Jump to content
Planeta.Ge

شيعة علي

პლანეტელი
  • პოსტები

    123
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი شيعة علي

  1. Saturn აზერბაიჯანის ამდღევანდელი მდგომარეობა კარგი მაჩვენებელი არის, სწორ გზაზე დამდგარი არის აზერბაიჯანის მთავრობა თუ გზადაბნეული არის. მე მეორისკენ ვიხრები.
  2. Nukriko ალბათ უფრო ლიტერატურას გააჩნია. გუშინწინ აზერბაიჯანში აიკრძალა ჰიჯაბი, მარტო თავშალიც. წინააღმდეგ გუშინ დიდ პროტესტები აზერბაიჯანში მოხდა. უნივერსიტეტში და სკოლაებში ჰიჯაბით მისულებს გარეთ აძევებენ, ამიტომაც ხალხი შეიკრიბა და დიდი უკმაყოფილება არის. ასე მითხრეს ჩემმა ნაცნობებმა (მე თვითონ ამდღეს აზერბაიჯანში არა ვარ). Siknadmo ამდღეს ისლამური სახელმწიფო არ არსებობს.
  3. Nukriko ქართულით ნათარგმნი ბევრი წიგნი არ არის, პროფესიული თარგმანები არ არის, აზერბაიჯანულით თითქმის ყველაფერი თარგმნილი არის. უფრო მოსახლეობაში ქადაგებისას და ხუტბას გამო პრობლემებია, თუ ისეთი მოწოდება არის, რაც მთავრობისთვის მოსაწონი არ არის.
  4. alex განსხვავება არის რაზე, ვის უნდა რგებოდა მუსლიმების მეთაურობა მუჰამადის http://img337.imageshack.us/img337/7717/saawaw.gif გარდაცვალების შემდეგ. ვისი ფიქრითაც ეს უნდა ყოფილი ალი, ისინი შიაები არიან. მაგ ხუთი სურა არ, როცა წმინდა ყურანში ასთოთხმეტი სურა არის.
  5. წმინდა ყურანის ტექსტი თავიდან ბოლომდე ღმერთის სიტყვა არის, რომელი მუჰამადს (صلى الله عليه و اله) გადმოევლინა ჯიბრაილის პირით. მუჰამადის დროს ბევრმა მუსლიმმა ზეპირად იცოდა წმინდა ყურანი. წმინდა ყურანის მცოდნეები ზეპირი ახლაც ბევრი არიან და ჰქვიათ ჰაფიზი, ანუ მცველი, შემნახველი. როდესაც მუჰამადი (صلى الله عليه و اله) გარდაიცვალა და ამის შემდეგ მუსლიმებს ბრძოლები მოუვიდათ რაფიდა აჯანყებულებთან, იქ რამდენიმე ჰაფიზიც დაიღუპა, ამიტომ შეიკრიბნენ ყველა ჰაფიზი და დაიწყეს წმინდა ყურანის ტექსტის დაწერა. ჩამწერთა ჯგუფის უფროსი იყო ზაიდ იბნ საბითი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მეხსიერებით. სხვა ტექსტებიც არსებობს - ვთქვათ ნაჰჯუ ალ-ბალაღა, ბიჰარ ალ-ანვარი და სხვა, მაგრამ ესენი ღმერთის სიტყვა არ არის.
  6. ჯუზი ნიშნავს ნაწილს, რომელიც წმინდა ყურანის ზუსტად ერთი ოცდამეათედი ნაწილი არის. ანუ მთელი წმინდა ყურანი გაყოფილი ოცდაათ ჯუზად არის. ერთი ჯუზი გაყოფილი ორ ჰიზბად არის. ჰიზბი ნიშნავს ჯგუფს. სურა ცალკე თავი არის. მცირე სურები ერთ ამბავს აღწერენ, დიდი სურები - მრავალ ამბებს. რუქუ დიდი სურის ისეთი ნაწილი არის, რომელი ერთ ამბავს ეხება. უმეტესი სურები გალექსილი არის და ერთ ბწკარს ჰქვია ერთი აია. პირველი აღნუსხვის სისტემით, აიების რიცხვი 6326 არის. მაგრამ აიებად დაყოფის სხვადასხვა სისტემები არის, ზოგგი გრძელ აიას გაყოფენ, ზოგს ორ მოკლეს შეაერთებენ, ამიტომ ზოგჯერ აიების რიცხვი განსხვავებული არის.
