Jump to content
Planeta.Ge

Anima Libera

პლანეტელი
  • პოსტები

    8.140
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Anima Libera

  1. dire არ მინდა ცუდად გიპასუხო, ვფიქრობ რომ ურალოდ ვერ გამიგე (ვერ გაგვიგე) თუ რისი თქმა მინდოდა... ვეცდები თანმიმდევრული ვიყო და შეძლებისდაგვარად გასაგებად გადმოვცე ჩემი აზრი. გავიმეორებ, რომ ჩემთვის სამშობლო ჩემი ქართველი და ყველა არაქართველი ადამიანია, რომელიც აზროვნებს, ფიქრობს ქართულად და მოქმედებს შესაბამისად. ჩემთვის სამშობლო ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც იმავე ქართველების (არ დავიწყებ ჩამოთვლას) ნაძირლობის, სიმხდალის, ღალატის, ანგარებისა თუ სხვა უსინდისო ქმედებებისა გამო ლტოლვილებად იქცნენ. ჩემთვის სამშობლო ადამიანური სიყვარული და სათნოებაა, ადამიანური გრძნობებია, სიბრალულია, თანაგრძნობა და მეგობრობაა... შენ მეუბნები ყელში ამოგივიდა ლტოლვილებიო.... მე კიდევ გეტყვი, რომ ჩემი ალალი დეიდები, მამიდები, ბიძები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, მათი შვილები და მეუღლეები არიან დღეს ლტოლვილები, ზოგიერთი მათგანი უკვე ორგზის... მე თავად მაქვს ერთი სახლი ცხინვალში, მეორე მის რაიონში, ჩემს ყველაზე უახლოეს და ყველაზე საყვარელ მეგობარს ბიჭვინთაში, ხოლო მამამისი ბიჭვინთაში დაბრუნებაზე ოცნებას გადაჰყვა... თუ შენთვის სამშობლო მხოლოდ მთები, მდინარეები, ზღვა და ტყეებია მაშინ დაგეთანხმები და ერთი სამშობლო ნამდვილად არ გვექნება, ჩემი წუხილი სულ სხვაა, შენი სხვა... ბრძოლით დავიღალე? გადაიკითხე ჩოხას თემა გამოფხიზლებაზე და რაც ჩოხამ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით თქვა მე ყველაფერს პირდაპირ ვეთანხმები და თავს ვუკრავ... ლტოლვილობის მეშინია? დაე მეც გავხდე ლტოლვილი, მირჩევნია ყველანი ლტოლვილები გავხდეთ და ერთად შევიგნოთ სამშობლოს არსი და მნიშვნელობა, ერთად, ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ მშობლიური მიწაწყლისთვის, ვიდრე არჩამოშლილ თბილისში ბედნიერად ვიცხოვრო და ჩემს გვერდით ჩემი სისხლი და ხორცი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობდეს და ამ აუსრულებელ ოცნებაში შიმშილში, ტალახში, დამცირებასა და ტყუილში იხრჩობოდეს... რა იცით თქვენ რაა სამშობლო.... ?
  2. ისტორია და არქეოლოგია არ ვიცი მე. მე იქიდან გამოყრილი ხალხის ბედი უფრო მაწუხებს, ვიდრე ზღრენის დუღილი და ისტორიული სამართლიანობა... ჩემთვის სამშობლო ჩემი მშობლიური ხალხია და არა ზღვის წყალი და ფიჭვები. 2-3 წელში თუ რამე რადიკალურად არ შეიცვლება (რისი შანსიც ნულია) 30 წელიც გავა უაფხაზეთოდ და ორჯერ ოცდაათიც... ეს ხალხიც ისევ ისე ლტოლვილებად და სიღარიბის ზღვარზე მყოფებად დარჩებიან... 30 წელი ისტორიისთვის არაფერია, უბრალო ხალხისთვის კი მთელი შეგნებული ცხოვრება...
  3. სიგარეტისთვის თავის დანებებაზე ადვილი არაფერია, რა უნდა მაგას? აგერ უკვე 5-ჯერ დავანებე თავი და კიდევ დავანებებ რამე რომ იყოს... ც მრგვალში თითქმის ბერნარდ შოუ
  4. kisa რა შუაშია რუსული ეს ელემენტარული ბარბარიზმებია, რომელიც არ უნდა იხმაროს ნორმალურად მეტყველე ადამიანმა. ========================================================== მერე მიწერია მეც. ამ სიტყვების ხმარება მართლა სირცხვილია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. ========================================================== ვედრო თუ არ ვცდები სათლია. ბაღნობაში ასე ვიცოდი.
