Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. babuagiorgi არანაირად, ძალადობრივი რევოლუცია მიგვიყვანს 90-იან წლებამდე ანუ რუსეთი ორივე მხარეს შეაიარღებს, თავის აგენტებით ორივეს დაგეშს, ჩაახოცინებს და ჩვენ კვლავ ჩვენ ქვეყანას ჩვენ თვითონ გავანადგურებთ რუსეთის სასარგებლოდ აქ ინტელექტით უნდა ვაჯობიოთ ელიტას.
  2. ჩვენი ელიტა არ არის ჩვენი საზოგადოების სახე, ჩვენი ელიტა არის ის ხალხი ვინც თავს მოგვახვია და წამოგვაჯინა იმ ქვეყანამ სადაც ეხლა შენ ცხოვრობ....
  3. analgin მე არ ვიცოდი შენში კანონის აღსრულება და კორუმპირებულთა დაჭერა, ქონების ჩამორთმევა ბოლშევიზმის ასოციაციებს თუ აღძრავდა. მე ერთი რამე ვიცი, უკანონოდ გამდიდრებულმა რომელმაც საზგოადოებნას და სახელმწიფოს მოპარა ფული, ფული უნდა ჩამოერთვას და ციხეშიც უნდა ჩაჯდეს კარგა ხნით, რომ სხვებმა აღარ გაიმეორონ. ვეფხვი ჯარი არის ქვეყნის თავისუფლების გარე საფრთხისგან დაცვის გარანტი, ხოლო პოლიცია კი კრიმინალთან ბრძოლის საშუალება. ჰუმანიზმს არ გამორიცხავს არც ერთი და არც მეორე. რა გვქონდა რო? კომუნიზმი იყო ესეთი ერთი და ჭეშმარიტი იდეოლოგია, რომელიც ვითომდა აერთიოანებდა მთელ ერს asesino_141 ანარქიაზე თუ არ იყოს ფული მე მოვკდე ყველაფერის განადგურებაზე, წესრიგის განადგურებზე, შენობების, სილამაზის და ა.შ მერე მეც მათხოვე ეს წიგნი
  4. ვეფხვი პოლიცია და ჯარი არ გამორიცხავს ჰუმანიზმს.. შენ ეხლა სახელმწიფოს იდეოლოგიზაქციას ახდენ. სახელმწიფო არის ასპარეზი მრავალი იდეოლოგიის, რომელიც დროთა სხვადასხვა მონმაკვეთში სხვადასხვა იდეოლოგიის გაბატონება ხდება. არ არსებობს ერთი ჩამოყალიბებული იდეოლოგია რომლითაც მთელი ერი ერთიანდება.
  5. asesino_141 არა ტო, ანარქიზმის იდეები დევს, რომელიც მაგრა მევასება. იმენა დეპრესიაში რომ ვიყავი, უფრო მაგრა ვხვდებოდი მაგ ფილმის აზრს
  6. analgin ეხლა რას მეუბნები შენ, რომ ეს ნაბიჭვრები ეხლა მილიონები რომ მიითვისეს, ეს მილიონები უნდა შერჩეთ? ღმერთი და რელიგია გადავდოთ გვერძე, არ მაინტერესებს საერთოდ რა მოუვა ადამიანს და სად მოხვდება და ა.შ სიკვდილის შემდეგ, ეს ჩეთვის არ არის არაფერი, ჩემთვის მთავარია მოპარული თანხა უკან დააბრუნოს ისე რომ მეორედ აღარავინ მოიპაროს. არა ძმაო, აი ამ ვნებას, რომ ვნახო ეს გათახსირებული ელიტა მილონების გარეშე, ამ ვნებაზე უარის თქმა არ შემიძლია.. ბევრ რამეზე შემიძლია, მაგრამ ამაზე არა. იმიტომ რომ ამ ხალხმა, პირდაპირ მილიონი ქართველის ცხოვრება აქცია ჯოჯოხეთად. არა ძმაო, როგორც ნიუნგბერგზე გაასამართლეს ფაშისტები, დაახლოებით ესე უნდა გაასამართლო ეს ელიტაც.
  7. asesino_141 მეც მანდ ვარ ისე შენ უნდა გევასებოდეს ფილმი, ბრედ პიტი და შენი ავატარის ტიპი რომ თამაშობს.. ამ საბრძოლო კლუბზე გითხარი
  8. ვეფხვი ადამიანის უფლებები, ჰუმანიზმი არის ჩემთვის ფასეულობა. ენა - ქართული ენა ჩემი კულტურის ნაწილია მამული - ჩემი სახელმწიფოა, რომელიც მე და არა მარტო მე არამედ ყველამ უნდა ავაშენოთ სარწმუნოება - ათეისტი ვარ
  9. asesino_141 არ გინდა საბრძოლო კლუბი შევქმნათ?
