Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. თქვენ ფიქრობთ რომ ამ ლტოლვილებში არცერთი ღირსეული ადამიანი არაა??? ხო, კაი და არასრულწლოვნები ან ჩვილი ბავშვები რაში არიან დამნაშავეები
  2. როდესაც დევნილები გამოყარეს ჩემმა მეზობელმა შეიფარა გალელები 9 კაცი და ამ ცხრიდან ნახევარზე მეტმა ქართული ლაპარაკი არ იცოდა, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საერთოდ პოლიტიზირებული და ის უბედურება რაც მათ დაატყდათ თავს ეს ჩვენი თბილისელების ბრალია, აფხაზეთის ქართველობა და განსაკუთრებით მეგრელები აფხაზებთა ჩახუტებულები იყვნენ და დღესაც რომ კითხო დევნილებს, ნუ მე ვისთანაც მისაუბრია, საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან აფხაზების მიმართ, ხოლო ომს, აბრალებენ რუსებს და მერე, ჩვენც ნუ, თუკი ნამეტნავი გულახდილობის ხასიათზე არიან, 7 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა პროექტი და აფხაზი ბოვშები ჩამოიყვანეს თბილისში, ორგანიზატორები ცდილობდნენ რომ დევნილებს ამის შესახებ არ შეეტყოთ, ერთხელაც ბაზრობაზე წაიყვანეს აფხზი ბავშვები, ვინცხა ნაძირალამ პროვოკაციის მოწყობის სურვილის თუ იდიოტიზმის გამო ეს ინფო გაავრცელა ბაზრობაზე, აი ვაგზალთან რომაა, იქ კი ბლომად ლტოლვილები ვაჭრობდნენ, ხოდა, პროვოკაცია არ მოხდა, პირიქით, ლტოლვილი მოვაჭრეები შემოეხვივენ აფხაზ ბოვშებს და საჩუქრები აჩუქეს, ტირილით, ფერებით და რამე
  3. არავის არ ვუსურვებ მათ ყოფაში ყოფნას, ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცეოდით თუკი მათი ცხოვრების გზას გავივლიდით, როდესაც ელემენტარული ყოფითი პრობლემები გაქვს მოსაგვარებელი ძნელია მაღალ მატერიებზე ფიქრი, ისე კი, კარგი მაგალითია იმისთვის რომ ადამიანმა დასკვნა გააკეთოს ვის ენდოს და ვის არა, საინტერესო ისაა, რომ სააკაშვილის მომხრეთა არც თუ ისე მცირე ნაწილს, კარგად აქვს გააზრებული რომ ნაცმოძრაობას ხალხი ფეხებზე ჰკიდია, მე არ ვგულისხმობ საჯაროს სამსახურში დასაქმებული პირებს, არამედ უბრალო ადამიანებს, მიუხედავად ამისა ეს გარემოება მათ მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ, კი, ამბობენ ისინი, ეს ხელისუფლება უზნეო ადამიანებისგან შედგება, მაგრამ კარგ საქმესაც ხომ აკეთებენ??
