-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
1) ომი საერთოდ არ უნდა დაგვეწყო, ხო დაგვეწყო.. ომი ისე დაიწყო, რომ არავინ არაფერი იცოდა, საზოგადოება ფაქტის წინაშე დააყენეს ამ ჩემისებმა და მერე რომ დამარცხდნენ, მერე დაიწყეს, აი აგერ რუსეთი გვიტევდა და ამიტომ წამოვიწყეთო, ნუ ამას ბავშვის მეტი არავინ დაიჯერებს და არავის არ ჯერა, მით უმეტეს დასავლეთს 2) ომი იყო არის და ქინება ანტიქართული ქმედება, ომი ნიშნავს ქართულ ინტერესების ღალატს... ნუ ეხლა ეს რამხელა დემაგოგიაა. რამდენი კაცი დაკარგა რუსეთმა ციფრები მითხარი? შენი აზრით ომის შემდეგ ნატო-ში ინტეგრაცია მოხდება? ომის შედეგი რა არის? საქართველო აბსოლიტურად გამოეთიშა ნატო-ში ინტეგრაციას, ტერიტორიები დაკარგა და მეტიც რუსული გავლენის სფეროდ დარჩა. რკ. გზის ხელში ჩაგდება, რუსეთის მიერ და ა.შ დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა საქართველომ და მეტიც, ნატოში ინეგრაცია 10-20-30 წლით გადაიდო.. რეგიონს კვლავ რუსეთი აკონტროლებს
-
ქართულ-რუსული ომი არ ყოფილა.... ომი ის არის, ბრძოლებით რომ იმარჯვებ და მარცხდები, ჩვენთან იყო არა ომი არამედ უმოდ ტერიტორიების დათმობა.. ომს ვერ დავარქმევ იმას, რაც წინასწარ დადგმულია, წინასწარ დადგმული არის სპექტაკლი...
-
ეხლა ნახეთ რა პროპაგანდას აწვებიან. რუსებთან ურთიერთობა შეიძლება და დასაშვებია, მაგრამ ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობა დაუშვებელია. ნუ სუფთა რუსეთუმეთა იდეოლოგიაა. რუსებთან კი არ უნდა გავაბათ ჩვენ ურთიერთობები (რომლებსაც ნაკლები შედეგი მოაქვს) არამედ იგივე ოსებთან და იგივე აფხაზებთან. დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო კოკოითთან და ბაღაფშთან პირდაპირი მოლაპარაკებების რეჟიმი.. არაფერი კეთდება რომ შერიგება მომხდარიყო და არაფერი კეთდება რომ შერიგება მოხდეს.......
-
კოკოითის და ბაღაფშის გარეშე მოლაპარაკებები ფუჭია...
-
არეშიძე და ზაქარეიშვილი ფორუმელების სტუმარი
Nukriko replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეეე მეც მოვიდოდი სიცხე რომ არ მქონდეს........ -
choxa დაცვა აღარ მიგვიშვებს მერე........
-
სოზარ სუბარი, პატიოსანი მაგრამ უჭკუო პოლიტიკოსია.. მისი უჭკუობა მის პატიოსნებას ძირს გამოუთხრის.......
-
მე კანონის დიქტატურა კი არ მინდა, სამართლიანი კანონის უზენაესობა მინდა... თორე მიშასაც რომ კითხო, ისიც კანონის დიქტატორია (ისე დიქტატორი ერთი ადამიანის მართვას ნიშნავს და რასაც ეს ერთი კაცი იტყვის ის იქნება კანონი) მერე ადგები, რომ აგირჩევთ და მაგარს დაგვიკიდებ, როგორც საქართველოს პრეზიდენტები შვებოდნენ........
-
ერთი კვირა მე ვერაფრით ვერ დაგეხმარებით, 39 მაქვს სიცხე. ვერ ვაზროვნებ საერთოდ...
-
lasha_alo პოლიტიკურ ანალიზმში გადაიტანე ეს თემა რა..
