-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
ლარსის გახსნა ეს არის ქართველთა ფარჩაკიზმის ყველაზე კარგი მაგალითი.. ზოგჯერ ესეთ რაღაცეებზე გული მერევა ხოლმე
-
2012 დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდება და რა დროის მიშა იქნება..............................
-
ეს მომავლის პარტია კი არა, წარსულის პარტიაა უკვე...
-
მეფე - ცოცხალი ხატი ღვთისა „მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა“ ღირსი მაქსიმე ბერძენი მართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმინდანების პირით ყოველთვის შეუცვლელად ასწავლიდა, რომ „ქრისტიანი მეფის სახე და წოდება (ღირსება) დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა. რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი: ქრისტე მეუფე ცათა შინა მედღესასწაულე ეკლესიაში უპირატესია: მეფე ცხებული ქუეყანასა ზედა მადლითა და წყალობითა ზეციური ქრისტესი უპირატესია მებრძოლ ეკლესიაში“ - სიტყვისამებრ წმ. დიმიტრი როსტოველისა. „ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა- მღვდელობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად“ ღირსი თეოდორე სტუდიელი http://www.orthodoxy.ge/skhva/sakh-katekhizmo1.htm ეს რომ ძალიან შუა საუკუნოვანი იდეები გასაგებია, მარა დღმდე რომ მართლმადიდებლურ ეკლესიის იდეალად რჩება, ისე რომ ოფიციალურ საიტზეა მოცემული, ცოტა არ იყოს უცნაურია. მონარქიის აღდგენის იდეა ალბათ გაგახსენდათ, ეკლესიამ რომ წამოაყენა. შეესაბამება თუ არა მართლმადიდებური ცნობიერება დემოკრატიულ ფასეულობებს. რამდენად შეიძლება მართლმადიდებლურ ცნობიერების ქვეყანაში ააგო დემოკრატიული სახელმწიფო? უფრო რელიგიურ-პოლიტიკური საკითხია...
-
გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღვივებს
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ამას ვერ დაგპირდები ამის დაპირება შემიძლია.. -
დაწვიიიიიიიიიიიითთთთთთთთთთთთთთთთთთ :vik: :monadire:
-
გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღვივებს
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი ესეგი რას მოითხოვ რომ სიტყვა სექტა ამოღებული იყოს დისკუსიის დროს? კარგი მე ვთქვათ და არ გამოივყენე სექტა სიტყვა, მაგრამ ვინც გამოიყენებს იმას რა უნდა ვუთხრა როგორც მოდერატორმა? -
გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღვივებს
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
1)ამ ტერმინს დღეისათვის სულ ცოტა ორი მნიშვნელოვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. ლათინური სიტყვა „secta“ სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს სიტყვიდან sequi=მიმდევრობა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. Aამ უკანასკნელის მიხედვით, მის საფუძველს წარმოადგენს არა სიტყვა sequi, არამედ “secare” რაც გამოყოფას, გამოცაკლკევებას აღნიშნავს. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვიერთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. Gგამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა. Aამ უკანასკნელის შესაბამისად სექტა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ახალ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. Aამასთან, აღნიშნული ჯგუფი, თავის თავს განიხილავს არა როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, არამედ როგორც მასთან დაპირისპირებულ ძალას. საზოგადოდაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის სექტა წარმოადგენს დაპირისპირების შედეგს არა იმდენად რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში, რამდენადაც საზოგადოებრივში. საქმე ისაა, რომ სექტა თავისი ქმედებებით დისონასში