"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ბოლო დროს ხშირად ეკონომიკურ პრობლემატიკას ეხება. თქვენი პოზიციით, რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლებასთან თუნდაც საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში თანამშრომლობა, ან რამდენად მზად არის მთავრობა, გაითვალისწინოს თქვენი პოზიციები ზოგადად ეკონომიკური განვითარების პროცესში? - ირაკლი ალასანიას და პარტია "თავისუფალი დემოკრატებს" გააჩნიათ საკუთარი პროგრამა და კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად გააჯანსაღებს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს ბიზნესებს განვითარდნენ სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ზემოდან ხელდასმული მონოპოლისტების გარეშე. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების ფსევდო `ლიბერალურ~ პოლიტიკისაგან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალურ ლიბერალურ ეკონომიკასთან და გამოირჩევა ნეობოლშევიკური მეთოდებით, არაკვალიფიციური, გამოცდილი კადრებით ქვეყნის წარუმატებლად მართვას