-
პოსტები
5.308 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი FRIDRIX
-
9კ32 სტრელა-2 – (9К32 Стрела-2, SA-7 Grail) http://s011.radikal.ru/i318/1110/00/988926ef6f88.jpg
-
ოდნავ გასხვავდება იგივე მაჩვენებლები აქვთ არ აქვს მნიშვნელობა რომელი გვექნება იმდენად მცირეა განსხვავება ესეც რუსულია
-
გვაქვს
-
საქართველო გაბრწყინდება და კაცობრიობას გადაარჩენს რა გვეშველება http://www.youtube.com/watch?v=qaLilJ3yhcg&feature=player_embedded#!
-
გემახსოვრება რომ ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ოთხომცდაათიანი წლების რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ქართველების მიერ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვას ხელისუფლებას აწყობს არეულობა მას შეუძლია არეულობის "მართვა" ანუ კონტოლი და მიზნის მიღწევის შემდეგ დაშლა და მთავარი ამერიკის და ევროპის თვალში მსხვერპლად წარმოჩენის საშუალება ეძლევა რასაც იყენებს ამავე დროს ანადგურებს ოპოზიციას და ამაზეც დასავლეთი თვალს ხუჭავს იმიტომ რომ ოპოზიციის განადგურება კი არ ხდება როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რასაც დაგმობდა დასავლეთი არმედ ოპზიციის განადგურება ხდება არეულობის აღკვეთის ფარგლებში და სტაბილურობის შესანარჩუნებლად რომელი სტაბილურობაც უნდა დასავლეთს რომ გვქონდეს ჩვენი რეგიონალური მდებარეობის გამო ამ ეტაპზე არ დაკამყოფილდება არც ერთი მოთხოვნა ხელისუფლებას ეს ყველაზე კარგად აქვს გაგებული და შესაბამისი ძალოვანი სტუქტურები სრულ მზადყოფნაში არიან წინააღმდეგობისთვის და ხელისუფლების დაცვისთვის და დღეს უკვე თავდაცვის სამინისტრო და არმია სრულიად ექვემდებარება სასჯელაღსრულების ჯგუფს (ესე ვეძახით ჩვენ) რომელიც ასევე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საჯარისო ანუ უფრო გაზრდილი ძალებით ხელისუფლების დაცვას რა რჩება და რა იარაღი გააჩნია დამშეულ ნაცემ ოპოზიცია გაყიდულ მოსახლეობას არაფერი გარდა იმისა რომ ჩუმად იჯდეს ესაა რეალობა და ის მაღლი მატერიული მოთხოვნები სასამართლო დემოკრატია უდანაშაულობის პრეზუმცია და ეს ყველაფერი უკანა პლანზეა და არც წამოწევს წინ არავინ
-
და მე როდოს ვთქვი რომ საქართველო მიწიერი სამოთხე ოაზრისია და ცისარტყელა არ ქრება ცაზე მეც მაგას ვამბობ რომ ტრაკში არის საქართველო და არ არსბეობს ოპოზიცია რომელიც ხელისუფლებას შევცლიდა და ტრაკიდან გამოიყვანდა ქვეყანას ამიტომ მეზიზღება დღევანდელი ოპოზიცია და არა იმიტომ რომ ხელისუფლება მომწონს შესაბამისი სასამართლოა შესაბამისი ძალოვანი და სასჯელაღსრულების სისტემაა შესაბამისად კლავენ მოქალაქეებს შესაბამისად არსებობს უსამართლობა სისასტიკე და ძალადობა და მე რატომ უნდა გამებუტოს კისა ფორუმიდან მივივარო ან შენ რატო უნდა მეძახო ფაშისტი როცა მე უბრალოდ ვაფიქსირებ იმ რეალობას სადაც დღეს იმყოფება საქართველო ეს რეალობა მწარეა აუტანელი ბევრს არ მოწონს მაგრამ ეს თქვენ უდნა შეცვალოთ ჩემთან ჩხუბით კი არა აქციებით და ოროგრც ხდება ხელისუფლების შეცვლა ხალხნო რა სასამართლოს ადამùიანის უფლებების დაცვას სტაბილურ ეკონიმიკას უდანაშაულობის პრეზუმციას დასაქმებას უსაფრთხოებას იტხოვთ როცა კოლონიალურ ავტორიტარულ დიქტატურაში ცხვორობთ არსებობს გამოტქმა -იცი რატო არ ახდა შენი ოცნებები იმიტომ რომ ოცნებები სწორად ვერ შეარჩიე ამიტომ მოითხოვეთ ის რისი მიღების საშუალება და თავი გაქვთ ხოლო სანამ გყავთ ხელისუფლება რომელიც "თავში გირტყავთ" და ვერ ამხობთ ფაქტს ვაფიქსირებ ნიშნის მოგებით არ ვამბობ შესაბამისად ვერც მოთხოვთ ვერაფერს ყველა მისთვის უსიამოვნო მოთხოვნაზე ხელისუფლება "თავში ჩაგარტყავთ" აკეთებს კიდეც ეს მარტივია და ჩვეულებრივი და მე არაფერ შუაში არ ვარ მე ვერ და არ ავყვები "უშედეგო აღშფოთებას" რატომ მოკლეს მოქალაქე უბრალოდ მაგის მაგივრად კისას მივწერე როგორც მოკლეს და რატომაც ბანალური ოპზიციონერი ვერ ვიქნები
-
ჩვენთან სასამართლო არ არსებობს როცა იარსებებს მაშინ იფუნქციონერებს და მოქალაქე ისარგებლებს ყველა იმ ნორმებით რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და დამტკიცდეს დანაშაული და ბლა ბლა სანამ სასამართლო არ არსებობს იქნება ის სტუაცია რაც არის ამოთხარეთ კალაშნიკოვები და დაამხეთ მიშკა მე რას მერჩი მე კი არ მიხარია მაგ კაცის სიკვდილი განვმარტე რომ ჩვენთან და ბევრ ჩვენნაირ ქვეყანაში ესე ხდება ხოლო ვისაც ეს არ მოსწონს უნდა შეცვალოს ხელისუფლება ხოლო თუ ვერ ცვლის ტყუილად აქვს რეაქცია ანუ იმას კი არ ვამბობ რომ პროტესტი არ გამოთქვან არამედ ეს პროტესტი შედეგს არ გამოიღებს ხოლო ალასანიას მოწოდებაზე კიდე ახალაია დ აქარდავა გადადგება? არა! სად არის შედეგი პროტესტზე? არსად! სად არის ხსნა? არსად! სად არის გამოსავალი, არსად! ფაშისტობა არ მწყინს დედის მხრიდან გერმანული წარმომავლობა მაქვს მაგრამ მაინც წესებს ნუ დაარღვევ ადმინისტრატორი ხარ მაინც და მერე სხვებსაც ვერ მოთხოვ წესრიგის დაცვას ჩემზე ჯავრის ყრას ბრაზი და აგრესია ხელისუფლებისკენ მიმართეთ
-
kisa ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება საფრთხე ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არსბეობენ მოქალაქეები რომლებიც არიან ამ სისტემის მსხვერპლნი მე შენ და ბევრ სხვას ეს არ მოგვწონს მაგრამ ეს ესეა ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა შეგვიძლია ვისაუბროთ რომ უნდ აშეიცვალოს ეს ხელისუფლება რომ არ განმეორდეს იგივე მაგრამ ახალი ხელისუფლება გაიმეორებს იგივე ქმედებას იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის თავს იცავს ასეთი მოქალაქეების გნადგურებისგან ამ შემთხვევასი თეთრაძეზე არ ვსაუბრობ არამედ ზოგადად იმ პირებზე ვინც ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ხოლო ყველაზე სწრაფი ეფექტური და მარტივი ქმედება მათი განადგურებაა ძალოვანი სტრუქტურების მიერ თვითმკვლელობის ინსცენირებით და ეს ხდება მთელს მსოფლიოშუი ყველა ხელისუფლების მიერ და მე არაფერ შუაში არ ვარ და ტყუილად მებუტები გამსახურდიამ გაანადგურა ბევრი მოქალაქე ბევრი იმსახურებდა ამას და ბევრიც არ იმსახურებდა ფაქტია შევარდნაძის შ.ს.ს. შენობის ფანჯრებიდან მოქალქეებს აგდებდნენ და კლავდნენ ფაქტია სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურები არის ყველაზე აგრესიული და თან აქვთ დაუსჯელობის გარანტია ფაქტია და მომავალი ხელიუსფლებაც იგივეს ჩაიდენს ფაქტია
