-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
პოლონეთი გაიხსენე, სოლიდარობის პერიოდი არა, რა თქმა უნდა პატრიარქისთვის ასეთი ტვირთის აკიდება გაუმართლებელია, მართლაც ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს მოხდეს, მაგრამ მის მოწოდებას მე პირადად დავემორჩილები თანაც სიამოვნებით :bushti: შEნ პირადად საკმაოდ კორექტულად აკრიტიკებ თუნდაც პატრიარქს და ზღვარს არ გადადიხარ, კარგია თუკი სხვებიც მოგბაძავენ
-
და თუკი პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხელისუფლებამ კატასტროფის წინაშე დააყენა საქ. საზოგადოება, ოპოზიცია უძლურია რაიმე შეცვალოს და რა ქნას პატრიარქმა, თვალები დახუჭოს ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე? დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა იმყოფება საფრთხის ქვეშ, არ მეთანხმები?
-
ჩემს ოჯახში ორი უცხო სხეულია ჩაწერილი ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემს ბინაში დაიდეს ბინა და ვერანაირად ვერ ამოვწერე ალიანსის წარმომადგენელი იყო კარდაკარ რომ დადიან სიების თაობაზე და იმას ვუთხარი, ვნახოთ
-
მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალი შეიძლება გამოჩნდესო
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუ გეშინიათ, რუსეთმა წასაღები წაიღო -
, გამოდის რომ პატრიარქს არა აქვს მორალური უფლება გააკრიტიკოს პრეზიდენტის საქმიანობა 1. იმიტომ რომ მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია და არის ერთ-ერთი კონფესიის წარმომაგდენელი 2. ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ თანამშრომლობდა პუტჩისტებთან, რამეს ხომ არ დაამატებდით? როგორც მე დავასკვენი საკითხი გადატანილია არა სამართლებრივ არამედ მორალურ ასპექტში
-
მე მაინც ვერ მოვისმინე პატივცემული ოპონენტებისაგან არგუმენტები, თუ რატომ არ ჰქონდა პატრიარქს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, საქართველოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები საქ. ყველა მოქალაქეს ეხება, საქართველოს ეკლესიაც ამ სახელმწიფოს ნაწილია, ისევე როგორც საქართველოს თვითოეული მოქალაქე, თუკი საქართველოს სახელმწიფოს მოეხაზება, თუკი ქართველებს მოეხაზებათ ეს ეკლესიასაც შეასუსტებს და შეუქმნის პრობლემებს, საქართველო მხოლოდ მიშასი და ნაცმოძრაობის არააა, ჩვენიცაა, ხელისუფლების არასწორი ქმედების შედეგად, საქ. ეკლესიის იურისდიქცია ფაქტობრივად აღარ ვრცელდება კოდორის და ლიახვის ხოებაზე, ახალგორზე და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის საერო ხელისუფლებას, რომელმაც ვერ უზრუნველჰყო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება
-
კარდუ, მართალი გითხრა გამაკვირვე, რა თქმა უნდა უარყოფითი, საქ. მართლმადიდებლური ეკლესიას აქვს ისტორიული დამსახურება ქართველი ერის წინაშე, სწორად ამის გამოც დადებული კონკორდატი+საქ. ბიუჯეტიდან ირიცხება ფული და გარდა ამისა საქ. პატრიარქი სარგებლობს დიდი ავტორიტეტით, პიროვნული თვისებების გამოც, ხალხი მას ენდობა, ანუ, ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღიარებული როგორც კანონით, ასევე მოსახლეობის დიდი უმრავლესობითაც
-
შენ თბილისის რაბინი და პატრიარქი ერთ სამართლებრივ სივრცეში მოაქციე, მაგრამ არაა ეგრე, კონკორდატით საქ. ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო რაჩ შეეხება რჩევის მიცემის უფლება პრეზიდენტისთვის რაბინსაც აქვს, არც რაბინს და არც პატრიარქს არა აქვთ აკრძალული ის რომ გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები, კანონით კი რჩევის მიცემის უფლება პრეზიდნტისთვის მხოლოდ მრჩევლებს აქვთ მაგრამ ის თავისი მინისტრების რჩევებსაც უსმენს
-
კარდუ, მე ვამბობ რომ ევალება? ან პატრიარქი ამბობს რომ ევალება? კარგი იქნება თუკი დაუჯერებს, კარგი იქნება ჩემთვისაც და ნაცმოძრაობის მხარდაჭერებისთვისაც, მაგრამ თუკი არ დაუჯერებთ ბატონებო-ეს თქვენი ნებაა მე ვთვლი რომ პატრიარქს აქვს როგორც კანონონით ასევე მორალურადაც უფლება რჩევა მისცეს ხელისუფლებას + საქართველოს ეკლესია განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს და ის არაა რომელიმე ეკლესია, კონკორდატის შეთანხმებაშია ეს ასახული
-
მითუმეტეს კარდუ, რომ პატრიარქი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე არაა, გარდა ამისა მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრები საეკლესიო დღესასწაულების დრო დადიან ეკლესიებში, სიტყვითაც გამოდიან, კურთხევასაც იღებენ პატრიარქისგან, ეს იმას ნიშნავს რომ თავად ისინიც თავს აღიქვამენ საქ. ეკლესიის წევრებად და შესაბამისად თავიანთ მოძღვარს მათთვის რჩევის მიცემის უფლება ნამდვილად აქვს, ეხლა არ მითხრა ეკლესიაში პიარის გულისთვის დადიანო, ამას ვერ დავიჯერებ პატრიარქი ხომ საქ. ეკლესიის ყოველ წევრს როგორც შვილს ისე აღიქვამს და შესაბამისად ჭკუის დარიგების უფლებაც აქვს თავისი სულიერი შვილებისთვის, როგორც მამას