Jump to content
Planeta.Ge

bimo

პლანეტელი
  • პოსტები

    178
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი bimo

  1. სომეხი,ფრანკი...და სხვა მემატიანეები 600 000, 400 000 ასახელებენ და ქართველები კი- 300 000 ... დასკვნები თქვენ გამოიტანეთ...ისე 1071 წელს მანასკერტტთან ბიზანტიელების 300 000 ჯარი გაანადგურეს თურქებმა... 50 წლის შემდეგ დიდიგორის ბრძოლისთვის თურქების სამფლობელოები 3-ჯერ გაიზარდა
  2. მე გეუბნები ,რომ მასმედია ,აღმოსავლეთ-დასავლეთი ამათზე მუშაობს და სანამ ჩაფლავდებოდნენ ხალხს გადაატყავებინეს ხელისგულები...მე სულ არ მჭირდება ამათი ტაში,80-90-იანი წლების მთავარ მოვლენებში მივიღე მონაწილეობა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მომაწერინა ზვიად გამსახურდიამ... ჩემი გასაკეტებილი გავაკეტე და ამ ე.წ. ოპოებსავით ქვეყნისთვის არ მიღალატია. :rolleyes:
  3. - _ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის-ედუარდ ორჯონიკიძე...მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა თავი ჩამოიხრჩო! --მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მიშამ გამოიწვია!-გრეჩიხა...მისი საფინანსოს ლექტორი თსუს მაღლივ კორპუსში თავს იხრჩობს! -- ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველო ქართველებისთვის,დაიწყო ომი აფხაზეთსა სამაჩაბლოში,დაიხოცა ათასობით ადამიანი-დიმა მედვედევი!...მედვედევისა და პუტინის(ვამბობთ დიმას ვგულისხმობთ ვალოდიას) ისტორიის მასწავლებლები იხრჩობენ თავს!
  4. 1991 წ.შემუშავდა ორმხრივი კომისიის მიერ დროებითი საარჩევნო კანონი..აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატების 28 ადგილი(43%),ქართული დეპუტაციისთვის-26 ადგილი(40%) წინა მოწვევისაში (37%),სხვა ეროვნების ადამიანებისთვის 11 ადგილი,აფხაზებს კონსტიტუციურ ცვლილებებისთვის სჭირდებოდათ 43 ხმა,ფლობდნენ 35 ხმას( ევროპელები ამ მოდელის ცდილობდნენ ბალკანეთში გამოყენება),ქართული ორიენთაციის დეპუტაციამ შეადგინა 47,8%-მა ,მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი...აფხაზები ამ უმრავლესობით კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ...ამ არჩევნებით მოსკოვმა ვერ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება და თავიდან იქნა აცილებული ომი, ქართველთა გენოციდი და დეპორტაცია-ესაა ქართული დიპლომატიის გამარჯვება...ორმხრივი კომისის(რუსეთის გარეშე,ქართველებისა და აფხაზების,მაშინ როცა თქვენი სერგო შევარდნაძე 1992 წელს დაგომისში რუსების,ჩრდილო,ოსების,სამხრეთ ოსების თანდასწრებით აწერს ხელს ამ ჯგუფების სამაჩაბლოში შემოყვანას!),გადაწყვეტილებით მთავრობის თავრე,შსს-ს მინისტრი,უშიშროების მინისტრი,პროკურორი ,უზენაესი საბჭოს პირველი მოადგილე ქართველები უნდა ყოფილიყვნენ...გვარდია ქართული იყო...პრეზიდენტი,პარლამენტი აჩერებდნენ და აუქმებდნენ ნებისმიერ აქტს ,რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...ეს იყო ე.წ. აპარტეიდული კანონის არსი...
  5. ზვიად გამსახურდია: მიმართვა სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის ქართველი მეომრებისადმი. ძვირფასო თანამემამულენო! მოგმართავთ ერთობლივად, ვინც დღეს იბრძვის აფხაზეთში, ვინაიდან არ მსურს თქვენი დაყოფა ჩემს მომხრეებად და არამომხრეებად. დღეს ყოველი თქვენთაგანი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას და პასუხისმგებელია ღვთისა და ერის წინაშე. მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო შევარდნაძის მოღალატურ პოლიტიკას, რომელმაც მტერს ჩააბარა საქართველოს ტერიტორია გუმისთიდან ფსოუმდე ისევე, როგორც მთელი სამაჩაბლო და ამჟამად ამზადებს გაუგონარ ღალატს-სოხუმისა და ოჩამჩირის ჩაბარებით. მისი დეკლარაციები და განცხადებები არ უნდა ირწმუნოთ, ქართველი ხალხის ზურგს უკან, მისი საეჭვო ვიზიტები სოხუმში, აგრეთვე მისი განცხადება: ”თუ სამეგრელოში არ დავშოშმინდებით, აფხაზეთში უარესი მოგვივა, ვიდრე სამაჩაბლოში” ნათელყოფენ მის ალიანსს აფხაზ კომუნისტ სეპარატისტებთან და რუსეთის რეაქციულ ძალებთან. აფხაზეთის ომის შეწყვეტა მას არ აწყობს-ვინაიდან ამას მოყვება მისი უკანონო ხელისუფლების დამხობა. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ შევარდნაძემ ჩაშალა ჩვენი ჯარების გუმისთაზე გადასვლა და ტყვარჩელისა და გუდაუთის აღება, რაც მტრებთან მისი გარიგების შედეგი იყო. ძმებო! გახსოვდეთ, რომ აფხაზეთის ქართული მოსახლეობა განწირულია, თუ არ აღდგა კანონიერი ხელისუფლება. ჩემი დისკრედიტაციის მიზნით შევარდნაძე და მისი მაფიოზურ-კომუნისტური ხუნტა ავრცელებდა ჭორებს თითქოს აფხაზეთში მე შემოვიყვანე ჩვენი მეომრები. თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე ყოველივე ამის შესახებ. ომის დაწყებისთანავე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთი არ ჩაერევა ამ ომში, მაგრამ იმპერიის აგენტურამ ე.წ. კონფედერაციამ გაგზავნა აფხაზეთში თავისი მოხალისეები, რომლებიც დუდაევს არ ემორჩილებოდნენ (დღეს, როდესაც კონფედერაციის ავტორიტეტი დაეცა, დუდაევმა მიაღწია მათ გამოყვანას აფხაზეთიდან). ხუნტამ კი შეთითხნა ყალბი მიმართვები ვითომდაც ჩემი სახელით, დაამონტაჟა ყალბი “სატელეფონო საუბრები”, რომლებსაც თბილისის ტელევიზიის თანამშრომლები ახმოვანებდნენ ჩემი ხმის მიბაძვით, რათა ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს მე ვხელმძღვანელობდი ჩეჩნებს. თითქოს გაგრის დაკარგვა ჩემი ბრალი იყო და არა შევარდნაძისა, რომელმაც გაგრა რუსეთს მიჰყიდა დაგომისის გარიგებით სამაჩაბლოსთან ერთად. მე შეგახსენებთ გ. ყარყარაშვილის ინტერვიუს და განცხადებებს, რომელიც ყოველივე ამასს ადასტურებს. სირცხვილი მას, რომ ამის შემდეგ იგი დათანხმდა შევარდნაძეს მინისტრობაზე. ხუნტა აცხადებს, რომ მე ხელს ვუწყობდი აფხაზ სეპარატისტებს. სინამდვილეში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთში ჩვენი ეროვნული გვარდია იდგა და აფხაზეთის გვარდია არ არსებობდა. მილიცია თითქმის მთლიანად ჩვენი იყო. არძინბას დანიშვნას მე ხელს ვერ შევუშლიდი, რადგან არ მქონდა კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები საამისოდ. სამაგიეროდ, არძინბა ჩემს დროს, თბილისში ვერ ჩამოდიოდა დაპატიმრების შიშით და ვერც ვერაფერს ბედავდა. ვერც მისმა პარლამენტმა გაბედა სეპარატისტული ნაბიჯების გადადგმა იმ პერიოდში, ვინაიდან ის უმრავლესობა, რომელიც მათ ჰქონდათ, კონსტიტუციური ცვლილებების უფლებას არ იძლეოდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს კანონიერი ხელისუფლების განდევნა, კონსტიტუციის გაუქმება და უკანონო ხუნტის მოსვლა ხელისუფლებიშ სათავეში, ჩაიდინეს ყოველივე ის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ხუნტამ სოხუმში გაავრცელა აგრეთვე ჭორი, თითქოს მე ტყვარჩელის აღების წინააღმდეგი ვარ. სინამდვილეში ჩემი პოზიცია ასეთია: თუ ოჩამჩირის აფხაზობა უარს იტყვის ჩვენთან შემორიგებაზე, ტყვარჩელი აუცილებლად უნდა იქნას აღებული, რათა ოჩამჩირეც არ დავკარგოთ და სოხუმი ალყაში არ აღმოჩნდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტი, ჩემი ქვეყნიდან კომუნისტურ-მაფიოზური პროიმპერიული ხუნტის მიერ ძალადობით განდევნილი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციისა და მისი ინტერესების ერთგულებისა, ჩემს თავს მოვალედ ვრაცხავ, გამცნოთ შემდეგი: დღეს უდიდესი საფრთხე ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დგას ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი. დღეს, როგორც არასოდეს, აუცილებელია, ჩემი ყოფნა ჩემს ხალხთან. განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებში, სადაც მას ყველაზე მეტად უჭირს. ასეთი რეგიონია აფხაზეთი, სადაც ხუნტამ იმპერიის კარნახით გააჩაღა ძმათამკვლელი ომი, რომლის მიზანია აფხაზეთის ქართული მოსახლეობის განადგურება და ამ კუთხის მტრისათვის გადაცემა. მიუხედავად ჩემი არაერთგზის ცდისა, შევარდნაძის, იოსელიანის, ბათიაშვილის სპეცსამსახური მიქმნის ყოველგვარ დაბრკოლებას, რათა ვერ ჩამოვიდე საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი ჩამოსვლა გამოიწვევს არა მარტო მოსახლეობის კონსოლიდაციას, არამედ სრული და საყოველთაო მობილიზაციის დაწყებას მთელი საქართველოს და განსაკუთრებით სამეგრელოს მასშტაბით აფხაზეთის ქართველობის დასახმარებლად. თქვენ კარგად იცით, რომ შევარდნაძის და მისი ხუნტის მოწოდებით არავის სურს ჯარში წასვლა. ამიტომ ჩაიშალა მობილიზაცია. ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და კერძოდ, აფხაზეთში გამოჩენა კარდინალურად შეცვლის მდგომარეობას და ომის ბედიც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ამავე დროს, ჩემი ჩამოსვლა სოხუმში მეტად დააფიქრებს აფხაზურ და რუსულ მხარეს, რაც შესაძლებლობას შექმნის რეალური მოლაპარაკებისას, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ძალის პოზიციიდან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინადადებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ მეომრების ხელმოწერების შეგროვება, რათა გადადგეს შევარდნაძე და მისი კომუნისტურ-მაფიოზური ხუნტა, აღდგეს კანონიერი ხელისუფლება და მე მომეცეს საშუალება საქართველოში დაბრუნებისა. თქვენ ძალგიძთ ამის გაკეტება, თუ მოინდომებთ. გახსოვდეთ, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის, აფხაზეთის ფრონტზე მებრძოლი ქართველი მხედრობის, არამედ სრულიად საქართველოს ბედი და თუ ეს უახლოეს ხანში არ მოხდა, აფხაზეთი დაიკარგება, საქართველო განადგურდება და აღარც აღარაფერი გექნებათ დასაცავი. მოველი თქვენგან სწრაფ მოქმედებას და წერილობით პასუხს. ძმური სალმით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 7 ივნისი იურიდიული დოკუმენტები,რომელთა გამოუყენებლობა დანაშაულია!!!.....ზუსტად თექვსმეტი წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მაშინ ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალები სულ რამდენიმე თვის მოსულები იყვნენ. და ამავე დღეს, ზუსტად 68 წლის წინ, 1939 წლის 31 მარტს, დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში ბიჭი დაიბადა. ამ დღეს ქვეყანას უფალმა მოუვლინა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. მარტის ბოლო დღეს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 31 მარტის რეფერენდუმის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა - როგორ აპირებთ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებასო. ბატონმა ზვიადმა ასეთ შეკითხვას ხუმრობით "ჟურნალისტური შეთქმულებაც" უწოდა და დაამატა: ჩვენ საიდუმლოებებს ჟურნალისტებს არ ვანდობთო. პირველი და ყველაზე მოულოდნელი საიდუმლო 9 აპრილს გაითქვა: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი რეფერენდუმის ჩატარებას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი საქართველოში. 31 მარტს იგი თბილისიდან მოსკოვს გაემგზავრა. გამგზავრებამდე კი ეწვია დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანს, სადაც ამ დღეს მიმდინარეობდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოს არჩევნები. "ნიქსონმა დიდი შეფასება მისცა არჩევნების და რეფერენდუმის ორგანიზაციასა და დემოკრატიულობას. მან განაცხადა - უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო", - წერდა გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1991 წლის 2 აპრილის ნომერში. იგივე გაზეთი, საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 მარტს სამაჩაბლოს ქართული სოფლების მოსახლეობამ ერთსულოვნად მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას, რამაც ოსი ექსტრემისტები და სეპარატისტები გააღიზიანა, რასაც დაემატა ის დეზინფორმაცია და აშკარა წაქეზება, რომელსაც იმ დღეებში ეწეოდა პროგრამა "ვრემია". "ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობას" ცენტრალურ საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიაში რეფერენდუმის და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი ოპერატიული ცნობები ადგილებიდან დილის 9 საათისათვის მივიდა. "საერთოდ, დაბეჯითებით შეიძლება, აღვნიშნოთ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში", - ამბობდა მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ხმალაძე: "გამართული რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. ეს დღე თავის მნიშვნელობას არც არასდროს დაკარგავს, რადგან მაშინ ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული: - "ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე." საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგები ცალკეული რეგიონების მიხედვით. არაეთნიკური ქართველებით დასახლებულ ყველა რაიონში, მოსახლეობამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საარჩევნო კომისიაში იყო დოკუმენტები, წერილები და განცხადებები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სოფლებიდან, რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები, რომ (ოსური სოფლები მაქვს მხედველობაში) - ჩვენთან რეფერენდუმი არ გამართულა, მაგრამ ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობასო. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი იყო ჩვენი საზოგადოების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად 70-წლიანი დამოუკიდებლობის დაკარგვისა. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477 რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს. ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში - 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში - 97, 67%-მა. უარყოფითად - 1, 42%-მა. გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა. p.s. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა "ეროვნულმა კონგრესმა", რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს!
  6. რას ნიშნავს დაყოფა? არგუმენტი დადე და ისე ილაპარაკე...შეურაცყოფას თავი დაანებე..არგუმენტებით იცნობა ვინაა კერპთაყვანისმცემელი და ვინ ქრისტიანი... :rolleyes:
  7. ეს სიტყვები მას უთხრა ერთმა კლასიკოსმა ქართველმა მწერალმა...რაც შეეხება მსგავსებას ამ ორ ნაწარმოებისას აშკარად ის მხოლოდ მეორე ნაწილს გავს და არა პირველს,რადგან იგი სხვამ დაწერა!...
  8. ...."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს..."ბიმო .... ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა:"თუ ისინი ზარბაზნებს გვესვრიან,ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!"ყვავილი ღვთიური სიყვარულის სიმბოლოა და იგი ასეთ სიყვარულს სთავაზობდა თავის და საქართველოს მტრებს!!! მისი სიტყვებია"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!"მას წმიდა გიორგიზე და საქართველოს ისტორიულ მისიაზე საოცარი გამოკვლევებია აქვს ,ასევე მისი სამეცნიერო ნაშრომი იოანე ზოსიმეზე,ქართულ ენაზე შედევრია.. ზვიად გამსახურდიას "სახისმეტყველებაში" სულ სხვაგვარადაა გაგებული რუსთაველი..."ვეფხისტყაოსანი" მან გაშიფრა,როგორც ბიბლიის მხატვრულად გადმოცემა,რაც გენიალურად მოახერხა რუსთაველმა!!! ვინც ამაზე იტყვის არ ქონდაო ნიჭი,შიზოიდიაო,ნაცისტიაო და ღმერთზეც ილაპარაკებს,მას დიდი პრობლემები აქვს ღმერთთან,სამშობლოსთან,ჰუმანი ზთან ,აზროვნებასთან...ღმერთი შეგეწიოს! სიძულვილი ჟანგია გულისა... გიმეორებთ -"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!". "გორგასლიანი" კომუნისტურ ხორცსაკეპში გაზეთ "კომუნისტის" 1956 წლის 15 დეკემბრის ნომერშივე გამოჩნდა უიშვიათესი წერილი, რომელმაც იმ საშინელი პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველანაირი რეკორდი მოხსნა. რას შეეხებოდა ეს წერილი? უმჯობესია, ჯერ სათაურს გავეცნოთ. "სარეველა" - ასე ერქვა ახალგაზრდების ჯგუფზე, ანუ "გორგასლიანის" წევრებზე დაწერილ საშინელ პასკვილს თუ იდეოლოგიურ "ხორცსაკეპს", არ ვიცი, რა დავარქვა და რომელ ჟანრს მივაკუთვნო. გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ნაწყვეტები "კომუნისტის" ამ "შედევრიდან". "წარმოიდგინეთ სულისა და გულის გამხარებელი მოხასხასე მდელო, მწვანედ მობიბინე ჯეჯილი, როგორ გატკბობთ იგი! ეს არის ჩვენი ჩინებული ახალგაზრდობა, საბჭოთა ახალგაზრდობა-მშობლიური პარტიისა და მთავრობის მზრუნველობით აღზრდილი. ეს ახალგაზრდობა ახარებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ყოველი საბჭოთა პატრიოტის გულს შესანიშნავი თვისებებით, გმირული შრომის, ბრძოლისა და ბეჯითი სწავლის შთამაგონებელი მაგალითებით, შორეულ მელბურნში მოპოვებული ოლიმპიური მედლებით, ჭადრაკის დაფებზე მიღწეული გამარჯვებებით, თეატრის, მუსიკის, ფერწერის, კინოს ნიჭიერი ნაწარმოებებით. და ხალხი ერთნაირი სიყვარულით და სიამაყით ულოცავს შემოქმედებით წარმატებებს ქართველ ჭაბუკ მეფოლადესაც და სცენის ოსტატ ქართველ ქალიშვილსაც. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ამ მდელოში, ამ ყვავილნარში ზოგან მოდებული სარეველა ბალახი, როგორ აფერხებს და ზიანს აყენებს იგი საღი მცენარეების გაშლა-გაფურჩქვნას". "მწვანედ მობიბინე ჯეჯილი" და ოაზისი საბჭოთა იდილიაა. ეს სავალდებულო ნაწილია წერილისა. არავის ეგონოს, ამ ქვეყნად სულ ანტისაბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი ახალგაზრდობა ცხოვრობსო. "სამწუხაროდ, ქვემოთ ლაპარაკი გვექნება სწორედ ამ სარეველაზე, უღირს ახალგაზრდებზე, პირდაპირ ხულიგნებზე, უსაქმურობისა და დებოშის "რომანტიკოსებზე", ჯერ კიდევ აქა-იქ რომ მოსდებიან ჩვენს ლამაზ ყვავილნარს. მათ არ გააჩნიათ ქცევის რაიმე ნორმა, ერთმანეთს ეჯიბრებიან შორს გადაფურთხებაში, საზოგადოება მათთვის თითქოს კოჭებამდე წყალი იყოს, რომელსაც შეიძლება თავისუფლად გადაახტე, გასტოპო, გასცურო, მკლავის ძალა გამოსცადო. ადამიანის ქცევის ნორმების განმსაზღვრელი ხომ სინდისია, შეგნებაა, საზოგადოებისა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობაა. ამ პრინციპებიდან თავისუფალი, ესე იგი შუბლგარეცხილი კაცი საშიში მოვლენაა, მისი გამოჩენა საფრთხეა." ქცევის ნორმები კომუნისტურ იდეოლოგიას დადგენილი ჰქონდა. ადამიანები არ უნდა გამორჩეულიყვნენ სხვებისგან არც საქციელით, არც ჩაცმულობით და არც იდეებით. მხოლოდ კომუნისტური მსოფლმხედველობა უნდა ყოფილიყო საბჭოთა ახალგაზრდების მასაზრდოებელი. "ვინ არიან ესენი, ადამიანთა რა კატეგორიას განეკუთვნებიან? ესენი სავსებით ნორმალური ადამიანები არიან, თავიანთი სიცოცხლის ნამდვილი გაფურჩქვნის, ნამდვილი გაზაფხულის პერიოდში-ჩვიდმეტი-ცხრამეტი წლის ასაკში, ტანაშოლტილნი, გარეგნული სილამაზით დაჯილდოებულნი, უკანასკნელი მოდის ტანსაცმლით შემკულნი და დამშვენებულნი, წვერულვაშაკოკრილნი. ეს გარეგნობაა. ახლა ჩავიხედოთ მათს სულში, მათ შინაგან სამყაროში - რით სუნთქავენ, რა იდეალები ამოძრავებთ, რისკენ მიისწრაფვიან, რით არის გართული მათი გული და გონება? აქ კი ჩვენ სრულ ქაოსს ვაწყდებით. ლამაზი გარეგნობის მიღმა ვხედავთ მხოლოდ სიცარიელეს, ქარაფშუტა სულს, აღტყინებულ ბუნებას, დახურდავებულ ხასიათს, ყველაფერს, გარდა ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანური თვისებებისა". იერემია წარბას და ტარიელ მკლავაძის პროტოტიპებად ხატავდა მაშინ კომუნისტთა პარტიული ორგანო იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ხულიგნებად მიიჩნევდნენ და მავნე სარეველას დარად, ამოსაძირკვად ამზადებდნენ. თუ საბჭოთა ადამიანები სადმე, თუნდაც, რუსთაველის პროსპექტზე გადაეყრებოდნენ ამ ჭაბუკებს, მათი ლაღი გამომეტყველების მიმბაძველებად არ უნდა ქცეულიყვნენ, პირიქით, თვალი უნდა აერიდებინათ და გასცლოდნენ აბეზრებსა და გაყოყოჩებულ თავხედებს. მათთან გასაუბრებისა და ურთიერთობის სურვილი არც უნდა გასჩენოდათ ადამიანებს, რადგანაც შესაძლოა, სხვებიც მოეწამლათ ანტისაბჭოთა იდეებით. "გავხსნათ ფრჩხილები, ვამხილოთ ჩვენი დროის ქუჩის "რაინდები". ესენი გახლავან: ზვიად გამსახურდია, ანატოლი მიქაძე, თამაზ გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი, მერაბ კოსტავა... თითქმის არ ყოფილა საღამო, რომ მათ ქუჩაში დებოში არ აეტეხოთ, ხულიგნური გამოხდომებით გამვლელ-გამომვლელნი, ჩვენი ქალაქის მშრომელები არ აღეშფოთებინოთ. ამ ხულიგნების თავაშვებულობის გამო ამას წინათ ქალაქის ერთ-ერთ ბაღში სისხლიც კი დაიღვარა. ჩვეულებრივ აყალმაყალს დანის ტრიალი მოჰყვა. დაიჭრა ხულიგნების ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი, 47-ე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე. ხულიგნების ჯგუფმა გადაწყვიტა "შური იძიოს ამხანაგისათვის". გამსახურდიას წინადადებით ისინი იარაღდებიან - ზოგი რეზინის ჯოხით, ზოგიც დანით. ზვიად გამსახურდიამ სპეციალური დიდი საკეცი დანაც კი მოიმარჯვა - "წამოიღეთ რამე, თუნდაც რკინის კეტები, რომ თავში ჩავცხოთო". სტატიის ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც სანაქებო კომუნისტი, გვარად ქებაძე, კომკავშირული ორგანიზაციების კრიტიკასაც არ ერიდება და სვამს რიტორიკულ და ზოგადსაკაცობრიო შეკითხვას: "რატომ არ იმაღლებენ ამ ავადმყოფური მოვლენების წინააღმდეგ ხმას კომკავშირული ორგანიზაციები?" ამის მერე კი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების მშობლების, უფრო სწორად, მამების საქმიანობაზე. ანატოლი მიქაძის მამა - აბესალომ მიქაძე, თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სექტორის გამგე ყოფილა; ვოვა სიხარულიძის მამა - ვასო სიხარულიძე, პასუხისმგებელი საბჭოთა მუშაკი; თამაზ გუნჯუას მამა - ტარას გუნჯუა, სამედიცინო ინსტიტუტის დოცენტი; თემურ ცერცვაძის მამა - გიორგი ცერცვაძე, საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკი; თემურ მეტრეველის მამა - დიმიტრი მეტრეველი, საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის სამინისტროს უფროსი კონტროლიორი; რაც შეეხება მერაბ კოსტავას, წერილის ავტორის თქმით, "განათლების დარგის მუშაკია ვლადიმერ დემურიაც, ვისთანაც იზრდება ამ ხულიგანთა "თაიგულის" წევრი მერაბ კოსტავა, პატივცემული პედაგოგის შვილიშვილი". ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაწილია, სადაც დემოკრატიის კომუნისტური განმარტებაა მოცემული: "თავაშვებული ახალგაზრდები ხშირად "დემოკრატიაზეც" გაჰყვირიან. მათი გაგებით, აი, რას ნიშნავს ეს. თუ მათ სცემეს სუსტსა და უდანაშაულოს, მილიციელს არ უნდა ჰქონდეს საქმეში ჩარევის უფლება, საზოგადოებას არ უნდა მიეცეს დაზარალებულისადმი გამოქომაგების საშუალება. "ჩვენი ამ წერილის ვაიგმირები მალე წარდგებიან ხალხის სამსჯავროს წინაშე და დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ ხულიგნობისა და სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედებისათვის. ხულიგნების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!"
  9. ..."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს...
  10. ..."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს...
  11. თავად ბატონო! ამ მოწვეულთა შორის უმრასვლესობას საქარტველოს ღალატის ტოლფასი ნდოკუმენტები აქვთ დადებული ..მაგ; ზაქარეიშვილს, ცაბოშვილს, ბერძენიშვილებს...გავაგრძელო? თუ გნებავთ დოკუმენტურად დაგისაბუთებთ! ამ მენტალიტეტით უნდა ვიცხოვროთ ძმებო და მაშინ გადავრჩებით!--- ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!
  12. დეგი დუდაევი იმიტომაა პატივსაცემი, რომ თავის ქვეყნის დამპყრობლებთან არ ითანამშრომლა და დევნილობაშია-(ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი!)...1992 წლის 7 მარტს აეროპორტში სულგაყიდული ქართველებივ ყვავილებით არ დახვდნენ დამპყრობელს...თბილისი იწვოდა ფიზიკურად და სულიერად და ბევრი ქართველი ამ ცეცხლზე თბებოდა( იდგა თანამდებობების მთხოვნელთა რიგებში....აწიოკებდა სამეგრელოს ,თბილისს, აფხაზეთს მანქანების, ქონების მითვისების მიზნით...ჩამოვწერო?) ჯერ საკუთარ თავს მოსთხოვეთ და მერე ამ 20 წლის ბიჭს!
  13. 1944 წელს ვაინახები დედაწულიანად გაუყენეს შუა აზიის გზას...გზაში ბევრი დაიღუპა...ისა კაძოევი ყვებოდა,რომ როცა მათი ბებიები ხელს დაიწვავდნენ ან რამე ეტკინებოდათ რუსებს წყევლიდნენო...ჩვენ ,რომ ერთ დროს ცუდ ამინდსაც კომუნისტებს ვაბრალებდით..... + 100%
  14. მომისმინეთ, რუსეთის კგბ-ს და ფსბ-ს ამდენი რეზიდენტ-აგენტი სად მოაგროვეთ?
  15. მომისმინე ჰაერზე ნუ ლაპარაკობ...ამ საქმეში ჩახედული ვარ სამსახურიდან გამომდინარე ,ვიცნობდი ჯოხარს, მე შევახედრე იგი პირველად საქარტველოს პრეზიდენტს...კომუნისტები პიარისთვის რას პირდებოდნენ არ ვიცი,მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებით ცდილობდა დუდაევი საქმის მოგვარებას,მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის დასჯა გადაწყვიტა მსოფლიო პოლიტიკურმა ელიტამ და არა ზომბმა ელცინმა...საქართველოში ასევე რუსების ხელით გადაწყდა გადატრიალება,რაც ელცინმა ქართველ კრიმინალებთან ერთად შეასრულა!
  16. ყველაფერი ერთიერთზე ასრულდა სამწუხაროდ!
  17. ამათ , ამდენ კაენურ ცოდვას ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწა ვერ იტანს და ამიტომ ბორგავს საქართველო
  18. მართალია, თუ ესენი გაქრებიან ავანსცენაზე ნამდვილი ოპოზიცია გამოჩნდება, რაც არც რუსეთს და არც დასავლეთს აწყობს! :rolleyes: ...ვერ ნახეთ ამდენი ხალხის მასას პოლიტიკური გვამები როგორ კოხტად ჩაუყენეს სათავეში, თან ნამდვილი ერისკაცები ახლოსაც არ მიუშვეს!ამაში ჩართული იყო მასმედია, ყველა ანტიქართული ძალა!
  19. არც ალასანია და არც რუსეთი...საქართველო!!!
