-
პოსტები
990 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი dariala
-
Shaten ხოოო ჟურნალის გარეკანს დაამშვენებდა
-
Shaten რაც მთავრია კლიენტებმა იციან მართლები რომ არიან ყოველთვის, ამიტომ იმ თანამშრომელს ვინც ეს არ იცის თავს არ დააჩაგვრინებენ mama პროდუქტიც არა, კლიენტისთვის პროდუქტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ სწორედ ამით არის მომსახურების სფერო რთული, გინდა უდიდესი ნებისყოფა, ემოციების მართვის ძალა და თან ცოდნაც (არა მარტო შენი საქმის), იმიტომ რომ რა კითხვა დაებადება კლიენტს თავში მართლა ეშმაკმა იცის, ვარიაციებია ოხრად - ოპერა წამეშალა და როგორ აღვადგინო, სილქნეტში როგორ დავრეკო, კავკასუსმა რატომ გააძვირა მომსახურება ხომ არ იცით, დღეში რამდენს მაჭრის, ტაქსი აქედან სამ ლარად გამიყვანს და ა.შ. ვერ მოსთხოვ ეხლა ტაქსის მძღოლ ბაბუას სერვის პლუსის ცოდნას სამთვიანი ტრენინგი გვქონდა ლამის რა ქნას, ზის თავისთვის ტაქსაობს, რამდენი პრეტენზიული მგზავრი უჯდება მანქანაში ხომ წარმოგიდგენია
-
მაგარი სათაურია
-
Shaten უფრო "გონებამახვილური" პასუხებიც მომისმენია, უბრალოდ ეხლა არ მახსენდება mama ჩემი აზრით უნდა იყოს დისტანცია და ზღვარი, ფამილარობა და მეგობრობა სამსახურის გარეთ, სხვაგან ვერ ვიტყვი, მაგრამ ბანკში ოოფიციალურობა აუცილებელია. ოფიციალურობა კი თავისთავში შეიცავს ხელოვნურობასაც. ამ თემაში უფრო იმაზეა საუბარი, რომ მომხმარებელი მომსახურების სფეროს თანამშრომელზე ახდენს საკუთარი პრობლემების, კომპლექსების პროეცირებას. თანამშრომელიც იძულებულია თავი დახაროს, რადგან კლიენტი ყოველთვის მართალია. არადა მართალი კი არა ხშირად მიფიქრია - თუ გწყვიტე მადანა გაგატანიებ კედელსთქო :D
-
ბანკის თანამშრომელი ვარ და ჩემთვის ნაცნობი და არცთუ უმტკივნეულო თემაა თავიდან ფრონტში სანამ მიწევდა მუშაობა მიწევდა მოთმენა, ნუ გინების არა რათქმაუნდა, მაგრამ ზოგადად პრეტენზიების გამოხატვის დიდად არ ერიდებოდათ,ბექში გადავედი და ცოტა ამოვისუნთქე. არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა კინაღამ საერთოდ საქართველოში მომსახურების სფეროში როგორც სუბიექტების, ისე ობიექტების ქცევაც დასახვეწია და დამოკიდებულებაც. წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება. თუმცა მოკლე დროში ძალიან დიდი ბარიერები გადავლახეთ. ხშირად მომისმენია - " რა მჭირს შენი დასახმარებელი", "დამეხმარე თუ გინდა, მილიონი გაქვს რომ მომცე?" და ა.შ. ცოტა გავცდი თემას მგონი, უკაცრავად
-
me... თავდაფასების და სიდინჯის გამო კი არა ცოლი იმიტომ უნდა მოიყვანოს კაცმა რომ უყვარს, იმიტომ რომ ეს ის ქალია რომელიც ზუსტად შეესაბამება ხასიათისა და ტემპერამენტის მიხედვით. თავდაჭერილობის გამო ვისაც მოყავს ცოლი, მერე ზუსტად ის დარბის ისევ ზუსტად იმ ცანცარა ქალებთან :D
-
machkatela ხო, მეც ვფიქრობ რომ ბანალური და ხელოვნურია რაა. გააჩნია ეხლა რას გეუბნება კდიევ ხანდახან მოჟნა, შესაფერის დროსა და სიტუაციაში მაგრამ ძირითადად არ არის აუცილებელი ყოველდღე რაღაც სატრფიალოების და ჩემო ყველავ-ის ყურთან ჩურჩული იმისთვის რომ დაგიმტკიცოს თუ რამდენად უყვარხარ, გადაგვხვიონ ხელი, დავადებთ მკერდზე თავს, მთავარია გულისცემა გვესმოდეს და სიტყვები არ არის მნიშვნელოვანი )))
