Jump to content
Planeta.Ge

FRIDRIX

პლანეტელი
  • პოსტები

    5.308
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი FRIDRIX

  1. კარგია იმედია გავერთობით
  2. machkatela ამჟამად გადატვირთულობა მინიმუმამდეა დაყვანილი აშენდა რამდენიმე ახალი კორპუსი დაწესებულებების ტერიტორიაზე ასევე იგეგმება ლაითურის დაწესებულების მშენებლობა რომელიც საბოლოოდ აღმოფხვრის ამ პრობლემას ტევადობა 4.500 მსჯავრდებულის ეს ფაქტი იქნება გამოძიებული თუმცა უნდა დამტკიცდეს
  3. dire შენ არ გეკუთვნის დღეს მთელი დღე "მოშორება" ? მაგრამ ბიძინას აღზევება და მისი ამღზევებლები ხელშეუხებლები არნაინ როგორც ჩანს მაგრამ არაუშავს ესეთი ცალმხრივი დამოკიდებულების ხალხი ესეთ ქვეყანასაც ააშენებთ (ჯერ ვინ გაღირსებთ მოსვლას) ბანი არ არის საჭირო მე თვითონ გავალ აღარ ღირს კამათი შენ იმედი იქონიე მაგ კლასიპიკაციიდან ბორისა ამოგიყვანს
  4. უტვინო დისტიბუტორს შენ უფრო მაგონებ ამ ცხოვრებაში ვერაფერს რო ვერ მიაღწიე და ხელისუფლების ბრალი ყოფილა თურმე შეიძლება დღესაც დისტრიბუტორის უიღბლო ცხოვრება გაქვს და ამით გამწარებული გგონია ბორისა რო მოვა მინისტრად წაგიყვანს და ბედნიერი ცხოვრება გექნება ისე შენ როდის მიდიხარ ბორისასთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე თუ თვითონ მოვა
  5. http://s005.radikal.ru/i212/1110/cb/9b72820a9194.jpg dire თბილისში არ ვარ რო ჩამოვალ მოგძებნი შენ სისხლს დავლევ
  6. საიდუმლო სერობა ბორის ივანაშვილის სასახლეში მთაწმინდაზე, ბიძინა ივანაშვილის სახლს, დღეს დილიდან მოსალაპარაკებლად მისული პოლიტიკოსები სტუმრობდნენ. ივანაშვილმა საქმიანი საუბარი ,, დემოკრატიული მოძრაობის ყოფილ წევრ ზურაბ ბიგვავასთან გამართა, რომელმაც ოლიგარქთან საუბრის დეტალები შეხვედრის შემდეგ არ გაახმაურა. ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც ივანიშვილის სახლი უკომენტაროდ დატოვა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი იყვნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ეკა ბესელიაც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმიანი საუბრისას ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხი განიხილებოდა, ბესელიას განცხადებით ის ოლიგარქისა და ახლა უკვე პოლიტიკოსობის მსურველი ივანიშვილის შტაბის ერთგული წევრი იქნება ჯერ-ჯერობით კი მისი პირადი ადვოკატია.
  7. http://www.youtube.com/watch?v=sLx9gFsKhfs http://www.youtube.com/watch?v=TaufGvnnXD4&feature=related http://www.youtube.com/watch?v=zoccUGdHEso&feature=related http://www.youtube.com/watch?v=BrbD9axtnvw&feature=related
  8. მუქი ყავისფერი ასახავს დაპყრობილ ტერიტორიებს მწვანე ფერი ასახავს მოკავშირებს http://s40.radikal.ru/i089/1110/ac/aff2987d3faa.jpg
  9. აბა ჰე და აბა ჰო ძვირფასო კოლმეურნენო დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას გერმანიას ინგილსს და საფრანგეთს ბარემ ამ კლიპს მეც დავდებ ტან ტემა აიწევა სულ მაღლა უნდა იყოს ჩემ "ნაზლოზე" ბერა მიდი შენთან ვარ მამას ერთად ვუგულშემატკივროთ და ერთად ავაშენოთ ქართული ოცნების ახალი საამქრო ოღონდ ბერას პირველი სამშობლოს ჰიმნიც მოყვება ამ მის კლიპს http://www.youtube.com/watch?v=4lqYwbgjdkk&feature=related
  10. სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად, გაეყინა ხელფასები, ბელორუსის ხელისუფლებამ, პირიქით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 26,6 %–იანი ინდექსაცია მოახდინა. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მაისში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასების ზრდამ 5% შეადგინა. თუმცა ინდექსაცია 343 ათას ბელორუსულ რუბლამდე ხელფასებს შეეხება (1 დოლარი 4988 რუბლი ღირს). იანვარ–მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 25,4%–ით გაიზარდა. სავალუტო ფონდმა რჩევით მიმართა მინსკს, რუბლის „მცურავ“ კურსზე გადასულიყო, შეეჩერებინა საბიუჯეტო სფეროში ხელფასების ზრდა, გაეზარდა საპროცენტო განაკვეთები და მკვეთრად შეემცირებინა ეკონომიკის დაკრედიტება. მანამდე ფონდს დასახმარებლად თავად ბელორუსმა მიმართა, რომელიც ბოლო ათწლეულის ყველაზე მწვავე კრიზისს განიცდის. მინსკი ფონდს 3,5–დან 8 მილიარდ დოლარამდე კრედიტს სთხოვს. მაისის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რუბლის 36%–ით დევალვაცია მოახდინა, რის შედეგად ინფლაციის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ კრიზისის სათავე საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა.
