Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. მათზე უკეთესი სახელმძღვანელოების დაწერა შეიძლებოდა, მაგრამ გაცილებით უარესები დაიწერა
  2. მსგავსი რამ არ ხდება.. ყოველ შემთხვევაში იქ სადაც მე ვმუშაობდი..
  3. არა გეოგრაფია ცალკე საგანია მე რამდენადაც ვიცი თითქმის ყველა სახელმძღვანელოში ერთი და იგივე პრობლემებია, ამიტომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი ძველი წიგნებით ამეცადინებს, ხოლო იმ ძველ წიგნებში, (სსრკ-ს დროინდელში ხშირად ) ბევრი ახალი აღმოჩენა და ფაქტს ბავშვი არ სწავლობს..
  4. Grig ფიქრს ვერავის დაუშლი, მარა ამ თემებზე არ მიდის საერთოდ სკოლებში საუბარი (მასწალებელს და მოსწავლეს შორის, ნუ ბავშვები ერთმანეთი რას განიხილავენ ეს სხვა რამეა) ერთ რამეს გეტყვით გადახედეთ ელემენტარულად სახელმძღვანელო წიგნებს (ახლებს) და ნახავთ რა "განათლება" შეიძლება მიიღო ამ ახალი წიგნების უმრავლესობიდან (გარკვეული გამონაკლისები არის) მაგალითად მოგიყვებით, რომ ისტორიის წიგნში 9 კლსის არ ეწერა ბიზანტიის დაცემის შესახებ (საერთოდ ფაქტები თითქმის არ ეწერა არაფრის) და ბავშვს უნდა განეხილა ისტორიული მოვლენა (ფაქტი არ იცის და მოვლენას განიხილავს, ხო სასაცილოა) ბავშვი შემეკითხა I მსოფლიო ომის დროს ბიზანტია ვისკენ იყოვო? ეს ბავშვის ბრალი კი არ არის, არამედ სახელმძღვანელოსი, კარგად თუ ნახავთ, იქ თითქმის არაფერი წერია ბიზანტიაზე.. სახელმძღვანელოების სერიოზული პრობლემაა და ამაზე არავინ არ საუბრობს..
  5. როგორ გეტყობა რომ წარმოდგენა არ გაქვს რა ხდება სკოლებში
  6. საერთაშორისო გამჭვირვალობა ამბობს, რომ სკოლების დეცენტრაცლიზაციის რეფორმამ ვერ მიარჭია დასახულ მიზნებსო. დეცენტრალიზაციის მაგივრად მივიღეთ ცენტრალიზაცია, თანაც ისეთი, სადაც ცენტრი აზრზე არ არის როგორ მართოს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა ის , რომ თავიდანვე არ ყოფილა რაიმე სერიოზული განხილვა იმის თუ რა... რეფორმას ვაკეთებდით. ჩემი აზრით, ჩაფიქრებული რეფორმა ადამიანის უფლებების დარღვევა იყო, ხოლო ის რაც განახორციელეს , კიდევ უფრო მეტი დარღვევა. მაგრამ უნდა ამაზე სერიოზული მსჯელოა ვინმეს, თუნდაც საერთაშორისო გამჭვირვალობას? http://transparency.ge/post/report/mietses-tavisupleba-sakartvelos-skolebs
  7. აგრესიული იყო მაშინ როცა გირგვლიანი მოკლეს, მაშინ ადამიანის უფლებებისთვის საზოგადოება ძალიან აგრესული იყო, იმ ხახისადმი ვინც ადამიანის სიცოცხლეს და უფლებებს ლახავდა. დღეს რომ მიწყნარდა და გადაივიწყა საზოგადოებამ, ეს არის ცუდი და საზოგადოების უკან დახევა..
  8. რატომ არ არის აქტუალური ადამიანის უფლებების თემა არა მარტო ფორუმებში არამედ პოლიტიკოსებშიც? რატომ არ არის აგრესიული ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის?
