Jump to content
Planeta.Ge

bimo

პლანეტელი
  • პოსტები

    178
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი bimo

  1. გრ.ორბელიანმა დაატყვევა შამილი და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსეთს კავკასიის დაპყრობაში,ასევე ბასაევმა დიდი როლი ითამაშა გაგრის აღებაში და დაეხმარა რუსებს...ორივეს ბუმერანგივით შემოგვიტრიალდა კავკასიის ღალატი!ისე გაგრა, სოხუმი შევარდნაძემ ჩააბარა და თუ ნახავ მა ვიდეოზე 'აფხაზების სიმხეცეს' დარწმუნდები სკამზე როგორ გაყიდა სერგო შევარდნაძემ აფხაზეთი ... 1991-92 წწ. თბილისში იყო ბრძოლა საქართველოს და რუსეთს შორის ,რომელმაც ორჯონიკიძის რევკომივით დაგვისვა სახელმწიფო საბჭო...და სხვა საოკუპაციო ადმინისტრაციები,რომლებმაც რუსეთს შეუსრულეს ყველაფერი -გაგრის გადაცემა მოსკოვის 1992წ. 3სექტემბრის ხელშეკრულებიღ,როცა ჯარი და ტექნიკა ცალმხრივად გააყვანინა..ასევე 1993წ.27 ივლისს სოჭის შეთანხმებით სოხუმიდან გამოიყვანეს ტექნიკა და ჯარი,რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი რუსებს გადაეცათ! თი!!!იგივე წესით 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით ედიკამ (ამ დროს შევარდნაძე რუსეთის მოქალაქე იყო) ედიკამ სემოიყვანა რუსები და მოახდინა სამაჩაბლოს ოკუპაცია ."ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'"-შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!!msgavsi precedenti istorias ar axsovs!
  2. მთავარი მტრები რუსებთან ერთად იყვნენ სერგო შევარდნაძე და ედუარდ ორჯონიკიძე, რომლებმაც რუსებს 20-20 ათასი კვ. კილომეტრი ტერიტორია ჩუქეს.....1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! (ეს იცოდა შარტავამ და ამიტომ მოიშორეს-შავლეგო)...ყერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა,რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას...სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას,ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს,სოხუმის ჩაბარებას... მოჰყვება-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია." სწორედ ამიტომ ჩამობრძანდა პრეზიდენტი და ოჩამჩირეში25 სექტემბერს შეკრიბა ორივე მხარის ჯარის მეთაურების დიდი ნაწილი(ეს ვიდო ვიკიპედიაშია) და ერთად სოხუმის გადარჩენაზე ფიცი დაადებინა! ჯაბა- ედიკას დუეტი ამ თავის ჯარის მეთაურებს თბილისში ოჯახების აწიოკებით დაემუქრა,რის შედეგადაც სოხუმის დაცვის ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული!სოხუმში შესვლის ბრძანება გასცა ბ-ნმა ზვიადმა,მაგრამ რუსებმა ამ დროს დაბომბე ისინი და 6 კაცი დაიღუპა.ზვიადის გვარდიის სავარაუდო განადგურების გეგმის შესახებს შარტავამ აცნობა..
  3. რაც არ უნდა ცილი დასწამონ b-n zviads ,მაინც მის შემდეგ დამსახურებეებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან:1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?! საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლების მოღვაწების შტრიხები-1990 წლის 11 დეკემბერს უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება ;1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე ხელმოწერა,;აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);
  4. მე არგუმენტი გითხარი...ანუ კრიმინალიტეტზე გესაუბრები...არც გამსახურდიას.არც წმ. ილია მართალს ,არც წმ დავით აღმას შენებელს,არც შავლეგოს...არ ჭირდება გაცოცხლება ისინი ზეციურ საქქართველოში,ანუ ნამდვილ სამყაროში არიან...შენნაირები კი- ხოხავენ ..."როჟდენნიი პოლზატ ლეტატ ნი სმოჟეტ!" :
  5. ესენი ისტორიამ ქვეყნისთვის მიყენებული ვნებისთვის გადაყარა,მაგრამ ვიღაცეები ცდილობენ მათ გარეცხვას და ახალი შეფუთვით მორთმევას...
  6. არგუმენტებია "ხელისუფლებაში" ყოფნა,რომლის დროსაც დაინგრა საქართველო!მოქნაცების ე.წ. ეპოქამ ქვეყანა სადამდე მიიყვანა ხედავთ...პირველ პირებს ამაში ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვით სერგო შევარდნაძის "მეთაურობით"...
  7. ამ თუთბერიძეზე გამოხმაურებებით უნებურად მის რეკლამას ხომ არ ეწევით?!
  8. ხალხში ხშირად ერი იგულისხმება...ეს ტალიავინს , საქართველო -მცირე იმპერიის ავტორებს (ულვაშას სახაროვს,ბონერს,საფლავში ) გაუხარდებათ :rolleyes:
  9. მართლმადიდებლობის ,საპატრიარქოს წინაღმდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემებზე ეგეც მუშაობდა ანუ მოითხოვდა ჟურნალისტებისგან საპატრიარქოს დისკრედიტაციას? ( ინაშვილმა რამიშვილთან,ბოკერიასთან,პაიჭაძესთან ....ერთად ისიც დაასახელა ამაში) ...საინტერესოა მისი აზრ ი!
  10. "... ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!..."
  11. გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს აეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფრ.) "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა. " გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო "...ზვიად გამსახურდიას პასუხი"დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიანო"... სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვით თითქოს გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში, ეროვნული გვარდია 1990 წლის 22 ნოემბრიდან იგი შინაგან ჯარების შემადგენლობაში შსს-ს ექვემდებარებოდა, უკვე ისედაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს. უფრო მეტის, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.[5]ამ სავარაუდო გამსახურდიას ბრძანებით გადაყენებული ეროვნული გვარდიის მეთაური თენგიზ კიტოვანს საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაჰყავს 24 აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს პუტჩისტებზე გამარჯვება[6] საქართველო ამ გადატრიალებას გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის. გამსახურდია ამგვარ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა, დააბრალა რა ბნელ ძალებს მოსკოვში კონსპირაცია მის შინაურ მტრებთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩასაშლელად. სახალხო გამოსვლილსას სექტემბრის დასაწყისში მის მომხრეებს მან ასე მიმართა: ვიკიციტატა «კრემლის შავბნელი მანქანები ვერ დაგვიშლიან ჩვენ გათავისუფლებას... მოღალატეების დამარცხებით საქართველო მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას.» მოღალატეებმა თავისი გაიტანეს და გადატრიალების შედეგად ,მოსკოვს-ყარაყორუმს( ზოგიერთი მაგ; ნინო,ზურა,ვალერიიი ისევ მოსკოვში დარბიან ...) სამაჩაბლო და აფხაზეთი მიართ ვეს!!!
  12. სამართლებრივი მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის აო იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრ. ოსეთის აო-ის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონილი, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრ. ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
  13. ამ ტიპმა,იხტიოლოგმა გაუფასურებული ასობიტ მილიარდი რუბლი მოსკოვში გადაახურდავა და ასობით მილიონი დოლარი მოიგო მის შეფებთან, მწვანეებთან ერთად , შევარდნაძის მითითებით...ასევე მან ხელი მოაწერა მოსკოვში სსრკ-ს ქართულ წლზე უარს ანუ 10 მილიარდ დოლარზე უარი ვთქვით სერგო შევარდნაძის,ჟვანიას მეთაურობით...ეს აშკარა რუსული ფსბს მსტოვარია,რაც ახლა უკვე ეჭვს არ იწვევს!
