Jump to content
Planeta.Ge

Vicious Girl

პლანეტელი
  • პოსტები

    1.836
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Vicious Girl

  1. ყველა პათხალიმის და მატყუარას.... ოლოლოო :jump: აუ მეწევინება
  2. გაპარსულ ატრუსულ მიეპილაციებული მურთაზას იმენა გადავუარე... ესეც ასე... ახლა თემების გახსნას დავიწყებ აქ.,.yeap
  3. http://smiles.ge/odn/1000347.png პლანი პლანი პლანიი :jump:
  4. არც არავისთან ალბათ.. http://smiles.ge/odn/1001139.gif ნუ ახლა მალინა და ნერვოზა არ ითვლებიან
  5. ამ თემის აზრი არის უსაქმურობა ხოდა რავიცი მე რაც გინდა ის დაარქვით.. ამას აღიარება არ უნდა
  6. ქალებმა უამრავი მითი შექმნეს ძლიერი სქესის შესახებ, მაგალითად: "მამაკაცებმა არ უნდა იტირონ", "ყველა კაცი მექალთანეა(ეგოისტია, მატყუარაა, ნაძირალაა...)" და ა.შ. ნუ დაიჯერებთ მსგავს გამონათქვამებს. ეს არის სტერეოტიპები, რომლებიც უამრავ გაუგებრობას ქმნიან ქალსა და მამაკაცს შორის. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი კამათი? მითი 1. მამაკაცის გულისაკენ გზა კუჭზე გადის. შესაძლოა ეს ოდესმე აქტუალური იყო, მაგრამ ახლა, მოშიებული მამაკაცი, რომელიც იოლად გადის ფონს სოსისების, პელმენებისა და თუნდაც რესტორნების ხარჯზე, არა მგონია პირველ რიგში ქალბატონის კულინარიული მონაცემებით დაინტერესდეს. რა თქმა უნდა საყვარელ მამაკაცს ესიამოვნება, თუ მისთვის შესანიშნავ სადილს ან ვახშამს მოამზადებთ, მაგრამ მისთვის მაინცა და მაინც მრავალფეროვანი რაციონი კი არ არის მომხიბვლელი, არამედ თქვენი ყურადღება. მაშინაც კი, თუ ეს იქნება უბრალოდ შემწვარი კვერცხი, მაგრამ სიყვარულით მომზადებული, მისთვის ხაჭაპურზე და შემწვარ გოჭზე უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, არ არის აუცილებელი მთელი დღეები სამზარეულოში ტრიალი იმისათვის, რომ მორიგი კულინარიული შედევრი შექმნათ და შემდეგ დაღლილობისაგან მკვდარივით დაეგდოთ საწოლზე. უმჯობესია რაიმე იოლი მოამზადოთ და ძალები სხვა ამბებისთვის შემოინახოთ. იქნებ მამაკაცის გულისაკენ გზა სხვა მხრიდანაც მიდის? მითი 2. ინიციატივა ყოველთვის მამაკაცისაგან უნდა მოდიოდეს. ძალიან საკამათო საკითხია. იმ საკითხებში, რომლებიც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობებს ეხება, პირველები ხშირად ძალიან მორცხვობენ (ქართველებიც კი!) და ყოველთვის ვერ ახერხებენ პირველებმა ამოიღონ ხმა. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ბევრ მამაკაცში ჯერ ისევ ბავშვური კომპლექსები და შიშებია ჩაბუდებული. ალბათ ყველა ქალს ახსოვს სკოლის პერიოდი. როგორ იქცეოდნენ მაშინ პატარა ბიჭები, თუ გოგონა მოსწონდათ? იმის მაგივრად რომ საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკათ, თმებს ქაჩავდნენ და აწვალებდნენ. ზრდასრულ ასაკშიც, ბევრი ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი შინაგანად დაკომპლექსებულ ბიჭად რჩება. რა თქმა უნდა, თმების ქაჩვას უკვე აღარ დაიწყებენ, მაგრამ სიყვარულის ობიექტთან პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში ენა აუცილებლად დაებმებათ, გაწითლდბიან, დაიბნევიან, ფერს დაკარგავენ...ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცოტაოდენი სითამამე მაინც უნდა გამოავლინოს ქალმა. მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ შეიძლება დაფრთხეს კიდეც . მითი 3. მამაკაცებმა არ იციან სიყვარული, მათვის მხოლოდ სექსია მნიშვნელოვანი. რაღა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ფსიქოლოგების მტკიცებით, მამაკაცები ქალებზე ხშირადაც კი აიდეალებენ სიყვარულს: მამაკაცთა 90 % დარწმუნებულია, რომ ეს ჯადოსნური გრძნობა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ქალები კი ამ საკითხში ბევრად უფრო სკეპტიკურები აღმოჩნდნენ - სამუდამო სიყვარულის მხოლოდ 75-80 პროცენტს სჯერა. ამასთან, განშორება მამაკაცის გრძნობებს უფრო ახელებს, ხოლო ქალისას - აცივებს. ასე რომ, მამაკაცთა მოდგმა ბევრად უფრო რომანტიული აღმოჩნდა ქალებზე. ქალის აზრი იმის შესახებ, რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი აინტერესებთ, აიხსნება მათი გრძნობების განსხვავებულობით. ქალებში უფრო ხშირია სიყვარული-მეგობრობა: მშვიდი, თბილი და საიმედოობის გრძნობა თავის რჩეულში( იმ ისტერიული არსებების გამოკლებით, რომელთათვისაც სიყვარული ხშირად მანიად იქცევა ხოლმე). მამაკებში კი სიყვარული-ვნება, რაც წარმოუდგენელია საყვარელ ადამიანთან ფიზიკური სიახლოვის გარეშე. რას ვიზამთ, სხვადასხვაგვარად ვართ აწყობილნი! მაგრამ სწორედ ამიტომაც ვართ ერთად... მითი 4. მამაკაცები ქალებში პირველ რიგში გარეგნობას აფასებენ და მხოლოდ შემდეგ დანარჩენს. უდაოა ის ფაქტი, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ, მაგრამ ამასთან, სულაც არაა აუცილებელი, რომ მათ ბერძნული პროფილი ჰქონდეთ, ვენერას ფიგურა და არტემიდეს "ბორცვები". სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ქალური სილამაზე კაცის ცნობიერებაში სადღაც მესამე ადგილს იკავებს, პირველსა და მეორე ადგილს კი სექსუალურობა და მომხიბვლელობა ინაწილებენ. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, იმის მაგივრად რომ კოსმეტოლოგთან ირბინოთ ნებისმიერი უმნიშვნელო ნაოჭის გამოჩენისთანავე, გახდით უფრო გახსნილები და უშუალოები (მაგრამ აღვირახსნილობაში არ აურიოთ), მხიარული და "ცელქი"(ვულგარულობაში და ბავშვობაში ნუ გადავარდებით), ხუმარა და ირონიული( სარკაზმსა და იქედნურობაში ნუ აურევთ). მაშინ თქვენი რჩეული არავისში გაგცვლით! მითი 5. მამაკაცს მოსწონს, როცა ქალი გულღია და გულწრფელია. დიახ და ამავე დროს არა. გახსნილობას მამაკაცები ნამდვილად აფასებენ, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. იმ ქალებს, რომლებიც მამაკაცის წინაშე გულის კარს ბოლომდე აღებენ და დაწვრილებით უყვებიან თავისი "ყოფილი" ქმრებისა თუ მამაკაცების შესახებ, ან გაუთავებლად წუწუნებენ გადატანილი ანგინის გამო, ძლიერი სქესი განსაკუთრებულად არ სწყალობს. უფრო სწორად, მათგან კისრისტეხით გარბის! მსგავსი გულახდილობის "შემოტევები" ნებისმიერს დააფრთხობს. ამიტომ დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: უმჯობესია რაღაცა ბოლომდე არ თქვათ, ვიდრე ზედმეტი ილაპარაკოთ! ამით ნაწილობრივ იდუმალებას მაინც შეინარჩუნებთ. ხოლო