  9. არა,მაგრამ ყველა დოკუმენტი ამაზე მიუთითებს და რა ციტატები მოიყვანე, სად წერია პირდაპირ რომ მონოფიზიტი არ იყოვო და დიოფიზიტი იყოვო? აქ სად ჩანს მონოფიზიტობა, დიოფიზიტობა? არც აქ ჩანს ;) არა მე დავწერე ძალიან მარტივად შუა საუკუნოვანი ისტორიოგრაფია როგორი იყო და რამდენად შეიძლება რომ ის სანდო არ იყოს როგორც მოგეხსენება ვახტანგ გორგასალის დროინდელი მატიანე არ არის ჯუანშერი, მას რა წყარო აქვს გამოყენებული ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მთავარი არის ის რომ არსებობს მისი დროინდელი დვინის საეკლესიო კრების დოკუმენტები, სომხეთის ეპისკოპოს ბაბეგის ეპისტოლე ად წერილები შაჰთან და საქართველომ ავტოკეფალია მიიღო არა კონსტანტინეპოლიდან (დიოფიზიტობის ცენტრიდან) არამედ ანტიოქიიდან (მონოფიზიტობის ცენტრიდან)
  10. აქ სახელზე და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მეთოდი თუ როგორ იკვლევს ;) რას ქვია ზიანს აყენებს ქრისტიანობას? ანუ არაიდეოლოგიზირებული ისტორია ზიანს აყენებს არა ქრისტიანობას? ხო გეუბნები დოგმატურ ორთოდოქსივით სჯი ისტორიას და ისტორიულ პირებს, ცოტა ობიექტურობა გაკლია რა თქმა უნდა ისტორიკოსის შეფასება და ისტორიულ პირის "გმირად" და სხვა ეპითეტებით შემკობა, ისტორიკოსის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ისტორიკოსმა არ უნდა განსაჯოს ისტორია, ერთი სიტყვით ამ საკითხზე თუ გინდა კამათი ისტორიის განყოფილებაში გეპატიჟები http://planeta.ge/index.php?showtopic=13156 "ანალების სკოლა"-ს თუ წაიკითხავ მიხვდები რისი თქმაც მინდა.. და საიდან იცი რომ ცდება? არ გამოგიკვლევია ის პერიოდი, დოკუმენტები ეხლა პირველად გაიგე და უკვე დასვკნას აკეთებ რომ ცდება.. ესაა სუბიექტივიზმი, არასასურველი წარსულის დამალვა სასურველი არარეალურ წარსულით.. ;)
  11. ეს შენი ნებაა ვის დაიჯერებ და ვის არა. კარის მემატიანეების თუ გჯერა, მაშინ კომუნისტ ლენინურ-სტალინური ისტორიკოსებისაც უნდა გჯეროდეს.. მემატიანე ჩემო კარგო, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, იყო სუბიექტრი და იდეოლოგიზირებული, ამის გარდა არსებობს უამრავი დოკუმენტი რომელსაც ჯუანშერი არ ეხება, რომ არ არსებობდეს ეს დოკუმენტი ესეთ დასკვნებს ივ.ჯავახიშვილმა არ გააკეთებდა. თუ გადახედავ მის ნაშრომებს განსაკუთრები ქართველი ერის ისტოიის I ტომს სადაც ის საქართველოში სხვადასხვა რელიგიებს, მონოფიზიტობას, მანიქევლობას, ნესტორიანობას და ა.შ ეხება, ნახავ რომ ყველგან რაღაც ფაქტს იყენებს და არა ცარიელ ვარაუდებს. როცა არსებობს ჯუანშერამდე დოკუმენტები, იმ დოკუმენტების უგულებელყოფა ცოტათი ნეტოა, ისტორიკოსისთვის, ხოლო შენთვის არაისტორიკოსისთვის სულ ერთი იქნება ეხლა და არავინ დაგადანაშაულებს ამაში წყაროები დაასახელე, რა წყაროდან ამბობ რომ მონოფიზიტები არ იყვნენ როცა სომხეთის ეპისკოპოსი სულ სხვა რამეს ამბობს ამის გარდა სომხური ეკლესია ყოველთვის მონოფიზიტური იყო..
