Jump to content
Planeta.Ge

bimo

პლანეტელი
  • პოსტები

    178
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი bimo

  1. მიხა ხელაშვილი ვიკიპედიიდან გადასვლა: ნავიგაცია, ძიება მიხა ხელაშვილი მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, სოფ. ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, სოფ. ჩარგალი), ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წწ. ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი. ავტორია პოპულარული ლექსებისა (მ.შ. „ლექსო ამოგთქომ“), რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წწ. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე. მიხა ხელაშვილი მოვა სიკვდილი უჩინო შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა. პ.ს. ეს საგალობელი ძალიან მიყვარს.. * * * ხალხური ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, წამოგვეწევა სიბერე, მელივით წამოგვარდება, სიკვდილი გზაში გიყელებს, თვალები გაავდარდება. მოგიგონებენ შვილები, მზეს შეხედავენ მაღლითა: „სოფელში შემოაღამდა, ბინდმა ძაღლივით დაფლითა“. ნეტა სიცოცხლის მამგონი ღმერთი თუ ჯოჯოხეთია? ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრი სხვა გადამხედია.
  2. ამათ ვეთანხმებიო, ზოგმა თქვა ამ ფორუმში :rolleyes:
  3. ასე ხელოვნურად ქმნიდნენ ერის გაქრობის მექანიზმებს :rolleyes: ... ასეა დღესაც ,რომელშიც ქართველი "მოღვაწეებიც"( რესპუბლიკელები,თავისუფლების ინსტიტუტი... ღებულობენ მონაწილეობას!
  4. სამწუხაროდ ამათ სინოდი მაგონებს ეგზარქოსების პავლეს, რუსანოვის და ... პერიოდის მოღვაწეებს, რომლებმაც გადაღებეს ფრესკები(სვეტიცხოველი, ალავერდი...), ჩამოახვრჩეს 75 წლის მოხუცი ქალბატონი ,გააციმბირეს ....მოკლეს დიმიტრი ყიფიანი...ანუ მართლმადიდებლობასთან ძალიან მწყრალად იყვნენ და არიან!
  5. ნახეთ ერის და სახელმწიფოს ნიშნები, შემდეგ თითოეული კომპონენტი რამდენად არსებობს და იმის მიხედვით დაასკვენი სახელმწიფო და ერი ვართ თუ არა...ულვაშა დემონის აზრით ერად სოციალიზმში ჩამოვყალიბდით, ღვთისგან დასჯილი , დაუმარხავი მონგოლოიდის ( რობაქიძე) აზრით სახელმწიფო მალე უნდა მოკვდეს....ხრუშჩოვის მიხედვით კი- მეოცე საიუკუნის 80-იან წლებში უნდდა მომკვდარიყო... ერის არსებობაზე წმ.ილია მართალს , ჯავახიშვილს, მიხაკო წერეთელს, ჯორჯაძეს,... საინტერესო მოსაზრებები აქვთ, ზოგი აიეტიდან, ზოგი ფარნავაზიდან, ზოგი ვარდების რევოლუციიდან თვლის ქართველი ერის არსებობას...საკამათო თემაა :rolleyes:
  6. არცერთი ხელისუფლება ვერ "ხელისუფლობს", თქვენი ხელსუფლება(მეოთხე) რა დონეზეა , რეაინიმაციაშია თუ გავასვენეთ უკვე?
  7. ამ იდეოლოგიას ატარებს "თავისუფლების ინსტიტუტი", რესპუბლიკელები, სოროსის ფონდი...პერსონები- ზაქარეიშვილი, ბერძენიშვილ-ხაინდრავები,ხიდაშელი,ჯგერენაია....
  8. "ჭანტურია იყო ჩეკას კომისარი-ზვიად გამსახურდიათან მებრძოლი კომიტეტის წევრი ჯაბასთან,ყარყარაშვილთან,ბათიაშვილთან,დავით მაღრაძესთან( დათო მაღრაძე იარაღისთვის ფულს აგროვებდა),გია ჟორჟოლიანთან,ვაჟა ლორთქიფანიძესთან.... ერთად...ჭანტურია ზვიადისტებს კითხავდა...იყო ფეხებში სროლა და დაჭრებიც.." ჯაბა იოსელიანი -"სამი განზომილება"გვ.361. ჭანტურია პირდაპირ ასრულებდა შევარდნაძის მითითებებს მოსკოვიდან (მან ეს კავშირი აღიარა და ედიკას ჩამოყვანისთანავე ეს ნათელი გახდა) და იარაღით ხელში ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას ჯაბასთან,კიტოვანთან,ბალტინთან (აფხაზეთის ოკუპაციაში მისმა ფლოტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა),ბეპაევთან,ძერჟინსკის დივიზიასთან(9 აპრილის დამბრევი ძალასთან),როსტოვისა და პეჩორის სპეცნაწილებთან ერთად .1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქარტველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად " გამოეცხადებინათ?!მათ კისერზე შევარდნაძესა და რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვეწდა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები!... იმპერიალისტი ქართველები?! ამ პარტიების და ოპოების არსი...
  9. საერთოდ ყველა დიდი დანაშაულის გამოძიება,რაც მალე მოხდება მით უკეთესი საქართველოსთვის,ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას,აფხაზეთის გაყიდვასაც,რუსების მეშვეობით გადატრიალებასაც(და არა სამოქალაქო ომი-კრემლის დეფინიცია),სამაჩაბლოში ოკუპანტების შემოყვანასაც(და არა "მშვიდობისმყოფელების"), მერაბის და ზვიადის მკვლელობასაც...სხვაგვარად ამ დაუსჯელობის,მოღალატეობის სინდრომი წალეკავს ქართულ სახელმწიფოებრიობას...