მოდის, არა მარტო იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომლის წიაღშიც იგი წარმოიშობა, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან. ცნობილია, რომ ბალანსი, რომელიც ჯგუფებს შორის ურთიერთობისას მიიღწევა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ შინაგან, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ შეთანხმებაზე, რასაც შეიძლება საერთო მსოფლმხედველობრივი კონსენსუსი ეწოდოს. სექტა, რომელიც უპირისპირდება კონკრეტულ მსოფლმხედველობას, უპირველეს ყოვლისა წინააღმდგებაში მოდის სწორედ ჯგუფებს შორის მიღწეულ ამგვარ საერთო მსოფლმხედველობრივ კონსენსუსთან, ანუ მულტიკულტურული რეალობის პირობებში ჩამოყალიბებულ იმ ბალანსთან, რომლის დაცვაც აუცილებელია მსგავსი საზოგადოების შემდგომი არსებობისათვის. 2) ლათინური სიტყვაა და ძირეული შინაარსით გამოყოფას, ჩამოჭრას, მოკვეთას ნიშნავს, მეორეული აზრით - სკოლას, მიმდინარეობას. ანტიკურ ეპოქაში სექტებს უწოდებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს, რომელთა შეხედულებები განსხვავდებოდა საყოველთაოდ აღიარებული და გაზიარებული მოძღვრებისაგან. თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური პოზიციითაც, სექტა ეწოდება ეკლესიასთან დაპირისპირებულ ორგანიზაციას, რომელიც უგულვებელყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან. სექტანტობის საფუძველი არის ერესი (მწვალებლობა) და სქიზმა (რასკოლი). პირველი ეკლესიის ერთიან მოძღვრებასთან (დოგმატთან) დაპირისპირებას, ე.ი. ახალ თეორიას, ახალ თვალსაზრისს, წვალებას ნიშნავს, მეორე- კანონიკისა და ლიტურგიკის, ე.ი. სარწმუნოებრივი ცხოვრების (პრაქტიკის) წეს-განგებათა საფუძველზე აღმოცენებულ უთანხმოებას, რომელიც ეკლესიის გაყოფით მთავრდება (იხ. ქვემოთ ,,დიდი სქიზმა“). სექტა, როგორც წესი, ერესის ნიშნებსაც შეიცავს და სქიზმისასაც ანუ ეკლესიასთან მოძღვრებითაც დაპირისპირებულია და ორგანიზაციითაც. რადგან სექტა წინააღმდეგობაშია იმ საზოგადოებასთან, სადაც ეკლესია ბატონობს, მისი წევრები საზოგადოებრივ საქმიანობაში მეტწილად არ მონაწილეობენ; ემიჯნებიან განათლების სისტემას (სახელმწიფო სასწავლებლებს), ზურგს აქცევენ კულტურულ ღონისძიებებს, უარს ამბობენ თეატრზე, მუსიკაზე, სპორტზე და ა.შ. ასე ყალიბდება სექტანტური ცნობიერება, რაც, ცხადია, მხოლოდ კონკრეტული სექტების პრობლემა არ არის. ასეთი ცნობიერება ეკლესიაშიც ადვილად იკიდებს ფეხს და მის წიაღში სექტანტურ ჯგუფებს აყალიბებს, - სექტანტურ ცნობიერებას ნერგავს. ნ. სმელზერი სექტის კლასიკურ ნიმუშად ,,იეჰოვას მოწმეებს’’ ასახელებს, აგრეთვე მორმონებს. 3) ტრელჩის თანახმად, ეწოდება ორგანიზაციას, რომელიც უარყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია მის კულტურასა და ტრადიციებთან. როგორც წესი, სექტები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი უკმაყოფილოა ტრადიციული რიტუალებით, ამიტომ შორდება მას და ქმნის ახალ რელიგიას. ვინაიდან ამგვარი ჯგუფი თავის თავს უპირისპირებს საზოგადოებას, სადაც ეკლესიაა გაბატონებული, სექტის წევრები ხშირად არ მონაწილეობენ მის ცხოვრებაში. მაგალითად ამიშები თავიანთი შვილების საოჯახო განათლებას ანიჭებენ უპირატესობას იმის შიშით, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემა შელახავს მათი რწმენის სიწმინდეს. ანალოგიურად, როდესაც “ქრისტიანული მეცნიერების” სწავლების მიმდევრები სიმსივნის მკურნალობისას უარს ამბობენ დასხივებაზე და ეწირებიან დაავადებას, რომლის განკურნება შესაძლებელი იყო, ისინი მხოლოდ თავიანთი სექტის მითითებებს ასრულებენ, რომელთა მიხედვითაც, ღმერთის ღრმა რწმენა ნებისმიერ დაავადებას განკურნავს. ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, არგუმენტები უნდა არსებობდეს მძლავრი რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული. სანამ ეს არგუმენტები არ იარსებებს, იეჰოვას მოწმეებისთვის სექტის დაძახება არ ჩაითვლება შეურაცხყოფელად.. თუ გაქვთ მეტი არგუმენტი, შეგიძლიათ დაწეროთ და აუცილებლად გავითვალისწინებ.. -
გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღვივებს
Nukriko replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აქ ერთი პრობლემაა, ადამიანს შეურაცხყოფელად მიაჩნია როდესაც ეიჰოვას მოწმეებს სექტას უწოდებენ რა უნდა ქნას მოდერატორმა ისეთი, რომ ადამიანის რელიგიური შეურაცხყოფა თავიდან იქნეს აცილებული და ამ დროს ჯანსაღი აზრიც არ დაიკარგოს. აქვს თუ არა მართლმადიდებელს უწოდეოს იეჰოვას მომეს სექტანტი? და რა უნდა გააკეთოს მოდერატორმა იმისთვის რომ შეურაცხყოფა ნაკლები იყოს... -
ქალებს სურთ რომ კაცებს მოემსახურონ.... კაცების მონობა აღზნებთ :papa:
-
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo მე ორ სამ ნაწილად დავყოფდი 1) ზვიადისტებად რომლებიც მაქსიმუმ 30% 2) ანტიზვიადისტებად 10% წარმოადგენდნენ 3) ვისაც სულ ერთ ადგილზე ეკიდა ორივე 60% საქართველოს მაშტაბით რა თქმა უნდა, აი კახეთში ჩემს სანათესაოში თელავში იქ ხო ხალხს ვიცნობ, ისე ეკიდათ ზვიადი ანტიზვიადი რომ რა ვიცი ეხლა მე... -
არსებობს გამონათქვამები რომლებიც რელიგიურ შუღლს აღივებს, ან ზოგიერთ რელიგიურ მიმდინარეობის ადამიანის შეურაცხყოფას იწვევს. აქ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომ ფორუმის წესებში ჩაიწეროს რომ შეურაცხყოფელი გამონათქვამები აიკრძალოს, სიტყვიერი, სიტყვიერთი გაფრთხილებით და ვორნით.... პირველი პრეტენზია ეს არის.. ვიმსჯელოთ ამაზე და გადავწყვიტოთ არის თუ არა ეს შეურაცხყოფელი. ადმინისტრაციას ვთხოვ ჩაერთოს ამ საკითხში..
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Nukriko replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი იეჰოვას მოწმეების რაოდენობრივი გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი მამაკაცი არ წავა ჯარში ან რომელიმე სახელმწიფოერივ სტრუქტურაში, ომის შემთხვევაში არ დაიცავს თავის სამშობლოს, რას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას უფრო აქვეითებს... მეტი კონკრეტიკა რა გინდა ამაზე მეტი? უკაცრავად რა არსებითი მნიშვნელობა აქვს იეჰოველების რაოდენობას? სტატისტიკა არ მაქვს ხელთ და ამიტომ არ ვიცი.. ჯერ ესერთი აქ საფრთხეზე კი არ იყო საუბარი მე რომ დავწერე, არამედ ტერმინზე შეესაბამება თუ არა იეჰოვას მოწმეებს სექტის სტატუსი, როგორც მოგეხსენება, ეს რელიგიის განყოფილებაა და უფრო მეტი მნიშვნელობა აქ აქვს თეოლოგიურ საკიტხებს ვიდრე იურიდულ საკიტხებს.. არ არის ესე, სექტა ქრისტიანულ სამყაროში არის ის მიმდინარეობა რომელმაც გადაუხვია დავდაპირველ ეკლესიურ სწავლებას. თუ ეს პრობლემას წარმოადგენს მაშინ გავხსნი თემას სადაც ამაზე განსჯა იქნება.. ადმინისტრაციასაც ჩავრთავ და თუ მოხდა თანხმობა, ფორუმის წესებში ახალი წესი გაჩნდება სადაც გაფრთხილებით შემოიფარგლება ის ადამიანი ვინც შენი თქმით რელიგიურ მიმდინარეობას სექტას უწოდებს.. -
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოდი ეგრე ვთქვათ რადიკალიზმში ვარდებით მემგონი... მე ჩემ აზრს გეტყვი, საერთოდ თბილისის ომი დაიწყო იმდენად დამოუკიდებლად მომიტინგეებისგან რომ თვითონ ამ მიტინგში ვინც იყვნენ მეორე პლანზე გადავიდნენ.. რისი თქმა მინდა ოპოზიციის მიტინგებზე ზვიადის გადაყენების ლოზუნგი იყო და თბილისის დიდი ნაწილი ამას უჭერდა მხარს, ისიც კი იყო რომ ზვიადის მხარდამჭერები პროვინციიდან ჩამოჰყავდა, თბილისში მიტინგებზე.. გადაყენებას ვინც ითხოვდა ისინი არ იყვნენ გარეწრები, ყოველშემთხვევაშI უამრავი მათგანი მაინც.. თუმცა იქ მოხდა ისე რომ ყველა ანტიზვიადისტი ის გარეწარი იქნებოდა თუ არა რაღანაირად ერთ ბანაკში აღმოჩნდა... -