  4. მე ავტოქარხანა მინდა ავაშენო და კრედიტს არ მაძლევენ
  5. რომ არ გადავიხადოთ რა ფეხებს მოგვჭამენ :018:
  6. Вы — либертарианец Вы поддерживаете идеи личной и экономической свободы и считаете, что каждый человек волен самостоятельно принимать решения, касающиеся его жизни. Вы уважаете право взрослых людей на выбор, даже в отношении того, что вы сами считаете вредным и аморальным. Вы выступаете за ограниченное государство, роль которого сводится к нескольким функциям: защите граждан от насилия и принуждения и обеспечению правопорядка. Все остальные привычные функции государства, по вашему мнению, эффективней и дешевле для общества могут выполнить частные компании. Точка отображает ваше положение в политическом спектре. Ваш балл по шкале личной свободы 100% Ваш балл по шкале экономической свободы 90% არ ვეთანხმები, ეს მე არ ვარ
  7. აქ არის საუბარი ქარზეც, ჰიდრორესურსზეც მზის ენერგიაზეც და გეოთერმიულ წ####ბზეც, რომლის გამოყენების შედეგად დას საქ. მნიშვნლეოვანი ნაწილის მომარაგება შესაძლებელია ცხელი წყლით საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ შეადგენს. შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით. გასული საუკუნის ბოლოდან საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელმა სისტემებმა. ჩვენ პირობებში მზის ენერგია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 40÷50 0С ტემპერატურის წყალი. საქართველოში მზის გარდამქმნელების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათი მაღალი კუთრი ღირებულებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ მთაგორიან ადგილებში, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული ადგილების ენერგომომარაგებისათვის. http://www.minenergy...ndex.php?m=249ძ
  8. სპეციალისტებს ყველაფერი აქვთ გამოთვლილი კაცო, წეიკითხეთ
  9. შესახრავი კიდევ ბევრია გარდა ამისა, ფულზე უფრო ტკბილი ძალაუფლებაა, ნუ ერთად ხომ საერთოდ
  10. ჩძhttp://www.minenergy.gov.ge/index.php?m=249 http://www.minenergy.gov.ge/index.php?m=249ძ პოტენციალი საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 ათასი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კმ-ია. საქართველოს მტკნარი წყლის საერთო მარაგი, რომელიც შედგება მყინვარების, ტბებისა და წყალსაცავების წყლის მარაგებისაგან, შეადგენს 96,5 კმ3-ს. მდინარეთა საერთო რაოდენობიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 000 მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მილიარდი კილოვატსაათის ექვივალენტური. საქართველოს მდინარეების სპეციფიურობიდან გამომდინარე, რომელთაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ამ რესურსების გადანაწილება წლიურ, ან მრავალწლიურ ასპექტში შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით. თუმცა ეკოლოგიური თვალსაზრისით ასეთების მშენებლობა გართულებულია, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა “განახლებადი ენერგია 2008”, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოში პოტენციური ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების სია და გაწერილია წესები და პროცედურები მათი მშენებლობისათვის მიმდინარე პერიოდისათვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები ისეთ პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა: ხუდონჰესი – 750 მგვტ დადგმული სიმძლავრითა და 1,5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით; ნამახვანჰესების კასკადი – დადგმული სიმძლავრე 450 მგვტ, გამომუშავება 1 670 მლნ კვტ.სთ; ფარავანჰესი - დადგმული სიმძლავრე 78 მგვტ, გამომუშავება 425 მლნ კვტ.