  10. არ ვიცი...ზოგი ცილისწამებით ცდილობდა მოკვლას, ზოგი ფულს აგროვებდა( მაგ ედიკას "მეგვადრუცე"- დათო მაღრაძე_ჯაბა- გვ-361)მის მოსაკლავად, ზოგი ქრისტიანობის უარმყოფელად ასაღებდა( თვითმკვლელობის ბრალდებით), ზოგი სერგოსა და რუსეთთან ალიანსით... გამსახურდია და 5 მეგობარი ერთად საუბრობდა...მეორე დღისთვის გამსახურდია კგბ-მ გალერეასთან ბაღში დაიბარა "სასაუბროდ".ბ-ნმა ზვიადმა ყველას დაურეკა,რომ იქ მოსულიყვნენ მხარდასაჭერად...მეორე დღეს ერთ-ერთი მივიდა მხოლოდ...როცა მივუახოვლდიო ზვიადს სამი თუ ხუთი გალსტუკიანი კგბ-ს ხალხი ეხვია გარს ბაღშიო.როცა გადმომხედა გაუხარდაო, ერთი მაინც აღმოჩნდაო ნამდვილი მეგობარიო(ეს ამოვიკითხეო მის თვალებშიო),მაგრამ ისე შემეშინდაო,რომ თითქოს არ ვიცნობდი ისე გავიარეო სწრაფად და როგორ აღვმოჩნდიო მშრალ ხიდთან არ მახსოვსო..იმ წუთიდან ვოცნებობდიო დღესვე მომკვდარიყოო ზვიადი..ასე შემზღდიდაო და ამიტომ მძულსო .ანუ სიძულვილი მის მიმართ იმაშია,რომ მასთან მიმარებაში საკუთარ არარაობას ხედავდნენ,ვინაიდან თითქმის ყველა" წარმატებული " ადამიანს მსგავსი განცდები ჰქონდათ რატომ?... :rolleyes:
  11. .ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა."-კონსტანტინე
  12. მიჩივლე მოდერთან? ... ენის მიტანისათვის სკოლაში კანფეტს გაძლევდნენ... ?! ჩვენთან მათ სხვაგვარად ვექცეოდით... როგორ? ამას გაიგებ აუცილებლად ენა....ვ! :rolleyes:
  13. 1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! (ეს იცოდა შარტავამ და ამიტომ მოიშორეს-შავლეგო)...ყერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა,რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას...სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას,ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს,სოხუმის ჩაბარებას... მოჰყვება-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია." სწორედ ამიტომ ჩამობრძანდა პრეზიდენტი და ოჩამჩირეში25 სექტემბერს შეკრიბა ორივე მხარის ჯარის მეთაურების დიდი ნაწილი(ეს ვიდო ვიკიპედიაშია) და ერთად სოხუმის გადარჩენაზე ფიცი დაადებინა! ჯაბა- ედიკას დუეტი ამ თავის ჯარის მეთაურებს თბილისში ოჯახების აწიოკებით დაემუქრა,რის შედეგადაც სოხუმის დაცვის ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული!სოხუმში შესვლის ბრძანება გასცა ბ-ნმა ზვიადმა,მაგრამ რუსებმა ამ დროს დაბომბე ისინი და 6 კაცი დაიღუპა.ზვიადის გვარდიის სავარაუდო განადგურების გეგმის შესახებს შარტავამ აცნობა...
  14. ზვიად გამსახურდია ორი ლომის ამბავი ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: “ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი”. გალიის ლომმა კი მიუგო: “ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს”.ზვიად გამსახურდია....საინტერესო იგავები აქვს ...დღევანდელობას ეს იგავი უხდება!
  15. ეტყობა ამიტომ ცდილობს ჩემს დაბანას?! ბატონო ჩემო, ჩემი საქმე არაა რეპრესიული მექანიზმის გამოყენება... ღმერთმა განსაჯოს ბედობა დღეს ბილწსიტყვაობის და სხვა ცოდვები...ღმერთმა შეუნდოს ყველას... მე ჩემი გასაკეთებილი ვიცი...სკოლაში დამსმენებს ვერ ვიტანდით... შობა- ახალი წლის მადლი შეგეწიოთ!" "....ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა."-კონსტანტინე
  16. 1991 წ.შემუშავდა ორმხრივი კომისიის( ქართულ-აფხაზური) მიერ დროებითი საარჩევნო კანონი..აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატების 28 ადგილი(43%),ქართული დეპუტაციისთვის-26 ადგილი(40%) წინა მოწვევისაში (37%),სხვა ეროვნების ადამიანებისთვის 11 ადგილი,აფხაზებს კონსტიტუციურ ცვლილებებისთვის სჭირდებოდათ 43 ხმა,ფლობდნენ 35 ხმას( ევროპელები ამ მოდელის ცდილობდნენ ბალკანეთში გამოყენება),ქართული ორიენთაციის დეპუტაციამ შეადგინა 47,8%-მა (მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი...) აფხაზები ამ უმრავლესობით კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ...ამ არჩევნებით მოსკოვმა ვერ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება და თავიდან იქნა აცილებული ომი, ქართველთა გენოციდი და დეპორტაცია-ესაა ქართული დიპლომატიის გამარჯვება......ეს იყო ე.წ. აპარტეიდული და იმპერიალისტური კანონის არსი...
  17. 1991 წლის 26 მაისს საქართველომ აირჩია თავისი პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. შემდეგ მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და მის შედეგებს დღესაც იმკის საქართველო ... თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ქართული და არა მხოლოდ ქართული მასმედიით ათასგვარი ჭორი და შეგენებული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ქართველმა ხალხმა მას მაინც არ უღალატა. საპატიო სავანე არა მხოლოდ მთაწმინდაზე მიუჩინა ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით არამედ საქართველოს დიდ ათეულშიც მესამე ადგილიც მას მიაკუთვნა ... რა შვებაა, რა ზარია, აღსდგა ღმერთი სულმნათი, დედამიწა ტაძარია ზეცა მისი გუმბათი! 1. ილია ჭავჭავაძე .......... რეიტინგი: 27051 ხმა 14.4% 2. დავით აღმაშენებელი რეიტინგი: 27050 ხმა 14.4% 3. ზვიად გამსახურდია რეიტინგი: 21446 ხმა 11.4% 4. ვაჟა-ფშაველა რეიტინგი: 20023 ხმა 10.7% 5. თამარ მეფე რეიტინგი: 19341 ხმა 10.3% 6. შოთა რუსთაველი რეიტინგი: 18412 ხმა 9.8% 7. იაკობ გოგებაშვილი რეიტინგი: 13788 ხმა 7.3% 8. ექვთიმე თაყაიშვილი რეიტინგი: 13717 ხმა 7.3% 9. გიორგი ბრწყინვალე რეიტინგი: 13470 ხმა 7.2% 10. უცნობი გმირები რეიტინგი: 13333 ხმა 7.1% 3 ზვიად გამსახურდია(sms073) 1939–1993 ვებ რეიტინგი: 15874 ხმა 13.5% SMS რეიტინგი: 3025 ხმა 13.9% ანკეტები: 2547 ხმა 5.3% ჯამური რეიტინგი: 21446 ხმა 11.4% ზვიად გამსახურდია 1939–1993 მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი. დაიბადა ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. სახელიც მამამ შეურჩია – ზვიადი. სკოლაში კარგად სწავლობდა. სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, უყვარდა ლიტერატურა, ისტორია. მეათე კლასში იყო, როცა 1956 წელს საბჭოთა ჯარებმა უნგრეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშეს. ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ მეგობრებთან ერთად თბილისში, ღამით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შვიდი ცალი პროკლამაცია გააკრა. ეს ტოტალიტარული რეჟიმისათვის წარმოუდგენელი დანაშაული იყო, თუმცა მამის ხათრით, ბავშვურ ცელქობად ჩაუთვალეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. მალე ზვიადმა თანამოაზრეთა ჯგუფი „გორგასლიანნი“ ჩამოაყალიბა და საქართველოს გათავისუფლება ცხოვრების მიზნად დაისახა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1972 წელს შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, 1975 წელს კი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა არჩეულ იქნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (შტაბ–ბინა მდებარეობს ლონდონში) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია ხდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (შტაბ–ბინა მდებარეობს მაინის ფრანქფურტში) წევრი. 1976 წელი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს დისიდენტურ მოძრაობაში. ამ წელს ზვიად გამსახურდია ქმნის „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფს“ (1989 წლიდან „საქართველოს ჰელსინკის კავშირი“), რომლის თავმჯდომარე გარდაცვალებამდე თავად იყო. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდის ადამიანის უფლებების, პირველ ყოვლისა კი ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემს იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვა). გამსახურდიას ინისიატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) ვრცელდება ცნობილი რუსი დისიდენტისა და მწერლის ალ. სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი“. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის ამერიკის კონგრესის მიერ ორჯერ (1977, 1980–იან წლებში) მოხდა ზვიად გამსახურდიას წარდგენა ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტად. ამავე წელს მას კვლავ აპატიმრებენ, რასაც მოსდევს ზვიად გამსახურდიას გარიცხვა მწერალთა კავშირის რიგებიდან და სასამართლო პროცესი, რომელზეც მან შეცდომად აღიარა თვითგამოცემის მასალების ემიგრაციისთვის მიწოდება და მათი გამრავლება–გავრცელება. გამსახურდიას აღიარება–მონანიება მაშინდელმა საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა. ამ ფაქტს ბევრი დღესაც ვერ ეგუება. ზვიადს რვა წლით პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება ელოდა, თუმცა აღიარების შემდეგ ორი წლით გადაასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში. პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ იგი გაემიჯნა დისიდენტურ მოძრაობას და საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ყოველი მისი საჯარო გამოსვლა თუ ლექცია მამულის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება იყო. 1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა მისი მეგობარი და თანამებრძოლი მერაბ კოსტავა. მაშინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი საკითხი იდგა: კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის ფუნქციონირება. ქართველებისათვის ამ მტკივნეულ საკითხებს, 1988 წლის შემოდგომაზე დაემატა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ზღუდავდა რესპუბლიკების სსრ კავშირიდან გასვლის შესაძლებლობას. ამ მოვლენებმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მიტინგი გამოიწვია. მიტინგს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მალე მიტინგის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი დააყენეს. რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 4 აპრილიდან დღისით და ღამით ათასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება. მათი დაშლა შეუძლებელი გახდა. დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია. მეორე დღეს ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობის სხვა წევრები დააპატიმრეს, თუმცა 40 დღის შემდეგ საზოგადოების პროტესტის გამო გაათავისუფლეს. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, გაიმარჯვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო“, რომლის ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო., ამიტომ იგი წარდგენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ინიციატივით 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა პირველი რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 98,3%–მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამრიგად, საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია მოხდა მშვიდობიანი გზით, რაც ეროვნული მოძრაობის სწორი ტაქტიკის შედეგი იყო. იმავე წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. დამოუკიდებლობის აღდგენით დაიწყო ახალი ეტაპი ქართველი ერის ისტორიაში. აგონიაში მყოფი საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა ამ ფაქტს. მის ანტიქართულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა ქართველი ერის მტკიცე ერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეროვნული ძალები ვერ გაერთიანდნენ. საქმე სამხედრო გადატრიალებამდე მივიდა(მასში ქართველ კრიმინალებთან ერთად მონაწილეობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი,პეჩორისა და როსტოვის სპეცრაზმები,ძერჟინსკის დივიზია-ყველა ის ძალა,რომელიც 9 აპრილის ტრაგედიასა,აფხაზეთის,სამაჩაბ ლოსა და სამეგრელოს ოკუპაციაში მიიღო მონაწილეობა!), რომელმაც შეიწირა არა მარტო ბევრი ქართველის სიცოცხლე, არამედ დემოკრატიის პრინციპებიც. კანონიერი ხელისუფლება დაემხო. ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი, თუმცა აფხაზეთის ომის დროს დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი მაინც დაბრუნდა საქართველოში, ცდილობდა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და ხელისუფლების აღდგენას, მაგრამ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ, მის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალები გამოიყენა, რომელსაც ადმირალი ბალტინი მეთაურობდა. დევნილი პრეზიდენტი სამეგრელოს მთებში აფარებდა თავს, 1993 წლის 31 დეკემბერს კი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში თანამებრძოლებმა გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა, თუმცა ეს ვერსია დღესაც არ არის დადასტურებული.,უფრო მეტიც ,არსებობს უტყუარი ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებ იგი იმავე წელს გადაასვენეს გროზნოში. ჩეჩნეთში ომის დროს მის ნეშტს ბევრჯერ შეუცვალეს ადგილი, 2007 წელს კი საბოლოო განსასვენებელი ქართულ მიწაზე, მთაწმინდის პანთეონში, თავისი მეგობრისა და თანამებრძოლის, მერაბ კოსტავას გვერდით ჰპოვა. ზვიად გამსახურდია წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ–არაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები. 1990 წლის 2 მაისს თბილისში „იდრიატის" ინტერნაციონალურ ფესტივალზე მან წაიკითხა ლექცია –„საქართველოს სულიერი მისსია“, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა... საქართველო კი არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა“. http://www.bestgeorgians.ge/index.php?l=1
  18. რას გადაეკიდეთ ზვიად გამსახურდიას? მისი მკვლელობისთვის სინანულის მაგივრად კიდევ ჰკლავთ,კაენის ცოდვა,ყორღანაშვილების სული არ გასვენებთ?!ზვიად გამსახურდიას ებრძოდა რუსეთის 100 000 ჯარისკაციანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი,როსტოვის სპეცნაზი, ძერჟინსკის დივიზია(9 აპრილის შემომქმედი) ედუარდ ბალტინის შავი ზღვის ფლოტი(აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი როლის შემსრულებელი!), ეს ყველაფერი რუსების მიერ საქვეყნოდაა აღიარებული!რუსეთის აგენტურა-იოსელიანი,კიტოვანი,სიგუა,ყარყარაშვილი(აფხაზეთში რუსებთან ომის შემდეგ მოსკოვის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა დათუაშვილთან ერთად),ხაინდრავები,ბერძენიშვილები,არველაძე, პრეს-კლუბი,გია ჭანტურიას ედპ, ზურაბ ჟვანიას მწვანეები,იმედი,ავაზა,თეთრი არწივი,ბათიაშვილი... მის მიერ მოცემული დამოუკიდებლობის პასპორტით ბლატაობთ საზღვარგარე !მადლობის მაგიერია?თუ გინდოდათ ელცინის და პუტინის უკანალში დარჩენა ,მაშინ გასაგებია თქვენი აგრესია ზვიადის და მერაბის მიმართ..."ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა,არამედ-ქვეყნიდან გაძევებაც.მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით,გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს".( პარიზი,ჟურნალი გუშაგი,1994წ.N1).ამის შემდეგ საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!..."რა შვებაა რა ზარია, აღსდგა ღმერთი სულმნათი დედამიწა ტაძარია ზეცა მისი გუმბათი!"-ზვიად გამსახურდია...არსებობს ორი გზა, ერთი ბარაბასი-ორჯონიკიძის,შევარდნაძის,,ჯაბას,ბერბიჭაშვილის...მეორე გზა ქრისტეს-წმ.ილია მართლის,ზვიად გამსახურდიას,მერაბ კოსტავას გზა! აირჩიე ქართველო ერო ქრისტეს გზა ჯვარცმის აღდგინებისა და ამაღლების!!!