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პატივს გცემ, ბევრ რამეში გენდობი მარა ამის დაჯერება მიჭირს... კადრები მაქვს ოპოზიციის ნანახი, საკმაოდ დიდი რაოდენობა მიდოდა ოპოზიციის მიტინგებზე... -
მოვითხოვ შეიქმნას 90 წლების შემსწავლელი
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზვიადისტების შეფასება: ეს იყო პუტჩი ანტიზვიადისტების შეფასება: ზვიადი ხალხმა გააგდო მიშისტების შეფასება: ეს იყო რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი პუტჩი სადაც მხოლოდ პატარა ჯგუფი აუჯანყდა კანონიერ ხელისუფალს ხო ხედავთ რა არაობიექტურია შეფასებები, ალბათ კიდე რამოდენიმე ხანი უნდა გავიდეს რომ ოდნავ მაინც ობიექტურს დაემსგავსოს ეს შეფასებები. რაც შეეხება მთავარს, რეალურად რა იყო: იყო თბილისში ჩვეულებრივ მოსახლეობაში, თბილისის უმრავლესობაში ანტიზვიადისტური განწყობილება? მემგონია რომ იყო დაიყო თუ არა ამ კონფლიკტის დროს ქართული საზოგადოება ორ ნაწილად? დაიყო ერთი უფრო ტბილისელები ანიტიზვიადისტები იყვნენ ხოლო პროვინციებში კი ზვიადიტები ერთი მთავარი მომენტია რა, რატომ არ იყო ეს მხოლოდ პუტჩი. იმიტომ რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი (და ესე რომ ვთქათ ყველაზე გავლენიანი ნაწილი) მოითხოვდა ზვიადის გადაგდებას. ანუ ეს არ იყო მარტო სამხედროების ინიციატივა, ეს იყო საზოგადოების ერთი ნაწილის ინიციატივა. რაც შეეხება იმას როგორ ვუყურებ ამ მომქდებას, რომაული მაგალითით რომ ვთქვათ პლებეები (ნუ ძირითადი დაბალი და საშუალო ფენა) ზვიადს უჭერდა მხარს პატრიციები (პირვილეგილრევულნი, ინტელიგენცია და ა.შ) ანტიზვიადისტობით გამოირჩეოდნენ პრეტორიანელები (სამხედროები) ანტიზვიადისტურად გამოირჩეოდნენ ნუ როგორც რომაული ისტორია გვასწავლის პლეები თითქმის ყოველთვის მარცხდებოდნენ თუ მათ გვერე ან პატრიციები ან პრეტორიანელები არ იყვნენ. ესე მოხდა საქასრთველოშიც.. პლეებების მართველი, დიდი ხანი ვერ გასტანს... -
კარგი თუ გგონია რომ შენი ნაწერი ვერ გავიგე უფრო სრულ პასუხს მოგწერ ეხლა ამაშI არაფერი არ არის საკამათო რომ პროგრესი განიცადა თუ არ იცის მაშინ საიდან იცის რომ არ იცვლება? მე ფიზიკაში ჩახედული არ ვარ ჭანოს შევეკითხები მარა თუ არ იცის, ავტომატურად რაღაც დასკვნის დადება აფსურდულად მიმაჩნია. ახალი აღთქმიდან მარტო 4 სახარება დატოვეს.. წარმოიდგინე რა შერჩევითაა ყველაფერი გაკეთებული და როგორ არის ბიბლია ადამიანების ნება სურვილზე შეცვლილ შემოცვლილი.. მოდი ვთქვათ ის რომ ადამიანის ბუნება არ იცვლება, ანუ ჰომო საპიენსის ბუნება არ იცვლება ესე რომ ვთქვათ, იცვლება გარე სამყარო, იცვლება კულტურები ადამიანი კი იგივე რჩება. ადამიანს აქვს ფსიქოლოგიურად როგორცდ ბიძია ფროიდმა თქვა: "ადამიანის ქვეცნობიერის სურვილი - ჰყავდეს ძლიერი მამა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობას და სამართალს, რათქმაუნდა სამუდამო სიცოცხლესთან ერთად..........." შესაბამისად ადამიანი იგივე ჰომო საპიენსში დევს და იდება ყოველთვის მითოლოგიზირებული ქვეცნობიერება. ამას ვერავინ გაექცევა, ეს ქვეცნობიერება არის სიკვდილთან აღმაქში, თუმცაღა ეს ქვეცნობიერება არის სწორედაც რომ ვთქვად ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი რათა გადალახოს სიკვდილი. სიკვდილი არის უდიდესი სტრესი ადამიანისთვის, მისი გაცნობიერება ესაა ძალიან საშიში რამ, ამიტომ თავდაპირველად ამ შიშზე აიგო რელიგიური წარმოდგენები, ეს ისე არ იყო ვიღაც ბრძენები დაჯდნენ და მოილაპარაკეს ღმერთი შვექმნათო, ეს არის ადამიანის შიშის ნაყოფი...