-
ჰა ჰა აი როგორ ვფიქრობდი 12 ივლისს 2010 წელს პრინციპში ეხლაც იგივენაირად ვფიქრობ newstudio ხოო, ბევრისგან მსმენია ეგ )) არადა შეიძლება არც არაფერი კაცმა ქალს არაფერი უთხრას და ამ დროს იმაზე ბევრად მეტად უყვარდეს, ვიდრეს მას, ვინც დღე-დაღამ მზეს ეფიცება ) სიტყვები არაფერია, მთავარია მზერა, მოქმედება, შეხება და ა.შ. :ბრძენისმაილი:
-
დავამატებ ერთი ორ ფოტოს http://1.graf.ge/1326266503/gallery_115_22_38536.jpg http://1.graf.ge/1326112021/gallery_115_22_43941.jpg http://1.graf.ge/1324805190/gallery_115_29_66020.jpg
-
newstudio გაუმარჯოს - სადაც არიან კარგად იყონ :D
-
ადამიანი ესთეტიური ცხოველია შინაგანად აქვს სილამაზის აღქმის უნარი, პატარა ბავშვიც კი, აი ჩვილი ბავშვი არჩევს ლამაზ და მახინჯ სახეებს, როცა ლამაზ სახეს ხედავს იცინის, ხოლო მახინჯზე ტირის. დროსა და სივრცეში პარამეტრები და კრიტერიუმები იცვლება, მაგრამ რაც ლამაზად მიიჩნევა ის ყოველთვის მისაღები და პოპულარულია ყოველთვის
-
dinamit Heroes :ihihi: :ihihi: :ihihi:
-
გამარჯობა ხალხო )) ძვირფას მოდერს ვთხოვ - თუ თემა შეუსაბამო განყოფილებაშია გადაიტანოს იქ სადაც არს ადგილი მისი. ხო ეხლა რა ხდება მასაი - ერთერთი ყველაზე ცნობილი ტომია აღმოსავლეთ აფრიკაში. ისინი ცხოვრობენ კენიის სამხრეთითა და ტანზანიის ჩრდილოეთით, სავანაში. მიუხედავად თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებისა, ისინი ინარჩუნებენ ტრადიციებს და ცხოვრობენ ზუსტად ისე, როგორც საუკუნეების წინათ. მასაების ტომი 900 000 ადამიანს ითვლის. სავარაუდოდ ისინი სუდანში ნილოსის დაბლობიდან მოხვდნენ ახ.წ. 1500 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა აფრიკული ტომები აარსებდნენ სამეფოებს, მასაის ხალხი არ გასცდა ცხოვრების მესქაონლე-მომათაბარე სტილს. თუმცა ამ ბოლო დროს ურბანიზაციის გამო თანდათან იზღუდება მათი საცხოვრისი. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მასაის ხალხი მთლიანად აკონტროლებდა სავანას და ევროპელებთან არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. თუმცა მალე მათ შორის გავრცელდა ეპიდემია, რომელიც ბუზი ცეცე-ს მიერ ვრცელდებოდა - ამან საგრძნობლად შეასუსტა მათი პოზიციები. მიუხედავად იმისა,რომ მასაებს ძლიერი მეომრების სახელი აქვს, მათი კულტურის საწყისს, ცენტრს - ჯოგი წარმოადგენს. ისინი მესაქონლეები არიან. ერთერთი წმინდა მითი ამბობ, რომ წვიმის ღმერთმა ნგაიმ მთელი საქონელი მასაის ხალხს გადასცა, ამიტომ მათ ვისაც ასევე ყავს საქონლის ჯოგი - უბრალოდ მოჰპარეს მასაის ხალხს. ამ წარმოდგენამ მასაის ხალხი ხშირად დაუპირისპირა მეზობელ ტომებს. მასაის ხალხის სახლები ნაგებია გამხმარი პატივით, ხოლო ერთგვარ რიტუალურ სასმელს წარმოადგენს ძროხის სისხლი. როდესაც კენიაში ტურიზმი განვითარდა მასაებმა ვერ შეძლეს ესარგებლათ მათთვის ხელსაყრელი პოზიციებით სავანაში. სხვა ტომებმა ხალისით დაუთმეს უფლებები მასაებს საქონელსა და ჯოგზე და აიღეს ხელში