  11. სააგენტო „ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 3.79 აშშ დოლარით დაიკლო და 72.13 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის ბირჟაზე, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასმა კი, ბარელზე 3.84 აშშ დოლარით დაიკლო და 73.14 აშშ დოლარზე დაფიქსირდა. ამის მიუხედავად სქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასები არ შემცირებულა. „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასების ზრდა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდითაა გამოწვეული, თუმცა ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე დაფიქსირებული ბარელი ნავთობის ფასები საპირისპიროს ამტკიცებს. ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელთა მტკიცებით საწვავზე ფასების ზრდა ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული. საქართველოს საცალო ქსელში დღეიდან საწვავზე ფასი ლიტრაზე 5-10 თეთრით გაძვირდა. მთვრალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარის ფარგლებში ფიქსირდებოდა, საქართველოს საწვავის ქსელში კომპანიებმა საწვავი 5 თეთრით გააიაფეს. მას შემდეგ კი, ბარელი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა... მიუხედავად იმიასა, რომ დღეს ბარელი ნავთობის ფასი ბირჟაზე 72.13-ია, საქართველოში ამ ფაქტს საწვავზე ფასების შემცირება არ მოჰყოლია. ამასთან, საცალო ქსელში საწვავის ფასები მხოლოდ ბრენდირებულმა კომპანიებმა გააძვირეს. ბრენდირებულ კომპანიებს ბაზრის 70%-ზე მეტი უჭირავთ. მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, საწვავზე ფასი არ გაუზრდიათ სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს. მომხმარებელს ბრენდირებულ კომპანიებთან ფასების სიძვირის გარდა სხვა პრეტენზიებიც აქვს. „დრონი.ჯი“-მ 300-მდე რესპონდენტი გამოკითხა, რომლთაც შემდეგი შეკითხვით მიმართა - რომელი კომპანია არ იტყუება ბენსინგასამართ სადგურებზე საწვავის რაოდენობაში? აღმოჩნდა, რომ მძღოლები ყველაზე მეტად სოკარს, რომპეტროლსა და ეკო ჯორჯიას ენდობიან. მათი მტკიცებით, ეს სამი კომპანია საწვავის რაოდენობაში არ (ან ძალიან ცოტას) იტყუება. რაც შეეხება ვისოლსა და ლუკოილს, მძღოლების უმრავლესობა თვლის, რომ ვისოლი და ლუკოილი მომხმარებელს ატყუებს. „სოკარი“ - 79 „რომპეტროლი“ - 70 „ეკო ჯორჯია“ - 61 „ვისოლი“ - 36 „ლუკოილი“ - 35 არ ვიცი - 10 არ მსურს პასუხის გაცემა - 9
  12. მომავალი ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირი თავის სამეზობლოს დამატებით 1 მილიარდ ევროზე მეტს დაახარჯავს. ეს გადაწყვეტილება პირდაპირი შედეგია არაბულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისა, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბრიუსელის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე მის აღმოსავლელ მეზობლებთანაც. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოსაც მოხმარდება, ვინაიდან, მათ მიერ გაღებული 1 მილიარდი ევრო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს უნდა მოხმარდეს, მათ შორის კი საქართველოცაა. ევროკავშირი აცხადებს, რომ თავის უშუალო სამეზობლოს მომავალი ორი წლის განმავლობაში დამატებით მილიარდ ორას ორმოცდაათ მილიონ ევროს გამოუყოფს, თუმცა კონკრეტული ქვეყნების დახმარება, მათ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ უკვე გამოიყო 5.7 მილიარდი ევრო. თანხა, რომელიც ევროკავშირმა სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის გამოყო, მისი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებისთვისაც გაიხარჯა, რომლებსაც ევროკავშირის პოტენციური წევრის სტატუსი ჯერ არ მოუპოვებიათ. ევროკავშირში განმარტავენ, რომ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა პირდაპირ უკავშირდება არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებს, თუმცა ის გავლენას იქონიებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებზეც: საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელორუსიაზე, უკრაინასა და მოლდავეთზე. ევროკავშირში შემდეგი სტრატეგიით მოქმედებენ: რაც უფრო მეტად და რაც უფრო სწრაფად განავითარებს კონკრეტული ქვეყანა საშინაო რეფორმებს, მით უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ის ევროკავშირისგან. ხოლო იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ენთუზიაზმს არ გამოიჩენენ, ფრაზა ნაკლები – ნაკლების სანაცვლოდ გამოიყენება. ორგანიზაციაში შემუშავებული აქვთ სახელმწოფოების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის პოლიტიკაც. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, მეზობელი ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ასე დაახასიათა: ეს ყველას მიმართ ერთიანი მიდგომა არ არის. პირიქით, ამით ვაღიარებთ, რომ ჩვენი ყველა მეზობელი განსხვავებულია და გვსურს საგანგებოდ მათთვის შემუშავებული დახმარება შევთავაზოთ. ქვეყნებს, რომლებიც რეფორმებს სწრაფად და უფრო ღრმად გაატარებენ, ამ მიზნის მისაღწევად რესურსების მიღების საშუალება ექნებათ. ევროკავშირის ახალ პროგრამასა და ინიციატივებს, ბრიუსელი ასეთი გეგმით პასუხობს. ქვეყანა გამოდის მოწოდებით, შეიქმნას დემოკრატიის ევროპული ფონდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ფიგურებს დაუჭერდა მხარს. შტეფან ფულე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარია აცხადებს, რომ არსებობს მკაფიო მიზნები. ესენია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გაერთიანების, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და მედია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა. ევროკავშირი მზად არის ისეთ ფორმატებშიც გააღრმავოს თავისი მონაწილეობის ხარისხი, სადაც ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი – მაგალითად, ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაზე მუშაობს. ეკონომიკის სფეროს რაც შეეხება, რეფორმების გატარების მსურველ ქვეყნებს შესთავაზებენ ინვესტირების დაცვის გაფართოებულ სქემას, რომელიც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან ინვესტორებს იურიდიული დაცვით უზრუნველყოფს.