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
Nukriko replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ანტისახელმწიფოებრიობა საფრთხეა უკვე, რა არის ამაში გაუგებარი? არა, სავარაუდოდ ჩემი აზრით 1-5% არ უნდა აღემატებოდნენ აქ ორი მომენტია 1) იურიდიული სტატუსი 2) თეოლოგიური მხარე თეოლოგიურად იეჰოვას მოწმეები არიან სექტა. The historical usage of the term sect in Christendom has had pejorative connotations, referring to a group or movement with heretical beliefs or practices that deviate from those of groups considered orthodox.[1] Although in past it was mostly used to refer to religious groups, it has since expanded and in modern culture can refer to any organization that breaks away from a larger one to follow a different set of rules and principles. The term is occasionally used in a malicious way to suggest the broken-off group follows a more negative path than the original. დამიჯერე აქ იყო ისეთი პოსტები რომელიც აშკარა შეურაცხყოფელი იყო და რომლებიც წაშლილი იყო და იუზერი გაფრთხილებული... ალბათ უნდა დავტოვო ხოლმე ეს შეურაცხყოფელი გამონათქვამები რომ დაიგაჯერებინათ იმისა რომ მე შეურაცხყოფებისგან თავს ვიკავებ მაქსიმალურად -
ვერ გავიგე, რა მოიყვანე შენ ძველი აღთქმის ღმერთსა და ახალი აღთქმის ღმერთს შორის იმისა რომ უცვლელი იყო. ღმერთის დამოკიდებულება თუ იცვლება ესეგი ღმერთიც იცვლება..
-
რას თვლის ქრისტიანული სამყარო ეს ერთია და მეორე თუ კი ბიბლიურ მითოლოგიას (ჩემთვის მითოლოგიაა) მივუყვებით აშკარად სახეცვლილ ღმერთს ვნახავთ. ძველი აღთქმის ღმერთი ადამიანებს სჯის, გენოციდს უწყობს ახალი აღთქმის ღმერთი ანუ ქრისტე არის გაცილებით ჰუმანური ადამიანთა მიამრთ სახეცვლილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანების წარმოდგენების შეცვლა მოხდა შესაბამისად შეიცვალა მათი რელიგიური შეხედულებები...
-
ელემენტარულად ძველი აღთქმის ღმერთი განსხვავებულია ახალი აღთქმის ღმერთისგან... საკუთარ თავის შეცნობა უნდა საკუთარი ღმერთის შეცნობას....
-
12 დეკემბერი,18:00-პირველი სამეცნიერო კონფერენცია
Nukriko replied to a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
ფიზიკაში რომ ძალიან გაუნათლებელი ვარ, რა ვუყო არ ვიცი რა შეკითხვები შემიძლია დავსვა... -
"როგორადაც აზროვნებს ადამიანი, როგორიცაა მისი მრწამსი და განწყობილება ისეთია მისი ღმერთი, რა ფასი და ღირებულებებიც ადამიანს აქვს, ის ფასი და ღირებულებები აქვს მის ღმერთსაც და არა მასზე მეტი, ღმერთის ცნობიერება ადამიანის თვითცნობიერებაა, ღმერთის შემეცნება - ადამიანის თვითშემეცნებაა. ადამიანი მისი ღმერთით შეიმცნება, ხოლო მისი ღმერთი პირიქით ადამიანისგან, ორივე ერთია. ის რაც ადამიანისთვის ღმერთია, მისი გონია, მისი სული, ხოლო ის რაც ადამიანის გონია, მისი სულია, მისი გულია - ის მისი ღმერთია. ღმერთი ადამიანის გაცხადებული შინაგანი თვითობაამ გამოთქმული თვითობა, რელიგია კი ადამიანის დაფარულ საუნჯეთა საზეიმო გახსნაა, მის უშინაგანეს აზრთა ათიარება, მისი სიყვარულის საიდუმლოებათა აშკარა აღსარებაა." ესე თქვა ერთმა ჭკვიანმა ფილოსოფომა
-
არ ვიცი რა ჯობია რაც გვყავდა ის თუ საერთოდ რომ არ გვქონდეს შოუ ბიზნესი ის? მემგონი ბანძობას საერთოდ არაფერი რომ არ გქონდეს ის ჯობია....... ჩვენი შოუ ბიზნესი რა იყო, უცხოურ სიმღერების გაქართულება და მერე ამაზე ტანცაობდა მთელი ქართველი ერი :DD