როდესაც თბილისელი, განათლებული და ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც პატივს სცემენ, ტინაიჯერივით ილანძღება-იგინება და ამას კითხულობს სოფლიდან ჩამოსული დაბალი ინტელექტის მქონე ახალგაზრდა, მას უმძაფრდება ქსენოფობია და ასეთი პოსტების კითხვის შემდეგ უფრო მეტად დაქლიავებული ხდება ვიდრე მანამდე იყო, ამის მაგალით ჩვენს ფორუმზეც შეინიშნება, ადამიანი მხოლოდ იმაზე კი არ ფიქრობს რომ დაიცალოს ნეგატიური ენერგიისგან, არამედ თავშეკავების უნარი უნდა ჰქონდეს და თავად უნდა იყოს მაგალითი ზრდილობის და მაგალითი ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც ოჯახში არ ჰყავთ არავინ სამაგალითო დაგვღუპა ჩვენ ქსენოფობიამ, დაგვღუპა და ყოველ ქართველი ქსენოფობი ჩემთვის არის რუსულ რაკეტებზე უფრო საშიში