  7. T_A_T დიდის სიამოვნებით გიპასუხებთ ყველა კითხვაზე რაც ჩემი ცოდნის საშუალებით შეიძლება.
  8. T_A_T დაახლოებით ეგრე შვრებოდა სადდამიც. მწყემსვაში რა გულისხმობთ?
  9. Siknadmo არ ჩამოგართმევთ. აზერბაიჯანელი ვარ. მამის მამა ირანის აზერბაიჯანელი იყო. აზერბაიჯანის გაერთიანების ფიქრის და ფეშევერის ხალხთან იყო. რატომაც მერე ეშინოდა რომ არ დაეჭირათ, აზერბაიჯანის ომის მერე, ამით 1946 წელს, წამოვიდა იქიდან ბაქუში, მერე თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ გადაიცვალა ჩემს დაბადებაზე ადრე. მე თბილისში დაბადებული ვარ, რომ ათი წლის ვიყავი, მოსკოვში წავედით. T_A_T ეგრე შვრებიან კიდეც. თან აქეზებენ თურქებს, რომ გაავრცელონ ხალხში სუნნა ჰანაფია, თან მუდამ ცდილობენ გაავრცელონ აზრი, რომ სუნნა და შია სხვადასხვა არის და ერთმანეთის მტრები არის. ამით ცდილობენ რომ არც ერთს ჰქონდეს ძალა და ერთმანეთი სჭამონ და ესე გაგრძელდეს ისეთი მმართველობა, როგოც დღეს აქვთ ალიევებს.
  10. აზერბაიჯანში უფრო დიდი პრობლემებია ისლამზე. ისლამური ლიტერატურის შეტანას დიდი მტრობა ხვდება. 2009 წელს, ლიმონკა (უკაცრავად ქართულად როგორ არის არ ვიცი ეს სიტყვა) ესროლეს ბაქოში რამდენიმე მეჩეთს. წესის და დროს მიხედვით ლოცვა ჯარში აკრძალულია. მე თვითონ აზერბაიჯანში რამდენჯერმე ვიყავი და მტრულად დამხვდნენ. კიდევ ეს ინფორმაციები ასპროცენტიანი წყაროებიდან ვიცი. რაც შეეხება დანგრევას და მტკიცებას, არ დაუნგრევიათო არაფერიო, ცდებით. შემთხვევას დაგისახელებთ ბევრეს. მაგალითად ისმაილის მეჩეთს თბილისში, რომელი დაანგრიეს. ასევე დანგრეულია თბილისის ცეცხლთაყვანისმცემლების ტაძარი და ერთ კედელზე მიშენეებული არის ჩულანი, იქ მცხოვრებელების მიერ.
  11. ქადაგებას მოვუსმინე, და თუმცა ქართლი კარგად არ ვიცი, მაინც მენიშნა, რომ დეკანოზი სხვა რელიგიების ცოდნის საკითხში სუსტია. ასევე არც მონგოლები იყვნენ ბუდისტები.
  12. T_A_T თქვენ ამბობთ რომ იუდაველები უფრო დიდ პატივს სცემს ქალს, ვიდრე სხვა რელიგები? ანუ ქრისტიანები და ისლამი ამ შემთხვევაში? ის მესამედი ხომ არ ხომ არ გავიწყდებათ ყოველდღიური ლოცვისა, სახელდობრ - "მადლობელი ვარ შენი, კურთხეულო ჰაშემ, ღმერთო სამყაროთა, რომ ქალად არ შემქმენი." გადმოთარგმნილი შეიძლება ზუსტი არ იყოს.
  13. მე აქ კამათის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ ისეთი მყარი არგუმენტები წამომიყენა, რომ ქვას დაამტვრევენ. მხოლოდ რამდენიმე სიცრუეს გამოვავლენ დავიწყოთ ესე იგი: ნურავინ დაიკვეხნის რწმენიდან გასულების პატივისცემით მეორე სჯული, 13:6–9 თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა, იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო, ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ, არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა. ეს აიები გადმოევლინა ომის დროს და შესაბამისად, მოქმედებს ომის პერიოდში. არსებობს აია: რაწამს მოინდომებენ მშვიდობას, შენც მშვიდობა მოინდომე და იმედი გქონდეს ღმერთის (8:61) ასევე, ეს აიები უნდა განვიხილოთ ზოგად ქალამში განმარტებით და არა ცალ–ცალკე ამოგლეჯილად იხილეთ ეს მუხლები ლუკა 12:49 მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს! ლუკა 12:51–52 იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს; ლუკა, 14:26 თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. ამ დროს უებსტერის ლექსიკონი წერს: jihad Main Entry: ji·had Variant(s): also je·had \ji-ˈhäd, chiefly British -ˈhad\ Function: noun Etymology: Arabic jihād Date: 1869 1 : a holy war waged on behalf of Islam as a religious duty; also : a personal struggle in devotion to Islam especially involving spiritual discipline 2 : a crusade for a principle or belief http://www.merriam-webster.com/dictionary/jihad ესეც ტყუილია ესეც ტყუილი – ქალები და ბავშვები არავის დაუხოცია. დახოცეს მხოლოდ მამაკაცები. წყარო: საჰიჰ მუსლიმი, ქითაბ ალ–ჯიჰად ვა ალ–სა'იარ. ნაწილი მეცხრამეტე დახოცვის ბრძანება გასცა არა მუჰამადმა, არამედ ავსის ტომის ბელადმა საიდ იბნ მუ'აზმა წყარო: საჰიჰ ბუხარი, ჰადისი 4121 ინდიელების და ვოლგისპირელების გაქრისტიანებაზე ხომ ვერ მოგვიყვებოდით? ათათურქები ვინ არიან?
  14. აზრი ანეკდოტების და გასართობი ფორუმი თუ იყოს, აქამდე თქმულიყო, მე სერიოზულად ვწერდი
  15. Acacius ეს ჰადისები არის მუსლიმის საჰიჰიდან და არა ბუხარის, ეს სხვადასხვა წიგნებია
  16. Acacius სალამი ასეთი რამე არ არსებობს, 37–ე წიგნი შეიცავს 486–დან 495–მდე, ან სხვა საჰიჰზე მეუბნები, ან ნომრები დააზუსტე აზრი რით ვერ შევუსრულე და ღამის ხუთ საათზე ნამდვილად არ მღვიძავს და იმიტომ. რა შუაშია მუსლიმობასთან ბრძენი ყურანის ქართული თარგმანის ქონება? დიახ, არა მაქვს და ვთქვი კიდეც, რომ არა მაქვს მეთქი, ეტყობა არ კითხულობთ პოსტებს, ან მარტო იმას რაც თქვენ გინდათ ყურადღებით წავიკითხე და ვერანაირი წყარო და ავტორიტეტული ნაშრომი ვერ აღმოვაჩინე საერთოდ ვერანაირი ნაშრომი ვერ აღმოვაჩინე, გარდა ერთი 1942 წლის ამერიკული ენციკლოპედიისა, რომელიც რაღაც ხალხურ ზღაპარს იმეორებდა ვცრუობ? მე ვცრუობ? მე კი არა, თქვენ ცრუობთ და უკვე მერამდენედ! ჯერ გამოაცხადეთ, ბრძენი ყურანი მუჰამადის სასწაულებზე დუმსო (ტყუილი და ამის დამადასტურებელი აიებს დავდებ). მერე, ავტორიტეტული ნაშრომების არ გჯერაო (ტყუილი – არანაირი ავტორიტეტული ნაშრომი არ დადებულა), მერე ებრაელებს რწმენის შეცვლა მოსთხოვაო (ტყუილი – მათთვის რწმენის შეცვლა არავის უთხოვია) და კიდევ რამდენჯერ და როცა აღმოჩნდა, რომ ბრძენ ყურანში მუჰამადის სასწაულებიცაა, თურმე მე ვცრუობ! მე ვცრუობ არა? ამწუთას დავდებ და ვნახოთ, ვინ არის მატყუარა! 