
proletari
პლანეტელი-
პოსტები
914 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
2
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი proletari
-
`ეროვნული ფორუმის წევრს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
proletari replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰოდა, მითუმეტეს პროვოკაციია ეს და არ უნდა აყვნენ... წინაარმდეგ შემტხვევაში გამოვა რომ ბოლშევიკების თამაშს თამაშობენ ეგენიც -
ყველას კი არ უნდა გასცე პასუხი. გაატარე
-
`ეროვნული ფორუმის წევრს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
proletari replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეთანხმები. მაგრა ერთი ის არის რომ რაც უფრო დიდხანს არ ელაპარაკები, მით უფორ გასდით თავს და ჰგონიათ რომ ეგენი არიან რაც არიან. ერთი ორჯერ უნდა შეაკურთხო, კი არ ესაუბრო, შეაკურთხო, რომ იცოდეს მარტო არ არის და ადრე თუ გვიან მაინც ცუდად წაუვა საქმე -
ახალი შემცირებები დაიწყო და გაგრძელდება
proletari replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იმედია ისევ გვანახებ ამ ადგილების სურათებს.. ისე დემორკატიული ქვეყნის პირველი ნიშანია ამ ადგილებით სიამაყე -
და ხელოვნურად შექმნა რა ნიშნავს იქნებ გაგვანათლოთ ისენი, ვისაც მოდელირებული იმედი არ უნახავს და არ იცნობს ამ ხელოვნებას
-
კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა კარდუსტანის დიდმა ბელადმა, პლანეტა კი ჩუმად არის. კიდევ კარგი კარდუსტანის მშვენება ფორუმი იძლეევა საშუალებას გავიგოთ ჩვენი წინსვლების შესახებ Медведев не едет на Мюнхенскую конференцию из-за Саакашвили Президент РФ Дмитрий Медведев не поедет на ежегодную Мюнхенскую конференцию по вопросам политики безопасности в феврале следующего года, куда его официально пригласил ее председатель Вольфганг Ишингер. В Кремле это объяснили плотным графиком президента РФ, но, по данным дипломатических источников газеты "Коммерсант", настоящая причина состоит в том, что центральной темой форума станет ситуация на Кавказе, а также что на мероприятии будет выступать президент Грузии Михаил Саакашвили ანუ სააკაშვილმა მედვედევის ვიზიტი ჩაშალა
-
პურის ცხობა უნდა დაიწყო, ქართული პურის
-
მე არ მახსოვს აფხაზეთი სკოლაში გვასწავლიდნენ (პრინციპში, კი არ გვასწავლიდნენ, გვთხოვდნენ ზუსტად ისე გვცოდნოდა, როგორც თავად სურდათ. ალბათ, თავის დროზე მათაც ასე ,,ასწავლეს") რომ ტერიტორია, რომელზეც ვიშვით ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილი და რომ, მისი მთლიანობისთვის, მისი ერთიანობისთვის, მისი ღირსებისთვის (ხო, ეს სიტყვა განსაკუთრებით უყვარს აყროლებულ პედაგოგიკას და ქართულ მიტინგებზე მოხრიალე ტომის ბელადებს) თუ საჭირო გახდებოდა თავი უნდა გაგვეწირა, რომ ჩვენ ყველა ცხრა ძმა ხერხეულიძის და გრიგოლ ხანძთელის და ასი ათასი მოწამის (ეს ის ,,ასი ათასი" ნატანჯ - ნაბეგვი მამულიშვილია, შიგადაშიგ მათი ხსოვნის პატივსაცემად დღესაც რომ მოუძღვება მრევლს პატრიარქი და მამა იობი მეტეხის ხიდზე, თან გაბრწყინებული სახის ახალგაზრდა სტიქაროსნების არმია მოყვებათ - ნახეთ, რამდენი ვართ, ვერ გადაგვაჯიშებთ და ვერ წაგვართმევთ ქართველობას და მართლმადიდებლობასო) შთამომავლები ვართ, რომ ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი მიწა - წყალი, ვასახელოთ მამა - პაპა (ნუ, თუ ჭიქას არ წაუქცევთ საფლავზე, თავი მაინც შეწირეთ მათ დანატოვარსო) და ა.