  20. ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზედ ისტორიული მიმოხილვა ზ. ჭიჭინაძისა ტფილისი 1916 თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე. საქართველოს გაჭირვებულმა მდგომარეობამ ქართველი ერი დიდს განსაცდელის გზაზედ დააყენა, ამიტომაც საქართველოს გარეშე გასულნი ქართველნიც უცხოს ქვებნებიდან სულ შინ იკრეფდნენ თავს და მტერს უძღვებოდნენ, ასევე ოსეთიდამ დაბრუნდნენ ყველა ის მასწავლებელ ქართველნი, რომელნიც კი ოსებს ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, სხვა და სხვა ხელოსნობას და ბევრსაც კიდევ სხვა ასეთებს. ქართველების გაცილებამ ოსები მეტად ცუდს მდგომარეობაში ჩააგდო, თვით ოსებმა ვერ გამოიჩინეს ვერაფერი ენერგიული შნო, თვით ვერც ოსების სკოლებში ასწავლიდნენ ოსის ბავშვებს წერა-კითხვას, მაშინ ოსები ქართულ ანბანს სწავლობდნენ, რადგანაც ქართული ანბანი ოსების ანბანიც არის, ვერც სხვა ნასწავლი კაცები გამოჩნდნენ კოჩაღათ, ნამეტურ ხელოსნობის ხელოსანთა რიცხვი ისე მოისპო, რომ ამიერ და იმერ ოსებში აღარც ხელოსნები იყვნენ, აღარც ფეიქრები და არც სხვა ასეთნი საჭირო ხელოსნობის მუშაკნი. ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადომსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც. ოსების ბოროტებამ და ცარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან ქართველთ ოსები დიდად ეცოდებოდათ და ებრალებოდათ, როგორც ფეხშიშველა მოსიარულე ხალხი, თავ-შიშველა და ძველს ჩულებსა და ძონძებში გახვეულებს. ამიტომ ქართველები სთმობდნენ ოსებისას ყველაფერს, მაგრამ ოსები მაინც რაც დრო გადიოდა, მით იგინი უფრო თამამდებოდნენ და მთელს ქართლის სოფლებს იკლებდნენ, იგინი არც ხნავდენ, არც სთესავდენ, ყოველ თვეს ველურის ძალით ქართველებს სძარცვავდენ და ამ ნაცარცვით სცხოვრობდენ. ამ გვარათ მთელი ქართლი ოსებმა აიკლეს და დაარბიეს და რაც დრო გადიოდა მით იგინი უფრო წინ მიდიოდნენ ავ კაცობით. ასე იყო საქართველოს გარემოება მომართული და როცა ქართელთ გარეშე მტრები აუტყდენ, მაშინ ქართლში, თვით ქართველთ მეზობელ ოსებმაც იპოვნეს დრო და წამოყვეს თავი. მაინც ღმერთმა არ გასწირა საქართველო და ამ განსაცდელის დროსაც მოევლინა საქართველოს გმირი და გონიერი მეფე, ეს იყო გიორგი, ძე დიმიტრი თავ-დადებულისა, შემდეგ დროს ქართველთაგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული. გიორგი ბრწყინვალემ თავის გამეფების დღიდგანვე (1313 წ.) დიდი ყურადღება მიაქცია ქართლის მდგომარეობას და ნამეტურ ოსების თავგასულობას. გიორგი ბრწყინვალეს ჯერეთ საქართველოს დაგლეჯ-დაფლეთა ადარდებდა და ამიტომ ოსებს წყნარათ ექცეოდა, თან ავალებდა, რომ ქართველთ ცარცვა-გლეჯას თავი დაანებეთო. მაგრამ ოსები მეფის დავალებას არ ასრულებდენ და უფრო უარეს შვრებოდენ, ამიტომ გონიერნმა მეფემ დროებით ოსების ალაგმვა იქით გადასდო. გირგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და მის შემდეგ საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ ნაწილათ დაყოფილ სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას ყველა ესენი მას ძრიელ ძვირად დაუჯდა, რადგანაც მას ზოგიერთი მთავარი და ერისთავი ეწინააღმდეგებოდა სასტიკათ. ამ მოწინააღმდეგეთა რიცხვს გიორგი ბრწყინვალე კარგად იხსომებდა, მან მალე გაიცნო ყველა ის პირნი, თუ ვინ იყო მისი მტერი და საქართველოს გაერთიანების არ მოსურნე და ვინ ერთგული და მსურველი საქართველოს გაძლიერების, მოწინააღმდეგე მტერთა რიცხვში მოჰყვა ოსების ბელადიც, რომელიც ოსებთან ერთად ქართლში სცხოვრობდა და ცხოვრებას და თავის ბელადობას ოსების წინაშე ქართველების გაქუცვით და გაცარცვით ასრულებდა. ეს ბელადი იყო მფარველი ოსების ქურდობის და ავაზაკობის. გიორგი ბრწყინვალემ ამ ოსების ბელადის და ოსების ალაგმვა დროებით უბურადღებოდ დასტოვა, შეუდგა ჯერეთ დანაწილებულ და დაგლეჯილ, ანუ საერისთაოებათ და სამთავროებათ დაყოფილ საქართველოს გაერთიანებას და მათ დამოჩილებას, ზოგი დაიმორჩილა და ზოგი ვერა, ამიტომ მან ახა კვალათ შესცვალა თავის გეგმა. ვინც ვერ დაიმორჩილა, იმათ ოჯახებში ეწვია, გაუმასპინძლდა, დაუმეგობრდა, სიყვარული და ერთობა გაუმართა, რასაკვირველია ყველა ამათ ოსტატურათ ექცეოდა, ამაოებაში გიორგიმ დაიპყრო შირვანა, ადრაბადაგანი, (დღეს ადრიბეჟანი), ჰაისტანის ბევრი ქვეყნები და მის შემდეგ იგი შემობრუნდა ქართლში და თავის მტერ მოყვარებს სალამი გაუმართა, ყველას ესტუმრა, მეფე გიორგი ფიქრობდა, რომ იქმნება ეხლა დამოჩილდნენ, მაგრამ ლაპარაკში ყველას უმედობა შეატყო. მაგრამ მეფეს გული არ გაუტყდა, იგი მაინც ცდას მიეცა და განიძრახა ამ შინაურ მტერთა მოსპობა, ამისთვის მან შეკრიბა დიდი ძალი ჯარი და მერე მიეცა სამზადის და დიდის ნადიმის გადახდას და ყველა თავის მტრის ან ნადიმზედ მოწვევას. ეს ნადიმი თურმე ისეთის სახელოვნებით მზადდებოდა, რომ გიორგი მეფის ყველა მტრებმაც კარგად შეიტყეს, მათ ეს დიდათაც უკვირდათ. ბერვის სამზადისის და დიდის მზადების შემდეგ მეფემ გადასწყვიტა ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზედ, სადაც უფრო სიამოვნებით მივიდოდნენ მისი სტუმრები, მალე გონიერმა გიორგიმ მიმართა ყველა თავის მტრებს და დაპატიჟებით დაავალა ნადიმზე მისვლა და პატვისი ცემა გიორგისა. დაპატიჟება ყველ სიამოვნებით მიიღო და დანიშნულს დღეს მართლაც ყველა დაპატიჟებულნი ეწვივნენ მეფე გიორგის. ამათშივე იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. გიორგიმ აქაც განიძრახა ყველას დალოლიება და სისხლ დაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოსჩნდა, ამიტომ მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი და იგი სხვა საგანზედ გადავიდა, ამ დროს, მათ უკვე გადაკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი აქვნდათ გულში გიორგის წინააღმდეგ, ყველაფერი სთქვეს, ამით გიორგიმ შეიტყო მათი ბოროტების საბუთები და ისიც, რომ ისინი უსისხლოთ არასფერს დასთმობდნენ. ამიტომ გიორგიმ იხმარა თავისი გეგმის თანახმად წადილის შესრულება და რაკი ყველა ეს მტრები ვერ დაიყოლია და არც დაყოლიების მიზეზები შეუტყო, ამიტომ მან თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ სტუმრები, თვით ამ დიდ სანადიმო სუფრაზედ ისე ამოაწყვეტინა, რომ იქ მათში ერთი მტერიც აღარ დარჩა, აქვე ამათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. გიორგი ბრწყინვალემ ბრწყინვალეთ და ხალხის სისხლის დაუღვრელად მოსპო თვისი მტრები და მათი სამფლობელნიც შეიერთა გაერთიანებულ საქართველოსთან სისხლ დაუღვრელათ, ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ მიმართა ქართლში შემოსეულ ოსებს და აუწყა თვისი ბრძანება, რომ დღეის შემდეგ თქვენ ქართველთა ცარცვა, გლეჯას თავი დაანებეთო, თორემ მე არ შეგარჩენთ და დაგსჯით სასტიკათაო. ახლა ველური ოსები ამაზედ უფრ გაბრაზდენ და სთქვეს, რომ გიორგიმ ცივზედ ჩვენი ბელადი მოკლაო და ჩვენ დაწყნარებასა და დაშოშმინებას გთხოვსო, ეს ჩვენგან არ იქნება, ჩვენ სისხლის აღება ვიცითო. გიორგი ბრწყინვალემ მალე სცნო ოსების აზრები, სთქვა: რაკი საქმე ასე არის, მაშინ მე ვასწავლი მათ ჭკუასაო. გიორგი ბრწყინვალე ბრწყინველეთ შეუდგა ქართლიდამ ოსების გარეკვის სამზადის და ეს მან ერთობ მალეც დაიწყო. მოხდა მალე ის, რომ ქართლში ოსებს კარგი დღე არ დაუდგათ, მთელის ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან წართმეული სახლები წაართვა, ყველა ეს სახლები თავიანთ ძველ სახლის პატრონებს დაუბრუნდა, მთელი აყრილი ოსები ერთ ალაგას შეყარა. მერე მიჰყვა ქართლის დიდი ჯარით და ყველა ეს მცარცველნი ისე გადარეკა ოსეთში, რომ ქართლში ერთი ოსი აღარ დასტოვა. ამ გვარათ გიორგი ბრწყინვალემ დაამშვიდა ქართლი. გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ ჟასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსეთამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკაც დაგსჯით. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს და სთქვეს, რომ დღეიდან ჩვენი ფეხი ქართლში აღარ შემოვაო. მხოლოდ ოსებმა სთხოვეს გიორგი ბრწყინვალეს, რომ ჩვენ თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, თქვენც ერთი სიკეთე გვიყავითო, ჩვენს ქვეყანაში, ოსებს არა გვყავს არც ხაბაზები, არც მეჩუსტე, მეწუღე, მექალამანე, არც ჭონი, არც თერძი, ფეიქარი, არა გვყავს და დალაქი და სხვაც ასეთი საჭირო ხელოსნები, ეგება გვიშველოთ თქვენა, თფილისიდამ გვიბოძოთ სა სამი კაცით თითო ხელობის, რომ მათ დაიწყონ აქ მუშაობა და ჩვენც გვექმნეს ყველა საჭირო სახმარებლიო. გონიერმა გიორგი ბრწყინვალემ ამ დავალებას თავისებურის კეთილის თვალით შეხედა, იგი მალე ჩამოვიდა ოსეთიდან თფილისში, შეკრიბა ყველა ხელოსნები, ყველა მათ მისცა დახმარება, ულუფა და მალე გაბრუნდა ოსეთში და ყველა ეს ხელოსნებიც თან წაიყვანა, მალე ჩავიდა ოსეთში, ყველა ესენი დაამკვიდრა იქ, ამათ გაუხსნა სახელოსნოები და ამ გვარით შემოსა ტიტვილიკანა და ფეხშიშველე ოსები. ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ ოსებს გარდა მიმართა კავკასიის მთის სხვა და სხვა ხალხებსაც და გააცნო თვის მეფობა და ძლიერება, მათაც აუწყა და დაავალა, რომ თქვენ ზედამხედველობა იქონიეთ ოსებზედ და მათ თუ კიდევ გაბედონ ქართველებზე შემოსევა, თქვენ მათ ხელი არ შეუწყოთ. მათაც მისცეს ამის პირობა. ამ გარემოებას ვახუშტი ასე ამოწმებს: «მერე შევიდა და შემუსრნა კავკასიასა შინა მყოფნი მოსრნა და დაიმოჩილა და მოხარკე ჰყვნა ყველა იგი დამშვიდდა ქართლი ოსტთაგან, ვინაითგან გზანი ყოველნი თვირ დაიპყრნა». ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე ეწვია თუშ-ფშავ-ხევსურ-მოხევებს, აუწყა ოსების დამარცხება და მასთან პირობის ჩამორთმევა, რომ დღეის შემდეგ, იგინი ქართლში ფეხს ვეღარ შემოდგამენო. ამიტომაც ამ მთის ხალხს აჩუქა საკუთრებათ ყველა მათი საცხოვრებელი ადგილები, ამას გარდა მათვე დაუწერა «ძეგლის დება», და დაუმტკიცა, სხვაც ბევრი წყალობა უბოძა ამის სანაცვლოდ მათ დაავალა ის სამსახური, რომ მთელი კავკასიის გზები ეხლა მე დავიპყარი და თქვენ ამ გზებზე ყარაულები იყოლიეთ და უყურეთ, რომ ქართლში ოსები აღარ შემოიპარონ. მოხევებმა ამის ფითცი და პირობა მისცეს და მას შემდეგ გიორგი ბრწყინვალე თფილისში დაბრუნდა და მთიელებმაც ხსენებულ გზებზედ დააყენა მცველები, მის შემდეგ ანუ 1330 წ, თითქმის გავიდა ორი საუკუნე და ქართლში ერთი ოსის ფეხით აღარ შემოსულა, ერთს კაცს არ შემოუდგამს ქართლში ფეხი, არც იმერეთში და კახეთში. ოსეთის ერის ისტორია მეტის მეტი სიბნელით არის გარემოცული. ოსებმა არც თვისი უძველესი დროის ისტოია იციან, არც შემდეგ დროის, არც საშუალო საუკუნის და არც უახლოესის საუკუნების. ოსეთის ისტორიის შესახებ, ისევ და ისევ თუ არის დარჩენილი ისტორიული მასალები, ამას იგინი უნდა უმადლოდნენ ქართულ მემატიანეებს და საქართველოს ისტორიის წყაროებს და ამ წაყროების მწერლებს, რაც მკვიდრად და მტკიცედ არის დაცული ქართულს წიგნებსა და სიგელ-გურჯებში. აი ეხლაც, მე წარმოვადგენ ოსების საგულისხმოთ, ერთ ისტორიულ გერემოებათა აღნუსხვას, ე.ი. ოსების ჩამოსახლების მიზეზებს ქართლში, რაც არ იქმნება მეტი და მნიშვნელობას მოკლებული. ეს ისტორიული მასალა მე მოვიპოვე 1884 წ. ქვათახევის მონასტერში მცხორებ, მღ. მონაზ. ნიკონ ჯობინაშვილის ძველს საწიგნობელში ეს აღწერა მე მოვათავსე «ოსეთის ისტორიაში», რომელ წიგნიც ცალკე მოგვეცი 1914 წ. ხოლო ამ წიგნში ეს აღწერა ვერ მოვათავსე, რადგანაც წიგნი თავდება მეცამეტე საუკუნის დამდეგს, ანუ თამარ მეფით და ეს გადმოცემა კი ეხება მეხუთმეტე საუკუნის დამლევს. ოსები ვალდებულნი არიან ზენეობრივათ, რომ ქართველ ერს და მათს და ისტორიას ისე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვრიფას საუჯნეს თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იგინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკაგიანობა და ისტორიული ცნობებიც. ნიკ. ჯობინაშვილის ხელთნაწერი განიყოფა ასე: I ნაწილში აღნუსხულია საქართველოს აოხრება მტერთაგან, ეს ნაწილი მე გამოვეცი ცალკე წიგნათ 1889 წ. მეორე ნაწილი კი ოსებს და ოსების ჩამოსახლებას შეეხება, ეს ნაწილი კი დავტოვე, არ დავბეჭდე, რადგანაც არ მაინტერესებდა, ახლა კი, როცა საჭირო გახდა, ამიტომ წარმოვადგენ როგორც ჩვენთვის საცოდნელათ ისევე ჩვენ მეზობელ მეტერთათვის. როგორც მოწმობენ ქართველთ ისტორიის წყაროები, მეხუთმეტე საუკუნის დამლევს, ოსებს მეურნეობა ძრიელ სუსტად სცოდნიათ, თვით პურის თესვაც კი არა სცოდნიათ, მათში თურმე მარტო ქერს სთესავდნენ და ისიც როგორც მიწის მოხვნაც კი არ ყოფილა მათში წესად მიღებული, ბარითა და ნიჩბით მიწას სჩიჩქნიდნენ და ასე სთესავდნენ ქერს. ამ გვარად მეხუთმეტე საუკუნეში, კარგად სჩანს, რომ ოსებში მარტო ქერი მოდიოდა, ამას გარდა არც პურის, არც სიმინდის და ბრინჯის ხომ სანახვობაც არ ყოფილა მთელი ოსეთის ერი ქერის ქარჯინათი იკვებებოდა. ეს იყო სულ მათი საცხოვრებელი ავლადიდება, ამიდამა ხდიდნენ ლუდს, არაყს და მით ირჩენდნენ თავს, ბაღოსნობა და ღვინის დაყენების ხომ ოსებმა სულ არაფერი იცოდნენ. მოხდა ასეთი უბედურება, რომ ოსეთის ერთ ნაწილში და უფრო კი ქართლის მოსახღვრე ოსებში, 1580 წლიდან, ქერის მოსავალმა გამუდებით სასტიკად იკლო. ქერი თითქმის სულ აღარ მოდიოდა, ამ უბედურების მიზეზი ის იყო თურმე, რომ 1580 წ. ქერის ყანები დიდმა წვიმებმა და ნიაღვრებმა სულ წაიღო და მოსპო თურმე. მეორე წელიწადს ასევე მოსპო დიდი ქარებისაგან, მესამე წელს, თურმე იქმნა ისეთი ცხელი მზე, რომ ყანები თურმე სულ გადაიწვა, ასე და ამ გვარად გასტანა თურმე. ამ უბედურებამ, რაც ოსების ერთი ნაწილი ერისა და დიდს განსაცდელში ჩააგდო. ოსეთში ჩამოვარდა დიდი სიმშილობა. ამ სმიშილობას, ქართელი მემატიანე ასე აღნუსხავს: «1580 წელს, ოსეთში, იქმნა სიყმილი ფრიად დიდი, მრავალნი სწყდებოდნენ სიყმილითა, ვინაიდგან ოსნი იკვებებოდნენ მდელოთი». ბალახის ჭამამ დიდად ავნო ხალხს და მრავალი გაწყდა. იგივე მატიანე ამბობს, რომ მკვდრები დაუფლელნი დარჩნენ. ამ გარემოებამ ოსებზე იქონია თურმე მეტად დიდი გავლენა. ამ დამშეულ ოსებმა იწყეს აქეთ იქით გარდახვეწა და დღიური ლუკმის ძებნა მათხოვრობით, ასეთის დამშეულის ოსების ერთი ნაწილიგადასახლდა შაირვანში, ერთი ნაწილი ჩერქეზეთსა და ერთი ნაწილიც გადმოსახლდა ქართლში. გარდახვეწილნი ყველგან მიეცნენ მათხოვრობას, მაგრამ შვონით კი ზოგ ალაგას სულ ვერაფერს შოულობდნენ, მაგალითად ასეთი იყო შირვანი, ლეკეთი და ჩერქეზეთი, სადაც ოსები ბევრს ვერისფერს შოულობდნენ, შოულობდნენ იმდენს, რაც მარტო მათ ჰყოფნიდათ იქვე დღიურად და შინაურთათვის წასაღებით კი აღარა რჩებოდათ-რა, ქართლში გარდახვეწილი ოსები კი, ამ პურის და ქერის ქვეყანაში, შოულობდნენ იმდენს ქერს, პურს, სიმინდს, ლობიოს და სხვას, რაც თვითონაც ჰყოფნიდათ საზრდოთ დღიურად, და თანაც ბევრი მონაგროვი მიჰქონდათ. ამ გვარად რაც ხანი გადიოდა, ქართლის სოფლები მათხოვარ ოსებით უფრო ივსებოდა, რაკი ოსებმა ნახეს, რომ ქართლში უფრო ადვილად ვშოულოთ პურსაო, სვხა კუთხეებში წასვლა შესწყვიტეს და მთლად ქართლისკენ იწყეს გადმოხვეწა და მათხოვრობა. საქმე ისე მოეწყო, რომ ქართლის სოფლები მალე გაივსო მათხოვარ ოსებით. ყველა სოფელში მუდამდღე ოსის რამდენიმე მათხოვარს მხარზედ გუდა ეკიდა, ხელში პარკი და დაიარებოდა და მათხოვრად. ამ გარემოებამ საქმე იქამდის მაიყვანა, რომ ქსნისა და არაგვის ერისთავმა მათხოვარ ოსებს ჰკითხეს მიზეზები მათის სიგლახაკის და ქართლის სოფლებში ასე გამოსვლის და გლახაობის, ოსებმა აუწყეს ქართველთ ყოველვე თავიანთი ქვეყნის მოუსავლობის მიზეზები. აიღეს-დაიღეს და ეს ამბები ერისთავებმა და მაჩაბლებმა სიმონ მეფეს მოახსენეს ამ მეფემ ერისთავებს ნება მისცა ასე: რაკი ოსები მაგისთანა გაჭირვებაში ჩავარდნილან, ამიტომ აუწყეთ მათ, რომ თუ ისურვებენ და ქართლში გადმოსახლდებიან, მაშინ თქვენ მიიღეთ იგინი ხიზნებად და თქვენს მამულზე დაასახლეთ, ერისთავებმა სიმონ მეფის ნებართვა და წადილი გაჭირვებულ ოსებს მალე აუწყეს. ასეთი ამბავი ოსებს დიდად გაეხარდათ ამათ მალე თანხმობა და მადლობა გაუცხადეს ქართველთ და ამის შემდეგ მათ მართლაც იწყეს ქართლში გადმოსახლება, ასე და ამგვარად, საქმე ისე მოეწყო, რომ მეხუთმეტე საუკუნის ბოლოს, ან მეთექვსმეტე საუკ. დამდეგს, ქართლში უკვე იმდენი ოსი იყო, რომ თითქმის კაცი მათ ყოველს სოფელში ნახავდი. ამგვარად, ოსების ჩამოსახლებას ქართლში ხელი შეუწყო დიად სიმონ მეფის ბრძანებამ. ამ დროს ოსები დასახლებულ იქმნენ ქსნის ერისთავის მამულზე, არაგვის ერისთავის, მაჩაბლის, ფალავანდიშვილის, ფურცელაძეების და ზოგიც სხვა თავად-აზნაურების მიწაზე, სადაც ოსები დღემდე მოსახლეობენ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამწუხაროდ, ოსების გადმოსახლების დროს, ქართლში, თან სულ არასფერი მოჰქონდათ და თითქმის სულ ცარიელ-ტარიელები მოდიოდნენ: ფეხშიშველი, ტანშიშველიც კი, თავშიშველი, ერთი სიტყვით ყველა ოსი იყო ჩავარდნილი წყალ-წაღებულს მდგომარეობაში. გადმოსახლებულ ოსებს არ ჰქონდათ ლოგინი, ტანსაცმელი, ბარგი, ჭურჭელი, არ ჰყავდათ საქონელი და ფრინველი. დღიური პურის ლუკმაც კი არ გააჩნდათ თურმე. ოსებმა მიმართეს სიმონ მეფეს და დახმარება სთხოვეს. ამ მეფემ ინება და ქართველთ თავადაზნაურებს დაავალა ოსების დახმარების მიცემა. ამ დროს, ოსებს დაეხმარა ის გარემოება, რომ სიმონ მეფემ ქალაქი გორი ოსმალებს წართვა და ამიტომ უფრო ინებეს ოსების დახმარება. ოსებს ქართლის თავად-აზნაურებმა აი როგორც და რითი დაუწყეს დახმარების აღმოჩენა. გადმოსულ ოსებს მიუჩინეს სახლის გასაკეთებელი ალაგი, სახლისთვის ასაშენებელი ხე-ტყე და სხვა