 ოქტომბერს, რომელსაც ბრალი მედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ვაღიარებ ამ მძიმე დანაშაულს და მსურს, გაუწყოთ შემდეგი: იმ ადამიანს შორის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ამ სტრიქონებს წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, უზარმაზარი უფსკრული ძევს – ამჟამად მე სრული სერიოზულობით მაქვს შეცნობილი ჩემი დანაშაულის არსიც და ჩემი დანაშაულის დროინდელი მოქმედების მთელი უბადრუკობაც. 1978 წელს, კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული ამბების შემდეგ, შევიკრიბეთ რამდენიმე ამხანაგი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც საფუძველს შექმნიდა “დამოუკიდებელი საქართველოს” წარმოქმნისთვის. ჩვენი მაშინდელი მცდელობა ემყარებოდა იმის რწმენას, რომ: ა) საქართველოს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა; ბ) სსრკ რიგებში ყოფნით საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიან მდგომარეობაშია და გ) საქართველოს ისტორია, მისი განვითარების შინაგანი ტენდენციები მოითხოვს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს. როგორც უკვე ხედავთ, ჩვენი ეს ე.წ. “იდეოლოგია” ემყარებოდა სამ ძირითად შეცდომას, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო ისტორიის, მისი განვითარების კანონზომიერების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ა.შ. საკვანძო საკითხების არცოდნით, რიგ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ზერელე წარმოდგენით, საქართველოს წარსულის არასაკმარისი ცოდნით, მისი უსაფუძვლო იდეალიზაციით. ასევე მცდარ იდეოლოგიურ ბაზისზე დაყრდნობილნი შევეცადეთ, შეგვექმნა სათანადო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალის საშუალებით გაავრცელებდა და პოპულარობას მოუპოვებდა ჩვენს “განმანთავისუფლებელ” იდეებს და მიზანსწრაფვებს. ასეთ ორგანოდ ჩვენ გვესახებოდა თვითნაბეჭდი ჟურნალი, რომლის ფურცლებზეც ასახვას ჰპოვებდა, უპირველეს ყოვლისა, არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ყოფის კრიტიკა. იმისთვის, რომ ჟურნალის მკითხველისთვის თავიდანვე ცნობილი არ გამხდარიყო მის ავტორთა რიცხობრივი სიმცირე და სისუტეები, თვითნაბეჭდი ჟურნალი გამოცხადდა არარსებული პარტიის ორგანოდ, ხოლო “პარტიას” მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული დასახელება “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”. ამ, ასე ვთქვათ, “პარტიისა” და მის ორგანოს თვითნაბეჭდ ჟურნალ “სამრეკლოს” დასათაურება” ჩემი “დამსახურებაა”. ჩვენი უსუსურობის კიდევ უფრო შესანიღბავად ჩემი წინადადებით ჟურნალის პირველსავე ნომერს დაერთო “რესპუბლიკური პარტიის წესდება”, რომელიც მომზადდა ჩემი რედაქციით. “წესდება” ისე იყო შედგენილი, რომ მას შეექმნა ყალბი წარმოდგენა “რესპუბლიკური პარტიის” ნამდვილი მასშტაბების შესახებ, რომ ეს “ოპოზიციური” “პარტია” დახატულიყო, როგორც მძლავრი ორგანო, რომელსაც ძალა შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ პოლიტიკურ წყობას და საბოლოო მიზნით, დაამარცხოს იგი. სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ “მანიფესტის” ავტორთათვის