Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. FRIDRIX ვახ, კომკავშირი ხომ არ არის დზმა რიგებში მიიიღოს ან არ მიიღოს :018: მონათვლა ხდება ბავშვობიდან და შესაბამსად მონათლული ადამიანი ითვლება ეკლესიის წევრად, ხოლო მონანიების შედეგად ადამიანს ცოდვები მიეტევება აღსარების შედეგად, გარდა ამისა ეხლა, კაცი რომც დასაჯონ ეგ. წოდებული ეპიტაფიით მის სურათს ეხლა ნაღდად არ გამოაკრავენ ეკლესიებში ეს კაცი არ შეუშვათო, უფრო მეტიც, ლევ ტოლსტოის ანაფემაცია მოხდა, ანუ ის განკვეთეს ეკლესიიდან, ამის მიუხედავად ის სტუმრობდა ეკლესია-მონასტრებს და ბერებთან ჰქონდა საუბარი, მიუხედავად იმისა რომ მისი ანაფემაციის შესახებ ნამდვილად იცოდნენ, ეკლესია უფრთხილდება თავის წევრებს, ეს ასეთი ტრადიციაა და ეკლესიიდან განდევნა, ანუ ანაფემა ეს ძალიან იშვიათად ხდება ასე რომ, თუკი ვთქვათ თუთბერიძე მონათლულია მას თავისუფლად შეუძლია შევიდეს ეკლესიაში სანთელიც დაანთოს, ჯვარი დაიწეროს, აღსარება თქვას, ჩემის აზრით მმკელები ეკლესიიდან კი არ უნდა გაყარონ, რისი უფლებაც არა აქვთ, არამედ უნდა აღზარდონFRIDRIX მე პირველ რიგში თავს ქრისტიანად ვთვლი და სახარება მიმაჩნია უფრო მნიშვნელოვან წიგნად ვიდრე კონსტიტუცია, რომელიც ძალიან ხშირად იცვლება და ადამიანების მიერაა შექმნილი, თანაც არც თუ ისე ჭკვიანი და ზნეობრივი ადამიანების, თავისთავად ქრისტიანს ევალება დაიცვას ქვეყანაში არსებული კანონები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ პრინციპებს, მაგალითად, ბოლშევიკების დროს ადამიანებს ავალებდნენ ეკლესია მონასტრების დანგრევას და ეკლესიიის საკუთრებაში არებული ქონების კონფისკაციას, ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული და შენ როგორ ფიქრობ ქრისტიანს უნდა შეესრულებინა კანონის მოთხოვნა? ანდა, ქრისტიანული წესის თანახმად სასულიერო პირს ეკრძალება იარაღის ხელში აღება და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა როგორც მებრძოლს, რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში სასულიერო პირმა, უნდა დათანხმდეს კანონის მოთხონვას? ეს ცხოვრება ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის არის ერთი-პატარა ეტაპი, რომელიც ღირსეულად უნდა გავიაროთ და რაში გვაწყობს ჩვენ ვიღაცის ჭკუაზე ვიაროთ, თუკი ის ვიღაც ჩვენი რწმენის წინააღმდეგ მოქმედებს
  2. პატრიარქს არ ჰყავს ბევრი მომხრე, მომხრეობა ნიშნავს იმას რომ მისი ნათქვამი შეასრულო, გაითვალისწინო, ან ეცადო მაინც რომ შეასრულო, პატრიარქს რომ ემხრობოდეს ქართველობა დღეს ჩვენ არ გვეყოლებოდა არც ლოთი, არც ნარკომანი, არც თაღლითი, ნუ ეხლა, ქართველობა გენეტიკურად თუ გრძნობს ვინაა მის მხარეს ეს სხვაა, პატრიარქია ხალხისკენ და არა პირიქით
  3. რელიგიური ექსტრემიზმია როდესაც რელიგიური მოსაზრების გამო ვიღაცას უვარდები აგინებ და ცემ, ეს მოხდა ჰელოუინზე, ეს მოხდა ილიას უნივერსიტეტთან, ხოლო აქუსთან მომხდარი ინციდენტი ჩემის შეფასებით არის ის რაც სცილდება რაციონალური აზროვნების ფარგლებს, ამ ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებიც კი ექსტრემისტულია, თუმცა ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლება, მაგრამ როდესაც ექსტრემისტული აზროვნება გადადის ქმედებაში მაშინ ეს უკვე დასჯადია, ე
  4. დიდის ალბათობით შეაძლოა მართლაც ასე მოხდეს და არა იმიტომ რომ პატრიარქს უჯერებენ
  5. პრევენციისთვის არსებობს კანონი, რამდენი ხანია უნდა დადებულიყო საკონსტიტუციო შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და ეს არ კეთდება, გაუნათლებელი ადამიანი კი ყველგანაა, რომლესაც არასწორად ესმის ყველფაერი, მითუმეტეს ქრისტიანობა, რომელის შეცნობასაც ტვინი ჭირდება, ამიტომაც ასეთი ხალხმა ელემენტარულად კანონი მაინც უნდა იცოდნენ, რომ თავადაც დაცულნი იყვნენ საკუთარი თავისგან