  12. მოვკვდი სიცილით არა ძალიან მაგარი იყო
  13. მემატიანე რომელიც აღწერს მოვლენებს, ქრონოლოგიურად აღწერს რაღაც მოვლენებს (ანალიზის გარეშე) ისტორიკოსი კი არის მეცნიერი რომელიც წარსულის რეკონსტრუქციას აკეთებს, უფრო სწროედ თავის ინტერპრეტირებულ წარსულს (ისტორია სუბიექტური მეცნიერებაა) და აანალიზებს წარსულს. (ისტორიულ მოვლენების კანონზომიერებებს ეძებს,წარსულის რეკონსტუქციას აკეთებს და ა.შ)
  14. იმპერატორი კონსტანტინე VI-ე რომელიც ხატმებრძოლე იყო 797 წლის 15 აგვისტოს დედამისმა (ხატმოყვარემ)ირინამ გადატრიალების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო შვილი, თვალები დათხარა და საპყრობილეში ჩააგდო. ირინა წმინდანად არის მიჩნეული (ა წმინდანი ) 803 წელს 31 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკოფორემ გადატრიალება მოაწყო და ტახტიდან ჩამოაგდო ირინა და თავად გახდა იმპერატორი (ა მართლმადიდებელი პატრიარქიც ამას ქვია ) რა თქმა უნდა ქვედა ფენაც იყო, ამ დაპირისპირებების მსხვერპლი (ხატმებრძოლებიც და ხატმოყვარებიც, არც ერთი არ ინდობდნენ მეორეს )
  15. მე, შენ და ყველა ის ვინც არსებობს რეალურად.. ;) გრძნობებს რათ უნდა განმარტება? რაც ნიშნავს "არც ისე ათეისტი"? რომელმა ფსიქოლოგმა დაამტკიცა ეს, ფროიდი ცოტა სხვას ამტკიცებდა აშკარად. მართლმადიდებლურ სამყაროში შენ ნაკლები გგონია? ხატმებრძოლობის ისტორიას გადახედე და საკმარისი იქნება ყველაფრისთვის..
  16. შენ მემატიანეს და ისტორიკოს ერთმანეთში ურევ რაც შეეხება შუა საუკუნოვან "ისტორიოგრაფიას" შუა საუკუნოვან ისტორიოგრაფიაში პირადი და ირიბი მონაცემების როლი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ძირითადი ყურადღება აქ ეთმობა პირად მოგონებებს, რომლებიც როგორც წესი გამყარებულნი არიან სხვადასხვა ეგრედ წოდებული ღვთაებრივი მაგალითით. შუა საუკუნოვანი “ისტორიოგრაფიას” არ ახასიათებს კრიტიკული დამოკიდებულება. როგორც წესი, ყველა პატარ-პატარა ძველი ავტორი ხდებოდა ავტორიტეტული წყარო შემდგომი მემატენიანესთვის. საბაზისო ტექსტი არ იწვევდა რაიმე ეჭვს შუა საუკუნოვან მემატიანეში, ეჭვს მხოლოდ იწვევდა სხვადასხვა ტექსტში ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციის არსებობა. ამიტომაც, შუა საუკუნოვანი ავტორები, აღწერდნენ რა რაიმე ისტორიულ მოვლენას, რომლის თანამონაწილეებიც თვითონ არ იყვნენ, ჩვეულებრივ კმაყოფილდებოდნენ ერთი წყაროს არსებობით და სხვადასხვა ვერსიებს არ გვთავაზობდნენ. შუა საუკუნოვან მემატიანეების მსგავს კვლევებს შეგვიძლია ვუწოდოთ “ერთი წყაროს პრინციპზე აგებული კვლევა”. გადაუმოწმებელი ინფოერმაცია გვხვდება ასევე ქართულ წყაროებში, მაგალითად ლეონტი მროველის ნაშრომში, რომელიც მიძღვნილი ალექსანდრეს ლაშქრობისადმი. როგორც ჩანს, ლეონტი მროველმა არ გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია და ჭეშმარიტებად მიიღო არსებული ლეგენდა ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობის შესახებ.