  13. რუსეთს „ძირავენ“: ევროკავშირი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას საბოლოოდ დათანხმდა ევროკავშირი თანახმაა, დაიწყოს მოლაპარაკება აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან – ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ენერგეტიკის ევროკომისარზე გიუნტერ ეტინგერზე დაყრდნობით ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრი ყველა, 27 სახელმწიფოს სახელით ბაქოსა და აშხაბადთან მოლაპარაკებას ევროკომისია ჩაატარებს. როგორც ირკვევა, ევროკავშირი თავდაპირველად შეთანხმებას ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით გააფორმებს: მას შემდეგ, რაც მას მოიწონებს კავშირის ყველა წევრი–სახელმწიფო. ტრანსკასპიური გაზსადენი ე.წ. სამხრეთის დერეფნის ნაწილად მოიაზრება. როგორც ევროკავშირი ვარაუდობს, ეს პროექტი შეამცირებს ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. ტრანსკასპიური გაზსადენის მარშრუტი ასეთია: აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი, მერე კი ნაბუქოს მილსადენით – ევროპა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მაისში დაწყებული ნაბუქოს მილსადენის მშენებლობა 2012–დან 2013 წლამდე გადაიდო. კონსორციუმი Nabucco Gas Pipeline International GmbH უკვე მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, დაიწყოს მოლაპარაკება თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან. თურქმენეთისთვის, რომელიც ბუნებრივი აირის მარაგის მიხედვით სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში, ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა სასარგებლოა, რადგან კრიზისთან დაკავშირებით რუსეთმა მკვეთრად შეამცირა ნავთობსაწვავების შესყიდვა აშხაბადისგან. თურქმენეთში დაგეგმილი აქვთ გაზის მოპოვება 2030 წლისთვის 230 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდონ. ამჟამად ეს მაჩვენებელი 70 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
  14. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ გაზის მიწოდების შესახებ რუსეთტან არსებული შეთანხმება თურქული მხარის მიერ ანულირებულია. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა ტარიფების დაწევაზე უარი განაცხადა. ადრე მინისტრი აცხადებდა, რომ თუ შეთანხმების პირობები არ დააკმაყოფილებდა, თურქული მხარე გააუქმებდა შეთანხმებას. მინისტრის თქმით, გასული 29 თვის განმავლობაში რუსული გაზი 39%-ით გაძვირდა და თურქული მხარე „იძულებული გახდა, ეს აღეკვეთა“. „ჩვენ გადავხედავთ უკვე ვადაგასულ კონტრაქტებს და თუ არსებითი გაიაფება არ იქნება, უარს ვიტყვით მათი ვადის გაგრძლებაზე“, - თქვა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის თურქეთი გაზის რიგით მეორე მსხვილი იმპორტიორია. თავდაპირველად რუსული ბუნებრივი გაზის თურქეთისთვის მიწოდების შესახებ შეთანხმება 1986 წელს შედგა, ე.წ. დასავლეთის მარშრუტით: უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. საერთო ჯამში, მიწოდებული გაზის რაოდენობა 6 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ამ შეთანხმების ვადა დეკემბერში იწურება. ცოტა ხნის წინ კი „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მისი თურქული პარტნიორისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. რუსული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სწორედ თურქული კომპანია Botas არის კონტრაქტორი, ვისთანაც „გაზპრომი“ ამ საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს.
  15. აბა მაშინ უარი რო გვითხრეს რამე სხვა ხო უნდა ეთქვათ მაპის გარდა სხვა დოკუმენტი არ არსებობს ნატოსტან დახლოების იერარქიულ საფეხურზე შემდეგი მაპია და მხოლოდ მაპი გვჭირდება სხვა დანარჩენი სიცრუეა
×
×
  • შექმენი...