Jump to content
Planeta.Ge

ვეფხვი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.667
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ვეფხვი

  1. რუსეთმა გაგვიუქმა ავტოკეფალია და მაგალითად თურქეთმა (რომელსაც დღეს ჩვენი პრეზიდენტი ერთ ადგილს ულოკავს) თავის დროზე გაგვიუქმა საერთოდ ქრისტიანობა! ამერიკას კიდევ საერთოდ არ გააჩნია ისეთი პრინციპები როგორიცაა: ,,ენა, მამული,სარწმუნოება!'' და დღეს ჩუმად და ნელა, გაიძვერულად არ მიდის ჩვენი გადაგვარება და გაამერიკანიზმება? ზოგიერთი ტელეარხი უკვე ,,ნაგლად'' ინგლისურ ენაზე ისე უშვებს ფილმებს არც კი თარგმნის ქართულად... მაშინ სკოლებშიც ქართულად ისწავლებოდა და ეკლესიებშიც ქართულად ტარდებოდა წირვა!!! პირადადა ვარ ამის მომსწრე... (თუ კი სადმე კომუნისტების დროს საერთოდ წირვა ტარდებოდა)... ჟურნალ-გაზეთებს აკონტროლებდა არა ,,რუსული'' ცენზურა არამედ ,,კომუნისტური'' ცენზურა! ეს სხვადასხვა მცნებებია! რომელ ქართულ ღირებულებებზე გაქვთ საუბარი? დღეს არის კი ეს ქართული ღირებულებები დაცული??? საბჭოთა კავშირში შეგვიყვანეს ისევ და ისევ ჩვენი უსუსურობის გამო... რა მნიშვნელობა აქვს მაშინ საბჭოთა კავშირი ჩაგვყლაპავდა თუ თურქეთი? მე შენ გეტყვი და ჩვენი გულისთვის ევროპა შეიწუხებდა თავს თუ ამერიკა? ყველამ გაიგეთ რა... მსოფლიო ორ ბანაკად არის დაყოფილი და ყველას თავისი პირადი ინტერესები აქვს... შენი მეგობარი აქ არავინაა! აქ კარგი და ცუდი არ არსებობს... აქ არსებობს ცუდი და უფრო უარესი... აი ამათ შორის უნდა გავაკეთოთ ჩვენ არჩევანი![/b]
  2. შეგიძლიათ თუ არა მამაკაცთან დაწვეთ ყოველგვარი გრძნობის (უსიყვარულოდ) გარეშე, მარტო სექსუალური ლტოლვის გამო???
  3. თანახმა ხართ თუ არა საქართველოს გერბზე წარწერა ,,ძალა ერთობაშია'' შეიცვალოს წარწერით: ,,ენა, მამული, სარწმუნოება''? ... და რატომ?
  4. საქართველოს რატომღაც ავტორიტარიზმის დიდი ნიჭი აქვს... საკმარისია ვინმე ერთ კაცს ვანდოთ სადავეები და ეგრევე გადაისვრის ხოლმე თავზე... თავისი უფლებების არც ზომა იცის და არც წონა... საქართველოში საპრეზიდენტო ან მონარქისტული მმართველობა ავტორიტარიზმის წახალისება - ლეგალიზებაა და მეტი არაფერი!!!