სთ; ჰიდროელექტროსადგურების კასკადი მდინარეებზე: ჭოროხისწყალი, ლუხუნი, ტეხურა, გუბაზეული, მტკვარი, ბახვისწყალი და სხვა, ჯამში 21 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 1 583 მგვტ დადგმული სიმძლავრით, 5,5 მლრდ. კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით. განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 2,4 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. წიაღისეული ენერგორესურსების შემცირების ფონზე აქტუალური გახდა ქარის, მზის, გეოთერმული წ####ბის, ბიოგაზისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენება ელექტროენერგიისა წარმოებისა და სხვა პრაქტიკული დანიშნულებისათვის. საქართველოს გააჩნია ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის მეშვეობით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დარაიონებულია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ შეადგენს. შერჩეულია ქარის ელექტროსადგურების განთავსების საუკეთესო ადგილები, რომლებიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები პერსპექტიული ქარის ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის, რომლებიც შესაძლებელია განლაგდნენ: - იაღლუჯას ქედზე (45 მგვტ, 110 მლნ.კვტ.სთ), მთა საბუეთზე – (100 მგვტ, 370 მლნ.კვტ.სთ) -სამგორის ზეგანზე (45 მგვტ, 130 მლნ.კვტ.სთ), - გორი-სკრას მონაკვეთზე (90 მგვტ, 250 მლნ.კვტ.სთ), ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე (90 მგვტ, 225 მლნ.კვტ.სთ), - მდინარე ფარავნისა და ჭოროხის ხეობებში _ შესაბამისად 120 და 30 მგვტ დადგმული სიმძლავრითა და 336 და 90 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით და სხვა. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური გამოსხივება საქართველოში საკმაოდ მაღალია. უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში დაახლოებით 1900÷2200 საათს შეადგენს. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით. გასული საუკუნის ბოლოდან საქართველოში ფართო გავრცელება ჰპოვა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებელმა სისტემებმა. ჩვენ პირობებში მზის ენერგია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 40÷50 0С ტემპერატურის წყალი. საქართველოში მზის გარდამქმნელების გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათი მაღალი კუთრი ღირებულებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხოლოდ მთაგორიან ადგილებში, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული ადგილების ენერგომომარაგებისათვის. საქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანახმად გეოთერმული წ####ბის პროგნოზული მარაგები 200÷250 მლნ. მ3-ს აღწევს წელიწადში. ცნობილია 250-მდე ბუნებრივი და ხელოვნური ჭაბურღილები, რომლებშიც გეოთერმული წყლის ტემპერატურა 30-დან 110 0С-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მთლიანი დებიტი 160 ათას მ3-ს შეადგენს დღე-ღამეში. არის ისეთი ჭაბურღილები, რომელთა წყლის ტემპერატურა 85 0С-ს აღწევს. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე. საქართველოს გეოთერმული წ####ბის შედარებით დაბალი ტემპერატურა არ იძლევა საშუალებას, მათი ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, გამოყენებისათვის. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული თვალსაზრისით ამ რესურსის გამოყენებას ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ცხელი წყლით მომარაგებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ძვირადღირებული იმპორტირებული ენერგოშემცველების დაზოგვის, ასევე სათბური გაზებს ემისიის შემცირების თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით შესაძლებელი იქნება დამატებით 20 მილრდ.კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ყოველწლიურად -7 მლნ. ტონა პირობითი სათბობის ეკონომიის ეკვივალენტურია. რეგიონალური მასშტაბით აღნიშნული საშუალებას მოგვცემს შევამციროთ სათბობის მოხმარება და შესაბამისად გარემოში გამოყოფილი სათბური გაზების რაოდენობა: ნახშირორჟანგის – 9 მლნ. ტონით, ნახშირჟანგის – 5000 ტონით, აზოტისორჟანგის – 44 000 ტონით. დღეისათვის საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი ნაკლებად არის გამოყენებული. მეტი ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენება რეგიონალური მასშტაბით სათბური გაზების ემისიის შემცირებისათვის, და რაც მნიშვნელოვან ფონს შეუქმნის საქართველოს კიოტოს ოქმით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტების დანერგვაში.
  11. გეოთერმული ენერგია ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონის შესაბამისად საქართველოში გეოთერმული წ####ბის პროგნოზული მარაგები აღწევს 250 მლნ. კუბ.მ-ს წელიწადში. დღეისათვის ცნობილია 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები, რომლებშიდაც გეოთერმული წყლის ტემპერატურა მერყეობს 30-110 C-ის ფარგლებში, ხოლო მთლიანი დებიტი აღწევს 160 ათას კუბ. მ-ს დღე-ღამეში. ეს გამოსავლები დაჯგუფებულია 44 საბადოდ. აქედან 3500 კვ.მ-ზე განთავსებულია ისეთი ჭაბურღილები რომელთა წყლის ტემპერატურები არის 85 C და მეტია. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე დღეისათვის საექსპლუატაციოდ ვარგისად შეიძლება ჩაითვალოს 9 პროდუქტიული, 7 სარეინჟექციო და 3 სადამკვირვებლო ჭაბურღილი. დადგენილია, რომ საბადოებზე არსებობს ორი დამოუკიდებელი თერმოწყალშემცველი ჰორიზონტი, რომლებზედაც რეინჟექციის ორგანიზების შემთხვევაში შეიძლება სტაბილურად მოვიპოვოთ 30 ათასი მ3 თერმული წყალი დღე-ღამეში. საქართველოს მთავარი საპორტო ქალაქის - ფოთის გეოთერმული მომარაგება შესაძლებელია განხორციელდეს ქვალონისა და მენჯის გეოთერმული წ####ბის საბადოებიდან. http://www.minenergy.gov.ge/index.php?m=255
  12. ეს რა არის მეგობრებო მე ერთხელ ისეთი რაღაც მოვიძიე ინტერნეტში ჰიდრორესურსის შესახებ, არა ვთქვათ რაღაც ფანტასტიკური იდეა და ას. შემდეგ არამედ ჰიდრორესურსი, რომლის გამოყენების შედეგად მთელს დასავლეთ საქ. ექნება თბილი წყალი
  13. ხომ შესაძლებელია რომ ეს ფაქტები რამენაირად ახლებურად შევთავაზოთ ახალგაზრდა თაობას მაგალითად 1810 წელს რუსეთმა დაიპრყრო გურია-რასაც მოჰყვა გურიის აჯანყება (ჯანყი გურიასი) 1801 წელს უკუპირებული იქნა იმერეთი, ხოლო 1878 წელს ჩვენს მოკავშირე თურქეთს წაგლიჯეს აჭარა და ახალციხე ბატონი ჟოაო რატომღაც აფხაზეთზე სდუმს, ეტყობა ის უკვე ამ ტერიტორიას აღარ განიხილავს საქ. ნაწილად ხომ იცით, რუსეთის მიერ საქ. ოკუპაციას ბოვშვები ცალკე საგნად ისწავლიან :nekro: ნუ, ვერ ვიტყვი რომ მოუთმენლად ველი, მაგრამ წინასწარ წარმომიდგენია რა სახის სახელმძღვანელო იქნება
  14. კი ვულოცავ მაგრამ სოვესწ ნადო იმეწ, სააადაააა ამდენი ხანი????
  15. იმ ტეროტორიაზე სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და ნამდვილად არ ვიცოდი თუკი ასე ადვილი იყო ადამიანის დახვრეტა,
  16. გასაგებია, მაგრამ ემოციურად ვუდგებით ჩვენ საკითხს და ხეირს ვერ ვაღწევთ, რევოლუციას, გადატრიალებას და ას. შ. ტვინი, ფული და ნებისყოფა უნდა, ძალიან დიდი, თუ არადა მაშინ სხვა ქვეყანამ უნდა დაგიფინანსოს და დაგიგეგმოს ყველაფერი, ეს კი ხეირის მომტანი არ იქნება ქვეყნისთვის, შესაძლოა საფრანგეტის რევოლუცია ეს ნორმალური მოვლენა იყო, არ ვიცი, მაგრამ 21 საუკუნეში სისხლიანი დაპირისპირება სადამდე მიგვიყვანს, ვინ იცის ჯავახეთიც აგვახიონ და მარნეულიც, მე უფრო ეროვნული დაუმორჩილებლობას ვემხრობი, მშვიდობანი გზით ბრძოლა, იარაღის გარეშე, ნუ შეიძლება ეხლა ვინცხა გაპერტყო, დაუპადიეზდო და რამე მაგრამ ეხლა სისხლის ღვრა მაგრად ტეხამს
