Jump to content
Planeta.Ge

شيعة علي

პლანეტელი
  • პოსტები

    123
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი شيعة علي

  1. აზრი იმის თქმა მსურს, რომ სიტყვის დაფასება ერთი არის და მისი ავტორიტეტობა მეორე. მე მაგალითად ერთი ადამიანის სიტყვას ვაფასებ, მეორე კი ავტორიტეტია. თქვენ მოგყავთ მაგალითად "ვიღაც მუსლიმები არის". კი ბატონო, მაგრამ ამ მუსლიმების სიტყვა ჩემთვის ავტორიტეტი ვერ იქნება. ასე თუ მივყევით, გამოვიდნენ ვიღაც მუსლიმები ისლამიდან და მიიღეს სხვა რელიგია. მაშინ რა გამოდის, მეც უნდა გავიდე ისლამიდან, რადგან "ვიღაც მუსლიმები" გავიდნენ? ესე არ გამოვა, "ვიღაც მუსლიმებზე" ლაპარაკი. რატომ ასე დაჯერებით? მე ვიცი ფაქტი რომ არის რაღაც–რაღაც ფასყი ბიბლიაში თარგმანსა და დედანს შორის. ამას გარდა ბიბლიის ორიგინალი, მით უმეტეს უთარგმნელი, არ არსებობს, როგორც აღვნიშნე. ამას გარდა ბიბლიის სხვადასხვა წიგნი სხვადასხვა ენაზეა დაწერილი. რატომ ვერ მოვიყვან? არსებობს მეშვიდე საუკუნის წმიდა ყურანის ასლი. ბევრმა ალიმმა ზეპირად იცის წმიდა ყურანი თავიდან ბოლომდე. ამის გარდა თარგმნილი წმიდა ყურანის ასლი სასულიერო თვალსაზრისით ძალას კარგავს. ლაპარაკმა მიგვიყვანა და ითქვა. აბა როგორ არის? რაც მარტო წმიდა ყურანს ეხება, ის ვილაპარაკოთ და ვიმეოროთ, წმიდა ყურანში 30 ჯუზი არის, 114 სურა არის, 582 რუქუ არის და 6236 აია არის? თუ ეს ადგილი არის საკამათო და განსახილველი, მაშინ ეს თავისთავად ბიბლიასაც შეეხება და თუ მარტო წმიდა ყურანზე უნდა ვიმეოროთ ექოსავით, მაშინ სხვა საკითხია. ასე არ გამოვა არაფერი და არც ლაპარაკი იქნება. უქმნელი და დაუსაბამო როგორ არის როდესაც ღვთის მიერაა შექმნილი? ეს არის ზეპირი ხალხური ტრადიცია, რომელსაც ისლამურ თეოლოგიასა და ესქატოლოგიასთან არაფერი კავშირი აქვს. თუ დავუჯერებთ ასეთ თქმებს, წმიდა ყურანი და ისლამი უკანასკნელ დღეს ადამიანების სახით გამოცხადდებიან. წმიდა ყურანს შავი წვერი ექნება, ისლამს კი ჭაღარა და ა.შ. მე ვფიქრობ ასეთ ხალხურ ტრადიციებზე მსჯელობა არამართებულია და უხერხულიც კია.
  2. აზრი ეს ჩემს კითხვას არ პასუხობს. ჩემს კითხვაზე პასუხი არის თუ რას ამბობდნენ კონკრეტულად. სიტყვის დაფასება ერთი ხედი არის და ავტორიტეტობა მეორე არის. მე არ ვიცი თქვენ საიდან მოიტანეთ რომ ყურანი უარყოფს თითქოს მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) სასწაული არ მოეხდინოს არასოდეს. მაგ აიებში, როგორც არ უნდა თარგმნო, არის ასეთი აზრი, რომ იმსაათსა და იმწუთს, მუჰამადის ხელში არ არის სასწაული და ის არის ღმერთის ხელში. ეს არანაირად არ გულისხმობს იმას რომ მუჰამადს სასწაული არ მოუხდენია. სად ამბობს – სასწაული არ მომიხდენიაო? ჩვენ არ ვიცით სად რა ეწერა, რადგან ბიბლიის ჭეშმარიტი ორიგინალი ჩვენთვის მიუწვდომელია. თუ არსებობს და მისაწვდომია, მაშინ მანახეთ. როგორც თქვენ თვითონვე თქვით და მეც დავადასტურებ რომ არათუ თარგმანმა, არამედ გადაწერამაც კი შეიძლება დიდი ცვლილება მოგვცეს ტექსტში. თუნდაც გავიხსენოთ ქრისტიანული თქმულება თუ ზეპირი ტრადიცია როგორ გადაასწორა დაწერილი ქალწული მთარგმნელმა ქალად და ვინ იტყვის დადასტურებით რომ ასეთი შემთხვევა სხვა არ არსებობს? ესე იგი ვერ ვარ კარგი გამგონე და სხვანაირად უნდა თქვათ.