  5. აბსოლიტური სიმართლეა... სულელი უნდა იყოს კაცი რომ ეს ვერ დაინახოს... მე კიდევ მიშას მონებთან საუბარს არ ვაპირებ... შენ გაგიმარჯოს ღმერთმა... ამის თქმა მინდოდა მეც! აკრძალულია: 2.1. ფორუმელის შეურაცხყოფა. სასჯელი: შეურაცხყოფის სიმძიმის და სიხშირის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს სიტყვიერი გაფრთხილებიდან ერთ კვირიან ბანამდე. სიტყვიერი გაფრთხილება
  6. კი... ჩვენ ტრანსგალაქტიკურ სივრცეში უფრო მალე მიგვიღებენ ვიდრე ტრანსატლანტიკურ სივრცეში... ) ხოდა გამოვა რომ ნატოს წევრ ქვეყანაში (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორია) რუსეთის ჯარი, რუსეთის ბაზები დგას... ანუ ფაქტი: რუსეთს ჰყავს დაპყრობილი ნატოს წევრი ქვეყანა და ნატო კიდევ ერთ ადგილსაც ვერ ჭამს რუსეთს... თქვენ ხომ იცით რომ ნატო - რუსეთის უშუალო, პირდაპირი ომი გამორიცხულია? და გინდა თქვათ რომ ნატო საქართველოს გამო მესამე მსოფლიო ომს წამოიწყებს??? ძაან მაღლა ოცნებებში დაჰფრინავთ და ფრთხილად იყავით კოსმოსში არ ამოყოთ თავი... ხომ ვამბობდი ჩვენ ჩვენის ფანტასტიკური სურვილები - ოცნებებით ტრანსგალაქტიკურ სივრცეში უფრო მალე მიგვიღებენ მეთქი... ) კი... ნატო გამოგვყვება მაგათ დასაბრუნებლად და რუსეთს გაუმართავს ომს პირდაპირ... ) კეთილ სურვილებსა და რეალობას ვერ ანსხვავებთ თქვენ აქ გეტყობათ...
  7. სხვა რამე უკვე მიბრუნებული აქვს საქართველოს ამერიკისკენ... ეხლა პირი რუსეთისკენ და მაგარი გრუპავუხა გამოვა... სამთა სექსი...
  8. ესე იგი იმ ქვეყანას რომელსაც ამერიკის მიერ დასმული პრეზიდენტი არა ჰყავს სათავეში ის ქვეყნები ყველა რუსეთის მონები არიან? ან ამერიკა (მთლიან ნატო-ში არ გვიღებენ) ან რუსეთის მონობა? უი რა საამერიკოდ - სათავისოდ მოგიგონებიათ ეგ საკითხი...
  9. უფ... რა რადიკალური პესიმიზმია... :help: ვინ დაგაშინა შვილო შენ ასე ? რუსთავი 2-მა თუ იმედმა? ისე 1 სამაუწყებლოს უფრო პროპაგანდისტული გადაცემები აქვს ვიდრე ყველას ერთად აღებულს... ეგ საფრთხობელა სიზმრები კარგად შეინახე და საგაზაფხულოდ სოფელში გააგზავნე იქ მინდვრებში დასჭირდებათ წითელჰალსტუკიანი კურდღლების შესაშინებლად... დღეს რომელი საბჭოთა რესპუბლიკა ჩაყლაპა რუსეთმა ერთი დამისახელე... 14 რესპუბლიკიდან რომელი ერთი ყავს ,,დამონებული'' ხომ ვერ მეტყვი?
  10. ჯერ გახდი წევრი და მერე იბაქიავე... აი მაგაზეა აქ საუბარი... ,,რომ გახდეს'' ,,რომ იყოს'' და ასე შემდეგ ხომ გითხარით რომ აქ ეგეთები არ იყოს მეთქი??? ამ ჩემისა ნატომ გუშინ, სანამ საქართველოში სიტუაცია გამწვავდებოდა არ მიგვიღო თავის რიგებში და დღეს შედეგად კი გვიდგას ის რასაც ჩვენ დღეს მივსტირივართ, ტერიტორიულ პრობლემებს! ეხლა კი რომ გახდეს საქართველო ალიანსის წევრი აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს და გაწყობთ თუ არა ეგეთი რამე თქვენ? ეგეთი ნატოში შესვლის დაპირებები დათა თუთაშხიას ერთ-ერთ ეპიზოდს მაგონებს... ნათელი წერტილი გვირაბის ბოლოს... ისიც კი არ ჩანს!
  11. dire ნუ თუ ინდოელი ტარიელები ნატოელები გახდნენ და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა თუ ტრაკანი გახდა... ნეტა მასე ატრაკებდეს მთელი საქართველო... ) Nukriko მე დარწმუნებული ვარ რომ თუ ასე კიდევ 5 წელი გაგრძელდა ამერიკა საქართველოს ნატოში შესვლაზე დაითანხმებს აფხაზეთისა და ,,ოსეთის" გარეშე!!! მერე კი სამუდამოდ მშვიდობით აფხაზეთო და ,,ოსეთო"!!! რადგან საბჭოთა კავშირის ისტორიაში ან კიდევ უახლესი რუსეთის ისტორიაში არ ყოფილა თუნდაც ერთი ფაქტი რომ რუსეთს ვინმესთვის უკვე მიტაცებული მიწები დაეთმოს და უკან დაებრუნებინოს!