  17. უფფფ, ეხლა მაგრად დავაჟკაცებული 2 ლიტრას ერთი მოყუდებით სვამს და ხარის ბეჭი არ ყოფნის სადილზე
  18. კანონმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, ამიტომ საჭიროა მიუკერძოებლობა და ყველას ერთ ქვაბში ნუ ჩავყრით, რა თქმა უნდა, სააკაშვილის რეჟიმი ბოროტებაა მაგრამ ბრძოლის სწორი მეთოდებია შესარჩევი და ასევე გამოკვეთილი უნდა იყოს ის მიზნებიც თუ რა სახის სახელმწიფოს აშენებას ვაპირებთ, ოღონდ განზოგადობების გარეშე, კონკრეტულად გააჩნია რომელ ოპოზიციაზეა საუბარი, მემარჯვნეებს, რესპებსა და ფორუმს ეს მასტები არ მიუღია
  19. ყველა ადამიანს აქვს იმის უფლებაც და შესაძლებლობაც რომ გამოსწორდეს, ბოლო ბოლო რა წესებით გვინდა ვიცხოვროთ ქურდული თუ ქრისტიანული, ქურდულში ერთი შეცდომა და კაცს აფუჭებდნენ სამუდამოდ,
  20. ჯერესერთი არცერთ სოდომიტი არ გაულახიათ, თუკი ცემას გადაწყვეტ კამერების გარეშე უნდა გაბერტყო რომ ვერ გაიგონ, ოღონდ ცემა ტყება მხოლოდ მაშინაა გამართლებული თუკი სხვა მეთოდი ამოწურულია, ამასთან ერთად ქრისტიანმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა მოტივით ცემს სხვას, რა ამოძრავებს, პირადი ამპარტავნობა და სხვისი დაჩაგვრის სურვილი და ზოგადი აგრესია თუ იმის სურვილი რომ ის ადამიანი, სოდომიტი გამოასწოროს, ან სოდომიტის მავნე გავლენა აღმოფხვრას, არიან ადამიანები რომლებიც მხოლოდ ნეგატივიტ სულმდგმულობენ ძალადობა და ქრისტიანობა შეუთავსებელია, ეხლა ეკლესიაში რომ შემოგივარდნენ, ან სახში, აპ პირადად რომ მოვიდნენ და შეურაცხყოფა მოაყენონ შენს რწმენას ეს კიდევ სხვაა, რაც შეეხება დეისაძეს დიახაც მას ეწერა ღვისშობლის საგმობელი სიტყვები, მაგრა ღირდა კი ამაზე ყურადღების გამახვილება? ვერავინაც ვერ გაიგებდა, ხოლო პრეცენდეტი რომ არ მომხდარიყო ამის და ჩვეულებრივი მოვლენა არ გახდეს ასეთი სიბინძურებიი ამისთვის საჭირო ის კი არაა რომ კამერების წინ სოდომიტებს ვაგინოთ, მე ბრძოლის არაეფექტურ მეთოდებზე ვსაუბრობ
  21. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პაწია გადახრა სოდომიზმისკენ და მისი პროპაგანდირება გახდეს სტიმული რომ ასეთი ცხოვრებიტ იცხოვროს, ანუ ერთგვარი ცდუნებაა გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ჯონტრა ვოლტა ახალგაზრდობაში გეი იყო და მერე გახდა ჰეტერო, ეს არის ანომალია, ანუ პირიქით რომ ყოფილიყო კიდევ ხო, გამოდის რომ ჯონტრა ვოლტა არც ყოფილა გეი, უბრალოდ ის ისეთ გარემოში მოხვდა სადაც გეობა კაი ტიპობად ითვლებოდა, სხვა შემთხვევებიც არის, იგივე მოდერნ ტოკინგის ერთ-ერთი სოლისტზე, მე პირადად ნაღდად არ მინდა რომ სოდომიზმი "ჩვეულებრივი მოვლენა" იყოს, მათი ცემა ტყების წინააღმდეგი ვარ მაგრამ საზოგადოებაში მაინც უნდა იყოს მათ მიმართ ჯანსაღი ზიზღი და ცივი დამოკიდებულება
  22. მეც მდომებია მაგათი ცემა და ას. შ. გინებაც და ზოგჯერ ძნელია თავი შეიკავო მაგრამ მაინც, ავადმყოფების ცემა და გინება არაა კარგი საქმე, არც იმ საცოდავებისთვის და თუკი ვინმე მეტყვის რომ დეისაძე და სხვა მაგდავარი ტიპები საცოდავები არ არიან ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რაც შეეხება რომ ისინი ვიღაცას გადაიყვანენ თავიანთ ჭკუაზე, ნუ, ვინც გადასაყვანია, გადაიყვანონ, ყველა წესიერი და დალაგებული ვერ იქნება, თუკი მათ დავუპირისპირდებით არ დაგვავიწყდეს პირველ რიგში რომ ჩვენ თავად ვინ ვართ, ჩვენი ქმედება არის კი ადეკვატური, ზნეობრივი, მაგათ ცემა გინებას არ ჯობია რომ ვთქვათ თუკი ბევრი ენერგია გაქვს ქველმოქმედებას მოკიდოთ ხელი, მოხუცებია, ინვალიდები, უპატრონო ბავშვები, რამდენი ადამიანია ვინც დახმარებას საჭიროებს, ასეთი ქმედებებით უფრო მოვიპოვებთ საზოგადოების ნდობას და პატივისცემას ვიდრე სოდომიტების გინებით
×
×
  • შექმენი...