  19. როცა გნახავ მაშინ გაიფხორე ასე ჯობია...მალე გნახავ ედუარდ ჯაბაევიჩის ძუკნა! :rolleyes:
  20. ეს ბოლო პოსტები ეხება ჟურნალისტების რეპრესიებს,რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების ახლანდელი "დამცველები"...მიხთი?
  21. მომისმინე შე ფინიავ, პმ-ზე მომწერე და შავყურა ვინ იქნება გაიგებ, უსიოკ ედუარდ ჯაბაევიჩის ცუგა? ველოდები...
  22. სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1) ,,საქართველოს მწერალთა კავშირი... საქართველოს სსრ ლხცს არქივი... ფონდი # 8... აღწ. 1, საქ. 2913... საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის 1977 წლის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში... 01.04.77“. სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი, თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე. თავმჯდომარე: - ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს. თქვენ ყველა გაეცანით თქვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო. ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეეანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ეოთილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი "მთვარის მოტაცება", მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი. ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ... (კითხულობს)" ... ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს. როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოდვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენ სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ "მოამბეში". მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გაძო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა. აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს. როგორ გაიმართლებს თავს . ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გვქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდი მოვიდა ხელმძდვანელობაში, კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას, და კიდევ უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა. ზვიად გამსახურდია - რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება? თავმჯდომარე - პრესისა და პროკურატურის მასალით. ზვიად გამსახურდია - იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ? თავმჯდომარე - გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება... „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში". ზვიად გამსახურდია - ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი. თავმჯდომარე - მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას, ჩვენ უნდა დავეერდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია. ზვიად გამსახურდია - გაზეთში ყველაფერი სიმართლეა? თავმჯდომარე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა, ზვიად! - არავის არ აინტერესებდა თქვენი გალანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო, გამოთქვით აზრი. თავმჯდომარე - ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?! ნოდარ დუმბაძე - ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში". კიდევ გავეცანით ჟურნალების წეებას, რომელსაც "ოქროს საწმისი“ ჰქვია პირადად მე, როდესაც წავიკითხე ,,ოქროს საწმისი", ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრათიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, - მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია. თავმჯდომარე - გიორგი! გიორგი ციციშვილი - მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა. მე ვნახე ხალხი დახოცილი "დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება. მე საშინლად ამაღელვა იმან, მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მო^ქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო წერს, როგორიც არის პროკურატურა. ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს. მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ, ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი. თავმჯდომარე - იოსებ! იოსებ ნონეშვილი - მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია. მე მიჭირს როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დდეს "ლიტერატურულ საქართველოშია" დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ,,ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია - არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში. მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე. ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს. თავმჯდომარე - მორის! მორის ფოცხიშვილი - შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, - ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი. თავმჯდომარე - კარლო! კარლო კალაძე - მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის. ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით. რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიდეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა. ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, მწერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე, უნდა ვიცოდე ისიც. რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად რაც ჩვენს თვალწინ არის, მე ამისიც მჯერა. რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით... ჩვენ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირის ხმა - ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. - და, რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწეისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ. მე წავიკითხე, რაც ზვიადს უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ გვქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე ათასჯერ შევხვედრივარ და ჩვენ არ გვქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა - აფეთქებული ხასიათის კაცია. ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი. თავმჯდომარე - კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი? ალექსი გომიაშვილი - ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი. თქვენ განაცხადეთ - ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არა ხართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? - და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ - რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ? ზვიად გამსახურდია - მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი. ალექსი გომიაშვილი - მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს. თავმჯდომარე - ვის სურს გამოთქვას აზრი? ვანო თარბა - უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში, ჩემს სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა, მძიმე მდგომარეობაში ვარ, ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც. არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია... ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი? იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა. თავმჯდომარე - გიორგი! გიორგი ნატროშვილი - ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანის საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გადმოცემები, ეს მასალა, ესენი ყველაფერი - როგორ შეიძლება?! ვუერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს. თავმჯდომარე - ელგუჯა! ელგუჯა მაღრაძე - ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველა იმის, რომელმაც ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, - ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა. მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხავობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ამ ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა. ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია. თავმჯდომარე - ხუტა! ხუტა ბერულავა - მწერალთა კავშირი - ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან. მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუ ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქნებ აღმოვაჩინოთ... თავმჯდომარე - ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის - დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“ , „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?! ხუტა ბერულავა - ყველაზეე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება. მე ვუერთდები ამხანაგების აზრს - საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს. თავმჯდომარე - კიდევ? ვახტანგ ჭელიძე - ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი იმიტომ, რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი, იმის შემდეგ რა საბუთებსაც ჩვენ გავეცანით - იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას, - წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და ვუერთდები საერთო აზრს - ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში. თავმჯდომარე - სერგი! სერგი ჭილაძე - მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია - საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია. ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს - „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ესა აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო. მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ - იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული. ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა „,თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს, ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა - ამ კითხვებზე პასუხი იყოს. მორის ფოცხიშვილი - ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორი, ამან დაბადა ეს აზრი. ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ. თავმჯდომარე - კიდევ? რევაზ მარგიანი - ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართული საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს - არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა. თავმჯდომარე - ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს? ირაკლი აბაშიძე - რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში? ზვიად გამსახურდია - 1966 წლიდან. თავმჯდომარე - 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად! ირაკლი აბაშიძე - 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ. თავმჯდომარე - უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად. ირაკლი აბაშიძე - რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ - საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ... (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ... ზვიად გამსახურდია - ბოლოს ვიტყვი ირაკლი აბაშიძე - სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ? ზვიად გამსახურდია - სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი. ირაკლი აბაშიძე - თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ? 11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემს თავზედაც - ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ - რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემს თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუ კი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის - აუწევთ ხელს. იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს - მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც, უნდა გვემუშავა. მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ - მე ჩემს შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს. ხმები - სთქვას. ზვიად გამსახურდია - საერთოდ რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს - საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში, არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა. რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს? ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოიგზავნება აქ და იბეჭდება ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა ჩამოვთვალო? აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ გადავცემ ნაცნობ-მეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის. რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე. არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ - არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, - ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს. გიორგი ჟორჟოლიანი - მე არ ვარ მაგ წერილის ავტორიო... ზვიად გამხახურდია - თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ მე ვარ მაგ წერილის ავტორი, ან ეს პროკლამაციაც ჩემი თარგმნილია... მე არ ვაწერ ხელს ჟურნალს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არა, მე არა ვარ მშიშარა. მე არ ვიცი სად გამოდის ეს ჟურნალი. ამ ჟურნალში ყველაფერი - რაც ფაქტიური მასალაა - სიმართლეა და მე ამაზე ვაწერ ხელს. გიორგი ციციშვილი - თქვენ ამბობთ, რომ არ იცით, სად გამოდის, ვინ არის რედაქტორი და ხელმძღვანელი. გაქვთ თუ არა უფლება მწერალთა კავშირის წევრს ბეჭდოთ, გაუშვათ თუნდაც უწყინარი კორესპონდენცია იმ ჟურნალში, რომლის არც რედაქტორი იცით, არც შემდგენელი, არც ინიციატორი, არც ფასი აწერია და ის კი ნამდვილად იცით, რომ არალეგალური ჟურნალია. მე პირადად არც მინახია ეს ჟურნალი. ეს რომ ყოფილიყო დაბეჭდილი „ცისკარში“, „მნათობში“, გამოვიდოდი, შევათასებდი. რანაირად შეფასდება ეს თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როცა თქვენ ბეჭდავთ იმ ჟურნალში? ზვიად გამსახურდია - ბატონო გიორგი, ეს ისეთი ჟურნალია, სადაც შეიძლება ხვალ თქვენი ნაწარმოებიც მოხვდეს. მე ჩემს ნაწარმოებებს ვუშვებ ჩემს ნაცნობ-მეგობრებში, ისეთებს, რომლებსაც არ მიბეჭდავს პრესა. იქ რედაქციაა და კანტორა კი არ არის, როგორც წერენ, არავითარი კანტორა არ არის. ეს გეშლებათ. ეს ყველაფერი დასადგენია და რაც განზრახული გაქვთ უკვე, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. დართული ფაილები: სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2) თავმჯდომარე - ბატონო გიორგი! გიორგი მერკვილაძე - ზვიადის გამოსვლამ ჩვენ მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც ფაქტებს თავისი ლოგიკა აქვს და არა მგონია, რომ თქვენ არ იცოდეთ ამ ჟურნალის ასავალ-დასავალი. ბოლოსა და ბოლოს თქვენი ნების გარეშე როგორ იბეჭდება? თქვენ სრული უფლება გქონდათ პროტესტი გაგეცხადებინათ ოფიციალურად, როგორც ეს მოხდა მოსკოვის გაზეთებში და რაკი ეს ასე არ არის, თქვენ თანამშრომლობთ ამ ჟურნალში და თანაუგრძნობთ ამ ჟურნალის პოზიციას. კავშირის წევრად ყოფნა იმას ნიშნავს, რაც ევალება, უნდა დაიცვას, თქვენი პოზიცია ამას ეწინაადმდეგება ბუნებრივად ისმება საკითხი, - თქვენი საქმიანობის შეფასება იმ მოვლენების გარეშე არ შეიძლება. თქვენ თქვენი ნიჭით, თქვენი ოჯახის ტრადიციებით, რასაკვირველია, კავშირში უნდა იყოთ ჩვენთან და თქვენი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოა ამისა, ამიტომ მეც მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ თქვენი კავშირში ყოფნა შეუთავსებელია კავშირის წევრის მოვალეობასთან. თავმჯდომარე - გურამ! გურამ ფანჯიკიძე - მე ვარ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან მიჭირს დღეს გამოსვლა, ვინაიდან ორი წელია მე და ზვიადი ერთმანეთს არ ველაპარაკებით, რადგან გვქონდა ძალიან დიდი ჩხუბი - ახლა არ მინდა ამ გაჭირვებულ დროს ბრალმდებელი გამოვიდე, ვინაიდან არ დავემსგავსო ჩასაფრებულ მტერს. მიუხედავად ამისა მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს ისე კი არსებობს წესდება. მაგალითად, პარტიიდან რიცხავენ კაცს, თუ სამი თვის საწევრო არ გადაიხადა, ვინაიდან ზვიადი არ ემორჩილება მწერალთა კავშირის წესდებას, არ იზიარებს მის პროგრამას, თვითონვე უნდა გასულიყო ამ კავშირიდან. რასაკვირველია, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ თავმჯდომარე - ხომ არ სურს ვინმეს კიდევ გამოთქვას აზრი? ხმები - ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, ყველამ! თავჯდომარე - არჩილ! არჩილ სულაკაური - მეც იგივე მინდა ვთქვა, რაც გურამმა. მე და ზვიადს არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დიდი ხანია. მე, როგორც თქვენ, პირველად გავიგე პრესიდან ეს ამბები. მე პრინციპულად არ ვკითხულობდი რასაც ეგ წერდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად, ბატონი ირაკლის გამოსვლის შემდეგ, არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო იმას, რომ პიროვნება უარყოფს, იმას ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონია... ზვიად გამსახურდია - კავშირი კი მქონდა, ჩემი მასალა დაბეჭდილია, ამას ყველა ხედავს, სად და როდის გამოდის, მე არ ვიცი. არჩილ სულაკაური - ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე ვიზიარებ საერთო აზრს. თამაზ ჭილაძე - ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს. თავმჯდომარე - გურამ! გურამ ასათიანი - ყველამ თქვა და მეც უნდა ვთქვა - ძალიან მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მე არა მგონია, რომ დარბაზში იყოს მწერალი, რომელიც პირად მტრად თვლიდეს ზვიად გამსახურდიას. მე ესეც მაწუხებს, მე მინდა ზვიადს მივმართო და თუ ის ობიექტურად შეაფასებს, ძნელია ასე დასცილდეს პირად განცდას. მე მგონია ყველა, ვინც აქ არის, აბსოლუტური უმრავლესობა ისაა,რომელთაც ყველაზემეტად იციან კონსტანტინე გამსახურდიას ფასი. უფრო მეტი, ეს ის ადამიანები არიან, არამარტო უფროსები არამედ შუა თაობა, რომლებიც ზვიადის ოჯახს იცნობენ, მის ღვთისნიერ დედას, შესანიშნავ დას და გასაგები უნდა იყოს ჩვენი გრძნობები. აქვე ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ, რასაკვირველია, ჩვენი დდევანდელი საუბარი ნაგვიანევია. უნდა გვეცადა ყოველ ჩვენგანს (ჩემგან დავიწყებ), რომ ეს დღე არ დამდგარიყო. იმის მიხედვით, რაც მე მსმენია, რასაც გავეცანი გუშინ, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება - მე ვფიქრობ, ის გზა რომელიც ზვიადმა აირჩია, მცდარია და სარისკო. ეს ის საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწარე შედეგები, ისეთი სავალალო შედეგები, რომელსაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი ვერ გამოისყიდის. მე ასე მჯერა, ამის თქმის უფლებას მაძლევს გამოცდილება, რომელიც შეუძენია უფროსი თაობის მწერლებს, კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი თაობის მწერლებს. საბოლოოდ გავიმეორებ, ის, რაც აქ ითქვა, - ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი პრინციპები, თავისი წესდება და თუ რომელიმე უპირისპირდება ამ პრინციპებს, ის აყენებს თავს ამ ორგანიზაციის გარეშე. ზვიად გამსახურდიას ადგილზე მე პირადად უფრო ადრე დავწერდი განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოგვეყვანა კავშირიდან. თავმჯდომარე - შემდეგ კიდევ ვის სურს გამოსთქვას აზრი? კოსტა მარგიევი - მე მასალებს არ ვიცნობ. ვიცნობ მხოლოდ გაზეთებში დაბეჭდილ მასალას. დღეს ვხედავ პირადად ამ შესანიშნავ ახალგაზრდას, მაგრამ მე თანახმა ვარ პრეზიდიუმის აზრისა. თავმჯდომარე - ფრიდონ! ფრიდონ ხალვაში - ამხანაგები გამოვიდნენ. მე