-
შენ არა უბრლაოდ განვმარტე რა საფრთხე ემუქრებათ მოქალაქეებს რომლებიც ჯაშუშობენ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მიიღებენ მონაწილეობას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ჩასაშლელად მოწყობილ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას და ბევრი სხვა სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი ქმედება არსებობს რომლებისთვისაც მოქალაქეებს უბრალოდ კლავენ მარტივია
-
ალასანიას იმორის გრძნობა არ დაუკარგია პასუხისმგებლობაში რა იგულისხმა განთავისუფლება თუ დაკავება ეს ორმაგი იუმორის გრძნობა ნამდვილად მენანება ალასანია პოლიტიკური გვამი ასე სწრაფად რომ გახდა კაი კაცო ყველას იგივე მოელის ვინც ქვეყანას უღალატებს და ღორებთან ითანამშრომლებს დღეს ჩვენს დაწესებულებებში ბრძანებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელია მსრჯავდებულის მოკვლა და თვითმკვლელობის ინსცენირება ისე რომ არავინ დაისჯება ამიტომ ყველა ფრთხილად იყოს
-
ახალი ერთობა ძველი სახეებით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოჩნდება. საუბარია ლევან გაჩეჩილაძესა და მის ტრადიციულ მოკავშირეებზე. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფარული მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჩვენი წყარო ყვება, რამდენიმე დღის წინ გაჩეჩილაძეების საგურამოს აგარაკზე დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე, მისი ძმა „უცნობი“, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე, კახა კუკავა და ეკა ბესელია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაერთიანებისა და ერთ პარტიად ჩამოყალიბების სურვილი გამოითქვა, თუმცა ამ იდეას ყველა სუბიექტის მხარდაჭერა არ მოჰყოლია. კერძოდ, ახალ პარტიაში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა ეკა ბესელიამ, რომლის დაყოლიებასაც გოგა ხაინდრავა ცდილობს. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე კახა კუკავამ უპარტიოდ დარჩენილ ლიდერებს საკუთარი პარტიაც კი შესთავაზა, თუმცა იმის გამო, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ახალი გაერთიანების ლიდერად სურს დაფიქსირება, კუკავას გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. მოკლედ, საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. თუ უპარტიო ლიდერები პარტიის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული, მათ ე.წ. საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბონ, რომელიც უკვე შემდგარი პარტიებით გამსხვილდება. ამ შემთხვევაში კი „გრეჩიხას“ გვერდით შესაძლოა, „ეროვნული ფორუმიც“ აღმოჩნდეს, რომელიც ბოლო პერიოდში „ექვსიანთან“ შეუთანხმებლად მოქმედებს. „პრაიმტაიმმა“ ისიც გაარკვია, რომ ზემოხსენებულ უპარტიო „ვარსკვლავებთან“ ჩუმ-ჩუმად დაიარება „ფორუმის“ თანავარსკვლავად წოდებული გუბაზ სანიკიძე. ოპოზიციის მორიგ გაერთიანებასთან და გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია ეკა ბესელიასთან გადაამოწმა: – ქალბატონო ეკა, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ დახურული კონსულტაციები გქონდათ გაჩეჩილაძეებთან, გოგა ხაინდრავასთან, კოკა გუნცაძესთან და კახა კუკავასთან. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას? – მე არ მიყვარს კუკუდამალობანას თამაში. ზოგადად, მომხრე ვარ გულღია კომუნიკაციის, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ისეთ თემებს, რომელიც საჯარო ინტერესის სფეროშია მოქცეული. არაფერი დასამალი არაა, რომ ამ ადამიანებს პერიოდულად ვხვდები. დიახ, ასეთი შეხვედრები ნამდვილად იყო, როგორც ინდივიდუალურ ფორმატში, ასევე საერთო ფორმატში. ალბათ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება. ასე რომ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი შეხვედრა ნამდვილად იყო. – შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რაზე ისაუბრეთ? – რომ გითხრათ, მხოლოდ მუსიკაზე, კინოსა და ბალეტზე ვისაუბრეთ-მეთქი, ალბათ, არ დამიჯერებთ. ვისაუბრეთ იმაზე, ვინ როგორ ხედავს პოლიტიკის სამომავლო განვითარებას. აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც ერთ პარტიაზე. იყო მოსაზრებების გაცვლა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს შეხვერები ამ დატვირთვას ატარებს. – მიიღეთ თუ არა შემოთავაზება ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე? – მოდით, დეტალებზე ამჯერად არ ვისაუბრებ. გოგა ხაინდრავა ჩემი მეგობარია და მასთან არ მჭირდება ბლოკებისა და ალიანსების შეკვრა. მე ერთხელ ვთქვი და კვლავ იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პარტიაში არ ვაპირებ შესვლას. – გასაგებია, რომ თქვენ არ აპირებთ, მაგრამ იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება? – სხვადასხვა საკითხებზე იყო საუბარი. მათ პარტია ჯერ არა აქვთ შექმნილი და შესაბამისად... – პარტია არა აქვთ შექმნილი, მაგრამ, თუ იყო შემოთავაზება, მათთან ერთად გამხდარიყავით ახალი პარტიის დამფუძნებელი? – მოდით, ამ დეტალებზე არ დავკონკრეტდები. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება პოლიტიკას და ჩვენს ყოველდღიურობას... მირიან ბოქოლიშვილი, "პრაიმტაიმი" 26 სექტემბერი, 2011.
-
ბრიტანეთი რუსი ჩინოვნიკების "შავ სიას" აქვეყნებს აშშ-ის შემდეგ სერგეი მაგნიცკის მკვლელობისათვის შავი სია დიდმა ბრიტანეთმაც გამოაქვეყნა. ოფიციალურმა ლონდონმა სავიზო სანქციები იმ რუს ჩინოვნიკებს დაუწესა, რომლებიც ბრიტანული საინვესტიციო ფონდის იურისტის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ. ბრიტანული პრესიის ცნობით შავ სიაში 60მდე რუსი მარალჩინოსანი მოხვდა. სერგეი მაგნიცკი რუსეთში მუშაობის დროს ქვეყნის კორიფციულ საქმეებს იძიებდა.იგი 2009 წელს ციხის კლინიკაში გარდაიცვალა.