  5. მოკლედ, დოსტოევსკის და მისთანების ჩარეცხვა მარაზმია. უმჯობესია ქართულად საუბრის დროს ამოვიღოთ ხმარებიდან ისეთი სიტყვები როგორიცაა: სპიჩკა ზაჟიგალკა რასტვარიმი მაროჟნი მატორი პლიტა ვსიო ნაუშნიკი ნამორდნიკი ნარუჩნიკი პახოდი რუჩკა პასტა შნური კიპიტილნიკი ბეგემოტი შკაფი ვსტრეჩნი პროტივი პროტივოგაზი გაზი კურტკა ტუფლი მაიკა ნასკი ბაკალი პივა აჩკები შახი მატი ვედრო ბალელშიკი რუჩნოი ხადავოი ზავადსკოი სტანოკი უამრავის დამატება შეიძლება, ეს უბრალოდ ერთი ამოსუნთქვით რაც მომივიდა თავში... ამ სიტყვების ხმარება მართლა სირცხვილია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მოინდომოს და გარკვეული დროის შემდეგ მერწმუნეთ, ეს სიტყვები ჩვენი ლექსიკონიდან ამოიშლება... დავაკატალოგოთ ეს სიტყვები და ვისაუბროთ ქართულად. პირადად მე ვეცდები!
  6. ოპელ კორსა - ახალი ფოლკა - პოლო ბმჭ 316, 1997 ან 1996 წლის - მე მყავდა, არის ძალიან ეკონომიური, მოხერხებული და რა გასაოცარიც არ უნდა იყოს - გამძლე! მყავდა 1 წლის განმავლობაში, გავიარე სადღაც 25000 კმ, ზეთის და ხუნდების გარდა არაფერი გამომიცვლია, არ ხმაურობდა, არ ბლაყუნობდა, 3 მგზავრით ქალაქში წავდა 8-9 ლიტრ ბენზინს (ნებისმიერი ხარისხის). უზომოდ კმაყოფილი დავრჩი!
  7. ყეფია ჰქვია მაგ ძაღლს ქართულად!
  8. http://i020.radikal.ru/0910/16/96a22bd8c1db.jpg თუ არ ვცდები აქ მღერიან ჩაკრულოს...
  9. machkatela პოლიტიკაში ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება დადგმმული სპექტაკლია/// ასეთ სპექტაკლს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი დგამს//// მარტო მიშას ნუ აჰკიდებთ ყველა ცოდვასპოლიტიკაში ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება დადგმმული სპექტაკლია/// ასეთ სპექტაკლს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი დგამს//// მარტო მიშას ნუ აჰკიდებთ ყველა ცოდვას ========================================================== პასუხი: არა, ყველაფერი ნამდვილი იყო, უბრალოდ დადგმის ფინალი მავანთათვის წინასწარ იყო ცნობილი და განსაზღვრული. ყველაფერი მკაცრად გაწერილი გეგმის მიხედვით მოხდა, ხოლო ჩვენი ვითომ რეჟისორი სხვა ფინალს ვარააუდობდა და კომედიის არსს, საკუთარ უსუსურობასა და უძლურებას ცოტა დაგვიანებით ჩაწვდა. ამიტომაც დაღეჭა ჰალსტუხი. სამწუხაროა, რომ მის უძლურებას ქვეყანა გადაჰყვა და ამ ჰალსტუხს თითოეული ჩვენთაგანი საკმაოდ გულმოდგინედ დღესაც ვღეჭავთ! ========================================================== ვაა, არ დაკვოტა!
  10. აუ ეს კვოტე ვერ დავამუღამე რა... newstudio არც ვაპირებ არაფრის მოხერხებას, პირიქით ძალიან მიხარია, რომ ამ ჩემი კოჭლი ინგლისურის ფონზე რუსული შესანიშნავად ვიცი და ნებისმიერი ინფორმაციის აღქმა შემიძლია...