იდუმალება ყოველთვის დამაინტრიგებელია. მითი 6. რაც უფრო ცუდად ექცევი მამაკაცს, მით უკეთესად მოგექცევა იგი შენ! სიმართლის მარცვალი ამაში რა თქმა უნდა არის: რაც ნაკლებად უყვარს ქალს მამაკაცი, მით მეტად მოსწონს მამაკაცს იგი. მაგრამ, მაინც კარგი რამ არის ზომიერება! არც თუ ბევრ მამაკაცს მოეწონება, თუ მისი რჩეული გამუდმებული სიცივითა და კაპრიზებით დატანჯავს. ფსიქოლოგების აზრით ასეთი ქცევა მხოლოდ აშკარა მაზოხისტებს შეიძლება მოეწონოთ, ან იმ ჯენტლმენებს, რომლებსაც უკიდურესად დაბალი თვითშეფასება აქვთ( ეს უკანასკნელები ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ სიყვარულს და ყოველთვის სწორედ ასეთი გულქვა ქალებისაკენ მიისწრაფვიან, რომლებიც მათ ნერვებზე დათამაშობენ). მაგრამ ამ ქვეყნად ბევრია ისეთი კაცი, რომელიც აფასებს საკუთარ თავს და აშკარად არაა მაზოხისტი. ისინი ნამდვილად არ დაუშვებენ, რომ მათი რჩეული მსგავსად მოიქცეს. ამიტომ, იყავით ფრთხილად: ძლიერი სქესის ყოველი წარმომადგენელი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს! მითი 7. მამაკაცები საწოლში მხოლოდ საკუთარ ორგაზმზე იციკლებიან. : )) შესაძლოა ყველა კაცი არ გამოირჩეოდეს სექსუალური ალტრუიზმით, მაგრამ ასეთი ეგოისტები უმცირესობაში არიან! უბრალოდ, მამაკაცები როგორც წესი პირველნი მიდიან "ფინიშთან", მაგრამ ამის მიზეზი მამაკაცის მავნებლური ხასიათი კი არ არის, არამედ ფიზიოლოგიური განსხვავება: იმ მომენტისათვის, როცა მამაკაცი აგზნების პიკზეა, ქალი მხოლოდ იწყებს აღმასვლას. ხოლო იმის გასარკვევად, თუ როდის "დაეწევა" ქალი მას, ხშირად არც ძალები ჰყოფნის და არც მოთმინება. მაგრამ სურვილის შემთხვევაში ბუნების ამ შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია პრელუდიის დროის გახანგრძლივებით. ასე რომ, მამაკაცური ეგოიზმის თეორია საწოლში აშკარად გადაჭარბებულია. მითი 8. ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცები არასოდეს წუწუნებენ ცხოვრებაზე და მით უმეტეს - არ ტირიან. ახლა უკვე ძნელია იმის თქმა, ვინ მოიგონა ეს მითი: ქალმა თუ კაცმა, მაგრამ ძლიერი სქესის ზოგიერმა წარმომადგენელმა ეს ამბავი მეტისმეტად სერიოზულად მიიღო. ჰოდა, მთელი ძალით ცდილობენ ახლა ამ სტერეოტიპის ფარგლებში ჩაჯდომას, ქმნიან რა "სუპერმენის" იმიჯს საკუთარი თავისათვის, რომელიც არასდროს სლუკუნებს და არც ცრემლები ჩამოსდის ღვარად! ამ დროს კი მედიკოსები თვლიან, რომ ნეგატიური ემოციების საკუთარ თავში ჩაკვლა ძალიან საზიანოა. სხვათა შორის აქედან იწყება ინფარქტები და ინსულტები. სპეციალისტები თლიან, რომ სისუსტის მომენტები ძალიანაც საჭიროა - სწორედ კრიტიკული სიტუაციები აძლიერებენ ადამიანის შინაგან ძალას და ეხმარებიან უკეთესად შეიცნონ საკუთარი თავი. ბრძენი კაცის ნათქვამია: "სისუსტეშია ჩვენი ძლიერება!". ამიტომ, თუ პარტნიორს გულის გახსნა მოუნდება თქვენთვის, ნუ დაადანაშაულებთ სისუსტეში. ბოლოს და ბოლოს ხანდახან აუცილებელიც კია, რომ "დედის" როლი ითამაშოთ. თუ ამ ყველაფერს ხშირი ხასიათი არ ექნება, თქვენი ურთიერთობა ამისაგან მხოლოდ მოიგებს! მითი 9. ნამდვილმა მამაკაცმა ყოველთვის ზუსტად იცის რა სურს. ეს ასე არ არის! მამაკაცი რობოტი არაა ბოლოს და ბოლოს, რომელიც მკაცრად მიცემული პროგრამით ცხოვრობს. ნებისმიერი ადამიანისათვის დამახასიათებელია დრო და დრო დაეჭვდეს, სწორად იქცევა თუ არა. ფსიქოლოგების აზრით ეს სავსებით ნორმალურია. ამიტომ, ნუ უსაყვედურებთ თქვენს რჩეულს, რომ ის სუსტია და კაცად არ ვარგა. დაე კარგად დაფიქრდეს, მოიფიქროს ყველაფერი და შემდეგ გადაწყვიტოს. ხოლო თუ გთხოვთ, მიეცით ბრძნული რჩევა, იქნებ გამოადგეს? მითი 10. მამაკაცები უგრძნობები არიან და არ ახასიათებთ ღრმა განცდები. თუ თქვენს ცხოვრებაში ერთი-ორი ეგოისტი და მექალთანე შეგხვდათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთნაირია და ყველა ერთ კონტექსტში უნდა მოიხსენიოთ. შესაძლოა, მამაკაცები ხშირად ტოვებენ "ორცხობილის" შთაბეჭდილებას, მაგრამ შინაგანად შეიძლება ემოციების ქარ-ბორბალა უტრიალებდეთ. უბრალოდ ისინი ამის დამალვას ძალიან ცდილობენ. მათ ხომ ბავშვობიდანვე შთაუნერგავდნენ, რომ კაცმა ნებისმიერ სიტუაციაში თავშეკავება უნდა გამოავლინოს და ცივ-სისხლიანობა. ასეც ცხოვრობს, საწყალი, საკუთარი სტერეოტიპების ტყვეობაში. სინამდვილეში კი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი და მოწყვლადნი არიან და კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი, კამათი, უფრო ძნელად გადააქვთ, ვიდრე ქალებს. ჰოდა იმის მაგივრად, რომ თქვენს რჩეულს იარლიყი მიაკეროთ, უმჯობესია მისი გულის გასაღები მოძებნოთ, რათა მთელი მისი "სქელკანიანობა" დაიმსხვრეს და ბოლოს და ბოლოს თქვენ წინაშე გააშიშვლოს თავისი გრძნობები. წაკითხვა თუ დაგეზარათ არც ეგაა პრობლემა.. რას გვიშვრება ეს უსაქმურობა
  7. სამი ვეშაპი: გონება, ლოგიკა, ინტუიცია მამაკაცები საინტერესო ხალხია. მათ შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ მარსზე წყალი არსებობს, რომ სამყაროში სხვა გალაქტიკებიცაა, რომ კოსმოსში ჩვენი მსგავსი ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ. მაგრამ! ვერავითარ შემთხვევაში დაარწმუნებთ, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია. მათ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ქალების მოგონილია და არსებობს მხოლოდ მამაკაცი, მისი ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია! შევადაროთ? მამაკაცის გონება: ყველა საუკუნეში მმართველი მამაკაცები ბევრად მეტნი იყვნენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მამაკაცი ქალზე ჭკვიანია? ყოველ შემთხვევაში მამაკაცები ამაში 100%-ით არიან დარწმუნებულნი. ქალის ჭკუა ვერ გაწვდება მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებს. ქალის დანიშნულებაა გააჩინოს და აღზარდოს შვილები, მიხედოს ოჯახს და არ ჩააქროს ოჯახური კერა. ამასთან, მამაკაცები არაფრად აგდებენ ან არ უნდათ დაინახონ, რომ თვითონ მმართველებს ქალები მართავდნენ ყოველთვის. დიახ, მამაკაცი - ეს არის თავი, მაგრამ ყველა თავი დგას კისერზე, რომელიც მიმართულებას აძლევს თავს! მამაკაცები იყვნენ რაინდები, ატამანები, მეომრები. ისინი იბრძოდნენ, შეიმუშავებდნენ სტრატეგიას, ახორციელებდნენ მას პრაქტიკაში და ა.