ტურიზმის ინდუსტრია. შედეგად მოხდა ისე, რომ ტურიზმის განვითარებამ ვერანაირად ვერ გააუმჯობესა მასაების მატერიალური მდგომარეობა. ამჟამად მასაები ასე ვთქვათ ქაოტურად "ითრევენ" ტურისტებს, სთხოვენ მათ ფულს, წვრილმან საჩუქრებს და კვლავ და კვლავ არ მონაწილეობენ ტურისტების მოზიდვას და არანაირ შემოსავალს არ ღებულებობენ ამ სფეროდან. ისინი არ თანხმდებიან ფოტოების გადაღებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ მათ მცირეოდენ თანხას გადაუხდით. მასაის ტრადიციების მიხედვით მათი სიცოცხლე მკაცრად არის რეგლამენტირებული. ბავშვების აღზრდის მეთოდები ემორჩილება ასაკობრივ კატეორიებ, ამ კატეგორიებს შორის დადგენილია ტრადიციული ურთიერთობები. გოგონები და ვაჟები გადიან ინიციაციის ცერემონიაზე. კატეგორიულად აკრძალულია ადრეულ ასაკში ქორწინება. ქორწინებამდე მამაკაცები უნდა გამოიცადონ ომსა და ნადირობაში. როდესაც ისინი ასაკში შედიან შესაბამისად გადადიან ტომის მმართველობაში. უხუცესი მამაკაცები კი იხსნიან ამ ვალდებულებას და ასრულებენ სხვა ფუნქციებს. მასაის მამაკაცები ემორჩილებიან უამრავ ტრადიციას და მონაწილეობას ღებულობენ მრავალ ცერემონიაში. ყველაზე ცნობილი არის "ნახტომთა ცეკვა". ამ ცეკვას ასრულებენ ახალგაზრდა მეომრები, ისინი ერთ ადგილზე დგანან და რაც შეიძლება მაღლა ხტებიან, ეს იმისთვის, რომ გამოავლინონ საკუთარი ძალა და მოხერხებულობა. ეს ტრადიცია მათი წარსულიდან მოდის. გადმოცემის თანახმად ერთხელ მასაების ძალიან დიდმა ლაშქარმა შეასრულა ცეკვა მტერთან შეტაკების წინ, მათი ფეხების ქვეშ მიწა იძრა. იმისთვის, რომ მეომრის წოდება მიეღო ახალგაზრდა მასაის უნდა მოეკლა ლომი. თუმცა დღესდღეობით ეს აღარ ხდება. თუმცა როგორ ამბობენ კენიის შორეულ პროვინციებში ამ ტრადიციას მაინც ასრულებენ. ასევე ადრე მიღებული იყო, რომ ახალგაზრდა ვაჟების ჯგუფს უნდა აეშენებინა ახალი სოფელი და ეცხოვნა იქ რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამით ისინი მამაკაცის სტატუსს მიიღებდნენ. დღესდღეობით ეს ტრადიციაც აღარ სრულდება, რადგან აღარ არის საკმარისი მიწები. სხვა ტომებისაგან განსხვავებით მასაის ქალები ტომის კულტურასა და ცხოვრებაში უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. მათ იოლად გამოარჩევთ სხვებისგან გადაპარსული თავით, მკვეთრი, ჭრელი სამოსით და მძივებით. გარდა ამისა ორივე სქესში მIღებულია ქვედა კბილებიდან რომელიმეს ამოღება ან ამოჭრა. ამასთან ბიჭებმა ამ დროს ხმაც კი არ უნდა ამოიღონ, ხოლო გოგონებისთვის ეს არ არის აუცილებელი. კენიის ხელისუფლება ცდილობდა ეს პრაქტიკა გაენადგურებინა, თუმცა უშედეგოდ. ამის წინააღმდეგ თავად მასაის ქალები აღდგნენ. აი ასეთია მოკლე ისტორია ამ ულამაზესი ხალხის შესახებ : ვინმე თუ წახვალთ იქ - მეც წამიყვანეთ http://s56.radikal.ru/i153/1104/cb/66c1c01bd45f.jpg http://s50.radikal.ru/i127/1104/d7/07fb7b976340.jpg http://i056.radikal.ru/1104/2a/c4c49fe2a10d.jpg http://s007.radikal.ru/i302/1104/66/efbde9ac1f01.jpg ძალიან საინტერესო ხალხია და თუ ვინმე რამეს დაამატებს ვფიქრობ უფრო საინტერესო გახდება ამ თემაში