Jump to content
Planeta.Ge

ვეფხვი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.667
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ვეფხვი

  1. verusi verusi აბსოლიტურად გეთახმები...თუ ქვეყანა ჩემზე და ჩემს ოჯახზე არ ფიქრობს და არ ზრუნავს და მხოლოდ ამომრჩეველ ჯოგად და საზარბაზნე ხორცად ვჭირდებით რა თქმა უნდა გაგიჩნდება ან პროტესტის გრძნობა ან თვითგადარჩენის ისტიქტი ამუშავდება... და რომელ ქვეყანაშიც და რომელ ქვეყანასთანაც ერთად იგრძნობ თავს დაცულად და მშვიდად რა თქმა უნდა იქეთ გაგიწევს გული... 20 წელია საქართველო დამოუკიდებელია... რა ხეირი რო??? მიზეზები არ დაილია მოკლედ ჩვენთვის... მიზეზებს რა დალევს... ხოდა ჩვენ კიდევ ცხოვრება და განვითარება გვინდა ბატონო... ხოდა თავები მაინც გადაირჩინეთ ბატონებო, თავებიიი...
  2. verusi Siknadmo მოიცა, მოიცა... ხატოვნად წერთ მაგრამ არაადეკვატურად... რატომ მოაწერა ერეკლემ ხელი ტრაქტატს რუსეთთან? იმიტომ რომ საქართველოს უკვე მაშინ ,,დედა არ ჰყავდა´´... დედა არ ჰყავდა ჯერ კიდევ მონღოლების შემოსევიდან მოყოლებული... უკვე მონღოლების შემდეგ ვეღარ გაიმართა საქართველოს წელში... ... და 300 წელი რომ ჯერ თურქები ისხდნენ ჩვენთან და მერე ირანელები ეგ არაფერი არა??? მაგას არ მოუხდენია ქართველების განვითარებაზე ზეგავლენა ხომ??? ასე რომ რუსეთს ნურაფერს აბრალი... თვით ოცდაერთი წლის მთავრობაც კი იმდენად სუსტი იყო რომ დაჟე სომხების თავდასხმებსაც კი ვერ უძლებდა... მაშინ ჯუღაშვილი და სხვა გაკომუნისტებული ქართველები რომ არა დღეს თურქების მიერ ვიქნებოდით დაპყრობილები... ეს რალობაა! verusi რასაც გაზრდიან ის თაობა ეყოლება შემდგომში საქართველოს... ახალი თაობის დეგრადირება დაწყებულია უკვე (ანუ ეს ის თაობაა რომელსაც ამ სააკაშვილის რეჟიმის გარდა სხვა წყობა არ უნახავს და მათთვის კარგიც ეგ არის და ცუდიც... განსაკუთრებით თუ ჯერ კიდევ ისევ მშობლების კისერზე ზიან) და თუ მართლა 2013 წლამდე გასტანა გამოდის რომ მთელი ერთი თაობა კომპლექტში ამ სააკაშვილის იდეოლგიით იქნება გაზრდილი... 2003 წლიდან 2013 წლამდე 10 წელია და პატარა ვადა არ არის საქართველოს ისტორიაში... შევარდნაძემ ხომ სულ რაღაც 12 წელი ,,იმეფა´´! ახალი თაობა კი არა უკვე ძველმა თაობამაც კი დაიწყო დეგრადირება... გაფუჭდა ხალხი უვე ძალიან! არ ვფიქრობ მასე... მხოლოდ ფაქტებს ვყვები!!! ეგ იდეალური ვარიანტია მაგრამ არარეალური... ხომ გაგიგია უპატრონო ქვეყანას ეშმაკები დაეპატრონენნო... რა სასამართლო, რის ხავერდოვანი და უსისხლო რევოლუციები... რა დემოკრატია, რის თავისუფალი არჩევნები... რა ამერიკა და რის დასავლური ფასეულობები... რეებს ოცნებობთ ხალხნო? ყველას გვევასება დავით აღმაშენებელი... ხომ ასეა??? მაგრამ... დავით აღმაშნებელი თავის დროზე როგორც და რა მეთოდებითაც მოქმედებდა საქართველოს გასაერთიანებლად და ასაყვავებლად იგივე რომ დღეს გაეკეთებინა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი არ აცდებოდა ნამდვილად... (ხომ ხედავ კადაფის რას უშვრებიან)... ყორღანაშვილი მოღალატე იყო და ყოველგვარი სასამართოს გარეშე გადაუშვეს კლდიდან... მაგრამ არის კი ამის გამკეთებელი დღეს ვინმე? არც არავინ იმიტომ რომ ყველა ცდილობს დასავლეთის თამაშის წესებით ითამაშოს... (იმიტომაც ჩაიფუშა 26 მაისს ხალხის ის მასობრივი მღელვარება სტადიონზე)... იგივე რომ დღეს გაიმეორო ტრიბუნალზე წარგადგენენ ისევ და ისევ დასავლური სტანდარტებისდა გამო... Siknadmo გეთანხმები მაგრამ არაქარიზმატული ლონდრე ვის რად უნდა პოლიტიკაში და სახელმწიფოს მმართველად...
