-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
მე პირადად, ეჭვი მეპარება რომ რელიგიისგან შორს მდგომმა ადამიანებმა შექმნან სამართლებრივი სახელმწიფო, ტუკი ადამიანს ღვთის შიში არა გაქვს, რატომ უნდა იყო პატიოსანი და რა მოტივით უნდა გაითვალისწინო სხვისი ინტესები თუკი შესაძლებლობა გაქვს რომ თავზე დააკუკო და შენი გაისწორო, მაგალითისთვის თავისუფლების ინსტიტუტიც კმარა-როგორი სამართლებრივი სახელმწიფოც აგვიშენეს ყველანი ვხედავთ, ადამიანის ფასეულობები განაპირობებს მისი ქმედებების მოტივს,
-
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩავლპებით -
რელიგია ზოგადად, ადამიანში დადებით თვისებებს წარმოაჩენს, ჩემი მეგობარი მიყვებოდა რომ მოსკოვში, ბაზარში მოვაჭრე ორი ტაჯიკი წონაში არ ატყუება მყიდველებს, ჩვენ ვაჭრები ვართ და თუკი მოვიტყუებით ალახი დაგვსჯისო, თუმცა არსებობენ ისეთი რელიგიური მიმდინარეობებიც რომლებიც ქადაგებენ ქსენოფობიას და მოუწოდებენ მრევლს ექსტრემისტული ქმედებებისკენ და ამის გამო მათი საქმიანობა საშიშია სახელმწიფოსთვის
-
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პროგრესია უდავოდ, რა თქმა უნდა ეს არაა სამართლებრივი სახელმწიფო და არც მიისწრაფვის სწორი მიმართულებით, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, თუმცა თუკი ხელისუფლება არ შეიცვალა დასავლური ფასეულობების მქონე ძალით-მივიღებთ ტრაგიკულ შედეგებს -
ხოდა შევქნათ ნორმალური, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო და სოციალურად სტაბილური გარემო, ეკლესიას უამრავი პრობლემები აქვს შიგნით და დარწმუნებული ვარ, თუკი საერო ხელისუფლება უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესების დაცვას, ამით ეკლესიასაც შეუმსუბუქებს ცხოვრებას, ეკლესიას ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია საზოგადოებისთვის, თუკი ადამინს მართლაც ქრისტიანული ფასეულობები აქვს, ის არ მოიპარავს, კაცს არ მოკლავს, არ იბილწსიტყვავებს, არ დაანაგვიანებს ქუჩას, იქნება კანონმორჩილი და პატიოსანი მოქალაქე
-
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ანუ მე ჯერ ზვიადის და მერე ედოს მხარდამჭერი ვიყავი და ეხლა გამინათდა გონება ხო? სიხარულით შევხვდი ვარდების რევოლუციას და მიტინგებზე აქტიურად დავდიოდი, მიშა-მიშა არ მიყვირია, მაგრამ ძალიან დიდი ნდობა მქონდა მისი, ვიმედოვნებდი რომ მართლაც შეიქმნებოდა დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს ახალგაზრდები დასავლური ტიპის ლიდერები იქნებოდნენ -
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტატა, მე ვგულისხმობ 88-91 წლებს, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ეს იყო სიგიჟე და ისტერია, რომელიც გამომდინარეობდა ქართველი ადამიანის (ლაშAს დავესესხები) ნარცისული ბუნებიდან, წვიმის რევოლუციას და იმ პერიოდს ვერ შევადარებ ვერანაირად, სულ სხვა კატეგორია იდგა მანდ, დავარცხნილ დაბანილი ხალხი ნუ მერე ვარდოსნებმა სხვა გზა აირჩიეს სამწუხაროდ, ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძე-ჩემის აზრით გაცილებით უფრო დახვეწილი და პროგრესული ლიდერები იყვნენ ვიდრე ეროვნულები და გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავდათ ვიდრე მრგვალ მაგიდას -
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სააკაშვილის მომხრეები ამ ფაქტს საკუთარი უსამართლობის გასაპრავებლად იყენებენ, ნაცმოძრაობა ეს ქართული კომკავშირის გაგრძელებაა, თუმცა მე პირადად ვთვლი, რომ ზვიადისტ ქსენოფობებს და შევარდნაძის დროინდელ კორუმპირებულ-მოძველბიჭო ჩინოვნიკებს, ნაცმოელი კამსამოლცები ჯობიან -
