Jump to content
Planeta.Ge

georgekh13

პლანეტელი
  • პოსტები

    2.731
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი georgekh13

  1. ჯარის შეიარაღება რომ ხდებოდა, და ბიუჯეტის 30% იარაღში იხარჯებოდა, რისთვის ხდებოდა ეს? აღლუმებისთვის? საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ ხომ ომისთვის ვემზადებოდით... პს. ვიცი ვინც არის შტაინმაირი, უფრო სწორად ვინც იყო...
  2. მე არ მიყვარს ეს 8 მარტის დღესასწაული... კომუნისტური გადმონაშთია... მაგრამ ვისაც უხარია, იმას ვულოცავ...
  3. ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ ომთან დაკავშირებით... როცა ომი იწყება, ეს ნიშნავს დიპლომატიის დამარცხებას... ხომ მოახერხა სარკომ ზარბაზნების გარეშე ომის შეჩერება? მოახერხა... ჩვენ რატომ ვერ ავიცილეთ ომი თავიდან? იმიტომ რომ არც გვიცდია ეს გაგვეკეთებინა, პირიქით... მე ვსაუბრობ ჩვენ ე.წ. დიპლომატებზე და მთავრობაზე, თორემ ხალხს ვინ რას ეკითხება... ჩემი აზრით, რუსეთთან ომის დაწყება იყო საქართველოს ღალატი ჩვენი დიპლომატების და მთავრობის მხრიდან... და ყველა, ვინც ამბობს, რომ ომი უნდა დაგვეწყოო, ის ან გონებრივად შეზღუდულია, ანდა მტრის დაქირავებული აგენტი... რა თქმა უნდა ჩვენ რუსეთს ომს ვერ მოვუგებდით, და არც რუსეთს უნდოდა ომის მოგება... ის სიტუაციას არევდა, როგორც ჩეჩნეთში და ავღანეთში და მერე დაიწყებოდა ნელ-ნელა ქართველი ერის განადგურება... ომის დაწყება რუსეთთან იყო დიდი ღალატი ქართველი ერის და სახელმწიფოებრიობის წინაშე...
  4. რომელი თავისუფლებისთვის? რამზანა რომ მოაჯდა ჩეჩნეთს და ხმარობს როგორც უნდა? და რომ ჩეჩნების ოტრიადი 'ვოსტოკი' სამაჩაბლოში იბრძოდა იამადაევის მეთაურობით ოსი ხალხის თავისუფლებისთვის? თუ აფხაზი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლა შეგახსენო ჩეჩნებისა?
  5. რატომ? რა ღვაწლის და დამსახურების გამო ქართველი ერის წინაშე?
  6. მე წინააღმდეგი ვარ... ჩემი აზრით არ უნდა იყოს... ბუშის ქუჩაც არ უნდა იყოს... არც ალიევის... ვინ იბრძოდა აფხაზეთში ჩვენ წინააღმდეგ? სულ ახლახანს ჩეჩნები იბრძოდნენ რუსების მხარეზე სამაჩაბლოში...
  7. მეგ რაიანი http://art.allayers.com/images/large/meg_ryan.jpg ესეც... ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, მეგ რაიანს ავირჩევდი...
  8. როგორ არის 'არაჩვეულებრივ გამოფენაში'? მასეთი ლევანა იყო ჯაში (გვარ-სახელი შევცვალე, ორიგინალი ვერ გავიხსენე , ჩვენ ქალაქში და ქე მოკვდა საწყალიო...
  9. მესმის რომ სამშობლოს სიყვარული ანგარებიანი არ უნდა იყოს, და საერთოდ სიყვარულში არ უნდა გაერიოს ანგარება, მაგრამ დავიღალე ცალმხრივი სიყვარულით... რაც თავი მახსოვს, სულ გადატრიალებები და რევოლუციებში ვართ... ცხოვრება როდისღა? ვბერდები და იგივე პრობლემებია საქართველოში რაც ჩემი სტუდენტობის დროს იყო... არ მინდა რომ ჩემი ბავშვიც ჩემ მდგომარეობაში ჩავარდეს... ცხოვრება ბრძოლაა... ეს კი მესმის, მაგრამ ლუკმა პურზე ბრძოლა კი არ იგულისხმება ამაში... ყოველ შემთხვევაში 21-ე საუკუნეში... დავიღალე და გამინელდა თითქოს სიყვარული... სამწუხაროდ...
