-
პოსტები
7.011 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
51
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Nukriko
-
სტალინი ჩვენი ისტორიაა, მეორე მსოფლიო ომი ჩვენი ისტორიაა, საბჭოთა კავშირი ჩვენი ისტორიაა. და რაც მთავარია ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს სსრკ-ში და რაც მთავარია არა მარტო კარგად არამედ სსრკ-ს სისტემის წევრები ვიყავით ქართველები. შემთხვევითი კი არ არის ამდენი ქართველი კომუნისტი რომ იყო. ეხლა ეს ძეგლთა ბრძოლა არის "დანაშაულის მიჩქმალვის" მცდელობა და მეტი არაფერი. არც გააზრება, არც სინანული, უბრალოდ ის რაც იყო იქ ქართველები არ არიან დამნაშავენი და ყველაფერში დამნაშავე სხვები არიან. მაგრა გვიყვარს ქართველებს საკუთარი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება. პრიბლატიკას რაც შეეხება, ეს ის მხარეა რომელიც არ ეგუებოდა და ებრძოდა საბჭოთა სისტემას ყველანაირად, განსხვავებით ქართველებისგან. ქართველებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს 80-იან წლებში, როცა სსრკ-ს სისუსტე დაინახეს. ჩვენ რომ ვაღიარებთ ჩვენს (ქართულ) დანაშაულს საბჭოთა კავშირიში, მერე ძეგლის აღებასაც ექნებოდა აზრი და ყველაფერსაც..
-
მოვკვდი სიცილით )
-
ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ
-
ლაშა ბაქრაძე ისტორიკოსი 1990 წელს, როდესაც ნამიბიის განთავისუფლების ორგანიზაციის გამარჯვებული მეომრები და მომხრეები ვინდჰუკში შევიდნენ, დედაქალაქის ცენტრში მდგომი გერმანელი კოლონისტის ძეგლი ნამიბიის ლურჯ, წითელ, მწვანე ფერებში შეღებეს. „სამხრეთ-დასავლეთელი მხედრის“ ძეგლი, რომელიც 1903-1907 წლებში ჰერეროებისა და ჰოტენტოტების (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ჰერეროთა და ნამას ტომის) წინააღმდეგ კოლონიური ომის მოსაგონებლად გერმანელ მეომრებს დაუდგეს 1912 წელს, დღესაც თავის ადგილზეა აღმართული. პირველ მსოფლიო ომამდე გერმანიის კოლონია - სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში (დღევანდელი ნამიბია) პერეროებისა და ნამას ტომის აჯანყების სისხლში ჩახშობა შეფასებულია, როგორც მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი. ნამიბიის ფერებში შეღებვა და მას შემდეგ უამრავი სხვა ქმედება (ახლახან ჯვრების დადგმა ძეგლის გარშემო დაღუპულ აჯანყებულთა სახელებით) იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეგნებულად ეპყრობიან შავი ფერის ნამიბიელები თავიანთ მტკივნეულ წარსულს.