17:1 ქებული იყოს ის, ვინც გადაიყვანა თავისი მსახური ერთ ღამეში საკრძალველი სალოცავიდან (ალ–მასჯიდ ალ–ჰარამი) შორეულ სალოცავამდე (ალ–მასჯიდ ალ–'აყსა). რომლის შემოგარენი წმიდა არის და კურთხეული, რადგან გვეჩვენებინა ეს ნიშანი. ჭეშმარიტად, იგი არის ყოვლისშემსმენი, ყოვლისდამნახავი მაშინ მექიდან ერუსალემში რამდენიმე თვის სავალი იყო, მაგრამ მუჰამადი ანგელოზმა ჯიბრა'ილმა ღვთის ნებით გადაიყვანა და უკან დააბრუნა ერთ ღამეში, მფრინავი ცხენით. მაგრამ, ურწმუნოებმა რასაკვირველია არ ირწმუნეს. მაშინ მუჰამადმა დაასახელა ყველა ქარავანი, რაც მექიდან შამისკენ და ერუსალემისკენ გზაზე დაინახა, რომელი რომელ ოაზისთან იდგა ღამის გასათევად, რომელს რამდენი საკიდარი მიჰყავდა – როდესაც ქარავნის წევრები გამოჰკითხეს, მისი სიტყვები დადასტურდა. 54:1 მოვიდა საათი. და გაიყო მთვარე. 54:2 ვინც დაინახა ეს სასწაული და არ უნდოდა რწმენა არც დაიჯერეს და თქვეს – ჯადოქრობააო 54:3 ასე უარყვეს მათ ეს ნიშანი. მაგრამ ყოველი საგანი თავის დროზე მოხდება და ვერავინ წაუვა განგებას მუჰამადთან მივიდნენ და უთხრეს, ნიშანი გვაჩვენეო. მან უპასუხა – აბუ ყუბაისისა და ყუ'აიყანისკენ (მექის ახლოს მთების სახელები არის)გაიხედეთო. მართლაც, მათ გაიხედეს და დაინახეს, რომ მთვარე ორად იყო გაყოფილი. ვინც არ დაიჯერა, ეს ყველაფერი ჯადოქრობას დააბრალა – რადგან სხვა გზა აღარაფერი იყო ამ სასწაულის უარსაყოფად აბა, ვინ ცრუობდა მთელი ამდენი ხანი?
  17. აზრი პოსტის ნომრებს ხომ ვერ დადებდით სასწაულებია, რომელიც მან მოახდინა ღვთის ნებით ძალიანაც ცდებით. საჰიჰი ისლამის გარეთ ნათქვამი რამე ნამდვილად არ არის. ამის მერე თქვენ მე მეტყვით, რომ ისლამზე არაფერი იცი და რამე წაიკითხეო? სასაცილოა ძალიანაც კარგი, რომ არ აპირებთ, რადგან არასწორი ინფორმაციის გამეორება ვერ არის კარგი საქმე ძალიან კი გინდათ დამაჯეროთ, თითქოს მუჰამადმა რწმენის შეცვლა მოსთხოვა, მაგრამ მასე არ იყო და ასე რომ, ვერაფერს იზამთ. არავის არ მოუთხოვია მათთვის წმენის შეცვლა, რადგან ისედაც მონოთეისტები იყვნენ, ერთი ღმერთის სჯეროდათ და კერპები არ ჰქონდათ. სხვებიც? იმაზე არ გამეცით პასუხი, რამდენი იყო "უამრავი ადამიანი" ყვითელი რა შუაშია. ფაქტი არის, რომ არასწორად წერია და სულაც რომ მწვანე იყოს, მაგით არაფერი ეშველება რაო? ამის შემდეგ მერე ფაქტებზე მელაპარაკებით? ინკვიზიცია მაინც არ გაგიგიათ? როგორთუ არასერიოზული ერი? რა შუაშია აქ ერი და ქვეყნები? მე ვწერ წყაროებზე. ეროვნული და რასიული ნიშნით არავის არ ვანსხვავებ, ისე, რომ იცოდეთ
  18. Nukriko იმიტომ რომ იმ კერპთა მიმდევრები და თაყვანისმცემლები აღარ იყვნენ, თან ის კერპები აღმართული იყვნენ ისეთ შენობაში, რაც ააშენა ღვთის თაყვანსაცემად იბრაჰიმმა მე პირადად არ გავამართლებდი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და ჰაზარას ტომში, ანუ ბამიანის მცხოვრებლებს შორის, კიდევ არიან ბუდისტები, როგორც ვიცი და ეს მათ გულისწყრომას გამოიწვევდა ისლამის მიმართ და ისლამის შეურაცხყოფას მათ მიერ.
