-
პოსტები
1.667 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ვეფხვი
-
ეე... მასე ხომ გერმანულზეც შემიძლია ავიღო ანდაც mail.ru-ზე... ქართული კლავიატურა უკვე კარგახანია მაქვს...
-
lasha1997 ინგლისური არ ვიცი... ქართული მინდა კონკრეტულად...
-
ეს ამ თემას არ ეხება მაგრამ ვინმემ ხომ არ იცის ქართული ემაილის საიტი? posta.ge დახურეს და იმიტომ ვეძებ ახალს!
-
ხალხნო ვირუსებით არის ეს საიტი გატიკნილი და თავს უშველეთ!!! ეხლა ამომიგდო ორიგინალმა კასპერსკიმ აქედან შემოსული ვირუსები!!!
-
analgin და ამ ,,უფროს თაობაში ვის გულისხმობ? დისიდენტებს??? ამაში კი მართალი ხარ... ისინი უფრო პროპაგანდის გამო არიან რუსეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილნი... მოდი ემოციების გარეშე ობიექტურად შევხედოთ ამ საკითხს: 1. ზატო აიძულებდნენ ესწავლა და ელაპარაკა ინგლისურად... ასე რომ იძულება იძულებაა... ისე კი რუსულის ცოდნაში არაფდერია ცუდი! აგერ გერმანიაში ვცხოვრობ და მე რუსულის ცოდნა უფრო გამომადგა ვიდრე ინგლისური... 2. ჩემთვის მაგალითად არასოდეს არსად არ აუგრძალიათ ეკლესიაში შესვლა... და არც ჩემს ირგვლივ ხალხისგან არ მსმენია მასეთი რადიკალური აგრძალვების ამბები... მე ვლაპარაკობ 70-იან და 80-იან წლებს... სტალინის დროს არ მოვსწრებივარ და რა იყო არ ვიცი! 3. ზატო ეხლა რომ საქართველოს არმიაში მსახურობენ იმიტომაც არ უწევთ ავღანეთსა და ერაყში ყოფნა??? 4. არც ეხლა არ იკლავენ საელჩოები თავს ჩვენი სპორცმენების საზღვარგარეთ გაშვებაში... ისე კი სინდისიც კარგი საქონელიაო რა, ნახევარ მსოფლიოში (თვით გერმანია და ჩეხეთიც კი) შეგეძლო გადაადგილება როგორც სსრკ-ს მოქალაქეს და მეტი მართლა ეხლა... მაინდამაინც ბრუკლინზე რომ არ გაესეირნათ ამ ჩვენს სპორცმენებს რააა... :TAT: 5. გადსახლებები და დახვრეტები როცა ხდებოდა იმ პერიოდში მთელს მსოფლიოში იყო მოდებული ეგ რადიკალიზმი და არა მარტო საბჭოთა კავშირში... და საერთოდ ყველა თავისი პირადი გამოცდილებიდან მსჯელობს ამ საიტზე... ხალხნო ვირუსებით არის ეს საიტი გატიკნილი და თავს უშველეთ!!! ეხლა ამომიგდო ორიგინალმა კასპერსკიმ აქედან შემოსული ვირუსები!!! :what: :what: :what: :what: :what: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018:
-
gendolf და მაგ სურათზე წყალი სად არის წყალი??? თუმცა აგერ შარდი და... :givi: მართლა ჩასარეცხები ეგენი... :018:
-
ჩემთანაც წერს რომ თბილისის ფორუმი ვირუსებიანიაო და აქ კი პოსტს რომ ვაგზავნი ანუ დაწერილის გაგზავნაზე ვაჭერ აბრატნი პასუხს არ მაძლევს ანუ თითქოს გაიჭედაო და თავიდან მიხდება შემოსვლა ხოლმე... ორიგინალ ვინდოუსს ვხმარობ და ფირეფოქსს...