-
ვაგროვებ ალასანის ჯგუფის წინააღმდეგ კომპრომატებს
Nukriko replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სოზარ სუბარს შეუტიეს :DD ვაი მაგათი დემაგოგი პატრონები მო^%$#$ -
ქართულად ესე ჟღერს: ტაში ტუში ფელამუში
-
ლ ი ც ი არ გვინდა ცინიზმი, თორე გადაგიკეტავთ მცხეთაში მიმავალ გზას და დარჩება აღმ. საქართველო და დას. საქარტველო ერთმანეთისგან იზოლირებული ბლოკადა რომც გამოგვიცხადოთ, გუდვილში იმდენი რესურსები გვაქვს რომ 20 წელი ქე გავსტანთ, მერე ნელ-ნელა გლდანსაც დავიპყრობთ და თბილისის თავზე დიდი დიღომის დროშა იფრიალებს
-
თუ გინდა დიდი დიღმის დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკის ვიზას მოგცემ...
-
ონლაინ კონფერენცია დავით აღმაშენებელთან
Nukriko replied to DAVID_AGMASHENEBELI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეფეო გულზე ფეხი დაგადგა? -
ეს იმიტომ ხდება რომ საქმე კიდე უფრო დაიძაბაოს.. პროვოკაციები ორივემხრიდან გრძელდება.. ერთი სიტყვით, ორივე მხარეს მიშასაც და ვლადიმერსაც ომი სწყურია კვლავ... ამისთვის ეხლა ამზადებს საზოგადოებას... აი ჩვენი ბიჭები გაიტაცესო............. დაიწყო ისევ სამხედრო გადაცემების გაშვება.. თან რუსული პრესა ეხლა ვითომ შეშინებულია, აი მეორე ომსო ვეღარ მოვიგებთო, ამით გვაქეზებენ რა, მიდით დაიწყეთ ომი, ხო ხედავ ვერ ვიგებთო.. ომი რომ დაიწყოს მიშა ისევ მიატოვებს ჩასაკლავად ქართველ ჯარს და მოსახლეობას. უბრძოლველად მოვლენ თბილისში რუსები, ესეთი მხედარმთავრის წყალობით. საქართველო მააშინ გაიმარჯვებს თუ კი ომი არ იქნება....... რუსეთი მაშIნ გაიამრჯვებს თუ კი ომი იქნება..
-
რელიგიის შესახებ ლიბერალების - შეხედულებით, რელიგია საგანგებო პრივატული საკითხია, რომელიც ინდივიდუალურ არჩევანსა და პირად განვითარებას უკავშირდება. ამიტომ, მათი აზრით რელიგიური თავისუფლებასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავისუფლებისთვის. ამიტომ ლიბერალების აზრით ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნა უნდა მოხდეს. კონსერვატორები - რელიგიას სტაბილურობის და სოციალურ ძალთა გაერთიანების არსებით წყაროდ მიიჩნევენ. ის საზოგადოებას საერთო ფასეულობებითა და ზოგადი კულტურის ძირითად პრინციპებს უზრუნველყოფს. ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს თანხვდომა გარდაუვალია და სასურველი სოციალისტები - რელიგიას, ჩვეულებრივ, უარყოფითი ტერმინებით ასასიათებენ, ანუ მათი აზრით, ესაა საკუეთესო შემტხვევაშI პოლიტიკური ბრძოლისგან თავის არიდება და უარეს შემთხვევაში მმართველი კლასის იდეოლოგია. ანარქისტები - რელიგიას განიხილავენ ძირითადად როგორც ჩაგვრის ინსტიტუციონალიზებულ წყაროს. ეკლესია და სახელმწიფო მყარადაა ურთიერთშეკავშირებული. რელიგია ამქვეყნიურ მეუფეების მორჩილებასა და დაქვემდებარებას ქადაგებს. ფუნდამენტალისტები - აღიარებენ, რომ რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ძირითადი და აუცილებელი პრინციპული კორპუსი. ის განსაზღვრავს არა მარტო ინდივიდუალურ ქცევას, არამედ - სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრების ორგანიზების თავისებურებასაც. რელიგიას არ ძალუძს ერძო სფეროთი შეზღუდვა. ის უმაღლესი და ჭეშმარიტ გამოხატულებას პოვებს ხალხის მობილიზებისა და სოციალურ აღორძინების პოლიტიკაში
-
სახელმწიფოს შესახებ ლიბერალები - თვალსაზრისით, სახელმწიფო წარმოადგენს ნეიტრალურ არბიტრს საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებულ ინტერესებსა და ჯგუფებს შორის, სოციალური წესრიგის დასაცავად უმთავრეს გარანტს. ამიტომ ლიბერალები ემხრობიან მინიმალური სახელმწიფოს იდეას კონსერვატორები - სახელმწიფოს უკავშირებენ ძალაუფლებისა და დისციპლინის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს ქაოსისა და არეულობისგან დაცვის აუცილებლობას, ამიტომ კონსერვატორები უპირატესობას ანიჭებენ ძლიერ სახელმწიფოს სოციალისტები - მარქსისტები ყურადღებას ამახვილებენ კავშირზე სახელმწფიოსა და კლასობრივ სისტემას შორის, თვლიან რა ას ან კლასობრივ მართველობის ინსტრუმენტად, ან კლასების შორის შემარბილებელ საშვალებად. სოციალ-დემოკრატები თვლიან რომ სახელმწიფოს საზოგადო სიკეთის მატარებელია. ანარქისტები - სრულიად უარყოფენ სახელმწიფოს, რადგან უსარგებლო ბოროტებად მიიჩნევენ. ფაშიზმი - სახსელმწიფოს უმაღლეს ეთიკურ იდეალად მიიჩნევს, რომელიც ეროვნული საზოგადოების ერთიან, არადიფერენცირებულ ინტერესებს გამოხატავს. ფუნდამენტალისტები - თვლიან რომ სახელმწიფო სოციალურ, ზნეობრივი და კულტურული განახლების საშვალებაა. შესაბამისად, ფუნდამენტალისტური სახელმწიფო რელიგიურ მმართველობისა და სიბრძნის პოლიტიკურ გამოხატულებად ითვლება
-
ერის შესახებ ლიბერალები - ემხრობიან ერის სამოქალაქო კონცეფციას, რომელიც ერთნაირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ და კულტურულ ერთიანობას,. ერი წარმოადგენს მორალურ გაერთიანებას, რადგან ას გააჩნია უფლებები, განსაკუთრებით კი თვითგამორკვევის უფლება კონსერვატორები - ერს თვლიან უპირველესად ორგანულ ერთობად, რომლის წევრებსაც აკავშირებს საერთო ისტორია და ეთნიკური კუთვნილება. ერი წარმოადგენს ყვეკლაზე მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფს სოციალისტები - აზრით ერი კაცობრიობის ხელოვნურ დანაწევრებას წარმოადგენს, რომლის ამოცანაა მიჩქმალოს სოციალური უსამართლობა და დაიცვას დადგენილი წესრიგი ანარქისტები - თვლიან, რომ ერი ასოცირდება სახელმწიფოსთან და შესაბამისად ჩაგვრასთან. მათთვის ერი წარმოადგენს მითს, რომლის დანიშნულებაა მართველი ელიტის ინტერესები დაიცვას და მისდამი მორჩილების პროპაგანდაა ფუნდამენტალისტების - აზრით ერი თვისობრივად რელიგიური გაერთიანებად, მორწმუნეთა საზოგადოებად მიიჩნევენ.
