-
პოსტები
2.731 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი georgekh13
-
რამე რომ იყოს, დედა ქალაქს ბათუიში არ გადიტანენ?
georgekh13 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რატომ ვითომ? რამე რომ მოხდეს, პირდაპირ გემებზე და ჰაიდა... სტალინის ძეგლთან ხომ უნდა დავასვენოთ... -
რამე რომ იყოს, დედა ქალაქს ბათუიში არ გადიტანენ?
georgekh13 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მენანება ბათუმი მაგათთვის... ისე, თბილისიც მენანება და ქუთეისიც... ყველაზე კარგი იქნება, ძუყნურში თუ გადაიტანენ დედაქალაქს, ანდა მთვარეზე... იქიდან, ზემოდან უფრო ადვილი სამართავი ვიქნებით... ხომ აუსრულდებათ ოცნება 'მთვარეზე მო...ვიო' -
არ ეკრძალება და მე მაინცდამაინც ცუდს ვერ ვხედავ ამაში... თუმცა პირველად ვნახე მოცეკვავე მამაო... ყანწებს რომ ატრიალებდა მინახია, და ერთად დაგვილევია კიდეც, და ძალიან კარგი პიროვნებაც იყო და არის ალბათ, მაგრამ მაშინ საქმე ცეკვამდე არ მისულა... პს. ცოლის მოყვანა თუ შეიძლება, ცეკვაც უნდა შეიძლებოდეს წესით...
-
დავაგვიანეთ... ისე კი, განმანათლებლობაა ერთადერთი გზა...
-
მიშა რუსეთის კაცია... და ძალაუფლებაც მათ, რუსების მხარდაჭერაზეა აგებული...
-
ვგავართ იმაში, რომ იქაც და ჩვენთანად საბჭოთა მენტალიტეტი ვერ მოვიშორეთ ჯერ... მათ ლენინის გვამი უწევთ წითელ მოედანზე, ჩვენ კი სტალინის ძეგლი და სახლ-მუზეუმი გორში... და კიდევ 'დემოკრატიით' ვგავართ ერთმანეთს... მათი ომონი ისე არ ირტყმეინებაო... უბრალოდ ჩვენი მთავრობა ამერიკას უქიცინებს საჯდომს და ცდილობს ორ სკამზე ერთდროულად დაჯდეს, პუტინს კიდევ ჰკიდია... და ეს სხვაობაა, რომ ისე სასტიკად ვერ იქცევა მილიცია ჩვენთან... არ აძლევენ ნებას, თორემ... გახსოვთ შავჯინსიანების კასტეტები და ხის ჯოხები 7 ნოემბერს?
-
გააჩნია სიტუაციას 'მარიაჟობა' ასე ვთქვათ ცარიელმა თავმა იცის, ძირითადად...
-
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
არ ვარ ალერგიული... -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
არ ვიცი... მოკლედ ასე მოხდა ეს ამბავი ჩემ ცხოვრებაში... სისასტიკეზე ვერ გეტყვი, მაგრამ საკმაოდ რეალურად მოაზროვნე პიროვნება იყო... საკმაოზეც მეტად, ჩემი აზრით... ალბათ ექიმი იყო და ამიტომ... ძნელია რეანიმაციაში მუშაობდე და ცხოვრების მიმართ პოეტური დამოკიდებულება შეინარჩუნო, როცა ხედავ რომ ცხოვრება პროზაა... პს. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ახლა... თუმცა ცოლი ალბათ ალვის ხეზე დამკიდებს ამის გამო, მაგრამ მაინც გავრისკავდი -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
არ ვიცი... ამდენი ხანი გავიდა, და მაინც მტკივნეულია ჩემთვის მისი გახსენება... და რატომ იცი? სულ იმას ვფიქრობ, მე ხომ არ დავაშავე რამე ისეთი, რამაც აიძულა ასე მოქცეულიყო... ხომ შეიძლება რომ მართლა ვუყვარდი, და ჩემმა უტვინო მოქმედებამ ისიც დააზარალა...და შეიძლება არ არის ბედნიერი, ჩემს გამო... არ ვიცი... -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ერთი თვე მოვუნდი სამედიცინო ინსტიტუტის ლექციების სისტემის გარკვევას... ერთხელ მორგშიც კი მომიწია შესვლამ (არ ვიცოდი მორგი თუ იყო... ასე ეწერა, პათანატომიის კათედრაო... )... შევიჭყიტე, აქ თუ არის მეთქი, ტყუილად რომ არ ველოდო-თქო და კინაღამ გული გამოსკდა შიშისგან... -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
კი, რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა ჰქონდა სერიოზული მიზეზი... არ იყო შტერუკა გოგო და არც პატარა... სამედიცინოში ერთად დავდიოდით 5 თუ 6 წელი, მიუხედავად იმისა, რომ მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და საკმაოდ უარყოფითად აისახა ჩემი სამედიცინოში სიარული ჩემ ჩათვლის წიგნაკზე -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