შ. მაგრამ აბსოლუტურად ყველა მსგავსი შეგონება მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით: არ დაგავიწყდეს, ქართველი ხარ!!! არ დაგავიწდეს, ვისი გორისა ხარ!!! რა თქმა უნდა, იქვე იყო შავმეწამული დროშები, ხატების კუთხე რომელსაც წითელი ,,კერასინკები" ბოლავდა და სამხედროს გაკვეთილები, სადაც მხოლოდ იმ იმედით დავდიოდით რომ ერთხელაც იქნება და ავტომატის დაშლა - აწყობას გვასწავლიდნენ - მაგ დღეს რა თქმა უნდა არ მოგვასწრეს. სამაგიეროდ ჯარისკაცულ ფიცზე გვიყვებოდა, სამშობლოს ჰიმნს გვაზუთხებდა და საომარ სტრატეგიაზე გვიკითხავდა ლექციებს ერთი სტალინელი და ნაფრონტალი გრიგოლი, მასწავლებელი. პრინციპში, მიყვარდა ის კაცი, მის ხაკისპერ სამოსზე მოვერცხლილი ჩინ - მედლებითურთ, ჩუმად რომ დააბიჯებდა სკოლის დერეფნებში და დირექტორის დანახვაზე მხედრულ სალამს უძღვნიდა, ისე, თითქოს რომელიმე ქვედანაყოფის მეთაურს ესალმებაო. სკოლა ჭირის დღესავით მეზიზღებოდა და აღარ გავაგრძელებ ნევროტულ ოხვრას და ათასჯერ გადატრიალებულ - გადმოტრიალებულ 90 - იანებს, უბრალოდ... სიტყვა ,,ქართველი" იმდენჯერ და იმდენ ბრუნვაში მესმოდა ბავშვობიდან, რომ ლამის მაშინვე დავიჯერე რომ მართლა არსებობს ,,ზეციური საქართველო" და რომ იქ, მხოლოდ რჩეულები ხვდებიან (უფრო სწორედ, რჩეული ,,წამებულები") და რომ იქ მოხვედრა სამოთხეზე კარგი ,,პონტი" იყო... სამოთხე იქით იყოს და, ბებიაჩემს 6 წლის ბავშვი ვეჭირე ხელში იმ საზიზღარი შავმეწამული დროშით და ,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" მაყვირებდა. ეს უკვე 9 აპრილის მერე იყო, ალბათ მეორე თუ მესამე დღე. მოკლედ, ,,ჩვენ, ქართველები", ,,ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრის შვილები", ,,ჩვენ ზეცაშიც კი გვაქვს ჩვენი სამოთხე - ჩვენი საქართველო" და მსგავსი სადღეგრძელოები პატრიოტთა შემართული მუშტებითურთ უხვად ჩაიბეჭდა ჩვენ გონებაში. და მაშინ როცა, აფხაზეთი დაიკარგა და ,,ქართველები" პირველი პრეზიდენტის მიერ აფსუებად შერაცხულმა ადამიანებმა საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს, ისედაც ეიფორიაში და ნაციონალურ ისტერიაში მყოფმა დანარჩენი საქართველოს შვილებმა ხელი პირდაპირ ჩრდილოეთისკენ გაიშვირეს - სულ ბეპაევის და ბალტინის ბრალია ყველაფერი, ამხელა რუსეთი გვებრძვის და ჩვენ რას გავხდებოდით, ერთი ეგ არის, ამერიკა გვეხმარება, ვერ ხედავთ, თვით ბეიკერიც კი ,,მხედრიონის" საპატიო წევრი გახდაო? პრინციპში, რა უნდა მოგეთხოვა დახუთული საბჭოეთიდან ახალთავგამოყოფილი ,,37 მანეთიანი" ადამიანებისთვის, რომლებსაც პარტია დედა - ეკლესიამ და სტალინი ზვიად გამსახურდიამ ჩაუნაცვლა? არც არაფერი, მაგრამ... სულ ცოტა ხანში ქალაქის