შემოხედვა * * * http://s52.radikal.ru/i137/1104/19/6eda46cb1d80.jpg http://s004.radikal.ru/i208/1104/8a/49c3c2e7291a.jpg http://s011.radikal.ru/i316/1104/23/9f08f8f70b08.jpg http://i058.radikal.ru/1104/8f/f1194aa69017.jpg http://s008.radikal.ru/i305/1104/b5/1924c2f60b23.jpg http://s60.radikal.ru/i168/1104/1f/9038ac253c23.jpg http://s02.radikal.ru/i175/1104/0d/20885b112e6b.jpg http://s53.radikal.ru/i139/1104/79/34931674525e.jpg http://i023.radikal.ru/1104/39/287f9b7f6825.jpg http://s41.radikal.ru/i091/1104/71/662fab08f613.jpg http://s016.radikal.ru/i337/1104/df/38ec1094cfe1.jpg http://s008.radikal.ru/i304/1104/a5/f77da9a310f0.jpg http://s49.radikal.ru/i126/1104/32/71a6bf19636e.jpg http://s015.radikal.ru/i331/1104/3e/42e669cbba3d.jpg http://s39.radikal.ru/i086/1104/c8/07d1a5df4573.jpg http://s46.radikal.ru/i113/1104/ad/6035290da722.jpg http://s60.radikal.ru/i168/1104/41/1d45c332d7e6.jpg
-
Morfius ზუსტად იგივე აზრისა ვარ მეც საათები გამიტარებია არაფრისმომცემ კამათში...
-
Morfius მე არც მითქვამს რომ ვინმე მოერევა საკუთრივ მართლმადიდებლობას. აქ საუბარია ქართულ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობაზე, რაც არაერთხელ გამოსვლიათ კიდეც. ამის მაგალითები მსოფლიო ისტორიაშიც მრავლადაა. ეკლესიაში ჩვეულებრივი ადამიანები მსახურობენ და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა. მეტის თქმის სურვილი არ მაქვს სიმართლე გითხრათ - იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ განა იმიტომ რომ თქვენში მეპარება ეჭვი, უბრალოდ დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს, რომ ფორუმზე, ვირტუალურ სივრცეში კამათს აზრი არ აქვს
-
აქ საუბარი არ არის პრინციპულად პატრიარქის ცდომილება-უცდომელობაზე. მე პირადად უფრო ვფიქრობ იმას, რომ იმ ძალებმა ვისაც სურს საქართველოს და ქართველი ხალხის გატეხვა, დამორჩილება - პოლიტიკურად და ეკონომიკურად რომ დაგვიმონა, ეხლა უნდათ სულიერადაც გაგვტეხონ. ძალით შემოაგდეს გალობის პრობლემა, არადა ქართულ ეკლესიასი სხვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი. არ მინდა ბრმა იარაღი ვიყო ვიღაცის ხელში და მე ცალკე დავდექი - გალობა არ არის დოგმატური საკითხი - მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებს და არა მელოდიას. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ქართული ჰანგი იქნება თუ სერბული. მე მაქვს არჩევანის უფლება და ვირჩევ იმ გზას, რომელსაც მიყვება პატრიარქი და ეკლესია. ჩემი ცოდვებიც თავზე საყრელი მაქვს და ამ საკითხის განხილვა უფრო დიდ ცოდვებში მაგდებს. შევცდი საერთოდ რომ წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, ვაღიარებ. მე როგორ უდნა დაგაწრმუნოთ რამეში, როცა ჩემზე უფროჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები ვერაფერს ხდებიან. ყველა ირჩევს თავის გზას მე ეს ავირჩიე, თქვენ ეგ გზა აირჩიეთ, სიონი ერთია, მაგრამ მასთან ლესელიძიდანაც შეგიძლიათ მოხვდეთ, ერეკლე მეორის ქუჩიდანაც და სანაპიროდანაც.
