საპროტესტო აქციას სასულიერო პირები შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სასულიერო პირები შეუერთდნენ. ისინი კოსტავას გამზირზე წმინდა გიორგის დროშებით, საქართველოს ძველი სამფეროვანი დროშით, პატრიარქის სურათით და წმინდა გიორგის ხატით მივიდნენ. ისინი აქციაზე მივიდნენ წმინდა გიორგის სადროშოს სახელით, ორგანიზაციის, სადაც სასულიერო პირებიც არიან გაერთიანებულნი. აქციის მონაწილეებს სამების კარის ეკლესიის სასულიერო პირი მამა ელიზბარი მიმართა. მან განაცხადა, რომ წმინდა გიორგი არის ძალა, რომელიც ქართველ მართლმადიდებლებს გამარჯვებამდე მიიყვანს. მისი განცხადებით, იმათ, ვისაც დედა ეკლესიის მადლი არად უღირთ , ქვესკნელში ჩაიტანს. "მთავარია, გაჩნდეს სურვილი დავიცვათ სამშობლო და დედა ეკლესია. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეშველება", - განაცხადა მამა ელიზბარმა. მდაა... ისე, სახელ ელიზბარის ქართული წარმომავლობა უცნობია, ხოლო ბასკურად ეკლესიის კარიბჭეს ნიშნავს.