* ამჟამად, ქართული ლიბერალური ინტელიგენციის ერთი ნაწილის მიერ წამოწყებული დისკუსია სტალინის ძეგლის „ჩამოკვარცხლბეკების“ (ნოდარ ლადარიას მოხდენილი ტერმინი) შესახებ არ ემსახურება სტალინიზმის და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ საკუთარი მტკივნეული ისტორიის მიფუჩეჩების და სხვაზე გადაბრალების სუნი უდის. სხვანაირად შეუძლებელია, გაიგო ნოდარ ლადარიას ყურით მოთრეული არგუმენტი: „სტალინის ძეგლი გორში იგივეა, რაც ჰიტლერის იერუსალიმში“. ანუ ჩვენ ებრაელებივით მხოლოდ მსხვერპლი ვართ და არა თანადამნაშავენი, სტალინი გარედან თავსმოხვეული ფენომენია და ამ უცხოელი კოლონიზატორის ძეგლის ჩამოგდებით ისეთივე პრინციპულები ვიქნებით, როგორც ისრაელელი ებრაელები, რომლებიც ვაგნერის მუსიკას არ ისმენენ. სხვათა შორის, ეს ისრაელული ტაბუ სწორედ ებრაელმა, დიდმა დირიჟორმა დანიელ ბარენბოიმმა შეარყია, როცა 2001 წელს იერუსალიმში „ხუცპე“ (იდიშზე: თავხედობა, უსირცხვილო საქციელი) ჩაიდინა და ბერლინის სახელმწიფო კაპელასთან ერთად ვაგნერის „ტრისტანისა და იზოლდას“ უვერტიურა შეასრულა. კარგად მესმის, რომ უცხოელი დონორებისა თუ მეგობრების წინაშე „გორში წამოჭიმული დიდი ბელადის ძეგლი იდიოტურ მდგომარეობაში გვაყენებს“ (გია ნოდია), მაგრამ ეს უსუსური, სულ ცოტა, ოცი წლით დაგვიანებული შურისძიება ბელადზე, როდესაც ამ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა სტალინიზმის გამოსაკვლევად და დასაძლევად, არავის აყენებს უხერხულ მდგომარეობაში? იქნებ აჯობებდა, ისტორიის შესწავლის შემდეგ თვალი გავუსწოროთ ჩვენ წარსულს და ვუთხრათ უცხოელებს, რომ ჩვენ არ გვეშინია მკვდარი ბელადების და ჩვენთვის მკვდარი ბელადი მტკიცე ნებით დაძლეული კულტია, ეს ძეგლი არა კერპი, არა მოწიწების საგანია, არამედ ჩვენი ეროვნული მეხსიერების ნაწილი, ამავე დროს ატრაქციონია, თავის ადგილზე, კომპლექსში დატოვებული სამუზეუმო ექსპონატი. მომავალმა თაობებმა უკეთ რომ იცოდნენ, რას ნიშნავს კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ჩვენ ისტორიაში აღარასოდეს განმეორდება. ჩვენი ისტორიის არასასიამოვნო მომენტებზე თვალის დახუჭვა, როგორც ჩანს, ქართველების თანდაყოლილი ხინჯია. ამიტომ, არ მომწონს ბალტიის ქვეყნებიდან ნასესხები სახელი-ლოზუნგი „ოკუპაციის მუზეუმი“ - აქაც გარედან მოსული, ჩვენთვის უცხო ძალადობაა ყურადღების ცენტრში და არა უსიამოვნო ისტორიის დაძლევა, თუ გნებავთ, დამუშავება. წესიერი სახელი იქნებოდა მაგ. „საბჭოთა პერიოდის ისტორიის მუზეუმი“, მაგრამ ჩვენი ისტორია ხომ მხოლოდ გმირების ისტორიაა. რა ვუყოთ ათიათასობით მსხვერპლთან ერთად არანაკლები რაოდენობის ჯალათებს? ისინიც გავრიცხოთ სტალინივით ქართველთა რიგებიდან, უბრალოდ იმიტომ, რომ „ცუდები“ იყვნენ? რა ვუყოთ მილიონობით ქართველს, რომლებიც ბოლო წუთამდე ხმის ამოუღებლად ემსახურებოდნენ კაცთმოძულე სისტემას? დავივიწყოთ, რადგან ისინი ჩვენი მამები და პაპები იყვნენ, თუ მათგან ვისწავლოთ კონფორმიზმი და ნებისმიერ სისტემასთან შეგუების მექანიზმები? რა კეთდება ამ მიმართულებით? არაფერი. საზოგადოების იგივე ნაწილი არ იკრიბება და არ ითხოვს ლუსტრაციის კანონს (გია ნოდიას რომ დავესესხოთ, „ერის გათიშვის“ ღრმად გამჯდარი შიშიც ხომ არ მუშაობს?), არც ბუშის ქუჩის, არც ალიევის ძეგლის, არც