Jump to content
Planeta.Ge

bimo

პლანეტელი
  • პოსტები

    178
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი bimo

  1. ესენი ყველანი "ქართულ იმპერიალიზმს" ებრძოდნენ!!!ყარყარაშვილი იყო რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის-'"შევის"თავდაცვის მინისტრი,მან 1991წლის დეკემბერში მიატოვა ცხინვალი და რუსების დავალებით თბილისში ჩამოვიდა ეროვნული ხელისუფლების დასამხობად. მან ხელი შეუწყო რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის-სერგო შევარდნაძის გაბატონებას,რასაც მოყვა აფხაზეტისა და სამაჩაბლოს რუსებისატვის მირთმევა-დაგომისის 1992 წლის,მოსკოვის 1992 წლის,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის გარიგებებს ,ამის შემდეგ ტექნიკისა და ჯარის გამოყვანას ჯერ გაგრიდან,შემდეგ ერთი წლის შემდეგ დათუაშვილთან ერთად სოხუმიდან!(ტექნიკა რუსული გემებით გამოზიდეს,რადგან ჩვენ ზუგდიდიდან გამოზიდვის უფლება არ მივეცით!). 1992წ.იანვარში იყო კომენდატი და მიტინგების დახვრეტებზე მთავარი პასუხისმგებელი იყო,აქტიურად მონაწილეობდა აბაშის,სენაკის,ზუგდიდის,წალენჯიხის "აღებაში".. სამეგრელოს დარბევებში...რუსეთ-საქართველოს ომის(აფხაზეთი-სამაჩაბლო) 1992-93წწ. შემდეგ იგი სწავლობს მოსკოვის სამხედრო აკადემიაში?!...როგორც ღალატის მოწმე სცადეს მისი მოშორება(მარინაშვილი-გაგრა მოიშორეს,დათუაშვილიც) რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ სოჭის,დვალეთის,საინგილოს,ალავერდის,ტაო- კლარჯეთის გასხვისებით!!! ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!! მოქკავშირის გვარდია,ე.წ ოპოზიცია-ხაინდრავა,მაღრაძე(კულტურისმინისტრი),ჟორჟოლიანი,ბურჯანაძე,დავითაშ- ვილი,მაჭავარიანი,მისი "პარლამენტი"-ბერძენიშვილები,სარიშვილი,ყარყარაშვილი(თავდაცვის მინისტრი),ბათიაშვილი(უშიშროების ),ფ. ჩიხრაძე,გრეჩიხა-პარლამენტის კომიტეტის თავრე-აქტიური მოქკავშირელი...პასუხისმგებელია ტერიტორიების რუსებისთვის გადაცემაზე,ათიათასობით ადამიანის სიკვდილზე,მილიარდობით ანაბრებისა და კრედიტების მითვისებაზე,პურის კრიზისზე... გამსახურდიასთან ბრძოლის კომიტეტი:ჯაბა,ჭანტურია,დავით მაღრაძე,ყარყარაშვილი,ი.ბათიაშვილი,ვ.ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა,გ. ჟორჟოლიანი,... დავით მაღრაძე ფულს აგროვებდა,...ჭანტურია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც..."" ( ჯაბა- სამი განზომილება"გვ.360),.....
