Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. verusi კი, ეგ ნამდვილად აქვთ საინტერესოა თუკი არ წახვალ დაგსჯი, ფულს არ დაგიტოვებ, მაგრამ მაინც კარგია კი, ეგრეა, სხვათა შორის კაცის ღალატი მაგარ ცუდ პონტად ითვლება, ჩვენთან კი ამას ლიბერალურად უყურებს საზოგადოება იმიტომ რომ მოკვდა ქართველი
  2. სული ყველა ადამიანს აქვს დაჟე მიშისტებსაც კი მაგრამ სულიერება სხვა რამეა, რასაც რუსები დუხოვნოსწს უწოდებენ ეგ სხვა რამეა და ანგლოსაქსურ კულტურას თუ ფსიქო ტიპს არ გააჩნია, თუმცა გამონაკლისები ყველგანაა შესპირი გამახსენდა
  3. შენ ძმაო ფიგურა ხარ დდა რას გვიზავენ, დაჟე ბონუსად ერთი ორი შეგინების უფლებასაც მოგვცემ პატრულის მისამერთით (გარანტიის უზრუნველსაყოფად რას დებ?)
  4. მაზოხისტი გგონია აქ ვინმე? ექსპერიმენტიო რომ იძახი, მაგ ექსპერიმენტი იქნება ნეკნებს რომ ჩაგიმტვრევენ და აღიარებითი ჩვენებით პაჟიზნენზე გაიგშვებენ პატრულის მანქანაზე თავდასხმისათვის, ხო, მაგ კამერას კიდევ შE.. ტრ... მეპატრონეს
  5. თურქები არ არიან ქსენოფობები თუკი გათუქრდები არანაირი შეზღუდვა არ გექნება კარიერული წინსვლის თვალსაზრისიტ, ცნება უჯიშო მათ არა აქვთ
  6. თუკი ჩვენ ვართ ერი, თუკი მართლა ერი ვართ უნდა გვქონდეს ჩვენი ინტერესები, თუკი ეს არაა ე.ი. ერი არ ვართ, ეხლა თუქულ აზერბაიჯანული გაერთიანებაო, მე მაინტერესებს რატომაა ის სასარგებლო, საერთოდ რა გვინდა ვერ გევიგე, როცა მიზანი არ ჩანს მაშინ ისიც გაურკვეველია რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უსარგებლო, ვთქვათ გავხდით თურქული აზერბაიჯანული სივრცის ნაწილი-ვითომ ეს კარგია ქათველობისთვის? აბა სხვა რა მოხდება რო, 10 მილიონი აზერბაიჯანელი და 60 მილიონი თურქი, არ გვექნება საზღვარი, გვექნება ერთიანი ვალუტა, პარლამენტი და რავი მეგობარი მიყვებოდა თურქეთში რომ ჩავედი თავდაპირველად მოლას ლოცვები მაღიზიანებდაო მაგრამ მერე ისე შევეჩვიე რომ დაღაცნაირ ექსტაზშიც კი ჩავარდიო, აგერ ლოგოც ლაზები ალბათ ისე ვიქნებით, როგორც ვიცი ცუდად არ ცხოვრობენ
  7. თუკი რამეს გინდა შვილო მიაღწია ცხოვრებაში უნდა მოიუტყუო, უფროსს შეუძვრე, ჩაუშვა კონკურენტი, დიდი კაცის პატივისცემა უნდა იცოდე, ძალაუფლების გარეშე მყოფი ადამიანი უნდა დაჩაგრო, აი, ასეთ ფასუულობებზე იზრდებოდნენ ქართველი კომკავშირლები, რომლებიც დღეს ნაცმოძრაობის საყრდენს წარმოადგენენ
  8. ვიღაცის ცოლის პლასტიკური ოპერაცია 2 ლიმონი დაჯდაო, მაგ ჩემისა რაღა ძველ ცოლს არემონტებდა ახალი მოეთრია რაღA
  9. mtidan ტრაგიკომიკული სიტუაციაა რა, დღეს ყველაზე თავგამოდებული ანტიღრუსები, ყოფილი კომკავშირის აქტივისტები ან კომპარტიის მუშაკების ჩამომავლები არიან, ადრე მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, დღეს კი დედამიწმა ორბიტა შეიცვალა და მზე უკვე "დასავლეთიდან ამოდის", ხოლო ის ადამიანები კი ვინც ანტიკომუნისტურ და ანტიღრუსულ გარემოში გაიზარდა უკვე სხვანაირად უყურებს ნეო-ანტიკომუნისტ, ანტი ღრუსებს, ვინაიდან კარგად გრძნობენ რომ ეს პროპაგანდა და ბიზნესია, თუკი კომუნისტების დროს კომუნისტური რეჟიმის მიმართ ნეიტრალური იყავი დღეს ნაცების მიმართაც ნეიტრალური იქნები, ასეა ეს, რეალურად ქართულმა ბოლშევიზმმა ფერი იცვალა, არსით კი იგივეა, გამოიკვლიეთ ფორუმ ჯელი გამპრავებლების ბიოგრაფიები, საინტერესო იქნება ზიზღი ეკლესიის მიმართ, ავტორიტარუი რეჟიმის ყველანაირი ქმედების გაპრავება, ქედმაღლური დამოკიდებულება ხალხის მიმართ, საიდან ეს ყველაფერი ადამიანში თუკი ის სათანადო გარემოში არ გაიზარდა
