აგერ დზმაო მიშიტომ 9 მილიონი ჩადო ბათუმის ბულვარში, ჩვენ თბილისელებმა კარგად რომ დავისვენოთ, პრეზიდენტის თანახმად ნიცა ბათუმზე უკეთესია და ეხლა როდესაც ასეთ წარმატებებს მივაღწიეთ, ვიღაც დევნილები თუ ლტოლვილები ევროკავშირის შენობასთან ატარებენ მიტინგს, პირიც ამოიკერეს და ითხოვენ საცხოვრებელ ფართს, აღშფოტებული ვარ ნამდვილად რაააა, რატომ გვაბანძებენ ეს დევნილები არიან თუ ვიღაცეეები, სინდისი არა აქვთ? ისინი თავიანთი ქმედებით ხომ ტურისტების შემოდენას შეაჩერებენ ევროპიდან, ხოლო სახალხო დამცველის ოფისის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, თითქოს დევნილების კომპატქურად ჩასახლების ადგილებში მათ არ მიეწოდებათ დენი და გაზი, არც მე მომეწოდეაბ არც დენი და არც გაზი უფასოდ, ხოლო მათ ყველაფერი მუქთად უნდათ, რატომ უნდა ინახავდეს ხელისუფლება მათ, ამიხსენით, განა ბატონი მიშას ბრალია აფხაზეთიდან შევადნაძეს პროვოცირებული ომის გამო რომ გამოდევნეს ამდენი ხალხი???? ან მიშას ბრალია რომ ღრუსებმა და ოსმა სეპარატისტებმა .... და საერთოდ რაააა, ხელისუფლების ნომერ პირველი დანიშნულება არის ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის გალამაზება, პატრული, ქალაქის განათება, რა გირჩევნიათ იუზერებოოო, გაჩახჩახებული ლუსტრაველი, ხიდი ბარათაშვილზე - თუ დაბინავებული და მაძღარი ლტოლვილები??? რატომ უნდა შეეწიროს ჩვენი ქალაქის სილამაზე ჩემთვის უცნობი ადამიანების არსებობას