გასასვლელებთან გაჩნდა ბანერები - ,,გახსოვდეს აფხაზეთი" (რატომღაც, სამხრეთ ოსეთს, ტაო - კლარჯეტს და ბოლო-ბოლო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ სამშობლოს არავინ გვახსენებდა) და ყოველ ზღვაზე წასვლაზე, გზაში, მახსოვს საჭესთან მჯდომი მამაჩემის სევდიანი ამოოხვრა ამ ბანერების დანახვაზე. ამაში საგანგაშო არაფერია, ვისაც ახსოვს, რა თქმა უნდა, სათუთად უნდა გაუფრთხილდეს ამ ხსოვნას. ვისაც უყვარს, უნდა ასჯერ მეტად უყვარდეს, რადგან დაკარგულია, დაკარგულზე სენტიმენტები კი ალალია. მერე რა რომ მე არ მახსოვს და არ მინახავს? ეს არაფერს ცვლის, არც ტოკიო მინახავს, მაგრამ მაინც მიყვარს. ჩვენ გავიზარდეთ და გურამ პეტრიაშვილიდან, ჯაბა იოსელიანიდან, პატრიოტულ - მილიტარისტული ბანერებიდან, ,,გიხაროდენიდან", ,,კერასინკებიდან", შაქრო კალაშოვიდან და ჯულიეტა ვაშაყმაძედან პირდაპირ ვარდისფერ დერეფნებში მოვხვდით, ვარდისფოთლებწაყრილებმა ეკრანებს შევხედეთ და დავინახეთ, რომ ვიღაც ფსოუს წყალს სვამს, ვიღაც მეგობარს ეპატიჟება მატარებელში - წამო სოხუმშიო, ვიღაც ნავით სეირნობს გაგრის ნაპირებთან, ვიღაც კიდევ ბედნიერი სახით გვამცნობს, რომ გაიხსნა აფხაზეთში დაღუპულთა კიდევ ერთი მემორიალი. შევხედეთ და დავინახეთ, რომ პატრიოტთა ბანაკებში ისეთივე საჯიშე ქართველები გამოყავთ, როგორც თავის დროზე გრიგოლ მასწავლებელს გამოვყავდით. უბრალოდ, იმას ვერ გაერკვია - ,,პატრიოტ სტალინელებად" გავეზარდეთ თუ ,,პატრიოტ ზვიადისტებად". აქ კი ყველაფერი გარკვეულია - მათ იციან, რომ ემსახურებიან საქართველოს, რომ მისი ტერიტორიებისთვის თავს გაწირავენ, რომ ეს ის მიწაა სადაც თამარი და დავითი (შალვა რამიშვილის ვიდეო არტი გამახსენდა ,,რატომღაც")... და ზოგჯერ ბუჩქებშიც კი შეუძლიათ ჟიმაობა. მერე რა რომ თანაპატრიოტელს ორალურ სექსს ვერ აკადრებენ? სამაგიეროდ ,,კაცი ზემოდან" მოსულა, ისიც იმ შემთხვევაში თუ იქ დარაჯად მიმაგრებული კეთილი ძია (პოლიციელი) წაუძინებს, ან თვალს დახუჭავს და მოჭუტული მზერით (ვითომ ვერ ხედავს) ჯიბეში ხელს ჩაიყოფს, ასოს გაიღიზიანებს და პატრიოტთა ჟიმაობით აღტკინებულმა, შეიძლება გაათაოს კიდეც. ეკრანზე აღარ იყო საჭირო გვენახა თუ რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. ქართული ლოგიკური ჯაჭვი სამხედრო - პატრიოტულ აღზრდად სკოლებში და ქართული (!) ცეკვის სავალდებულო შესწავლად გადაიხლართა. დაიხლართა და ჩვენც სხვა არხზე გადავრთეთ, სადაც ყოველ დღე ადოლფ ჰიტლერის ციტატები ისმოდა დაკარგული ტერიტორიების შესახებ, სადაც ყოველ დღე ფილმ ,,მამაცი გულის" ათასგვარი და ათასი ჯურის რიმეიკი გადიოდა. ამასობაში კი ტელევიზორები გამოვრთეთ, ვარდის ფოთლები თავებიდან გადავიყარეთ და გარეთ გავიხედეთ. მეზობლებისგან თუ აღტკინებული პატრიოტებისგან გავიგეთ, რომ ქართული ჯარი საუცხოო ფორმაშია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ძალიან გაიზარდა რომ, რომ, რომ... თურმე კიდევ ერთი ომი წაგვიგია. წაგვიგია, მაგრამ მოგებული გვეგონა, რადგან ისევ რუსეთს ვეომებოდით. მერე რა რომ ბალტინი აღარ იყო? სამაგიეროდ ბორისოვი იყო, რომელსაც ქართული