  14. ინგუში მწერლის ისა კოძოევის წერილი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა და თითქმის ვეღარ ვიგებ რა ხდება. მე ვარ ადამიანი წარსულიდან. წარსული, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული ადამიანების მიმართ, მკაცრი იყო. ამ ბრძოლას მხოლოდ რომანტიკოს-პასიონარები თუ წამოიწყებდნენ და გაუძლებდნენ. ეს სიტყვები დღევანდელი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაცინვითაც კი გამოიყენება. მაგრამ მაშინ ჩვენ სიცილისთვის არ გვეცალა. დიახ, ჩვენ ვიყავით რომანტიკოს-პასიონარები და ზვიად გამსახურდია ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო. ჩვენ გვამოძრავებდა წმინდა სული, პრაგმატულობის გარეშე. და სული იყო ძლიერი. მან დაამხო კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი. მე გადავწყვიტე ზვიადის დაბადების დღეს გამომეთქვა ჩემი მოსაზრება და ვფიქრობ, რომ ქართველები მე გამიგებენ. “დროთა განმავლობაში შეიცვალა განგება კაცთა მოდგმის მიმართ და ადამიანის ევოლუციისათვის, ჭეშმარიტებისა და სიკეთის მცნების გარდა, საჭირო გახდა თავისუფლების შემეცნება და გათავისება”. (ყველა ციტატა აქაც და შემდგომ მოყვანილია ზ. გამსახურდიას სტატიიდან “კაცობრიობა დილემის წინაშე” 1993 წ. ) ჩვენმა ეპოქამ ჩაიარა როგორც ბედნიერმა სიზმარმა, როგორც პოეტის ბობოქარმა შთაგონებამ, როგორც ახლის დაბადების დღესასწაულმა. შესაძლოა, კავკასიელების ახალმა თაობამ ვერ გაგვიგოს იმ წლების ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლებს, მაგრამ ჩვენს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. ჩვენს გასასრესად გამზადებული იყო ორი ბეტონის ფილა. ერთი – კომუნისტების ტოტალიტარული რეჟიმი, ხოლო მეორე - რუსული შოვინიზმი. გამუდმებული შიში იყო იმისა, რომ ეს ფილები ჩამოვარდებოდა და ხალხს ქვეშ მოიყოლებდა. საზოგადოებას ამოძრავებდა შიში. ყველაზე მდაბიო, ცხოველური შიში - ღამე თბილი საწოლიდან წამოგდების, დაუნდობლად ცემის, წამების, ფეხის ქუსლებზე ჯოხით ცემის, მამაკაცებისათვის გენეტალიებზე გირების დაკიდების, ქალების გაუპატიურების, ბოთლებზე დასმის, ფრჩხილების ქვეშ ნემსების გაყრის, თითების დამტვრევის, დღეების განმავლობაში თვალებში კაშკაშა შუქის მინათების . . . შედეგად – “მოაწერეთ ხელი, რომ თქვენ გეგმავდით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას” – დახვრეტა და კირის ორმო. სსრკ-ს არცერთი “მოქალაქე” არ იყო დაზღვეული მსგავსი შემთხვევისაგან. ეს იყო საზოგადოებაში გამეფებული შიში, რომელიც ყველგან აღწევდა. ადამიანებმა, თითქმის ყველამ, ისწავლა ტყუილი. სიცრუე ითვლებოდა საბჭოთა ადამიანის ღირსებად და სიამაყედ. ის ვინც მოხერხებულად ცრუობდა იმედი ჰქონდა, რომ არ მოხვდებოდა სუკ-ის თვალთახედვის არეში. საზოგადოებაში არსებობდა სრული უნდობლობა. მე ვახსენე ორი ფილა. პირველი ეკიდა მთელი საბჭოთა კავშირის თავზე, როგორც “დამოკლეს მახვილი”. მეორე – “ნაცმენებზე”, როგორც მაშინ მოიხსენიებდნენ არარუს მოსახლეობას. აი, ასეთი ქვეყნიდან ვიყავით ჩვენ, მაშინდელი დისიდენტები, რომელთა რიცხვს ეკუთვნოდა სუვერენული საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია – დიდი განმათავისუფლებელი! მე ვიცი, ძალიან ბევრს საქართველოში მოეწონება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას ღვაწლის ჩემეული შეფასება, რაც შემდგარი ისტორიული ფაქტია. საქართველოს აღორძინების საქმეში, ზვიადის მიერ გაღებული სისხლი წარუშლელ ფურცლად დარჩება ისტორიაში. არავის არ ხელეწიფება ზვიად-განმანთავისუფლებელის გადაგდება მისი დიდებული კვარცხლბეკიდან. ქართველებო, მას უნდა დაუდგათ ქვის ქანდაკება. რა თქმა უნდა, მას ეს არ სჭირდება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საქართველოს მომავალი თაობისთვის. ზვიადი არ იყო ერთადერთი, ვინც იბრძოდა საქართველოს განთავისუფლებისათვის. ჭეშმარიტად არა. ისინი ბევრნი იყვნენ, მაგრამ იგი იყო ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის. დიახ, ეს იყო ჩვენი რომანტიკული ეპოქა – მოკლე, ბედნიერი გაელვება, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა ჩვენი სუფთა გულებისა და მძიმე შრომისათვის. მივმართავ ჩემს ზუგდიდელ მეგობრებს: “თუ თქვენ ცოცხლები ხართ, მეც მომიხსენეთ, თქვენი სულიერი ძმა და თანამესაკნე მორდოვიის დაწყევლილი ბანაკებიდან. მე თქვენ მახსოვხართ ყოველ წამს, ხოლო როცა ვიძინებ, მე კვლავ თქვენთან ვარ. ღმერთს გეფიცებით, ეს იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი ხანა – მე თქვენთან ერთად შევიგრძენი ჭეშმარიტი ბედნიერება. სხვა როგორც ჩანს, არც არსებობს დედამიწაზე. ადამიანები ისე არიან მოწყობილნი, რომ ბედნიერებას იქ ეძებენ, სადაც ის არ არის და ვერც იქნება”. არ გამართლდა ოდესღაც სსრკ-ში დამკვიდრებული გამონათქვამი: “ბეტონის კედელს შუბლით ვერ გაანგრევ” - შეუპოვარმა მებრძოლებმა შეძლეს და შუბლით გაანგრიეს ბეტონის კედელი. გაჩნდა ნაპრალი თავისუფლებისაკენ და ამ ნაპრალს მიაწყდა ყველა. 70 წელი ტყვეობაში და უცებ – თავისუფლება! დათვრა, თავისუფლებას შეუჩვეველი ხალხი და ბევრმა უბედურება დაატრიალა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, მაგრამ წარსულს ვერ დავუბრუნდებით და არც უნდა დავუბრუნდეთ. “ ...… და ჩვენ, კაცობრიობა შექმნილი ვართ აბსოლუტურად გონიერი, კეთილი, უნივერსალური ძალის მიერ <…> . . . ჩვენ გვაქვს დიადი დანიშნულება, ამაღლებული მიზნები, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეის გულისათვის და არა მიწიერი კეთილდღეობისათვის, ჩვენ მსხვერპლი უნდა გავიღოთ”. ასე აღწერს ზვიადი იმ ძალის არსსა და მნიშვნელობას, რომელიც შთაგვაგონებდა შუბლით შევსკდომოდით ბეტონის კედელს. “მსხვერპლად შეწირვა” – არის ის გრძნობა, რომელიც ამოძრავებდა იმ ეპოქის სულიერ თანამოძმეებს და ამიტომაც მათი ქმედება ზოგჯერ გონიერებისა და უგუნურობის ზღვარზე გადიოდა. შესაძლოა, კავკასიელების ახალმა თაობამ ეს ვერც აცნობიერებს. ზვიადი იყო ღრმად განათლებული და მოაზროვნე ადამიანი. იმ საზოგადოებაში, რომელშიც აღიზარდა: “ერთის მხრივ – სამოქალაქო თავგანწირვა, სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი ფასეულობების წამოწევა, ხოლო მეორეს მხრივ – ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, გულგრილობა ყოველგვარი უმსგავსობის მიმართ, სისტემატურად სინდისის საკუთარ სულში ჩახშობა, რომელიც სრულდება ამა თუ იმ საზოგადოებრივი სისტემისა თუ ცალკეული ადამიანის მიერ . . .… დისიდენტებმა აირჩიეს დილემის პირველი მხარე, მაგრამ არა ერთნაირი წარმატებითა და მედგრობით. ალბათ, ასე ხდებოდა იმის გამო, რომ მათ შორისაც არიან ადამიანები, რომელთაგან ყველას არ აღმოაჩნდა ერთნაირი შორსმჭვრეტელობა და სიმამაცე, ჭეშმარიტებისაკენ სავალ გზაზე მსხვერპლის გასაღებად”. 1989 წელი. თბილისი. საბჭოთა ჯარისკაცები თავს ესხმინ მშვიდობიან დემონსტრაციას. ხალხს ორლესულ ნიჩბებს ურტყამენ თავში. იყენებენ საშიშ-მომწამვლელ გაზს. ქუჩები სავსეა გვამებით, ხოლო საავადმყოფოები - მოწამლული ხალხით. ქართველმა ხალხმა ნათლად დაინახა, რომ სხვა გზა არ იყო, გარდა თავისუფლების მოპოვებისა. ორი ეროვნული გმირი, ორი ლიდერი – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მათ ხალხი დარაზმეს იმისთვის, რომ კეთილშობილი ქართველი ერისთვის სამუდამოდ მოეშორებინათ სხვა ქვეყნის უღელი. ეს მხოლოდ გმირებს შეეძლოთ. ეს იყო სახიფათო ნაბიჯი. ქართველი “სეპარატისტების” ქმედებით აღშფოთებულმა მიხეილ გორბაჩოვმა სატალეფონო საუბარში ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებლობას მიიღებდა აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიების გარეშე. როგორც ჩანს, კრემლი იმ პერიოდში საქართველოს სხვა რეგიონებზე სერიოზულად არ ფიქრობდა. თუმცა, შემდგომ გადაწყვიტა უძველესი სახელმწიფო დაენაწევრებინა პატარა “სათავადოებად”: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი. მოსაზღვრე რაიონები მიეერთებინა სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის _ იყო ასეთი ქვეყანა საქართველო - და აღარ არსებობს. მაგრამ არ გამოუვიდათ, თუმცა ამისთვის კოლოსალური ძალისხმევა იყო ჩადებული. ღმერთი ზეციდან იყურება! ის არ დაუშვებს კეთილშობილი ერის განადგურებას. მე ვესწრებოდი საქართველოს უმაღლესი საბჭოს იმ ისტორიულ სესიას, რომელზეც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, და ორჯერ გამოვედი სიტყვით. სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დამავიწყდება ის დღე. სესიის შემდეგ ზვიადისთან ერთად გამოვედით მიტინგზე. მსგავსს ვერასოდეს ნახავ – მილიონზე მეტი საქართველოს მაცხოვრებელი გამოსული იყო რუსთაველის პროსპექტზე. იქ იდგა თითქმის მთელი საქართველო. მე მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანები შეკრებილი იყვნენ არა “ლავაშისა“ და “ჯინსებისათვის”, არამედ თავისუფლებისთვის. მაშინ ჩვენ ყველა გვიყვარდა, ჩვენს სულში არავის მიმართ არ იყო მტრობა და სიძულვილი. ჩვენ ველოდით მსგავს დამოკიდებულებას რუსეთისგანაც, მაგრამ მწარედ შევცდით. ზვიადს არ მისცეს მშვიდობიანი მუშაობის საშუალება, რათა გადაეწყვიტა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პრობლემები, რომელიც საკმაოდ იყო დაგროვილი. მას აღმოაჩნდა მტრები, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მოსკოვის დიასპორაში იქმნებოდა ანტიზვიადისტური კოალიციები. ბორის ელცინი ხელს უწყობდა მსგავს ფაქტებს. ჩვენთვის ნაცნობი სტრუქტურები ასწავლიდნენ და ამარაგებდნენ მომვალ მემბოხეებს. 1991 წლის 23 და 24 მარტს, ყაზბეგში, ბ. ელცინი სამუდამო მეგობრობას ეფიცებოდა ზვიადს. ქართველებმა მას მიართვეს უძვირფასესი ხმალი. აღფრთოვანებული ელცინი ხმლით ხელში ყვირობდა: “აბა, გამაგრდი მიშკა გორბაჩოვ”. იგი ძლივს დაამშვიდეს და კვლავ მაგიდასთან დასვეს. ამ შეხვედრას ვესწრებოდით ორი ინგუში – მე და სალამ ახილგოვი. ჩვენ სპეციალურად მიგვიპატიჟა ზვიადმა. მას უნდოდა ბ. ელცინთან ინგუშეთის საკითხზე მოლაპარაკება. ასევე, მონაწილობდნენ ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი პირებიც. ამბობდნენ, რომ იმყოფებოდნენ ბ.ელცინის მიწვევით. როდესაც ჩვენ ავდექით მაგიდიდან, ზვიდმა შეარჩია შესაფერისი დრო და ბ.ელცინი შეიყვანა პატარა კაბინეტში, სადაც მიუხედავად მისი თანმხლები პირების წინააღმდეგობისა, მეც ვიმყოფებოდი. შედგა მოკლე საუბარი. ჩვენ სამნი ვიყავით: ბორის ელცინი, ზვიად გამსახურდია და მე - ისსა კოძოევი. მე მოკლედ ავხსენი ჩვენი თხოვნის არსი. ზვიადმა დამაჯერებლად დაამატა: “ბორის ნიკოლოზის ძევ, გადაწყვიტეთ ინგუში ხალხის საქმე სამართლიანად და ისინი თქვენ არ დაგივიწყებენ. მე ამას გთხოვთ მთელი ქართველი ხალხის სახელით”. აღნიშნულზე ბ. ელცინმა უპასუხა _ “ზვიად, მე ხომ უკვე დაგპირდი. ინგუშებო, ხვალ მე ნაზრანში ჩამოვალ”. მე მართლაც დავუჯერე მას. ზვიადმა დამშვიდობებისას მითხრა - “ისა, იმედიანად იყავი! ნუთუ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვებს ჰაერში ისვრის?!” აღმოჩნდა, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა კაპიკიც არ ღირს. ტყუილს მათთან “პოლიტიკა” ჰქვია. მეორე დღეს, 24 მარტს, ბ. ელცინი მართლაც ჩავიდა ნაზრანში. თანხმობის მოედანზე იგი დაგვპირდა, რომ ინგუში ხალხის ბედი “სამართლიანად” გადაწყდებოდა. ჩვენ ყველამ ვიცით თუ როგორ გადაწყვიტა. ვხედავთ, როგორ ესმით სამართლიანობა. დღეს, ბორის ელცინი ცოცხალი არ არის. იგი გარდაიცვალა და თან წაიღო წყევლა ჩვენი ხალხისა, რომლის იმედიც 1992 წლის შემოდგომაზე სისხლში ჩაკლა. ზვიად გამსახურდიამ “განთავისუფლებული” მოკავშირე რესპუბლიკების პრეზიდენტებთან ურთიერთობა ვერ დაამყარა. რატომ? იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტები – იმჟამად უკვე სუვერენული სახელმწიფოების მეთაურები – მანამდე ჯიბით ატარებდნენ სკკპ-ს ბილეთებს. იმიტომ, რომ მათ საკუთარი სულები, “სკამების” გამო, ეშმაკს მიჰყიდეს. როგორც ცნობილია, თუ ეშმაკი ერთხელ იყიდის ვინმეს სულს, უკან აღარ აბრუნებს. ისინი ისევ ემორჩილებოდნენ კრემლიდან თავიანთ “სუზერენს”. იგი მათ უკრძალავდა ურთიერთობას დაუმორჩილებელ რესპუბლიკასთან, სადაც პრეზიდენტი იყო სუფთა ადამიანი, რომელიც არ იყო გასვრილი ათეისტი-კომუნისტის ბილეთით – თავისუფალი რესპუბლიკის დამოუკიდებელი პრეზიდენტი, კავკასიელი დემოკრატი. მე ხაზს ვუსვამ, იგი იყო არა უბრალოდ დემოკრატი, არამედ კ ა ვ კ ა ს ი ე ლ ი დემოკრატი და ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი. მე ვერც კი წარმომიდგენია ზვიადი კომუნისტებიდან დემოკრატებად გარდაქმნილ ადამანთა შორის. ზვიადი ბრწყინავდა თავისი სიწმინდითა და კეთილშობილებით. იგი გახდა მოწამე თავისი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. იგი მოვიდა, როგორც განმათავისუფლებელი და თავისი მისიის შესრულების შემდგომ, ღმერთმა თავისთან წაიყვანა. ალბათ, მსგავსი პრეზიდენტების დრო ჯერ არ დამდგარა. 1977 წელს ზვიად გამსახურდიამ დაწერა სტატია “კაცობრიობა დილემის წინაშე”, საიდანაც მომყავს ამონარიდები და ციტატები. ეს არის ძალიან კომპაქტური ტრაქტატი, სადაც თეზისებად აქვს ჩამოყალიბებული თავისი სწავლების ძირითადი დებულებები საზოგადოების განვითარების შესახებ. “კაპიტალისტურ ქვეყნებში ადამინებმა უნდა მოახერხონ გათავისუფლება სნობიზმისგან, კომფორტის სიყვარულისაგან და გამორჩენის კულტისაგან. ხოლო სოციალისტურ ქვეყნებში ადამიანებმა უნდა დაძლიონ შიში, ვიწროეგოისტური ჩაკეტილობა, ასოციალურობა, სამოქალაქო დეზერტირობა, ფილისტერული თვითკმაყოფილება, აგრეთვე თავის მოტყუება ფსევდოოპოზიციონერობით. შენ სეირნობ დიდი ქალაქის ქუჩებში, სარგებლობ კომფორტით, მსახურობ, მოგზაურობ საზღვარგარეთ, “აფრქვევ ოპოზიციურ აზრებს” მეგობრების ვიწრო წრეში. სიტყვებით – გმირი ხარ, ხოლო საქმით –თავს არიდებ თავისუფლებისთვის ბრძოლას. <…> შენ სულ არ გადარდებს ბედი იმ ადამიანებისა, რომლებიც ბანაკებსა და ციხეებში იმყოფებიან, კლავენ, აავადებენ… . . .… თანდათანაბოთ ასეთი ცხოვრების წესს მიჰყავხარ დეგრადაციისკენ, ამორალურობისკენ. შესაძლოა, ბოლოს შენ შეგძულდეს შენი თანამოძმე, რომელიც იბრძვის სიმართლისა და სიკეთისათვის. შენ მისთვის იგონებ სხვადასხვა განსაზღვრებას: “უცნაური”, “დონ კიხოტი”, “პოზიორი”. იქექები მის წვრილმან ნაკლოვანებებში და აკრიტიკებ. მოკლედ, გინდა დაამტკიცო შენი გზის სამართლიანობა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავხარ. < > მაგრამ სამართლიანობის საკურთხეველზე შენი სიცოცხლის დადება, უეჭველად მიგიყვანსს სიკეთისა და სიმართლის სათავესთან – ღმერთთან!” ეს არის ზვიადიზმის ძირითადი პოსტულატი – სიმართლისათვის მსხვერპლშეწირვა. ეს კავკასიური პასიონარიის ძირითადი იდეაა. თქვენ ქართველებო, შტორმის დროს გემზე მყოფი ადამიანების მსგავსად, ბორტიდან ბორტს ეხეთქებით. ყველფერს ამ ქვეყანაზე აქვს დასასრული და ჩვენს უბედურებასაც ბოლო მოეღება. შვებით ამოვისნთქავთ და დავუბრუნდებით ზვიად-განმათავისუფლებლის სწავლებებს. დაე, იყოს ღმერთი კეთილი და მოწყალე ჩვენს მიმართ. ისა კოძოევი 31 მარტი 2009 წ. http://www.fundofcaucasus.org/portal/alias...49/default.aspx ყაზბეგის ამ ხელსეკრულებით რუსებმა ააღიარეს ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობა,ხელი მოაწერეს ჯარების გაყვანას აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან,მაგრამ მერე დასავლეთიდან მიიღო რუსეთმა გადატრიალების მოწყობაზე" დაბრო " და დაიწყო ჩვენი უბედურება...ყაზბეგის ამ ხელსეკრულებით რუსებმა ააღიარეს ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობა,ხელი მოაწერეს ჯარების გაყვანას აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან,მაგრამ მერე დასავლეთიდან მიიღო რუსეთმა გადატრიალების მოწყობაზე" დაბრო " და დაიწყო ჩვენი უბედურება... რუსების მეთაურობით გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღო-თეთრი მანნდილის,მხედრიონის,თბილისე ლის,პენ-კლუბის ,ედპ-ს,გორდას,თეთრი არწივის, კულინარიელების..."დაიცავი საქართველოს" წევრებმა.