  17. თეისტები მეცოდებიან ძალიან, ილუზიებში ცხოვრობენ და ილუზიების გამო რეალური ადამიანები ეზიზღებათ, გული აქვთ ზიზღითა და სიძულვილით სავსე, რელიგიურ ომებს, ინკვიზიციებს, თვალების დათხრებს რელიგიური ნიშნით და უამრავ სისაძაგლეებს ჩადიან რელიგიის გამო ;)
  18. ჩემო კარგო ჯუანშერი არის 8 საუკუნის მემატიანე, უფრო ადრიდნდელ წყარობს თუ გადავხედავთ უფრო შეიძლება აღადგინო ვახტან გორგასლის ეპოქა და ზოგდად საქართველოს ისტორია. საქართველოში რომ ქალკედონობამ თავიდანვე არ გაიმარჯვა ამაზე უამრავი ისტორიკოსი წერს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ივ. ჯავახიშვილი პეტრე იბერზე ივ.ჯავახიშვილი წერს "ასეთი სახელოვანი ქართველი საეკლესიო მოღვაწის შესახებ ძველ ქართულ მწერლობაში არავითარი კვალი არა ჩანს, ქარღლის მოქცევის მატიანესა და ჯუანშერის თხუზელბაში პეტრე ქართველის სახელიც კი არ იხსენიება. საცვსებით დაუჯერებელია, რომ ქართულ მწერლობაში პეტრე ქართველის პიროვნების შესახებ თავიდანვე ასეთი დუმილი ყოფილიყოს გამეფებული. აღსანიშნავია, რომ როდესაც XIII ს-ში პეტრე ქართველის ცხოვრება ასურულიდან ქართულად უთარგმნიათ, თარგმნიდან პეტრეს მონოფიზიტობის მაუწყებელი ყოველივე ცნობა ამუშლიათ და გამოუტოვებიათ ისე, რომ ქართულ ცხოვრებაში ის ქალკედონიან მოღვაწედ არის ქცეული და გამოყვანილი. ამაზე უწინარეს ხანში, როდესაც უძველესი ქართული ქრისტიანული საისტორიო მწერლობის "მწვალებლობის ღვარძლისგან" გაწმენდა დაუწყიათ, როგორც ეტყობა, პეტრე ქართველის მოღვაწობის მიმართულების გამო მთლად მისი ხსენების წარხოცვა უმჯიობინებიათ და ამივე აიხსნებოდეს, რომ პეტრე ქართველის სახელი უძველეს ქართულ ძეგლებში არსად ჩანს. " 506 წელს სომეხთა ეპისკოოის ბაბეგი სპარსელებს ატყობინებს რომ მონოფიზიტობის მიმდევრები ვართ ბერძნები, სომხები, ქართველები და ალბანეებო. "სპარსეთის მონოფიზიტებისადმი მიმართულ ბაბეგის მეორე ეპისტოლეში სომეხთა კატალიკოსი სწერდა: ამ სარწმუნოებას მივდევთ, რაც წინათ მოგწერეღ კიდეც ქართველებთანა და ალბანელებთან ერთად თითოეულმა თავის საკუთარ დამწერლობითი. ამ ცნობიდანა ჩანს, რომ 506 წ სომეხთა, ქართველთა და აბანელთა ეკლესიებს შორის ძირითად დოგმატური საკითხებში უკვე სრული, წერილობით აღბეჭდილი, თანხმობა არსებობდა" ნუ დვინის საეკლესიო კრება ალბათ ფეხზე გკიდიათ ეს რა წყაროა არა?
  19. მორჩილ ზომბთა შექმნა უნდათ... ტოტალიტარულ და ავტორიტარულ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია
  20. ყველას გაქვთ ალბათ სახლში ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" ხოდა, დღეს შემდეგი რამ ამოვიკითხე იქ. რომ, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე,24 ქართველმა ეპისკოპოსმა, კათოლიკოსიანად ხელი მოაწერა სომხეთის, ალბანეთისა და ქართლის ეკლესიების გაერთიანებას (იდეური) დაგმო ქალკედონიკობა და მართლმადიდებლობად მონოფიზიტობა აღიარაო... აქვე, ჯავახიშვილი ამატებს, რომ ვახტანგ გორგასლსა და მიქაელს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. მიქაელი ქალკედონობის დამცველი იყოვო, გორგასალი კი ტავისი სპით მონოფიზიტიო. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და არა ვახტანგის მიერ მაზდეანობის მიღებაო... ამ მიქაელს ტავისნაირად მოაზრვნე ეპისკოპოსთა ჯგუფიც ეყოლებოდაო, ამიტომ მოახდინა ვახტანგმა პეტრესთან ერთად კიდევ 12 ეპისკოპოსის კურთხევაო... აგრეთვე, ქართლის პირველი კათოლიკოსი ხელდასმული იქნა ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ცნობილია, რო ამ დროს ანტიოქია მონოფიზიტობის ბუდე იყო.. შესაბამისად, ანტიოქიაში, მიქაელის საპირისპირო რწმენის, კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი იქნა ხელდასმულიო... აქე, 608 წელს მოხდა ქართველ-სომეხთაა საეკლესიო განხეთქილება. განხეთქილება იმისია, რომ მანამდე ერთიანი იყო. როგორც ვიცით სომხები მონოფიზიტები იყვნენ მონოფიზიტობის გაჩენიდანვე. 