  3. აზრი აბა როგორ გპასუხობდნენ? და სხვებს თავი დავანებოთ, თუ რომელიმე დიდ ღვთისმეტყველზე არ არის ლაპარაკი. მასეც რომ იყოს და მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) არ მოეხდინა ერთი მცირე სასწაულიც კი, მე მოვიყვანე ბიბლიიდან მუხლები რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ ადამიანი დიდი სასწაულის გარეშეც შეიძლება იყოს ღვთისაგან. რას ჩაებღაუჭეთ იმ თარგმანს? სხვა ფაქტებზე პასუხი რომ არ არის, იმიტომ ხომ არა? დიახ, მე თვითნ ვაღიარე ზუსტი თარგმანი რომ არ იყო და ქალამით იყო თარგმნილი. მე ვერ მივიღე პასუხი წინა პოსტებიდან და რადგან ის არ არის იქ და ამიტომ გავიმეორე კითხვა. და არა ექო ვარ, რომ გავიმეორო კითხვა თუ მისი პასუხი უკვე დაწერილი არის.
  4. აზრი მე არ ვიცი რას ამბობს ზოგი მუსლიმი, მე ვიცი ის რასაც ვამბობ, დაუსვით ასეთი კითხვა – წმიდა ყურანი მუჰამადის (صلى الله عليهس و اله و سلام) სიტყვა არის თუ ღმერთის არის? და ვნახოთ რას გიპასუხებენ. მუჰამადის ნათქვამი რომ არის, ეს არ ნიშნავს რომ მისი აზრი და ფიქრი არის. ერთი ის არის, რომ მე ქალამ ალ–ქაბირით, ანუ მთელი წმიდა ყურანის ერთდროული გააზრებითა და ერთი აიის სხვა აიებით ახსნის მეთოდით გადმოვთარგმნე, რაც ზუსტი თარგმანი არ არის. მეორე კი ის არის, რომ ჩემს მიერ გადმოთარგმნილი აიები აქ რა შუაში არის? ლაპარაკი არის ბიბლიურ ტექსტსა და აიაზე 10:38 – რომლის თარგმანთან პრეტენზია არა მგონია ვინმეს ჰქონდეს თუნდაც სიზუსტის გარმო. ლაპარაკი არის ამ მუხლებზე და თქვენი ეს მცდელობა მხოლოდ ლაპარაკის ძირითადი საგნის განზე გაწევის მცდელობა არის. რა პასუხი გაქვთ თქვენ მაგ მუხლებზე, რაც მე მოვიყვანე?
  5. აზრი სალამი არ უთქვამს ერთია მაგრამ ქალამში იკითხებოდა, აბა სხვას რას ნიშნავს "საბუთი მოიტანე რომ ბიბლია ჩასწორებული არის". მუჰამადი (صلى الله عليهس و اله و سلام) რომ რასაც კი ასწავლიდა და აფრთხილებდა, მაგას ჰადისები და სუნა გვეუბნება და არა წმიდა ყურანი. წმიდა ყურანი ღვთის სიტყვა არის და არა მუჰამადისა. მგონია ცხადი არის რისი თქმაც მსურდა და მაგაზე უკეთესად ჩამოყალიბება მე არ ძალმიძს.