  15. საიდან მოიტანე ეს ამბავი? ღმერთმა მოგიტევოს ! ..ეროვნული თვითკრიტიკა სასარგებლო საქმეა, მაგრამ საკუთარ ერზე ცილისწამებაში არ უნდა გადაიზარდოს. ასე მაგალითად, რუსთაველის დევნა ვიღაც ''სულთამხუთავების'' მიერ... ბართაშვილს ქართველებმა კი არ ამოხადეს სული შიმშილით, არამედ რუსის ჩინოვნიკებმა, გურამიშვილი ლეკებისა და თურქების მიზეზით მოსწყდა სამშობლოს და არა ქართველების მიზეზით... საბა ორბელიანი ქართველთა მხრივ დევნის შედეგად კი არ გამოეწყო ბერის კაბაში, არამედ რწმენის შედეგად და ერისათვის თავდადების გამო, ხოლო მოჩხუბარიძე თავის თანამემამულეებს კი არ ''ეჩხუბებოდა'', არამედ ჩრდილოეთის ვეშაპს, რომელიც გადაყლაპვას უპირებდა მის სამშობლოს, ხოლო გალაკტიონი ქვაფენილს ქვასავით (და არა შურდულივით) დაენარცხა იმის გამო, რომ მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის გეგმა დამუშავდა ჩვენი ერის უბოროტესი მტრების მიერ ''სადაც ჯერ იყო'', რასაც ალბათ ოდესმე ამხელს ისტორია, ისევე როგორც ილიას მკვლელობის ამბავს, წყარო კი ორივე შემთხვევაში ერთია. რომელი აღმოიკითხავენ, გულისხმა-ჰყვან! ის ვერსიაც, თითქოს ივანე მაჩაბლის გაუჩინარებაში ერთ-ერთი ქართველი მოღვაწის ხელი ერია, ესდეკებმა გაავრცელეს ამ მოღვაწის დისკრედიტაციისათვის. მე თავად მომისმენია ერთი მოხუცებული ესდეკისაგან ეს ჭორი ჩემს სიყრმაწვილეში(ივანე მაჩაბლის კვიპროსზე გაპარვა დუხობორებთან ერთად ყველაზე მეტად სავარაუდოა)...... ...გრიგოლ ხანძთელი არის ჭეშმარიტად არქეტიპული, იდეალური სახე ქართველი კაცისა, სწორედ იგია, თუ გნებავთ, ანტიპოდი, კვაჭი კვაჭანტირაძისა და არა მინდია(მოგვიტევოს მისმა აჩრდილმა მისი ხსენება ასეთ კონტექსტში). მინდია, ისევე როგორც ილიას განდეგილი, დაცემული ეპოპტია, ზეციურსა და ამსოფლიურ -შორის ჭეშმარიტი ბალანსის მპოვნელი. ერთის მხრივ: მისტიკოსი, ნათელმხილველი, თეურგი და თაუმატურგი, საზეო პოეტი და ღვთისმეტყველი, მეორე მხრივ, პრაქტიკოსი: კლარჯეთის უდაბნოთა მშენებელი და განმამშვენებელი, მეფეთა მოძღვარი, ხალხის მსახური, სნეულთა მკურნალი, დაბრკოლებულთა განმმართველი, მწუხარეთა ნუგეშისმცემელი. ავთანდილი სწორუპოვარი რაინდია, დავითი მეფეა(უზენაესი სრულყოფა მეფობისა), გრიგოლ ხანძთელი კი, ისევე როგორც გიორგი ჭყონდიდელი, მამაა მეფისა, მისი მოძღვარი, მისი იდეალი, რომლის წინაშეც მოწიწებით ქედს იხრის მეფეცა და ერიც. მისი მორალი არსად არ არის შებღალული ცოდვით დაცემით, ან ვნებით, იგი წმინდანია, კაცი ზეცისა და ანგელოზი ქუეყანისა, ე.ი. ზეცისა და მიწის ჰარმონიულად შემრწყმელი. რუსთაველისთვისაც ავთანდილი და ტარიელი როდი არიან იდეალები, არამედ ''ბრძენი დივნოს''(დიონისე არეოპაგელი), რომელიც ფარული გმირია ვეფხისტყაოსნისა, ფარული მსაჯული და მოძღვარი როგორც ავტორისა, ასევე მისი გმირისა. დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრებისა და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხვდურზე, უთუოდ დამარცხდება. წმინდანი იყო და არის იდეალი განათლებული კაცობრიობისა, მას ვერც ერთი სხვა იდდეალი ვერ შესცვლი ვერც მომავალში. ზვიად გამსახურდია 'გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი, შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის, მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი, მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის!'' ზვიად გამსახურდია
  16. ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია ჯერ კიდევ ძველბერძნები "გეორგოსებს" უწოდებდნენ ქართველებს იმის გამო, რომ მიწათმოქმედება იყო ყველაზე მეტად განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. "გეორგოს" ნიშნავს მიწის დამმუშავებელს, მაგრამ, ამავე დროს, გიორგის კულტი დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან, კერძოდ, ნაყოფიერებისს ღვთაებათა დაცვასთან, ამინდთან, მეტეოროლოგიასთან. ასე იყო ძველ საქართველოში და ამასთან არის დაკავშირებული ქართული ეროვნული ღვთაება - თეთრი გიორგი. ხოლო ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა. და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმევე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მეიად მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე. ქრისტიანობა თავისა წმინდა სახით არსებობდა სამღვდელოებისთვის, ფეოდალური კლასისთვის, სამეფო კარისთვის, მაგრამ ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გიორგიანობასთან არის შერწყმული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგიანობამ დაჩრდილა ქრისტიანობა. წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაპადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში. ე. ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსთვის. საქართველოს სახელწოდებაც დაუკავშირდა გიორგის და გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე - მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწლრედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდრომის დღესასწაულების "შთანთქმისა" წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი. რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის? ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას...-ზვიად გამსახურდია-საქართველოს სულიერი მისსია როგორია გრაალის წარმოშობა? გრაალის ეტიმოლოგია, გრაალი, მეგობრებო, მომდინარეობს ძველპროვანსული და ალბათ, ძირით კაპადოკიუოი ტერმინიდან "გრაცალ" და, საერთოდ, გრაალის მიმდინარეობა ქართველური ტომების შექმნილია აგრეთვე. კაპადოკიური ეთნოსი, რომელიც იგივე ქართველური, პროტოიბერიული ეთნოისა, არის ძირითადი შემქმნელი გრაალის მიმდინარეობისა. ტიტურელი, ცნობილი პირველი მფლობელი გრაალისა, ეროვნებით იყო კაპადოკიელი, ე. ი. ქართველური წარმოშობისა. შამთხვევითი როდია, რომ კაპადოკიელები იხსენიებიან სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, მეერგასისე დღეს, რომელიც მოცემულია მოციქულთა საქმეში (საქმე, 2, 9). კაპადოკიელები ესწრებოდნენ სულიწმიდის გადმოსვლას და გრაალის მისსია ეს არის სულიწმიდის მისსია. გრაალი ეს არის სულიწმიდის მატარებელი, გრაალის მფლობელი არის სულიწმიდით განმსჭვალული და სულიწმიდამომადლებული ადამიანი. გრაალის მოძრაობა, გრაალის ქრისტიანობა შექმნეს სწორედ იბერიული ხალხებმა. ის შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში, ლანგდოკში, სადაც ძირითადად იბერიული და კელტ-იბერიული მოდგმის ხალხები ცხოვრობდენ. კელტ-იბერები იგივე იბერებია წერმოშობით, რომელთაც შემდეგ, გთიანდელ პერიოდში შეერწყნენ კელტები. კელტების მიგრაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მესამე საუკუნიდან დაიწყო და მოგვიანებითაც გაგრძელდა. შემდეგ ჩამოყალიბდა