  6. ხო, ე.ი. სულ პატრიარქს ეკითხებიან ყველაფერს
  7. ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის გამო დააკავებულ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებს 5 წელი მიესაჯათ, მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით რაც მოხდა, რა თქმა უნდა ის პიროვნებები დასასჯელები იყვნენ, ნუ, დიდის ალბათობით, მაგრამ სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის შესაბამისი, ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტისთვის ასეთი სიმკაცრე აბსოლუტურად გაუგებარია, მმკა აქამდეც ყოფილა შემჩნეული ასეთი სახის კანონდარღვევაში მაგრამ ამას სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია, რამაც ბუნებრივია გამოიწვია მათ ახალგაზრდა წევრებში დაუსჯელობის სინდრომი და გათამამებულებმა ჩაიდინეს ეს სისულელე, რის გამოც 5 წელი მოუწევთ ციხეში ყურყუტი, არადა რატომ, მიეღოთ სათანადო კანონი რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ და რაც მთავარია განისაზღვროს მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსი კონსტიტუციით თუ სხვა კანონით, არიან ეკლესიაში ადამიანები რომლებსაც სურთ სასათბურე პირობები შეიქმნას მათთვის და ჰქონდეთ რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები, რა თქმა უნდა, მარტლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეკლესია კარნახობდეს თავის პირობებს საზოგადოებას, რწმენა ნებაყოფლობითია, არავის არა აქვს ძალადობის უფლება, აუცილებელია მოხდეს შეთანხმება და ეკლესიას განესაზღვროს თავისი უფლება მოვალეობები, რომ მორწმუნე ადამიანმა იცოდეს რისი უფლება აქვს და რისი არა, ზოგს ალალად ჰგონია რომ სხვისი აზრის დევნა მართლმადიდებლობის სახელით ეს კარგი და კეთილი საქმეა და ამას გულწრფელად აკეთებენ, მერე კი უკივრთ როდესაც მათი არ ესმით და თავი წამებულები ჰგონიათ
  8. მთავარი სამართლიანობაა და არა კანონიერება, კანონი შეიძლება იყოს უსამართლო და მიმართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ფენების წინააღმდეგ, კანონმა შეიძლება მიანიჭოს განუსაზღვრელი უფლებები ხელისუფლებას, წააახალისოს იმპორტიერები და მძიმე მდგომარეობაში კი არა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს ადგილობრივი მეწარმეები, არ დაიცვას დაქირავებულთა ინტერესები და ყოველგვარი ვალდებულებებისგან გაანთავისუფლოს დამქირავებელი, არ აღკვეთოს მონოპოლიების საქმიანობა, პრაქტიკულად ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ფორმალურად ძირითადად დაცულია კანონები, რა ირღვევა რო მნიშვნელოვნად??? ბიზნესმენებს რომ წველიან? კარგით, თქვენ გინახიათ როდესმე რომ ბიზნესმენს განცხადებით მიემართოს სამართალდამცავი ორგანოსებისთვის მარეკეტებონო???? აი, სწორად ამაშია საქმე, რომ კანონების უზენაესობაში კი არაა საქმე, კანონის უვარგისობაშია, ისეა მოწყობილი ვერტიკალი დღეს რომ ადამიანი ამ კანონების ფარგლებში ვერაფერს გააწყობს, უნდა იყოს დაბალანსებული სისტემა, არსებობს ასევე კანონი რომელიც შესაძლებლობას ანიჭებს ხელისუფლებას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქონება ჩამოართვას მოქალაქეს ხოდა რა გინდათ, კანონი იძლევა ამის შესაძლებლობას, აი გამყავს გზა და ვიღაც სინჯიკაშვილის სახლი მიშლის ხელს, არც ველაპარაკი მივდივარ და ვასახლებ, აი ინგლისში ეს არ მოხდება, წარმოუდგენელია იქ საკუთრება თუ შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი ფასეულობაა
  9. ადმინისტრაციული ორგანოების პარალიზება იგეგმება თბილისში და კიდევ 5 ქალაქში, ოპოზიციონერების კონცენტრირება რუსთაველზე არ მოხდება
  10. ეკონომიკის არ არსებობის პირობებში დაუმორჩილებლობა არ გამოვა -ეს იგულისხმე?