-
ლ ი ც ი ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი შენი პოსტი რომ წავიკითხე... ნათლული (და ამავე დროს ჩემი ძმაკაცის მეუღლეცაა) მყავს ოსი... ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს ამ ჩემს ნათლულს... ქართულად ლაპარაკობენ ჩვეულებრივად... ძალიან კარგი ხალხია და ვერანაირად ვერ აღვიქვამ მათ, ოსებს უცხოებად... ოსები იმდენად იყვნენ ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში რომ საქართველოს ერთ-ერთ კუთხედ აღვიქვამდი როგორც მაგალითად სამეგრელოს ან სვანეთს... ჩვენმა სირმა მთავრობამ კიდევ როგორც ყოველთვის ყველაფერი მახინჯურად გააკეთა და იმის მაგივრად რომ დარჩენილ ოსურ მოსახლეობაში ნდობა დაემსახურებინა და ნდობა აღედგინა; საამაყოდ და სამაგალითოდ ჰქონოდა საქართველოში მცხოვრებ ოსებთან კეთილი დამოკიდებულება ამის საპირისპიროდ ადგა და აგენტებად გადაქცევა მოუნდომა ამ საქართველოში დარჩენილ ოსებს... პირველად არ მესმის მაგ აგენტებად გადაქცევის ისტორიები მე... პოლიტიკური სიმახინჯის განსახიერებაა რა დღეს საქართველო და მისი პოლიტიკური ელიტა.., განსაკუთრებით ნაცპარტია! Pompiero ოოოო... მოვედით ხომ მთავარ პრობლემამდე??? მიშას საქართველო ჯერ სოციალურად, ეკონომიკურად და სამართლებლივად უნდა აეყვავებინა (რაშიც რუსეთი ნამდვილად ვერ უშლიდა ხელს) რომ ყველასათვის, მათ შორის ოსებისთვისაც, აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც საქართველო გამხდარიყო ეკონომიკურად და სამართლებრივად მიმზიდველი ქვეყანა (და არა რუსეთში თუ სხვა უცხოეთში გაქცეულიყვნენ ფულის საკეთებლად), შემდეგ ეს ეკონომიკური სიძლიერე უნდა გაეხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძვლად და საშუალებად... და მერე, ამ აღდგენის მერე... ასე ძალიან თუ გვენდომებოდა უნდა შევსულიყავით ნატოში... აი ეს იქნებოდა სწორი... სააკაშვილს უნდოდა სასწრაფოდ ჩვენი ნატოში შეყვანა რაც ვითომ საშუალებას მოგვცემდა ტერიტორიული მთლიანობა აღგვედგინა და მერე კი თურმე საქართველო სოციალურადაც და ეკონომიკურადაც ავტომატურად გაბრწყინდებოდა... აბსოლიტურად უკუღმა მსჯელობს! აბა ერთი დანიაში, გერმანიაში, საფრანგეთში ან შვეიცარიაში მოინდომონ ტერიტორიული გამოყოფა... ეს უბრალოდ არ მოხდება რადგან მდიდარი ქვეყანაა ამიტომაც გამოყოფა კი არა ხალხმა იქეთ როგორ შეაღწიოს იმაში ათასებს იხდიან და სულ წიხლის კვრით რომ გამოაგდონ მაინც არავინ წავა და გამოეყოფა მათ... იქ ხალხი დასაქმებულია, თავისი საქმით არის დაკავებული და ცხოვრებით (იგულისხმება აბსოლიტურად ყველაფერი) არის კმაყოფილი... analgin ფული უნდათ იმიტომ რომ დაბეჩავებულია ქვეყანა და ხალხი... ფული უნდათ იმიტომ რომ იციან ეს გულავი დიდხანს ვერ შერჩებათ და ცდილობენ დრო და მომენტი გამოიყენონ და რაც შეიძლება მოკლე დროში დიდი ფული მოხსნან... :018:
-
Nukriko სამწუხაროდ ვაღიარებ რომ მასეა... პოლიტიკა მოკვდა! gendolf 26 მაისს იყო სტადიონზე და თუ არ გაგაგებინეს არ ვიცი... :018: გეთანხმები... პოლიტიკური ოპოლიდერების 90%-მა ჯგუფურად მოიკლა თავი 26 მაისს სტადიონზე! mtidan კი როგორ არა... მერე ალბათ სტადიონის მაგივრად იპოდრომზე შეკრიბავენ ხალხს და...
-
კოსოვოს აღიარება გაეროს სასამართლომ ლეგიტიმურად ჩათვალა.
ვეფხვი replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi მეც მასე ვფიქრობ... საიდუმლო თამაშების მსხვერპლნი ავღმოვჩნდით ჩვენც... ისე კი ან ამერიკა-ევროპას რაში სჭირდებოდა მაგ კოსოვოს აღიარება და ან რუსეთს აფხაზეთი-სამაჩაბლოს... -
მე პირადად ყველაფრისდა მიუხედავად ვერანაირად ვერ აღვიქვავ რუსეთს მტრად... იმიტომ რომ ჩვენ შინაური მტერი უფრო დიდი გვყავს ვიდრე გარეული... ხოდა ამ შინაურ მტერს რომ გადავაბრუნებთ მერე ნათლად გამოჩნდება ვინ არის საგარეო მტერი და ვინ არა... :018:
-
dire 26 მაისს სტადიონზე მისული ოპოლიდერებისნაირნი დამიჭერენ და მეტყვიან: ეგ როგორ გაბედე, ქართველის სისხლი დაღვარე და აწი დასავლეთს თვალებში როგორ უნდა შევხედოთო...
-
dire 26 მაისს სტადიონზე მისული ოპოლიდერებისნაირნი დამიჭერენ და მეტყვიან: ეგ როგორ გაბედე, ქართველის სისხლი დაღვარე და აწი დასავლეთს თვალებში როგორ უნდა შევხედოთო...
-
Siknadmo არიან ადამიანები და არსებობენ ერები რომლებსაც ღმერთი უფრო მეტს სთხოვს და უფრო ნაკლებს ჰპატიობს ვიდრე სხვებს... მართალი ხარ რაც დაწერე!!! საღმრთო და ჭეშმარიტების გზას გადავუხვიეთ ჩვენ ქართველებმა და ეს არ გვაპატია ღმერთმა... უფრო მეტად დაგვსაჯა ვიდრე სხვა ერები თორემ საბჭოთა კავშირში 15 რესპუბლიკა ყველა ერთი იდეოლოგიისა და წნეხის ქვეშ არ ვიყავით? რაღა მანდამაინც ქართველების ასეთი დაჩაგვრა? babuagiorgi +100
-
Siknadmo არიან ადამიანები და არსებობენ ერები რომლებსაც ღმერთი უფრო მეტს სთხოვს და უფრო ნაკლებს ჰპატიობს ვიდრე სხვებს... მართალი ხარ რაც დაწერე!!! საღმრთო და ჭეშმარიტების გზას გადავუხვიეთ ჩვენ ქართველებმა და ეს არ გვაპატია ღმერთმა... უფრო მეტად დაგვსაჯა ვიდრე სხვა ერები თორემ საბჭოთა კავშირში 15 რესპუბლიკა ყველა ერთი იდეოლოგიისა და წნეხის ქვეშ არ ვიყავით? რაღა მანდამაინც ქართველების ასეთი დაჩაგვრა? babuagiorgi +100
-
liliko ეტყობა შენ ისეთ ადგილას მოხვდი სადაც ჯერ უცხოელს, კონკრეტულად კი ქართველს ფეხი არ დაუდგამს თორემ მერე ნახავდი რა განწყობაზეც იქნებოდნენ ეგენი...
-
ბერების პიდარასტებად წარმოჩენის კამპანია იგეგმებოდა?!
ვეფხვი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უყურეთ ფილმს AGORA და ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედავთ... -
analgin მაგარი ხარ... რა არის ეს ქართული ენა რა...
-
დაჩი ეგრეა, ეგრე! მეც რომ ვიყო მაგათ ადგილზე მეც ეგრე ვიზამდი... მაგრამ ეგენი მაგით საკუთარ ხალხს ებრძვიან და არა მტრებს!
