-
პოსტები
8.140 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Anima Libera
-
ცოტა სხვანაირად ვიტყოდი... ეს პროვოკაცია და ომი ჩვენი ნების გარეშე მოხდებოდა, აყვა არ აყვა არაა მთავარი... მთავარი ისაა, რომ უამრავი დრო და ფული გაიფლანგა, დაიხარჯა იმისთვის, რომ ამ მომენტისთვის მზად ვყოფილიყავით. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა... დანაშაული სწორედ მოუმზადებლობაა (მე ვფიქრობ რომ ჩვენისთანა ქვეყნისთვის და ასეთ პირობებში სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაული) და არა ომში ჩაბმა-არჩაბმის საკითხი...
-
ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა
Anima Libera replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ადრე რა... წყალს ითხოვს თუ პურსა? -
მოგელანდებით...
-
მალე ისეთი ამბები აიწევა, 90-იანი წლების დასაწყისი ტკბილ მოგონებებად დარჩება ისტორიას... პ.ს. არ ვხუმრობ, ზოგადად საქართველოს მდგომარეობა რამდენადმე უფრო რთულ სტადიაშია, ვინემ ოთხმოცდაათიანებში... პ.ს. პესიმისტი არა ვარ, და შეგონებებს თვითგვემისაგან განთავისუფლებაზე არ ვიღებ...
-
ქართული ბუნების ყველაზე უარყოფითი თვისებაა
Anima Libera replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამპარტავნება, წმინდა არიელის სისხლი... ესაა თავი და თავი... ესაა მოჭარბებული ჩვენს გონში, ზემოთ ჩამოთვლი თვისებები მეტნაკლებად ყველა ჯიშს აერთიანებს... -
მთა, დაბურული ტყე (ოღონდ ჯუნგლები არა), ტბა (სავსე თევზით), სიმშვიდე, ხახლის ნაკლებობა, მყუდრო სახლი და არ ჩავაფიზიოლოგიურმოთხოვნე ზღვაში...! დავისვენებდი კი არა ვიცხოვრებდი!
-
შემდეგი თემა - ღვაწლმოსილი პენიონერები
-
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ ძალიან ჩვეულებრივი და არაორიგინალური საქმიანობის წამოწყებას.... განსხვავებული უბრალოდ მომსახურების ხარისხი და ფორმა იქნება...
-
ხმა რომ მივცე ცხვარს და ოციანს მოიტანთ უბანში? ერთ 8-10 ბიჭსაც შევაგროვებ...
-
ბაბუაგიორგი ნუ იზამ მაგ საქმეს, ნუ მისწერ წერილს შსს-ს... გასაგებია თუ რა ძნელია მოტყუებულის და იმედგაცრუებულის როლი, მაგრამ მაინც, არ ქნა ეგ... აი ურალოდ არ ქნა და დაივიწყე ემოციები და ეგ ხალხი... გგაუშვი, იარონ თავის გზაზე. შენ შენი საქმე უკვე გააკეთე და ადრე თუ გვიან მიხვდებიან ამას.... გთხოვ უბრალოდ... თემას რაც შეეხება - მზამზარეულია ყველაფერი ესეიგი უკვე რომ ჩამოვიდე ხომ? შაურმების ბიზნესი დამიბრონეთ!
-
პოლიკლინიკა, საავადმყოფო და შესაბამისი დაზღვევის სისტემა უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში, სხვაგვარად ეს სისტემა ვერ დაინერგება უბრალოდ... არ ვამბობ, რომ კერძო დაზღვევა და კლინიკები არ უნდა არსებობდნენ.
-
მე საშუალება რომ არ მქონდა, იმიტომ წავედი, არ გავქცეულვარ... მე ჩემი ქვეყანა მიყვარს მიუხედავად მისი მდგომარეობისა და მისი მმართველობისა. პესიმისზმის შეგრძნების უფლება მაქვს მგონია და ეს მხოლოდ ჩემი ხუშტურები არაა, ობიექტური მიზეზები განაპირობებს ამას. მიუხედავად ჩემი პესიმიზმისა მე დავბრუნდები საქართველოში და ჩემს ვალს მოვიხდი ქვეყნის წინაშე რითაც შემეძლება... ჩემი შვილები იცხოვრებენ ქართულად, იცხოვრებენ საქართველოში, დავასაქმებ 8-10 ადამიანს ჩემს ქვეყანაში და ვიმსახურებ ჯარში თუ ამის საჭიროება იქნება, ღია ომის შემთხვევაში დღესვე უყოყმანოდ დავბრუნდები და გავაკეთებ ყველაფერს შესაძლებელს... რა ვქნა მეტი??? მაგრამ ჩემს პესიმიზმს მაინც ვერსად ვერ დავმალავ... არა მაქვს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იმედი მინიმუმ 50-100 წლის განმავლობაში, არა მაქვს იმედი, რომ თუნდაც სამართლებრივი და თუნდაც ეკონომიური განვითარებით ოდესმე დავეწევით ევროპას... არ მაქვს იმედი და რა ვქნა! მაგრამ მე ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებ...