  19. Nukriko სალამი საერთოდ ასეთი აზრი არის რომ კერპები უნდა დაინგრეს. მაგრამ სინამდვილეში ეს აზრი გულისხმობდა კერპების დანგრევას ადამიანის ცნობიერებაში და არა კერპების დანგრევას. ნუ შეურაცხყოფთ კერპს რადგან იმ კერპის მიმდევარი შეურაცხყოფს ღმერთს უცოდინრობით, ან ბრაზით (6:108)
  20. Acacius სალამი თუ დაიჯერებთ ჩემი ნათარგმნს, თორემ აქ ზოგიერთს არ სჯერა წააგეს რომაელებმა ბრძოლა ახლოს. მაგრამ მათ გამარჯვებაც ექნებათ რამდენიმე ხანში. მაგრამ ღვთის განგება უფრო ძლიერია და სიხარული მიეცემათ მის მიმდევრებს. იხსენებს საჰაბი აბუ ყილაბა: მოციქულთან მივიდნენ რამდენიმე ავადმყოფი 'უქულისა და 'ირაინას ტომიდან, რომლებიც მძიმედ ავადმყოფობდნენ (სავარაუდოდ კანის ავადმყოფობა ჰქონდათ). მაშინ მოციქულმა ისინი გაგზავნა აქლემების ჯოგში და თან ურჩია, აქლემის რძე ესვათ და წყლულებზე აქლემის შარდი მოესვათ. მართლაც ისინი ასე მოიქცნენ და რამდენიმე ხანში გამოჯანმრთელდნენ, მოჰკლეს ორი მწყემსი და გარეკეს აქლემები. მოციქულმა ეს გაიგო მეორე დილით და დაადევნა მათ მდევრები. მათ ისინი შეიპყრეს და მიიყვანეს მოციქულთან. მათ მოკვეთეს ხელი ქურდობისთვის, დათხარეს თვალები მკვლელობისთვის. იხსენებს საჰაბი ანასი: როდესაც ჰიჯრა მოხდა და მედინაში ჩავიდა მოციქული, იქ მასთან მივიდა აბდულა სალამის ძე, ბანუ ნადრელი იუდეველი და სწავლული. მან მოციქულს უთხრა: გკითხავ სამ კითხვას – რა იქნება უკანასკნელი დღის პირველი ნიშანი? რა საკვები ექნებათ პირველად სამოთხის მკვიდრთ? რატომ ჰგავს ბავშვი მამას და რატომ ჰგავს დედის ძმას? მოციქულმა უპასუხა – პირველი მანიშნებელი უკანასკნელი დღისა იქნება უხილავი ცეცხლი, რაც დააკავშირებს აღმოსავლეთის ხალხს დასავლეთთან. სამოთხის მკვიდრთ პირველ საკვებად ექნებათ თევზის ქვირითი. თუ მამაკაცს ჰყავს ცოლი და იგი უფრო მსწრაფლია, მაშინ ბავშვი მამას ან მის ნათესავებს ჰგავს. თუ ცოლია უფრო მსწრაფლი, მაშინ ბავშვი დედას ან მის ნათესავებს ჰგავს. მაშინ აბდულამ თქვა – ვამოწმებ რომ ღმერთის მოციქული ხარ. გამოჩნდნენ მისი თანატომელები. აბდულამ სთხოვა მოციქულს ეს ამბავი მათთვის არ გაემხილა. აბდულა თვალს მოეფარა და მოვიდნენ მისი თანატომელები. მოციქულმა მათ ჰკითხა – როგორი კაცია აბდულა სალამის ძე? იუდეველებმა დაიწყეს მისი ქება – საუკეთესო კაცია, საუკეთესო მამის შვილი და საუკეთესოდ განსწავლული. მაშინ აბდულაც გამოჩნდა და თქვა – მე ვამოწმებ, რომ ერთია ღმერთი და მუჰამადი მისი მოციქული. მაშინ ფერი ეცვალათ იუდეველებს, დაიწყეს მისი ძაგება და ამბობდნენ – უსაძაგლესი კაცია, უსაძაგლესი მამის შვილი და გულბოროტი.