შ. ხოლო ამ ყველაფრის გასაკეთებლად ჭკუაა საჭირო და ქალს ამ ყველაფერში არაფერი ესაქმება. მაგრამ თუ ისტორიის სიღრმეებში ჩავიხედებით, შეგიძლიათ იპოვოთ შემთხვევები, როცა ომი მხოლოდ ქალის რჩევების გამო იქნა მოგებული, მათი კარნახით ან მათი შედგენელი გეგმებით. მამაკაცები იყვნენ სწავლულები, გამომგონებლები, მკვლევარები. მაგრამ ვისთვის ცდილობდნენ ისინი? სახელდობრ ვინ იყო მათი მამოძრავებელი? რა თქმა უნდა ქალები! თუ ქალებს არ ენდომებოდათ ახალი სამოსი, სამკაულები და მორთულობა, მამაკაცები თავს არ შეიწუხებდნენ ექსპედიციებში სიარულით ქვეყნის დასალიერში. თუ ქალები არ იწუწუნებდნენ თავის მეორე ნახევრებთან მძიმე სახლის საქმეების გამო, არ იქნებოდა არც სარეცხის მანქანა, არც ჭურჭლის სარეცხი, არც მიკროტალღოვანი ღუმელი, არც მიქსერი და ა.შ. მადლობა მათ ამისათვის. თუ ქალებს არ ენდომებოდათ ქალებად ყოფნა, დღემდე არ იარსებებდა კოსმეტიკა, მოდაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მამაკაცის გონება ბაზირებულია მხოლოდ ცოდნაზე. შემოქმედებით ადამიანებს კი ეხმარებათ ფანტაზია და არაორდინალური შეხედულება სამყაროზე. მაშ რატომ ეძახიან ასეთ ადამიანებს "გარეკილებს"? ქალის გონება: იგი არანაირად არაა დამოკიდებული თმის სიგრძეზე, მაგრამ მამაკაცებს ამაში მაინც ეჭვი ეპარებათ. ისინი ქალის ჭკუას ვიზუალურად აფასებენ. ამასთან, დღემდე გამოცანად რჩება, რატომ ითვლება ქერა გრძელთმიანი ქალი უფრო სულელად, ვიდრე ასეთივე, მაგრამ მოკლე თმით? შავგვრემნებთან კი ყველაფერი პირიქითაა? თუ ქალს არ ექნებოდა ჭკუა, მამაკაცები არ იქნებოდნენ არც თავადები, არც მეფეები, არც მმართველები. ვისთვის ცდილობდნენ ლამაზი ქალები, ეშმაკობდნენ, ინტრიგებს ხლართავდნენ, კონკურენტებს წამლავდნენ, თუ არა თავიანთი მამაკაცებისთვის? მამაკაცის ლოგიკა: რკინისაა! საინტერესოა, მოიძებნებოდა კი ბევრი ისეთი ქალი, ვისაც არ სტანჯავდეს რამდენიმე სიტყვა: "მე ასე ვთქვი!". მამაკაცმა თქვა. მისი გადაწყვეტილება კამათს ვერ აიტანს! ხოლო საიდან და რატომ აღმოცენდა ეს გადაწყვეტილება, უმჯობესია არ იცოდეთ, თქვენთვისვე იქნება უკეთესი. ქალის ლოგიკა: ეს ისეთი რამაა... უარესი მხოლოდ ინტუიცია შეიძლება იყოს. მისი გაგება მხოლოდ ქალს შეუძლია. ხოლო იმის ახსნა, თუ რატომ აქვს მისთვის ერთსა და იმავე საკითხზე ორი სხვადასხხვა პასუხი და როგორ მივიდა იგი ამ დასკვნებამდე, ეს უფრო რთული საკითხია. ქალური ლოგიკის მიხედვით "ორს პლუს ორი" შეიძლება იყოს როგორც ნულის, ისე ასის ტოლი...რატომ? იმიტომ რომ გააჩნია რას აჯამებთ. მაგალითად, ერთ ქალს პლუს ერთი კაცი. ვინ იცის აქედან რამდენი გამოვა? მამაკაცის ინტუცია: არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებიც ქალის მსგავსად ამბობენ: "მე ვგრძნობ", და ამით ხშირად შველიან თავს სერიოზული უსიამოვნებებისაგან. მათ არ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ მიდიან ამ გზით და არა იმ გზით, რატომ მგზავრობენ მატარებლით და არა თვითმფრინავით. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მათ შეუძლიათ იგრძნონ, თუ რა ხასიათზეა ცოლი, ეწყება თუ არა ცოლს თავის ტკივილები ან მენსტრუალური ციკლი, თანაც უფრო ადრე, ვიდრე თვითონ ქალებს. ქალის ინტუიცია: ქალები ამ დროს ხელს გულზე იდებენ, ოხრავენ და ამბობენ: "მე ვგრძნობ ამას". ხოლო ისინი მართლა ბევრ რამეს გრძნობენ: ამინდის ცვლილებას, სხვათა განწყობას, რა მოხდება ამა თუ იმ სიტუაციაში(მათი წინათგრძნობით) და რაც მთავარია - სხვების გრძნობებს და ხშირად აზრებსაც კი! ისინი "გრძნობენ", თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ერთ მეზობელს მეორის მიმართ, ხელმძღვანელს მდივნის მიმართ. მათ ყავის ჭიქაში ჩახედების გარეშე შეუძლიათ გითხრან რით დამთვრდება საყვარელი სერიალის გმირების რომანი. სამწუხაროდ, ასეთი ტალანტების მიუხედავად საკუთარი თავისათვის არ შეუძლიათ "იგრძნონ" ქმრის განწყობა, მისი სურვილები და აზრები. მაშინაც კი, თუ ქმარი პირდაპირ, სიტყვებით გადმოსცემს ამას. მაგრამ არსებობს ინტუიციის კიდევ ერთი სახეობა. ის, რომელსაც მარტივ ახსნას ვერ უძებნიან სწავლული მამაკაცები. მათ შეუძლიათ დაარქვან ამას რაიმე ჭკვიანური, მაგალითად, ტელეპატიური, ენერგეტიკული, სისხლისმიერი კავშირი. შესაძლოა პასუხების ძებნა დაიწყონ ასტროლოგიაში, ასტრონომიაში, გენეტიკაში, ანატომიაში ან ადამიანის წარსულში: "შემთხვევით ბავშვობაში ხელიდან ხომ არ გაუვარდით ვინმეს?". თუმცაღა პასუხს მაინც ვერსად იპოვიან. რა არის ქალის ინტუიცია? ეს არის განსაკუთრებული გრძნობა. იგი აქვს თითქმის ყველას, მაგრამ უკეთესად აქვთ განვითარებული ქალებს. ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან, ემოციურები, სენტიმენტალურები. თავისი ბუნებიდან გამომდინარე ისინი უფრო მწვავედ რეაგირებენ ამა თუ იმ ცვლილებაზე. არიან უფრო დაკვირვებულები სხვა ადამიანებისა და მათი ქცევების მიმართ. მამაკაცები და ქალები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. პირველნი ცდილობენ იცხოვრონ გონებით და ამოიძირკვონ გრძნობები და ემოციები. გულწრფელად სწამთ, რომ გონება იმარჯვებს და წყვეტს ყველაფერს. ხოლო გულის ხმა - სისულელეა, რომელსაც არასდროს უნდა დაუგდო ყური. ქალები კი ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ ცდილობენ მოუსმინონ საკუთარ შინაგან ხმას: რას იტყვის, რას ურჩევს იგი? ჩვენ ხშჲრად ნამდვილად ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხები ან პრობლემების გადაწყვეტის ხერხი მხოლოდ ერთი მეთოდით: ან გონებით, ან გრძნობით. ხანდახან კი გვეჩვენება, რომ ორივე ავამუშავეთ, მაგრამ რომელიმე ერთი იმდენად ძლიერადაა განვითარებული მეორეზე, რომ მეორე მარცხდება. მაგრამ სამყაროში არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებშიც ეს ერთი შეხედვით ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ ერთდროულად ახერხებს არსებობას და მშვენივრადაც ეწყობიან ერთმანეთს. გონებით ადამიანი აცნობიერებს პრობლემას, აანალიზებს, ეძებს და პოულობს გამოსავალს. გრძნობებით აანალიზებს კიდევ ერთხელ და თუ ორივე პასუხი ერთნაირია - გადაწყვეტილება სწორია. ხოლო თუ პასუხს ვერ პოულობს გონება, მას პოულობს გული. შემდეგ იგი მუშაობაში ჩართავს ტვინს, რომელიც იწყებს თავისი საქმის კეთებას. აი ასეთია ჩვენი ორგანიზმის ტანდემი, რაშიც ყველაფერი - ურთიერთკავშირშია. დამსაჯეთ...უბრალოდ მოცლილი ვიყავი და..