-
პოდ ნებომ, გოლუბიმ, ესტ გოროდ ზალატოიი.....
-
თემასთან დაკავშირებით უბრალოდ ჩემს მაგალითს მოვიყვან... დავიწყებ იმით, რომ მზამზარეულზე ჩამოსვლის თეორიის მეც არ მესმის... საქართველოდან ესპანეთში 1 წელი იქნება რაც გადმოვბარგდი. გადმოვბარგდი პატარა ოჯახთან (მეუღლე და 2 წლის გოგონა) ერთად უამრავი მიზეზის გამო (ძირითადად ფინანური, მეორე მხრივ პირადი ფსიქოლოგიური, რომელსაც უბრალოდ ფორუმზე ვერ ავხსნი). ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტ მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ თბილად ვარ. ვწმენ შუშებს , ვიღებ სოც. დახმარებას და ამ ყველაფრით ვცხოვრობ ნაქირავებ კეთილმოწყობილ ბინაში, შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად მცირედ ვერთობი, საქართველოში ვიხდი ქვეყანა ვალს, ბალღი დამყავს ბაღში და ნუ... მანქანას ვერ გავწვდი ჯერ... ჰო, არალეგალურად ვარ, მაგრამ იქ სადაც მე ვარ ერთადერთი ნაკლი ამისა საქართველოში ვერწასვლაა, ისიც დროებით მხოლოდ. ასე რომ თბილად ვარ, და რაც უფრო იკლებს ჩემი ვალები საქართველოში, უფრო და უფრო თბება ჩემი მდგომარეობა აქ, ესპანეთში, მაგრამ............................ პირველი და უმთავრესი მიზეზი ჩემი საქართველოში დაბრუნებისა იქნება კატასტროფული განცდა უმეგობრობისა... რასაც ჰქვია ცუდად ვარ, ღამეებს ვათენებ... მელანდება უკვე ჩემი ბავშვობის მეგობრები. რა თქმა უნდა აქაც მყავს მეგობრები, მაგრამ... ვფიქრობ დავბრუნდე, ვფიქრობ კიარა და ვგეგმავ დავბრუნდე საქართველოში კონკრეტული გეგმებითა და მიზნებით. რაც არ უნდა თბილად და მდიდრულად არ უნდა ვიცხოვრო აქ ესპანეთში, ჩემი მეგობრების გაერშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია... ვგეგმავ დავბრუნდე 5-6-7 წლის შემდეგ, ხელი მოვკიდო უკვე დაგეგმილ რამდენიმე ბიზნესს და ჰაე.... აი ეს მზამზარეული რას ნიშნავს ვერ ვხვდები მაინც... ხელისუფლება აწყობილ ბიზნესს მახვედრებს თუ????? ჩავამატებ კიდევ მიზეზებს, ეხლა ბალღი მუთითებსა მთხოვს...
-
სატურნი გრეჩიხად!
-
რაღა თმა უნდა ყველაერი ერთბაშად, ერთ ღილაკზე დაწოლით არ მოხდება, მაგრამ მე ჩანასახსაც ვერ ვხედავ ამის... პირველ რიგში ვფიქრობ ექიმის ხელფასი უნდა დარეგულირდეს და ამოიძირკვოს საავადმყოფოებში და პოლიკლინიკებში იმის ფული, ამის ფული, ჯიბეში ჩაცურება და ექიმის გულუბრყვილო სახეები, ვითომ არაა საჭირო - მე თუ მკითხავთ დღეს საჭიროა და ექიმს ვერ გავამტყუნებ ფულის აღებაში (ნუ აგერევათ გამოძალვაში). შემდეგ უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა, პენსიონერთა და ქმედუუნაროთა დაზღვევა მთლიანად უფასოდ და შესაბამისი (ჩვეულებრივი, და არა ბებერია და მაინც მოკვდება სერვისი) დონის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ამ ხალხისთვის. (5 ლარიანი თუ რაცაა დღეს პენსიონერების დაზღვევა და მომსახურება არის მარაზმი) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (სიცოცხლისთვი სახიფათო) უველასათვის უნდა იყოს უფასო. გადარჩევა აქ თუნდაც დროებით არასწორი იქნებოდა... გვინდა თუ არ გვინდა სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ამ დაზღვევაში ფული, რაც არ უნდა ძვირი დაჯდეს. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა შადრევნებზე, კონცერტებზე და ხვა უმსგავვსობებზე... არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს ამის ფული არ ჰქონდეს... ნებისმიერი მიზეზი ჩემთვის, რომ ბიუჯეტი ამდენს ვერ გაწვდება მიუღებელია. მკიდია გზაც, შუქიც, გნებავთ პატრულიც და კორუფციაც სახელმწიფო ორგანოებში, თუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
-
სიმართლე რომ გითხრა ამერიკულსა და ევროპულ მოდელებს შორის განსხვავება არ ვიცი. ვიცი ის, რომ ქართული მოდელი დანაშაულებრივი მოდელია ადამიანთა წინაარმდეგ. ესპანურ მაგალითს მოგიყვანთ. დაზღვეულია უფასოდ ყველა, დიდი და პატარა, მათ შორის არალეგალი ემიგრანტებიც კი. უფასოა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება. არსებობს ფასიანი დაზღვევაც მაგრამ, ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს სავსებით აკმაყოფილებთ უფასო მომსახურების პირობები. მაგ. ჩემს მეგობარს უნდა გადაუნერგონ თირკმელი (უფასოდ), უბრალოდ მოცდა მოუწევს სადღაც 1, 1.5 წელი. მანამდე დიალიზზე ზის.