წერეთლის ახალი ტოტალიტარული აზროვნების და სოფლის ყურის იმპერიალიზმის სიმბოლოს - თავისუფლების მოედანზე აღმართული სვეტის წინააღმდეგ ამოუღიათ ხმა, რომელიც ბევრად უფრო მეტი ბოროტების მომტანია, ვიდრე სტალინის ბებერი ძეგლი დღეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არაა კონიუნქტურა, სტალინის ძეგლის ჩამოგდება კი პარტამხანაგებთან არის შეთანხმებული. კომუნისტები დიდი ძეგლთმმუსვრელები იყვნენ და ვეჭვობ, კომუნისტური მეთოდებით კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანი იყოს. კომუნიზმის კომუნიზმით დამთრგუნველები ჩანს, ჯერაც ვერ გამოსულან კომუნიზმის დროს ჩამოყალიბებული აზროვნების სტანდარტებიდან. * წესიერება მოითხოვს, ითქვას, რომ ახლა ამ ძეგლის არანაკლებ საპატიო ადგილას გადატანაზე მიდის დისკუსია. იმათთვის, ვისაც ჩაძიება უყვარს: შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, - ეს ძეგლი პერსონალური არ არისო. იქვე ვინდჰუკში დგას გერმანელი რაიხსკომისრის (გუბერნატორის) კურტ ფონ ფრანსუას ძეგლი და არავის უფიქრია მისი „ჩამოკვარცხლბეკება“. დასაბეჭდი ვერსია
-
“თუ ათეიზმი რელიგიაა, მაშინ ჯანმრთელობა ავადმყოფობაა” – კლარკ ადამსი. “მე ვერ დავიჯერებ ღმერთის, რომელსაც უნდა რომ სულ ადიდებდნენ” – ფრიდრიხ ნიცშე “ჩვენ ორივე ათეისტები ვართ. უბრალოდ მე ერთით ნაკლები ღმერთის მწამს ვიდრე შენ. როდესაც შენ მიხვდები რატომ უარყოფ ყველა სხვა შესაძლო ღმერთს, მაშინ მიხვდები რატომ ვუარყოფ მე შენსას“. – სტივენ რობერტსი “ბიბლიის დაკვირვებით კითხვა და მისი გაგება, არის პირდაპირი გზა ათეიზმისკენ”. – დონალდ მორგანი “ბიბლია პასუხისმგებელია უფრო მეტ ათეიზმზე, აგნოსტიციზმზე, ურწმუნოებაზე – რაც გსურთ ის უწოდეთ – ვიდრე აქამდე დაწერილი ყველა წიგნი ერთად აღებული“. – ალან ალექსანდრ მილნი.
-
“მე მომწონს ძაღლი (dog) იქამდე, სანამ მას უკუღმა (god) არ წერენ”. – გილბერტ კეიტ ჩესტერტონი.
-
babuagiorgi ჯერ მე დამიბრუნეთ ჩემი მიწები, კომუნისტებმა ბაბუაჩემის მამას რომ წაართვეს (გააკულაკეს) და მერე ვისაც გინდა იმას დაუბრუნონ ქონება ასევე ბაბტისტურ ეკლესიებსაც, კათოლიკურსად და სხვა კონფესიებსაც დაუბრუნონ კომუნისტების ჩამორთმული მიწები. და კიდე შორს თუ წავალთ აღვადგინოთ ბატონ-ყმობა, ბაგრატიონობა და კარგად იქნება ჩვენი საქმე
-
ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს. ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვეღარ იცლიან. ერი ვეღარ გასვლია მღვდლის ხარჯსა, რომელიც მით უფრო ემძიმება ერს, რომ განურკვეველია, განუსაზღვრელი... ამას უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ ერს ლამის ქანცი გაუწყდეს. - ილია ჭავჭავაძე
-
რომ არ ვართ, უნდა გავხდეთ, ხოლო თუ გინდა რომ ძლიერი იყო, უნდა ივარჯიშო, თუ გინდა რომ ჭკვიანი იყო, უნდა ისწავლო და თუ გინდა რომ სახელმწიფო გქონდეს, კონსტიტუციას უნდა ემორჩილებოდე.
