ე.ი ღმერთი არამატერიალურია და აბსტრაქტული. ე.ი. არარსებობს. ნებისმიერი არამატერიალური და აბსტრაქტული ჩემთვის არაადამიანური და მიუღებელია ჩემი დღევანდელი გაგებით. არ მჯერა ღმერთის არსებობის, რადგან არსებობს მხოლოდ მატერია, ენერგია, და ჩემთვის ჯერ კიდევ ძნელად გასაგები (გაურკვეველი მასალის - უხეშად რომ ვთქვა) აზროვნება, ცნობიერება და გონი, რომელიც ადამიანისგან, ანუ მატერიისგან განცალკევებულად არ არსებობს. ჩემის აზრით სწორედ ამ ცნობიერებაში (არაცნობიერში) იმალება ზღაპრული ღმერთი, არამატერიალური და ხელშეუხებელი და ის უბრალოდ ჩვენი აზროვნების ნაყოფია, ხანდახან ხილულიც (ჰალუცინაცია) და მეტაფორულიც (ფანტაზია)... ასე რომ მოსესაც, ნოესაც და აბრაამსაც სრულიად შესაძლებელია, რომ ეხილათ "ღმერთი", მაგრამ ეს ღმერთი არა ყოვლისშემძლე და საერთოა, არამედ ეს მათი პირადი ღმერთი იყო (იქნებოდა) ცოტა აბდაუბდა გამომივიდა, მაგრამ იმედია მიხვდები ჩემს ნააზრევს...