  2. გამსახურდიები გამარჯვებული გადასახლდნენ ცის სასუფეველში,რადგან მათ ღვთისგან დაკისრებული მისსია შეასრულეს,მათ5 თავიანთი დიდგორი მოიგეს,ხოლო თომა ჩაგელიშვილი,მისი ექსპერტები -გიორგაძე,ნანეიშვილი,ჩხეიძე... ახლახან თავი გამოყო რუსეთის კგბ-ს შნირმა გივი ლომინაძემ....ისინი ისეთივე გამარჯვებული არიან გამსახურდიებზე ,როგორც იუდა ქრისტეზე,ყორღანაშვილი,სერგო-ედუარდი საქართველოზე, კაენი აბელზე,ბერბიჭაშვილი წმ.ილია მართალზე...კ,ყველამ იცის ვინ იყო მერაბის მკვლელი ინაურის და მვდ-ს მხრიდან..კონსტანტინე გამსახურდია 1925 წლიდან 3 წლით სოლოვკებში იხდიდა გულაგებში სასჯელს,სადაც მისი მოკვლა მრავალგზის სცადეს...მანამდე მოსკოვში დაკითხვისას ძერჟინსკის მოადგილეს დედის შეგინებისთვის სცემა,რის გამოც სიკვდილმისჯილთა კარცერში რამოდენიმე კვირა გაატარა ...კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი...მთელი ცხოვრება რუსულ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა...ამ დიდ მამულიშვილების შეფასებისას მრავალგზის ხდება ლუსტრირება რუსეთის კგბ-ს შნირების!!! უფალმა დაიფაროს საქართველო! სხვები, როცა ლევილში იყვნენ , კონსტანტინე სტალინ-ბერიას გულაგებში იხდიდა სასჯელს!1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ჩამბარებლები იწყებენ თბილისში ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას ,რომელზეც ჯაბა იოსელიანი წიგნში "სამი განზომილებაში "(გვ.356-370)აღწერს ფაქტებს...მასთან მიდიან დელეგაცია ბუბა კიკაბიძის,,გიზო ნიშნიანიძის,ბიჭიკო რამიშვილის... სთხოვეს საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტობა...საღამოს ფილარმონიაში შეიკრიბნენ შევარდნაძეც იყო და რეზო ამაშუკელის წამყვანობით...ფაქტობრივად შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი...შევარდნაძის თანხმობით გიგა ლორთქიფანიძე მთხოვს ხელში ამეღო ძალაუფლება...იქმნება ჩეკა-ზვიადდთან მებრძოლი კომიტეტი-ჯაბა უფროსი,გია ჭანტურია(ხონში მივეცი 100 ავტომატი ედპეელების შესაირაღებლად...გია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც),დავით მაღრაძე( " ჯაბას და შევარდნაძის "მეგვადრუცე"აგროვებდა ფულს იარაღის შესაძენად),ბათიაშვილი, ყარყარყარშვილი,გია ჟორჟოლიანი,ვაჟა ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა...ჩვენთან იყო აგრეთვე ქალაქის მერი გაბაშვილიც... ხაჩიშვილი და იგორ გიორგაძე კარგად არიან რუსეთის ოლქის ჯარების სარდალთან -რეუტთან?! შევარდნაძე მეუბნება,რომ რუსებმა დამირეკეს უნდა დავნიშნო იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად,კვირაია შსს-ს მინისტრად?!(დააკვირდით საკვანძო მინისტრებს მოსკოვი ნიშნავს აფხაზეთის ომის შემდეგ...ე.ი. შევარდნაძემ რუსეთთან ერთად მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია!!!) ბალტინთან ავთო მარგიანია(ამ ბალტინმა შავი ძღვის ფლოტით გადმოზიდა ჯერ გაგრიდან მერე სოხუმიდან ტექნიკა,გამოიყვანა ქართული ჯარი ,შემდეგ დაეცა გაგრა,სოხუმი,მათ მთავარი როლი შეასრულეს ჯერ აფხაზეთის და შემდეგ სამეგრელოს ოკუპაციაში) ეს ჯგუფი ქმნის ახალ სმკ-ს .შევარდნაძის ბირთვიდან". "დაიცავი საქართველოს"საინციატივო ჯგუფი ის სახეებია,რომელნიც 1991 წლის სექტემბრიდან ტელევიზიის აქციებით დაგვამახსოვრეს თავი,შევარდნაძის" თეთრი მანდილი",მხედრიონი,"თბილისელი",კულინარიელები,ორბი,არწივი გორდა...ამათ გადაჩეხეს საქართველო უფსკრულში,დააკარგვინეს ტერიტორიები მიითვისეს მილიარდობით დოლარის ანაბრები და კრედიტები,ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეა მათ კისერზე...მხოლოდ ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ!!!''....მიხეილ ჯავახიშვილზე დაიწერა წიგნი სადაც მისი,ახმეტელის,ტიციანის და სხვათა ჩამშვებთა გვარები და სახელებია ...ამაზე შემდეგ სკანდალური კონფლიქტი მოხდა ვასაძის ვაჟსა და გამომცემლებს შორის... ღმერთმა გიშველოთ და მოგიტევოთ გამსახურდიების მიმართ ჩადენილი დანაშაული!!!