მასალაც. საქმე ისე მოეწყო, რომ მოკლე დროის განმვლობაში, ოსების გადმოხვეწილებს ყველას გაუკეთდა თავის საკუთარი ქოხები, რადგანაც ოსებს არა ჰქონდათ დღიური საზრდო, ამიტომ ეს საზრდო მათ მისცეს ქართლის თავად აზნაურება, არ ჰქონდათ სათესათ ქუერი და პური, ესეც მისცეს თავად აზნაურებმა, რომელთა მამულებზედაც ოსები ხიზნად დასახლდნენ, არ ჰქონდათ ბარი, ნიჩაბი და სხვა იარაღი, ესეც ქართველებმა მისცეს. მაგრამ საქმე მარტო ასეთის დახმარებით არ გათავდა, ასეთ დიდს დახმარებას გარდა ოსებისათვის საჭირო იყო სხვა დახმარების აღმოჩენაც, რაც თავს იდვა ქართლის გლეხობამ. ზოგ გლეხ კაცის ოჯახმა ოსებს აჩუქა ტანთსაცმელი, ზოგმა ლოგინი, ზოზმა ფარგადი, ზოგმა ჭილობი და სხვა ასათებიც. ზოგმა მისცა ჯამ-ჭურჭელი, ზოგმა კოკები, ლიტრები, ქვაები და ასეთი საჭიროვბანი. ქართლის გლეხები დაეხმარნენ ოსებს აგრედვე შინაური საქონლით და ფრინველით. ზოგმა ქათაი აჩუქა, ზოგმა ბატი, იხვი, ინდოური, ზოგმა ცხენი, ზოგმა ძროხა, ხარ კამეჩი, თხა, ცხვარი და სხვაც კიდევ ასეთნი. ზოგმა ამბა აჩუქა ნართი, სოფლის ფეიქრაიც დაჰპირდა მუქთათ მოქსოვას ასეთის დახმარებით, ქართველებმა ოსები ფეხზე დააყენეს, ასე და ამ გვარით, ქართლის სოფლებში მოშენდა და შეიქმნა ოსთა გლეხთა მოსახლეობა. ეს აღორძინების ხანა უწევს მე-16 საუკუ. დამგედს. ასეთის დახმარებით ოსები მოშენდნენ და სოფლებში ფეხი გაიმაგრეს. ოსები რომელნიც ქართველებთან კარგად მიეცნენ ცხოვრებას და ამათ მალე დამსახურეს ქართველთ სიყვარული და თანაგრძნობათ. ამიტომ ქართლის გლეხები ოსებს ეხმარებოდნენ ყანაში მუშაობისთაც. მალე საქმე ისე მოეწყო, რომ ოსებმა ქართლის გლეხებისაგან ისწავლეს პურის და მის მოყვანაც, ისწავლეს მებაღებაც კი, ნამეტურ ვაზის გამრავლება და ღვინის დაწურვაც, რასაც ოსები თვითაც ერთობ კარგად ეწყობოდნენ. მოხდა ის, რომ ოსეთის დამშეული გლეხ-კაცობა, ქართლის სოფლებში კარგად მოშენდა, ფეხიც და წელიც გაიმაგრა ამით საქმე ისე მოეწყო და ისე მოღონიერდნენ, რომ ზოგი მათში ოჯახის შვილათაც კი გახდა, ამიტომ ამათ გულში მიეცათ შიში თავიანთ ხიზნურ ცხოვრების: ვაი თუ ოდესმე ჩვენმა მემამულეებმა აღარ დაგვაყენონ ამ მამულებზე და აყრა დავგიპირონ, მაშინ სადღა წავიდეთ. ამიტომ ოსებმა ითათბირეს და ერთმანეთში დაადგინეს ასე, რომ მივმართოთ ჩვენს მემამულეებს და ვსთხოვოთ, რომ ეგები მათ გვიყმონ ჩვენაო. რაკი ჩვენი მყობა მოხდება, მაშინ აყრის შიში აღარ გვექნებაო. ამიტომაც ოსებმა მიმართეს ქართლის თავადებს და სთხოვეს გვიყმეთო, თ.-აზ-ბმა უარი უთხრა: თქვენი ყმობა არგვინდა, თქვენთვის იყავით, იცხოვრეთ, თქვენ ჩვენს ქვაყანაში ბუზსაც ვერავინ აგიფრენთ, ასე ელაპარაკებოდნენ ქართველ მებატონენი, მაგრამ ოსები მაინც თავიანთსას სჩადიოდნენ და ევედრებოდნენ ყმობას. ბევრის დავალებით მობეზრდნენ ქართველ თავად-აზნაურები და ოსებს განუცხადეს თანხმობა, ამის შემდეგ მათი ყმობაც მოხდა, ესე და ამ გვარად, ოსები ქართველ მებატონეებს ეყმნენ მე-16 საუკუნის დამლევს და მას შემდეგ მართლაც ოსები ქართლის სოფლებში სხცოვრობენ უვნებლად, მას შემდეგ რაც ესენი ქართველ მებატონეებს ეყმნენ, იგინი ამის გამო, ქართველ გლეხებს უფრო დაუახლოვდნენ. დაახლოვება ისე მოიმართა, რომ მათში მალე ნათესავობაც დაიწყო, ერთმანეთში ქალების მითხოვება, გახშირდა ნათელ-მირონობა, მეჯვარეობა და სვხაც ბევრი ამ გვარები, რაც ამ ორს ერს მარტივად აკავშირებდა ერთმანეთან და მასთან მათთი ურთიერთისადმი სიყვრულის სხივებიც არსდებოდა. ქართველთა და ოსთა კავშირი ისე განმტკიცდა, ისე შეიყვარეს ერთმანეთი, რომ მას შემდეგ, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი მაგალითი არ მომხდარა, რომ ოსებს, ან ქართელებს ერთმანეთისათვის ეღალატნოთ და რამე ბოროტება ჩაედინოთ. ასეთი ბოროტება ძველად ოსთა და ქართველთ შორის აბმათაც არ გაგონილა, ნაცვლად მტრობის, ოსები ქართლში გადმოსახლების შემდეგ, ქართველებთან ყოველთვის ერთად იყვნენ და ერთად იბრძოდნენ, ბრძოლის დროს არას დროს არ უღალატნიათ, უკან არ დამდგარან. ამიტომ უფრო გვწყინს ეს ბოროტებმა, ამ გარემოებას ჩვენ ვსთვლით დიდს ცოდვად და ოსების მთელის ისტორიული ღირსების შეგნებად, ეს ბოროტება ოსებისაგან ნაქნარია საქართველოს მტრების ჩაგონებით, რომელთაც ქართული რესპუბლიკური მთავრობის სისხლი სწყურიათ და რესპუბლიკის დამხობას ელტვიან. ამას ვფიქრობთ ჩვენ და ეს ასეც უნდა გახლდეთ. მხოლოთ ოსებს კი არ ეკადრებათ ქართველების მტრობა და შეძულება, ამას იგინი სასტიკად უნდა ერიდებოდნენ, რადგანაც ქართველთა შეგინება იქნება მათ მამა-პაპათა საფლავების შეგინება. ასეთ შეგინებას ოსები უნდა მოერიდონ. მასთანვე მათ აუცილებლად უნდა გასცენ ის ბოროტი პირები, რომელთაც იგინი შეაგულიანეს, გააბრიყვეს და თავიანთ მეზობელ ქვართველ ერის წინააღმდეგ ხელში ხმალი ააღებინეს. ოსებს თუ ადამიანური ნამუსი და სირცხვილი სულ არ დაუკარგავთ, მაშინ მათ ჩვენი და მათი მტრები უსათუოდ უნდა გამოაშკარავონ. ეს გამოაშკარავება იქნება ის, რომ იგინი ჩვენი ამაგის დაწიხვლასთავს დაანებებენ, ჩვენს პურმარილს და სიკეთეს არ დაივიწყებენ, მასთან არც თვის მამა-პაპათა ღირსებას შეაგინებენ. ძველ დროს და საშუალო საუკუნეთა ამბებს ჩვენ არ შევეხებით, მოვიყვანთ მხოლოდ უახლოეს საკუნეთა დროის ამბებს და იმედია რომ ესეც ეყოფათ ოსებს იმის საფუძვლად, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ აჰყვნენ თვის დამღუპველს და საქართველოს რესპუბლიკური მთავრობის მტერებს. იქ სადაც მათ მამა-პაპებს ამაგი და სამსახური მიუძღვით, იმათ სისხლით დაცულს მამულზე, ოსებს ღალატი და ქართველების სისხლის ღვრა არაას დროს ეპატიებათ, ამას მათ არ აპატიებს თვით მათი ძველის დროის მამა-პაპანი და ის საერთო ამაგი, რაც კი ოსთა წინაპრებს საქართველოს სასარგელოდ ჩაუდენიათ ხოლმე. 1496 წ. შაჰ-ისმაილი ტფილისში ქართველებმა დაამხეს და გააძევეს, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1536 წ. შაჰ-თამაზი საქართველოდან ქართველებმა განდევნეს, ტფილისის განთავისუფლებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1556 წ. სულთან სულეიმანი ქართველებმა დამხეს და გააძევეს საქართველოდან ოსმალთა ჯარი, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1562 წ. გიორგი მეფემ ოსმალოებზე გაიმარჯვა, ამ გამარჯვებაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1578 წ. ოსმალეთმა აოხრა ქართლი და ოსეთიც, მერე ქართველებმა სძლიეს, ოსეთიდან გამორეკეს და გარეკეს, ამ ბრძოლაში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1583 წ. სიმონ მეფემ გორი აიღო, ოსმალნი განდევნა, დამონებული ოსეთი სულ გააანთავისუფლა, ამ ომში ოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. 1617 წ. შაჰაბაზმა კახეთი აიკლო, ამ აკლების დროს ოსეთიდან ოსები ჩამოვიდნენ და ფიცი მისცეს კახელებს და მის შემდეგ მტერს ერთად ებრძოლეს. 1634 წ. ოსები შეუერთდნენ ქართველებს და ყიზილბაშთა წინააღმდეგ სასტიკად იბრძოლეს. ყიზილბაშნი ტფილისიდან სულ გარეკეს. 1640 წ. თეიმურაზ კახთა მეფემ ოსეთში შეაფარა თავი, ოსებში ამ დროს, მან შეადგინა ოსთა ძეთა დასი და მათ მიუჩინა წერა-კითხვის მასწავლებელნი, რომელთაც ოსეთში დახსნეს სკოლები. 1690 წ. არჩილ მეფემ ოსებში9იგ.კავკასიონს გადაღმა) შეაფარა თავი, ოსთა მოწინავე პირნი შეჰყარა და მათ უქადაგა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და თვალის გახილება. ოსებმა თანხმობა განუცხადეს. მერე არჩილ მეფემ რამდენიმე ოსი რუსეთში გაიყოლა და 1706 წ. მოსკოვში მათ გააცნო რუსული სასტამბო საქმეები და მასთანვე მათ აჩვენა ახლად ჩამოსხმული ქართული ასოების ყალიბები. ოსებს ქართული საბეჭდი ასოების ნახვა დიდად მოეწონათ. ეს ამბებიც საკმარისია იმისათვის, რომ ვიცოდეთ ის ჭეშმარიტება და ისტორიული პირობები, თუ ძველად ქართველთა და ოსებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში და დღეს კი ამ მეოცე საუკუნეში, როცა მოვესწარით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაარსებას, რას სჩადიან და რა ლაფით სვრიან დიდს ისტორიულ წარსულსა და ქართველების ამაგს. ........................ბანდიტიზმი,ყაჩაღობა, მკვლელობები,ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა...უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულობებია,რისთვისაც ყველაზე მკაცრი განაჩენებია ნებისმიერ სახელმწიფოში...აქ ბევრს არ ესმის რაა სახელმწიფო და რა ყოველდღიური ადამიანური ურთიერYობეები ანუ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ ისინი... სახელმწიფომ გასცა პასუხი გიორგი ბრწყინვალეს,1918-21 და ზვიად გამსახურდიას დროს პასუხი ამ უმძიმეს დანაშაულობებს,ასე რომ გაგრძელებულიყო,არ ყოფილიყო ღალატი მაშინ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები საქართველოს არ ექნებოდა!!