607 წლამდე შუშანიკის სახელობის სამარტვილეში წირვა ქართულ-სომხურ ენებზე ყოფილა. ასურელი მამაბი საქართველოსი (ივ.ჯავახიშვილისა და ბროსეს აზრით) სწორედ მონოფიზიტობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულები... ცნობილი ქართველი, მაიუმის ეპისკოპოსი, ერისკაცობაში მურვანოსი, სასულიერო სახელი პეტრე იბერი, ფსევდონიმი დიონისე არიოპაგელი, მონოფიზიტი ყოფილა. დანამდვილებით მტკიცდება, რომ მონოფიზიტები ქართველთა შორისაც ყოფილან, მეტის თქმაც შეიძლება, — ზოგს მათგანს ამ მოძღვრების გაძლიერებასა და განმტკიცებაში მხურვალე მონაწილეობაც კი მიუღია. ცნობილია, რომ მონოფიზიტობის ერთ ბურჯთაგანად და სახელგანთქმულ მოღვაწედ სწორედ პეტრე იბერი იყო, ქართველი უფლისწული, რომელიც 412 წ. დაიბადა და 488 წ. გარდაიცვალა, ორმოცდაათიანი წლებიდან, ვითარცა პალესტინის სამაგალითო მოღვაწე, ქ. მაჲუმის ეპისკოპოზად იქმნა დადგენილი. მისივე მოწაფის ზაქარია ქართველისავე მიერ ასურულად დაწერილი მისი ცხოვრება კარგად გვისურათებს იმ დიდ ავტორიტეტსა და განუსაზღვრელ პატივისცემას, რომელიც მას თვით მოწინააღმდეგეთა წრეებშიაც კი მოხვეჭილი ჰქონია. ვახტანგ გორგასალი თურმე უბრალო ეპისკოპოზს მიქაელს კი არ ებრძოდა, არამედ ისეთ პირს, რომელიც ქალკიდონიანი მართლმადიდებლობის ბურჯი ყოფილა საქართველოში. ცხადია, ამავე მოძღვრების მიმდევარნი იქნებოდნენ მიქაელის თანამოაზრე ეპისკოპოზები, რომელთა მაგივრადაც ახლები უნდა ყოფილიყვნენ ხელდასხმულნი რაკი მიქაელი და მისი თანამოაზრენი ქალკიდონიანნი ყოფილან, უნდა დავასკვნათ, რომ ვახტანგ გორგასალი და მისი "სპა" მონოფიზიტობის მიმდევარნი უნდა ყოფილიყვნენ. ეს დასკვნა აღმოსავლეთში მაშინდელ მდგომარეობასაც კარგად ეგუება, რადგან, როგორც ცნობილია, თავდაპირველად აღმოსავლეთი უფრო მონოფიზიტობას მიემხრო. ამასთანავე ეს საშუალებასაც გვაძლევს გავითვალისწინოთ, თუ როგორ მოხდა, რომ 506 წ. ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარმა მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ სარწმუნოებად აღიარა, ქალკიდონიანობა კი უარჰყო. ეს მიქაელ მთავარეპისკოპოზისაგან ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ წამოყენებული გამაზდეიანების ბრალდების საფუძვლის გაგებასაც იმ მხრივ გვიადვილებს, რომ სპარსეთის მთავრობა მონოფიზიტობას მფარველობას უწევდა, ქალკიდონიანობისა კი წინააღმდეგი იყო. *XXIV 412 წ. დაბადებული და 488 წ. გარდაცვლილი ქართველი უფლისწული და ვახტანგ გორგასლის თანამოგვარე და ნათესავი, V ს. ორმოცდაათიან წლებიდან მოყოლებული, განთქმული საეკლესიო მოღვაწე და მაჲუმის ეპისკოპოზი პეტრე იბერი ანუ ქართველი, მონოფიზიტობის მომხრე და ერთი საუკეთესო ბურჯთაგანი იყო, რომ 506 წ. ქართულმა ეკლესიამ გაბრიელ კათალიკოსის მეთაურობით ალბანურ და სომხურ ეკლესიებთან ერთად გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა ერთადერთ მართლმადიდებელ აღსარებად გამოაცხადა, მაშინ ჩვენთვის თითქმის უეჭველი შეიქმნება, რომ ბრძოლა, ალბათ, მონოფიზიტობისა და ქალკიდონიანობის გამო ყოფილიყო გაჩაღებული.
  21. kisa მე ვიყავი უკვე წასული სკოლაში სამუშაოდ. ;)
  22. ვინც ინტერესდება, გადახედონ სახელმძღვანელოებს, რა სირულად არის დაწერილი და მიხვდებიან რომ მთავარი პრობლემა არის სახელმძღვანელო.
  23. ამოფარებული რუსეთუმეები არიან სინამდვილეში ;)
  24. რაც არ მოგწონთ კონტექსტიდან არის მოწყვეტილი, ან არასწორედ გაგებული აი ესეა რა
×
×
  • შექმენი...