  10. analgin აუ კარგი რა. პრობლემა ის კი არ იყო რომ ქონება წაართვეს ვიღაცეებს (ძირითად ნაწილს არ წაართვეს ანუ შევარდნაძეს) არამედ პრობლემა ის იყო რომ ეს ქონება მერე თვითონ მიითვისეს.
  11. asesino_141 მოდი ესე ვთქვათ, ჯიპი თავის თავად როგორც მანქანა, გაადააგილების საშვალების წინააღმდეგ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ აქ შეიქმნა ისეთი სოციალური ფონი, სადაც სიმდიდრის გამომხატველ ერთ ერთ ატრიბუტად ჯიპია მიჩნეული, აქ სიმბოლოებზეა უფრო ლაპარაკი. ეს არის 19-ე საუკუნის ლოზუნგი და არა მორალური ფასეულობა.
  12. analgin მოდი სანამ ამერიკას შევხედავთ, ჯერ საქართველო ვნახოთ, ეს ელიტა როგორ გამდიდრდა. ტიპებმა ჩვენთვის გამოყოფილი დახმარებები, რომელიც უცხოეთმა გამოყო, მიითვისეს და გამდიდრდნენ, ჩვენ კი საზოგადოებას ვალი დაგვრჩა.აშშ-ს მილიონრები ქე მაინც რაღაცას აწარმოებენ.. ეს ჩვენი ტიპები იმ ჯიპებს ჩემი, შენი და კიდე უამრავი ადამიანის ფულიდან ყიდულობენ. თავად ჯიპი სირცხვილი არ არის, მარა სირცხვილი არის ის რომ ტიპები ჩვენი ფულით უიდულობენ ჯიპებს და სახალხოდ მარიაჟობენ. ჯიპი ჩემთვის არის სიმბოლო გარეწარი ადამიანის, რომელმაც ხალხს ფული მოპარა და ჯიპი იყიდა. ჯიპი მონა რა.
  13. მე ვიცი ის რომ დღევანდელი რეალობაში არ არსებობს ფული რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების ან (ქართულ თუ რუსულ, პრინციპში ერთი და იგივეა) კგბ-ს მიერ, შესაბამისად არც ერთ ესეთ მოძრაობას დიდი თანხების იმედი არ უნდა ჰქონდეს. რადგან ტელევიზია ელიტის ხელშია, შესაბამისად ტელევიზია მსგავს ანტიელიტარულ მოძრაობების საწინააღმდეგოდ იმუშავებს რადგან პოლიცია პოლიტიზირებულია, მსგავს მოძრაობების წევრებს დააშინებენ რადგან ეს სვეტცკი ნაროდი, ქათული ესტრადა, ხელოვნები და ა.შ ხელისუფლების მონები არიან, მსგავს ორგანიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრებიან კარის მოაზროვნეები ანუ ჭავჭავაძეს უნივერსიტეტის ტვინიკოსები მსგავს ორგანიზაციის წინააღმდეგ გაილააშქრებენ რეალურად მსგავსი ორგანიზაცია იქნება დიდი დარტყმის ქვეშ, თუ კი დაინახეს რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მსგავს მოძრაობაში ჩართულია. რეალობა კი იქნება რომ ორგანიზაცვიის წევრებმა უნდა იმოქმედონ 1) ფულის საშინელ დეფიციტით 2) დაშინების და ტერორის ქვეშ 3) მოძრაობა დიდ ხნიანი იქნება, შესაბამისად დიდი ხნიანი ტანჯვაც იქნება ამ ზეწოლას ჯერ-ჯერობით ბევრი ვერ გაუძლებს, ამიტომ სანამ აშკარა კრიზისი არ იქნება სახეზე, მსგავსი მოძრაობა შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ როგორც არასდროს ისე გვესაჭიროება კრიზისი, ცვლილებებისთვის და ამ ცვლილებებმა თუ გააზრებული იქნება შეიძლლება კარგი შედეგიც გამოგვიღოს. ამიტომ მე მხარს ვუჭერ საქართველოში კრიზისის დაწყებს
  14. ვერ გავიგე რისი თქმა გინდა. უფრო კონკრეტულად დაწერე, რის შესახებ ამბობ
  15. კაი ეხლა ამდენი დაწერე და რა შეემატა ამ მონოლოგისა და დიალოგის არევის სინდრომზე ლაპარაკს, იმ გამოსავალს რა გამოსალიც უნდა ვეძებოთ? ჩემი აზრით არა მონოლოგია პრობლემა, არამედ ესეთი უშინაარსო დავებია მთელი პრობლემა.