  3. პოლიტიკოსებიდან უკვე აღარავინ... არავითარი აზრი აღარ აქვს გარეთ გასვლას და გადადექის ყვირილს... ამიტომ უნდა ადგე და საერთოდ უნდა გასცილდე ამ ქვეყანას... ამით საკუთარ თავს მაინც გადაირჩენ... სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს... ერთი ფაქტია რომ საქართველო მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს იყო მშვიდად და ხალხიც კმაყოფილი... analgin რაც ჩამოთვალე ეგენი კარგია მაგრამ ამ ცხოვრებაში არსებობს ასეთი ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი ანუ თუ ამ ასაკამდე ის ადამიანი არ გახდა პოლიტიკოსი ესე იგი ის არ არის ქარიზმატული და არ გააჩნია ამბიცია და მებრძოლი სული სახელმწიფოს მართვისათვის... ვისაც არა აქვს ამბიცია იმას ძალით ვერ გახდი პოლიტიკოსად... ეს ცხოვრება თვითონ გამოარჩევს ლიდერს!!! ესა თუ ის პიროვნება თუ დღემდე არ არის ლიდერი ზნაჩეტ არ არის სალიდერო პიროვნება და ლიდერის თვისებებს მატარებელი... წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკვე იქნებოდა ლიდერი... ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი, ჯუნგლების კანონი მოქმედებს ამ ცხოვრებაში...
  4. Morfius მობეზრება მწვავე მიზეზი ვერ იქნეა თუ ხალხს ფული აქვს... სოციალურად კმაყოფილ საზოგადოებაში მობეზება ვერ შექმნის ქუჩაში მასიურად გამოსვლის მწვავე მიზეზს... ეხლა კი არის შუქიც და გაზიც მაგრამ მხოლოდ ,,ფულიანებისთვის´´ ანუ ისევე როგორც ეს ედიკას დროს იყო... შენ ედიკას დროს ფული გეკითხა თორემ ფული თუ გქონდა დენიც გქონდა და გაზიც... ამერიკის მიტინგებს კიდევ ჩვენ აქ არ განვილხილავთ... ეს ცალკე თემაა და შეუსაბამობაა მათი შედარება... flo-masteri შენ რატომ არ გქონდა შუქი... ფიზიკურად დეფიციტი იყო ეს საქართველოში თუ უბრალოდ ფული არ გქონდა მაგხელა თანხა გადაგეხადა ასე ვთქვათ ლევი დენისთვის? აბა ერთი ედიკას დროს მოსახლეობას იმხელა ტარიფი გადაეხადა რასაც ეხლა იხდიან... დენი იქნებოდა კი არა და სულ ცხელ-ცსელს მოგართმევდნენ სახლში მოტანით და თან მადლოასაც გეტყოდნენ... უფულობაა მთავარი პრობლემა.... ფული და შემოსავლები თუ გაქვს დენიც გაქვს, გაზიც და სამართალიც... ხვდები ალბათ შენ ამ ყველაფერს...
  5. laci Не бойся больших расходов, бойся маленьких доходов!
  6. ioio ცენტრალური სერვერი რა თქმა უნდა საჭირო იქნება სადაც შეგროვდება ეს მონაცემები... ანუ მონაცემთა ბაზა! და რა პრობლემაა მაგის შექმნა??? ეს ყველაფერი კეთდება დემოკრატიისთვის და მომავალი თაობებისთვის რომ შემდგომში არჩევნებში ეჭვი არავის შეეპაროს!
