სამება - არის ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთის მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე რომლისაგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც. მამა - ღმერთია ძესთან და სულიწმინდასთან ერთად. ძე - ღმერთია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად. სულიწმინდა - ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად. მათი (მამის, ძის და სულიწმინდის) განცალკევებით, ღმერთად მოაზრება არ შეიძლება. სამება განუყოფელია და ერთარსია. ერთ-ერთი წმინდა ღვთისმეტყველი მამა ბრძანებს „ისინი (წმ. სამების ღვთაებრივი პირები) იმდენად ერთნი არიან ბუნებით, რამდენადაც განსხვავდებიან პიროვნულად.“ მამა - უშობელია, დაუსაბამოა. ძე - მამისაგან შობილია (არა ქმნილი), საუკუნეთა (დროთა) უწინარეს ე.ი. დროის მიღმა - დაუსაბამოა. სულიწმინდა - მამისაგან გამოვალს - დაუსაბამოა.