  6. Saturn მთები კი არის, მაგრამ რიფებმა შეუტიეს და თხუთმეტ დღეზე მეტს ომობდნენ ბევრჯერ ვარ ტარიფითში ნამყოფი – ბუდინარში, აჰზიმ ფურყანში, ნაცნობებიცა მყავს მე არა ვარ რიფი
  7. Saturn მართალი ხარ, თავის ენაზე ჰქვიათ არიჶ თიჶინაღ
  8. asesino_141 რიფები არის მაროკოს მთიელი ბერბერები, რომლებიც ებრძოდნენ ფრანგებს და ესპანელებს, რიფის მთებში ჰქონდათ საამირო, სადაც ამირა იყო მუჰამად იბნ აბდულ–ქარიმ ალ–ხატაბი. რიფები საერთოდ როგორც სხვა მთიელები არის მებრძოლი და მამაცი ხალხი, 1339 წელს (ეს მზის კალენდრით იქნება 1920 ან 1921) 3 600 რიფი შეებრძოლნენ 20 000–ზე მეტ ესპანელს და ისე რომ 5 000–მა ესპანელმა ძლივს გაასწრო. დანარჩენი დახოცეს. თან ისე რომ ესპანელებს ტანკები, ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები ჰქონდათ. მერე კიდევ დიდხანს იყო ომი, მაგრამ ესპანელებმა და ფრანგებმა ჰაერი მოწამლეს, მკვლელი აირი გამოიყენეს, ადამიანს ფილტვს უწვავდა და კლავდა. ამიტომაც რიფებმა წააგეს ომი.
  9. asesino_141 მართალია, ესპანელების უცხოური ლეგიონიც არსებობდა. საკუთრივ ეგ ტანკი ვისია ვერ ვიტყვი, რადგან რიფებს ერთად ეომებოდნენ.
  10. http://home.comcast.net/~dapena/tanks/dominguez/domin01.jpg ტანკი რენო, რიფებთან ომი ესპანელების ან უცხოური ლეგიონის საკუთრება
  11. აზრი მე აქ არ შემოვსულვარ იმისათვის, რომ ბიბლიის რედაქტირებას მივყო ხელი და ამით ქრისტიანებისა და იუდეველების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენო. მე აქ შემოვედი რადგან დავინახე რომ წმიდა ყურანი მუჰამადის საქმეების შესახებ გეგონათ და გამოვთქვი ჩემი აზრი. "ვისაც არ უნდა ირწმუნოს, დახშულია მისი გული" – და აქ არავის გამუსლიმებას არ ვაპირებ, უბრალოდ ვაფიქსირებ იმ ფაქტებს, რაზეც ნებსით თუ უნებლიედ არასწორად მიუთითებთ თქვენ თუ სხვა. ვინ თქვა, რომ ყურანი მუჰამადის საქმეებზე მოგვითხრობს? დაიჟინებენ - მან შეთხზა ესო. უპასუხეთ - და მოიტანეთ ერთი სურა მაინც მსგავსი და მოუხმეთ ვინც არის ერთი ღმერთის გარდა (10:38) აბა ეს რა არის: ამაზე რა პასუხი გაქვთ?
  12. აზრი თუ არ გჯერათ, ესე იგი ასეა საჭირო რომ არ უნდა გჯეროდეთ მრავალჯერ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რომ მუჰამადის (صلى الله عليهس و اله و سلام) სასწაულებზე წმიდა ყურანი თუ რატომ დუმს ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად. – აქ სად არის მინიშნება დედამიწის სფეროსებურ ფორმაზე? არაა გამორიცხული, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა რადგან ბიბლიურ პერსონაჟებს მოიხსენიებს, რა შედეგი მოჰყავს ამას? არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნათლადაა განმარტებული რომ ბიბლიური პერსონაჟების წარმომგზავნელი და წმიდა ყურანის გარდმომვლინებელი ღმერთი ერთი და იგივეა მგონი ამაზე პასუხი გავეცი წინა პოსტებში დიახ, მოველი ამ აიებს და მოგახსენებთ იმასაც, რომ ასეთი რამე ბიბლიაშიც მრავლადაა
  13. აზრი იმიტომ რომ ამოშლილია უმეტესობა, თუმცა მაინც დარჩა ზოგი და ეხლავე მოგახსენებთ: ყველა სულს ნუ ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. (იოანეს პირველი ეპისტოლე 4:2) ვევედრები ღმერთს და მოავლენს იგი სხვა ნუგეშისმცემელს, რომელიც დარჩება თქვენთან მარად (იოანე 14:16) წმიდა ყურანში ეს არ ეწერება, რადგან იგი არ აღწერს მუჰამადის საქმეებს (صلى الله عليهس و اله و سلام) ველოდები ციტატებს და ყველა იმ ფაქტს უნდა მოიცავდეს, რაც მე დავწერე
  14. Saturn აფრიკასთან რომ დიდი კუნძულა არის
  15. asesino_141 36 000 ძალიან ცოტა არის 10 ათასამდე მხოლოდ ვიეტნამში დაიღუპა დამოუკიდებლობის ომში აფრიკაში კი ძალიან ბევრია დაღუპული უცხოური ლეგიონიდან – განსაკუთრებით რიფ მთიელებთან ბრძოლისას და მალაგასიაში.