-
მართვის თეორია არა იურისტი არ ვარ და არც შენი გზის გავლას ვაპირებ აგა არა
-
ჩემო კარგო, არ ვიცი შენ ლიბერალებს ვის ეძახი, ხოლო მთავრობას რაც შეეხება, 7 ნოემბრის აქციებზე და ანტინაც.მოძრაობის აქციებში აქტიურად ვიყავი ჩაბმული და "არ მეშინიაშიც" ვიყავი, ასე რომ მე იქ ვარ სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ და მე იქ ვარ სადაც არადემოკრატიულ კანონებს იღებენ (თუ აქციები ან რამე ღონისძიებებია დავდივარ ხოლმე) მაგრამ მე კრიმინალის წინააღმდეგ ყოველთვის ვიქნები და არასდროს არ გავამართლებ ძალადობას საზოგადოებაში და რელიგიურ ექსტრემიზმს.
-
newstudio "მოწვეული სტუმარი" აღადგინეთ და მაგარი იქენბა, უფრო გაიქაჩება.. ამის გარდა არსებობს მარტივი რამე, თუმცა ეს მერე შენ უნდა გაათამაშო.. "ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრის" პონტში და ბევრი შემოვა მანდ.
-
უკაცრავად მარა სისულელეა ;) ეს იყო მერე გამართლება, რომ თავის კრიმინალი გაემართლებინათ, მსგავსი არაფერი მომხდარა. რომელ მღვდელს აქვს კანონის დარღვევის უფლება? არსებობს უზენაესი კანონი და ეს არის კონსტიტუცია, მას სახელმწიფო ადგენს, მასზე მაღალი კანონი არ (უნდა) არსებობს
-
ალბათ ამ ფორუმზე ყველამ იცის რომ ათეისტი ვარ, მაგრამ ამის და მიუხედავად რელიგიურ პოზიციებიდან გეტყვი. ღმერთი არ ერევა ამ სამყაროს ცხოვრებაში, რომ ჩაერიოს ეს იქნება ადამიანის თავისუფალი ნების შეზღუდვა. ამის გარდა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ "უკანონობას" მერე არ გვქონდეს რაღაცეების იმედი, ღმერთის სახელის გამოყენებით კრიმინალი რომ შეგვრჩეს. ასე რომ შენ შეგიძლია იფიქრო რომ კრიმინალის უკან ღმერთია, მარა ადამიანების კანონით ეს მას არ უნდა იცავდეს. დაარღვია უნდა დაისაჯოს და ტოჩკა, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო.
-
ვისი რა საქმეა სად ჩაატარებენ? რომელი კანონი უშლით მათ ჩაეტარებინათ მსგავსი ღონისძიება? არა ის კანონის დამცველია როდესაც უკანონობას ამართლებ, თავად ხდები უკანონობა ;) ერთი სიტყვით კანონი დაარღვიეს და შერჩათ, ეხლა კანონი დაარღვიეს და რომ არ შერჩათ გადაირიეთ. ჩემი აზრით მაშინ რომ დაეჭირათ, კავკასიის ამბავი არ მოხდებოდა საერთოდ.
-
წყაროები არსებობს ბევრ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, ერთ სემესტრიანი კურსი გავიარე ქრისტიანობის ისტორიაშე ესაა და ეს.. ;) მე ეს ჯგუფი არ მომეწონა პირველად ჰელოუინი რომ დაარბია და ახალგაზრდები რომ ცემეს რაც შეეხება შავზე თეთრს, ეხლა შენ მიმტკიცებ ამას. გინდა თუ არა კრიმინალები არ არიან ესენიო, არა და კანონში ნათლად წერია, გადაცემის ჩაშლა, მარატო ეს რომ ყოფილიყო, ეს ისჯება.. ყველაში ვის გულისხმობ? ეჰ მასონიც გამხადეს აგრესორი რომ არ იყოს ჰელოუინს არ დაარბევდა.. ;) (კავკასიაზე ლაპარაკი ზედმეტია)
-
მე რა იმედი უნდა მქონდეს, უკვე დისკრედიტებულია.. ;) ნუ ჯერ ესერთი შეადარე მოდი ერთმანეთს I-II საუკუნეებში ქრისტიანების საქციელი და მმკ-ს საქციელი. შევადაროთ მოდი
-
შენ ერთი რამე მითხარი რომელი პროფესიონალი ისტორიკოსი უარყოფს დვინის საეკლესიო კრების დადგენილებას, ბაბეგის ეპისტოლეს და წერილს? და რომელი მიიჩნევს მას "ყალბ წყაროდ"?
