Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. tako:)) მკრეხელობა ანუ, თუ იტყვი რომ ეს სასწაული არ არის და ნაჩალიჩებია, მკრეხელობაა? ანუ რაც არ უნდა ფაქტი დაიდოს შენთვის სულ ერთი იქნება ხო? მაშინ ვიმსჯელოთ ამ ფაქტებზე...
  2. ალბათ ყველას გაქვთ გაგონილი წმინდა ცეცხლის შესახებ... მართლმადიდებლურ სასწაულად არის მიჩნეული... თუმცა ამ ბოლო დროს კრიტიკული აზრი გამოითქვა ამ სასწაულის შესახებ.. აი ვიდეოზე არის გაკრიტიკებული ეს ცეცხლი და ნაჩვენებია თუ როგორ კეტდება ეს?
  3. ესეგი მორწმუეები არიან ჰომოსექსუალები, ხო და რა განსხვავებაა მორწმუნე ჰომოსექსუალს შორის და ათეისტ ჰომოსექსუალს შორის? ქართველი ათეისტები ისეთივე ათეისტები არიან როგორც უამრავ ქვეყნის ათეისტი.. განსხვავებას ვერ ვხედავ.. ეს რა შუაშია? შენ როცა ადამიანის ნაკლად მიგაჩნია ის რომ მას არ წამს იმის რაც შენ გწამს, ეს არის პრობლემა..
  4. თუ კანონი არ კრძალავს მაშინ ხო.. რომელი ეთიკა და რომელი მორალი? dariala შესაბამისად თუ ყველა ადამიანს თავისი ეთიკა აქვს, სრული უფლება აქვს არ გაითვალისწინმოს და დააიგნოროს სხვისი ეთიკური შეხედულებები. ესეა თუ არა? საკამათოა.. თუ თავი დაიცვა არაფერიც არ მოუვა..
  5. ობიექტური თუ გინდოდა გამოსულიყავი, ისიც უნდა გეთქვა რომ მორწმუნეებშიც არიან ასევე ჰომოსექსუალები და აზაბოჩნები, თუმცა ეს კატეგორია რატომღაც მხიოლოდ ათეისტებთან მოიხსენიე ანუ ძირითადი მასა, ათეისტებისა არის ჰომოსექსუალი, ეხლა რომ გითხრა მტყანისო გეწყინება და :DD ადამიანის სერიოზული ნაკლი ის არის ესე რომ ფიქრობს ადამიანი, როგორც შენ ფიქრობ
  6. რომელ ეთიკაზეა საუბარი? ვითომ რატომ?
  7. და რას ხედავ შენ? :DD აუ რა იაფასიანი ბრალდებებია თუ ხვდები. ათეისტი კაცი იმიტომაა რომ ან აზაბოჩინია, ან ჰომოსექსუალია, ერთი სიტყვით ნორმალური არ უნდა იყოს, ამას აწვები ეხლა მთელი ძალით და ღონით... არა მე არ მაქვს ამის პრობლემა, არ უნდა მიცე არავის საერთოდ დაგემუქროს.. თუ მიცემ უფლებას დაგჩაგრავს თუ არა და ვერაფერსაც ვერ გიზავს, გინდა მართლმადიდებელი იყოს და გინდა ბუდისტი.. იაჰოვას მოწმეები აძლევენ უფლებას რომ და დაჩაგრონ და ზოგიერთი მართლმადიდებელი ჩაგრავს.. ვინც არ აძლევს ამის უფლებას, ვერც ვერაფერს გაუკეთებენ..
  8. dariala ვინც მოგეწონა, ვისთანაც სექსუალური კავშირის დამყარება მოუნდა ადამიანს..
  9. აა ესეგი აზაბოჩინობამ არ გაამართლა, ეხლა ჰომოსექსუალიზმის დაბრალება ვცადოთ ხო? :DD ჭანო თაობათა ბრძოლა ის პროცესია საიდანაც იბადება პროგრესი... ასე რომ თუ ჩვენ არ შევებძოლეთ ჩვენ შვილებს, არ დაიბადება პროგესი.;..