-
ეკონომიკის შესახებ ლიბერალები - ეკონომიკას განიხილავენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მყარ უპირატესობას ანიჭებენ ბაზარს ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკურ წყობას, რომელიც ემყარება საკYთრებას, კონკურენციასა და მატერიალურ სტიმულს სოციალისტები - მარქსისტული ტრადიციის შესაბამისად, უპირატესობა საზოგადოებრივ საკუთრებასა და აბსოლუტურ საოციალურ თანასწორობას. სოციალ-დემოკრატები ემხრობიან საყოველთაო კეთილდეობის ანუ რეგულირებად კაპიტალიზმის, რადგან მათი თვალსაზრისით, ბაზარი კარგი მსახურია, მაგრამ უხეირო ბატონი ანარქისტები - ეკონომიკის კონტროლს ან მართვის ნებისმიერ ფორმას უგულვებელყოფენ. ფაშისტები - კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის მესამე გზა გააკვლიეს, რაც ხშირად კორპორატიზმის იდეების მეშვეობით გამოიხატება, ეს კი შრომისა და კაპიტალის გაერთიანებას გულისხმობს ორგანული მთლიანობის სახით.
-
თანასწორობის შესახებ? ლიბერალებს - წამთ, რომ ადამიანები დაბადებით თანასწორნი არიან იმ გაგებით, რომ მათ თანაბარი მორალური ღირებულებები აქვთ. ეს ფორმუალური თანასწორობას გულისხმობს, განსაკუთრებით ლეგალურსა და პოლიტიკურ თანასწორობას, ისევე როგორც შესაძლებლობათა თანასწორობას. მაგრამ სოციალური თანასწორობა, როგორც ჩანს, თავისუფლების და ნიჭის ჩახშობის ფასად მიიღწევა, ამიტომ ნიჭიერები უფრო მდიდრდებიან ვიდრე ნაკლებ ნიჭიერნი. კონსერვატორები - ტრადიციულად საზოგადოებას განიხილავენ როგორც ბუნებრივად იერარქიულს და ამიტომაც თანასწორობას უკუაგდებდნენ, როგორც აბსტრაქტულს და მიუღწეველ მიზანს. სოციალისტები - თანასწორობას ფუნდამენტალურ ღირებულებად მიიჩნევენ, კერძოდ ისინი მხარს უჭერენ სოციალურ თანასწორობას.
-
საზოგადოების შესახებ? ლიბერალები საზოგადოებას განიხილავენ არა როგორც სრულუფლებიან ორგანიზმს, არამედ როგორც ინდივიდთა ნაკრებს. კონსერვატორები - საზოგადოებას აღიქვავენ როგორც ორგანიზმს, ცოცხალ არსებას. საზოგადოება პიროვნების გარეშეც არსებობს და, გარკვეული გაგებით, პიროვნებაზე მაღლა დგას; მისი ერთიანობის ტრადიცია, ავტორიტეტი და საერო მორალი განსაზღვრავს. სოციალისტები - საზოგადოებას, ტრადიციულად, უთანასწორო კლასობრივ ძალაუფლების კონტექსტში განიხილავენ, მათთვის ეკონომიური და საკუთრებრივი დაყოფა უფრო ღრმაა, ვიდრე რომელიმე უფრო ფაერთო სოციალური კავშირეი. მარქსისტებს, წამთ, რომ საზოგადოებას ახასიათებს კლასობრივი ბრძოლა და ერთადერთ სტაბილურ და შედუღებულ საზოგადოებად, უკლასო საზოგადოება მიიჩნევა. ანარქისტების - აზრით, საზოგადოებას ახასიათებს მართვის საჭიროებას მოკლებული და ბუნებრივი ჰარმონია, რომლის საყრდენი თანამშრომლობისა და სოციალობისკენ ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილებაა. სოციალური კონფლიქტი და დისჰარმონია, ამდენად სრულიად არაბუნებრივია, ისინი პოლიტიკური მმარტველობისა და ეკონომიკური უთანასწორობის შედეგია. ნაციონალისტების - ხედვით საზოგადოება კულტურულ და ეთნიკურ განსხვავებებზეა დამყარებული. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მახასიათებელია საერთო ღირებულებები და რწმენები, რომელთა გფესვები, საბოლოო ჯამში, საერთო ეროვნულ იდენტობაშია. ყველამ დავწეროთ რა ვიცით იდეოლოგიების შესახებ...
-
http://video.google.com/videoplay?docid=-7...5586&hl=en# http://www.youtube.com/watch?v=pidIOw5ofDo...player_embedded