-
ჩვენი ერთ ერთი საუკეთესო მეფე
-
კალიგრაფიის, მინიატურისა და ხატწერის სასწავლო კურსი
FRIDRIX replied to Gainsborough's თემა in შემოქმედება და ხელოვნება
საინტერესოა ყველას მოვუწოდებ ჩაეწერონ ამ კურსებზე -
ჩეჩნეთის მოსახლეობისთვის, „რუსი“ და „ძალადობა“ სინონიმები გახდა: ცხოვრება ომის ეპიცენტრში მიმდინარე თვის პირველ რიცხვებში, გამოვა წიგნი, რომლის სახელწოდებაც, „პოლინა ჟერებცოვას დღიურები“ იქნება. წიგნში აღწერილია ჩეჩნეთის მეორე ომის ისტორია. ყოველივეს კი გროზნოში მცხოვრები სკოლის მოსწავლე გადმოსცემს. პოლინა ჟერებცოვა, 1985 წელს, გროზნოში დაიბადა. ჩეჩნეთის პირველი ომის დასაწყისში, როცა მისი ჟურნალისტი პაპა, ანატოლი ჟერებცოვი, რომელიც 25 წლის მანძილზე გროზნოს სამაუწყებლო ტელევიზიაში მუშაობდა, სამედიცინო დაწესებულების დაცხრილვის დროს გარდაიცვალა, პოლინამ დღიურის წერა დაიწყო. იმ დროისათვის, იგი 9 წლის იყო. ჟერებცოვების ოჯახში, დედის მხრიდან, ყველა გოგონა წერდა დღიურებს. მაგრამ პოლინასთვის, ეს მხოლოდ ოჯახური ტრადიცია არ ყოფილა – დღიური მისთვის ერთადერთი მეგობარი გახდა, ცივ, დანგრეულ და განადგურებულ სამშობლოში. ამ დღიურიდან ცნობილი ხდება, რომ სწორედ პირველი ომის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, „რუსი“ და „ძალადობა“ სინონიმები გახდა. სამწუხაროდ, პოლინას დღიურის ეს ნაწილი ჯერ არ არის გამოქვეყნებული. ოქტომბერში, სკოლის მოსწავლის დღიურის მეორე ნაწილი გამოვა, რომელიც 1999–2002 წლების ჩეჩნეთის ომს ეძღვნება. ამ ნაწილში, პოლინა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს, რომლებიც სიკვდილს ებრძოდნენ არაადამიანურ პირობებში. აღწერს მშვიდობიანი მოსახლეობის, ჩეჩენი მებრძოლებისა და სამხედროების ურთიერთობებს, ასევე, საუბრობს უახლოესი ადამიანების სიკვდილზე. გადმოსცემს საკუთარ, მოზარდისეულ განცდებს, რომელიც პირველ სიყვარულს უკავშირდება. მეტად მარტივად და გასაგებად, ავტორი რუსი მოქალაქეების მიერ, ბედის ანაბარად დატოვებულ სამშობლოზე საუბრობს. აღნიშნავს იმას, რომ ქალაქი, რომელიც ავტომატის სამიზნიდან მკვდარი ჩანდა, ცოცხალი აღმოჩნდა. სინამდვილეში იგი ცოცხლობდა, იტანჯებოდა, უყვარდა და სძულდა. ეს არის ის, რაც რუსეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ჯერჯერობით, არ იცის. ის, რისი ცოდნაც აუცილებელია. ცოდნა იმისა, თუ როგორ და რანაირ პირობებში გაიზარდა ჩეჩნეთში ახალი თაობა. დღიურში საუბარია იმ ქვეყანაზე, სადაც მოსახლეობას რუსეთის მხრიდან, ძალადობისა და ქსენოფობიის ატანა უწევს. ამ წიგნის ეპიგრაფი კი ასეთია: „ეძღვნება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას“. გიგანტური საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც პოლინა უკავშირდებოდა, კითხულობდნენ მის დღიურს და ოხრავდნენ: „შეუდარებელია. ვწუხვარ, მაგრამ გამოქვეყნებას ვერ შევძლებთ. გესმით, პოლიტიკური სიტუაცია... ჩვენ ვერ შევძლებთ ასე გარისკვას“. თუმცა, პოლინამ მხოლოდ ერთი გამომცემელი იპოვნა, რომელმაც გარისკა. წიგნი გამოვა 2 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით. „პრესა.ჯი“ კი წიგნიდან რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ: „1999 წლის 1 ოქტომბერი გუშინ და გუშინწინ – ბომბავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, იერიში ადგილობრივ საავადმყოფოზე მიიტანეს. ადგილობრივი რადიო აცხადებს: მოკლულია 420 ადამიანი, დაჭრილია 1000. ქვეყანა გავრცელებულმა ხმებმა მოიცვა. ხშირად, ეს ინფორმაციები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. იმაზე რომ დაიწყება ახალი ომი, აგვისტოში, პროფესორი ნუნაევი გვაფრთხილებდა - ნაცნობი ექიმი–კარდიოლოგი. მაგრამ ჩვენ მას არ დავუჯერეთ. შევიძინეთ ახალი პროდუქტი. ექვს აგვისტოს ჩვენ გავიგეთ: ქალაქი გროზნო, გარდაცვლილი პრეზიდენტის, დუდაევის ქვრივმა დატოვა. ამხელა ინფორმაცია! მხოლოდ იმის დაჯერება შეიძლება, რაც თავად დაინახე, საკუთარი თვალებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდო ყურებს! ბაზარში, ხალხი ერთმანეთის მისამართებს ცვლიდა, ყველა ვიღაცას დაუმეგობრდა, იმ შემთხვევისთვის, თუ ძლიერად დაბომბავენ ან ქალაქს სრულიად გაანადგურებენ ჰქონოდათ სადმე წასასვლელი. ჩვენ ნაზარმა მოგვცა მისამართი. იგი მეუღლესთან ერთად პროდუქტებს ყიდის: მიკრორაიონი, კოსიორას ქუჩა, ნომერი რვა, ბინა 66. ავტობუსი 29. მისამართი რუსმა ქალმაც მოგვცა, მას ლელია ერქვა. გვითხრა: „ვაი და ქალაქის ცენტრში მოხვდით და ავიადაბომბვა დაიწყო? გამოიქეცით გამარჯვების გამზირზე, სახლ ნომერ ხუთისკენ, ჩვენ, ეზოში დიდი სარდაფი გვაქვს“. უცაბედი სიკვდილი, ალბათ არცთუ ისე საშინელია. საშინელება ნანგრევებში წოლა და ტანჯვით სიკვდილია... 1999 წლის 13 ოქტომბერი ღამით იარაღის ხმა გვესმის. დღისით კი ვვაჭრობთ. ახლა მე ხელსახოცს ვატარებ, ისევე, როგორც დეიდა კუსუმი. კუსუმი მე ყოველთვის მაქებდა. თავისთან მსვამდა და თმებს მვარცხნიდა. მეძახის: „წავიდეთ, კულულებს გაგიკეთებ!“ დაუდამ კიდევ შემოგვიარა. ნაყინი მიყიდა. ნუთუ მოვეწონე? ეს კუსუმს რომ სცოდნოდა, დაუდას დედას! ამ ბიჭმა მკითხა: „რამდენი წლის ხარ?“. გაიგო რა, რომ მხოლოდ თოთხმეტის ვიყავი, გაოგნდა: „შენ ისეთი პატარა ხარ! მეგონდა დიდი იყავი... იცი, შენ ძალიან გავხარ დედოფალ ბუდურს, ჩემი უსაყვარლესი ზღაპრიდან!