  16. აზრი სალამი ბიბლიის მიხედვით, სასწაული ვერ იქნება ღვთის მიერ წარმოგზავნილი ადამიანის განმსაზღვრელი, რადგან: ბევრბი მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მან თქვა, მართალი იყო. (იოანე; 10:41) რადგან მოვლენ ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. (მათე; 24:24) ამ ადგილებს გარდა, მუჰამადი (صلى الله عليهس و اله و سلام) წმიდა ყურანში აღნიშნავს, რომ სასწაულის მოხდენა მას არ შეუძლია ღვთის ნების გარეშე, ხოლო ღვთის ნებით, მცირე სასწაულები მოხდა მისი დაბადებისას, ხოლო მისი მთავარი სასწაულია წმიდა ყურანი. იბნ ისჰაყის თხზულება აქ უნდა იყოს http://www.klamalnas.com/vb/t25989.html როგორც ცნობილია, წმიდა ყურანში აღწერილია იმ დროინდელი სამყაროსთვის უცნობი მოვლენები – მაგალითად: და რა იციან ურწმუნოებმა, რომ მთელი დედამიწა და ცა იყო ერთად შეკუმშული, შემდეგ ჩვენ გავყავით იგი და შევქმენი ყოველივე ცოცხალი წყლისაგან. (21:30) ეს ეხმაურება ორ სამეცნიერო ფაქტს – პირველი, როგორ შეიქმნა სამყარო დიდი აფეთქებით, როგორც ცნობილია მეცნიერული დაკვირვებებით, სამყარო თავიდან ერთი დიდი მასა იყო, ხოლო შემდეგ მასში მომხდარი აფეთქების წყალობით შეიქმნა გალაქტიკები, ხოლო მეორე ფაქტი გახლავთ – სიცოცხლის წყლისაგან შექმნა (ეს ასევე აღნიშნულია 24:45 და 25:54) – ცოცხალი არსებების უჯრედის სითხე, ე.წ. ციტოპლაზმა წყლისაგან შედგება და თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ ორგანიზმების შემადგენლობაში ნახევარზე მეტი წყალია. დედამიწის ფორმა – და ქვეყანა შექმნა სირაქლემის კვერცხის ფორმად (79:30) დედამიწა ბურთივით მრგვალი კი არ არის, არამედ ელიფსოიდის ფორმა აქვს. ასევე სიტყვა დაჰაჰა შეიძლება გადმოითარგმნოს როგორც სიდიდეში მომატება, გაზრდა, მაგრამ ასევე იგი აღნიშნავს სირაქლემის კვერცხსაც. ამას გარდა 39:5 – და მან შექმნა ცარგვალი და დედამიწა მართლად. ჩაახვევს დღეს ღამეში და ღამეს – დღეში. მას მორჩილებს მზე და მთვარე, რომელიც მიჰყვებიან თავის გზას თავისი დროით, იგია ყოვლისშემძლე, ყოვლადშემწყნარე. სიტყვა, რომლითაც აღნიშნულია დღისა და ღამის შეცვლა არის იუქავვირუ, რომლის ფუძე, ქავარა, აღნიშნავს ჩალმის დახვევის ერთ–ერთ ხერხს, როცა ჩალმას თავისგარშემო იბრუნებენ. ხოლო მეორე ფაქტი არის მზე და მთვარე, რომლებიც მიჰყვებიან თავის გზას – ეს არის მზისა და მთვარის ორბიტები, როგორც ცნობილია, ერთსაც და მეორესაც თავისი ორბიტა აქვს. ორბიტების არსებობას ასევე აღნიშნავს 21:33. 