მაშინაც ცნობილი იყო, რომ მსგავსი პრეტენზიული გეგმის განხორციელება არარეალური თამაშია და მეტი არაფერი, მაგრამ მაშინ, თითქმის 6 წლის წინათ, ამ სტრიქონების ავტორს მიზნად ჰქონდა დასახული, თვალში ნაცარი შეეყარა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი მისი არამდგრადი თვითნაბეჭდი ჟურნალის მესვეურებს, გარდა ზემოთქმულისა, ამოძრავებდათ სხვა საწყისიც, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე უფრო მთავარი იყო მათ შემოქმედებაში – კერძოდ, ჩემი ფსევდონიმი “სამრეკლოში” გახლდათ “დიმიტრი დადიანი”. ფსევდონიმებით, ცრუპატრიოტული “შთაგონებითა” და უკიდეგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობით შეიარაღებული “გმირები” შეუდგნენ “საგმირო საქმეთა” ქმნას: შეგროვდა თანხა და შეძენილი იქნა ორი საბეჭდი მანქანა – ერთი სამამულო ტიპის (“უკრაინა-2″) და ერთიც უცხოური (“ოპტიმა” ან “ერიკა” – პორტატული) და გადაყვანილ იქნა ორივე ქართულ შრიფტზე (გადაკეთება მოხდა თბილისში კოლმეურნეობის მოედანთან არსებულ საბეჭდი მანქანების სახელოსნოში. ამგვარი ქმედების საბოლოო და ნამდვილი მიზანი სახელოსნოს თანამშრომლებისათვის უცნობი იყო). მანქანების შეძენით და მათი ქართულ შრიფტზე გადაყვანით დასრულდა დანაშაულის პირველი ეტაპი და დაიწყო მეორე – რომელიც გულისხმობდა ჟურნალის შინაარსის შესაბამისი სტატიების დაწერას, მომზადებას გამოცემისათვის, რედაქტირებასა და გადაბეჭდვას. გადაწყდა, რომ სტატიები მოგვემზადებინა მე, ვ. ძაბირაძესა და ვ. ვ.შონიას. პირადად ჩემი სტატია ეხებოდა მუხრან მაჭავარიანის პოეზიას, რადგან ამ პოეტს იმხანად შეუსრულდა 50 წელი. ჩემს სტატიაში მე შევეცადე გამომეკვეთა ორი პოზიცია. “ჩვენი” (ე.ი. “ჭეშმარიტი” მამულიშვილებისა, “პატრიოტებისა”), და “მათი” (ე.ი. ოფიციალური ხელისუფლებისა); პოეტი გამოცხადდა ჩვენი პოზიციის კაცად. სამივე სტატიასა და “წესდებას” რედაქცია გავუკეთე მე და მევე გადავბეჭდე ჟურნალ “სამრეკლოს” პირველი ნომერი 1978 წლის ივნის-ივლისში ბინაში, რომელიც დაქირავებული გვქონდა მე და ჩემს უმცროს ძმას თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე. ჟურნალი დაიბეჭდა, აიკინძა და “მოხატულ” იქნა ჩემ მიერ. კიდევ ერთი მაგალითი საკუთარ თავში ზედმეტი დარწმუნებულობისა, მე ხომ არაფერი გამეგება მხატვრობისა და მით უმეტეს, მხატვრული გაფორმებისა. ამით დამთავრდა დანაშაულის მეორე ეტაპი და დაიწყო მესამე, ყველაზე უფრო სარისკო (ასე გვეგონა მაშინ) და სახიფათო – დამზადებული ნომრების გავრცელება. ჩემი წინადადებით, ეს “საქმე” დაევალა ჩემს უმცროს ძმას, დავით ვალერიანეს ძე ბერძენიშვილს, რომლისთვისაც მე, სამწუხაროდ, ავტორიტეტს წარმოვადგენდი და რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი (18 წლისაც არ იყო მაშინ) ბრმად მენდობოდა მე, როგორც უფროს ძმას. ამავე დროს, ჩვენი ცდა, გაგვეზარდა ორგანიზაციის რიცხობრივი შემადგენლობა, წამდაუწუმ და ყოველ ნაბიჯზე კრახით მთავრდებოდა. რაიმე არალეგალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ოპოზიციის შექმნის შესახებ ჩემი ცალკეული საუბრები ჩემს უახლოეს მეგობრებთან და ამხანაგებთან წარუმატებლად (მადლობა ღმერთს) მთავრდებოდა. მსგავსმა საუბრებმა თანაგრძნობა ვერ ჰპოვა ვერც იმ ადამიანში, რომელიც მიყვარდა და რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლად მოვიყვანე (ვგულისხმობ ჩემს მეუღლეს – ინგა ლეოს ასულ შირავას, რომელიც ცოლად მოვიყვანე 1979 წელს). 