კელტ-იბერიული მოდგმა, მაგრამ წარმოშობით მაინც იბერიულია. კელტ-იბერიული მოდგმაც კაპადოკიასთანაა დაკავშირებული და სწორედ კაპადოკიიდან, ამ მესხური, ანუ მოსხური, ზანური კაპადოკიიდან მომდინარეობს გრაალის ქრისტიანობა და გრაალის მიმდინარეობა. ქართლში არის, სხვათა შორის, სოფელი გრაკალი. რამდენადაც პირველადი სახელი ამ თასისა არის გრაცალი, გრაცალი და გრაკალი აშკარად მონათესავეა და ეს ტოპონიმი უნდა იყოს გრაალთან დაკავშირებული, ყვენი ღრმა რწმენით. გრაალი მოხსენიებული არის შავთელის ოდებში. შავთელის შდებში მას ეწოდება "მადლი ბარძიმი, ერთა განსაწმენდ". როგორც მოგეხსენებათ, გრაალი არის ბარძიმი, თასი და გარდა ამისა, ეს თასი მოხსენიებული არის ქართულ ფოლკლორში, კერძოდ, როდესაც წმინდა გიორგი - ქართული ფოლკლორის წმ. გიორგი - ლაშქრობს ქაჯავეთში კოპალასთან და იახსართან ერთად, მას ქაჯავეთიდან მოაქვს თასი და ჩვენი ღრმა რწმენით ეს გრაალის თასია. ე. ი. წმინდა გიორგის ჩასვლა ქვესკნელში დაკავშირებულია გრაალის თასის წამოღებასთან, ე. ი. ეს არის ინიციაციის სიმბოლო. ამრიგად უკავშირდება გრაალი ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას. გელათის ფრესკების ძირითადი მოტივები გრაალის თასთან არის დაკავშირებული. ყრმა მაცხოვარი, რომელიც უჭირავს გელათის ღვთისმშობელს, შუბლზე გრაალის ტვიფარს ატარებს! ასე რომ, ეს უაღრესად ღრმა კავშირშია ქართულ კულტურასთან და რაც შეეხება "ვეფხისტყაოსანს", შეძლება ითქვას, რომ "ვეფხისტყაოსანიც" გრაალის პოემაა იმიტომ, რომ გრაალის სიმბოლოები, სინონიმებია საუნჯე, თვალ-მარგალიტი, ფილოსოფიური ქვა და ქალწული, ე. ი. ქალწულის გამოხსნა ტყვეობიდან, ქვესკნელიდან აგრეთვე იგივეა, რაც გრაალის გამოხსნა. ქალი ამ შემთხვევაში განასახიერებს ანიმას, სამშვინელს და ანიმას გამოხსნა დრაკონის ტყვეობიდან არის სწორედ ინიციაციის მიზანი. აი, ეს არის მოცემული სწორედ "ვეფხისტყაოსანში". "ვეფხისტყაოსანი" არის ინიციაციის გზა, ჰეროიკული ინიციაციის გზა არის აღწერილი. ალეგორიულად, საერთოდ, რაინდობა დაკავშირებული იყო ინიციაციასთან, რაინდობა იყო ინიციაციის ინსტიტუტი, ამიტომ მისი უმთავრესი მიზანი იყო ქვესკნელად შთასვლა და გრაალის გამოხსნა, ანუ წმინდა საწყისის გამოხსნა ბნელი ძალების ტყვეობისაგან.-ზვიად გამსახურდია ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა - ანდრსია და სვიმონ კანანელი - პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძლდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს? თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას?-ზვიად გამსახურდია ზვიად გამსახურდია — ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი ქართული ამერიკანისტიკის ისტორიაში გასული საუკუნის 70-იანი წლები საეტაპო მოვლენით აღინიშნა. ამ დროს ქვეყნდება ზვიად გამსახურდიას ორი წიგნი: თარგმანთა კრებული ,,ამერიკელი პოეტები~ და გამოკვლევა ,,XX საუკუნის ამერიკული პოეზია~. იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სისრულით გავიაზროთ ამ გამოცემათა ხასიათი და ლიტერატურულ-კულტურული მნიშვნელობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოებათა მთელი კომპლექსი; ამ გამოცემათა გამოჩენამდე როგორ, რა წყაროებით იცნობდა ქართველი მკითხველი ამერიკულ პოეზიას და ზოგადად ამერიკულ კულტურას, როგორ იყო დამუშავებული ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში უცხოური, კერძოდ, ინგლისურენოვანი პოეზიის თარგმნის აქტუალური პრობლემატიკა და რა პრაქტიკული მთარგმნელობითი გამოცდილება იყო დაგროვილი ამ სფეროში, როგორი იყო 60-70-იანი წლების საერთო ლიტერატურული კონტექსტი, რომელშიაც ჩაერთო ზვიად გამსახურდიას თარგმანები გამოკვლევითურთ, რა კონკრეტული პრობლემები იდგა ქართული პოეზიის წინაშე მაშინ და როგორ ეხმიანებოდა ეს გამოცემები. ამერიკული პოეზიის თარგმნის ისტორია ქართულ ლიტერატურაში XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. იმ დროის ერთ-ერთი პირველი ნიმუში ე. ა. პოს `ყორანის~ ვაჟა-ფშაველასეული თარგმანია. შესრულებული 1906 წელს. ათიანი წლების ბოლოს, ოციანის დასაწყისში ჩნდება უ. უიტმენის თარგმანები. 1922-1923 წლებში ჟურნალ `ხომალდსა~ (1922, #3) და `გაზეთ `ორიონში~ (1923) ქვეყნდება ხარიტონ ვარდოშვილისეული თარგმანები ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ.დ.) ლექსები `ყველასადმი~ და `სალუტი მთვარეზე, დიდება ქვეყნად~. შემდგომ პერიოდში ამ დაინტერესებას სპონტანური ხასიათი აქვს, თუმცა ქვეყნდება არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი კვლავ უ. უიტმენის პოეზიის, რაც 50-იან წლებში მეცნიერული შესწავლის ობიექტად იქცევა (ღოღობერიძე 1955). XX საუკუნის 70-იან წლებამდე არათუ ამერიკული, ზოგადად ინგლისურენოვანი ლიტერატურით მთარგმნელობითი დაინტერესება ძირითადად პროზის, მეტადრე სათავგადასავლო ჟანრის სფეროებს მიოიცავდა, რაც შეეხება პოეზიას, მთარგმნელობითი და ლიტერატურათმცოდნეობითი ინტერესი ბრიტანული კლასიკური მემკვიდრეობისკენ იყო მიპყრობილი. გამოკვლევაში, რომელიც ქართული ევროპეიზმის პრობლემატიკას აშუქებდა, დ. ლაშქარაძე წერდა: `ქართველმა მკითხველმა ნიკო ყიასაშვილის, ციალა თოფურიძის, ირაკლი კენჭოშვილის, ზვიად გამასახურდიასა და ინგლისური ლიტერატურის სხვა სპეციალისტების საინტერესო დისერტაციების გამოკვლევების, წერილების საშუალებით ინგლისური მწერლობის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი გაიცნო და შეიყვარა~. (ლაშქარაძე 1988:314). მკვლევარი აქ ამერიკულ ლიტერატურას ბრიტანულისგან არ აცალკევებდა და `ინგლისური მწერლობის~ საერთო სახელით მოიხსენიებდა, ამავე დროს აღნიშნავდა ღვაწლს ზვიად გამსახურდიასი, რომლის ინტენციაც, სინამდვილეში იყო თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ამერიკული ლიტერატურისა და კულტურისათვის კუთვნილი ადგილის მიჩენა ქართულ ცნობიერებაში. ზვიად გამსახურდიამ სათარგმნი მასალის სელექციისას ძირითადი ყურადღება XX საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიას, ე.