-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
უფფფ, მერე ხომ ნახე სხვა არჩევნებზე მიშას მხარეს რამდენი ხალხი აღმოჩნდა, ასე რომ მიშიტოს რომ მოენდომებინა ისინიც მიაყენებდნენ ხალხს, გარდა ამისა მას არ უთქვია მოდითო პოლიტიკური მოთხოვნებითო, გრეჩიხამ მაგარი სისულელე გააკეთა, სხვათა შორის ფორუმი იყო კატეგორიული წინააღმდეგი რომ სამებაში წასულიყვნენ, არა მხოლოდ ფორუმი, ბევრი ოპო ლიდერისთვის შEუთანხმებლად გაკეთდა ეს, გრეჩიხას ტაკუნების ქეიფით
-
ყველანი მოკვდავი ვართ და ამასთან ერთად უკვდავებიც, ჩვენი რწმენის თანახმად ადამიანი განწირულია უკვდავებისთვის, მუხლების გადაყვლეფას რაც შეეხება, მართლმადიდებლობის სპეციფიკა ისააა რომ ჩვენი წმინდანები თავს ცოდვილად მიიჩნევდნენ, ამ შეგრძნების გარეშე სულიერი წინსვლა წარმოუდგენელია, თუმცა თანამედროვე ადამიანისთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია, ვააა, კაცო, ცუდი არავისთვის გამიკეთებია ცხოვრებაში, რაის ცოდვილი კაი კაცი ვარ მეეეე ვაა, აბა შეხედე მევლუდს რეებს აკეთებს, მეე მევლუდთან შედარებით ანგელოზი ვარ
-
ვალდებულია დალოცოს მთავრობა და მხედრობა, შEნ როგორ ფიქრობ, გრეჩიხას გვერდით რომ დამდგარიყო ავშEნდებოდით? ან ესენი წავიდოდნენ? ატყდებოდა სისხლისღვრა და პასუხისმგებელი პატრიარქი იქნებოდა
-
ეკლესიას აქვს თავისი ჩAრჩოები, კეისარს კეისრისა, ერთი პერიოდი ნერვები მეშლებოდა პატრიარქზე შევარდნაძის დროს მთავრობას რომ ლოცავდა, ვფიქრობდი ვაა, როგორ ლოცავს ამ ნაძირლებს, მაგრამ ვალდებულია, ეკლესია მაშინ შეიძლება ჩაერიოს საერო საქმეებში თუკი აშკარად ირღვევა ზნეობის ნორმები, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეკლესია არ ირჩევს
-
მღვდელს ტავისი დანიშნულება აქვს, არსებობს ცუდი მღვდლებიც და კარგიც, ჩვენთვის მისაღები და მიუღებელი, ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ, ეკლესიაში სიარული, მოძღვრის ყოლა, ეს ადამიანის პირადი არჩევანია, ჩემს სახლთან საკმაოდ კარგი ეკლესია აშენდა, მაგრამ იქ ერთი მღვდელია, რომელიც უბრალოდ არ მომწონს, ჯიპი ჰყავს და გაჯგიმული დადის, თანაც სასტავი ეძრობა ხოლმე იქ ძაან ფოე ფოე, მაგრამ იმავე ეკლესიაში არის სხვა მღვდელიც, ასე რომ არჩევანი არსებობს სულაც ამ ეკლესიაში, მთავარია სურვილი ჰქონდეს ადამიანს
-
ეკლესია არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომლის სათავეში დგას ქრისტე, ხოლო სასულიერო პირები და მრევლი არიან ამ ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი, ასეთია ეკლესიის მისტიური არსი, ეკლესიის დანიშნულება კი ადამიანის სულის გადარჩენაა, საქართველოს პატრიარქის დროს გაიხსნა უამრავი ეკლესია მონასტერი, მრევლის რაოდენობამაც იმატა, შესაბამისად ამ კაცმა გააკეთა ის რომ საქართველოს მოქალაქეებს თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუჩნდათ შანსი გადარჩენის
-
კარდუებისგან განსხვავებით მის ვექიოლობაში ფულს არ ვიღებთ :nekro: კარგი პატრიარქია, სწორად უძღვება თავის საწმყსოს და რაც ევალება აკეთებს პირნათლად, ერთადერთი ადამიანია ვისაც უანგაროდ უყვარს საქართველო-ეს ჩემი აზრია რა არის ეკლესია?