  10. Siknadmo ამას ალბათ ღრმად შესწავლის შედეგად, ასკვნი ხოლმე? და რატომღაც არ გაგახენდა რომ მამა ჯემალის ცოლი ჰყავს :DD ჭანო არა, მცირე პროგრსს ვხედავ ახალ თაობაში..
  11. იგივე ქალიშვილობის ინსტიტუტი.. იგივე რელიგიური ორგანიზაციები (ეკლესია, მმკ და ა.შ) იგივე საზოგადოებაში სექსზე ტაბუ... ე.წ ქართული ტრადიციები...
  12. Отношение к сексу в западном обществе вплоть до XX века основывалось в первую очередь на христианской морали, адаптированной под нужды государства и мужчин. Среди особенностей общества того времени можно выделить следующее: * Неравенство полов в пользу мужчин (двойные стандарты). Мужчина был главой семьи, нормальным считалось насилие в семье. У женщин практически отсутствовали гражданские права. Женщина вообще не принадлежала себе: она являлась собственностью сначала отца, потом — мужа. * Секс вообще был табуированной темой в обществе, а объективная наука подавлялась консерватизмом церкви. Ролью секса признавалось лишь размножение. * Трудность контрацепции и абортов и негативное к ним отношение. Однако, признание науки, уменьшение влияния церкви, переход от аграрного общества к индустриальному, привели к изменению сознания людей. Библейские истины подверглись сомнению, женщины почувствовали себя равными с мужчинами.
  13. გარკვეულწილად სექსუალურ რევოლუციასაც უკავშირდება..
  14. newstudio ძალიან უმნიშვნელოდ.. ის რომ პლასტიკურ ოპერაციით ძალიან ბევრი იღდგენს ქალიშვილობას, ეს იმას ნიშნავს რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი კვლავ აქტუალურია.. ანუ მე იმას ვიძახი რომ შეიძLება ეხლა სექსი უფრო მეტი აქვთ გოგოებს ვიდრე ადრე, მარა ქალიშვილობის ინსტიტუტისადმი კვლავ ძველებური დამოკიდებულებაა, ანუ კვლავ მოთხოვნადია ქალიშვილის ინსტიტუტი, ვერ ელევა საზოგადოება ამ ინსტიტუტის არსებობას და როცა რეალურად არ არის ქალი ქალიშვილი, იკეთებს აღდგენით ოპერაციას
  15. ჭანო საზოგადოება ჰგავს ტვინს.. ისტორია პასუხობს მახსოვრობას. რეალურად ჩვენ რაც გვახსოვს არის ძალიან შერჩევით, ადამიანი უმრავლეს რამეს თავის არ იმახსოვრებს, უფრო სწორედ თავის ქვეცნობიერში კი აქვს მარა, არ იყენებს.. მაგალითად ვის გახსოვთ მარშუტკაში ყოფნის დროს 2003 წელს რაზე ფიქრობდი? ანუ რას ვამბობ ეს მახსოვრობა არის შერჩევითი.. და მახსოვროაბს უკეთებ საკუთარ ინტერპრეტაციას.. მაგალითად ჩაატარეს ექსპერიმენტი, ადამიანს ეუბნებოდნენ რომ ბავშვობაში ის ხანზარში მოყვა, სინამდვილეში ის არ ყოფილა არანაირ ხანძარში. მარა ის იხსენებდა რომ როგორი სუნი იდგა იმ ხანძრის დროს.. ხვდები არა, რამდენად არასანდოა მეხსიერება.. ესეა ისტორიაც..