-
gruzian_ka მოკლედ ჩემი ლექტორივით წერ ერთი ლექტორი გვყავდა - არ მინდა სახელისა და გვარის დასახელება - ეგვიპტურ ხელოვნებას გვიკითხავდა და აზრზე არ იყო რამეს რომ ვკითხავდით - ოღონდ პასუხისთვის თავი აერიდებინა და ათას რამე ედებოდა დაწყებული ფინიკიელებიდან, დამთავრებული ინანას და დუმუზის სასიყვარულო ისტორიით მე დავსვი კონკრეტული შეკითხვა - პატრიარქი რასაც ამბობს გალობასთან დაკავშირებით ჭეშმარიტებაა თუ არა და თუ არ არის - რატომ? ამაზე კონკრეტული პასუხი არ მიმიღია ქართულ ეკლესიაში რა ხდება მეც კარგად მომეხსენება, მე კითხვაზე პასუხი მინდოდა და არა დღევანდელი სიტუაციის ანალიზი და თქვენს კითხვას რაც შეეხება - პრობლემა არ მაქვს, აუცილებლად გაგცემთ პასუხს, უბრალოდ ჯერ თვქვენ გამეცით კონკრეტული პასუხი თუ შეიძლება. "ბალი ვჭამე კურკა ვყარე" პასუხები არ გვინდა ძალიან გთხოვთ პირადულ წყენად არ მიიღოთ ჩემი პოსტი - არ გიცნობთ და არ მიცნობთ - უბრალოდ ვსაუბრობთ, ასე არ არის? თორემ ფაქტიურად სულიერი დები ვართ რა გვაქვს გასაყოფი და კიდევ რომ გვქონდეს მაინც არ უნდა ვიჩხუბოთ თემის სათაური "რა დამოკიდებულება აქვს dariala-ს ჭეშმარიტების ცნებისადმი"-ა? ეჰ - როგორ მეცნობდა კამათის მანერა
-
gruzian_ka მოდით თუ შეიძლება კონტრკითხვას სანამ დამისვამთ ჯერ მე რა კითხვაც დავსვი იმაზე მიპასუხეთ. მიპასუხეთ კითხვაზე - "დარწმუნებული ხარ რომ რასაც პატრიარქი ამბობს გალობის შემთხვევაში ჭეშმარიტება არ არის? გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები? "- ამაზე როცა მიპასუხებთ მერე შევეცდები გაგცეთ თქვენს კითხვაზე პასუხი.პირველმა კითხვა მე დავსვი
-
პასუხს ვითხოვ
-
გილოცავ ============================================================
-
Siknadmo გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ რასაც პატრიარქი ამბობს გალობის შემთხვევაში ჭეშმარიტება არ არის? გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები?
-
აი ერთ კითხვას დაგისვამ რატომ არის რომ გალობასთან დაკავშირებული პრობლემა არის რუსულ ეკლესიაშიც? რამეზე არ მიგანიშნებს ეს ამბავი? მე მგონია რომ ხელოვნურად არის გამოწვეული ეს ყველაფერი და იმართება, ამიტომ არ მინდა მონაწილეობა მივიღო ამაში და სათამაშოდ ვიქცე ვიღაცის ხელში. ამიტომ რა კურთხევაც არის პატრიარქის მიერ გაცემული და რასაც აღიარებს ქართული ეკლესია ვუსმენ და ვიზიარებ იმას. ასეთია ჩემი ჰაზრი
-
Siknadmo ნუ შეგ გინდა თქვა, რომ ის ვინც ქართულ გალობას უსმენს სინანულში ვერ ვარდება? რომ სულიერად ისე ძლიერი ვერ არის? ნუ საოპეროს მე გალობად ვერ აღვიქვამ რა ვქნა სიმართლე გითხრა მაგათ რომ ვუსმენ კაი ტაშის დაკვრის სურვილი მიჩნდება ხოლმე ბოლოში მაგრამ ნუ იგივეს ვერ ვიტყვი ქართულ გალობაზე, ისიც აღძრავს რელიგიურ სინანულს და სხვა გრძნობებს და ბერძნულიც. მაგრამ გადმოქართულებული ერთხმიანი ჩემში აღძრავს იცი რა გრძNობას? -რა ნიჭიერია ავთო უნგიაძე და რატომ დაემართა ასე? აი ამას ვფიქრობ ხოლმე ))