  8. მე მოწყენილი კლოუნი ვარ... მე მინდა ვიმოძრაო მხოლოდ შენთვის... ჩემმა თითოეულმა სიტყვამ, ნაბიჯმა, მოქმედებამ, აზრმა მინდა უფრო მომიყვანოს შენთან... არ დავიხარჯო არაფრით იმაზე, რაც არ მომაახლოვებს შენთან... ყველაფერს, რაც ჩემია მე მოვყავარ შენთან... მინდა ვჭამო შენთვის, მინდა დავლიო შენთვის, მინდა ვიმღერო შენთვის, მინდა დავხატო შენთვის, მინდა დავხატო ფისო და გავაცოცხლო შენთვის, მინდა მიყვარდე შენთვის, მინდა გიყვარდე შენთვის... მინდა დახატო ფისო და გააცოცხლო ჩემთვის, მინდა იმღერო ჩემთვის, მინდა დალიო ჩემთვის, მინდა ჭამო ჩემთვის, მინდა ყველაფერს რაც შენია მოჰყავდე ჩემთან... შენს სხეულს, შენს წამწამებს, შენს ხელებს, შენს გრძნობებს, აზრებს, სიტყვებს, ინსტინქტებს, ნაბიჯებს... მეგობრობა თუ სიყვარული... ცნებებს ჩარჩოები, კლიშეები მოსდევს... აქ კი ვართ მე და შენ... ჩვენ... და მარტო ვიბრძოლებ შენთვის, თუნდაც მტერი იyოს მთელი სამყარო... სამყაროს მკვლელობა მტკივნეულია... მაინც მოვკლავ მას... დარჩები მხოლოდ შენ_ ჩემში... იმიტომ, რომ შენ სამყაროზე უსასრულო ხარ, ...იმიტომ, რომ ერთი უსასრულობა მეორეს ადგილს არ უტოვებს...უკვე მკვდარია... მე სხვა სამყაროში ვარ... შენთან ერთად წარსული სამყაროს ადგილი აღარ რჩება ჩემში. დარჩები თუ წახვალ? დატოვე საერთო სამყარო! აქ, ჩვენს სივრცეში ყველაფერი ჩვენი მოწყობილი იქნება... დარჩები თუ წახვალ?... მინდა აქ გამოვჩორკნო სახლი შენი მომავალი ფისოსთვის, დავკრიფო ყვავილები შენი მომავალი დღისთვის... ჩავისუნთქო ჰაერი შენგან მომავალი სუნისთვის... მიყვარდე შენი ბედნიერებისთვის... გავიხადო კლოუნის სამოსი და დავრჩე შიშველი... შენი მომავალი სიახლოვისთვის, შენი მომავალი ბავშვებისთვის, შენი მომავალი ……….., შენი მომავალი შეცნობისთვის... და მაინც, მე უბრალო მოწყენილი კლოუნი ვარ... და ვერასოდეს დავწერ ლექსებს
  9. მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები და უფსკრულისკენ მიმავალ გზას გამინათებენ. მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ტუჩები ისე მომკლავენ ერთ კოცნასაც არ მაღირსებენ. წვიმა თუ მოვა და იტირებს ჩემს მკვდარ ოცნებას მომაკვდავ იმედს და სიყვარულს გამოიტირებს ყურს თუ დაუგდებ სევდიანი ქარის სიმღერას მაშინ საკუთარ ტკივილებსაც გამოიტირებ. მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ხელები ისე მომკლავენ ერთხელაც არ შემეხებიან სხვა რას გაიგებს, ასე ძლიერ რად მენატრები სხვა რას გაიგებს, სხვები შენ რას შეგედრებიან მე თუ მოვკვდები, ეგ თვალები მომიღებს ბოლოს მაგრამ სიკვდილიც იგვიანებს თითქოს ჯინაზე და შენი კოცნა, შენი კოცნა მიშველის მხოლოდ კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზე...