  11. ფორუმის გარდა მებრძოლი პარტია არ ჩანს, მათ აქვთ გეგმა და აპირებენ მოქმედების დაწყებას პერიოდიც განსაზღვრულია, ამჯერად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ხო, გარანტირებული შედეგი არ არსებობს ეროვნული დაუმორჩილებლობა
  12. ფორუმი იყო სხვათა შორის ფრონტისპირა სოფლებში, ელაპარაკა ადგილობრივ მოსახლეობას და რავი, ცდილობენ რა, მე ვფიქრობ რომ პატრიოტული ძალააა
  13. თუკი ასე გაგრძელდება გამოვაქვეყნოთ იმ ოპო იუზერების სია ვინც ბრიგანდნიკების დაფინანსებაში ღებულობს მონაწილეობას
  14. ჩეხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებს ატლანტიკის ოკეანის ნაპირებს
  15. asds მე მაქვს კითხვა, რაში მაწყობს მე როგორც ქართველს (რომლისთვისაც საქ. არა მხოლოდ სახელმწიფოა არამედ სამშობლო) ან თუნდაც როგორც რიგით საქ. მოქალაქეს რომ სამხ. ოსეთი იყოს თბილისიგან დამოუკიდებელი, ფაქტობრივად ის დაკარგულია და რა ვქნა, უკვე იურიდულად ვცნო მისი დაკარგვა? ოსებს მაინც არ მისცემს რუსეთი იმის შესაძლებლობას რომ ნორმალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ქონდეთ, იქნება იქ მუდმივი გაჭირვება საქართველოს და ქართველების გარეშე, ხოლო ნელ-ნელა სავარაუდოდ იმ ტერიტორიაზე ეკონომიკური გაჭირვების და უპერსპექტივობის გამო ოსური მოსახლოებაც შემცირდება რეგიონში და იქნება იქ ერთი დიდი რუსული ბაზა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა იმ ბაზის მომსახურებით ირჩენს თავს, ესაა რეალობა
  16. ოპოზიცია კი არა მეგობრებო, გავუსწოროთ თვალი სინამდვილეს, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება დამარცხდა, ნუ, აგვისტოს ომის არ იყოს, არ გვაომეს და ჩაფახდნენ ლიდერები, ხოლო დამარცხების მთელი სიმწარე ჩვენ ვიწვნიეთ, გრეჩიხიზმი როგორც პოლიტიკური მოვლენა დასრულდა, რაც შეეხება ალასანიას, ეს პიროვნება რეალურად არც დახარჯულა, ის ვერ დავინახეთ, შესაძლოა მას კიდევ აქვს პოტენცია რომ იბრძოლოს, არა ერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორება, არის სამი პოლიტიკური პარტია ვისაც ვენდობი 1. ფორუმი 2. მემარჯვენეები 3. რესპები მათ შეინარჩუნეს პარტიული სტრუქტუები და ვიმედოვნებ რომ მოძლიერდებიან და ოდესმე (სამწუხაროდ ოდესმე) მათ ვიხილავ ხელისუფლებაში
  17. ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას აქვს ერთი არჩევანი ენდოს რომელიმე მისთვის მისაღებ პოლიტ პარტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია რატომ ინტერესდება არა ჟურნალისტი და არა პოლიტოლოგი პოლიტიკით, თუკი არც მიშა არ ვარგა და არც ოპოზიცია და ერთი ასე ვთქვათ ნაგავია რა სიამოვნებას განიჭებს ნაგავში ქექვა, თუკი ადამიანს გაცნობიერებული აქვს რომ საქართველო დაღუპვისკენ მიდის და მაინც ნიჰილისტობს, ეს იმას ნიშნავს რომ ასეთი ადამიანი უკვე შეეგუა თავის ხვედრს, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთ დიდ ნაგვად ჩავთვალოთ, ასეთი აზროვნება არის დამღუპველი როგორც ადამიანისთვის, ვინაიდან ის უკვე სულ ნეგატივზე ზის და ნეგატივიტ იღუპება, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის რომელსაც აბსოლუტურად გადაგვარებული აქვს იმუნიტეტი თვითგადარჩენის და უკვე ერთგვარ მაზოხისტურ სიამოვნებს ღებულობს იმ ნეგატივიტ რაც საქართველოშია
  18. დასცინეთ ოპოს, დასცინეთ მაგენი ქე არიან კარქად :nekro:
  19. ხალხი განაწყენებული ოპოზიციაზე, ხოდა შესაძლოა ეს ერთგვარი ტაქტიკაც იყოს, არ გინდებლარივართ? ხოდა იყავით ასთე :018:
  20. თუ ჩეჩნებმა დაადეს ლაპა მაშინ ნუ ძაან დიდი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ შავებს ომი არ აწყობთ
  21. აი, ხომ ხედავ, სწორი გეზით მივდივართ
  22. მაგ მილში არავინ არ გაჩხერილა?
  23. იძეალისტები არიან როგორი ნაირ ნაირ ფერადი და ჭრელია ეს ცხოვრება :nekro:
  24. ამ ორღანიზაციის დამფუძნებელი როგორც მახსოვს მშვენიერი ქალბატონი ვერიკოა
  25. დღეს მე -2 არხზე ბოკასაზე იყო გადაცემა და.. რა გინდათ კაცოოოოო სხვათა შორის ფრანგები აფინანსებდნენ და ეგეც ფრანგობდა ჩემი კაი, იმენნა მაგარ შოუებს აწყობდა, მერე კი მობეზრდათ ფრანგებს და გადატრიალება მოუწყვეს, კაციჭამიობა არ დაუმტკიცდა
×
×
  • შექმენი...