king depress 1. იმიტომ რომ კაცი ბუნებით მონადირეა! 2. იმიტომ რომ კაცს შეუძლია ერთმანეთისგან სექსი და სიყვარული განასხვაოს! ღმერთმა დაგიფაროთ ეგეთი პასიური კაცი რომელსაც ქალებისკენ თვალი არ გაურბის... ,, ნე ბივაეტ ორიოლ ს გოლუბინიმ ხარაკტერომ'' ქალებსაც აქვთ ჰორმონები, ასევე ურტყამენ თვალებში... მაგრამ კაცებისგან განსხვავებით არის ერთი უცნაურობა... სექსში ქალისთვის საკმაოდ მაღალია ემოციური ელფერის პროცენტული წილი ვიდრე ფიზიოლოგიურისა. კაცებისთვის კი, ჯერ ფიზიოლოგიური (ანუ სიამოვნება) მოდის და მერე ემოციური ელფერი... ანუ, კაცს თუ მოაწვება ჰორმონები წავა და ,,დაცლის'' ზედმეტი ფილოსოფიების გარეშე, სულ ერთია ვისთან, თუნდაც უსიყვარულოდ... ქალს თუ მოაწვება ჰორმონები და არ უყვარს, ჯერ შეიყვარებს (ან დაიჯერებს, რომ მოსწონს, ევასება და ა.შ. შეიქმნის ემოციურ ელფერს) და მერე "განიტვირთება" მასთან! ქალებს ამორალურად მიაჩნიათ სექსი იმ ადამიანთან რომლისაც მხოლოდ სახელი იციან ანდაც იმიტომ რომ ,,ჰორმონალური შემოტევისას'' მასთან ახლოს აღმოჩნდებიან... რასაც კაცებზე ვერ ვიტყვი ნამდვილად! ქალს უსიყვარულოდ სექსი არ შეუძლია... კაცს კი ეს ძალიან კარგათაც შეუძლია... ამიტომაც არის რომ კაცი ქალზე უფრო ერთგულია ,,გრძნობებში''... ფიზიკურად კი მიდი-მოვდივააარ... იმიტომ რომ კაცი სიყვარულს სექსთან არ აიგივებს! კაცს შეუძლია ერთდროულად გრძნობებით მტკიცედ უყვარდეს ვინმე და პარალელურად კი ფიზიკურად გაქანებული მექალთანე, ბაბნიკი და გახრწნილი იყოს... კაცის ფიზიკური გახრწნილობით მისი სული არ ნადგურდება რასაც ქალებზე ვერ ვიტყვი ... სამწუხაროდ ქალში სხეულის ხრწნასთან ერთად სულიც იხრწნება რადგან ყოველი სექსის დროს ხშირ შემთხვევაში სიყვარულს და ,,გრძნობებს'' აქსოვს მასში! აქედან გამომდინარე ქალს ქორწინებამდე რამდენჯერაც სექსი მოუნდება თუ იმდენივეჯერვე კაცთან დაწვა და იმდენივე კაცი შეიყვარა (მხოლოდ ერთი ღამისთვის) და მერე მეორე დღეს დაივიწყა მაშინ კარგად ჰქონია ასეთ ქალს საქმე... სექსპარტნიორის ხშირი ცვლა გრძნობების ხშირ ცვლას ნიშნავს ქალში რასაც კაცებზე ვერ ვიტყვი ნამდვილად! ასე რომ თუ არ შეუძლიათ ამ ქალებს სიყვარულის გარეშე დატკბნენ სექსით ადგნენ და გაანებონ რა თავი ამ სექსზე საუბარს... და თუ შეუძლიათ კიდე ადგნენ და გააკეთონ რა რაც უნდათ, რასაა რომ იფასებენ თავს და სხვის ჭკუაზე დადიან... - ,,ჯერ სიყვარული დამიმტკიცე (ალბათ ცოლად მოყვანით) და მერე მოგცემ''!!! - ასეთია ქართველი მაყვალების პრინციპი! თუმცა ერთგული კაციც არსებობს და ქალიც, უბრალოდ ქალს მეტი მოთმენის უნარი აქვს სექსუალური თვალსაზრისით, მამაკაცს თუ დიდხანს არ შეუძლია უქალოდ ყოფნა, არ ნიშნავს იმას, რომ ერთგული არ არის.