  3. ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. ილია ჭავჭავაძე ისტორიის დავიწყებით იწყება საკუთარი ჯიშის ჯილაგის და საერთოდ საკუთარი თავის დავიწყებაც. დღეს ტენდენციაა რომ ისტორია დაავიწყონ ხალხს. დაავიწყონ თუ ვინ და რანაირი იყო ქართველი რომ თვალში ნაცარი შეაყარონ ხალხს და არ აგრძნობინონ დღევანდელი მათი სიმახინჯე ის წუმპე და ჭაობი რომელშიც ქართველი ერია ჩაძირული და ასე დაავადებულები საკუთარი ავადმყოფობის მიზეზების არმცოდნენი გადააგვარონ საერთოდ ქართველი ერი. არადა საჭიროა სარკე და ეს სარკეა ზუსტად ისტორია რომელშიც აირეკლება შენი ავ კარგი და როცა ნათლად დაინახავ შენ ნაკლს მაშინ მოგეცემა უკვე საშუალება და უნარი რომ გამოასწორო შენი ეს ნაკლი და წარმართო შენი თავი და მენტალობა გაჯანსაღებისაკენ. სანამ არ ვიცით ისტორია არ ვიცით ჩვენი წარსული, და თუ არ ვიცით ჩვენი წარსული ე.ი არ ვიცით ჩვენი თავი და თუ არ ვიცით ჩვენი თავი ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვერ ვიქნებით თავის-უფლები. ვიქნებით სხვის მიერ მართული რობოტები, სხვისი ინტერესების გამტარებელი პაიკები და მონები. ძველი ქართული დამწერლობა ქართული დამწერლობის შექმნისა და მწერლობის დასაწყისის პრობლემა ქართული ლიტერატურის კულტურის ისტორიის ერთ-ერთი უმთარესი საკითხთაგანია. დასაბუთებულია აზრი, რომ ჩვენამდე მოღწეული ქართული ანბანი უნდა წარმოშობილიყო ძვ. წ.აღ-ის VII-Vი სს.. აღსანიშნავია ისიც, რომ დამწერლობის ყველა ძირითადი სახე ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩამოყალიბდა და მათ შორის საქართველოში. ქართული ანბანის რეალური ისტორია V საუკუნის I ნახევრიდან იწყება, მაგრამ არის საბუთები, რომ ძველ კოლხებს დამწერლობა ჰქონდათ (აპოლონიოს როდოსელის `არგონავტიკა"). მოგვეპოვება ლეონტი მროველის ცნობა ქართული დამწერლობის შესახებ (იგი გაერთიანებული საქართველოს მეფის, ფარნავაზის დროს, ძვ. წ. აღ-ის IV-II სს. მიჯნაზე შეიქმნა). არსებობს სომხური ლეგენდა ქართული ანბანის წარმოშობაზე. ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო: I. მრგვლოვანი ანუ ასომთავრული (V-IX სს.) II. ნუსხური ანუ ნუსხა-ხუცური (IX-XI სს.) III. მხედრული ანუ საერო (XI საუკუნიდან დღემდე) ქართული შრიფტის სახეობები ერთმანეთის პარალელურად იხმარებოდა IX საუკუნის შემდეგაც, ოღონდ განსაზღვრული იყო მათი გამოყენების არე. მაგ., საეკლესიო წიგნებს ძველი ასოებით წერდნენ (მრგვლოვანით ან მისგან წარმომდგარი კუთხოვანით, რომელშიც მრგვლოვანიც იყო გარეული), ხოლო მეფეთა ბრძანებები, სამართლის დადგენილებები და საერო ხასიათის სხვა დოკუმენტები თუ წიგნები (მხატვრული ნაწარმოებები და სხვ.)