-
asds მიგიფურთხებია იმიტომ რომ ლიდერად არ გაღიარა? ერთი მითხარი; პახმელიაზე ხარ თუ ეხლა სვამ რამეს? :018: ხალხში რა წინასწარმეტყველია ვინმე? რა გარანტიას იძლეოდი რომ შენ გამოდგებოდი ,,ნორმალური'' ლიდერი? არა ბიჭო შენ მოგაკითხავდნენ უბანში და შეგეხვეწებოდნენ ,,წამოდი ჩვენი ლიდერი უნდა იყოვო'' :givi: :givi: ლიდერობას დამსახურება უნდა ბიძა და არა მარტო საინფორმაციო სააგენტოების შექმნა... მააშ... ეეე... მასეთი ,,ტარანზე წასული'' რამდენი მინახავს იცი??? ყველას თავის თავი ეგონა მართალი და ლიდერობისთვის დაბადებული... კი... მაგარი უმცირესობაა 80 000 კაცი... :018:
-
asds გინდოდა რომ ლიდერად ეღიარებინე ხალხს? ამასაა რომ წერ შენ აქ ამდენ ხანს??? :givi: თვალებს ხუჭავს სხვა დანარჩენ უმსგავსობებზე იმიტომ რომ იმედი არა აქვთ... ვისაც ენდნენ ყველამ გადაგდო... ამიტომაც არჩიეს დაკმაყოფილებულიყვნენ იმ პატარითაც რაცა აქვთ... რომც დამდგარიყვნენ რას სთავაზობდი რეალურად ხალხს? მარტო ლაპარაკს და ინფორმაციის მიწოდებას??? შენ პირადად ტარანზე წამსვლელი თუ იყავი? გაგიანალიზებია როდისმე თუ რატომ მივიდა იმ ოპოზიციონერი ლიდერების დაძახილზე ხალხი სტადიონზე და რატომ არ დადგა ხალხი შენს გვერდზე?
-
საქართველო აზერბეიჯანის კონფედერაცია?!
ვეფხვი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds მაგ ლოგიკით ჯერ აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვის ნავთობით მდიდარ სანაპიროებზე უნდა გასულიყვნენ... მიზეზების მეტი რა ჰქონდათ... -
ხალხი დაშინებული და შეშინებული კი არ არის არამედ უფრო უიმედო და ზოგიერთი ნაწილობრივ კმაყოფილიც... და რითიც არის კმაყოფილი იმის ხათრითა და მიზეზით თვალებს ხუჭავს სხვა დანარჩენ უმსგავსობებზე... იმათ ვისაც იმედი გაუქრათ გადაწყვიტეს რომ რეჟიმს შეგუებოდნენ და მორგებულიყვნენ... და იმ პატარითაც დაკმაყოფილებულიყვნენ რითაც არიან კმაყოფილნი... მაგრამ ეს ხალხი ყოველთვისაც მზად არის გამოვიდეს იმ პატარით დაკმაყოფილებულის მდგომარეობიდან და მეტზე განაცხადოს პრეტენზია! იმიტომ რომ ეს მათი იძულებითი მდგომარეობაა! იძულებით მდგომარეობაში ყოფნა კიდევ არავის არ სურს.
-
asds მიიღო და უშენოდაც კარგად იცის ბევრ რამეზე სიმართლე მაგრამ მერე რა??? სტიქიურად და ანარქისტულად გინდა რომ შეუვარდნენ პარლამენტში??? მოქმედებაა საჭირო, მოქმედება! ხომ გაგიგია საქმე ლაპარაკის ნაცვლადო... ხოდა ჭკუით და სწორი მოქმედება კიდევ ნიჭიერი და ეროვნულად განწყობილი ლიდერის გარეშე არ გამოდის!!! ხოდა იმათმა კიდევ ვინებმაც თავის თავზე ლიდერობა აიღეს უბრალოდ არ ივარგეს... ხალხი გადააგდეს! კი ბატონო... მაგრამ ის ლიდერი სად არის რომელიც სწორ გზაზე წაგვიყვანს და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს??? კი არ კონტროლდება არამედ იმორჩილებს გარკვეულ ზღვრამდე და ეს ისევ და ისევ ხალხის ამ ტოტალური უიმედობის და უპერსპექტივობის გამო! აბა გამოჩნდეს ,,რეალური'' (ნიჭიერი, ავტორიტეტული) ლიდერი აგერ ნახავ ხალხი თუ არ გაჰყვება!
-
asds შენ გგონია რომ მაგ ხალხს შიში და მღელვარება ჰქონდათ დასაძლევი??? შემცდარხარ! ქართული საზოგადოება დემორალიზებული არის ისევ და ისევ უნიათო და აფერისტი ლიდერების გამო!!!