-
სხვათა შორის რუსეთში სწორად ეს პროცესია, ქალაქელები გადიან სოფლად და ქმნიან მეურნეობებს, მოსკოველები, პეტერბურგელები, სოფლის მოსახლეობა პრაქტიკულად გამარგინალებულია, ალისას პრეზიდენტი იყო სტერლინგოვი, ცნობილი ბიზნესმენი, რომელმაც მიატოვა ბიზნესი აბსოლუტურად ყველაფერი და ეხლა აქვს ფერმა, რამდენჯერემე აჩვენეს ტელევიზორში, 5 შვილი ჰყავს და ყველა იქაა
-
ანუ თავისი ნათესავებისთვის ზრუნავს, რომ იმათ სარჩო საბადებელი არ მოაკლდეთ საწყალი ბერების და იაფი მუშახელის ხარჯზე, სწორედ ეს არის ამ ადამიანის ცხოვრების მიზანი, დამაჯერებელი ვერსიაა
-
T_A_T პრობაციონერები და ნარკომანებით უდიდეს ხეირს ნახულობს ეკლესია მაგას რა ჯობია კაცო, 10-20 კრიმინალი და ნარკამანი რომ გეყოლება გვერდით, ხომ აშენდები ამ გლეხებს კიდევ იძულებითი წესით შერეკავენ მეურნეობებში და აშეინიკებს გაუკეთებენ, მათრახით ამუშAვებენ კიდო პურზე და წყალზე
-
ხო, პენსიაში აპირებს გასვლას და ტაივანში იშენებს ვილას
-
გერმანიაში არსებობს ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობები, სადაც ხალხი კორპორაციულ საწყისებზეა გაერთიანებული, ჩემი მეგობარი მუშAობდა, ბიოლოგია და ასეთი მერუნეობის გაკეთება უნდოდა საქართველოში, ჰქონდა პროექტები, მაგრამ ეგენი შტაინერის მიმდევრები არიან, თუმცა, მეურნოების ორგანიზებას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას ეს წინ არ დაუდგება, ანუ რაღაც მაგდაგვარი იდეეები განხორციელდა გერმანიაში, ოღონდ გაცილებით მცირე მასშტაბით ვიდრე იზრაელში, საქართველოში ზოგიერთ მონასტერს აქვს თავისი მეურნეობა, სადაც ბერები შრომობენ, ათონის მთის გამოცდილებაც არსებობს
-
თოხის რა გითხრა და ტრახტორზე კი დაჯდება კაცი
-
გააჩნია ქართველს და შრომას კიდო
-
ფორუმ ჯიზე პატრიარქი უკვე გაისტუმრეს იმ ქვეყნად და ახალ პატრიარქს ირჩევენ, ასე რომ ამ ინიციატივას წინ ბევრი გამოცდა მოელის, მიწის გადაცემა საკუთრებაში? თუ მფლობელობაში, არა მგონია კარგი იდეა იყოს საკუთრებაში გადაცემა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და მოსახლეობის რეგიონებში გადანაწილება რა თქმა უნდა ეროვნული საქმეა, კარგი ორგანიზებააა საჭირო და გეგმის ქონა, წინასწარ ყველაფრის გათვლა რომ ეს კეთილი საქმე შემდგომში დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს თუკი ყველაფერი ისე წარიმართა როგორც პატრიარქს სურს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს იმ მონოპოლისტებს რომლებსაც გენმოდიფიცირებული პროდუქტები შემოაქვთ საქართველოში და იმ პოლიტიკურ ძალებს ვისაც სურთ რომ ღAტაკი მოსახლეობა ჰყავდეთ, ღატაკების მართვა გაცილებით ადვილია, პატირარქის ასეთი ინიციატივა პრინციპულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების პოლიტიკას და რაღა თქმა უნდა ეს გამოიწვევს მართლადიდებელთა გაძლიერებას, რაც ასევე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნაცმოძრაობისთვის
-
2008 წლის აგვისტომდე, დიდუბის ავტოსადგურთან შენიშნავდით თეთრ გაზ 24-ს წარწერით "ცხინვალი"
-