სამღვდელოების მაღალი იერარქიის წევრებმა მადლობაც კი გადაუხადეს ,,გორში მშვიდობის დამყარებისთვის" ნაციონალური ისტერია, რომელიც აგერ უკვე 20 წელია გრძელდება და რომლის მემატიანეები რატომღაც ერთმანეთისკენ იშვერენ ხელებს და ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს, საბოლოოდ ერთ დიდ, გარემონტებულ და კარგად შეფუთულ პატრიოტულ სადღეგრძელოდ, აღზრდად და ბანაკად იქცა. დღესაც ითხოვენ ბავშვები ავტომატებს, რათა დაშლა და აწყობა ისწავლონ - ჩვენგან განსხვავებით, ალბათ მათ ,,გაუმართლებთ" და სამხედრო - პატრიოტული სწავლების პედაგოგი, ჩვენ ნაფრონტალ გრიგოლზე კეთილი აღმოჩნდება. დღესაც ისმის შეძახილები: ,,ძირს შევარდნაძე - სააკაშვილის ბინძური ალიანსი", როგორც თავის დროზე - ,,ძირს გამსახურდია - შევარდნაძის ბინძური ალიანსი" (ძალიან არ მინდა რომ შევარდნაძე მოკვდეს, მის გარეშე ზედმეტად მოსაწყენი გახდება ცხოვრება) ისმოდა. ისევ დგას კარვები, საკნები, იმართება მიტინგები (ეს უკვე იდენტობის სიმბოლოდ იქცა) და რაც მთავარია, ისევ იგივე შეძახილები: ჩვენ, ქართველები!!! ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრის შვილები!!! (რატომღაც, თითო - ოროლა შემორჩენილი ზვიადისტის გარდა აღარავინ ახსენებს ,,ზეციურ საქართველოს") და სიმღერები. სიმღერები, შავლეგოს მსგავსი, არაფრის მთქმელი, ყურს საზარლად რომ ხვდება და ყველაზე მდაბალ გრძნობებს აღვიძებს, დაახლოებით ასეთს - ქართველო ხელი ხმალს იკარ! ბოლოს იქამდე მივიდა ეს ყველაფერი, რომ მორიგ ,,პატრიოტულ" სიმღერაში ღმერთს თხოვენ აფხაზეთის დაბრუნებას. ხო, რას იზამ, ზოგს ჯერა რომ ღმერთი არსებობს და ის დაუბრუნებს ბიჭვინთის პლაჟებს, ზოგს საერთოდ პატრიარქი გონია ღმერთი და მისი იმედი აქვს, ზოგი პრეზიდენტს და პატრიოტთა ბანაკებში გამოყვანილ ნაციონალ - პატრიოტებს შეყურებს, ზოგი კი ჩემსავით, უბრალოდ ამბობს, რომ არ არსებობს ქართველი, აფხაზი, ოსი, თურქი, თათარი, სომეხი, ინგუში, რუსი, ფრანგი, სომალელი. ამბობს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არც ერთ ტერიოტორიად არ უღირს და რომ ნაციონალიზმი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს ადამიანის ცნობიერიდან, რათა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ბოდიში მოვუხადოთ და დაველაპარაკოთ მათ, ვინც თავის დროზე ,,უცხო ტომელებად" შევრაცხეთ და ყიჟინით შევხვდით შეშლილი პატრიოტების მიტინგზე ნათქვამ სიტყვებს და პლაკატებს - ,,საქართველო ქართველებისთვის!" და ამიტომაც, მე არ მახსოვს (თქვენი) აფხაზეთი! http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=220 ავტორი - ლეო და ნაფტალინი
-
ძალიან საწყენია რომ ამითი ამაყობთ....ამიტომაც ებრძვის ცეცხლით და მახვილით ამას დიდი ბელადი
-