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზვიადიზმი იყო ქსენოფობიის კულმინაცია საქართველოში, ედიკას დროს კი ჭაობა, ისეთი ჭაობი რომლისგანაც საქართველოს ამოთრევას მიშასნაირი პათოლოგ-ავანტიურისტი თუ შEძლებდა, დღევანდელი საზოგადოება 10 თავით მაღლა დგას ვიდრე ის იყო 90-იან წლებში დიდი პროგრესი განვიცადეთ და ამაში დამსახურება მიუძღვით როგორც მხედრიონელებს, ასევე ედოსაც და მიშასაც, მათ თავისდა უნებურად გამოაჯანსაღეს საზოგადოება, მა როგორ გინდათ, ჩვენზე სამწუხაროდ დეგრადირებული ერი არ არსებობდა საბჭოთა კავშირში, კომუნისტების ბატონობამ დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინა ქართულ მენტალიტეტზე, რომელიც მეფის რუსეთის დროსაც უკვე კარგა გვარიანად იყო დაზიანებული -
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტატა, არსებობს ასე ვთქვათ მარადიული ფასეულობები ჩემთვის და ჩემნაირი კატეგორიის ხალხისთვის და ერთ-ერთი არის სამართლებრივი, დემოკრატიული, დასავლური ტიპის სახელმწიფო, ეს მოტივი მამოძრავებს, თუკი ამ მიზნის განსახორციელებლად გამოვიყენებთ მხედრიონს, ედიკას, მიშას, გრეჩოს თუ ირაკლის, ესენი ჩვენთვის არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტები, ზოგჯერ არც თუ ისე სტერილური, საზოგადოებაა ავადაა მძიმედ და აბებით მკურნალობას არ ექვემდებარება, საქართველო უპირველეს ყოვლისა -
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც მივეცი ხმა და ჩემმა ახლობლებმაც, მაშინ სხვა სახის პოლიტიკური მდგომარეობა იყო, ავტორიტრული რეჟიმის წინააღმდეგ დემორკატიულად განწყობილი საზოგადოება დროებით დასვავდა ტიპს რომელიც საპრეზიდენტო მმართველობას გააუქმებდა, ის იყო ინსტრუმენტი, ანუ პალეზნი იდიოტ, ხოლო თუ რატომ ჩაგვაგდო ოპომ ამ მდგომრეობაში და რატომ აირჩიეს ის ლიდერად-იმ პერიოდში, ეს უკვე ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ბრალი არანაირად არ არის, ამჟამინდელი ვითარებს სულ სხვაა, ვინც დღეს გრეჩოს მომხრეა და მისი ჯერა-ეს უკვე კლინიკაა და არა პოლიტიკა -
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა საჭიროა ამ სუბიექტისადმი ამდენი ყურადღება? პარტია მაგას არ ჰყავს, ფული მაგას არა აქვს და დასავლეთი მხარს არ უჭერს, ბოდიალობს თავისთვის რაღაცეებს და იბოდიალოს თუ ყველამ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ პოზიცია რომ გრეჩო დებილია, კი, დებილია და მერე? ამით უკეთესი გახდება ჩვენი ცხოვრება-არა მგონია -
შეიძლება ბარაბა ძალიან კარგი ადამიანიც იყო :nekro: მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ბარაბა ზოგადად ავაზაკობის სიმბოლოა, იყო სხვა გზა, დემოკრატიის, ჰუმანიზმის, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის სურვილი რომ ყოფილიყო ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, მაგრამ მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ავაზაკების საქართველო დემორკატიას და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას ალტერნატივა არა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას
-
კიდევ ერთი ტერაქტი რუსეთის პედერაციაში
Siknadmo replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეტყობა ამ ტერაქტმა ერთგვარი ეიფორია გამოიწვია, შამპანური ხომ არ გაგვეხსნა? -