  7. mtidan არა მართლა... აქ სუფთა ხორცი ასე 4 ევრო ღირს... 3,50 არის ხოლმე ფასდაკლებები... სამაგიეროდ აქ გერმანიაში თუ მუშაობ საშუალო ხელფასი 1500 ევროს შეადგენს... ნუ 1200 ევროზე ნაკლებ ხელფასიან სამუშაოზე სრულუფლებიანი და ჯანმრთელი პიროვნება არ მიდის... vedreba:
  8. laci ხოდა მაგას არ ვამბობ მეც??? სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია! თორემ კორუბციისა და საგარეო პოლიტიკის გამო ხალხი არ გამოვა ქუჩაში თუ მათ ფული აქვთ...
  9. newstudio ეგ ცხრილი ამობეჭდეთ და ჩვენს სტრიპტიზიორ მინისტრს საწოლის თავთან გამოუკარით თუ შეიძლება... და მიშა რომ მიაკითხავს ხოლმე საწოლში ალბათ რას იცინებენ ორივენი ქართველ ხალხზეეე... და ხორცი რა ღირს ხალხნო თბილისში?
  10. asds რა შეიცვალა მეთქი არ ვკითხულობ... რა აწუხებდა ყველაზე მეტად ხალხს და რისი შეცვლის იმედი ჰქონდა იმას ვკითხულობ მე... Morfius მაშინვე არც შუქი მოვიდოდა და არც გაზი... ეს იცოდა მოსახლეობამ მაგრამ იმედი ხომ ჰქონდათ (თანაც სრულიად რეალური და სამართლიანი)??? წინასწარმეტყველი კიდევ არავინაა რომ გამოიცნოს ესა თუ ის მთავრობა დანაპირებიდან რას შეასრულებს და რას არა... მაგრამ რაც შემდეგ მოხდა იმაზე არ მაქვს საუბარი... მე დავსვი კითხვა თუ რა მიზეზით და რისი იმედით გავიდა ხალხი მიტინგზე... თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან... laci asds იყო ხალხი რომლებსაც დენიც ჰქონდათ და გაზიც... და იცით რატომ? იმიტომ რომ სამუშაოები და შემოსავლები ანუ ფული ჰქონდათ და შესაბამისად არც მოსულან ეგენი მაშინ მიტინგზე... (აფერისტ პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ!) შენ ფული თქვი თორემ... როცა ფული გაქვს დენიც გაქვს, გაზიც, სამართალიც და სხვა კაი ცხოვრებაც ... გინდაც გარეთ სულ იქცეოდეს ქვეყანა! ასე რომ ხალხი ტოტალური უმუშევრობის გამო და უფულობა-უფინანსობის გამო გავიდა მიშას გვერდზე დასადგომად... ზუსტად ამ პრობლემის მოგვარების იმედით გავიდა ხალხი მიტინგზე... სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე... ანუ არ გქონდათ შემოსავლები!!! სოციალური დაცვა და სამედიცინო დახმარება!
  11. Morfius ამიტომ დასკვნა... ხალხს არ უნდა დაეყრდნო და სადაც არ ასჯობს გაცლა სჯობსო... ხალხი ბრბოა და ეს ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა! უბრალოდ შენს თავს და შენს ოჯახს მიხედე... სხვანაირად უბრალოდ ცხოვრება ჩაგყლაპავს... ამ ხალხის იმედზე ყოფნა არ ღირს... ესენი ვერაფერს ვერ შეცვლიან თუ სხვამ, არ შეუცვალა ამათ სიტუაცია...
  12. mtidan ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ გამოვა ხალხი ქუჩებში... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ხოდა რა იყო ეს მწვავე მიზეზი? Morfius ედიკა მობეზრდათ, არ დაეზარათ და ამის გამო ქუჩებში გამოვიდნენ??? ეს მართლა საინტერესო ვერსიააა... თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან... რამ გაიყვანა მასა მიტინგზე?