“ მაშინ მე გავბედე და განვუცხადე, რომ ის ალადინია! ჩვენ დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს და ვდუმდით. მე საკუთარმა გამბედაობამ გამაკვირვა. ადრე, ბიჭებთან ურთიერთობისას, მე ვდუმდი, მხოლოდ ვუსმენდი, ახლა კი ავლაპარაკდი ... ალადინს ლამაზი თავლები აქვს. თმები კი – შავი, დაკულულებული და მხრებამდე გაზრდილი. იგი ნამდვილად პრინცივით გამოიყურება. მე გამახსენდა, რომ სიზმარში მყავდა ნანახი! ადრე.. როცა ბავშვი ვიყავი და ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი. ალადინმა შემატყობინა: იგი 23 წლის იყო. მის მამას სხვა ოჯახი ჰქონდა. ჰყავს დედა და და და სოფელში ცხოვრობს. მან დაიმორცხვა, შემდეგ დიდხანს უყურებდა თავის ფეხსაცმელს და უსიტყვოდ წავიდა. 1999 წლის 21 ოქტომბერი მე და დედა ოცდაერთმა ოქტომბერმა შეგვძრა. მე ვხედავდი: მაგიდასთან მკვდარი ქალი იჯდა. დაჭრილები კაფეებსა და სადარბაზოებში იმალებოდნენ. მამაკაცები, რომლებიც მოხალისე მაშველები იყვნენ, დაცხრილვის მსხვერპლებს აგროვებდნენ, მანქანებში ათავსებდნენ. პირველ რიგში – მძიმედ დაჭრილებს. ყოველივე მოულოდნელად დაიწყო. დაახლოებით საღამოს ხუთი საათისთვის. ჩვენ დარჩენილი პროდუქტი მოვაგროვეთ – ორი ჩანთა გამოვიდა. ერთი მე, მეორე კი დედას. იქ შეგვხვდა კუსუმი, პატარა ბავშვთან ერთად, იდგნენ, საუბრობდნენ. უეცრად კი რაღაც ნათელმა გაანათა ისედაც ნათელი ცა. ამას ძლიერი გრუხუნი მოჰყვა. შიშისგან ჩვენ ჩვენი დახლის ქვეშ შევძვერით. ვისხედით რკინის დახლებს შორის. სხვა თავშესაფარი ახლოს არაფერი იყო. აფეთქება! შემდეგ კიდევ... თითქოს ერთი და იგივე, მრავალჯერ ფეთქდებოდა. ჩვენ ჩანთები დავყარეთ და გავიქეცით. „მოდის სახლის“ ეზოში შევირბინეთ. ეს გროზნოს ცენტრი იყო, როზა ლუქსემბურგის ქუჩა. როცა გავრბოდი, დიდმა ნამსხვრევმა ძალიან ახლოს ჩამიქროლა. იგი არ მომხვედრია, მაგრამ დრო ძალიან ნელა გადიოდა და მე თითქოს დამშრალი მდინარის კალაპოტში ვიდექი, მაშინვე გავიაზრე, რომ დამეწყო დახმარების თხოვნა, ვერც დედა და ვერც სხვები ვერ მიხსნიდნენ სიკვდილისგან. სიკვდილი და მე – ამ სამყაროში მხოლოდ მე და სიკვდილი აღმოვჩნდით გადაჯაჭვულნი. არაფერი არ არსებობდა, რაც შესაძლო იყო აღმოჩენილიყო ჩვენს შორის და გადამფარებოდა, დავეცავი სიკვდილისგან. ძლიერი დარტყმა და... დრო ცეცხლმოკიდებულ ნაფლეთებთან ერთად დაბრუნდა. ფეხებს პაწაწინა მეტალის ნაგლეჯები მისერავდნენ, მაგრამ მე ინერციით კვლავ განვაგრძობდი სირბილს. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ – დავეცი... მე წამომაყენეს. ჩვენ ერთ–ერთ სადარბაზოში შევცვივდით. როცა ჩამოვჯექი, დაფლეთილი ფეხების ტკივილმა თავი შემახსენა. ამავე სადარბაზოში, დედა და კუსუმი მიტოვებულ ჩეჩენ გოგონას წააწყდნენ. გოგონას ფეხები მუხლებში ჰქონდა მოწყვეტილი. მე პირველად დავინახე, რომ ძვალი თეთრი იყო. იგი შოკურ მდგომარეობაში იყო და მხოლოდ ამას ამბობდა: „მტკივა! მტკივა! მტკივა!“ სადარბაზოში ქალები და ბავშვები იყვნენ. დედამ თქვა, რომ ოდნავ ეწვოდა გვერდი. დედას რკინის ნაფლეთი ჰქონდა მოხვედრილი. როცა ჩვენს სადარბაზოში კაცმა შემოიხედა, მაშინ ყველამ იყვირა, რომ პირველი ფეხების გარეშე დარჩენილი გოგონა უნდა წაეყვანათ. მან ბევრი სისხლი დაკარგა. შესახედაობით გოგნა 17–დან 20 წლამდე იქნებოდა. იგი წაიყვანეს. სადარბაზოში კვლავ შემოიხედეს მაშველებმა. ახალგაზრდა ბიჭებმა. მათ შორის ალადინიც იყო. გადაწყვიტეს, რომ მე ფეხების შესახვევად აფთიაქში წავეყვანე, გამარჯვების გამზირზე. ალადინს ხელში აყვანილი მივყავდი და მიჩურჩულებდა: „არ იტირო, ჩემო დედოფალო! ნუ გეშინია! დაგეხმარებიან!“ დედა უკან მოჰყავდათ. არც ჩვენი პროდუქტით სავსე ჩანთები დაივიწყეს. ჩვენ სახლში მივყავდით. აფთიაქისკენ მიმავალ გზაზე, სამი გარდაცვლილი დავინახე. ისინი ერთამნეთის მოცილებით იწვნენ. მათ ვიღაცამ ზეწარი გადააფარა. ერთი ქალი იყო, ერთი – კაცი და თუ ვინ იყო მესამე, ზუსტად ვერ გამეგო. ჩემი აზრით, ბავშვი. ჩვენ აფთიაქში მიგვიყვანეს და უცნობმა ქალმა, დედას გვერდიდან რკინის ნაფლეთი ამოუღო. მე კი მხოლოდ ფეხები გადამიხვიეს. იმის გამო, რომ ერთი ნაფლეთი ღრმად იყო ხორცში შესული ფეხი ძალიან მტკიოდა მათი ამოღების დროს. ალადინს ძალიან ვეცოდებოდი, მიყურებდა და საკუთარ ხელს კბენდა. გადაწყვიტეს, რომ სახლში უნდა წავსულიყავით, იმის გამო, რომ საავადმყოფოები გადატვირთული იყო მძიმედ დაჭრილი ადამიანებით. ძირითადად, ქალბატონებით, მოხუცებითა და ბავშვებით. დილით ფეხების ტკივილი გამიმძაფრდა. მე ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ წამლებს ვსვამდი, მაგრამ ტკივილი სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ჩვენი კატა კი გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა და სისხლიან სახვევს მოეჭიდა, ეს საშინელი იყო. მე მას წიხლი ვკარი და გადავაგდე. ძლივს ვისაუზმეთ. დედამ მეზობლებს, ჩემი საავადმყოფოში წაყვანა სთხოვა. ზემოთ მცხოვრებნი დათანხმდნნ. მათი მანქანით ჩვენ ნომერ მე–9 სააავადმყოფოსკენ გავემართეთ. ეს ჩვენი ცენტრალური სამედიცინო დაწესებულებაა. ექიმებმა მაშინვე აგვიხსნეს: „თქვენ რენტგენი გჭირდებათ. ელექტროენერგია არ გვაქვს, საწვავი კი გაგვითავდა“. ექიმი, რომელიც მივლიდა, დაიღალა. ის ძლივს იდგა ფეხზე. მან მომიყვა, რომ ღამით, ოპერაციის დროს, რამდენიმეჯერ გამორთეს ელექტროენერგია და მიუხედავად ამისა, ათობით ადამიანს გაუკეთეს ოპერაცია. ბევრი დაიღუპა... ჩემთვის ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება დაავიწყდათ მაშინ, როცა ჭრილობებს ამუშავებდნენ. მე ვიკივლე. ყვირილის მცხვენოდა. ექიმი მიმიხვდა და ნემსი გამიკეთა. დედამ გამოწერილი წამლები მაშინვე მიყიდა. ნაფლეთებს ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვნეს. „რენტგენის გარეშე, დახმარებას ვერ შევძლებთ. ბავშვს ტყუილად ვტანჯავთ. მოძებნეთ საავადმყოფო, სადაც ელექტროენერგიაა.