36:40. სამყაროს განვრცობა, რომელიც შენიშნეს ასტრონომებმა, ასევე აღწერილია წმიდა ყურანში: 51:47 ზღვარი წ####ბს შორის – არ შეუერთა ორი წყალი ერთურთს, არამედ გამოჰყო ის და დაადგინა მათ შორის ზღვარი, რაც უშლის მათ აღრევას (55:19), დღესდღეობით დადგენილია რომ ასეთი ზღვრები მართლაც არსებობს, ორივე მხარეს წყალი ინარჩუნებს თავის მარილიანობას, თავის წნევას და ა.შ. ეს მოვლენა ასევე მოხსენიებულია 27:61, 25:53. ასევე როგორც ცნობილი გახდა ბათისფეროებისა და სხვა საყვინთი მოწყობილობების გამოგონების შემდეგ, ოკეანის სიღრმეებში უკუნი სიბნელეა, ხოლო მანამდე ეს უცნობი იყო, რადგან წყალი გამჭვირვალედ მიაჩნდათ, ხოლო 30–40 მეტრს ქვემოთ ადამიანი ვერ ჩადიოდა წყალში, ისიც ერთეულები თუ მიაღწევდნენ ამ სიღრმეს, წმიდა ყურანში ესეც აღწერილია – ურწმუნოთა აზრი და გული ჩაბნელებულია ზღვის სიღრმესავით, რომელსაც ზემოდან ტალღა ჰფარავს, ხოლო ქვეშ კაცი ვერ დაინახავს საკუთარ ხელსაც. ვისაც არ მისცემს უფალი სინათლეს, არ ექნება ნათელი (24:40). მცენარეთა ე.წ. სქესები – და ჩამოაგზავნა მან წყალი რითაც აღმოცენდა მცენარეები ორ განსხვავებულ სახედ (20:53), ასევე იგივე აზრს შეიცავს 13:3. საერთო ბალანსის არსებობის შესახებ – ყოველსა ჰყავს მეწყვილე თვისი (51:49). ასევე 36:36 ქება უფალს, რომელმა შექმნა ყველაფერი წყვილად, ყოველი ცოცხალთაგან, თვით მათგან და იმათგანაც კი, რასაც ისინი ვერ ხედავენ და არ იციან. ანუ აქ აღწერილია მოვლენა რომ ყოველ არა მარტო ცოცხალ, ასევე არაცოცხალ ქმნილებას ჰყავს თავისი მეწყვილე – მაგალითად დადებით იონს – უარყოფითი. უბრძანა მან ფუტკართ – ჩასახლდი გამოქვაბულსა ან ხეში და კაცთაგან შექმნილ სამყოფელში, მიიღე ნაყოფი მიწის მცენარეთა, რომელთაკენ გზას იპოვი უფლის სიკეთითა და შემწეობით და გამოჰყავ სასმელი მშვენიერი შენი ტანიდან. და იგი იქნება წამალი (16:68). 1970–იანებში ფონ ფრიშმა მიიღო ნობელის პრემია ფუტკართა გამოკვლევისათვის, სადაც აღნიშნავდა, რომ ფუტკრები ერთმანეთს ატყობინებენ ახალი ყვავილების აღმოჩენას. ასევე ეს აია იყენებს ფა'სლუქს, რაც აღნიშნავს რომ ეს ფუტკრები მდედრობითი სქესისაა, რაც ასევე დამტკიცდა კვლევებით, ხოლო თაფლის სამკურნალო საშუალებად გამოყენება არახალია. ამას გარდა კიდევ არის სხვა ფაქტები წმიდა ყურანში, რაც ცნობილი გახდა მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით ბოლო ასწლეულში და უცნობი იქნებოდა მეშვიდე საუკუნის არაბისთვის, მითუმეტეს თუ მან არ იცოდა წერა და კითხვა, არათუ უცხოური ენები.