-
ფორუმი პლანეტა არის მიკრო სამყარო. ამ სამყაროში არც ისე ბევრი ხალხია. პლანეტა არის ჩაკეტილი წრე და ამ წრეში ყველას თავისი როლი აქვს გადანაწილებული. იდეაში პლანეტა იყო შექმნილი ფორუმ.გე-ს საპირწონედ ოღონდ უფრო ოპოზიციური მიმართულებით. თუმცა რეალობაში პლანეტა იქცა ვიწრო წრის პოლიტიკურ დისკუსის სამყაროს ამ პატარა სამყაროში ყველა თავის თამაშს თამაშობს ლაშა-ალო და ნიუსტუდიო - სამართლიან მოსმართლეების როლები შეირგეს, განსაკუთრებით ლაშა-ალომ. ლაშა-ალო არის ის ადამიანი ვინც ყველაზე კონფლიკტურ სიტუაციების განმუხტვას ცდილობს. სატურნი - არის ადამიანი რომელიც ამ პატარა სამყაროში წარმოადგენს უმცირესობას, მაგრამ თავის ლოგიკით ის ბევრის სიმპატიას იწვევს პლანეტის კეთილი-უმცირესობა დირე - ინკვიზიტორი ადამიანი-ინკვიზიტორი, სხვა აზრისადმი ინკვიზიტორული დამოკიდებულება ლაშა1997 - ძველი ყაიდის ადამიანი, მე პირადად არ ვიცნობ მას, მაგრამ პლანეტაზე მე ის მეჩვენება აი ქართულ ფილმებში რომ არის კარგი ტიპები, მსმელები და ა.შ შარი - ნუ შარი არის ყველაზე მაგარი კაცი პლანეტაში ის თამაშობს ჩვეულებრივ პატიოსან ადამიანის როლს, მე არ მახსოვს შარის რადიკალიზმი, შარის ჩხუბი და ა.შ ასესიონო - მემგონი ყველაზე მეტად ის ერთობა ამ ყველაფრით ნოდარი - მეც 16-17 წლის რომ ვიყავი სამხედრო-ნაციონალიზმით ვიყავი გატაცებული, გადაგივლის ჭანო - მუდმივად უკმაყოფილო და მუდმივად ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს და სხვები (ეხლა ყველას ვერ ჩამოვწერ) ერთი რამეა საინტერესო ამ სივრცეში, ნუ ბევრი ერთმანეთს ვუიცნოთ პირადად, მაგრამ ვინმც არ ვიცნობთ იმეებთან დაკავშირებით, ფორუმი ეს ის სამაყროა სადაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ან სიმპატიები უჩნდებათ თავისი აზრების გამო, ან სიძულვილი. ეს სივრცე არის გარკვეული ინდივიდთა იდეების და შეხედულებების დაპირისპირების სივრცე, პირად ურთიერთობების გარეშე, ხოლო როცა არ არის ეს პირადი ურთიერთობები, ადამიანები ადვილად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ გარკვეულ "სიძულვილს". აქ ადამიანი ყოფს, "ჩემანირად მოაზროვნეს" და სდხანაირად მოაზროვნეებს (ზოგჯერ ეს სხანაირად მოაზროვნე დიდი ბოროტების მატარებელი გვგონია). მე ერთ რამეს გეტყვით, ჩემ პირად გამოცილებიდან, როდესაც ეს ურთიერთობა არ არის, ანუ ერთმანეთს ერთხელ მაინც პირადად არ შეხვედრიან, ამ დროს არის უაზრო კომფლიქტები ფორუმზე. ამ მხრივ გაცილებით ნაკლები დაპირისპირებაა პლანეტაზე ვიდრე ფორუმ.გე-ზე. რადგან აქ ყველა მეტ-ნაკლებად ერთმანეთს იცნობს და არ არის მძაფრი იდეოლოგიური დაპირისპირება, რადგან ვიცით რომ ამ განსხვავებულ იდეების უკან ცუდი ადამიანი არ იმალება. საერთოდ დავინტერესდი ამ ფორუმების ფსიქოლოგიაზე და ამ მხირვ ადრე საერთოდ არ მქონდა ნაფიქრი და შეიძლება ამიტომ ბევრი შეცდომები მომდიოდა ხოლმე.