“ – აღნიშნავდნენ ექიმები. ფეხებიდან ნაფლეთების უმნიშვნელო რაოდენობა ამომაცალეს. ამ დროისათვის, დედასაც სტკიოდა გვერდი, მაგრამ მას სიარული შეეძლო. 1999 წლის 31 ოქტომბერი 15:40 კვლავ დაბომბეს. დაბომბეს კარპინკის ადგილობრივი სექტორი. ჩვენს სახლში ბავშვები იმალებოდნენ. ხმამაღლა ყვიროდა და ტიროდა ათი წლის გოგონა – ზარა. მანსური, დეიდა ვალის შვილი, ყველას გვამშვიდებდა. მე ვლოცულობდი. დანარჩენები კი კიბეებიანი აივნებიდან იყურებოდნენ ჩვენს ოთახში. 1999 წლის 25 ნოემბერი დღემ მშვენივრად ჩაიარა! დილიდან ცოტას ისვროდნენ და საღამოს, მეზობლები „სასეირნოდ“ გავიდნენ. ეს ნიშნავს, სადარბაზოსთან დგომას და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას. მაგრამ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩანდა! იარაღი ჩვენი ეზოსკენ მომართეს. ჩვენ ყველანი დეიდა მარიამის სახლში შევცვივდით. ასე დავრბოდით ერთამნეთის სახლებში, მერე კვლავ ვბრუნდებოდით და კვლავ გავრბოდით. ეს ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. კარზე კაკუნი გაისმა. ალადინი მოვიდა! ვიფიქრე, რომ ჭკუიდან გადავდგებოდი... რომ ყოველივე მესიზმრებოდა... იგი ამ ჯოჯოხეთში გადარჩა! როგორ?! ასეთი დაბომბვები! მან კი ცხელი ზონიდან, ჩვენს რაიონამდე მოაღწია! იგი თურმე ფიქრობდა, რომ მშივრები ვიყავით... მან ჩვენ შავი პური მოგვიტანა. ალადინი მთლიანად ჭუჭყიანი იყო. დაკარგა ხელი, მაგრამ რაც მთავარია, ის ცოცხალი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, მე სიკვდილზე აღარ მიფიქრია. 2000 წლის 20 იანვარი გუშინ, 19 იანვრის დილას, ჩვენ სახლიდან რუსმა სამხედროებმა გაგვიყვანეს. ჩემს საათზე ცხრა იყო დაწყებული. „ჩქარა! ძალიან ჩქარა!“ – გვიბრძანეს მათ. დედას არ მისცეს საბუთების წამოღების უფლება. მათ უთხრეს: – შენ პასპორტი, აღარ დაგჭირდება... მეზობელი მოპირდაპირე სახლიდან, ბებია ნინა, თოვლში სახლის ჩუსტებით გავიდა. გადაცმა მან ვეღარ მოასწრო. გადაწყვიტა: შეამოწმებენ სახლებს, გადახედავენ დოკუმენტებს და შინ დავბრუნდებით. ამდაგვარი სიტუაცია 1995 წელსაც ხომ იყო? მაგრამ, ამ ჯერად, ყველა მოსახლე, ვინც სახლებიდან გამოიყვანეს, კორპუსის შუა სადარბაზოში შეკრიბეს. მე ვხედავდი, როცა ჩემს ეზოში მივდიოდი, ნათელი მზე და თეთრი, ქათქათა თოვლი. ლამაზია! უბრალოდ რკინის ნაფლეთები, რომლებიც უკვე ოთხი თვის განმავლობაში „ცხოვრობდნენ“ ჩემს ფეხებში, შიგნიდან მჩხვლეტდნენ და სიარული ნამდვილ ტანჯვად მექცა. კიბეებზე, რომელიც ქვევით ჩადიოდა, ბევრი საპონი ეწყო, რომლებიც წითელ კოლოფებში იყო მოთავსებული. მე ერთი კოლოფი ავიღე და ჯიბეში დავმალე. რამეში გამომადგება, მაგალითად ხელების დასაბანად! ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ ჩვენს ეზოში მივდიოდით, ვხედავდი, თუ როგორ გამოქონდათ სამხედროებს ლურჯი ყუთები – როგორც აღმოჩნდა, ბროლის ნივთები. შემდეგ ისისნი ყუთებს ხსნიდნენ და ეზოში, ასფალტზე ტეხდნენ ბროლს, ყველას დასანახად, თან ბილწსიტყვაობდნენ... უბრალოდ გაუგებარი იყო – რატომ? შემდეგ ჩვენ სარდაფში ჩასვლა გვიბრძანეს და საუბარი აგვიკრძალეს. მოლაყბეს ტყვიას დაჰპირდნენ. ჩვენ სარდაფში დაახლოებით სამი საათი ვისხედით. უხმოდ ვურთიერთობდით, ტუჩების შეუმჩნეველი მოძრაობებით. ყველას გვეშინოდა, რომ ყუმბარას ჩამოგვიგდებდნენ. უფროსები ამბობდნენ, რომ ასეთი შემთხვევები ხდებოდა... სარდაფში სიმჭიდროვე, სიბნელე, ნესტი და უჰაერობა იყო. იურაჩკამ კი ჩამჩურჩულა, რომ რუსი ჯარისკაცები უცხოპლანეტელები იყვნენ და ისინი სხვა გალაქტიკიდან ადამიანების მოსაკლავად ჩამოფრინდნენ. საბოლოოდ, ჩვენ სარდაფიდან გამოსვლის უფლება მოგვცეს. დეიდა აზა და დეიდა ლინა ამოვიდნენ თუ არა სარდაფიდან, მაშინვე ლამაზი, წითელი საპნის შეგროვება დაიწყეს. განაცხადეს, რომ საპონი ვიღაც მეზობელმა შესანახად დაუტოვა მათ. მე შემრცხვა, მაგრამ ჩემი ერთადერთი საპონი მაინც არ მივეცი. – მომეცით უფლება, ჩემს სახლში შევიდე! პასპორტს ავიღებ. რა შემეძლება პასპორტის გარეშე? – წუხდა დედა. – არ შეიძლება! პასპორტი აღარ გჭირდებათ. ნივთები არ წამოიღოთ! კარები არ ჩაკეტოთ! წინ! გამცილებლებთან ერთად. აზამ დედას შავი ტყავის ქურთუკი მისცა. – ეს მაინც გადამირჩინე! – მოულოდნელად სთხოვა მან. ორი კორპუსის მაცხოვრებელნი, ჯაჭვივით გადაბმულნი მიდიოდნენ. მე თერთმეტი ადამიანი დავინახე. ეზოს გასასვლელთან, კუთხეში, ჩაცხრილვის გამაოგნებელი ხმა გაისმა. იმსხვრეოდნენ შუშები. ჩვენ და სამხედროები ერთად მივდიოდით. ჩვენ პირველები მივდიოდით: ბებია სტასია, დედა და მე. სტასია ძლივს დადიოდა. ჩვენ იგი შუაში მოვიქციეთ და ყველა ერთმანეთს ვეშველებოდით. მეც ძლივს მოვძრაობდი შიმშილისგან და დაღლილობისგან გათანგული... როცა ბომბის აფეთქების ხმა გაისმოდა, ყველა ძირს წვებოდა და შემდეგ კვლავ განაგრძობდნენ მოძრაობას... ჩვენ კლდესთან მიგვიყვანეს. მე ქვემოთ ჩავიხედე. იქ ხრამი და თოვლი იყო. იურაჩკა გაგიჟდა, ჯარისკაცს პირჯვარი გადასახა და რაღაც მსგავსი უთხრა: –ქშა! ქშა! გაფრინდით აქედან! რომელიღაც ჯარისკაცმა, იარაღიდან ისროლა, ჩვენი თავებიდან ოდნავ ზემოთ. მე შემეშინდა. ვგრძნობდი, რომ ვეცემოდი. თავბრუ დამეხვა. დედას ვეჭირე. მარჯვენა ფეხში ჩარჩენილმა რკინის ნაფლეთმა კი კვლავ „გაიღვიძა“ და ხორცს ძლიერად მიფლეთდა. ბებია სტასია მუხლებზე დაეცა და ყვირილი დაიწყო: – რას აკეთებს? ჩვენ თქვენიანები ვართ, ჩვენ რუსები ვართ! არ ისროლოთ. დედა ჩუმად იდგა. ჯარისკაცებმა სიცილი დაიწყეს. ყველაზე მსუქანმა კი თითის ქნევა დაიწყო: – თავისუფლად! დაეშვით დაბლა! შინ დაბრუნება კი არ გაბედოთ – ჩვენ აქ წმენდა გვაქვს! ჩვენ მას დავუჯერეთ. ძირს დავეშვით. ერთ–ერთმა ჯარისკაცმა კი დაიყვირა: „დაცხრილვის შესახებ, უბრალოდ ვიხუმრეთ...