  10. კარგი იყო, კარგი შვილო, ნუ ანაგვიანებ სახლს, გამორთე შუქიიიიიიი
  11. რა ცნობები გაგაჩნიათ სატანიზმის შესახებ? რა გაქვთ წაკითხული, ან საიდან გააკეთეთ ასეთი დასკვნა, რის საფუძVელზე, იცნობთ მათ, თან სატანიზმის ყველანაირ მიმართულებას თუ რაღაც გადაცემა ნახეთ 20 წუთიანი, აგუგლეთ მაინც?
  12. babuagiorgi პასუხიც იყო, ხომ წაიკითხე? http://pirweli.com.g...=73224&Itemid=1 ხუან ეჩანოვე: "ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!" 17:40 - 24.06.2011 საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა, სოფლის მეურნეობის, რეგიონული მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხების კურატორმა ხუან ეჩანოვემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა სახელწოდებით "ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!". "ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხორცზე ფასის ზრდა ევროკავშირის მოთხოვნით, საქონლის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის რეგულაციის შემოღებამ გამოიწვია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცე-პრემიერ ბარამიძის განცახდება იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის ექსპერტების მოთხოვნა იყო, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს პროცესი საქართველოში დაწყებულიყო. ამ განცხადებების საპასუხოდ ცალსახად უნდა განვაცხადო, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა. ევროკომისია ექსპერტების შეფასებებს საქართველოში ხორცის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ეთანხმება და თვლის, რომ ეს მიზეზებია ქვეყანაში არსებული ინფლაცია, მცირე ფერმერების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაკლებობა, სასაკლაოების შეზღუდული რაოდენობა, სადაც შეიძლება, ცხოველების სახორცედ დაკვლა და დამუშავება, მათი სიშორე იმ ადგილებიდან, სადაც ჰყავთ დასაკლავი საქონელი, საქართველოში სასაკლაოების ბაზრის მონოპოლისტური ხასიათი", - აღნიშნულია მიმართვაში. ამასთან, ეჩანოვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის, დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა და მით უფრო არ ყოფილა მოთხოვნა, ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობა ყოფილიყო". საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ მაკაკები
  13. გადაგვარებული ქართველს და ამერიკელს ვერ შევადარებ ერთმანეთს, ამერიკელს სულიერება არა აქვს, ასეა დაპროგრამებული და შესაბამისად ნაკლებიც მოეთხოვება, ხოლო ჩვენს ძონძებს ჰქონდათ არჩევანი და მამენტ ეხლაც აქვთ გახდნენ ადამიანები, ხოდა როდესაც შენს ირგვლი ჭეშმარიტებაა და არათუ ვერ ხედავ, არამედ ქედმაღლურად უარს ამბობ და დასცინი ამაზე სერიოზულად დაისჯებიან, ამერიკელები ნაცებთან შედარებით კაცები არიან , ჯიგრები და ვაჟკაცები