  11. newstudio ერთმნიშვნელოვნად არა. ჯერ ერთი მუსიკოსები რომელთაც ვუსმენ ერთ ხელზე ჩამოითვლებიან. დდტ და მაშინა ვრემენი, დანარჩენი იდიოტობაა უბრალოდ. ლიტერატურა კი იავიცი... მე მხოლოდ დოსტოევსკი მომწონს და ჩეხოვი. ჰო, ის ჩაპაევი კიდო... ენასაც ვერაფერს მოვუხერხებ, ურთიერთობის და ინფორმაციის ზღვა წყაროა ჩემთვის...
  12. newstudio არა, ყველაფერი ნამდვილი იყო, უბრალოდ დადგმის ფინალი მავანთათვის წინასწარ იყო ცნობილი და განსაზღვრული. ყველაფერი მკაცრად გაწერილი გეგმის მიხედვით მოხდა, ხოლო ჩვენი ვითომ რეჟისორი სხვა ფინალს ვარააუდობდა და კომედიის არსს, საკუთარ უსუსურობასა და უძლურებას ცოტა დაგვიანებით ჩაწვდა. ამიტომაც დაღეჭა ჰალსტუხი. სამწუხაროა, რომ მის უძლურებას ქვეყანა გადაჰყვა და ამ ჰალსტუხს თითოეული ჩვენთაგანი საკმაოდ გულმოდგინედ დღესაც ვღეჭავთ!
  13. ყველა მოღალატეა, ვინც სამშობლოდან გაიქცევა უსამართლობის, გაჭირვების, ჯანმრთელობისა და უიმედობის გამო და მხოლოდ მზამზარეულზე უნდა დაბრუნება!
  14. babuagiorgi თავმდაბლობაა ხოლმე კიდევ წესით იჩუმის მიზეზი, მაგრამ..
  15. lasha_alo მე დავკარგე სახლი. პირველ ომში ერთი პაპა-ბებიის, ახლა უკვე მეორეც... თან მგონი საბოლოოდ...
  16. კი აქვთ,მაგრამ ისევ უკან უნდა წავიდნენ ისე რომ საზღვარზე არ დააფიქსირონ და ეს როგორ უნდა მოხდეს? ეგ მექსიკელებს ეხებათ ალბათ მარტო
  17. მაგ ომის გონივრულად წარმოების შემთხვევაში შეიძლებოდა რეგიონის შენარჩუნება. მართალია ქვეყანა გაცილებით ფართომაშტაბიან ომში ჩაერთვებოდა, ზარალიც და სისხლიც დიდი იქნებოდა უფრო ალბათ დასავლეთ საქართველოს ხარჯზე, მაგრამ... მიზანი ამართლებს საშუალებას... სისხლი მეყინება უბრალოდ თბილისის არჩამოშლაზე...
  18. ჩემთვის ოდნომ თავისი მისია შეასრულა უკვე, ვიპოვე რამდენიმე ძველი კლასელი სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი... ვსო, აღარ ვხმარობ კაა ხანია.
  19. babuagiorgi გადიდდა მარა ჯობია ვითომ? ეგ ომი დადგმულია!
  20. ჰამერიკაში მცხოვრებ არალეგალებსაც აქვთ მგონი მონაწილეობის უფლება, აი მაგათი საქმე რომ გამაგებინა, ჩემიც იგივე იქნებოდა.. თუ არ ვცდები მთავარი მოქალაქეობაა იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს მონაწილეობის უფლება. და მაილინგ ადრესი რეგისტრაციისა იქნება თუ საჰარისა აზრი არ უნდა ჰქონდეს. მოკლედ გათამაშების წესები მე თამაშს არ მიკკრძალავას და ვრეგისტრდებბი.. ბლიად, ავიჭერი... გამეორებულ ასოებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, საზამთროს წვენი ჩამექცა კლავიატურაში და ეწებება
  21. მოკლედ, შევავსებ, მაგრამ სადაც რეალურად ვცხოვრობ იმას ჩავწერ მაილ მისამართში, ანუ ესპანეთს. თუ მოვიგე კიდევ ესპანეთში ხომაა კაცო საელჩო და იქიდან გადამამისამარტონ საქართველოში თუ აუცილებლობა იქნება. თან ქარული ფოსტის იმედიც არა მქვს დიდად, თან ტყუილი გამომივა. რავი....
  22. ჰევროპაში რომ ვცხოვრობ არალეგალურად, შემიძლიან მონაწილეობის მიღება? ეჭვი მაქვს შემიძლიან და ვაიდა მოვიგო საელჩოსთან ურთიერთობა როგორ მექნება? მისამართებში რა ჩავწერო?
×
×
  • შექმენი...