1979 წლის ზაფხულში, ჩვენი ერთი წლის უნაყოფო “მოღვაწეობის” შემდეგ მე დიდი სიხარულით მივიღე აფხაზეთის უნივერსიტეტის მოწვევა და სამუშაოდ გადავედი სოხუმში, ახალგახსნილ უნივერსიტეტში კლასიკური ენების მასწავლებლად. აქ ვასწავლიდი ერთდროულად 600 სტუდენტს – ვასწავლიდი ლათინურ და ძველბერძნულ ენებს, ანტიკური ლიტერატურის ისტორიას, ვასწავლიდი ქართველებს და აფხაზებს, რუსებს, სომხებს, ბერძნებს. სწორედ აქ, სოხუმში ჩვენი (ჩემი და მეუღლის) ცხოვრების პირველსავე დღეებში მოვიდა გამოფხიზლება და არ ვმალავ, რომ აფხაზეთში წასვლა იყო ფაქტიური გაქცევა არალეგალური საქმიანობისგან ნამდვილი და საჭირო საქმიანობისკენ, რომ აფხაზეთის მიწაზე სწორედ მე, ქართველს მესწავლებინა კლასიკური ენები და ანტიკური ლიტერატურის ისტორია. ამ ჩემს “გამოფხიზლებას”, მობრუნებას ნამდვილი ცხოვრებისა და მუშაობისაკენ დაერთო ისიც, რომ მე ფაქტობრივად გავწყვიტე კავშირი “სამრეკლოსთან” და “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” საქმეებთან – “სამრეკლოს” მეორე ნომერი გამოვიდა ჩემი მონაწილეობის გარეშე. მალე უშიშროების კომიტეტისათვის ცნობილი გახდა “სამრეკლოს” არსებობა. ეს ამბავი შემატყობინა ჩემმა უმცროსმა ძმამ სოხუმში. იმ დღიდან ველოდებოდი დაპატიმრებას და სასჯელის დადებას. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მაშინვე ვაჟკაცურად მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული, ჩემი როლი ამ “იატაკქვეშა” სამარცხვინო საქმიანობაში, მაგრამ ეს ვერ შევძელი და მივენდე ბედის დინებას დარწმუნებული იმაში, რომ ოდესმე მაინც დამაკავებდნენ და მაზღვევინებდნენ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის. ვერ შევძელი სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა და მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. ჩემი “დაშინებული” და კურდღლადქცეული პიროვნება შვებას პოულობდა მხოლოდ მუშაობაში, ცდილობდა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოეხდინა ქვეყნისთვის მოტანილი სიკეთით – ალბათ, ამიტომ იყო ეს შიშით და ძრწოლით სავსე წლები ჩემთვის ასე ნაყოფიერი შემოქმედებითი თვალსაზრისით – ძველი ბერძნული ენიდან ვთარგმნე კომედიოგრაფ არისტოფანეს 11-ვე ჩვენამდე მოღწეული კომედია, ევრიპიდეს ტრაგედია “ელექტრა” (სადაც, სხვათა შორის, ლაპარაკია დანაშაულის უაზრობასა და დამნაშავის პიროვნების სრულ დისკრედიტაციაზე), “ბაყაყებისა და თაგვების ომი” (“ოპოზიციური” “მოღვაწეობის” პაროდია გახლავთ), კალინესა და ტირტეოსის ელეგიები (რომლებიც სამშობლოს სიყვარულისა და პატიოსნებისკენ მოგვიწოდებს); დავასრულე მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე, გამოვაქვეყნე შესანიშნავი ფრანგი პოეტის, კომუნისტ პოლ ელუარის თარგმანები. ჩემთვის სრულიად ნათელია ჩემი დანაშაულის მთელი სიღრმე; განსაკუთრებით მძიმეა, როგორც მე ვფიქრობ ახლა, ჩემი დანაშაული იმის გამოც, რომ მე არაფერი თითქოსდა ამ დანაშაულისკენ არ მიბიძგებდა. ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში ჩვენი ქვეყნისგან დახმარებისა და თანადგომის მეტი არაფერი მიმიღია. არავის შეუშლია ხელი ჩემთვის წარმატებით მესწავლა სკოლაში და ოქროს მედლით დამემთავრებინა იგი; არავის “დავუჩაგრივარ” არც მისაღებ გამოცდებზე - როგორც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1970 წელს), ისევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1972 წელს). მისაღები გამოცდები “ფრიადებზე” ჩავაბარე და უკონკურსოდ ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში; მხოლოდ წახალისება და უფროსი მასწავლებლებისა თუ კოლეგების კეთილგანწყობა მდევდა თან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და მათთა და ჩემდა სასიხარულოდ იგი წარჩინებით დავამთავრე 1977 წელს. ჩემივე სათაყვანო უნივერსიტეტმა შემიფარა და მის კედლებში მომცა სამუშაო, სადაც განუხრელად წინ მივიწევდი ხელმძღვანელთა მზრუნველობითა და ყურადღებით გარემოცული. ასევე არ დაუმახინჯებია ჩემი პიროვნება ჩემს ოჯახს, ჩემს დედასა და მამას, უფროს ძმას, რომელიც ყოველთვის საბჭოთა ქვეყნის სიყვარულს, საბჭოთა პატრიოტიზმსა და კაცურ კაცობას გვასწავლიდა მე და ჩემს უმცროს ძმას. მაშ, სად არის ჩემი დანაშაულის მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩემში, ჩემს გაზვიადებულ წარმოდგენაში საკუთარ თავზე, ჩემს ამბიციებსა და კომპლექსებში. მე ამითაც არ დავკმაყოფილდი და მძიმე დანაშაულში ჩავითრიე საკუთარი ძმა, ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ეგონა, რომ “წამებული გმირის” ორეოლით შემოსავდა ყოველნაირად ორდინალურ პიროვნებას. ვაღიარებ რა ჩემს მძიმე დანაშაულს, გთხოვთ, მე დამსაჯოთ, მაგრამ მოწყალების კალთა გადააფაროთ იმ ადამიანს, რომელიც ჩემი სიბრიყვის გამო ზის საბრალდებულო სკამზე, გთხოვთ მაქსიმალური ლმობიერებით მოეპყრათ ჩემს უმცროს ძმას, რათა ამით მეც შემიმსუბუქოთ სული. 1980 წლიდან მე კვლავ თბილისს დავუბრუნდი და ეს სამი წელიწადი მე და ჩემმა ძმამ ერთად გავატარეთ. ჩვენ თვითონ გვიკვირდა ჩვენში მომხდარი ცვლილებები - ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიდი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილს და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული, ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხს და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა. ღრმად ვნანობ, რომ ამდენი წლის მანძილზე დავაგვიანე ჩემი დანაშაულის აღიარება და სიცოცხლე გავუმწარე ჩემს ოჯახს. მშობლებს და ახლობლებს, რომელთა წინაშე ამჟამად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამდენი ხნის ჩაფიქრებამ და ჩემი საქციელის აწონ-დაწონვამ მიმიყვანა ერთადერთ დასკვნამდე: ჩემს დანაშაულში აღარ ვეძებ გარეგან მიზეზებს, უცხოეთის რადიოსადგურებისა და არალეგალური ლიტერატურის დამღუპველ გავლენას, დანაშაულის ჭეშმარიტი მიზეზი არის სწორედ ჩემს პიროვნებაში, ჩემს ოდინდელ ეგოიზმსა და საკუთარ თავზე გაზვიადებულ წარმოდგენებში. თუ ადამიანი სულიერად მდგრადია, თუ მისი პიროვნება