  17. აზრი როგორც გინდათ, მე არც ძალმიძს გაიძულოთ და რომც ძალმიძდეს, მაინც არ გავაკეთებდი ამას მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) რომ სასწაულები ახლდა, ეს კარგადაა აღწერილი იბნ ისჰაყის "ჰაიათ"–ში და დღესდღეობით რომ წმიდა ყურანიც ბევრ მეცნიერულ საიდუმლოს შეიცავს, მაგის მტკიცებას არ მოვყვები
  18. აზრი დედანში ეს სწერია: ვა ა'ყსამუ ბი ალლაჰი ჯაჰდ აიმანიჰიმ ლა ინ ჯა'ადუმ აიათუნ ლა იუმი'ნუნნა ბიჰა, ყულ: ინნამა ალ–აიათუ 'ინდა ალლაჰი ვა მა იუშ'ირქუმ ანნაჰა იდა ჯათა ლა იუმი'ნუნა სიტყვასიტყვით ვთარგმნოთ: დაიფიცეს ღვთის (აქ იგულისხმება არა ღმერთი, არამედ ალბათ საკუთარი კერპები, რადგან ღმერთის დაფიცება წარმართის მიერ უფასური იქნებოდა) წინაშე ძლიერი (ჯაჰდ ნაწილაკი ამ შემთხვევაში აღნიშნავს გაძლიერებას) ფიცით, თუ ნიშანი მიეცემოდათ, ირწმუნებდნენ. უთხარი: სასწაული ღვთის ხელთაა და გამოჩნდა, რა უნდა მოხდეს სხვა, რომ ირწმუნონ მათ (წარმართებმა). მე ვამბობ[დი]: რომ სასწაული მხოლოდ ღვთის ხელშია და თუკი ვინმე დედამიწაზე მას აღასრულებდა, ეს ხდებოდა ღვთის ნებით და დაშვებით, ამის უარყოფას არ ვაპირებ, ხოლო ის რომ მე სასწაულს არ მოვახდენო, მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) არსად არ უთქვამს
  19. აზრი კეთილი, მაშნ იქნებ ეგ აიები მოიტანოთ და დადოთ, რომ დავინახო და შევადარო დედანს ერთხელ ინგლისურენოვან ფორუმზე ვეკამათებოდი პირს, რომელსაც ვუმტკიცებდი რომ ყურანში სწერია დედამიწის ელიფსურ ფორმაზე, რომელ აიასაც ვუთითებდი, იქ ვერ პოულობდა ამნაირ ვერაფერს. მიზეზი იყო სიტყვა დაჰაჰა, რაც აღნიშნავს სირაქლემის კვერცხს, თარგმნილი იყო მისი სხვა მნიშვნელობით. (თუ სწორად მახსოვს, იუსუფ ალის თარგმანი იყო) სამწუხაროდ არ ვფლობ ამ თარგმანს იქნებ თქვენ დადოთ ეს აიები ლობჟანიძის თარგმანიდან
  20. აზრი სალამი არ ვიცი, არ მგონია სადმე იყოს ქართული თარგმანიდან არ არის, მე თვითონ გადმოვთარგმნე შაიხ რაღიბ ჰარუბის სახელობის საგამომცემლო სახლის გამოცემიდან
  21. თქვენის ნებართვით, ჩავერევი პოლემიკაში T_A_T ეს ასე არ ყოფილა ნამდვილად – როგორც ცნობილია, მუჰამადის (صلى الله عليهس و اله و سلام) ბაბუა, აბდ ალ–მუტალიბი და კიდევ რამდენიმე მეომარი დარჩნენ სპილოს წელს (სავარაუდოდ ეს წელი არის მუჰამადის დაბადების წლის მახლობლად) ქააბის დასაცავად, როცა ნეგუსის ნაცვალმა სპილო მოიყვანა მის დასანგრევად და აბდ ალ–მუტალიბის ვაჟებიც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ – მხოლოდ ორმა მათგანმა მიიღო ისლამი, დანარჩენები კერპთაყვანისმცემლად გარდაიცვალნენ, ხოლო აბუ ლაჰაბი, ერთ–ერთი ბიძა მუჰამადისა ბოლომდე მუჰამადის მტრად დარჩა და მას ეძღვნება არცთუ კეთილმოსურნე სურა – ალ–მასადი. მუჰამადიც ჩვეულებრივ კერპთაყვანისმცემელი იყო. ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს რადგან ყურაიშის გვარიდან აბუ ლაჰაბს მუჰამადის მტრობაში მხოლოდ აბუ ჯაჰლი თუ შეეცილება, ხოლო აბაროტების აღებაში რა იგულისხმება ვერ მივხვდი POLEMIST მუჰამადი იყო არაბი ყურაიშის ტომის ჰაშიმის გვარიდან უფლის წინასწარმეტყველების რიცხვი ზოგი გამოთვლებით რამდენიმე ათასსაც აღწევს, ხოლო მოციქულები არიან ისინი, რომელთაც თან მოჰყვათ წიგნი – წმიდა ყურანის მიხედვით ესენია მუსა, დაუდი, ისა და მუჰამადი (عليهن سلام) აზრი მოგახსენებთ ამასაც რატომაა ასეთი ზომისა წმიდა ყურანი, საქმე ის გახლავთ, რომ ბიბლიაში ერთადაა თავმოყრილი ღვთის სიტყვა (მაგალითად თორა), წინასწარმეტყველთა ცხოვრების აღწერა (მაგალითად სახარება და ფსალმუნი) და სხვადასხვა თეოლოგიური შრომები (მაგალითად სიბრძნე ), მაშნ როცა ისლამში ამ ყოველივეს თავისი ადგილი აქვს – ღვთის სიტყვა – წმიდა ყურანია, წინასწარმეტყველის ცხოვრების აღწერა – სუნა, ანუ საჰიჰი, ანუ ჰადისები, ხოლო თეოლოგიური შრომები – ფიყჰი. რაც შეეხება ნახსენებ სურებსა და აიებს: "და თქვეს [მათ]: სადაა ღმერთი, გვეჩვენოს, დაგველაპარაკოს და მოგვივლინოს სასწაული! ასე ამბობდნენ ისინიც, ვინც მათი წინამორბედი იყო [იგულისხმება ხალხი, რომლებიც ებრძოდა სხვა ადრინდელ წინასწარმეტყველებს]. მსგავსია მათი არსება. ჩვენ ვუჩვენეთ სასწაული მათ, ვისი რწმენაც მყარია [ან ვისი გულიც მზად იყო სარწმენად]." "დაიჟინებენ - მან [მუჰამადმა (صلى الله عليهس و اله و سلام)] შეთხზა, მან მოიგონა ესო. უპასუხეთ - და მოიტანეთ ერთი სურა მაინც მსგავსი და მოუხმეთ ვინც არის ერთი ღმერთის გარდა" "და იქნება სთქვან: ეს გამოგონილიაო [მუჰამადის მიერ]. და მოიტანონ ათი სურა მისგან, ვინც კი არის ღვთის გარდა" "და დასდეს ფიცი - ვიწმუნებთ, გვანახე სასწაულიო. უთხარი - აბა რა ხდება თქვენს გარშემო? მოხდა სასწაული მრავალი, მაგრამ არ ირწმუნეთ თქვენ და კვლავაც მოხდება" აქ მე ვერ ვხედავ იმის აღიარებას რომ მუჰამადი სასწაულის გარეშე მოვიდა ამის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ჰაერზე იმის თქმაც შეიძლება, რომ დედამიწა რკინისაა და სახლები წვერს იპარსავენ
  22. licemer რელიგია თუ იქნება ერთღმერთიანი, იქნება სამოციქულო არსი, ბოროტი საწყისი და განკითხვის დღე - ესე იგი ამ რელიგიათა გულწრფელი მიმდევრები იქნებიან შეწყნარებული იაუმ ალ-ყიამას (ალ-ბუჰარის ჰადისი)
×
×
  • შექმენი...