“ ჩვენ უცნობ ადგილებში დავდიოდით. გამცილებელმა უფანჯრო და უკარებო სახლზე მიგვითითა. მაგრამ შენობა, გამძლე აგურის კედლებისგან იყო აშენებული. „ჯერჯერობით აქ დაისვენეთ. ჩვენსკენ სხვა დანაყოფებიც მოდიან.“ ძალიან მალე შემოგვიერთდნენ ჩვენი მეზობლები. შენობა, სადაც ჩვენ მიგვიყვანეს, სრულიად ცარიელი იყო. ოთახის შუაში, მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, რომელზეც მხოლოდ რკინის ზამბარები იყო, არც მატრასი და არც ლეიბი. ყველა, რიგრიგობით ვისხედით ამ საწოლზე დარჩენილი დღე და მთელი ღამე. მე კი იატაკზე ვიჯექი და საწოლზე დაჯდომის სურვილიც არ მქონდა. დილით სხვა სახლის საძებნად გავემართეთ. ისეთი შენობის პოვნა გვსურდა, სადაც დროებით მაინც შევძლებდით ცხოვრებას. ჩვენ არაფერი გვქონდა ნაჭამი. არც გუშინ და არც დღეს. სამაგიეროდ სახლი ვიპოვნეთ! მას კარები და ფანჯრები ჰქონდა. სასადილო მაგიდაც კი იდგა! სავარძელიც! ჩვენ სახეები ბედნიერებისგან გაგვინათდა და ყველამ შევწყვიტეთ მოთქმა. სასწრაფოდ დავიყავით პატარა ჯგუფებად და მუშამბას საძებნად გავეშურეთ, რათა ფანჯრები დაგვეფარა. ასე უფრო თბილად ვიქნებოდით. ჩვენი ძებნა წარმატებული გამოდგა. ლურსმნები და ჩაქუჩი ვიპოვნეთ. გადავწყვიტეთ, რომ არ დავყოფილიყავით. იმ დროისათვის, 2–3 ადამიანის ცალ-ცალკე ცხოვრება საშიში იყო. უკეთესი იქნებოდა, თუ ყველა ერთად ვიქნებოდით. 2000 წლის 22 იანვარი დეიდა აზამ და დეიდა ლინომ მეზობელი სახლებიდან თბილი პლედები მოიტანეს და მშვიდად ეძინათ. დედას სხვის სახლებში შესვლა მოერიდა. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვიყინებოდით. მე დილით დავიწყე ტირილი, ვერ ავიტანე ორდღიანი შიმშილი და დედას ვუთხარი: „მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ! ხალხი თავის გადარჩენაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი...!“ მან მითხრა: „ხო, კარგი...“ – უჩუმრად წამოდგა. ვიღაც რუს ჯარისკაცებს შევეცოდეთ და მათი საკვების ნაწილი გაგვინაწილეს. შემდეგ გვითხრეს: „ყველაფერი რაც გჭირდებათ, უნდა ეძებოთ ქალაქში. როგორც ვიცით, გროზნოში ჩაკეტილი სახლები აღარ არსებობს!“ ყველა საძებნად გაეშურა, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს, ფქვილის გარდა. დღის სამი საათისთვის, რაღაც სუფის მაგვარი მოამზადეს, როგორც იქნა მივირთვით! საღამოს, ვიღაცამ ცოტაოდენი ბრინჯი აღმოაჩინა, ვიღაცამ კი ერთი ჭიქა მაკარონი. გავიხარეთ, რადგან მაკარონიანი და ბრინჯიანი „წვნიანი“ გვექნებოდა. მასში ჩავყრით ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენი სახლი ალბათ უკვე დაიწვა და დედას პასპორტიც მიჰყვა მას. ვოვკამ და აზამ, სადღაც სამხედროებისთვის არაყიც კი იყიდეს. ოღონდ რატომ მოიქცნენ ასე ვერ მივხვდი. ვოვკას ცოლი, დეიდა ოლია, მუდამ უცინის და უჩურჩულებს ჯარისკაცებს. ამბობს, რომ საკვებისთვის იქცევა ასე. ყველას ხელმძღვანელობს, ყვირის, თავად კი თავის ოთახში, სხვისი ბროლი და ჭურჭელი შეაქვს. ჩვენს ოთახებს სამზარეულო ჰყოფს... დღეს დედამ კასრს მიაგნო, რომლიც ნახევრად რუხი ფქვილით იყო სავსე. ეს კასრი ქუჩაში, სადღაც ნანგრევებში ეგდო. დედამ მისი წამოღება გადაწყვიტა, ვიღაც ჩეჩენმა ქალმა კი უყვირა: „ჩემია, მომეცი! იგი ჩემი სახლის წინ იდო. მე მოხუცი ვარ! სამი დღეა არაფერი მიჭამია!“ დედას შერცხვა და შეეცოდა მოხუცი. მან ფქვილი მისცა „ბებოს“. მთვრალმა ვოვკამ კი დედას უყვირა!!! – მე ღმერთი არ ვარ! თქვენ არ გამოგკვებავთ! ვინც არაფერს არ მოიტანს –საჭმელსაც არ მიიღებს! ჩვენ ვდუმდით. ვიცოდით, რომ დამნაშავეები ვიყავით. 2000 წლის 24 იანვარი ჩვენ წყალს ვეზიდებოდით. მე ნახევრად ცარიელი კასრით. იარაღის სროლის ხმა უკვე ძალიან ახლოდან ისმოდა. კარგად ჩანდა, როგორ იწვოდა და ალი ასდიოდა სახლებს. სამხედრო თვითმფრინავები ზუსტად ჩვენს თავზე დაფრინავდნენ. ასე ერთობოდნენ სამხედროები. ისინი ჩვენი თავებიდან ოდნავ მაღლა ისვრიან, სანამ წყალს ვაგროვებთ. მიტოვებულ სახლებში ხშირად არის წყლით სავსე კასრები, მაგრამ ისინი გაყინულია და მათი გადნობა ძალიან რთულია. სადაც გამოგვდის რაიმე, კასრები შინ მიგვაქვს. ჩვენ ღუმელიც გვაქვს. გაყინული წყლით სავსე კასრს მასზე ვდებთ და ვადნობთ. ჩვენ ისევე გვძინავს, როგორც ადრე. ქურთუკებში, მაგრამ ახლა ისე აღარ ვიყინებით. დღეს გაგვიმართლა – დამწნილებულ პომიდორებს მივაგენით. შინ მივიტანეთ... დღე–ღამის განმავლობაში ერთხელ ვჭამთ. ზუსტად დღის სამ საათზე. ჩვენმა მეზობლებმა იპოვნეს და მოიტანეს ფქვილიც. სწორედ ამიტომ, დღეს თითოეულ ჩვენგანს კიდევ აქვს საკბილო. თუ გინდა ყველაფერი მაშინვე შეჭამე, ან თუ გსურს, მთელ დღეზე გადაანაწილე. მე მუდმივად ჭამა მინდა. ფეხები მტკივა. ეს ყველაფერი კი მეტალის ნაფლეთების გამო... რამდენიმე რუს ჯარისკაცს შევეცოდეთ და თავიანთი საკვები გაგვინაწილეს. 2 ქილა მოგვცეს, ეს კი თითოეული ჩვენთაგანისთვის იყო განკუთვნილი. – ჩვენ ისედაც განკუთვნილის ნახევარს გვაძლევენ, – აღიარა ერთ–ერთმა ჯარისკაცმა. – დანარჩენს ხელმძღვანელობა ყიდის... მაგრამ თქვენ აიღეთ. თქვენი ყურება რთულია. თქვენ ხომ მშივრები ხართ! პროდუქტებს ვოვკა, დეიდა ლინა, აზა და ოლია მაშინვე ახარისხებენ. რაც უკეთესია, თავიანთთვის მალავენ. ჩუმად ჭამენ, ღამ–ღამობით, ბებიებს, მე და დედას კი თითქმის არაფერს გვაძლევენ. .. მე როგორც იქნა გავიგე! ჩვენთან ერთად მცხოვრებნი უბრალოდ მარადიორებად იქცნენ. დედა მე უფლებას არ მაძლევს, სხვის სახლში შევიდე, რომ შემთხვევით რამე არ გამოვაყოლო. როცა სხვის სახლში შევდივართ, მაშინვე გავეშურებით ხოლმე სამზარეულოსა და სარდაფისკენ. მთავარი ხომ საკვებია! საკვების აღება ცოდვა არ არის. თუ ჩვენს საკვებს იღებდნენ, ჩვენ არასდროს ვჩხუბობდით... ჩვენ აუცილებლად ვნახულობთ სააბაზანოსაც. იქ წამლებს, წყალსა და საპონს ვპოულობთ ხოლმე. ჩვენ დღეს მაგრად გაგვიმართლა – წამლები ვიპოვნეთ. მე მაშინვე ორი აბი დავლიე. 