ვეთანხმები ამხანაგების აზრს. სხვა მხრივ საქმის კურსში მე არ ვარ, გარდა იმისა, რაც პრესაში იყო და უმრავლესობის აზრს ვუჭერ მხარს. თავმჯდომარე - რომან, თქვენ თქვენ ხომ არ გნებავთ რამე? რომან მიმინოშვილი - ძალიან ძნელია ლაპარაკი. გვიან შემოვედი. აქ რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვატყობ პატივცემული ზვიადი უარყოფს იმას, რომ ეს გამოცემები მისი ინიციატივით ხდებოდა. პრესაში რაც გამოქვეყნდა მასალა, ეს მხოლოდ ნაწილია, რის საქმის კურსში შეიძლება იყოს განყოფილება. აქ რომ მოვდიოდი, მე ზოგიერთი რამ მოვიტანე (გადასცემს გრიგოლ აბაშიძეს) და ზოგი რამ გამგეს აქვს. ეს არის „თავისუფლების ტრიბუნა“, სადაც დაბეჭდილია ზვიად გამსახურდიას სიტყვა და აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნოველა და რამდენადაც მე ვიცი კონსტანტინე გამსახურდიას არქივზე არავის არ მიუწვდება ხელი. თავმჯდომარე - ეს არის ემიგრანტული ჟურნალი? რომან მიმინოშვილი - დიახ, ეს არის ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან გ. წერეთელი, მ. ნოზაძე და... ზვიად გამსახურდიას ღია წერილი პროფესორ ლენგს. ზვიად გამხახურდია - ეს ჩემია, მე ვაწერ ამას ხელს. ეს წერილი მე გავუგგავნე დევიდ ლენგს. ასევე ხვდება „თავისუფალ ხმაში“ ყველაფერი. ვის მიაქვს, მე არ ვიცი. რომან მიმინოშვილი - აი ეს ერთგვერდიანი ამონაწერი „საქართველოს მოამბიდან“. აქ არის ჩამოთვლილი ის პირები, რომლებიც მოსკოვში ხელმძღვანელობენ ე. წ. ადამიანთა უფლებათა დაცვას და მათი წერილია, რომელსაც ხელს აწერენ აკადემიკოსი სახაროვი, ტვერდოკრედოვი და ჭელიძე და იტყობინებიან „საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფი...“ (კითხულობს)... შემდეგ ამას მოსდევს ადამიანთა უფლებათა დაცვის საინფორმაციო ჯგუფი საქართველოში - „ადამიანის უფლებათა ჯგუფი ჩამოყალიბდა საქართველოში 1974 წელს - ჯგუფი მიზნად ისახავს შეისწავლოს... (კითხულობს)... ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე და სხვანი. „ოქროს საწმისის“ შესახებაც იგივე მდგომარეობაა. ზვიად გამსახურდია - რასაც მე ვაწერ ხელს, ის არის ჩემი, რაც შეეხება მაგ ჯგუფს, საბჭოთა კავშირმა მოაწერა პირველმა ხელი. რომან მიმინოშვილი - ამ „ოქროს საწმისთან“ დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, „ოქროს საწმისში“ არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. საიდან ღებულობს რედაქცია? ზვიად გამსახურდია - მთელს ქალაქში დადის ეს. რომან მიმინოშვილი - აი ეს არის ჩემი ინფორმაცია. თავმჯდომარე - რეზო! რევაზ ჯაფარიძე - მეგობრებო, ალბათ თვითეული ჩვენგანი დათმობდა თავისი სიცოცხლის რამდენიმე წელს, რომ ეს ამბავი არ მოსწრებოდა. მე დავთმობდი რამდენიმე წელს, რომ არ მჭირდებოდეს აქ გამოსვლა. მე არ ვიტყვი რატომ, რა ურთიერთობა მქონდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, როგორ მიყვარს ზვიადი, მაგრამ აქ რომ ბრძანდებოდეს, ჩვენს პრეზიდიუმზე, ბატონი კონსტანტინე ისიც ასე იტყოდა. არსებობს წესდება და ფორმალური ლოგიკა მოითხოვს, როცა არ ეთანხმები ამ წესდებას, შენ თვითონ დასწერო განცხადება და არ ჩაგვაყენო ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იყო, რომ ზვიადს ასე გაეკეთებინა და ძალიან ვწუხვარ, და იძულებული ვარ ყველა იმის გამო, რაც ჩვენთან არის აქ, მხარი დავუჭირო ამ წინადადებას. თავმჯდომარე - მურმან! მურმან ლებანიძე - გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი. თავმჯდომარე - ამხანაგებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ - როცა ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია და ნუ გავხდით სადაოს, და თუ კი ზვიადი დაამტკიცებს, ჩვენ არ გაგვიჭირდება სხვანაირად ვიმსჯელოთ. მურმან ლებანიძე - მაინც ნუთუ ზვიადს არ დაუძახეს და დღეს სალაპარაკო ხდება - არის თუ არა რედაქტორი. დღეს ზვიადი აქ უნდა მოსულიყო აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად შემზადებული, რომ ეთქვა - კი ბატონო! ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზვიადის აღსარება და სად? - სხვაგან, ისე რომ ჩვენ არ გვეცოდინება. თუ ის მარტო გურამ რჩეულიშვილის კეთილი მოსაგონარის ავტორია, მაშინ ულოგიკოა მისი გარიცხვა. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება. თავმჯდომარე - კიდევ თუ დარჩა ვინმე? შოთა ნიშნიანიძე - ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რაც აქ ითქვა, თუ ეს ბრალდებები დოკუმენტირებულია, კარგია, თუ კი ზვიადი მოახერხებს თავის მართლებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საჯაროდ, პრესაში აღიაროს შეცდომები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მას ისეთი აღზრდა აქვს, ისეთ გარემოშია აღზრდილი, რომ არ შეიძლება ერისათვის სასარგებლო არ იყოს განათლების გამო, წიგნიერების გამო, ხომ შეუძლია ისე ითანამშრომლოს, რომ ერისათვის სასარგებლო იყოს. მე მგონია მთელი ქართველი მწერლობისა თვის ეს კარგი იქნება, თუ გამართლება და თავის თავის რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, ამ შეცდომის აღიარება ნიშნავს მისი სინდისის წინაშე ერთგვარ გამარჯვებას და პერსპექტივაში ჩვენთან იქნება ეს კაცი. თავმჯდომარე - ვინ დარჩა კიდევ? ანა კალანდაძე - ბატონი მურმანისა არ იყოს, რა უნდა ვილაპარაკო, პირველი განცდა ის არის, რომ ბატონი კონსტანტინეს აჩრდილის წინაშე ვართ ყველანი უმძიმეს მდგომარეობაში და განსაკუთრებით მე. ზვიადი ნათლიმამაა ჩემი, ნათელმირონი მაკავშირებს. და რაც აქ ითქვა, იმან მე ცოტა იმედი მომცა. პირველი სამსჯავრო - ეს არის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი. ნუთუ არავინ დაიბარა, მარტო ჩვენ ვართ პირველები?... შეიძლება მოხდეს სასწაული და ზვიადმა თავი გაიმართლოს და ამოვისუნთქოთ. შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაული და მე ამ სასწაულისა მჯერა. თავმჯდომარე - ბატონო დემნა! დემნა შენგელაია - ამხანაგებო, ძნელია იმ ყმაწვილის მდგომარეობა და მისი გათვალისწინება ჩემთვის, რომლის ხელშიც ის გაიზარდა. სულ პატარა იყო, როდესაც კონსტანტინე მას თავს ევლებოდა და დღეს სულ სხვანაირად წარმოსდგა. საკმარისია ჩემთვის ის, რაც პრესაშია, არ შეიძლება ასე, პირადი მორალის საკითხი საეჭვოა ძალიან, ანონიმურ წერილებს რომ კაცი წერს სამღვდელოებაზე, 170 წერილი გაუგზავნია ანონიმური, და ზვიადმა ამაზე ნაკლები წერილები კი არ გაგზავნაო. გაუფრთხილდეთ ქართულ ენასო, ეს ისეთ ეჭვებს აღძრავს, აქ არავითარი სასამართლო დადასტურება არ გვჭირდება, ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი ახდენს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას, როგორც მოქალაქის და აქ ინტელექტის მდგომარეობაა კიდევ საფიქრებელი. ჭკუათმყოფელი კაცი ამას არ იზამს და მით უმეტეს შენ, სამშობლოს შვილი ხარ და ამღვრევ წყალს. მე ვწუხვარ ჩვენი ოჯახის წევრი აქამდე რომ მივიდა და თუ ზვიადი მოახერხებს იმას, რომ გაიმართლებს თავს, არ ვიცი, ეს არის ცილისწამება. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება, ეს იქნება მისი გადარჩენა და კონსტანტინეს გადარჩენა და გადარჩენა ჩვენი პრეზიდიუმის სახელის გატეხისა, ეს საკითხი ძალიან რთულია. რთულია ჩემთვის პირადად ბიოგრაფიულად მისი წარმოდგენა, ეს „სამიზდატი“, ეს ყველაფერი, არაფერი სისაძაგლე რომ არ აკლია ამ საქმეს. ეს სამწუხარო მდგომარეობაა. არ აკლია არც ანტიპატრიოტიზმი, არც ამხანაგების დასმენა და გაწირვა. აბა რა არის ანონიმური წერილები. მე ძალიან მენიშნა ერთი სიტყვა, რომელსაც ამბობს სამდვდელოება „პარანოიკები“. მე ვფიქრობ, ეს საქმე გარკვეული იქნება და, თუ თქვენ გაიმართლებთ თავს, ამაზე ბედნიერება რა იქნება, მაგრამ არა მგონია აქედან გამოსავალი იყოს თავმჯდომარე - ამხანაგებო, ყველამ გამოთქვა აზრი და ყველამ აღნიშნა ეს მძიმე ამბავი და, თუ ვინმე არის მძიმე მდგომარეობაში, ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე, რადგან ჩემს დროს ხდება. რა თქმა უნდა, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენი მტერი ჰყავს, რომ მტრის გამოგონება კიდევ არავის არ სჭირდება და ვიდრე ამ საკითხს აქ მოვიტანდით, გვითხრეს, რომ ეს ფიქსირებულია. მაგრამ რაკი ზვიადმა ეს განაცხადა, ბევრი სიკეთე გვაკავშირებს მასთან, თუ კი ის იმ აზრისაა, რომ არ იზიარებს, რაც აქ არის და გაიმართლებს თავს ან დასწერს ეხლავე, რომ გმობს ყველაფერს... ზვიად გამსახურდია - ყველაფერს არ ვგმობ. რაც მე დამიწერია, იმას არ ვგმობ. არავითარი ანტისაბჭოთა მე არ დამიწერია, მთავრობის წინაადმდეგ მე არაფერი დამიწერია. რაც შეეხება პროკლამაციას, ის მე არ მეხებოდა, არ ვიცი. თავმჯდომარე - თუ თქვენ ცნობთ, რომ ეს არის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, გმობთ და არ იზიარებთ; არ იზიარებთ იმ რადიოადაცემებს და წინააღმდეგი ხართ ამ მოქმედების... ზვიად გამსახურდია - ყველაფერს როგორ ვგმობ, ჩემი თავის წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები? დამიწერია დავით გარეჯის ძეგლის მდგომარეობის შესახებ და სხვა ძეგლების შესახებაც და ამას ყველაფერს მე არ ვგმობ. ვგმობ იმ პროკლამაციას, რაც არის ანტისაბჭოთა, ანტისაბჭოთა მე არაფერი დამიწერია. გიორგი ჟორჟოლიანი - თქვენ განაცხადეთ, - არ იცით ამ ჟურნალის გამოცემა, სად იცემა და ვინ განაგებს და არც მოგწონთ. მაშ როგორ ბეჭდავთ? შოთა ნიშნიანიძე - დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი, აი ის, რაც მოგვახსენა. ეს კარგი იქნება. თავმჯდომარე - ზვიად, როცა თქვენ იყავით სირაძესთან, განა არ იყო ამაზე ლაპარაკი? ზვიად გამსახურდია - სირაძესთან მე ვიყავი მკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით და ეს ვუთხარი. გიორგი ჟორჟოლიანი - „ოქროს საწმისი“ იხსნება თქვენი წეილით და ლექსით. ზვიად გამსახურდია - ლექსი ჩემია, წერილი კი არა გიორგი ჟორჟოლიანი - ხელმოწერა არის ბატონი ზვიადის. სერგი ჭილაია - ბევრ რამეზე ამბობს უარს და ეგებ დაწეროს. თავმჯდომარე - მე ნუ ჩამაყენებთ ბრალმდებლისა და მოსამართლის როლში. ჩვენ მოვუსმინეთ აქ გამოთქმულ აზრებს. თუ მართლა ზვიადი დაამტკიცებს, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ჩვენ გვეტყვიან და აღვადგენთ ისე, რომ წასული არ იქ მისი გარიცხვა, ეს იქნება ჩვენთვის დიდად სასახელო და ჩვენი ყველას რეაბილიტაცია. განა მარტო ზვიადი, არამედ მთელი ორგანიზაციაა უხერხულ მდგომარეობაში. ვის გაეხარდება ეს. ხვალვე დავარღვევთ ამდადგენილებას, ოღონდ დაამტკიცეთ. როგორ გეკადრებათ?! ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კავშირის წევრისათვის ეს შეუთავსებელია და შენ თვითონ უნდა დაასაბუთო შენი სიმართლე. შენ არაფერი სთქვი. კენჭისყრა მაინც უნდა მოხდეს, ფორმალურად ხომ უნდა ვუყაროთ კენჭი იმას, რაც აქ ითქვა. რევაზ ჯაფარიძე - არ უნდა კენჭისყრა. თავჯდომარე - ვინ არის მომხრე იმ აზრისა, რომელიც თქვენ სთქვით?.. არ არის კენჭისყრა საჭირო?! ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელსაც ყველა აწერს ხელს? ირაკლი აბაშიძე - რომ გაირიცხოს?! თავმჯდომარე - ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად. მე კიდევ ვიმეორებ, თუ ზვიადი დღესვე დაამტკიცებს იმას, რაც მან განაცხადა - არა აქვს კავშირი ამ საქმიანობასთან, ჩვენ პირველები ვიშუამდგომლებთ, რომ გააუქმონ დადგენილება. ალექსი გომიაშვილი - მოდით ორშაბათამდე მივცეთ ვადა, ორშაბათს თუ წარმოადგენს, ხელახლა შევიკრიბოთ და გადავხედოთ. თავმჯდომარე - ჩვენ კენჭი ვუყარეთ და გავათავეთ და მე ვამბობ - თუ კი ზვიადი გამართლდება, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს და არ იზიარებს იმ პროკლამაციის დაბეჭდვას და ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ჩვენ ყველანი დავუჭერთ მხარს მის კავშირში დაბრუნებას. ამით ჩვენი ეს დღევანდელი სხდომა დამთავრებულია... სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი - რომელზეც ბატონი ზვიად გამსახურდიას ობსტრუქცია მოეწყო და იგი „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ გაირიცხა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. საბჭოთა ინტელიგენციის საძაგელი სახის მაჩვენებელი და დამადასტურებელი დოკუმენტი: ალექსი გომიაშვილი, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ნატროშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი ციციშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გურამ ასათიანი, გურამ ფანჯიკიძე, დემნა შენგელაია, ელგუჯა მაღრაძე, ვანო თარბა, ვახტანგ ჭელიძე, თამაზ ჭილაძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, კოსტა მარგიევი, მორის ფოცხიშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ მარგიანი, რომან მიმინოშვილი, სერგი ჭილაია, სერგი ჭილაძე, ფრიდონ ხალვაში, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ნიშნიანიძე, ხუტა ბერულავა. ამათი შვილები მიტინგებზე,ისტორიის სახელმძღვანელოებში ლექციებზე(ჭილაია, გ.ჟორჟოლიანი, დათო მაღრაძე... დიდი ათეულის წარდგენისას,მათი მხარდამჭერი სტინგი და სახვა კაენის მოდგმა) ებრძვიან მათ მიერ მოკლულ მამულიშვილს...ღმერთო შეუნდე კაენური ცოდვა ამ საცოდავებს!!!
×
×
  • შექმენი...