დაზღვეულია ზემოაღნიშნული მანკიერებისგან, ვერანაირი უნიჭო რადიოგადაცემა ოკეანის გაღმიდან, ვერანაირად უნიჭოდ შეთითხნილი ანტისაზოგადოებრივი “დოკუმენტური”, თუ “მხატვრული”, ასე ვთქვათ, “ლიტერატურა” ვერ მოახდენს მასზე დამღუპველ გავლენას - მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს დანაშაულს, მაგრამ ამავე დროს მეტ იმედს აღმიძრავს, რადგან გარდაქმნა ჩემს პიროვნებაში უკვე მოხდა, მე უარი ვთქვი საკუთარ გაზვიადებულ წარმოდგენებზე, მე ჩავწვდი ჩემი ეგოიზმის მთელ სიღრმეს და უარი ვთქვი მასზე; სულიერად მე უკვე მზად ვარ, დავუბრუნდე ჩვენს საზოგადოებას, ვიყო მისი წევრი, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ დიდ საქმეში, დავარიგო სხვები და ავაცდინო ისინი დანაშაულის გზას, რომელსაც ოდესღაც თავად დავადექი. ლევან ბერძენიშვილი 6.01.84″ ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში დაწერილი აღსარება [ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში დაწერილი აღსარება] პრესა.გე 15:42 14.02.2011 [ეკა ნიაური] ალბათ, ყველას გახსოვთ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის გაოცებული სახე, როცა 7 ნოემბრის შემდეგ რუს მაღალჩინოსნებთან საუბრები გამოუქვეყნეს – ძალიან გაოცებული რომ კითხულობდა, სამშობლოს ღალატში ჩემი დადანაშაულება როგორ შეიძლება, მე ხომ სამშობლოს სიყვარულისთვის ციხეში ვიჯექიო. სანამ ლუსტრაციის კანონის მიღებას საშველი დაადგება და საბოლოოდ გაირკვევა, ვინ ვინ იყო, „პრესა.ჯი“ პერიოდულად შემოგთავაზებთ იმ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების მამხილებელ დოკუმენტებს, რომლებსაც, ლამის, ერის მამობის პრეტენზია აქვთ და ისე გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, თითქოს მკერდქვეშ სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული უძგერდეთ და სამშობლოს საკეთილდღეო საქმეების გარდა არაფერი ეკეთებინოთ. დღეს ერთ-ერთ მათგანს, ლევან ბერძენიშვილს წარმოგიდგენთ და 1984 წელს საქართველოს სსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში მის მიერ მიცემულ ჩვენებას ვაქვეყნებთ. ჩვენებაში იგი არამარტო თავის თავს აშარჟებს და დაკავებამდელ პატრიოტიზმს დასცინის, არამედ გამოძიებისთვის მაშინ უცნობ, თავისივე ძმის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც დაწვრილებით ცნობებს აწვდის სუკ-ს. ასეთი ჩვენებები ზერელედ, მხოლოდ ციხიდან თავის დახსნის მიზნით არ იწერება, თუნდაც ეს ციხე საბჭოთა ციხე იყოს. „პრესა.ჯი“ ამ წერილს სრულად აქვეყნებს და მკითხველისთვის მიგვინდია იმის განსაზღვრა, როდის იყო ლევან ბერძენიშვილი გულწრფელი: მაშინ, როცა არალეგალურ ჟურნალს აფორმებდა და მისთვის პატრიოტულ სტატიებს „დიმიტრი დადიანის“ ფსევდონიმით წერდა, თუ მაშინ, როცა ციხეში ამ წერილ-შედევრს ქმნიდა. ვინც ამ ჩვენების რეალურად არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს, მხოლოდ ერთ დეტალს შევახსენებთ: წერილის დაწერის თარიღის შემდეგ ცოტა ხანში ლევან ბერძენიშვილი არათუ გაათავისუფლეს, თსუ-ში საათებიც გამოუყვეს, და ეს მაშინ, როცა დაახლოებით იმავე პერიოდში მერაბ კოსტავას უბრალო მასწავლებლის ადგილი არ აღირსეს.