  14. ძუკუ პაატას მიდგომა არის ასეთი, მოდი დაველაპარაკოთ აფხაზებს ადამიანურად, გავიგოთ რა სურს, რა პრეტენზიები აქვთ, იქნებ რაღაც საერთო შეხების წერტილები ვიპოვოთ რომ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი გაუჩნდეთო და მე ამას დავამატებ, აფხაზეთის დაბრუნების პრობლემა ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ ელიტაშია,\ ჩვენ აფხაზეთი გვინდა და არა აფხაზები და ეს თავისთავად უზნეობაა, უზნეო ხალხთან ურთიერთობა კი არავის არ უნდა, თუკი ჩვენ აფხაზები რუსების შნირები და ჩAმოთრეულები გვგონია ბუნებრივია რომ ის ხალხი ქართველებისკენ არ გაიხედავს, მე რომ აფხაზი ვიყო ჩემდა თავად თუ ქართველებთან ურთიერთობა ვისურვო, პაატას სწორად ამის მცდელობა ჰქონდა რომ სხვა ტიპის დამოკიდებულება ეჩვენებინა აფხაზებისთვის და ეგენიც მოდიოდნენ კონტაქტზე და იყო რაღაც რაღაც ძვრები, მაგრამ რად გინდა, ნაციონალები ქართველებთან ვერ პოულობენ საერტო ენას და აფხაზებთან იპოვიან???
  15. ინტერვიუ: "ვიდრე ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მანამდე მათი გადარჩენის შანსები არსებობს" თარიღი: Jun 24, 2011 - 12:33 PM პრესაგე.ტვ აქვეყნებს მანანა ნოზაძის ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან: "მამუკა არეშიძის წინადადებამ, რაც აფხაზების გენოფონდისა და იდენტობის გადარჩენის მიზნით საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს, საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. მართალია, ექსპერტი ამტკიცებს, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაიგეს, მაგრამ სათქმელი უკვე ითქვა და ქართული საზოგადოებაც აღშფოთდა. არეშიძემ გარკვევით განაცხადა, რომ პროცესი ჩიხშია შესული და სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. არეშიძესთან დაკავშირება ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რადგან ექსპერტი მობილურს არ პასუხობდა. ქართულ ფორუმებზე მკვეთრი რეაქციაც გაისმა: „ბარემ, მიშას ჯიბრზე აფხაზეთის აღიარების შემდეგ ოსებს მივცეთ ბორჯომი და ქსანი მცხეთამდე და ოსების დემოგრაფიული სიტუაციაც გამოსწორდება“. ზოგმა კი ასეთი შეფასება გამოხატა: „არსებობს ერთი ძველი ამერიკული ანდაზა - „ზანგს ერთი ინჩი მიეცი და მთელ იარდს წაგგლიჯავს“ - სწორედ ასეა რუსეთის საქმე“. ზოგიერთებს კი სულაც არ ანაღვლებთ აფხაზების გენოფონდის გაქრობა: „რაც უფრო მალე ჩაბარდება ისტორიას ველური, ქართველებისადმი ფანატიკური სიძულვილით გამსჭვალული მიკრო ერი, მით უკეთესი ჩვენთვის. მეგრელ-აფხაზობასთან ასიმილირებული კანონმორჩილი რუსი უფრო მეტად იქნება დაინტერესებული საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით, ვიდრე რქიანი აფსუები“. „აფხაზეთი არც ჩვენი მიზეზით „დაგვიკარგავს“ და ვერც ჩვენ ვერ „დავიბრუნებთ“. ამ საკითხის ნებისმიერი სახით შემომგდები ან წმინდა წყლის იდიოტია, ან კარგად ჩამოყალიბებული მავნებელ-მოღალატე, ანდა უიმედო გულუბრყვილო მეოცნებე“, -ასეთია საზოგადოების რეაქცია. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მისთვის კიდევ უფრო დამღუპველი იქნება და აფხაზეთი მთლიანად რუსეთის ხახაში ჩავარდება. - რას ემყარება თქვენი შეფასება, რომ აფხაზეთის აღიარება თვით აფხაზებისთვის იქნება დამღუპველი? - ეს მამუკა არეშიძის პოზიციაა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მისი გაჟღერებისთვის. კარგია, რომ საზოგადოებაში ამაზე საუბარი დაიწყო, რადგან რაღაცნაირად ტაბუირებული იყო ეს თემა და ხალხს რცხვენოდა ამაზე საუბარი. რატომღაც მიიჩნეოდა, რომ არ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. არადა, ნორმალურ საზოგადოებაში აკრძალული თემები არ უნდა არსებობდეს. უცნაურია, უბრალოდ, რომ აფხაზეთში არჩევნების წინ მოხდა ამის გაჟღერება. ჩემი აზრით, არასწორი დროა შერჩეული, რადგან