T_A_T ჩემი კლასელები და მეგობრები, რომლებიც მაგ სკოლაში სწავლობდნენ პირველი კლასიდან, დღეს შესანიშნავი ადამიანები არიან. რა თქმა უნდა ოჯახი პირველ რიგში, მაგრამ დარწმუნებული ვარ სკოლასაც უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს მათი უმრავლესობა განათლებული, ზრდილი, თავმდაბალი და კაცთმოყვრე, დამოუკიდებელი და უკვე კარგად ჩამოყალიბებული ადამიანები არიან. ჩემი 4 ყველაზე ახლო მეგობარი, რომლებიც ჩემთვის უკვე ოჯახის წევრები არიან ფაქტიურად, ყოვლგვარი რეპეტიტორისა და ფულის გარეშე პირველივე წელს ჩაირიცხნენ სამედიცინოზე და დღეს ყველა ექიმია და თანაც კარგი - ზოგი აქ, ზოგი საზღვარგარეთ... ერთი ხომ საერთოდ უცხოპლანეტელი გამოდგა...