2000 წლის 25 იანვარი დილით ჩვენი ქალები მოვიდნენ და მოგვიყვნენ, რომ ორი და სამხედროებმა წაიყვანეს. ასაკით ისინი სკოლის მოსწავლეები იქნებოდნენ. მათი დედა კი არყით სავსე კასრს ეძებდა, რათა ამის საფასურად გოგონები უკან დაებრუნებინა. აზამ და ოლიამ სხვისი ლამაზი პირსახოცები მოიტანეს, აღნიშნეს: „ეს ხელსაწმენდების მაგივრად“. და ყველაფერი მაშინვე თავიანთ ოთახში შეიტანეს. დილით მე დავინახე: ჩვენს ეზოში ახლად ამოთხრილი საფლავი იყო. უფროსებმა განაცხადეს: „ეს მეზობელია. გვერდითა სახლში თავი მოიკლა“. ნუთუ მართლა! მე კი არაფერი შემიმჩნევია... ღამით ძლიერი სროლებია, მაგრამ სარდაფში არავინ ჩადის. ყველას ჩვენ ადგილებზე გვძინავს... დედას გული ასტკივდა. მე მას ვალიდოლი და გულის წვეთები მივეცი. მან ეზოშივე დაკრძალვა მთხოვა, იმ შემთხვევაში, თუ გარდაიცვლებოდა. მაგრამ ეს აუცილებლად მე უნდა გამეკეთებინა, რადგან სიკვდილის შემდეგაც კი არ სურდა, ჩვენს მეზობლებთან რაიმე საერთო ჰქონოდა. მე კი ვუთხარი, რომ ვერ დავკრძალავდი, რადგან მიწა გაყინული იყო. – მაშინ დაწვი, – მირჩია დედამ... 2000 წლის 26 იანვარი ღამე გათავხედნენ მეზობლები გვერდითა ოთახიდან! იქვე ეწევიან და სვამენ, სადაც სძინავთ. ეს კი ისეთ დროს, როცა გაჩაღებულია ომი! მაშინ, როცა სიცოცხლე ბეწვზე კიდია. კვამლი ჩვენს ოთახშიც შემოდის. ჩვენ ვიგუდებით: ბავშვები და მოხუცები. ახლა უფრო მეტად გათავხედდნენ: ჩვენი ოთახის კარი ჩაკეტეს, სკამებით ჩახერგეს. ექვსი ადამიანი ისე ვსხედვართ, თითქოს ციხეში ვიმყოფებით. საპირფარეშოშიც ვერ გავდივართ! სამზარეულოში კი ჩვენი გოგონები რუს სამხედროებთან ერთად ერთობიან. მშვიდობიანი საუბარი აქვთ და მათთან ერთად მიირთმევენ კიდეც. რაღაც გემრიელი მოხარშეს. სუნი! გამაოგნებელია! თუმცა ეს პროდუქტები ხომ ყველასთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მშივრები ვართ. ისინი კი სვამენ! საკეტის ჭუჭრუტანიდან ჩვენ კარგად ვხედავთ წითელი ღვინით სავსე ჭურჭელს. რუსმა მებრძოლებმა ხმაური გაიგეს და იკითხეს: – რა, აქ სხვებიც არიან? მაშინ ვოვკას ცოლმა და დეიდა აზამ ერთმანეთის სიტყვების გამეორება დაიწყეს: – რა ადამიანები?! ეს ოთახი ინვალიდებისთვის გვაქვს განკუთვნილი. ჩვენ მათ ვკვებავთ! დედამ ამის გაგებაზე ქვითინი დაიწყო. თქვა: – ჩვენ მათ ჩამოვშორდებით. გავინაწილოთ შეშა და პროდუქტი. ცეცხლს კი თავადაც დავანთებ ხოლმე ეზოში. ...დღეს დედა უკეთ გრძნობს თავს. მან წამოდგომა შეძლო. გული მოეშვა...ჩვენ ერთ–ერთ სახლში მშრალი წინდები ვიპოვნეთ და ჩავიცვით. ხელთათმანებს კიდევ ვერ მივაგენით. ერთ–ერთ სახლში, სავარძელზე, გარდაცვლილი მამაკაცი დავინახეთ. ცოტაოდენი სისხლი თავზე და ჩაის ჭიქა ხელში. იგი თითქოს ცოცხალი იყო... უბრალოდ, ჰაერში მეტალის სუნი იგრძნობოდა. გარდაცვლილებს რატომ ასდით მეტალისა და ფერფლის სუნი? ბავშვის ნივთები კი მის ახლომახლოს ელაგა, ასევე ბავშვის საწოლიც... ამ სახლიდან დედამ საკვების გამოტანის უფლებაც კი არ მომცა. იგი ცრუმორწმუნეა. ამბობს რომ გარდაცვლილებისთვის არაფრის წართმევა არ შეიძლება. გვიან ღამით მე კინაღამ დავიღუპე. გამოვედი დაახლოებით 23:00 საათზე. სიბნელე. ვარსკვლავები. ყინვა. საკვების ნაწილი დავმალე, რათა მოხეტიალე ძაღლი გამომეკვება. სწორედაც რომ ძაღლის გამო გამოვედი სახლიდან. დავუძახე მას და საკვები მივეცი... მოულოდნელად სროლა ატყდა. მას მეორე მოჰყვა! ჩემს იქით კი, კედლის უკან, ვიღაცამ მთვრალი ხმით სიცილი დაიწყო. ისინი მე მესროდნენ. მე გადავხტი და კუთხეში მივიმალე. ამის შემდეგ, შეუმჩნევლად სახლის კიბეზე ავძვერი. ფეხების ტკივილისგან, ტუჩები თითქმის სულ დავიჭამე. ცეცხლის შუქზე კი მე და დედამ ჩემი დაცხრილული შარფი შევამოწმეთ. 2000 წლის 27 იანვარი ...პაპა ჰალიდმა მოირბინა, ჩეჩენი, ადგილობრივი მცხოვრებია: – მიშველეთ! ჩემი შვილის სახლი იწვის. ნივთები გადაარჩინეთ! არავინ წამომდგარა. მხოლოდ მე და დედა ავდექით. პაპამ დიდი სახლისკენ მიგვითითა. ცეცხლი ძლიერი არ იყო, მაგრამ მისი ჩაქრობა მაინც არ შეგვეძლო. ჩვენ ორი ბალიში და ორი დიდი ქვაბი, რაღაც ძველი ქურთუკები, რამდენიმე კასრი გამოვათრიეთ. ეს ყველაფერი კი პაპა ჰალიდის ეზოში მოვათავსეთ. სახლი, რომელიც იწვოდა, თითქმის ცარიელი იყო: როგორც ჩანს, ძვირფასი ნივთების გატანა ქალიშვილმა და სიძემ მოასწრეს. მოხუცი დაგვპირდა, რომ სიკეთეს არ დაგვივიწყებდა და ვერმიშელის მოცემა აღგვითქვა. ჩვენ დაგვავიწყდა მისი გაფრთხილება, რომ დამოუკიდებლად ვიკვებებოდით. ჰალიდმა არ მოგვატყუა. მან მოგვიტანა ის, რასაც დაგვპირდა. თუმცა მცირე რაოდენობით. მოგვიტანა ძალიან ცოტა. არადა გვითხრაა, რომ დიდი კასრით ჰქონდა ვერმიშელი. ჩვენი ვერმიშელი აზამ წაიღო. მან მომენტალურად დამალა იგი თავის ოთახში. მე და დედა არაფრის გარეშე დავრჩით. 2000 წლის 28 იანვარი ...დედა ყოველდღიურად იმეორებს სიტყვებს: – შინ წასვლის დროა! „გზა შინისაკენ საშიშია. უნდა წავიდეთ დიდ ჯგუფებად. ისევე, როგორც გამოვედით ჩვენი სახლებიდან“, – გადაწყდა ერთობლივად. გავიყავით ის პროდუქტები, რასაც ვპოულობდით და მოგვქონდა. დედას და მე მოგვცეს: ერთი კასრი ფქვილი, ხახვი, ერთი ქილა პომიდორი და ათი კარტოფილი. დამატებით გამოგვიყვეს ორი ერთ ლიტრიანი, საწებლით სავსე ქილა. ჩვენი მეზობლების საწოლების ქვეშ კი სხვადახვა სახის საკვები იმალებოდა. მაგრამ ბებია სტასასა და ნინას ისეთივე მცირეოდენი მისცეს, რაც ჩვენ. მე ჩვენი სახლისთვის ბევრი სასარგებლო ნივთი მომქონდა: ასანთები, წამლები და სხვათა შორის, წიგნებიც კი. ...