  10. საშიში ის არის, რომ სამსახურს დაკარგავ, ვიღაცას მოუნდება შენი ინსტიტუტის შენობა 'გასაიმასქნებლად' და იყიდის რამდენიმე ათას ლარად თბილისის ცენტრში ოთხსართულიან შენობას და მეყოლე მერე კარგად... დახურავენ ინსტიტუტს და მორჩა... და რა უნდა ქნა კაცმა, რომელმაც მათემატიკის და ფიზიკის გარდა არაფერი არ იცი? ესაა საშიში...
  11. მართალი ხართ, მაგრამ სიყვარული მაშინ არის სიყვარული როცა ორმხრივია სერიოზულად კი, კარგ ფულის შოვნაზე არ არის საუბარი... უბრალოდ თავის გატანაზეა, რასაც აქ ვახერხებ და საქართველოში არ ვარ დარწმუნებული რომ მოვახერხებ... თუმცა დაბრუნება მართლა მინდა... გაქანებაცაა და გაქანებაც... არ მინდა მილიონები... მინდა რომ პურის ფული მქონდეს და ოჯახს არ მოშივდეს... ბევრია? მე მგონი არა... ეს საქართველოშიც უნდა ხერხდებოდეს ყოველგვარი 'ჩალიჩის' გარეშე თუ კაცი შენი საქმის პროფესიონალი ხარ...
  12. მართალი ხარ, თუ პამოიკაში გძინავს, რა მნიშვნელობა აქვს, სად გეძინება, ევროპაში თუ საქართველოში... ვიყავი რამდენიმე კვირის წინ საქართველოში და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა... ქვეყანაშია ფერები მუქი... პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით... სიმართლე გითხრათ, მინდა ჩამოსვლა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვბედავ... ოჯახი მყავს და მეშინია...
  13. ღმერთო მაპატიე, ვმკრეხელობ ვიცი, მაგრამ მაინც უნდა ვიციგნო ქრისტემ, როგორ იყო ათასობით რომ დააპურა? ჩვენც მოგვიხერხებენ რაცხას...
  14. საინტერესოა, რომელ კეთილგონიერების ყოფნაზე საუბრობთ? დავუშვათ და მიშა რუსების თამაშს თამაშობს... მაშვინ? არ უნდა მიშას ძალაუფლება, მას უნდა რომ საქართველო დაშლილი და დასუსტებული ნახოს, მაშვინ?
  15. აქ ვერ დაგეთანხმები... საკუთარი თავის არდაფასება კი არა, ნაპოლეონი გვგონია ყველას საკუთარი თავი... შენ შეხედე, როგორი სიამაყით დააბიჯებენ ქართველები ევროპის ქუჩებში... მაშინვე ვხვდები ქართველი რომაა... ახლოს მისვლა და დალაპარაკება არც მინდა...
  16. მე წავედი... თუმცა დროებით... იმედი მაქვს...
  17. :TAT: 18 წლის შეიძლება იყო და დაღმა მიექანებოდე... მე 40-ზე ზევით ვარ და აწი ვაპირებ რამდენიმე კაი პროექტის განხორციელებას... ეგერ, გავიგე ანჯელინა შორდება ქმარსო და იმედი გამიჩნდა...
  18. მარტო ისინი ატრიალებდნენ კარუსელს? კარგი იქნებოდა, თუ მიშიკოსთან გაუშვებდი პირდაპირ ლტოლვილებს... უფრო დაეხმარებოდა... თუ რა თქმა უნდა, პამინდვრის პლანტაციების მოსანახულებლად არ არის წასული სადმე... რიგითი ჯარისკაცები არც მიხსენებია...
  19. ჯარი მიშამ მარტო აღლუმისთვის შექმნა? "გენერლები" კუდამოძუებული გამორბოდნენ და შენ ხალხს საყვედურობ, რატომ არ იბრძოლესო...
  20. აგენტი სულერთია ვისია, რუსეთის თუ ამერიკის... აგენტი აგენტია...
  21. მიშა რუსეთის კაცია და სანამ სჭირდებათ, მანამდე იქნება... მერე ჩამოვა ვინმე ივანოვი/სიდოროვი და დაგვინიშნავს ახალს... ჯერ-ჯერობით სჭირდებათ და აკეთებს საქმეს... იულიას სახელს უტეხავს, სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩააბარა უფრო ადრე... ასე, რომ სიამოვნება კიდევ ბევრი გველის წინ...
  22. თავისუფლება ისაა, როცა პოლიციელის დანახვაზე ინსტიქტურად შიშის გრძნობა არ შეგიპყრობს...
×
×
  • შექმენი...