  21. მეხუტე კოლონის "გმირების" შემოქმედების არასრული ნუსხა:"1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ჩამბარებლები იწყებენ თბილისში ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას ,რომელზეც ჯაბა იოსელიანი წიგნში "სამი განზომილებაში "(გვ.356-370)აღწერს ფაქტებს...მასთან მიდიან დელეგაცია ბუბა კიკაბიძის,,გიზო ნიშნიანიძის,ბიჭიკო რამიშვილის... სთხოვეს საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტობა...საღამოს ფილარმონიაში შეიკრიბნენ შევარდნაძეც იყო და რეზო ამაშუკელის წამყვანობით...ფაქტობრივად შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი...შევარდნაძის თანხმობით გიგა ლორთქიფანიძე მთხოვს ხელში ამეღო ძალაუფლება...იქმნება ჩეკა-ზვიადდთან მებრძოლი კომიტეტი-ჯაბა უფროსი,გია ჭანტურია(ხონში მივეცი 100 ავტომატი ედპეელების შესაირაღებლად...გია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც),დავით მაღრაძე( " ჯაბას და შევარდნაძის "მეგვადრუცე"აგროვებდა ფულს იარაღის შესაძენად),ბათიაშვილი,ყარყარ ყარყარყარშვილი,გია ჟორჟოლიანი,ვაჟა ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა...ჩვენთან იყო აგრეთვე ქალაქის მერი გაბაშვილიც... ხაჩიშვილი და იგორ გიორგაძე კარგად არიან რუსეთის ოლქის ჯარების სარდალთან -რეუტთან?! შევარდნაძე მეუბნება,რომ რუსებმა დამირეკეს უნდა დავნიშნო იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად,კვირაია შსს-ს მინისტრად?!(დააკვირდით საკვანძო მინისტრებს მოსკოვი ნიშნავს აფხაზეთის ომის შემდეგ...ე.ი. შევარდნაძემ რუსეთთან ერთად მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია!!!) ბალტინთან ავთო მარგიანია(ამ ბალტინმა შავი ძღვის ფლოტით გადმოზიდა ჯერ გაგრიდან მერე სოხუმიდან ტექნიკა,გამოიყვანა ქართული ჯარი ,შემდეგ დაეცა გაგრა,სოხუმი,მათ მთავარი როლი შეასრულეს ჯერ აფხაზეთის და შემდეგ სამეგრელოს ოკუპაციაში) ეს ჯგუფი ქმნის ახალ სმკ-ს .შევარდნაძის ბირთვიდან" ნააუ. "დაიცავი საქართველოს"საინციატივო ჯგუფი ის სახეებია,რომელნიც 1991 წლის სექტემბრიდან ტელევიზიის აქციებით დაგვამახსოვრეს თავი,შევარდნაძის" თეთრი მანდილი",მხედრიონი,"თბილისელი",კულინარიელები,ორბი,არწივი გორდა...ამათ გადაჩეხეს საქართველო უფსკრულში,დააკარგვინეს ტერიტორიები მიითვისეს მილიარდობით დოლარის ანაბრები და კრედიტები,ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეა მათ კისერზე...მხოლოდ ფაქტებით ვიხეკმძღვანელოთ!!!''-შევარდნაძის მრჩეველი,ნინო ბურჯანაძის მეცნიერ ხელმძღვანელი, რუსეთში ასპირანტურაში ნინოს გამგზავნელი,.თსუს ფულ პროფესორი,საერთაშორისო სამართლის კათედრის ყოფილი გამგე, საზღვრის დამდგენი კომისიის შეფმა-ლევან ალექსიძემ შევარდნაძის დავალებით რუსეთ-საქართველოს საზღვარი 1999 წელს სოფ. დიკლომდე გადმოწიეს თუშეთში,რამოდენიმე ისტორიული სოფელი ,დიდი ტერიტორია აჩუქეს რუსებს, თუშეთის ალაზანი აჩუქეს შეფებს...85 წლის პროფესორი თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე დისერტაციების კურატორად მუშაობს!!! ასევე ლარსთანაც უზარმაზარი ტერიტორია დაუთმო იგივე ბანდამ რუსეთს!!! კონსტიტუციით საქართველოს მიწების გასხვისება-სხვა სახელმწიფოსსთვის გადაცემა აკრძალულია!!!ასეთი სამართლის ლექტორი ...იგივე პრობლემებთან ხომ არ გვაქვს საქმე მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით? საინტერესოა დე იურე საქართველოს ტერიტორიების მონიშვნა და და ფაქტო რას ვაკონტროლებთ ! ვინ რა ტერიტორიები გაასხვისა..."შარაშენიძისა და დუმბაძის წიგნებში იგივე წერია,ასევე თვითმხილველებიჩ იგივეს ყვებიან...მე წყაროს გითითებ ,მაინც უარყოფთ,თქვენს ჭორებს კი უნდა დავუჯეროთ ..... 65 მილიონი დოლარი რუსებისგან აიღო ამ ინტელიგენციამ , ქუჩის ბანდიტებმა (რუსეთის დუმის დეპუტატები)!...ედუარდ ბალტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მოიწვიეს ოპოზიციის მამამ ედუარდ შევარდნაძემ, (ამ ფლოტმა და განჯიდან შევარდნაძის მოთხოვნით გუდაუთაში გადმოყვანილმა345-ე რუსულმა პოლკმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზეთის ოკუპაციაში!)..გადატრიალებაში რუსეთის სამხედრო ოლქის ჯარების დახმარება(ბეპაევი-მოს.ნოვოსტი-12.12.1992წ.),პეჩორისა და როსტოვის სპეცრაზმების მონაწილეობა(1998 წ.იზვესტია),ბალტინის შავი ზღვის ფლოტის მონაწილეობა(ავთო მარგიანის აღსარებიდან), სამეგრელოსა და აფხაზეთის ოკუპაციაში.........- _ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის-ედუარდ ორჯონიკიძე...მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა თავი ჩამოიხრჩო! --მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მიშამ გამოიწვია!-გრეჩიხა...მისი საფინანსოს ლექტორი თსუს მაღლივ კორპუსში თავს იხრჩობს! -- ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველო ქართველებისთვის,დაიწყო ომი აფხაზეთსა სამაჩაბლოში,დაიხოცა ათასობით ადამიანი-დიმა მედვედევი!...მედვედევისა და პუტინის(ვამბობთ დიმას ვგულისხმობთ ვალოდიას) ისტორიის მასწავლებლები იხრჩობენ თავს! lool.gif ახალ თაობაში"(15-16 აგვისტო) თენგიზ სიგუა არანაკლებ ფაქტებზე წერს აფხაზეთის გაყიდვასთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძეს ადებს ხელს და სიგუა თავის დახსნას ცდილობს!რეზო ბროძელთან ერთად ტელევიზიაში აყვანილი და შემდეგ ლანჩავას მიერ დახვრეტილი იქნა მერაბ სულაძე,ლიმა გიორგაძე...ჩემს გვერდით მომიკლეს მედროშე 17 წლის ტერიშვილი...ცირკთან დახვრეტებს 1992 წლის 2 თებერვალს ხელმძრვანელობდნენ გელა ლანჩავა,ელდარ შენგელაია...სხვა ინტელიგენტებიც იქვე იყვნენ საზოგადოება "თბილისელის" წევრები... 1998 წლის 17 დეკემბერს კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში შევარდნაძის ჯალათებმა -მღებრიშვილ-ალავიძის ბანდებმა მოკლეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნუგზარ ლეჟავა....ყველა ამ პატრიოტების სული უფალმა გაანათლოს!ამ სიაში არ არიან ზვიად გამსახურდიას ორი წევრი-გოგაძე და წიკლაური,მეტეხის ხიდთან ხაინდრავას "დევიატკის"მიერ დაცხრილული "იკარუსის"რამოდენიმე ათეული მგზავრი(ჯაბა-სამი განხომილება,(გვ 361)ამ დროს დაიღუპა სამაჩაბლოს გმირი გოგია გაბროშვილი,რომელზეც ოს სეპარატისტებს 6კგ.ოქრო და მილიონობით რუბლი ჰქონდათ გამოყოფილი...უფალმა გაანათლოს მათი სულები!ამას უნდა დაემატოს აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაღუპული საქართველოს 30 000 მოქალაქე...შაჰ-აბასსაც შეშურდებოდა .....ჟურნალისტი ნაზი შამანაური,თვითმფრინავის ბიჭები-კობახიძე,ძმები ივერიელები,სოსო წერეთელი....მღვდელი ჩიხლაძე...ქართული მხარე მოსკოვი1992წ.3სექტ.1993წ.27ივლისის სოჭის გარიგებაში კი არ მოტყუვდა არამედ შევარდნაძის ბანდამ ცოცოხალი ძალის და ტექნიკის გამოყვანით დათმო ჯერ გაგრა და შემდეგ სოხუმი,აფხაზეთი..სერგო შევარდნაძის მოთხოვნით განჯიდან გუდაუთაში გადაიყვანეს 345-ე სადესანტო პოლკი,რომელმაც აიღო სოხუმი,ასევე ბალტინის საზღვაო ძალებმაც დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის ომში,რომელიც შემდეგ მან სამეგრელოს ოკუპაციაში გამოიყენა..გამოდის,რომ შევარდნაძემ რუსეთის ჯარებთან ერთად მოახდინა სამეგრელოსა და აფხაზეთის ოკუპაცია...იგივე გააკეთა მანამდე სამაჩაბლოში ,როცა "მშვიდობისმყოფელთა" მანტიით შეფუთა რუსი,ჩრდილო და სამხრეთ ოსური ოკუპანტები და ქართლის გული გადაულოცა რუსებს!!!...შევარდნაძის პოლიტიკოსობა გამოიხატა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთისათვის მირთმევით,30 000ადამიანის მოკვლიტ აფხაზეთში,300 000 დევნილით,კორუფციის არნახული მასშტაბებით,ადამიანების გატაცებებით,შუქის ნსაზღვარგარეთ გაყიდვით და ქვეყნის ჩაბნელებით,ქვეყნის სიმდიდრის გაჩუქებით ვაუჩერიზაციით,მკვლელობებით.. მოგართვით თქვენი ხელშეწყობით ,1991-2001 წწ. შევარდნაძის ბანდის,მოქკავშირის,"დაიცავი საქართველოს"- არაკაცების მიერ დახოცილთა არასრული სიას! ყველაფრის ამის შემომქმედნი კიდევ ხმას იღებთ ე.წ ოპოზიციიდან და ე.წ ხელისუფლებიდან?" დედა გყავთ??????" :rolleyes:
  22. ....1991წ.2 სექტემბერს ამერიკელი კონგრესმენების ყოფნისას რუსეთის კგბ-ს დავალებით "ზემელზე " გათამაშდა სპექტაკლი ,რომელშიც მთავარი მოქმედი პირი იყო რ კრემლის ფილიალი ედპ,კგბ-ს ჩინოსნები ქართული მვდ-დან...ამ დროს მოსკოვში ტარდებოდა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ბოლო სესია,რომლის (სსრკ-ს)უმაღლესი ორგასნოს გასვენებაში მეც ვმონაწილეობდი...სცენარში იყო ამ ამბის გახმოვანება რუსული ტელეეტერით,რომელიც ადვაძეს უნდა გაეკეტებინა...ის მივიდა მიკროფონთან მაგრამ ვერ თქვა ...ჩვენ ჩავშალეთ...ედპს ლიდერები შემდეგ გვიან ბაქიობდნენ ,ხომ კარგად გავუჩალიჩეთო..იქ სტუდენტებისთვის არავის უსვრია,(ჭანტურია-კგბ-ს ჭორებს იმეორებ),ასფალტიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ფეხში ერთი პროვოკატორი ...სიყალბე დაკრემლის ჭორებით კვებავ აქ ფორუმელებს და თავს დასავლეთის ორიენტაციისად წარმოგვიდგენ...ყველა მნიშვნელოვანი სიტყვები კრემლის ძველი და ახალი არსენალიდანაა..მაგით მალე მიხვალ გელიყარამდე...უსიოკ?...ფრანგებმა 1991 წ. მაისში გადმოგვცეს სცენარი გადატრიალების,სადაც ეს ფაქტიც,ტელევიზიის აქციაც...ზუსტად იყო გაწერილი... ამას დოკუმენტურად მალე იხილავს მკითხველი!!!რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!!.ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)...იზვესტიაში დაიბეჭდა,რომ გადატრიალებაში მონაწილეობდმემ როსტოვისა და პეჩორის სპეც რაზმები..1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინგის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით!. მეხუთე კოლონის ყორღანაშვილების-სერგოების შევარდნაძეების,არველაძეების,ყარყარაშვილებისა,ხაინდრავების,ნოღაიდელების, ბურჯანაძეების,გაჩეჩილაძეების,ბერძენიშვილების,,იოსელიანების, და მათი ფანების.. ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს . ყორღანაშვილის გადაგდების შემდეგ ქართველებმა დაწერეს ლექსი : ,,ყორღან ოღლი ქარაფინდა ხელი ჰკრეს და გადაფრინდა ..."