  13. georgekh13 asds ხელოვნური რომ იყო და ორგანიზატორები რომ აფერისტობდნენ და მაიმუნობდნენ ეგ მეც ვიცი მაგრამ თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან... რამ გაიყვანა მასა მიტინგზე? ყველა გართობის მიზნით იყო მისული და ყველას ფული გადაუხადეს??? მასა და უმრავლესობა ხომ იქ თავისი პრობლემების მოგვარების იმედით მივიდა... ხოდა რა იყოს ეს მთავარი მიზეზი რამაც ხალხი იქ მიიყვანა??? მთავარი აზრიდან და კითხვის არსიდან ნუ გადაუხვევ! ...
  14. Morfius + 1 000 000 საქართველოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ხავერდოვანი რევოლუცია და ისიც მიშას მოწყობილი... :givi:
  15. ხალხნო ამიხსენით... იყო თუ არა მიშას პარლამენტში ძალით შევარდნა ძალადობა კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად?
  16. asds ანუ შენი პასუხიდან იკვეთება ორი მიზეზი... სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა ფინანსური დაინტერესებითურთ... და გართობის მიზნით... ხომ ასეა? არ არის აუცილებელი ხალხი მიტინგზე მივიდეს იმის გამოსახატავად რომ იგი ამ მიტინგს და მის ორგანიზატორებს მხარს უჭერს... მიტინგზე გამოსული ხალხის რაოდენობით არ განისაზღვრება საერთო მხარდამჭერთა რაოდენობა!
  17. asds მინიმალურად აუცილებელი ნაწილი არ იყო იქ უმრავლესობა... georgekh13 Morfius ანუ ხალხის ქუჩაში გამოსვლის მთავარი მიზეზი იყო უბრალოდ მობეზრება? ედიკა მობეზრდათ, არ დაეზარათ და ამის გამო ქუჩებში გამოვიდნენ??? ეს მართლა საინტერესო ვერსიააა... :TAT:
  18. asds ანუ გართობის გამო? ვაშინგტონმა რა გააკეთა იმას არ გეკითხები და ხალხიც რომ ერია იმ რევოლუციაში ალბათ კი უნდა დაგენახა შენ... მთავარი მიზეზი რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა... რა იყო? ...
  19. რა იყო ხალხის ქუჩებში გამოსვლის მთავარი მიზეზი? რა იყო ხალხის დაკვეათა? რატომ გაყვა მიშას ხალხი? რა აწუხებდა მაშინ ყველაზე მეტად ხალხს? ვინ რა მიზეზით მისცა მიშას ხმა? რას ელოდებოდით ამ რევოლუციისგან? ამ რევოლუციით რის გამოსწორებას ელოდებოდით? რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა?
  20. Siknadmo გარიგებები, გარიგებები და ისევ გარიგებები... ალასანია + თარგამაძე რადიოს 105,0 ... ხუმრობები მამაჩემის რადიოზე... :givi: გავიცინეთ და გავიარეთ... ეგ უკვე მოძველდა... ახალი რა გვაქვს საინტერესო და შედეგის მომტანი?
  21. asds lasha_alo აზრი არა აქვს და იმიტომ...
  22. მიშველეეთ... დამეხმარეეეთ!

    ალო, ალო... ლაშა ბატონო... შემოდი რა ჩემთან აკაუნტზე და ნახე რა რა ხდება... დავიტანჯე კაცი...

    ამ კომპიდან სხვა ნიკით რომ შემოდიან ყველაფერიც ჩანს... ჩემთან კიდევ არა...

  23. asds საქართველოში რუსეთის ოქტომბრის რევოლუციასავით ყველაფრის გამწმენდი და წამლეკი რევოლუცია არ მოხდება... საზოგადოებრივი ავტორიტარები არ დაუშვებენ ამას... ჩვენი ხალხი ხომ ყოველთვის ავტორიტეტზეა დამოკიდებული... ის იმის ახლოებლია და ეს ჩემი ახლობელია... ეს არ დაიჭიროთ და ის არ დავიჭიროთ, ეს არ მოვკლათ და ის არ მოკლათ ... ასე შემდეგ იქნება მერე... ხოდა მასე გადარჩებიან ზუსტადაც ეგ კორუმპირებუკები და მიშმაკაკები... სანამ არ შევიგნებთ რომ მოღალატეები და ქვეყნის დამქცევები ჩვენი საზოგადოებაში, ჩვენს გვერდით არიან მანამდე ვერაფერს ვერ მიაღწევს საზოგადოება...
×
×
  • შექმენი...