საქართველო–ნატოს წვრთნები არ ჩატარდება 01:21 22.10.2010 [ანი გოდერძიშვილი] როგორც წესი, საქართველოში ნატო-ს წვრთნები ყოველ შემოდგომაზე ტარდებოდა, მაგრამ წელს პირველად საქართველოში ნატო-ს წვრთნები არ ტარდება. ამის ოფიციალური მიზეზი უცნობია. საქართველოს მთავრობის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ექსპერტების განცხადებით, ეს ფაქტი დასტურია იმისა, რომ საქართველო ნატოს შორდება. რატომ არ ტარდება ნატოს წვრთნები და რატომ მალავს ხელისუფლება ხელშეკრულებას “აი-პა-პის” დასრულების შესახებ? ამ საკითხებთან დაკავშირებით “პრესა.გე” სამხედრო ექსპერტს კახა კაციტაძეს ესაუბრა. - შეიძლება პოლიტიკური მიზეზების გამო არ ტარდება ეს წვრთნები. მაგრამ, რომ არ ტარდება, ეს ფაქტია. ხალხო, “აი-პა-პი” არ გვაქვს ჯერ შესრულებული, როცა, წესით, 2007 წელს რომ უნდა შეგვესრულებინა. ორმხრივი ხელშეკრულება “აი-პა-პის” დასრულების შესახებ რატომ არაა ხელმოწერილი, იქნებ, გვითხრას ვინმემ? როდესაც ასეთი პროგრამის შესრულება ხდება, სათანადო იურიდიული აქტით ფორმდება და ასეთი აქტი, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს. თუ არსებობს – გვითხრან. მაშინ, რას ეფუძნება გიორგი ბარამიძის განცხადება, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა “აი-პა-პი”? - ვერ გეტყვით. გვითხრან, ბატონო, კონკრეტულად. მიგვითითონ წყარო, სადაც წერია, რომ “აი-პა-პის” მუშაობა დასრულებულია. ეს რეჟიმი რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე არაკომპეტენტურია, ფაქტია, რომ “აი-პა-პი”–ს ვერ შეასრულებდა. იმიტომ, რომ ის არმიას აღიქვამს როგორც თავის პირად არმიას. საქართველოს ჯარი არის არა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტი, არამედ “ნაცმოძრაობის” პირადი გვარდია. ასე ხდება აფრიკაში. ბატონი გიორგი როდესაც ამბობს, რომ “აი-პა-პი” წარმატებით შევასრულეთო, მაშინ წყარო მიგვითითონ. სადაა იურიდიულად გაფორმებული აქტი? თუ, ეს-ემ-ესი გამოუგზავნეს, რომ “აი-პა-პი” წარმატებით ჩააბარეთო. ნატოს ხელმძღვანელობამ ბატონი აპატურაის პირით გვითხრა, რომ 2020 წლამდე არ განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ნატოსთან მიახლოების ერთადერთი კრიტერიუმი არის “მაპის” მიღება. როდესაც გვიმტკიცებდნენ ეს ბატონები, რაღაც “მაპზე” უკეთესი მივიღეთო, გამოვიდნენ ახლა და გვითხრან, სადაა ეს “მაპზე” უკეთესი და რატომ არ ტარდება ნატო-ს წვრთნები? იცით, უკვე მოსაწყენია ამათ ნათქვამზე კომენტარები. ამ ხელისუფლებამ თავისი ტყუილები დაიჯერა. რას გულისხმობთ? - პერევის დათმობის საფასურად რუსეთმა უზარმაზარი დივიდენდები მოიგო. იცით, რომ საფრანგეთმა ანუ ევროკავშირმა მოითხოვა, რომ ჩვენ ცხინვალთან და აფხაზეთთან დავდოთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, ეს უკვე რუსეთის მოთხოვნა არაა, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, რუსული მედია მიზანმიმართულად ავრცელებს ამ ინფორმაციას... - ბატონმა იაკობაშვილმა ბრძანა, რომ თითქოს სარკოზიმ გააკეთა ეს განცხადება, მართალი არ არისო. მე თვითონ წავიკითხე ბატონი სარკოზის ეს განცხადება “რადიო თავისუფლებაში”. ახლა, “რადიო თავისუფლებას” რუსულ მედიად ვერ ჩათვლის. ფაქტია, რომ სარკოზიმ ეს მოითხოვა. ასევე ფაქტია ისიც, რომ საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა ლისაბონის სამიტზე მიიწვიეს მედვედევი. ჩვენი ნაციონალური არხები აპიარებდნენ, რომ ეს იქნებოდა სააკაშვილის ტრიუმფი. სინამდვილეში, გამოდის მედვედევის ტრიუმფი. ლისაბონის სამიტზე რუსეთს დიდი პატივისცემით დახვდებიან. ეტყვიან, რომ ევრაზიის ზონაში უსაფრთხოების სისტემაში რუსეთმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოსო. ალბათ, შეთანხმდებიან, ან ყოველ შემთხვევაში შეთანხმებისთვის საფუძველს ჩაყრიან ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ და ა.