დევნილები და გარემოვაჭრეები უკვე ქმნიან თავიანთ ორგანიზაციებს, კარგი დასაწყისია ეს არაა ენჯეო, ანუ უცხოეთიდან დაფინანსებული გაერთიანება, პროფკავშირების მაგვარია, ნუ, ჩანაფიქრი კარგია, სწორად ესაა ასე ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოების დასაწყისი, არა ზევიდან ან უცხოეთის მიერ შექმნილი გაერთიანებები, არამედ გარკვეული სოც. ჯგუფის მიერ საკუთარი ინტერესებისთვის შექმნილი კორპორაცია, სხვათა შორის ძველ თბილისში არსებობდა ასეთი სახის გაერთიანებები, ხელოსნები სპეციალობების მიხედვით ერთიანდებოდნენ ჰქონდათ თAვიანთი დროშა, გერბი, წესდებები
-
ჩემმმიიი კააიიიი რა დაგლიჯააააა რატომ ტენიან კინტოებს სოდომიტობას არ ვიცი, წვრილი მოვაჭრეები იყვნენ როგორც აქამდე ვიცოდით და მერე სედოის და მაგდაგვარი პათოლოგების ფანტაზიის შედეგად ერთი ორი შემთხვევა ტრადიციად იქცა თურმე :018: Кинто (груз. კინტო) — в Грузии мужчина, занимающийся торговлей или же вообще без определённого занятия, весельчак, плут и мошенник[1], завсегдатай духанов. Типичные тифлисские кинто одевались в архалук или ситцевую рубаху в белый горошек, с высоким воротом, который, однако, не застёгивался, в просторные ситцевые шаровары, заправлявшиеся в носки, на ногах сапоги гармошкой, на голове картуз. Кинто не носит чоха, подпоясывается узким наборным ремешком[1]. Особым шиком для кинто считалось иметь массивную золотую цепь от часов, которая должна была спускаться из кармана архалука[2]. [править] Кинто в культуре Кинто фигурируют в пьесах Авксентия Цагарели (пьеса «Ханума»), В. И. Долидзе (опера «Кето и Котэ»), фильмах «Ханума», «Кето и Котэ», «Иные нынче времена». Поэтом Юрием Беридзе написана песня «Прощай, кинто»[3]. Образ кинто живёт на живописных полотнах Ладо Гудиашвили. Его картину «Кутёж кинто с женщиной» приобрёл в свою коллекцию испанский художник Игнасио Сулоага с намерением позже передать их в собрание музея Прадо
-
gendolf ვინ არის ამოუცნობი ხაშურელი მანიაკი რა სურს მას, კონსერვატორია თუ ლიბერასტი
-
http://s51.radikal.ru/i134/1008/89/39bfe8ac31e2.jpg ფოტოზე გამოსახულია სამი ჯეეელი, რომლებიც მეტად შინაარსიანად ატარებენ დროს, ანუ ქეიფობენ, ფოტო საკმაოდ დინამიურია და მრავლისთქმელი, ასე გგონია რომ პერსონაჟები დაიწყებენ მოძრაობას, თითქოს ყურში ჩამესმის შემდეგი სიტყვები, ყოჩაღ, საღოლ, ჯიგარი ხარ, გაამოს, გენაცვალე, არ ჩამოვარდე შეჩემისა (ამას ალბათ მე ვიტყოდი). ფოტოხელოვანმა ამ კადრების გადაღებისას ბევრი რამ გაითვალისწინა და თუკი თქვენ ფიქრობთ რომ ეს შემთხვევითაა გადაღებული, მაშინ მე ვიტყვი რომ ეს სასწაულია, დაუკირდით ინტერიერს და დასკვნა თავად გამოიტანეთ, კედელზე სჩანს გაზის მილი, ის სიმბოლოა გაზპრობმის, ანუ რუსეთის, ხოლო მის ქვეშ მოსჩანს დონ კიხოდი თავისი განუყოფელი სანჩო პანსათი, დონ კიხოტი განასახიერებს მებრძოლ, რომანტიულ ქართულ სულს, რომელიც ებრძვის ბოროტების იმპერიას, ვითარცა ქარის წისქვილს, ყურადღება მიაქციათ ასევე მეორე ნახატს, კერძოდ ნატიურმორტს, რომელზეც გამოსახულია ის ქართული პროდუქტი რომელიც დაგვიწუნეს ღრუსებმა ეს ფოტო არაა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის, მას სხვა ფილოსოფიური დანიშნულებაც გაააჩნია გადავიდეთ მთავარ პერსონაჟზე, ჭაბუკზე რომელიც ჭიქით ხელში დგას სერვნადზე, მისი სერვანდზე