იწერებოდა მხედრული ასოებით. მრგვლოვანი ხელით არის დაწერილი IX-X სს.სახარებანი, საქმე მოციქულთა, ეპისტოლენი, დავითნი... ხოლო ნუსხურით _ `მამათა სწავლანი" (943 წ.-მდე), იოანე ოქროპირის ცხოვრება (968 წ.), ოშკის ბიბლია (978 წ.), იერუსალიმური რედაქციის წინასწარმეტყველთა წიგნები (XI ს.), იერუსალიმური ლექციონარი (X-XI სს.), შატბერდის კრებულის (X ს.) ერთი ნაწილი მრგვლოვანით არის დაწერილი, მეორე - კუთხოვანით (ნუსხა-ხუცურით). საეკლესიო წიგნები ნუსხა-ხუცურით იწერებოდა, მრგვლოვანი შენარჩუნებული იქნა სათაურებში, ინიციალებში აბზაცების დასაწყისად. XI-XII საუკუნის საქართველოს ინტენსიური ლიტერატურული ცხოვრება მოითხოვდა სწრაფ წერას და წერის ეკონომიურობას, რასაც მხედრული წერა უფრო შეეფერებოდა. თვლიან, რომ ნუსხური მრგვლოვანის განვითარებაა, მხედრული კი _ ნუსხურისა. ჩვენს დრომდე მოღწეული დაწერილობის უძველეს ქართულ ძეგლებში 37 ასო-ნიშანია. ყველა ასო-ნიშანს ანბანური მწკრივი გააჩნია და აქვს რიცხვითი მნიშვნელობა 1-დან 10000-მდე.
  4. ჰუნები,ჰეფთალები ერთი და იგივეა... ჰებთალებთან ბრძოლაში შაჰ პეროზი 468 წელს ტყვედ ჩავარდა( ამ ბრძოლაში ზოგის აზრით ვახტანგ გორგასალიც იყო ირანელთა ჯარში!) და 484 წელს ისევ მათთან ბრძოლაში დაიღუპა...
  5. რეციდივისტების თემაა და ახლა ალბათ გაიგებ!
  6. - _ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის-ედუარდ ორჯონიკიძე...მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა თავი ჩამოიხრჩო! --მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მიშამ გამოიწვია!-გრეჩიხა...მისი საფინანსოს ლექტორი თსუს მაღლივ კორპუსში თავს იხრჩობს! -- ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველო ქართველებისთვის,დაიწყო ომი აფხაზეთსა სამაჩაბლოში,დაიხოცა ათასობით ადამიანი-დიმა მედვედევი!...მედვედევისა და პუტინის(ვამბობთ დიმას ვგულისხმობთ ვალოდიას) ისტორიის მასწავლებლები იხრჩობენ თავს !
  7. მომისმინეთ irene და Siknadmo' ამ უმაღლესმა საბჭომ თავისი გასაკეთებელი დადო თქვენ რას დადებთ? რასაც დადებთ მიართვით მამათქვენ სერგო შევარდნაძეს!!! მამულიშვილ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში. რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე 1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი
  8. როგორც იუდამ ქრისტეზე(დიდება უფალს!),ყორღანაშვილმა სვიმონ მეფეზე,მახარაძემ ილიაზე, ისე შევარდნაძემ ზვიად გამსახურდიაზე და მერაბ კოსტავაზეე გაიმარჯვა! დედა ვ....ე მე მათი ვისაც ენატრება მამათი!
  9. ბატონო ჩემო აქ შეურაცხმყოფელს ვერ ვხედავ ვერაფერს...სომეხია ურჰაეციც მაგრამ ვაქებ...ფაქტებით ვცდილობ დასკვნების გამოტანას და ოპონენტებივით არ ვჭორაობ!