  16. საერთოდ არ ჭირს, შენ რაში ხედავ პრობლემას ვერ ვხვდები. რაც უკვე ნათლად ჩანს იმას გაანხილვა არ სჭირდება. ეხლა მე რომ სკამზე ვზივარ ამ ფაქტს განხილვა არ სჭირდება, არც იმას თუ რა არის სიტყვა დიალოგი. განხილვა სჭირდება იმ გზას რა გზითაც ჩვენ ყველა ღირსეულად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში..
  17. მერე? გააჩნია რა ხდება. თუ მართლა დაზარალებულია სულ სხვა რამეა თუ პროვოკატორია სულ სხვა რამეა. საქართველოს მოქალაქემ შეიძლება შეიტანოს სარჩელი ქართულ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩემთვის მთავარია შინაარსი თუ რატომ შეაქვს სარჩელი.
  18. რასელი არის რელიგიური მიმდინარეობის "იეჰოვას მოწმეების" დამფუძნებელი, შესაბამსიად ფორუმის წესების მიხედვით 3) იკრძალება ნებისმიერი რელიგიისა და კონფესიის ცნობილი წარმომადგენელის შეურაცხყოფა, ცილისწამება და დაცინვა შესაბამისად ამ ფორუმზე არც ერთ რელიგიურ წარმომადგენლის გრძნობას არ შევურაცხყოფთ..
  19. გეტყობა რომ ქართულ რეალობას კარგად არ იცნობ ეჰჰჰ გერმანია გერმანიაა მარტივად, ტოლერანტობა უნდა აჩვენო და არა იყბედო ტოლერანტობის შესახებ. ყველგან უნდა დათმო თუ საჭირო იქნება ესეთი პრიმიტული განხილვები არ გვინდა ეხლა სიტყვათა ლექსიკონში ნახოს იმან ვინც არ იცის რა არის დიალოგი
  20. qristiani ეს რას ნიშნავს? და რაზე უნდა წარსგდე სასამართლოში? სისხლის სამართლის დანაშაულზე თუ სამოქალაქოზე? დამშვიდდით მეგობრებო ეს მხოლოდ ფორუმია და მხოლოდ კამათია, არაფერი მეტი..
  21. gruzian_ka ხო გავიგე რომ ყველაფერი შენ იცი და სხვამ შენს მეტი არ იცის და რომ მკალავიშვილი დღეს წმინდანია. განმანათლე ცოთა მოიყვანე მართლმადიდებლობის ისტორია და მერე შევადაროთ მმკ-ს საქციელს და მოღვაწეობას.
  22. kisa პოლიტიკურ ელიტას ის ვინც პოლიტიკას აკეთებს, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში.
  23. 1) ჯიპების მონობიდან განთავისუფლებას საერთოდ საზოგადოებაში სამარცხვინო რომ გახდეს ჯიპის ყოლა, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. დღეს გავლენიან და ფულიან ადამიანის სიმბოლო საქართველოში შავი ჯიპებია.. 2) რადიკალიზმზე უარის თქმა, რადიკალიზმი ეს არის სწორედ ანტიადმიანური. რადიკალიზმი არ ითვალისწინებს უამრავ ინდივიდის ბუნებრივ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს და უარყოფ მათ. 3) საუბარი იმის შესახებ თუ რა საერთო მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებზე უნდა დავდგეთ. უფრო სწორედ რეალბაში როგორ ავსახოთ ჩვენი მორალური და ზნეობრივი ღირებულებები. 4) საერთო ქვეყნის შენება მოგვიწევს, ლიბერალებს, ნაციონალისტებს, სოციალისტებს და ა.შ საერთო ქვეყანა კი იმას ნიშნავს რომ როგორც მინიმუმ, ჩვენი ბუნებრივი და ინტელექტურალური მოთხოვნილებები ჩვენს ქვეყანაში დაკმაყოფილებული და უზრუნველყოფილი იყოს, ამიტომ ამ საერთო ქვეყნის შენებისთვის მოგვიწევს კომპრომიოსების გზით სიარული.
  24. გამოსავლის. სანამდე ერთმანეთის კინკლაობაში ვართ, ელიტა მდიდრდება და ძლიერდება. საჭიროა გავითვალისწინოთ სხვისი ღირებულებები, მათ შორის ჩემთვს არასასურველიც, ანუ ნაციონალისტური ფასეულობებიც რადგან დღეს ბევრს ჯერა ნაციონალიზმის სიკეთის, ჩვენ უნდა შევძლოთ ნაციონალისტების რაღაც იდეების მიღება ან პატივისცემა რათა მათ შეძლონ ჩვენი ფასეულობების ნაწილის მიღება თუ არა პატივისცემა მაინც. ბოლოს სხვა გზა აღარ დაგვჩება.
  25. რეალობაა ეს უკვე.. ის მოუვიდა რაც ბასილ მკალავიშვილს
×
×
  • შექმენი...