წ. ამერიკული აღორძინების პოეტებსა და განსაკუთრებით იმაჟისტებს მიაპყრო, მაგრამ წინ წაუმძღვარა მეცხრამეტე საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი პოეტური ფიგურა, უ. უიტმენი და ე. დიკენსონი, რომელთა შემოქმედებამაც მთელი შემდგომი პერიოდის ამერიკული პოეზიის მაგისტრალურ დინებას უშუალოდ მისცა მიმართულება. ინგლისურენოვანი პოეზიით დაინტერესებული მკითხველი აქ უთუოდ მოისაკლისებდა ედგარ ალან პოს, მაგრამ ამას თავისი ახსნა ეძებნება. ედგარ პო, რომელსაც ფრანგი სიმბოლისტები საკუთარ უშუალო წინამორბედად მიიჩნევდნენ და რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ევროპელ, რუსულ და ამისდა კვალად, ქართულ პოეზიაზეც, კერძოდ, ცისფერყანწელებსა და გალაკტიონზე, ამერიკული პოეზიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა კარგა ხნის დაგვიანებით ხდება და შეიძლება ითქვას ციკლურად, ევროპული პოეზიის სიმბოლისტურ გარსში გავლით უბრუნდება მას. ემერსონისა და მისი ორბიტის ირგვლივ განლაგებული სხვა პოეტების შესახებ კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი მათი პოეტური ინდივიდუალიზმისა, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კერძოდ ათიან წლებამდე მთელი ეს მემკვიდრეობა ინგლისური მრავალსაუკუნოვანი პოეზიის ამერიკულ განშტოებად მოიაზრება და მის კონტექსტში ეწერება. ანუ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული პოეზია ისტორიული თვალსაზრისით — იმდროისათვის ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ამერიკული კულტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ესთეტიკური თვალსაზრისით კი, მრავალსაუკუნოვანი ინგლისური პოეზიის, ვიქტორიანული პოეტების, ე.წ. `ტბის სკოლის~, გვიანი რომანტიზმის გაგრძელება. თარგმანთა კრებულისთვის დართულ გამოკვლევაში ზ. გამსახურდია აყალიბებს საკუთარ ხედვას ამერიკული პოეტური სამყაროსი, რომელთან გასაცნობათაც ამზადებს ქართველ მკითხველს, ხოლო წიგნი `XX საუკუნის ამერიკული პოეზია~, რომელიც გარდა ამ შესავალი ნაწილისა, შეიცავს ფართო მსჯელობასაც ფროსტის, ელიოტის და სხვათა ესთეტიკურ მრწამსზე, მსოფლმხედველობრივ თავისებურებებსა და წინამძღვრებზე, მნიშვნელოვან ცნობებს გ.ვაწვდის ასევე მათი ლექსების კონკრეტულ ფორმობრივ თავისებურებებზე. * * * 60-70-იანი წლების ქართულ პოეზიაში გამოკვეთილი სიახლე თავისუფალი ლექსით გატაცება იყო, მანამდე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებული იყო აზრი, რომL `თავისუფალი ლექსი არსებითად, ტონური ლექსწყობის ნაირსახეობაა და ფიქმზე მახვილების ენაზე მას დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იგი ქართულად შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცე მეტრის საზღვრებში არსებობდეს~. (გაჩეჩილაძე :310), ეს აზრი ეყრდნობოდა ქართული მთარგმნელობითი გამოცდილების ერთ ხაზს, მაგრამ იმთავითვე არსებობდა მეორე ხაზი, რომლის ნიმუშიცაა ჩვენს მიერ დასახელებული თარგმანი ხარიტონ ვარდოშვილისა, ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ. დ.) `ყველასადმი~, რომელიც თავისუფალგრაფიკიანი დისმეტრული თავისუფალი ლექსით არის შესრულებული: `ვინც არ უნდა იყვე — შენ — მე ვიცი, ბოდავ მოჩვენებათა გზაზე ყველაფერი, რასაც ფეხით სთელავ, ხელით ეხები — მხოლოდ ჩრდილია ჩრდილთა, რომელიც დნება და ქრება. ზვიად გამსახურდიას თარგმანების გამოჩენისას თითქმის მივიწყებული იყო საუკუნის დასაწყისის ქართული თავისუფალი ლექსის გამოცდილება, თუნდაც გალაკტიონის ლექსები. მიმდინარეობდა მწვავე პოლემიკა, სადაც გამოიკვეთა მხარეთა საერთო მახასიათებელი — ნაკლებგარკვეულობა თავისუფალი ლექსის სპეციფიკაში, რაც ობიექტურად იმით იყო გამოწვეული რომ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობას საკითხი ჯერ არ ჰქონდა საფუძვლიანად შესწავლილი. ასეთ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ უცხოური სპეციალური ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება თავისუფალ ლექსზე, გამოკვლევაში `XX საუკუნის ამერიკული პოეზია~: თავისუფალი ლექსი გულისხმობს მეტრიკისადმი ნებისმიერ დამოკიდებულებას, სალექსო სტრიქონში მახვილების ნებისმიერ განაწილებას, რაც ნაკლებად ბორკავს პოეტს და მიმართავს მკითხველის ყურადღებას ლექსის შინაარსობრივი მხარისადმი. თავისუფალი ლექსი უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად მონოტონური, ვიდრე ბოლორითმოვანი ლექსი. თუ ბოლორითმოვანი ლექსის სტრიქონში ტერფები მეტრული კანონის საფუძველზე ერთიანდებიან, თავისუფალი ლექსის სტრიქონი აერთიანებს სხვადასხვა ხასიათის ტერფებს, რომელთა შერჩევა და ურთიერთდაკავშირება პოეტის ინტონაციის საქმეა. ასე რომ ამ შემთხვევაში პოეტი თავისუფალია ყოველგვარი მეტრულ-რიტმული დოგმებისაგან, მაგრამ აქაც უნდა იგრძნობოდეს მკვეთრი შინაგანი რიტმი (გამსახურდია 1972 :13-14) ეს დესკრიფციული ხასიათის განმარტება, ლექსთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ორიოდე ტერმინოლოგიური ცდომილების მიუხედავად, მთარგმნელისათვის კვლავ კარგი გზამკვლევია თავისუფალი ლექსის რთულსა და მრავალმხრივ ბუნებაში გასარკვევად. მასზე დაყრდნობით შესრულებული თარგმანებით კი ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ქართულ ენაზე არათუ შესაძლებელია თავისუფალი ლექსის არსებობა, არამედ ამ მხრივ ჩვენი ენის პოტენცია ამოუწურავია. * * * `თარგმანი ქალია, თუ ის ერთგულია, ლამაზი არ არის, ხოლო თუ ლამაზია, არ არის ერთგული~ — ამბობს ერთი მოარული აფორიზმი. და მართლაც, მთარგმნელობით საქმიანობაში, ამ მხრივ, ჩვენში რამდენიმე ნაკადი გამოიყოფა: პირველია შემთხვევები, როცა მთარგმნელი თითქოსდა, ეტოქება ორიგინალის ავტორს და ქმნის ლამაზ ქართულ ლექსს, ბუნდოვან წარმოდგენას რომ ბადებს დედანზე. არსებობს ასეთი გამოცდილებაც: როცა ორიგინალურის ენა მიუწვდომელია მთარგმნელისათვის, იგი სარგებლობს შუამავალი ჩვენს შემთხვევაში — ძირითადად, რუსული ენით, შედეგად კი, საუკეთესო შემთხვევაში, კვლავ ლამაზი, მაგრამ ერთგული ანუ ორიგინალთან თითქმის დაუკავშირებელი ლექსი იბადება. დედნისადმი ერთგულების მაგალითების რიცხვი ჩვენში ძალზე მოკრძალებულია. უაღრესად ფართო ერუდიციამ არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ფილოსოფიის, თეოლოგიის და ოკულტიზმის სფეროებში ზვიად გამსახურდიას, როგორც მთარგმნელსა და მკვლევარს, საშუალება მისცა, ღრმად ჩასწვდომოდა სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის, ესთეტიკური პოზიციის მქონე ამერიკელ ავტორთა ლექსების სიღრმეებს და 1971 წელს გამოცემულ კრებულში სწორედ ის მხარეები წარმოედგინა, რაც განმსაზღვრელი იყო მათი შემოქმედებითი ინდივიდუალობისათვის. ჩემი ფიქრით, ლამაზ თარგმანში უიტმენის ლექსებისა, რაკი ქართველი მკითხველი ამ პოეტის შემოქმედებას უკვე იცნობდა ხარიტონ ვარდოშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა თარგმანებით,(ღოღობერიძე 1955 ) ზვიად გამსახურდია ინტერპრეტაციულ ვერსიას გვთავაზობს, როგორც ეს თვალნათლივია ამერიკელი პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისადმი უიტმენის ცნობილ ლექს-რეკვიემში `ო, კაპიტანო~: … ... ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო! ჩვენთვის აღარ დარობს დარი, ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე გართხმულხარ ცივი და მკვდარი? მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს, დადუმებულან უსისხლო ბაგენი მამა საყვარელი ვეღარ გრძნობს შეხებას, მის მაჯისცემასაც ვეღარ მივაგენი. იზეიმეთ ნაპირებო! მე კი მმართებს გლოვა, ზარი, გემბანზე ხომ კაპიტანი ასვენია ცივი მკვდარი. (გამსახურდია 1971:22) ორიგინალში ეს ლექსი შვიდტერფიანი იამბის რიტმს ეყრდნობა, მაგრამ უ. უიტმენი არ იცავს იდეალურ იამბურ სქემას ცალკეულ ადგილებში, იქ, სადაც სამგლოვიარო ხასიათის დისკურსი ინტონაციურ პიკს აღწევს და არამეტრულ მახვილებს გამოკვეთს, იამბების ნაცვლად პირიქეები ჩნდება. რაკი იამბური წყობა თანამდეროვე ქართულ ლექსში, რუსულისგან განსხვავებით, წარმოუდგენელია, მთარგმნელი ირჩევს პოლიმეტრულ წყობას, რომლითაც იქმნება თავისუფალი რიტმის შთაბეჭდილება, ინარჩუნებს რითმათა კონფიგურაციას და საზომთა მონაცვლეობით ამგვარ ჟღერადობას აღწევს: `ო, კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო, აღსდექ და ყური მიაპყარ ზარებს, აღსდექ-დღეს შენთვის ფრიალებს დროშა, შენთვის ვაქუხებთ ძლევის ნაღარებს. ეს გვირგვინები, ბაფთიანი ყვავილწნულები შენია, შენი! * * * იზეიმეთ ნაპირებო, მე კი მმართებს მძიმე ზარი გემბანზე ხომ კაპიტანი ასვენია ცივი, მკვდარი. საფიქრებელია, რომ თუ ა. ლინკოლნის გარდაცვალებით გამოწვეული მძიმე, უჩვეულო განცდები უოლტ უიტმენმა განსხვავებული რიტმული მდინარებით გადმოსცა, მთარგმნელის აზრით, ქართულ პოეტურ ტექსტსაც რაღაც უჩვეულო რიტმი და არა ინერციული, მონოტონური დინება ესაჭიროებოდა. * * * უიტმენის თარგმანისგან განსხვავებით იმ ავტორთა ლექსებში, რომელთან შეხვედრაც პირველად უხდებოდა ქართველ მკითხველს, ერთდროულად, ზედმიწევნით დაცულია შინაარსი და მიკვლეულია ფორმის ოპტიმალური ადეკვატი, როგორც ვეიჩელ ლინდზის ამ ლექსში: . . . ლეგრის ჰქონდა ჯუბა—ბრინჯაოს ღილებით, სისხლისფერ პერანგზე — გველის ყელსაბამი, თხისებრი წვერი და წაზრდილი ფრჩხილები, მგლისფერი თვალები, კისერი— დაბალი, ლოყები — მოთეთრო, თევზის მუცელივით, კბილები — ვეება, პირბასრი ცელივით. . . . ლეგრის ჰქონდა მუშტი — უჰ, უზარმაზარი საცოდავ ზანგთათვის განკითხვა და ზარი ნიღაბქვეშ თუ ჰქონდა ჯადო რამ, საზარი მაგრამ საბოლოოდ ეშმასთან წავიდა. (გამსახურდია 1971:51) აქ ადვილად შესაგრძნობია ზანგური ცეკვების რიტმი, რომელიც ქართულად დაქტილური წყობის თავისუფალი ვარიაციებით არის გადმოტანილი. დედნისადმი ერთგულების სხვა¬ მაგალითის მოყვანამდე ერთი პატარა ისტორია გავიხსენოთ. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელ პოეტს ე. ლი მასტერსს მეგობარმა ქალმა ანტიკური ეპიტაფიების კრებული აჩუქა. ამით შთაგონებულმა პოეტმა შექმნა ლექსების ცნობილი ციკლი `სპუნ რივერი~, რომლითაც სათავე დაედო ანგლო-ამერიკული პოეზიის ახალ ჟანრს — მოდერნისტულ-ეპიტაფიურ პოეზიას. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ქმნის მთარგმნელი დედნის სტილის ანალოგს, ედგარ ლი მასტერსის `გორაკი~ და `ენ რუტლეჯიც~ იკმარებდა, მაგრამ ვფიქრობ, უფრო საყურადღებო მაგალითია თემატურად `სფუნ რივერთან~ ახლო მდგომი ლექსი თ. ელიოტისა, `წყალში სიკვდილი~, რომელსაც ეპიტაფიური ლაპიდარულობაც, სტრუქტურაც შენარჩუნებული აქვს, სამაგიეროდ, განასხვავებს მითო-პოეტური სიღრმე და სახეობრიობა. ფინიკიელ ფლებასს, ორი კვირის მკვდარს, გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური, მონაგები და წანაგები, წყალქვეშა დინებამ მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით, იგი აღზევდა და კვლავ დაქანდა, განვლო სიჭაბუკის, ყრმობის ეტაპები მძვინვარე მორევში. წარმართი ხარ თუ ჰურია, ო, მოგზაურო, საჭეს მართავ თუ, ქარს მინდობიხარ, მოიხსენიე ფლებას, რომელიც ერთ დროს იყო შენსავით მშვენიერი და ახოვანი. (გამსახურდია 1971:93) ამ თარგმანში ზვიად გამსახურდიამ შექმნა დედნისეული თავისუფალი ლექსის ადეკვატი, რომელშიც ტრადიციული საზომი გამოკვეთილი არ არის, ვუალირებულია და მოქმედებს, ასე ვთქვათ, მიღმა რიტმული პლანიდან. აქ რომ მიზანმიმართულად არის მოშლილი ტრადიციული რიტმული კარკასი და მხოლოდ რიტმული პოტენციის სახით არის შენარჩუნებული. ერთი ასეთი, მცირე ექსპერიმენტითაც ჩანს. საკმარისია ოდნავი ჩარევა ტექსტში, სიტყვათა გადაადგილება და ორიოდე სიტყვის შეცვლა სინონიმით: ფინიკიელი იყო ფლებასი. ორი კვირის მკვდარს გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური. და ყოველივე, მონაგები და წანაგები, წყალქვეშ დინებამ მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით. იგი აღზევდა და კვლავ დაქანდა, განვლო ყრმობის და სიჭაბუკის ეტაპები მძვინვარ მორევში. ო, მოგზაურო, წარმართი ხარ შენ თუ ჰურია, საჭეს მართავ თუ ქარს მინდობიხარ, მოიხსენიე ფლებსი იგი, რომელიც ერთ დროს, იყო შენსავით ახოვანი და მშვენიერი. ამ მცირეოდენი ჩარევების შედეგად ტექსტი უკეთ მოერგო მოთხოვნებს, რასაც ვ. გაჩეჩილაძე უყენებდა უცხოური ვერლიბრის ქართულ თარგმანებს, მაგრამ ამის შედეგად დაიკარგა სწორედ ის განსხვავებული თავისებურება — ეპიტაფიური ლაპიდარიზმი, რომელიც ელიოტის დედანს ახასიათებდა. სათარგმნი მასალის სელექციისას, ზვიად გამსახურდია მიიჩნევდა, რომ თომას ელიოტის გარდა, ეზრა პაუნდის გაცნობა ქართველი მკითხველისათვის ძალზე საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან მისი ფიგურის ორბიტაზე ლაგდება მეოცე საუკუნის პოეტური კულტურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ეპიტაფიური ჟანრის ნიმუშები ეკუთვნის ეზრა პაუნდსაც, რომელმაც ძველი ჩინური და იაპონური ლექსის არაერთი მოდერნიზებული სახეობა შექმნა და ამის გამო მას თ. ელიოტი `ახალ ძველ ჩინელ პოეტად~ მოიხსენიებდა. პაუნდის ეპიტაფიური ჰაიკუ `ლი პო~ ზ. გამსახურდიამ ასე თარგმნა: ლი პოც ნასვამი დაიღუპა იგი მთვარეს გადაეხვია ყვითელ მდინარეში. (გამსახურდია 1971:62) ჩინურად ყვითელ მდინარეს `ხუან-ხე~ ეწოდება საკმარისი იყო აქ მდინარის ჩინური სახელის ჩასმა, მცირეოდენი ცვლილება, რომ თარგმანი ასეთი გამოსულიყო. ლი პოც ნასვამი დაიღუპა, ის ღამით მთვარეს ხუან-ხეში გადაეხვია.~ მაგრამ მთარგმნელმა პაუნდის მოდერნისტული ჰაიკუს ხასიათის შესანარჩუნებლად უარი თქვა ქართული ტრადიციული ლექსის რიტმზე და ამით თავისუფალი ლექსის კიდევ ერთი სახეობა გააცნო მკითხველს. თუ თვალს გადავავლებთ ამერიკული პოეზიის თარგმანთა ბიბლიოგრაფიას, ერთ რამეში დავრწმუნდებით. ზვიად გამსახურდია იყო პირველი, ვინც გაბედა და დასავლური მოდერნიზმის ერთ-ერთი მამამთავრის ეზრა პაუნდის შემოქმედება წარმოუდგინა მკითხველს არა მხოლოდ თარგმანების, არამედ თავისი გამოკვლევის მეშვეობით. ეზრა პაუნდი მიუღებელი ავტორი და პიროვნება იყო საბჭოეთისთვის. და სათარგმნად აკრძალულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსი მკითხველისათვის ის გამსახურდიას თარგმანების გამოჩენიდან თერთმეტი წლის შემდეგ (1982) გახდა ხელმისაწვდომი. * * * ცალკე უნდა აღინიშნოს ზვიად გამსახურდიას წვლილი ქართული კრიტიკული აზროვნების განვითარების საქმეში. თავის გამოკვლევაში თომაზ ელიოტის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების და ესეების განხილვისას, მან სწორედ იმ საკითხების შესწავლაზე გაამახვილა ყურადღება, რაც აქტუალური და პოლემიკური იყო 60-70-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ: კრიტიკოსის სუბიექტურობა და ობიექტურობა, განსხვავება შემფასებლურ და ინტერპრეტაციულ კრიტიკას შორის, ლიტერატურული მემკვიდრეობის ახალი, ახლებური წაკითხვების საჭიროება. ტრადიციისა და ნოვაციის პრობლემები, კრიტიკის როლი და შესაძლებლობანი მკითხველის გემოვნების ფორმირების საქმეში და ა.