  10. newstudio გაიხარე აჩიკო დიდი მადლობაა ჰოდა ესეც ასე...! ა რა მინდოდა მეთქვა..აქაურობა არ ამიტალახოთ არასასურველმა ხალხმა
  11. akkai სად ვეძებო ახლა.. ოკ დაიკიდე კაცო
  12. akkai უპს..მერე ახლა დაიძინე რა პრობლემაა... მანდვე აი მე მენატრება აუ რავი არაფერი მკიდია ესეთები ტო
  13. გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ქვეყანა პატარაა, ძალზე პატარა? პატარა იმისთვის, რომ ერთმანეთის სისშორით გამოწვეული ტანჯვა გვკლავდეს. . . გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა? ხანნმოკლე იმისთვის, რომ ოცნებების ახდენა შეძლოთ . . . გიფიქრია ოდესმე, როდის იწყებს ადამიანი ოცნებას, ფიქრს იმაზე, რომ შეიძლება ოცნებაც ვაქციოთ რეალობად?. . . გიფიქრია ოდესმე, რომ რეალობა არ გავს ზღაპრულს სიზმარს რომელზედაც ბავშვობაში ვოცნებობდით ხოლმე?. . . გიფიქრია ოდესმე, რომ ბავშვობა ზღაპარია, რომელიც მთვარდება მაშინ, როცა ხვდები, რომ ბავშვი აღარ ხარ? . . . გიფიქრია ოდემსე, რომ ბავშვი აღარ ხარ მაშინ, როცა რეალობას თვალს უწორებ და ხვდები რომ ეს ცხოვრებაა?. . . გიფიქრიქ ოდესმე, რომ ეს ცოხვრება სცენას გავს, რომელზედაც თავისი როლი აქვას ყველას?. . . გიფიქრია ოდემსე, რომ ამ ცხოვრებაში კარგად ვერ შეასრულე შენი როლი? . . . გიფიქრია ოდესმე, რომ ეს ცხოვრება თამაშია, ბედთან თამასჰი, გზა, რომელიც სწორად არ გივლია?. . გიფიქრია ოდესმე, თუ რა არის ის რაც ყველაზე მეტად გტანჯავს, მაგრამ ამავე დორს ყველაზე მეტად გაძლევს ძალას, რომ ამ ცხოვრებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა? . . . და საერთოდ, არასოდეს გიფიქრია, როდის, ან რატო იწყებს ადამიანი ამგვარ ფიქრს? . . იქნებ მაშინ როცა ხვდება, რომ თურმე ყვარებია . . .
  14. ნერვოზ ბრო რაავა ხარ?? ხო ხარ დღვნის ხასიათზე??
  15. akkai უიმეე რააატო?? კაი მიდი გამეცანი მერე ფოტო მანახე და ეგაა მე კიდე შენი ავატარი არ მომწონს.. ხელმოწერა ვაფშე არ გაქვს
  16. წადი დაიძინე მერე.. ისე ძილი რა მოსანატრებელია კაი რა..
  17. არც არავინ...აქეთ ვენატრები ახლა ერთს და ტვინს მიზეზგავს მარა ქარია სად გავიდე
  18. ვაიმე კარგით რა.. ჩემნაირი საყვარლუკა და გროტუტა ადამიანში აგრესიის ადგილი ნაღდად არ არის
  19. ოლოლოოო რა მაგარიააა საკუთარი თავი მაოცებს! yeaah
  20. მეც ასე.. დიდი სიამოვნებით
  21. გარტყმაში არ ვარ ვინ არის და როგორია...
×
×
  • შექმენი...