  10. მეგობრებო, ერთ ერთი ბინძური ცილისწამება, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ იღვრებოდა და იღვრება გახლავთ მისთვის გამოთქმის „საქართველო ქართველებისათვის“ მიწერა და ამ გამოთქმის საფუძველზე მისთვის და მთელი ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისათვის ფაშისტების, ნაცისტების სახის შექმნა. აი რა სწრედა ამაზე დიდი გულისტკივილით თვით ბატონი ზვიად გამსახურდია: «For its part, the Western mass media repeated in full the elaborate lies of Soviet propaganda - including the propagation of an image of myself as a cruel dictator of Georgia, a kind of Saddam Hussein of the Caucasus, who was engaged in the outright suppression of all personal freedoms, the arrest of political opponents, the wholesale violation of human rights, the oppression of national minorities, and the waging of 'fascist war' against them under the slogan 'Georgia for the Georgians'.» წყარო: Zviad Gamsakhurdia, The Nomenklatura Revanche in Georgia Published by 'SOVIET ANALYST', (Editor and Publisher Christopher Story), Vol. 21, N. 9-10, 1993 http://www.geocities.com/shavlego/zg_1d.html -------------------------------------------------------------------------------- ამ ცილისწამების წყარო სამწუხაროდ ისევ საქართველოშია, ხოლო მისი მთავარი გამავრცელებელი კი არის ვინმე გია ნოდია, რომელმაც დასავლეთში კარიერა გაიკეთა ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცილისწამებით: გია ნოდია და მისი კამპანია Like most nationalists, the new Georgian leaders in 1989-91 considered minorities to be a headache. The first Georgian president, Zviad Gamsakhurdia, claimed to be a democrat, but his beliefs were closest to "Georgia for the Georgians."... ...The new government of Eduard Shevardnadze branded Gamsakhurdia's movement as "parochial fascism"... წყარო: Loyal or Dangerous? Georgians divided minorities into two categories, dangerous and non-dangerous. Likely territorial claimants were considered dangerous. By Ghia Nodia [Chairman of the Board of the Caucasian Institute for Peace, Democracy and Development] in Tbilisi. February 1997. © Copyright: The Institute for War and Peace Reporting 1996. http://www.iwpr.net/index.pl?archive/war/war_48_199701-02_04 .txt გია ნოდიას ცილისწამება მას შემდეგ აიტაცა ყველა ანტიქართულმა ძალამ და იგი უსაშველოდ და განუკითხავად მოედო და გავრცელდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ფართოდ ამ ცილისწამებას იყენებენ აფხაზი და ოსი სეპარატისტები.Grig-იც მათთანაა ანუ ამ მარხვაში ცილისწამებითაა გართული...ღმერთმა გიშველოს :rolleyes: ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა! წყარო: http://forum.ge/?f=29&showtopic=33725006&st=45 ესეც ყურადღებით წაიკითხეთ და შემდეგ თვითონ დაასკვენით, რამდენად "შოვინისტი" იყო ზვიად გამსახურდია: http://mamuli.net/sinatle/default.asp?bpgpid=26&pg=1
  11. " ქარტული იმპერიალიზმის" წინააღმდეგ მიღებული ღონისძიებების შედეგად 1992წ.3იანვარს ( დღეის სწორს! ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!)დიდუბის მეტროსთან,7 იანვარს დელისის მეტროსთან,2თებერვალს ცირკთან დაიხვრეტა გიზო ხატიაშვილი,გივი რეხვიაშვილი,ბაადურ მჭედლიშვილი,15წლის ზურაბ ჯავახიშვილი,20წლის მედროშის მამუკა ტერიშვილი,17წლის ზურაბ დიდებაშვილი,ალიკო დავრაშვილი, გურამ დოლიძი, გერონტი ლიპარტელიანი,იური ტალახაძე,იმედო ჭანტურიძე,ტარიელ ხერკელაძე,მიხეილ ფოლადაშვილი, ტრისტან ცერაძე..სხვათა მრავალი წალენჯიხაში ,ზუგდიდში,სენაკში... გამიდევნა 300 000 ქართველი სამაცაბლოდან და აფხაზეთიდან...დაისაჯა "იმპერია" და წაერთვა ტერიტორიები...1921 წლიდანაც 20 000 კვ. კილომეტრის წართმევისას შვენ ვიყავით იმპერია თუ რუსეთი, თურქეთი.... ჩვენ ვყოფილვართ ,რადგან მარტო ჩვენ წაგვართვეს!... :rolleyes:
  12. იურიდიული დოკუმენტები,რომელთა გამოუყენებლობა დანაშაულია!!!.....ზუსტად თექვსმეტი წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები სულ რამდენიმე თვის მოსულები იყვნენ. და ამავე დღეს, ზუსტად 68 წლის წინ, 1939 წლის 31 მარტს, დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში ბიჭი დაიბადა. ამ დღეს ქვეყანას უფალმა მოუვლინა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. მარტის ბოლო დღეს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 31 მარტის რეფერენდუმის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა - როგორ აპირებთ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებასო. ბატონმა ზვიადმა ასეთ შეკითხვას ხუმრობით "ჟურნალისტური შეთქმულებაც" უწოდა და დაამატა: ჩვენ საიდუმლოებებს ჟურნალისტებს არ ვანდობთო. პირველი და ყველაზე მოულოდნელი საიდუმლო 9 აპრილს გაითქვა: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი რეფერენდუმის ჩატარებას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი საქართველოში. 31 მარტს იგი თბილისიდან მოსკოვს გაემგზავრა. გამგზავრებამდე კი ეწვია დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანს, სადაც ამ დღეს მიმდინარეობდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოს არჩევნები. "ნიქსონმა დიდი შეფასება მისცა არჩევნების და რეფერენდუმის ორგანიზაციასა და დემოკრატიულობას. მან განაცხადა - უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო", - წერდა გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1991 წლის 2 აპრილის ნომერში. იგივე გაზეთი, საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 მარტს სამაჩაბლოს ქართული სოფლების მოსახლეობამ ერთსულოვნად მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, რამაც ოსი ექსტრემისტები და სეპარატისტები გააღიზიანა, რასაც დაემატა ის დეზინფორმაცია და აშკარა წაქეზება, რომელსაც იმ დღეებში ეწეოდა პროგრამა "ვრემია". "ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობას" ცენტრალურ საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიაში რეფერენდუმის და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი ოპერატიული ცნობები ადგილებიდან დილის 9 საათისათვის მივიდა. "საერთოდ, დაბეჯითებით შეიძლება, აღვნიშნოთ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში", - ამბობდა მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ხმალაძე: "გამართული რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. ეს დღე თავის მნიშვნელობას არც არასდროს დაკარგავს, რადგან მაშინ ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული: - "ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე." საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგები ცალკეული რეგიონების მიხედვით. არაეთნიკური ქართველებით დასახლებულ ყველა რაიონში, მოსახლეობამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საარჩევნო კომისიაში იყო დოკუმენტები, წერილები და განცხადებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სოფლებიდან, რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები, რომ (ოსური სოფლები მაქვს მხედველობაში) - ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობასო. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი იყო ჩვენი საზოგადოების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად 70-წლიანი დამოუკიდებლობის დაკარგვისა. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477 რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს. ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში - 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში - 97, 67%-მა. უარყოფითად - 1, 42%-მა. გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა. p.s. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა "ეროვნულმა კონგრესმა", რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს!
  13. პირველად მესმის მეც ...ახალი, ედუარ ჯაბაევიჩი კოკოითის ისტორიკოსები გაჩნდნენ შენ მე მოგწერე პმ -ზე და მიპასუხე და გპირდები ცირკის დედოფლობა მოგენატრება!