  12. ეს პოდლობაა და მეტი არაფერი! სანამ ნატო-ზე ისაუბრებდე ჯერ ის გავარკვიოთ თუ რა არის და რომელი ტერიტორიებია შენთვის ,,საქართველო''... შენთვის დამოუკიდებლობა მარტო თბილისში ავლაბრის რეზიდენციისა და რუსთაველზე პარლამენტის ტერიტორიის დამოუკიდებლობას ნიშნავს? აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მაშ რაღაა საქართველო? მარტო თბილისი? მაშ მოდი ისიც ვთქვათ რა და რომელია თბილისი? ალბათ მარტო ვერა-ვაკე და საბურთალო... აი გლდანი და დიღომი შეგვიძლია მტერს ჩავაბაროთ თუ ვაკე საბურთალოს გადასარჩენად დადგა საკითხი! ვაკე-საბურთალო კი შევა ნატო-ში მაგრამ მერე გგონია ნატოს ჯარი ვაკე-საბურთალოს გამოჰყვება დიღომისა და გლდანის რუსებისგან გასანთავისუფლებლად? დღესდღეობით ნატო - რუსეთის პირდაპირი ომი რომ რეალობაში გამორიცხულია ეს ხომ შენც წინასწარ კარგად იცი??? გამოდის რომ თითვეული ქართველი მხოლოდ თავისი უბნის გადასარჩენად იბრძვის! ეგეთი აზრი რაც შენ ეხლა დაწერე, ჩვენს წინაპრებს არასოდეს არ მოუვიდოდათ თავში... რაღაც გაერთიანებაში შესასვლელად ტერიტორიები დაეთმოთ!!! თვითეოული მეტრის გულისთვის იბრძოდნენ და გაჰქონდათ კიდევაც თავისი... და ჩვენთვის თურმე ნატო უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა!!! ვაი საქართველოვ!!! თურმე შენთვის მთავარია მხოლოდ რუსთაველზე პარლამენტის შენობა, კანცელარია და ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენცია არ იყოს დაპყრობილი და დანარჩენ საქართველოს ხომ თავისუფლად შეველევით ამ ორი უბნის გადასარჩენად და ნატოში შესაყვანად! ხვალე რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 90% დაიპყროს და დატოვოს მარტო თბილისი მაინც შეხვიდოდი ნატოში და ამ ტერიტორიებს შეატოვებდი რუსეთს იმ იმედით რომ ოდესღაც ალბათ ეს ტერიტორიები დაგვიბრუნდება??? ჩვენ რომ ნატოში შევიდეთ უნდა ჩვენი ნებითვე ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა... რის შემდეგაც მას აღიარებენ დანარჩენი სახელმწიფოებიც... მათ შორის ევროკავშირიც და ნატოს წევრი ქვეყნებიც და გინდათ თქვათ რომ რუსეთის დაშლის შემდეგ ჩვენივე აღიარებულს დაგვიბრუნებს ვინმე??? ეს ხომ თქვენც კარგად მოგეხსენებათ რომ აბსოლიტური აბსურდია? ჩვენივე აღიარებულს ჩვენვე უკან ვინღა დაგვიბრუნებს? რუსეთის დაშლის შემთხვევაში შემდეგ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც იგივე სტატუსი მიეცემათ რაც მაგალითად შემდგომ დამოუკიდებელ დაღესტანსა და ჩეჩნეთს... და არამც და არამც საქართველოში დაბრუნება!!! აქ მთავარია თუ რა პრინციპების მატარებელი იქნება საზოგადოება, თუ რა პრეცენდენტს დაუშვებს საქართველო თავის ისტორიაში... ხომ გაგიგია, ადამიანმა თუ ერთხელ ,,იმის'' ჭამა დაიწყო მერე მთელი დარჩენილი, მომავალი ცხოვრება მოუწევს ,,იმის'' ჭამა!!! ხომ გაგიგიათ როცა თავსზევით ძალა არ არის ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო! დაველოდოთ რუსეთის დასუსტება-დაშლას და კი გამოვალთ მერე მისი გავლენის სფეროდან გამარჯვებულები და ერთიანები... სხვა გვარად ხომ უბრალოდ ვერც გამოგვდის, შედეგები