არა... ბოლო შეხვედრა რომ გვქონდა, არაფრით არ მითხრა... კარგი ხარო, ანგელოზი ხარო, მაგრამ არაო... რა მოხდა მეთქი და არაო, უბრალოდ გადავიფიქრეო... ბოლოს რომ ვშორდებოდით, მითხრა, შეიძლება მალე გავთხოვდეო... და მართლაც ორ კვირაში გათხოვდა... მის მერე 10 წელი გავიდა, მეტიც კი, და არ მინახავს... მე არ ვარ საქართველოში... ორი წლის წინ დავურეკე დაბადების დღეზე... ორი ბავშვი ყავს... და ისე ვისაუბრეთ, თითქოს გუშინ ვილაპარაკეთ ტელეფონით ბოლოს... თითქოს არც ყოფილა ის 10 წელი ჩვენ შორის... -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
არ ვიცი მიყვარდა თუ არა და რა არის სიყვარული, ამაშიდაც ვერ გავერკვიე მე მგონი, მაგრამ უკვე ისე შეჩვეულები ვიყავით, 5 წელზე მეტი გვქონდა ურთიერთობა... უმისოდ ვერ წარმომედგინა ცხოვრება, არა იმიტომ ალბათ, რომ ტარიელივით ველად გავიჭერი, არა, მე მგონი მიჩვეული ვიყავი იმას, რომ იყო ვიღაც ჩემ ცხოვრებაში... იმდენად მოულოდნელი და აუხსნელი იყო ჩემთვის, რომ ახლაც ვერ გამიგია რა მოხდა მაშინ... -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
საქმე ისაა, რომ მიზეზიც ვერ გავიგე, რატომ და რისთვის... ეს ახლაც მაწუხებს... 10 წელიწადზე მეტი გავიდა... -
ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?
georgekh13 replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ერთმა მიმატოვა, მაშინ როცა ქორწინებაც კი გადაწყვეტილი გვქონდა და დათქმული.... ორი კვირა მკვდარი ვიყავი... მერე ცოტა მოვსულიერდი, მაგრამ დანაკარგი გრძნობა ახლაც არ გამდის... ახლაც არ ვიცი რა მოხდა... მეორედ, სამი დღე ვიავადმყოფე ეს არ იყო სერიოზული ამბავი... უბრალოდ მომწონდა... -
ნამეტანი კარქი...
-
მოდი ფაქტებით ვისაუბროთ... რუსეთმა წაიღო ტერიტორიები? წაიღო... ვისი დახმარებით? არ უნდა გაგიჭირდეს ადამიანს ამაზე პასუხის გაცემა... საქართველოს სახელმწიფო არაფერს არ წარმოადგენს გარდა პიარისა... პიარი, პიარი და კიდევ ერთხელ პიარი... ჯარი პიარი, ეკონომიკა პიარი და ა.შ. სინამდვილეში აღმოჩნდა რომ არც ჯარი გვყავს და არც ეკონომიკა გვაქვს... თვითონ ომის დაწყებაც რუსეთის წინააღმდეგ უდიდესი ღალატია ქვეყნის წინაშე... რუსეთი წლების განმავლობაში ემზადებოდაო, ახლა რომ გაიძახიან... ის ხომ არ დაგავიწყდა, რომ გვიმტკიცებდნენ ომის შემდეგ, არ მოველოდით თუ რუსეთი ომში ჩაერთვებოდაო... რუსეთისა და ამერიკის სპეცსამსახურებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა... ამჯერად ამერიკამ წააგო... საქართველო გადავიდა რუსეთის გავლენის ქვეშ... ნატო ვეღარ შემოვა და ვერც ამერიკა, მხედველობაში მაქვს სამხედრო ძალები... ეს ხომ ფაქტებია? და კიდევ, არ გაგიგიათ ორმაგი და სამმაგი აგენტები?
-
ალბათ, ხელმოწერილ დოკუმენტებს ჩვენ არავინ მოგვცემს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები არსებობს... მოვა დრო, გახსნიან რუსები არქივს და ყველაფერს დავინახავთ, უბრალოდ საქართველოსთვის გვიანი იქნება...
-
თუ მიშა მესამე ვადით დარჩა, სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქოთ (მე ახლაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ დაკუმენტები არ მაქვს), რომა, იგი რუსების მოგზავნილია...
-
არ არის ძნელი მაგის გაკეთება... ისე, მიშა მესამე ვადით? რავა, ვერ შეძლებს თუ? ლომივითაა... მე მგონია, რომ მიშა დარჩება... რა სტატუსით, ამას არ აქვს მნიშვნელობა... და ამერიკელებს არავინ ეკითხება... რუსებს აწყობთ მიშა და ამიტომ დარჩება/დატოვებენ...
-
სტაქანი--- ჭიქა