  14. შენ დიდგორს და სხვა ისტორიულ ფაქტებს აყალბებ...თითქოს ის მითია,რომ ერთმა ქართველმა ხუთ თურქს სძლია ასე,რომ შენთან, ედუარდ ჯაბაევიჩ კოკოითის და ულვაშა ჩოჩიევის ბუნკერის ხალხთან კამათს არც ჩვენ ვაპირებთ...
  15. ამ ხალხს ძალიან არ მოეწონა ეს სინამდვილე და როგორც სკოლაში მასწავლებელთან ისე დასასმენად მოდერთან დაიწყეს სირბილი ...ეტყობა ამ დასმენებისას სკოლაში სათანადოდ არ უ.....დნენ
  16. გამსახურდია და 5 მეგობარი ერთად საუბრობდა...მეორე დღისთვის გამსახურდია კგბ-მ გალერეასთან ბაღში დაიბარა "სასაუბროდ".ბ-ნმა ზვიადმა ყველას დაურეკა,რომ იქ მოსულიყვნენ მხარდასაჭერად...მეორე დღეს ერთ-ერთი მივიდა მხოლოდ...როცა მივუახოვლდიო ზვიადს სამი გალსტუკიანი კგბ-ს ხალხი ეხვია გარს ბაღშიო.როცა გადმომხედა გაუხარდაო, ერთი მაინც აღმოჩნდაო ნამდვილი მეგობარიო(ეს ამოვიკითხეო მის თვალებშიო),მაგრამ ისე შემეშინდაო,რომ თითქოს არ ვიცნობდი ისე გავიარეო სწრაფად და როგორ აღვმოჩნდიო მშრალ ხიდთან არ მახსოვსო..იმ წუთიდან ვოცნებობდიო დღესვე მომკვდარიყოო ზვიადი..ასე შემზღდიდაო და ამიტომ მძულსო .ანუ სიძულვილი მის მიმართ იმაშია,რომ მასთან მიმარებაში საკუთარ არარაობას ხედავდნენ,ვინაიდან თითქმის ყველა" წარმატებული " ადამიანს მსგავსი განცდები ჰქონდათ რატომ?.
  17. აიღე ქართული სახელმძღვნელოები- ვაჩნაძე ,გურული,მეტრეველი,ლორთქიფანიძე,ასათიანი და ა.შ( იქ ბიზანტიელების რაოდენობად 300 000 მეომარია დასახელებული,ხოლო ბრძოლაში იმპერატორი რომანოზ დიოგენი ტყვედ ჩაიგდეს..ეს ბრძოლა მიაჩნიათ თურქ ავტორებს თურქული სახელმწიფოს დასაბამად! უსიოკ ედუარდ ჯაბაევიჩის ბუნკერის ბინადარო?!) შენ სომხურ ან ედუარდ ჯაბაევიჩის ისტორიულ წყაროებს ეყრდნობი მხოლოდ, იმასაც არა,რადგან სომეხი ავტორი მათე ურჰაეცი დიდგორზე თურქების რაოდენობად 400 000 -ს ასახელებს...რაც შეეხება დონეს ნამდვილად ჰეროდეტე ხარ...ღმერთმა გიშველოს!!!
  18. ეს მითი ეს რუსეთის კგბ-ს შემოქმედებაა და ამას ახლა რუსეთის ფსბ ამუშავებს ედუარდ! ჯაბაევიჩ !კოკოითის!, ბაგაფშის, ულვაშა ჩოჩიევის,შამბას, ტალიავინის პირით....ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!
  19. მომისმინე შვილო, ათეული წლები ამ თემებზე ლექციებს ვკითხულობ და დავრწმუნდი ამ აზრის ყურით მოთრეულობაში...ეს რუსეთის კგბ-ს შემოქმედებაა და ამას ახლა რუსეთის ფსბ ამუშავებს ედუარდ! ჯაბაევიჩ !კოკოითის!, ბაგაფშის, ულვაშა ჩოჩიევის,შამბას, ტალიავინის პირით :eshmak:
  20. სამწუხაროა,რომ ამდენი მტერი ჰყავს საქართველოს...მტრები ქართველების ხელით აკეთებენ ყველაფერს ანუ შაჰ-აბასის მეთოდები დღესაც მუშაობენ!
