ქარი უაზროდ დაძრწოდა წუხელ ჩემს სარკმელს მიღმა, ნისლი ჩამოწვა ცარიელ სულში და გაირინდა... ცა შეიმოსა ძაძებით, თითქოს გლოვობდა ვინმეს და დღე ნათელი უცებ შესცვალა შიშისფერ ბინდმა! შენ მოილტვოდი ჩემსკენ, მოგქონდა შიში და ვნება, სითბო, ეჭვები, მოლოდინი და ცხელი გზნება! და მე ველოდი შენს სინაზეს, ვით ყვითელ ყვავილს, სულით ხორცამდე ვგრძნობდი გიჟური გრძნობების რღვევას! რმერტო, რა წასლის ამ სიცხადეს, მეწამულ ფერებს?! რა დააწყნარებს მღელვარე ზღვას, გიჟურ ჩანჩქერებს?! რა დააოკებს ჩემს სიყვარულს და ველურ ვნებას, თუ არა შენი ნატიფ თითთა მძლავრი ფერება?! ვხედავ ციურ ნამს შენს ნახევრად ჩამოყრილ თმებზე, ისევ იღვიძებს ნაზი სიო შენს ტკბილ სურნელზე, და მე გეხვევი, ჩემი ალერსი დაძარღვულ ყელზე, ჰგავს მახრჩობელა გველის სრიალს შენს შიშველ მკერდზე!