საღამო. ჩვენ სახლში ვართ. დღეს ჩვენი გადმოსვლა დავასრულეთ. ღრმა თოვლში მოვდიოდით, გზაზე, რომელიც მთლიანად აღმართი იყო. პირველი ბებია სტასია მოდიოდა. სტასიას ჩვენ მოვდევდით. დედამ ხელის ორთვალა შეაკეთა. მასში მოთავსდა: ფქვილით სავსე კასრი, ორი ქილა, ხახვი და ფასდაუდებელი კარტოფილი. ...საბოლოოდ, როგორც კი მოსაღამოვდა, ჩვენი სახლის ზღურბლს მივადექით. მაგრამ კარი არსად დაგვხვდა! ჩვენ ჩვენი დაცხრილული მაცივარი შემოგვეგება. მისი მოგლეჯილი კარი, გვერდით იდო. ჩვენ შევედით და დავინახეთ: ზეწრები სისხლით იყო დასვრილი. ჩემი პატარა რადიო და ტელივიზორი აღარ იყო! გაქრა ჩალაგებული ნივთები: ჩემი თეთრეულიც კი აღარსად ჩანდა! სახლი სრულიად დაცარიელებული დაგვხვდა! ჩვენ იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ უბრალოდ ის ჩავიცვით, რასაც მივაგენით. ოთახში ფანჯრიდან თოვლი შემოდის. არ მაინტერესებს! ჩვენ სახლში ვართ! 2000 წლის 30 იანვარი უკარფანჯრო სახლში გვძინავს. შემოსასვლელში სკამს ვდებთ. კარს მივაგენით, მაგრამ სრულიად გაფუჭებულია. აუცილებელია მისი შეკეთება... ფანჯრებში, პერიოდულად, სროლის ხმა შემოდის. მე გავიხედები და მაშინვე ვიმალები. რუსმა ჯარისკაცებმა ლინას ფუმფულა კატა ჩაცხრილეს. იგი ტიროდა. ეზოს ძაღლი კი დაჭრეს. ძაღლმა სამი დღის მანძილზე იტანჯა და შემდეგ მოკვდა. დედამ იგი აიყვანა და გზის პირას, ბუჩქებს შორის დამარხა. ჩვენი შინაური ცხოველები ჯერ კიდევ შემოდგომაზე მოკვდნენ შიმშილით. ცივა. ვეღარ ვწერ. ჩვენ საჭმელიც გვითავდება... პოლინა
-
http://i082.radikal.ru/1110/1b/823c461dace1.jpg კარგია კრემლის ფონი http://www.youtube.com/watch?v=MHcARimZ0T4&feature=related http://www.youtube.com/watch?v=ukot1fPCnDY&feature=player_embedded http://www.youtube.com/watch?v=Uo8tSfnFqJQ&feature=related ასევე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი "შავნაბადა" რეკლამებს უკეთებს ვასაძის ლექსებს დასავლური კულტურა ეხლა აღარ მოსწონს დასავლეთში რო ისწავლა და გამდიდრდა ცოდნის და დიპლომის წყალობითეხლა აღარ უნდა დასავლეთი მოსკოველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ Village Voice-ს ჟურნალისტთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ newsline.ge იტყობინება. აქამდე ლევან ვასაძე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად მხოლოდ სოციალურ ქსელებში „გაელვებული“ ნატვრებით აღიქმებოდა, თუმცა თვითონ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ოფიციალურად არ ადასტურებდა პრეზიდენტობის ამბიციას. ამასთან, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო მარათონში მისი ჩაბმა იმან გამოიწვია, რომ როგორც ქართველი, გულხელდაკრეფილი ვერ უყურებს, „როგორ იღუპება ქვეყანა“. Village Voice-სთან საუბარში რუსეთის მოქალაქე ქართველი ბიზნესმენი ამბობს: „მე აქამდე არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული მივიღებდი თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში 2013 წელს, თუმცა, რომ ვუყურებ ჩემს დაკნინებულ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ მრჩება, უნდა ჩავუდგე ჩემს მართმლადიდებელ ერს სათავეში და მოვაშორო ეს წურბელები აქაურობას“. ინტერვიუში ლევან ვასაძე ცდილობს, რაც შეიძლება მუქ ფერებში დაანონსოს, რა მძიმე და ეკლიანი გზა ელის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე და თავს მარტინ ლუთერ კინგსაც კი ადარებს: „არ არის გამორიცხული, რომ მე გადამიარონ და აღმგავონ პირისაგან მიწისა, როგორც ეს მართინ ლუთერ კინგს გაუკეთეს, თუმცა დღეს რომ ნიუ-იორკში შავკანიანი და თეთრკანიანი ერთი ავტობუსით მგზავრობს, ეს მისი დამსახურებაა, ასე რომ, ოღონდ რამე გვეშველოს და ეშმაკსაც წაუღივარ - დღეს ჩვენ ყველანი ზანგები ვართ...“ - თქვა ლევან ვასაძემ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაახლოებით წლინახევრის წინ ლევან ვასაძის (რომელიც თავისუფალ დროს ლექსებსაც წერს) მიერ წაკითხული ლექსის „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ“ ვიდეოვერსია გაჩნდა. მისი საახლობლო წრის მიერ თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ავტორი ფართოდ დაანონსდა არა როგორც პოეტი, არამედ როგორც „საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი ბიზნესმენი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა“. სასწრაფოდ შეიქმნა მისი ფან-გვერდი, სადაც იუზერთა ნაწილი, ლამის მუხლმოდრეკილი სთხოვდა ვასაძეს, პოლიტიკაში მოსულიყო და საქართველოს პრეზიდენტობაზე განეცხადებინა პრეტენზია. როგორც ჩანს, ამ წინასწარ დაგეგმილმა, მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო: საქართველოს პრეზიდენტობა, ალექსანდრე ებრალიძის შემდეგ, კრემლთან დაახლოებულ და რუსეთში გამდიდრებულ, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთ მოქალაქე-ბიზნესმენს მოუნდა.
-
საპროტესტო აქციები აშშ-ში, დაკავებულია 700 მანიფესტანტი
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამერიკაში განხორციელებულ დარბევაზე საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას -
http://s59.radikal.ru/i165/1110/7e/0c61f49a7fd5.jpg http://s004.radikal.ru/i205/1110/47/ca618068fac6.jpg http://s002.radikal.ru/i197/1110/78/a3d333438931.jpg http://s005.radikal.ru/i210/1110/2a/693fce098a14.jpg
-
http://www.youtube.com/watch?v=3xMj7DoCGoQ&feature=related რას ნიშნავს მამა შიოს დალოცვა ეკლესია თუ ვასაძის მხარეს გადავა კარგს არ უდნა ელოდოს არაფერს