შ. ანუ პერევის დათმობით რუსეთმა მიიღო უამრავი სტრატეგული დივიდენდი. ამაზე ჩვენი ხელისუფლება რასაკვირველია დუმს. რაც შეეხება იმას, რომ ნატოს წვრთნები არ ტარდება, მითხარით, რაში სჭირდება საქართველოში ეს მანევრები? მით უფრო, ნათელი გახდა, რომ ბატონმა აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას წლები დასჭირდებაო. როდესაც 2003 წელს დაიწყო ნატო-ს წვრთნები, თვითონ ნატო-ს ექსპერტების უმრავლესობა თვლიდა, რომ ჩვენ ნატოში 2012 წლამდე მიგვიღებდნენ. ახლა როცა დაინახეს, რომ 2025 წლამდე საქართველო მზად არ იქნება ნატოში გასაწევრიანებლად, ინტერესი დაკარგეს. ნატო-ს ერთობლივი წვრთნები მავრიტანიასთან ერთად ჩატარდება სამ წელიწადში ერთხელ. ჩვენც გადავალთ იგივე ურთიერთობის ფორმატში, რაც არის ნატოსა და მავრიტანიას შორის. ეს არის კატასტროფული უკან დახევა ქვეყნისთვის. პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ ნატო საქართველოს აღარ განიხილავს როგორც პოტენციურ ევროპულ სახელმწიფო
-
და მეორეზე არის ალასანიაო 40%, ასე რომ გამოიკვეთა დიდი ბელადის 2 სასურველი "ოპოზიციონერი". ნუ შევეხებით რა სხვა ფორუმელებს . ჯობია არა ფორუმ ჯიული მაგალითები მოვიყვანოთ , ცუდად ჩანს. სიმართლისტები გადაარჩენენ კარდუსტანს
-
მეტად დროული გამოკითხვაა, რაც კიდევ ერტხელ ადასტურებს რომ გუშინდელი აქცია ლილოს ბაზრობაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო!!! იმ ბედნიერ ხალხს კი ვინც ამ გამოკითხვაში მიირო მონაწილეობა, როგორც დუმბაძის ბებია იტყოდა, ვუსურვებდი ასე ბედნიერად ეცხოვრათ დიდხანს
-
რომელი ბიზნესის გაკეთება შეიძლება საქართველოში?
proletari replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ალბათ პარლამენტარობა -
სიტყვის თავისუფლება და მედიის შეზღუდვა საქართველოში
proletari replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი გეთანხმები. მაგრამ ბოლსევიკური კარდუსტანის რირსეული შვილები იმდენად მიჩვეულნი არიან რომ მათ კუტურულად თუ უმეტესად უკუტუროდ უკეტებენ ტავზე, რომ ეს გაკეტებაც სიხარულით მიირეს და გამარჯვებას ზეიმობენ -
აბა, კიმ ჩენ ირი უნდა გვჯობდეს? ისე ხომ ხედავთ რა ბედნიერია კორეელი ხალხი როდეაც ბელადი, მის შვილს ტოვებს საქმის გამგრძელებლად. ყველაფეირ ჯერ კიდევ წინ არის ბოლშევიკურ კარდუსტანში. ისე უკვე წარმომიდგენია ამ სკოლის მშობლების ინტერვიუები - მადლობა პარტიას და ბელადს ასეთი ბრძნული გადაწყვეტილებისათვის. ახლა არარ გვეშინია შვილების სკოლაში გაშვება
-
მაგაზე მეტად ის ტეხავს რომ დიდი ბელადის მთელი ელექტორატი ჩამოსხმული.....ის არის, რაც გუბაზას მომხრეების დიდი ნაწილი, იქ კიდევ ნაწილია დარჩენილი რომელი არ არის ჩამოსხმული...