-
რატომ არაა სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ? რატომ უნდა უხდებოდეს ავადმყოფობით გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს ქონების გაყიდვა მკურნალობისთვის და კიდევ უფრო ღრმა ორმოში ჩახტომა. რატომ არ არსებობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის? ნუთუ არ შეიძლება შადრევნების, რეზიდენციების, სხვა 1000 უმიზნო და მკვდრადშობილი პროექტების ნაცვლად დაფინანსდეს სამედიცინო მომსახურება. ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეა საუბარი... ჩემი აზრით (არაკომპეტენტური, მაგრამ მაინც). უნდა შეიქმნას სადაზღვევო სისტემა, რომელიც იქნება უფასო არასრულწლოვნებისთვის, პენსიონერებისთვის, უმუშევრებისთვის. მომუშავეთათვის იქნება ფასიანი (ფასიანი არ ნიშნავს თვეში 500 ლარს), მაგრამ სავალდებულო. მოკლედ დაზღვევამ ყველა უნდა მოიცვას, ვისაც ფული აქვს იხდის, ვისაც არა - სახელმწიფო უხდის. ექიმის ხელფასმა უნდა შეადგინოს მინიმუმ 1000 ლარი. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და განაწილების შემთხვევაში ამ სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება შესაძლებელია.
-
ბევრი ფილოსოფიის არც თავი მაქვს, არც ტვინი, ამიტომ მოკლედ მოვჭრი სათქმელს. პრეზიდენტის ზღვისპირა ვოიაჟი, ფოთი მისი აეროპორტით, ეკონომიკური ზონით, განმუხური და სხვა მსგავსი ფაქტები ჩემდა უნებურად ეჭვს ბადებს, რომ შარშანდელი აგვისტოს ომი ცხინვალში დადგმული ბათქაბუთქი იყო... ხოლო კოდორი გაუთვალისწინებელი დანაკარგი. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში განმუხურის საერთაშორისო კურორტად ქცევა, როგორ შეიძლება სულ ერთი წლის წინ რუსნავალ ფოთში თავისუფალი ეკონოკური ზონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა... რამდენიმე ვარიანტია. პრეზიდენტი იდიოტია, და ვერ ხვდება, რომ ახალი ომის საშიშროება ყოველთვის არსებობს და ასეთ რეგიონებში საერთაშორისო კამპანიის აგორება სისულელეა... - არ მჯერა დადგმულია ყველაფერი, აღარც ომი იქნება, შესაბამისად აღარც აფხაზეთი და აღარც ცხინვალი არც დადგმულია, არც იდიოტი არაა, სახელმწიფო სახსრები და პრიორიტეტები სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და უბრალოდ 2013-მდე ცდილობს გაქაჩოს ნებისმიერი ხერხით, მათ შორის ნაცადი პიარ კამპანიის გზით...
-
პარტიზანულ-დივერსიული ჯგუფების ჩამოყალიბება
Anima Libera replied to Tazo200X's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ე ბიჯო კუკუშკა შეიპარა და სუ ვეგარ გადაიფრენს კაცო.... -
ცხინვალის და აფხაზეთის დაბრუნება
Anima Libera replied to Anima Libera's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰოდა უტოპია 10 წელი, + კიდევ 10 წელი გამოჩნდა რაღაც, +10 წელი გავძლიერდით, + 10 მისაბაძი და შესატენი გავხდით, +10 შეგვეტენებიან! ჰოდა კი გავიდა ჩემი 50 წელი! თუმცა მე ეგეც ათუო მგონია... -
ცხინვალის და აფხაზეთის დაბრუნება
Anima Libera replied to Anima Libera's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მესამე მსოფლიო ომი... ტერიტორიებს კი დავიბრუნებთ მართალია, მაგრამ საქართველო ყველანაირი - გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითტ გაბრწყინდება! -
რა შანსები გვაქვს ომი ღირსეულად წარმართვის
Anima Libera replied to კოღო's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეეეჰ კარგი რა.... რას მიხედეს რო?