  11. თუ ბენდუქ-ოღლი გაიქაჩა 125-ე სკოლის,თეუსუს შემდეგ უნივერსიტეტის 1 და 2 კორპუსებსაც დაერხევა!!
  12. ნინოს, ნოღაიდელს,კუკავას,კობას...რა?
  13. ასეთი ყურადღებით აპიარებთ ეშმაკუნებს! ეს დიდი ცოდვაა!
  14. თქვენ მაშინ აგინებთ როცა ხალხის გამოყვანით ფულრს აკეთებთ...მე 2002-2003 წლებში ვაგინებდი ,საქმის გაფუჭებამდე მიშას,გრეჩიხას,მამაშენ ედუარდ ორჯონიკიძეს, მწვანეებს და ყველა სხვებს ვინც დაანგრიეთ ან ანგრევდით ქვეყანას... :givi:
  15. ესენი ერთად ებრძვიან ქართულ სიწმინდეებს...მამა ბუასირის სახელიტ, დავით აღმაშენებელის აბუჩად აგდებით...მალე მათ დეისაძე,თევზაძე,ლადარია,ჯგერენაია,ნოდია ...შეუერთდებიან!
  16. ედუარდ შევარდნაძის,ასლანის...მილიარდები რომ გაეყინათ, ხომ გადავიხდიდით ვალებს?!
  17. ვიწრო პარტიული ინტერესის მოდერები ღუპავენ ფორუმს და ქვეყანას ...ძირს პარტიკულიარიზმი, გაუმარჯოს ერთიან საქართველოს ... გადადექით!!! :givi:
  18. Русская нация раковая опухоль человечества!(Валерия Новодворская)....კომენტარები...?!
  19. ალასანია ბუნჩულა მედვედევი,მიშა კი მრისხანე პუტინი!
  20. მარიონეტობა ქართველ "პოლიტიკოსთა" სენია?!... ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!...აზროვნებაშიც,დიალოგშიც...ყველგან კონფორმიზმი?!
  21. თემამ ასეთი აჟიოტაჟი რადგან გამოიწვია ე.ი საკითთი აქტუალურია...
  22. Паата Закареишвили Des31,Ставрополь [02.02 23:56] Здравствуйте! Не кажется ли Вам, что в нынешней ситуации грузинское правительство с тем же успехом может разрабатывать проекты для Марса или Луны? Захотят ли жители Южной Осетии иметь хоть какие-то отношения с людьми, которые целую ночь утюжили "Градами" спящих людей? И забудут ли они это в ближайшие десятилетия? Паата Закареишвили-"Должно пройти какое-то время. Осетины простили грузинам две войны – довольно жестокую войну 1992 года и войну 2004-го года, с эскалацией, тогда тоже были жертвы среди мирного населения. Осетинский народ больше интегрирован в грузинскую культуру, чем в русскую. Мы, грузины, к сожалению, недооценили это в свое время. Мы в 1990-ые годы не захотели понять интересы этого народа и отвергли их. Я надеюсь, что когда Грузия станет настоящим демократическим государством, она будет способна понимать чаяния осетинского народа и реагировать на них, но для этого должно пройти какое-то время. Я надеюсь, что ситуация изменится, если Грузия извинится и признает свои ошибки, мы сможем еще раз найти общий язык и достучаться до сердец осетин. Это покажет время. Я надеюсь на то, что не сегодня или завтра, но через 5-6 лет ситуацию можно будет сдвинуть с мертвой точки". http://lenta.ru/conf/zakareishvili/
×
×
  • შექმენი...