აფხაზებს ახლა არ აქვთ ამის დრო, გვიპასუხონ. - მამუკა არეშიძის შეთავაზებაზე აფხაზების პასუხი ალბათ დადებითი იქნება? - მათი პასუხი ასეთი იქნება, რომ მამუკა არეშიძე ერთ-ერთი ექსპერტია და მის აზრს არც იქით აქვს მნიშვნელობა, არც-აქეთ, რადგან, თუ ეს მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს. მამუკა არეშიძე ხომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიაც არ აქვს, არჩევნებში არ მონაწილეობს. ამდენად, აფხაზების თვალში ეს არის მისი, როგორც კერძო ექსპერტისა და მოქალაქის მოსაზრება, რაც თავისთავად საინტერესოა. მაგრამ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადებას განხილვისთვის მაინც? არეშიძე ჭკვიანი კაცი და კარგი ექსპერტია. ვფიქრობ, შეგნებულად გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟონვა იქაური არჩევნების წინ და ცოტა არივ-დარია სიტუაცია აფხაზეთში. - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, სხვა კონფლიქტური რეგიონებიც წამოყოფენ თავს და ისინიც მოგვთხოვენ დამოუკიდებლობის აღირებას. - რა თქმა უნდა. ამიტომ ეს მიუღებელია. მართლაცდა, არ შეიძლება აღიარო ტერიტორია, რომელიც ძალით, იარაღით გამოგეყო. ეს შეიძლება იყოს შეთანხმების საფუძველი, ანუ შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიას, დაბრუნდებიან დევნილები და ჩატარდება რეფერენდუმი. დაე, რეფერენდუმმა გადაწყვიტოს და, თუ ის მიიღებს გადაწყვეტყილებას, რომ აფხაზეთი უნდა გამოეყოს, მაშინ პრობლემა არ მაქვს. ხოლო, თუ ჩვენ დავუშვებთ პრცენდენტს, რომ შეიარაღებული ძალის შედეგად სახელმწიფოს შეიძლება ტერიტორია გამოეყოს, ეს რა თქმა უნდა, არასასურველ პროცესს გამოიწვევს, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩემთვის ეს ერთ-ერთი პრინციპული არგუმენტია, თუმცა - არა გადამწყვეტი. - ამ თემასთან მიმართებით არსებობს კი გადამწყვეტი არგუმენტი? - გადამწყვეტი არგუმენტია, რომ აფხაზები მცირერცხოვანი ხალხია და ისინი ბოლომდე ათვისებული ჰყავთ რუსებს. ოკუპირებულია მათი ტერიტორია. შესაბამისად, თუ ჩვენ მათ დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, ამით კიდევ უფრო მეტად ჩავაბარებთ რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს მიბაძავს და მის მსგავსად აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, აფხაზებს ეყოლებათ მხოლოდ და მხოლოდ ორი მეზობელი - საქართველო და რუსეთი. სხვა მეზობლები არ ეყოლებათ. აფხაზეთი ვერასდროს გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან იქ არის რუსეთის ჯარი, რუსეთის სამხედრო ბაზა, რუსული რუბლი ტრიალებს, რუსული ეკონომიკაა შექმნილი. მსოფლიოსთვის აფხაზეთი აბსოლუტურად უინტერესო ტერიტორიაა. ის აინტერესებს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს. - აფხაზეთის აღიარების გასამართლებლად მამუკა არეშიძეს მოჰყავს ჩინეთის მაგალითი, რომელმაც აღიარა იაპონიის მიერ შექმნილი სახელმწიფო მანჯურია, რომელიც დღეს აღარ არებობს. ცნობილია, რომ იაპონიამ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ვასალი ქვეყანა მანჯურია სწორედ ჩინეთ-იაპონიის ომის დროს შექმნა. - ეს არასერიოზულია, რადგან მანჯურია მარიონეტული იყო და ებრძოდა ჩინეთს, ჩინეთმა დაიპყრო ის, იარაღი გამოიყენა. ეს ჩემთვის არაა დამაჯერებელი. უფრო აჯობებდა, ბატონმა მამუკამ სხვა მაგალითი მოიყვანოს, თანაც უფრო თანამედროვე ისტორიიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან. - მაგრამ ასეთი პრეცენდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არსებობს? - სწორედაც არ არსებობს ასეთი მაგალითები. პირიქით, არსებობს მაგალითები, რომ წასული სახელმწიფო უკან აღარ ბრუნდება. ამის მაგალითია კოსოვო. - არეშიძის განაცხადმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა ეს ღალატად აღიქვა. რატომ გააკეთა ასეთი განაცხადი არეშიძემ? - ვისაც ენაზე ღალატი აკერია, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა არგუმენტი არ გააჩნია. რას ნიშნავს ღალატი? ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება. რა პრობლემაა? პოლიტიკური პარტია რომ ჰქონდეს, კიდევ შეიძლებოდა კენჭი ეყარა და საინტერესო იქნებოდა, საზოგადოების რა ნაწილი მისცემდა მის პოზიციას ხმას. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ეს დამღუპველი იქნება აფხაზებისთვის, რადგან მცირერიცხოვანი ხალხია და რუსეთი არავის მიუშვებს. უფრო სწორად, არავის შეუშვებს იქ. შესაბამისად, რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის სრული ინტეგრაცია მოხდება. ეს აღიარება არაფერს მოუტანს. ჩვენ უნდა დავაყენოთ დევნილების დაბრუნების პირობა, აფხაზებს კი ცეცხლივით ეშინიათ დევნილების დაბრუნების. თუ ჩვენ დევნილებს ვაბრუნებთ იმ პირობით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ, მათ ეს არ უნდათ. ისინი თვლიან, რომ დევნილების დაბრუნება მათი იდენტობის დაკარგვას გამოიწვევს. - უფრო ადრე რესპუბლიკელები კონფედერაციის მომხრენი იყავით და ამანაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიცია გამოიწვია. - კონფედერაციის მომხრენი არასდროს ვყოფილვართ. ყოველთვის ფედერაციის მომხრე გახლდით. კონფედერაცია არის ორ სახელმწიფოს შორის, ორ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს შორის დადებული ხელშეკრულება სახელმწიფოს შესახებ. ხოლო ფედერაცია არის, როცა სახელმწიფო თავის შიგნით, თავის ტერიტორიასთან დებს ხელშეკრულებას. ამით ტერიტორიალური მთლიანობა არ ირღვევა და ხელშეკრულების შესაბამისად, სახელმწიფო მას უფლებამოსილებებს გადასცემს. - ფედერაცია თუ მივეცით, ხომ შეიძლება მომავალში ისევ დამოუკიდებლობა მოითხოვონ? - არა, რასაც ჩადებ ხელშეკრულებაში, ის იქნება. - ჩვენ გვინახავს ხელშეკრულებები, რომლებიც დარღვეულა. - ეს იქნება ხელშეკრულება დადებული ცენტრსა და თავის ტერიტორიას შორის. - ასეთი აზრიც არსებობს, რომ მამუკა არეშიძე ამას თავისით არ გააჟღერებდა და ეს რუსეთის პოზიციაა, რადგან ფაქტობრივად, არავინ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. - არ ვიცი, ეს უკვე მამუკა არეშიძეს ჰკითხეთ. ეჭვი მეპარება, არა მგონია, რომ მამუკა არეშიძე ამას რუსეთის კარნახით გააკეთებდა. მე მგონი, მან ასეთი აზრი გარკვეული შიდაპოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე გამოხატა. ჩემი აზრით, მას სურს, აფხაზები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს. არჩევნების წინ აიძულოს, რომ მათ უარყოფითად უპასუხონ. შესაბამისად, სამომავლოდ, ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადონ, რომ, აი, ჩვენ შემოგთავაზეთ ამ თემაზე საუბარი, თქვენ კი ხელი აგვიკარით. მე მგონი, ამაზეა გათვლილი. - არის კი საქართველოს სახელმწიფო, ან თუნდაც აფხაზეთი მზად იმისთვის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა თუნდაც სიტყვიერ დონეზე განვიხილოთ? - არ არის მზად. მე მგონი, საქართველომ უამრავი ნაბიჯი უნდა გადადგას აფხაზების სასარგებლოდ, მათკენ დათმობების მიმართულებით, მათი დამოუკიდებლობის გარდა. ოღონდ არავითარ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა დაიშვას, რადგან ამით გავწირავთ აფხაზებს. ვიდრე ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მანამდე მათი გადარჩენის შანსები არსებობს. სულ სააკაშვილი ხომ არ იქნება ხელისუფლებაში? დადგება დრო, ქვეყანაში მოვა ნორმალური ხელისუფლება, რომელიც დააინტერესებს აფხაზებს ღირსეული ცხოვრებით. - აფხაზეთის გენოფონდის გადარჩენა ღირს იმისთვის, რომ მამუკა არეშიძის შეთავაზებით, საქართველომ ასეთი ნაბიჯი გადადგას? - ღირს, მაგრამ მაინც არ გადარჩება. არასწორი მეთოდია. განა ღირს ქერტლის მოშორების გამო თავი მოიჭრას ადამიანმა? როგორ შეიძლება, ჩვენ აფხაზეთის გადარჩენა გვინდოდეს, და ამ დროს კი ბოლომდე ვაგდებდეთ აფხაზეთს რუსეთის ხახაში?! რუსეთი მათ საერთოდ წალეკავს, აითვისებს. ვიდრე მსოფლიოს მიერ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად ითვლება, მანამდე რუსეთს არ აქვს თავხედობის ისეთი დონე, როგორც ამის მერე გათავხედდება. ახლა ხომ საშინლად უტიფრად იქცევა რუსეთი, მერე ნახეთ, უფრო უარესად მოიქცევა. რაც მთავარია, არეშიძე მუდმივად აყენებს დევნილების საკითხს, რაც თავისთავად მიუღებელია აფხაზებისთვის. მათ ურჩევნიათ, არავინ აღიაროს, ოღონდ დევნილები არ დაბრუნდნენ". ა რამდენჯერ გამოაცხადეს პაატა ქართVელი ერის მტრად, მაგრამ ეს კაცი ერთადერთი უიშვიათესი ადამიანია ვინც ქართულ საქმეს აკეთებს კონფლიქტურ რეგიონებში, განსაკუთრებით აფხაზეთში
  16. როგორც ფრანგები იტყვიან შენ ძმაო შენი გააკეთე და დანარჩენი ღმერთმა იცის არ მესმის კი არა არ ვცემ იმ ადამიანების პოზიციას პატივს, ვინც არჩევნებზე არ მიდის აქაოდა მაინც ნაცმო გაიმაჯრვებს და რატომ გავაპრავოო
  17. ნწ, ეგენი არ არიან ადამიანები, პერიოდულად დუნდებიან, როდესაც რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება
  18. შექმენით გვერდი გამოიწერეთ RSS გაასაჩივრეთ აპლიკაცია გვერდი გაზიარება გაბოლდუბლზე დააჭირეთ, მარცხნა კუთხეშია კია, მაგრამ სულ ქვევით არა
  19. ჯგუფი: Members წერილები: 3582 წევრი No.: 46066 რეგისტრ.: 8-November 07 გამოგზავნილია: 25 Jun 2011, 01:41 #26148398 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა -------------------------------------------------------------------------------- http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=73224&Itemid=1 ხუან ეჩანოვე: "ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!" 17:40 - 24.06.2011 საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა, სოფლის მეურნეობის, რეგიონული მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხების კურატორმა ხუან ეჩანოვემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა სახელწოდებით "ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!". "ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხორცზე ფასის ზრდა ევროკავშირის მოთხოვნით, საქონლის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის რეგულაციის შემოღებამ გამოიწვია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცე-პრემიერ ბარამიძის განცახდება იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის ექსპერტების მოთხოვნა იყო, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს პროცესი საქართველოში დაწყებულიყო. ამ განცხადებების საპასუხოდ ცალსახად უნდა განვაცხადო, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა. ევროკომისია ექსპერტების შეფასებებს საქართველოში ხორცის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ეთანხმება და თვლის, რომ ეს მიზეზებია ქვეყანაში არსებული ინფლაცია, მცირე ფერმერების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაკლებობა, სასაკლაოების შეზღუდული რაოდენობა, სადაც შეიძლება, ცხოველების სახორცედ დაკვლა და დამუშავება, მათი სიშორე იმ ადგილებიდან, სადაც ჰყავთ დასაკლავი საქონელი, საქართველოში სასაკლაოების ბაზრის მონოპოლისტური ხასიათი", - აღნიშნულია მიმართვაში. ამასთან, ეჩანოვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის, დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა და მით უფრო არ ყოფილა მოთხოვნა, ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობა ყოფილიყო". სად არის ის თემა მე ვერ ვიპოვე აქ გახსნილი რომ იყო. ცოტა ძველი ინფოა მაგრამ ვიილიკოთ, ჩვენი რა მიდიის
  20. Ostap ა, ამაშია საქმე, ძაღლი პარონს ვერ იცნობს რაც მოხდება აუციელებეია რომ რუსეთმა და ჩინეთმა შექმნან დოლარისგან დამოუკიდებელი საფინანსო სისტემა მაშინ დოლარის ვარდნა არ იქნება ასეთი კატასტროფული თუმცა ყველაზე დიდი კაიფი ისაა რომ თუკი ეს ორი ქვეყანა შექმნის დამოუკიდებელ საკრდიტო სისტემას ფაფუ დალარ http://www.kpe.ru/sobytiya-i-mneniya/ocenka-sostavlyayuschih-jizni-obschestva/ekonomika/1485-economica-usa-v-sostojanii-smerty ეს ძალიან ვრცელი სტატიააა თუ დაკაინტერესებთ წაიკითხეთ რამდენიმე ამონარიდის დადებაც შეიძლება, ქართლად ნაღდად ვერ ვთარგმნი
  21. უამრავი ადამიანია რომელსაც არც გონება აქვს, მითუმეტეს მსჯელობის უნარი და არც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია, ფსიქიური ავადმყოფები, ფატარა ბოვშები და მოხუცები, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ადამიანები არიან
  22. არ გესმით თქვენ ინტელექტუალების არა, არც მე მესმის, მაგრამ მე ის მაინც მესმის რომ არ მესმის
  23. ამერიკის საბანკო-ფინანსური სისტემა არის ბლეფი, დოლარი არაა გამაგრებული არათუ ძვირფასი მეტალებით არამედ რეალური ეკონომიკით, ეს არაა ფანტაზია, მითუმეტეს რუსების მოგონილი პროპაგანდისტული ტრიუკი, ამის შესახებ იციან ეკონომისტებმაც და ფინანსისტებმაც, კრიზისი, ანუ დიდი ფინანსური კრიზისი რომელიც გამოიწვევს დოლარის გაუფასურებას გარდაუვალია, გადაამოწმე ის ინფორმაცია რაც დავდე თუ გსურს თავადაც მოიძიე ინტერნეტში და დასკვნა თავად გააკეთე, მე პირადად არანაირად არ მაწყოს დოლარის ჩამოშლა და ეს თუ მოხდება, არ იფიქრო რომ გამიხარდება, პირიქით ამით მე სერიოზულად ვიზარალებ
  24. Ostap ისეთი კარგი ციხეები გვაქვს რომ სვაბოდაზე გატარებული თვითოეული დღე ჩემი ცხოვრებიდან ამოხეული ფურცლია სამჯერად კვება-მდიდარი ვიტამინებითა და პროტეინებით, ფიტნესი-სადაც ინსტურქტაჟს ჩაგიტარებს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი, მდიდარი ბიბლიოთეკა, გათბობა გაგრილება სეზონის მიხედვით და რაც მთავარია პენიტენციალური სისტემის მუშაკების თბილი დამოკიდებულება მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება კაცს
×
×
  • შექმენი...