-
http://netgazeti.ge/GE/30/News/2811/საქართველოს-გამოუცნობი-ნაბიჯები--ინტერვიუ.htm საქართველოს გამოუცნობი ნაბიჯები ნათია ზოიძე ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის – ჰენრი კისინჯერის უფროსი მრჩეველი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვოლტერ რასელ მიდი საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა ჩამვიდა და ისეთები ილაპარაკა...მოკლედ არ ისვენებს ეს რუსეთი და ყოველ წუტას ახლა და ახალ აგენტს რტავს დიდი ბელადის წინაარმდეგ მოქმედებაში. საშინელება, საშინელება ბატონო ვოლტერ, რა არის თქვენი მიზანი და რას იღებთ პირადად ასეთი ტიპის შეხვედრებისგან? _ ასეთი შეხვედრები ჩემთვის ინფორმაციის მიღების საშუალებაა _ რა მოსწონთ ამ ქვეყანაში, რა დამოკიდებულებაა ამერიკის მიმართ, რა ფიქრები და ამოცანები აქვთ აქ. _ მას შემდეგ, რაც შეიცვალა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ასევე შეიცვალა მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ბევრს საუბრობენ ამის შესახებ. როგორ ფიქრობთ, უსაფუძვლოა ეს განცხადებები? _ არა მგონია, რომ დამოკიდებულება ობამას ადმინისტრაციის დროს შეიცვალა. არ უნდა დაგავიწყდეთ აგვისტოს ომი. ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრმა სახლმა გააგრძელა საქართველოს დახმარება, ომის შედეგად მიღებული ზარალის შედეგების ლიკვიდაციისთვის. _ მაგრამ თქვენ შეხვედრის დროს უფრო კონკრეტული იყავით. თქვენ თქვით, რომ საქართველოს მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკა ნამდვილად შეიცვალა და ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. აგვისტოს ომიც სწორედ ამ კონტექსტში ახსენეთ? _ ამერიკა გაოცებული იყო ამ ომით და ჩვენ ეს არ მოგვეწონა. მე ვფიქრობ, ამ ომის შემდეგ ევროპელი პარტნიორების დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდება, რომ საქართველო მიიღონ ნატოში. ევროპელ ლიდერებს გაუჩნდათ შიში, რომ საქართველოს ნაბიჯები შეიძლება ამოუცნობი გახდეს, როდესაც საკითხი რეგიონში ომისა და მშვიდობის თემას ეხება. ევროპელებს განსაკუთრებით არ მოსწონთ, როცა რაღაც არის გამოუცნობი. მე კი ვიტყოდი, რომ ამერიკას კვლავ სურს, საქართველო ნატოს წევრად იხილოს, მაგრამ ამას, რეალურად, ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა. _ ნატოს სამიტი ბუქარესტში სწორედ აგვისტოს ომამდე იყო. მაშინ საქართველოს ამოცანა მეპის მიღება იყო, ამერიკამ ვერც მაშინ შეძლო ევროპელი ლიდერების დაყოლიება... _ იმ სამიტის დროს უარით კი არ გაისტუმრეს, არამედ გადაავადეს საქართველოს მიღება ნატოში. ახლა კი ვიტყვი, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდა. _ თქვენ თქვით, რომ _ "საქართველოს მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები არ იძლევა საშუალებას, რომ ამერიკა უფრო მეტად დაეხმაროს მას". საქართველოს ხელისუფლების რა კონკრეტული ნაბიჯები იგულისხმეთ? _ ამერიკელებისთვის ძნელი გასაგებია საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. რისთვის გახდა ეს საჭირო? ვფიქრობ, ეს არის რუსეთის ფუჭი პროვოკაცია და ქვეყნისთვის საფრთხესაც შეიცავს. მთავრობას უნდა, რომ ინგლისურის 1000 მასწავლებელი ჰყავდეს საქართველოში. მე მეეჭვება, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების მშობლებს მოეწონოთ მათი შვილების ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც, ვინ იცის, რა ტიპის ტერორისტები შეიძლება მოხვდნენ იქ ჩრდილო კავკასიიდან _ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, "ამერიკა განაწყენებულია, რადგან საქართველომ დაიწყო აგვისტოს ომი". რას ეყრდნობა თქვენი ეს განცხადება, ვინ დაიწყო ომი _ დასავლეთში ამ კითხვის პასუხი უკვე აქვთ? _ ამ მრგვალ მაგიდაზე ქართველებიც საუბრობდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ანუ აქაც ეს აზრი ტრიალებს. მეც მას მივყევი. _ და მხოლოდ ეს არის საფუძველი? _ მე კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ დასავლეთში, აშშ-ში, არის მოსაზრება, რომ ვისაც არ უნდა დაეწყო ეს ომი, საქართველომ მოუქნელად იმოქმედა. ვიტყოდი, რომ საქართველომ არ გაითვალისწინა მეგობრების რჩევა. _ ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო? _ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს, ააშენოს