  16. newstudio ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, ვემალებით ტრადიციებში ამ ფობიებს... ეს სხვა რაღაცაა, ეს თაობათა შორის დაპირისპირეება ვიდრე ღირებულებათა დაპირისპირება. შვილებს მოუნდათ მამების ადგილი და ცვლილებას ამიტომ მოითხოვენ და არა იმიტომ რომ შვილებს მოუნდათ სხვანაირი ღირებულოებების დანერგვა..
  17. ჭანო ალბათ გაგიონია ტერმინი ბნელი შუა საუკუნეები. ეს ტერმინი შემოვიდა განმანათლებობის დროს.. ანუ ამას თავისი იდეოლოგია ჰქონდა, იმ პერიოდს უწოდებს ბნელი, იმ აზროვნების გამო რაც იყო მაშინ. შესაბამისად ამის შემდეგ მოხდა განმანათლებლობის გავრცელება ევროპაში, განმანათლებლობამ კი შექმნა რადიკალურად განსხვავებული აზროვნება შუა საუკუნეების საპირისპიროდ. ასე რომ ამ მხრივ ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს..
  18. Siknadmo ამ მომენტში ყველაზე საინტერესო პროცესი არის ის როცა ადამიანი თავს ქრისტიანად უწოდებს და არ ითვალისწინებს იმას რაც თავად ქრისტემ თქვა, (ზუსტი ციტატა არ ვიცი) არ არსებობს ელინი, არ არსებობს იუდაველი, არსებობს ადამიანი. ეს ძალიან ძლიერი არგუმენტია სხვათა შორის ამ ქსენოფობიის წინააღმდეგ..
  19. Siknadmo რა იცი იქნებ დაწერის პროცესშია? :DD არა და ბევრს ვიცნობ რომლებიც აპირებენ ამ კარგი საქმის გაკეთებას, ალბათ უახლოეს მომავალში რაღაც გამოჩნდება... რამდენ ქართველს გადაუგდია მეორე ქართველი, რამდენ ქართველს ჩაუდენია ნაძირლობა.. მიტი იქმნება ესე, ერის რომლემიე წარმომადგენელზე, რომელიც რაღაც საზიზღრობას გააკეთებს, აქცენტს გააკეთებენ ამაზე და მერე იტყვიან რომ ეს სომხებისთვის დამახასიათებელია... newstudio შეიძლება, მარა პროგრესი უბრალოდ იქიდან მოდის, როგორც ინდივიდს ასევე ერის როცა ამ ფობიებს გადალახავ..
  20. მე საკმაოდ ბევრი გაჭირვებული ადამიანი ვიცი რომელიც ელემენტარულ საარსებო წყაროს ამ ჯართის ჩაბარებით შოულობს.. ალბათ პირველი დარტყმას ეს ხალხი განიცდის..
  21. ჭანო მე პირადად ვფიქრობ, თუ კი გვინდა ამ ფობიებისგან თავი დავიხნათ საჭიროა, თავად ამ ფობიების წყაროს მივადგეთ პირველ რიგში, ანუ ისტორიას. ქათული ისტორია არის ახლიდან დასაწერი.. თავად ქართულ ისტორიაში უნდა დაინგრეს ის სტერეოტიები, ის მითები რომლებიც ამ ფობიების განვითარებას უწყობს ხელს.. რა თქმა უნდა ისტორიის შემდეგ, სხვა ნაბიჯებიცაა დასაწყები, მარა უმთავრესი ისტორიაა...