მერე ვინ გიშლით სეკულარისტებს რომ შექმნათ სამართლებრივი სახელმწიფო და ამით თავიდან აიცილოთ თეორკატიული საფრთხე? საქართველოში არჩევნები ყალბდება, მოსახლეობის 1/4 სიღარიბის მიღმაა და ქვეყნის მომავალი საერთოდ გაურკვეველია, სწორად ეს უკარგავს ხალხს ნდობას პოლიტიკოსების მიმართ და ამაში ეკლესია კი არაა დამნაშავე არამედ თავად პოლიტიკოსები რომლებიც არანაირად არ იცავენ მოსახლეობის ინტერესებს, ღრმად მორწმუნე ადამიანის/თვის კი პოლიტიკა მე-100 ხარისხოვანია და 100 წელი არ აინტერესებს რომ საერო ხელისუფლება სასულიერო პირების ხელში გადავიდეს
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Siknadmo replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ეს ისეთ შემთხვევაში თუკი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გახდება იეჰოვას მოწმე, თუკი ისინი მოითხოვენ რომ ყველასთვის აიკრძალოს სისხლის გადასხმა აი ეს იქნება უკვე სოც. საშიში მოვლენა -
ლევან გაჩეჩილაძე-დაბნეული არ შემდგარი პრეზიდენტი
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ანცების დაბნევის რა გითხრა და ხალხის დაბნევა რომ გამოუვიდათ ეს აშკარააა :bushti: -
მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალი შეიძლება გამოჩნდესო
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსეთს სურვილი რომ ჰქონოდა თბილისის აღების, აგვისტოში მოაყომარებდა ყველაფერს, რახან გაჩერდა არ აწყობდა, წაიღო ის რაც მისი აზრით შეერგება და იქ აპირებს გამაგრებას, რა უნდა უყოს საქართველოს თუკი დაიპყრობს? რა სტატუსს მოგვანიჭებს, ფედერაციულ რესპუბლიკად შეგვიყვანს თუ ავტონომიურად ჩეჩნეთის მეორე ომის წინ ვალგადონსკში მოხდა ტერაქტები რომელზეც არსებობს ეჭვი რომ თავად პუტინმა მოაწყო რათA გაეპრავებინა გროზნოს წინააღმდეგ ომის დაწყება, გასაგებია ეგ, მაგრამ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, უნდა იყოს ძალიან სერიოზული არგუმენტები რომ ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყოს გამარჯვება მათთვის ადვილია, მაგრამ მერე???? -
მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალი შეიძლება გამოჩნდესო
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ დაგავიწყდეთ რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორი ქვეყანაა, ეხლა ტერორიზმი რომ შეტენონ რუსებმა რა გამოდის, თითქოს ევროპა ამერიკა ტერორისტებს ეხმარებოდა ამ წლების მანძილზე? რუსეთი ამას ნაღდად ვერ გააკეთებს -
მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალი შეიძლება გამოჩნდესო
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსეთს რომ მეორე ომის სურვილი ჰქონდეს რაღა მოსკოვში, იქვე ცხინვალში ატეხავდა ბათქა ბუთქს რთულია, ძალიან რთული, ჩვენები მართლაც რომ იყვნენ ჩარეულნი, რუსეთს მაშინაც კი გაუჭირდება ომის დაწყება, პროსტა გაატრაკებს და საქართველოს დისკრედიტაციას შეეცდება, მოსკოვში კარგად ესმით რომ ცხინვალიც და აფხაზეთიც დასავლეთმა ჩაყლაპა, მაგრამ თბილისს არ ჩაყლაპავენ -
მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალი შეიძლება გამოჩნდესო
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ალბათ ამ ვერსიას ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც განიხიალვენ და კონტრ არგუმენტებიც ექნებათ, რუსეთი უხეშად ვერაფერს ვერ შეგვტენის უტყუარი მტკიცებულებებია საჭირო, რომ თუკი დაგვაბრალებს მერე თავისი ქმედება რის განხორციელებასაც აპირებს, გააპრავოს, მე პირადად ვფიქრობ რომ რუსეთმა რაც წაიღო იმითაც კმაყოფილია -
მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალი შეიძლება გამოჩნდესო
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და მერე რა იქნება?