შ. რაკი ეს პრობლემები დღესაც იმავე სიმწვავით დგას ქართული ლიტერატურის წინაშე, დაინტერესებული მკითხველი კვლავ გვერდს ვერ აუვლის ზვიად გამსახურდიას ნაშრომს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსი მკვლევარის ა. ზვერევის წიგნი `მოდერნიზმი ამერიკულ ლიტერატურაში~, მხოლოდ 7 წლის შემდგომ ( ზვერევი 1979), გამოიცა და მასში ინფორმაციული სიმდიდრის მიუხედავად, ამერიკული ლიტერატურა ზვიად გამსახურდიას გამოკვლევისგან განსხვავებით, მაინც ცალმხრივად, საბჭოთა იდეოლოგიური პრიზმიდან განიხილებოდა, ცხადი შეიქნება, რომ მკითხველი საზოგადოება ამერიკული პოეტური სამყაროს გაცნობის თვალსაზრისით, სხვა საბჭოთა მკითხველებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ამერიკულ სამყაროსთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება მოგვეცა, მაგრამ კვლავ გვიჭირს მართებული ორიენტირება მულტიკულტურულობასა და სხვა ფაქტორების გამო ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობით-სამეცნიერო მემკვიდრეობა ახლებურ მნიშვნელობას იძენს, და არა მხოლოდ, როგორც, პრაქტიკული ნიმუში მთარგმნელობით პრობლემატიკასთან წარმატებული თუ წარუმატებელი ჭიდილისა, ან როგორც ქართულ ლიტერატურაში პირველი ნიმუშთაგანი თარგმანისადმი ერთდროული: შემოქმედებითი და ანალიტიკური, ანუ კომპლექსური მიდგომისა, არამედ, როგორც საეტაპო მოვლენა კულტუროლოგიური თვალსაზრისით. რადგან მიუხედავად მანამდე არსებული სპონტანური, მცირე გამოცდილებისა, ზვიად გამსახურდიას ამ წიგნების გამოცემით მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკული სამყაროსადმი მიდგომის, მისი გააზრების მეთოდური წინამძღვრები. ამდენად, 1971-1972 წლები ზვიად გამსახურდიას ამ თარგმანებისა და გ.ამოკვლევის გამოქვეყნებისა, ქართული ამერიკანისტიკის ისტორიის მთავარ, მკაფიო ნიშნულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სწორედ ამ დროს გაიჭრა სარკმელი ქართულ ცნობიერებისთვის იდუმალებით შებურული, შორი და მიუწვდომელი, ნამდვილად ამერიკული თვითმყოფადი პოეტური და კულტურული სამყაროსაკენ, საიდანაც არა ილუზორული, არამედ ჭეშმარიტი შემოქმედებითი, პიროვნული და საზოგადოებრივი თავისუფლების ჯანსაღი სიო უბერავდა. - - - - - - - - - - - - - - - -- დამოწმებული ლიტერატურა გამსახურდია 1971 : გამსახურდია ზ. ამერიკელი პოეტები.თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1971 გამსახურდია 1972 : გამსახურდია ზ. XX საუკუნის ამერიკული პოეზია. თბილისი: გამომცემლობა განათლება’’, 1972 გაჩეჩილაძე 1959 : გაჩეჩილაძე გ. მხატრული თარგმანის თეორიის საკითხები. თბილისი: გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, 1959 ლაშქარაძე 1988 : ლაშქარაძე დ. ლიტერატურული მერიდიანები. თბილისი:გ გამომცემლობა ,, საბჭოთა საქართველო’’ ,1988 ზვერევი 1979 : ზვერევ ა.მოდერნიზმ ვ ლიტერატურე ს შ ა. მოსკვა: იზდატელსტვო ,, ნაუკა’’, 1979 ღოღობერიძე 1955 : ღოღობერიძე ლ. უოლტ უიტმენ. თბილისი: გამომცემლობა ‘’საბჭოთა საქართველო’’ , 1955
  17. 1990 წლის დამდეგს გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნბში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის აპრილამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის აპრილში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან 6 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს 28 სახელმწიფომ რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, აშშ-მ,ლიტვამ ლატვიამ,ესტონეთმა, მოლდოვამ, პოლონეთმა,ესპანეთმა აზერბაიჯანმა , სომხეთმა...
  18. არ დაგავიწყდეს ჟვანია მოქკავშირის თავრე იყო, სერგო შევარდნაძის მარჯვენა ხელი ,რომლის დროსაც მოხდა ყველაზე დიდი ღალატი -ტერიტორიების გასხვისება,გამსახურდიას მკვლელობა....1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქარტველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქარტველო ," მცირე იმპერიად " გამოევხადებინათ?! რის გამოც დღესაც უნდა გაგრძელდეს ტალიავინის აზრით ტერიტორიების გამოყოფა ჯავახების,სვანების,მეგრელების,აჭარლების თვითგამორკვევის პროცესი.... მის კისერზე შევარდნაძესა რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!მან(შპს-თრიალეთმა) 103 მილიარდი რუსული რუბლი კრედიტი გაიტან ,გადაახურდავა მოსკოვში და ათეულობით მილიონი დოლარი ჯიბეში ჩაიდო (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი-კვალის დასაფარავად ედოს დავალებით მოკლეს!!!)...ხალხი ამის გამო პურის რიგებში იხოცებოდა...არ მინდოდა გარდაცვლილზე ლაპარაკი...
  19. კახა ბენდუქიძემ ნამდვილად პატივი უნდა მიაგოს დარვინს ..მე ღმერთის გაჩენილად ვთვლი თავს და ამიტომ თავს ვიკავებ! :
  20. ლ ი ც ი! კარგი გამოკითხვაა... ალბათ უკეთესი იქნება თუ ხმის მიცემითაც დავაფიქსირებთ აზრს?!
  21. როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელია ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვისაც წავიდა ამ მილიონებიდან თანხები...ოსების უმრავლესობამ საქართვრლოს დამოუკიდებლობას და ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა... ბუკოვსკიმ ,ჭანტურიამ,აირიკიანმა... პრაღის 24 -ე დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი გმირები-მინდიაშვილები გოგა ხაინდრავამ კინოგადაღებით ოსებად გაასაღა ამ კონფერენციაზე რუსების,კერძოდ მოსკოვიდან შევარდნაძის დაფინანსებით..საქართველო მცირე იმპერიად გამოაცხადეს კრემლის დავალებით...ამით გაამამართლეს საქართველოს დაშლისთვის ბრძოლა...ჰელსინკის რეზოლუციით თვითგამორკვევის,ადამიანის უფლებების შესახებ...ზვიადმა ისინი გააფრთხილა აკრიტიკონ იგი და დაანებონ თავი ქვეყანას ,სახელმწიფოს ზიანს ნუ აყენებენ! ტალიავინის კომისიაც მათ დაეყრდნო ,როცა სუბეთნიკურობაზე ლაპარაკობს,ააჭარლები,სვანები,მეგრელები სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეებია,შესაბამისად თვითგამორკვევის პროცესი აფხაზების,ოსების გამოყოფით დაიწყოო და ახლა სხვების ჯერიაო...სხვებში ვინც იგულისხმება გასაგებია მგონი...ამ ქართველ ექსპერტებს თავისი სახელი უნდა დაერქვას...ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!!!!
×
×
  • შექმენი...