სახეზეა! გაჩხერილები ვართ შუა გზაში:… ნატოშიც ვერ შევდივართ (ნატო არ მიიღებს თავის შემადგენლობაში ისეთ ქვეყანას სადაც რუსეთის ჯარი დგას!) და რუსეთთანაც საქმე გვაქვს გაფუჭებული!!! ისმება კითხვა: სანამდე? ხომ არ შეიძლება ნატოში შესვლის რაღაც იდეაფიქსს უსასრულოდ და ვირულად ვაწვებოდეთ? სად არის ჩვენი სურვილისა და ,,მონდომების“ შედეგი? ესე იგი რაღაცას ვერ ვაკეთებთ სწორად! რა არის შენთვის თვითმიზანი: სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად საქართველოს ნატოში შესვლა თუ საქართველოს ერთიანობა? ნატოში შესვლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების ხარჯზე??? არა, არა და არა!!! მე მაგალითად, თუ სხვა გამოსავალი არ არის მირჩევნია მეც იქ ვიყო სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო იქნება!!! სიტუაციის შეცვლისა და გაუმჯობესების შემთხვევაში ერთად მაინც გამოვალთ და გავნთავისუფლდებით გავლენის სფეროდან, იმიტომ რომ ეს ,,დაღუპვა‘‘ კი არა არამედ დროებითი მდგომარეობაა რაც ჩვენ ისტორიაში არაერთხელ გვქონია და დღემდე გადაგვიტანია!
  13. ფაქტები: 1. ნატო არ იღებს ახალ წევრებად იმ ქვეყნებს რომლებსაც გააჩნიათ ტერიტორიული კონფლიქტები-პრობლემები! ხოლო საქართველო ის ქვეყანაა რომელსაც გააჩნია ტერიტორიული პრობლემები-კონფლიქტები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით! 2. იმისათვის რომ საქართველო შევიდეს ნატოში (და არა მხოლოდ ამერიკის დაქვემდებარებაში!) საჭიროა ეს ტერიტორიული პრობლემები მოაგვაროს: ა) ან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობისა და აღიარების გზით ბ) ან ამ ტერიტორიების დაბრუნების გზით! გისვამთ კითხვას: თანახმა ხართ თუ არა საქართველო ნატოში შევიდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე??? თუ არ ხართ თანახმა მაშ მეორე ვარიანტის და მიხედვით როგორ აპირებთ ამ ტერიტორიების დაბრუნებას? ოღონდ გთხოვთ პასუხი იყოს ყოველგვარი: ,,თუ შევედით" ,,უნდა შევიდეთ", ,,ნატო გამონაკლისებს დაუშვებს", ,,ალბათ", ,,თუ", ,,ოდესმე", და ასე შემდეგ... გამოსავალი ვარიანტები: 1. ან უნდა დავრჩეთ რუსეთთან კომფროტაციაში და სასწრაფოდ უნდა შევიდეთ ნატოში რაც მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის დათმობით (აღიარებით) შეიძლება მოხდეს (ტერიტორიული პრობლემებით ნატო არ მიგვიღებს) 2. ან დაველოდოთ როდის თვითონ დაიშლება რუსეთი (მერე კი არსად შესვლა აღარ დაგვჭირდება) და მანამდე ვიყოთ მხოლოდ ამერიკის (და არა ნატოს, რადგან ასეთი მდგომარეობით ნატოში ვერ შევალთ) კოლონია კავკასიაში... ანუ მუდმივი არასტაბილურობა! 3. პირი ვიბრუნოთ რუსეთისკენ რაც გამთლიანების და სტაბილურობის შანსს მაინც მოგვცემს! სულ მცირე ტერიტორიებს მაინც არ დავკარგავთ! თანახმა ხართ თუ არა საქართველო ნატოში შევიდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე?
  14. რუსეთი თუ ამერიკა და რატომ? წარმოადგინეთ თქვენი ვერსიები!
  15. რომელი პოლიტიკური წყობა, მმართველობა არის საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური და რატომ?
×
×
  • შექმენი...