nika3012 ადამიანს ასე ვერ დასვავ და ვერ შეაგნებინებ ასეთ რამეს. ასწლეულები სჭირდება ასეთ ტრანსფორმაციას. თუმცა, უწყვეტი ბრძოლაა საჭირო ამისთვის რომ საქმემ მიმართულება შეიძინოს. ასეთი თვითდინებით, როგორც დღეს მივდივართ (არა მხოლოდ ქართველები) ჩემის აზრით ეს ეგოიზმი მაქსიმალურ ზღვრს მიაღწევს და ბოლობოლო გადავშენდებით. ადამიანი მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს ყოველმხრივ... არ ვგულისხმობ მხოლოდ კანონში გაწერილ უფლებებს და თავისუფლებებს, არამედ გონება, აზრი, ინტელექტი, დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველასგან და ყველაფრისგან. ეგრედწოდებული რაციონალური აზროვნება იმდენადაა დღეს დამახინჯებული და გადაგვარებული, რომ ფაქტიურად მასში მხოლოდ ხელფასი, კარიერა, სკამი და სახელი მოიაზრება. არადა საკმაოდ ავცდით უკვე რეალურ რაციონალიზმს. ზოგადად ბუნებას და მისი განვითარებას ავცდით, გზები აგვერია.