დემოკრატია; საქართველოს უჭირავს ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელსაც სტრატეგიული დატვირთვა აქვს და საქართველო არის ის პატარა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა საკმაოდ რთულ პირობებში. საქართველოს აქვს საკუთარი როლი გლობალურ სამყაროში, რაც ამერიკას მოსწონს. საქართველოს აქვს კარგი დამოკიდებულება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მაგრამ ასევე ვისურვებდით, რომ მას უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს კიდევ ერთ ქვეყანასთან. _ ერთი ქვეყანა, რომელიც ლამის ნაცვალსახელით მოიხსენიეთ... ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას შეიძლება შეეწიროს საქართველო. ამ კითხვას ამერიკელ დიპლომატებს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ხშირად უსვამენ? _ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამერიკა-რუსეთს შორის დაძაბულობის მოხსნით, რეალურად შევძლებთ უკუვაგდოთ რუსული სურვილი _ ავნოს საქართველოს; ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო-რუსეთი თვითონ იმოქმედებენ გადატვირთვის რეჟიმში. ერთხელ, როცა აფრიკაში ვიყავი, ასეთი თქმულება მოვისმინე: როდესაც თაგვს სძინავს სპილოსთან, სპილო რომ გადატრიალდება და თაგვს მოიყოლებს, ეს თაგვის ბრალია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს არ შეუძლია გაექცეს სპილოს, მაშინ უფრო ჭკვიანი უნდა იყოს. _ რას გულისხმობთ უფრო ჭკვიან მოქცევაში? _ ნუ დაიწყებთ მუშტების ქნევას ფუჭად. ზოგჯერ ჩანს, რომ რუსეთი ეძებს მტრებს და ნუ აპოვნინებთ ამ მტრებს თქვენში. _ თქვენი პასუხები არ არის ოპტიმისტური, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი უახლოეს მომავალში. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე საქართველო ამერიკიდან რეალურად მხოლოდ ვერბალურ მხარდაჭერას მიიღებს, განცხადებების სახით? _ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა _ საქართველო თუ მეზობელს თავს დაესხმება, არავინ ჩაერთვება მის დასახმარებლად, მაგრამ არა მგონია, ახლა საქართველო გეგმავდეს ამას. თუ ეს ქვეყანა გეგმავს განავითაროს თავისი ეკონომიკა და პოლიტიკური სისტემა და უკეთესი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს მეზობლებთან, მაშინ მას ეყოლება ბევრი მეგობარი
-
სად ონანიზმ და სად გაჟიმვა? ისე სულ პუტინი როგორ გელანდებათ? რუსეტში ყევალფერი ძალდატანებით ხდება, კარდუსტანში კი სიყვარულით მამა მარჩენალის მიმართ
-
რუსეთს რომ უძვრებიან ერთ ადგილას იმისი ბრალია (კარდუსტანის ღვაწლმოსილი მებრძოლის დასკვნა)
-
და რატომ უშლიან ამ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს დატკბნენ თავისი არჩევანით ვერ ვხვდები. რა უნდა ეროვნულ ფორუმს? ცხადია რომ ბაზრობის თითოეულმა მოვაჭრემ ხმა მისცა ნათელ მომავალს, და ამათ რატომ უნდათ მათტვის სინათლის ჩაქრობა ვერ ვხვდები. ნამდვილად დასაჭერები არიან ამისთვის
-
ისე რა ტონკად დაძირა ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი საფრანგეთის ეკონომიკა.. და რა მომენტში, როდესაც ისენი იქ მის მეტოქეს, დიმას მასპინძლობენ. ახლა მტავარია იმ ავიახაზებმა, აი ვერიჩკამ რომ შემოიყვანა საქარტველოში, გაუძლონ ტურისტების მოზღვავებას. ტანზე თხის ქონი მაინც თუ ჰქონდა წასმული, ბებია ენაცვალოს, არ გაცივდეს ისე ეს აითაჩი, ნეტავ წყალშიც ჰქონდა? თუ ხმელეტზე მიაწოდეს? რა გინდა უყურებ ამ კადრებს და ხვდები რომ მალე ბრეჟნევიც შეიძლება გაცოცხლდეს.. ისე როგორი კარდუსტანია თუ ხვდებით რომ ასეთი დონის დაბოლებებზეა გადასული
-
მედიის თავისუფლება გაუარესდა საქართველოში
proletari replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას ერჩი, დაწერა რომ ფეხებზე გვკიდია ეგ გამოკითხვებიც და მედიის თავისუფლებაცო. მთავარია სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებიდან ლამაზი სურათები დაიდოს დიდი რაოდენობითო. მაგ დაწესებულებების კარგი მდოგომარეობა, მთალიანად გამოხატავს კარდუსტანის წინსვალსო -
ვკითხულობ ამ რეპლიკებს და სტალინის დროის პროვოკატორები მახსნდება ძალაუნებურად. ნუ შეიძლება წიგნებში ცოტა გალამაზებულად არიან აღწერილნი, მაგრამ მაინც...ისე დიდი ხანია, ახალი და ლამაზი სურათები არ გამოგიფენია