  22. ფობიები ქართულ რეალობაში უპირველეს ყოვლის ფობიები ქართულ საზოგადოებაში არის უცხოელთა მიმართ.. ქსნეოფობია. დამოკიდებულება სომეხისადმი არის როგორც რაღაც მეორეხარისხოვან ადამიანისადმი, რომლის ლანძღვა-გინებაც კარგ ტონად ითვლება. გარკვეული შიშები, განსაკუთრებით პატარა ერების მიმართ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ, არსებობს. ამის გარდა ჩინელები და ზანგები რომ ცოტათი მომრავლდნენ, ხალხი კინაღამ პანიკაში ჩავარდა.. ფობია ახლის. ჩვენთან განსაკუთრებით ისტორიოგრაფიაში არსებობს მითი "გადარჩენის" შესახებ, ანუ აუცილებლად ჩვენ ყოველთვის განადგურების საფრთხის ქვეშ ვიყავით, როდესაც რეალურად ესე არ იყო. ამ "გადარჩენას" კი მივაწერთ უამრავ ფაქტორს, ზოგი ამბობს რუსეთმა გადაგვარჩინაო (ერეკლე II დროს ქართველები განადგურების პირას ვიყავითო), ზოგი ამბობს მართლმადიდებლობამ გადაგვარჩინაო, ზოგი კიდე რას არ ამბობს.. ერთი სიტყვით "გადარჩენის" მითი ჩვენში ისე ღრმადაა ფესვმოკიდებული, რომ არც კი გვინდა გადავხედოთ ამ მითს. ამიტომ ვებღაუჭებით რაღაც "ტრადიციებს" რომ არ გადავშენდეთ და ყოველგვარი ახალი მიიჩნევა ერის გასაღრწნელად და გასანადგურებლად დანერგილი. აქედან მოდის ტრადიციისადმი ესეთი დიდი სიყვარული და ფობია ყოველგვარ ახლის. ამასთან ერთად რადგან "ადარჩენის" პრობლემა დგას საზოგადოებაში, ის ეძებს გმირს რომ დაიცვას იგი. გადარჩენისთვის ბრძოლას ესაჭიროება გმირი, შეუძლებელია გმირის გარეშე (გმირად უნდა აქციო ვინმე) "გადარჩენა" მოხდეს, ამიტომ გმირის, ზეკაცის რომელიც ქართველ ერს გადაარჩენს, მოთხოვნა არსებობს. ამის გარდა თავად საზოგადოებას ეშინია საკუტარ რიგებში, მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის და რატომ? როდესაც "გადარჩენის" პრობლემა დგას, იქ მოქმედებს ჯარის ფსიქოლოგია, საზოგადოება უნდა იქცეს არმიად რომ მოახერხოს გადარჩენა, თქვენ კარგად იცით რომ ჯარში განსხვავებული აზრი არავის სჭირდება, ჯარში იღებ ბრძანებას და უნდა შეასრულო. ამიტომ ყოველგვარი განსხვავებული აზრი ეს არის დაუმორცილებლობა ერის გადარცენისთვის მიღებული ბრძანების, რაც ღალატად მიიჩნევა. რას იტყვით იუზერებო, სიმართლეს ვამბობ თუ ვცდები?
  23. შეკითხვა: 1) აგვისტოს ომი სანამდე დაიწყებოდა თქვენ ტელევიზიით განაცხადეთ რომ თავად რუსებს აღარ უნდოდათ ესეთი სიტუაცია, რომ კოკოითი რუსებსაც აღარ აწყობდათ. რატომ გააკეთეთ მსგავსი განცხადება? (მოგვიანებით აღმოჩნდა რომ თქვენი პროგნოზი არ გამართლდა) 2) ომით რამე მოიგო საქართველომ? 3) სროლები მიმდინარეობდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში, მიზეზი რატომაც შეიყვანა ქართულმა მხარემ იქ ჯარი, იყო ის რომ სროლები მიმდინარეობდა. მაინტერესებს რატომ შევიდა მაინც და მაინც 2008 წლის აგვისტოში და არა უფრო ადრე? 4) ომის შემდეგ, ტალიავინის დასკვნაში იდო რომ ქართულმა მხარემ განახორციელა მასობრივი საარტილერიო დაბომბვა ცსინვალზე, ამართლებთ თუ არა ამ მოქმედებას? 5) რა გააკეთეთ თქვენ და საერთოდ ხელისუფლებამ რომ ომი არ მომხდარიყო?
  24. მოდერატორები დაიკარგნენ ამ თემაში????
×
×
  • შექმენი...