აფოფხება მეტყველებს იმაზე რომ ქართველი მამაკაცი კრეატიულია, იგი იმიტომ არ სვამს რომ დათვრეს, მას ეს არ აკმაყოფილებს, ჭაბუკს სურვილი აქვს რომ სმის პროცესში გამოავლინოს ოსტატობა, სხეულის ფლობა, უშიშრობაც კი, გაუძლებს კი სერვანდი ამხელა დატვირთვავს??? ძნელი სათქმლია, ეს არავინ არ იცის, უცნობია სადაა გამოშვებული, ხომ არ წაიხალტურეს ხელოსნებმა, იქნებ ჭანჭიკები აკლია, ან დაძველდა მასალა??? არა, ჭაბუკს ეს არ ადარდება, არ აშინებს, არ აფრთხობს, მისი პოზა მიუთითებს რომ მას ძლიერი სკოლა აქვს გავლილი გამძლეობის და კაცობის, კერძოდ ბირჟაზე დიდხანს უწევდა ყოფნა, მისი შავი ფერის სამოსიც მეტყველებს იმაზე რომ შავი გაგებისაა, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კი მაინც ისაა რომ სერვანტზე მყოფი ჭაბუკმა ერთი ადგილი დაადო დროს, ხვდებით ამხანაგებო?? მას არ აინტეერსებს დრო, მისი ცვალებადობა, ყველაფერი იცვლება, მაგრამ ტრადიცია უკვდავია, ის დროზე მაღლა დგას და გადადის მარადისობაში, მაგრამ იმას რასაც ჩვენ ფოტოზე ვხედავთ არა აქვს დასასრული, დაუკვირდით გვერდით მჯდომ ჭაბუკებს, როგორი აღფრთოვანებული თვალებით შესცქერიან სერვანტზე მყოფ ახალგაზრდას, მათაც სურთ რაიმე მოიმოქმედონ, ოღონდ იგივე არა, რაღაც სხვა, კრეატიული, დიახაც, კრეატიული და ამ ყველაფერს დასასრული არა აქვ ჩვენ ამოუცნობი ხალხი ვართ და ყველა ქართველში ზის ირაციონალური, ამოუცნობი და უაღრესად დახვეწილი სული, რომელსაც არა აქვს საზღვარი
-
ჩვენ ვცხოვრობთ ექსტრემალურ გარემოში, როდესაც ხელისუფლებას ომი აქვს გამოცხადებული საკუთარ ხალხთან, ეხლა ნორმალური სიტუაცია რომ იყოს, სხვანაირი დამოკიდებულება, უფრო გაწონასწორებული, ბუნებრივი იქნებოდა
-
მეგობრებო, ნამეტნავი მოგვდის რაააა, რას ნიშნავს არ გვინდა ლიდერი? მანახეთ აბა სადმე პოლიტიკური ცხოვრება ლიდერების გარეშე, უნდა განვასხავავოთ ბელადი და მამა მარჩენალი ლიდერისგან, ლიდერი ეს არის თAნამედროვე, დასავლური ტიპის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს გამოკვეთილი უნარი ხელმძვანელობის, უკიდურესობა ქართული ხასიათის ძალიან ცუდი თვისებაა, დიახაც, მე გამეხარდება ლიდერის გამოჩენის, რომელსაც ეყოლება ნორმალური, სამქიანი გუნდი, ლიდერობა ეს პასუხისმგებლობაა, ხო, მე პასუხისმგებელი ვარ ჩემი თავის წინაშე, მაგრამ მე ვერ შევძლებ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას, ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მე ჩემის მხრიდან დავიცავ ქვეყანაში არსებულ კანონებს და რაც მევალება გავაკეთებთ, მეტი რა ვქნა
-
ვანოს ძლიერება და გენიალურობა მთავრდება იქ, სადაც თავდება საქართველოს საზღვარი, ანუ ადგილობრივი გიგანტია :nekro: არის კარგი ორგანიზატორი, შრომისმოყვარე, მაგრამ არა მგონა რომ მან თავისი კომპეტენტურობით აჯობოს უცხოურ სპეცსამსახურებს, გარდა ამისა ეს ადამიანი დაეჩვია იოლ გამარჯვებებს და მან იფიქრო რომ ის ნაჯახური მეთოდები რომელსაც ის იყენებდა საქ. უცხოეთშიც გამოადგებოდა
-
я старый солдат и я не знаю слов о любви :nekro:
-
ეგენი ვიგულისხმე, ერთი კითხვა მაქვს ყველასადმი, ყველაზე ბევრი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს და ფორუმებში რატომ არიან ასე კანტი კუნტად წარმოდგენილები?