  21. აზრი ავტორიტეტულ ნაშრომს რას ეძახით? ეს ქვეყნის დასასრულამდე უნდა ვიმეოროთ? თვითნებურად არ გითარგმნიათ, მაგრამ არსი თვითნებურად გამოიტანეთ. მე აღარ ვთარგმნი, რომ ისევ არ დაიხვიოთ ხელზე, თქვენ თვითონ ნახეთ ბრძენ ყურანში 54:1–3 და 17:1–2. საჰიჰებში კიდევ მეტია, მაგრამ რადგან ბრძენი ყურანიდან გსურთ, ეს იყოს. ჰიჯრიდან შვიდი წლის განმავლობაში ისინი ხელშეკრულებით იყვნენ დაკავშირებული. მუჰამადის საქმეების დაწყებიდან ჰიჯრამდე 13 წელია. ანუ მუჰამადის საქმეების დაწყებიდან ბანუ ყურეიზას განადგურებამდე გასულია 20 წელი. დაწყება არის? როგორ არა. მუჰამადი რომ მივიდა მედინას, მან იქ ებრაულ ტომებს დაუდო ხელშეკრულება, რომლითაც მათ მედინელებისთვის მტრისთვის არ უნდა შეეწყოთ ხელი. ბანუ ყურეიზამ აბუ სუფიანის ჯარის მხარე დაიჭირა. როდესაც მუჰამადმა აბუ სუფიანის ჯარი დაამარცხა, მერე მივიდა ბანუ ყურეიზას დასასჯელად. არანაირი რელიგიური სარჩული ამ დასჯას არ ჰქონია, რადგან ბანუ ყურეიზას გარდა იქ იყო სხვა ებრაული ტომი, რომელიც არავის ამოუჟლეტია. უამრავი ადამიანი? რაო, რას წერს ენციკლოპედია ბრიტანიკა, რამდენი არისო? 6 მილიონს ხომ არ ასახელებს? რელიგია დამისახელეთ რომ აგრესია არ გამოევლინოს არასერიოზული არის ენციკლოპედია ბრიტანიკის ავტორიტეტულ და სარწმუნო ნაშრომად გამოცხადება ისლამის საკითხებში. ეგ იგივე იქნებოდა, MEMRI რომ ავტორიტეტულ და სარწმუნო სააგენტოდ გამოვაცხადოთ.