-
სტერეოტიპული აზროვნება.. ჩემთვის უკეთესია ისტორიკოსებს ვეკამათო ამაზე, ისტორიოგრაფიაში არ ხარ გათვითცნობიერებული და ამის გამო, ვერ მიყვები კამათს. ისტორიულ სკოლებიდან რომელს იცნობ?
-
დიკრედიტაცია საკუთარ თავს მოუწყეს, მე რაში მჭირდება? თუმცა შენ რა გჯერა და რა არა, ეს მე ნამდვილად არ მაინტერესებს მთელმა საქართველომ ნახა კავკასიაზე და მეორე ფიზიკური შეურაცხყოფა ნახეს ჰელოუინზე ეს თქვი სასამართლოზე აბა სჯულის კანონით გელაპარაკო?
-
მე მომბეზრდა მათზე საერთოდ საუბარი. ერთი რამე ვიცი, ისინი არიან კრიმინალები.. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა 1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937) ----------------------------------------- მუხლი 239. ხულიგნობა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ; გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. (28.04.2006.N2937) კრიმინალებზე მე რა უნდა ვილაპარაკო, ვისაც მოწონს კრიმინალები ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი.
-
ნორმალური ლექციაა თუმცა შეკითხვებს დავუსვამდი და გავაკრიტიკებდი..
-
გადაცემა ვნახე და ვერ გავიგე ამ გადაცემის გამო რატომ უნდა გაეთიშათ არხი. მორიგი რეკლამა მმკ-სი, აი თურმე მმკ-ს როგორ ებრძვიან... ერთი სიტყვით ტყუილები და კვლავ ტყუილები..
-
პირიქით კონტექსტს შენ ცილდები და მერე თემას იმ კონტექსტში აყნებ რომელიც შენ გაწყობს ;) მაშინ გადახედე ანტიოქიის საპატრიარქოს თუ რა მდგომარეობაში იყო იმ პერიოდში და რა მიმდინარეობა იყო გაბატონებული და მერე ვნახავთ საიდან მივიღეთ ავტოკეფალია ;) შენ ალბათ ისიც გეცოდინება რომ ქართველებს რამოდენიმეჯერ მოუხდათ საკუთარი ავტოკეფალიის კანონიერების დამტკიცა და სხვადასხვა დროს. კი მართალია, მაგრამ მერე რა მოხდა? (აი ეხლა აგდებ შენ კონტექსტიდან მთლიანად თემას) კონსტანტინეს საპატრიარქომ უთხრა რომ მას არ შეუძლია მისცეს ავტოკეფალია და ავტოკეფალიის მიცემის უფლება აქვს ანტიოქიას (მონოფიზიტობის ცენტრს) ანტიოქია კი მისცემს მას ავტოკეფალიას. შენ ისიც უნდა იცოდე რომ ამ დაპირისპირების დროს იმპერატორები მერყეობდნენ, ხოლო იმპერატორის გარეშე რომ ავტოკეფალიას არ მისცემდნენ ეს ნათელია. ცეზაროპაპიზმი იყო ელემენტარულად. კვლავ გეშლება 19-20 საუკუნეები ისტორიკოსები, ძველი წყაროებიდან და დოკუმენტებიდან. აქ ტაძრებზე არ არის საუაბრი, აქ არის ელემენტარულ დოკუმენტზე. აი პარლამ,ენტში რომ მიიღოს ეხლა სომხეთმა რაღაც დადგენილეაბ და მერე შენ რომ თქვა 1500-ი წლის შემდეგ ეს დადგენილება უსაფუძვლოა არის წყაროს ისტორიკოსთან ნუ ურევ გეთაყვა ;) პ.ს ეს თემა ისტორიული თემაა და უნდა განიზილებოდეს ისტორიაში.