  21. "ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?! ეს მინდა იყოს თემის სათაური...მადლობთ!
  22. 1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქართველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად "(სახაროვი) გამოევხადებინათ?! (ამით მათი და მათი ბოსების,მაგ.ტალიავინის აზრით ყველას -აფხაზებს,ოსებს,მეგრელებს,სვა� �ებს,აჭარლებს,სომხებს...ჰელსინ კის დეკლარაციის მიხედვით უფლება აქვს თვითგამორკვევის ანუ დამოუკიდებლობის...) მათ კისერზე შევარდნაძესა და რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვეწდა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?! ამ პარტიები არსი...რესპუბლიკური პარტია მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გაეუქმებინათ ,რადგან იგი ხელს უშლიდა სიტუაციის დარეგულირებას აფხაზეთში?!არძინბა,ბაგაფში მათი აზრით კარგად აწესრიგებენ სიტუაციას აფხაზეთში,მხოლოდ თბილისში მყოფი აქიშბაია,მჟავია-გვაზავა უშლიან ხელს ამაში?!მათი პარტიის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა შეიმუშავა პროექტი აფხაზეთ-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ?! ზოგიერთები ედუარდ ჯაბაევიჩის , ულვაშა ჩოჩიევის ბუნკერიდან ლაპარაკობს ,რომ იმპერია უნდა დაინგრესო, ანუ ოსების აფხაზების გამაოყოფის შემდეგ სვანების,აჭარლების, მეგრელების, ჯავახების...ჯერია
  23. .1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქართველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად "(სახაროვი) გამოევხადებინათ?! (ამით მათი და მათი ბოსების,მაგ.ტალიავინის აზრით ყველას -აფხაზებს,ოსებს,მეგრელებს,სვანებს,აჭარლებს,სომხებს...ჰელსინ კის დეკლარაციის მიხედვით უფლება აქვს თვითგამორკვევის ანუ დამოუკიდებლობის... მის კისერზე შევარდნაძესა რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვეწდა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?! ამ პარტიები არსი...რესპუბლიკური პარტია მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გაეუქმებინათ ,რადგან იგი ხელს უშლიდა სიტუაციის დარეგულირებას აფხაზეთში?!არძინბა,ბაგაფში მათი აზრით კარგად აწესრიგებენ სიტუაციას აფხაზეთში,მხოლოდ თბილისში მყოფი აქიშბაია,მჟავია-გვაზავა უშლიან ხელს ამაში?!მათი პარტიის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა შეიმუშავა პროექტი აფხაზეთ-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ?!ახლა ეს ნოდიკო ედუარდ ჯაბაევიჩის , ულვაშა ჩოჩიევის ბუნკერიდან ლაპარაკობს ,რომ იმპერია უნდა დაინგრესო, ანუ ოსების აფხაზების გამაოყოფის შემდეგ სვანების,აჭარლების, მეგრელების, ჯავახების...ჯერია
  24. შენნაირმა ექსპერტებმა დააწერინეს ტალიავინს ისეთი დასკვნა,რომლისაც პუტინსაც კი- შეშურდებოდა...ეს ფრაზები მაშინდელი რუსეთის კგბს- მოხსენებების ასლია...უსიოკ? ბედობა დღეს გამყიდველი,რომ დაგებედება, საქართველო ამ წელს სულ გამყიდველების ხელში იქნება! :rolleyes: ესაა ნამდვილი ისტორია, ქარტველების დაწერილი და პუტინის კგბ-ს ისტორიას თავი დაანებეტ ედუარდ ჯაბაევიჩს გაფიცებთ!
×
×
  • შექმენი...