  22. აზრი სად არის ავტორიტეტული ნაშრომები? ან რატომ უნდა დავუჯერო თქვენს თარგმანს, თითქოს მუჰამადს სასწაული არ მოუხდენია, როცა მოახდინა? ხარიჯიტები არიან ისლამიდან გამდგარი სექტა, რომელიც არ ცნობს ისლამის ბევრ კანონს, უშვებს ქალის მიერ ხუტბის წინამძღოლობას და სხვა. საიდან მოიტანეთ რომ მუჰამადს სასწაული არ მოუხდენია და ეს აღიარა კიდეც? ამ აიებში ეს არ ჩანს და როგორც იძახით, რომ ბრძენი ყურანი გაქვთ და კითხულობთ კიდეც, მაშინ განზრახ არ ამხელთ იმ აიებს, სადაც ლაპარაკი არის მუჰამადის სასწაულებზე როგორ "დაიწყო", როცა ბანუ ყურეიზა ჰიჯრის მეშვიდე წელს განადგურდა? მას შემდეგ, რაც მათ უღალატეს მუჰამადს და დაარღვიეს მისთვი მიცემული სიტყვა
  23. აზრი სალამი ეს დაგვესიზმრა თუ რის საფუძველზე ვაკეთებთ ამნაირ დასკვნას? მე ვთქვი რომ მაგ აიებში არსად ჩანს რომ მუჰამადმა (صلى الله عليهس و اله و سلام) ვერ მოახდინა სასწაული. თქვენ როგორც ვხედავ დასკვნების გამოტანის ამბავშიც მოიკოჭლებთ. დიახ, ეს მიზეზია და არა საბაბი. თორემ ასეთი მტკიცებულებები უამრავია და თუ ივრითი იცით, იშოვეთ ძველივრითზე ნაწერი ბიბლია და რამდენ განსხვავებას აღმოაჩენთ. ტყუილად გაფლანგულს ვერ ვიტყვით, რადგან არაბულის გარდა კიდევ ბევრ ენაზე საუბრობენ მორწმუნეები და კიდევ ბევრზე ისაუბრებენ ღვთის ნებით. მაგრამ ასეთი თარგმნილი წმიდა ყურანის სიზუსტე საეჭვოა და შესაბამისად, მისი სასულიერო ძალაც დაკლებული. ძალიან ბევრ "ორთოდოქს მუსლიმთან" მისაუბრია და პირიქით ამიხსნია, განსაკუთრებით შუა აზიის არაბ და გუჯარათელ მუსლიმებთან არის ასეთი წარმოდგენები გავრცელებული. აბა ის რაღაც ციტატა საიდან მოვიდა? თქვენ არ მოიტანეთ? თან ზუსტად იმას დაეყრდენით და წარმოადგინეთ დასკვნა მუსლიმურ ლოგიკაზე.
  24. აზრი კეთილი და პატიოსანი, თუ სულ ეგ აიები არის იმის საბუთი, რომ მუჰამადს (صلى الله عليهس و اله و سلام) სასწაული არ მოუხდენია, მაშინ საბუთების ამბავში მოიკოჭლებთ. მტკიცებულება არის. არ ვურთავ იმიტომ, რომ შეიძლება ამან ბევრი ქრისტიანის და მათ შორის ჩემი მეგობრების წყენა, აღელვება და გაღიზიანება გამოიწვიოს. რაც მე არ მსურს არანაირად და არ ვარ – "აი ეს მაქვს მე და თქვენ ხომ არა გაქვთ" – ასეთი რამეს მიმდევარი. როგორთუ ჩემი აზრით, როდესაც ჰადისი ამბობს ამას? გადათარგმნილ წმიდა ყურანს სასულიერო ძალა არა აქვს და ამას ნებისმიერი მუსლიმი დაადასტურებს თუ ოდნავ მაინც იცის ისლამის შესახებ რამე. არგუმენტები და ფაქტები ერთი ხედი არის და ენა მეორე. ალბათ იტყვი – რატომ? რატომ და იმიტომ რომ თარგმნისას შეიძლება აზრი დაიკარგოს, პოლისემიური სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით გადავიდეს და ა.შ., რაც ღვთის სიტყვას თავის ძალას დაუკარგავს. არ მიკვირს და აბა სად ვთქვი მიკვირს–თქო? დიახ წმიდა ყურანზეა და ისლამზე. მაგრამ თქვენ თქვით – ბიბლია აქ არ არის სალაპარაკოო და მე ეს გავიკვირვე. ეს ორთოდოქსი მუსლიმები ალბათ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, ყველა, ვისაც ჩალმა ახურავს, ხალათი აცვია და წვერს ატარებს, სულაც არ არის "ორთოდოქსი მუსლიმი". ამის გარდა, მე მივუთითე რომ ეს ხალხური წარმოდგენაა და მაგალითიც მოვიყვანე რომ ხალხურ წარმოდგენებს თუ გავყვებით, უფრო შორსაც წაგვიყვანენ და დავუმატე, რომ მათ არგუმენტად მოტანა არასერიოზული საქმეა. თქვენ კი აგრძელებთ ხალხური წარმოდგენების არგუმენტად მოყვანას.
×
×
  • შექმენი...