  23. ტარიელ ჭანტურია - “არასოდეს არც ერთ ქვეყანას არც ერთ ქვეყანაში არ ჰყოლია იმოდენა მეხუთე კოლონა, რამხელაც რუსეთს საქართველოში ჰყავს!” “დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ბრძოლები წავაგეთ, იმ ვირტუალურ ომს კი უსათუოდ ჩვენ მოვიგებთ - აფხაზეთი ჩვენი იქნება და ჩვენ აფხაზეთის ვიქნებით, ჩვენ ოსეთისაც ვიქნებით და ოსეთიც ჩვენი იქნება! ერთი რამ არის ოღონდ აუცილებელი - სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული ორიენტაცია - ევროამერიკული ორიენტაციაა და ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩეთ უნდა რუსეთში წანწალს!” - აცხადებს პოეტი ტარიელ ჭანტურია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პირშავი” “პიარშავები” პიარპაშებენ” / “კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ჩადენილი შეცდომების გასწორებას ცხოვრების წესად აქცევს, მაშინ მის მორყეულ სკამს შესაძლოა, სულ იოლად ეშველოს!” / “ჩამშვები ინსტრუქტორის გვარს სიკვდილამდე შვიდი წუთით ადრე ვიტყვი!” “კავკასიონი ჩემ ქვეშააო, რომ წერს პუშკინი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პოეტი კავკასიონის რომელიღაც მწვერვალიდან ლამაზ პეიზაჟს ჩასცქერის და ტკბება. ეს ნიშნავს იმას, რომ კავკასია - ერმოლოვის მიერ დამხობილი, დამონებული და დამცირებული კავკასია რუსეთის ფეხქვეშაა! კავკასიის დამხობისა და დამონების ეს ავადმყოფური იმპერიული ვნება დღემდე არ განელებია რუსს, და ქართულ პოეზიაში კომუნისტური იდეოლოგიის ზეობის დროსაც არ შეწყვეტილა შეფარვით თქმა იმისა, რაც დამონებულ საქართველოს სჭირდა და, წარმოიდგინეთ, დღემდე სჭირს!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ტარიელ ჭანტურია. “ფოტო მაქვს აგერ, მე და ევტუშენკო ერთად ვართ გადაღებული. არ მახსოვს, რაზე ვსაუბრობდით იმჟამად მე და ძვირფასი ევგენი ევტუშენკო - წლების განმავლობაში ქართული მწერლობის კურატორი - მგონი, ასე ერქვა მის მაშინდელ საკავშირო თანამდებობას! ნუთუ თავის მორალურ მოვალეობად არ მიიჩნევს, თქვას რამე რუსეთის საქციელზე, გამოხატოს თავისი გულისწყრომა მთელი მსოფლიოს გასაგონად! რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობს, რომ საქართველო მართალია! სანამ ის და მისი წრე - საქართველოს გუშინდელი მეგობრები - ამას არ გააკეთებენ, მანამდე ისინი ყველანი საქართველოში შემოჭრილი მეთორმეტე არმიის ჯარისკაცები იქნებიან (ეს ტერმინი - მეთორმეტე არმია - ჩვენი მოგონილია. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ნოდარ გრიგალაშვილს. მან ეს ყველაფერი სათაურით “მეთორმეტე არმია” თავის გაზეთში გამოაქვეყნა, როგორც სარედაქციო წერილი და რატომღაც არ დაასახელა ამ ტერმინის ავტორი. მოგვიანებით მან ეს ტერმინი გაიმეორა “ასავალ-დასავალში” და არც ამჯერად ჩათვალა საჭიროდ ტერმინის ავტორის დასახელება. ძვირფას ნოდარს უნდა მოვახსენო, რომ ამ ტერმინის თუ შესიტყვების საავტორო უფლების გაჩუქებას არ ვაპირებ)”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “არასოდეს არც ერთ ქვეყანას არც ერთ ქვეყანაში არ ჰყოლია იმოდენა მეხუთე კოლონა, რამხელაც რუსეთს საქართველოში ჰყავს! როგორც ჩანს, რუსეთი, ამის იმედით, არაფრით ამ თამაშიდან არ გამოვა! - ძე შეცთომილთა ათასეულები კი უკვე ადგანან მონანიების გზას - მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი მისია სამშობლოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, მალე იმავე გზას დაადგება რუსეთის ინტელიგენცია, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მწერლობა! რუსეთისა და საქართველოს ისტორიაში აგვისტოს ომი დარჩება, როგორც სამარცხვინო ლაქა და მტყუან-მართლის საკითხიც მოგვიანებით გაირკვევა”, - დასძენს ტარიელ ჭანტურია. “უკან თუ მივიხედავთ, იქ ჩემი თაობის - სამოციანელთა - მძიმე და ძნელი წარსულია. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში სიმართლეს ბორკილი ედო. ამიტომ იყო, რომ სამოციანელთა უკეთესმა წარმომადგენლებმა თავი შეაფარეს ირონიას, პაროდიას, ქვეტექსტს, მეტაფორას, შეფარვით თქმის ხელოვნებას. იცოდნენ თუ არა კომუნისტური სახელმწიფოს იდეოლოგებმა ამ შეფარვით მთქმელთა გვარები? რა თქმა უნდა, იცოდნენ! “დუბლიონკებს” რომ უგზავნიდა ცეკა მწერალთა კავშირს, როგორ გგონიათ, როგორ ანაწილებდნენ იმ “დუბლიონკებს”? შოთა ნიშნიანიძეს მისცემდნენ, შოთა ჩანტლაძეს - არა! რევაზ ჯაფარიძეს მისცემდნენ, რევაზ ინანიშვილს - არა! ოთარ ეგაძეს მისცემდნენ, ოთარ ჭილაძეს - არა!.. შეფარვით მთქმელთა თემა პირდაპირ უკავშირდება ლუსტრაციის კანონის თემას, რომლის მიღებისაგან დღემდე იკავებს თავს ხელისუფლება”, - აცხადებს ტარიელ ჭანტურია და შეკითხვას - “ოდესმე რომელიმე დეპუტატს ხუმრობით თუ მაინც გაუცია პასუხი თქვენი სტრიქონების გამო: “ჯერ კენჭს იყრის, მერე მახათსო...” - პასუხობს: “მარტო ერთმა ყოფილმა დეპუტატმა - ჩემმა მერხის მეგობარმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა მომწერა გაზეთების საშუალებით ორი წერილი, თითქოს არ შეიძლებოდა ჯერ ტელეფონით შევხმიანებოდით ერთმანეთს, და თუ ვერაფერს გავაგებინებდით ერთიმეორეს, გაზეთებისათვის მერე მიგვემართა! წერილი ბატონ ტარიელ ჭანტურიასო! მე ჩემს ერთ ჩანაწერში უბრალოდ გავიმეორე მარკესის აზრი, რა უნდა მწერალს პარლამენტშიო, რომ ბრძანებს! იმ დროს, რომელსაც მე ვეხებოდი, პარლამენტში 13 თუ 14 მწერალი იყო! მიპასუხე, მე მგულისხმობო? - მეკითხებოდა ჯანსუღი! რატომ შენ, შე კაი კაცო! თოთხმეტი მწერალია და მათ შორის შენაც! მე არ მიპასუხნია, ცხადია! ჩემ მაგიერ ვიღაც სხვამ უპასუხა. პიროვნებამ, რომელიც ამ საკითხზე ჩემსავით ფიქრობს თურმე! როგორც ჩანს, ჭირს პარლამენტის პრივილეგიებსა და ხელისუფლების კულუარებში ტრიალზე უარის თქმა! - იყრი კენჭს, ზიხარ მერე და იყრი მახათს! სხვანაირად ფიქრობდნენ ფოლკნერიც, ოთარ ჭილაძეც, გივი გეგეჭკორიც... ბევრი, მწერალთა აბსოლუტური უმრავლესობა! პასუხი უნდა ამას?” პ.ს. სამწუხაროდ თვით ჭანტურია რუსეთის მიერ შექმნილ რუსთაველის საზოგადოებაში მეხუთე კოლონის ერთერთი "ლიდერის " როლს ასრულებდა,მონაწილეობდა კრემლის მოწყობილ გადატრიალებაში,რუსეთის ადმინისტრაციის( შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის...) დამკვიდრებაში.
×
×
  • შექმენი...