იუდამ აქცია იესო ნაზარეველი ქრისტე ღმერთად - მშვიდად მიუგო გედეონმა - თუ ქრისტე მართლა ღმერთი იყო, მაშინ ჯვარცმა უბრალო თეატრალური სანახაობაა, წარმოდგენა, თამაში, ისეთი როგორსაც მე და აბელი (მსახიობი) ყოველ საღამოს ვმართავთ. ეს კაცი კვირაში ორჯერ კვდება ტიბალტად და მერე ფარდა რომ დაიხურება ისევ აბელად აღდგება. ღმერთი თუ ხარ, ჯვარცმა რა დიდი გამოცდაა! გასცდები ჯვარცმას, ამაღლდები, ნახევარი მსოფლიო მუხლებზე დაეცემა შენს წინაშე, თუკი ეს რამეში გჭირდება და ამოდენა ხალხში ერთი არ გამოჩნდება ისეთი სიკვდილის წინ რომ სინანულის სიტყვები წამოგცდა, ის სიტყვები გაგიხსენოს და წამოგძახოს. იუდამ რაღა ქნას, ან იმ საწყალმა ებრაელებმა, რომლებიც ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ "ჯვარს აცუ ეგე!" რათა იესოს ქრისტედ გადაქცევაში თავიანთი წვლილი შეეტანათ? იუდას გამცემლობა და ებრაელების სულმოკლეობა რომ არა, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგია არ იარსებებდა. ერთი საბათაი ცევა იყო, რომელმაც მესიად გამოაცდახა თავი და ეჭვი არაა, გახდებოდა კიდეც მესია, მაგრამ კონსტანტინოპოლის ცბიერმა და შორსმჭრეტველმა ხელისუფლებამ ჭკუა იხმარა და სიკვიდლით არ დასაჯეს. იუდამ კარგად იცოდა რა მსხვერპლს იღებდა და გაბედულად მისცა თავი საწყევრად ისტორიას. იუდამ იცოდა რომ მისი დიდი ცოდვის გარეშე ადამიანი ღმერთს ვერ მოიპოვებდა და მისცა ღმერთი ადამიანს. ოცდაათი ვერცხლი გულგრილაად გადაყარა და "შიშთვილ-იბა"მშვიდად, ისე რომ ერთი სინანულის სიტყვა არ დასცდენია. ჩვენი ყველა ცოდვა იუდამ იტვირთა. სწორედ იუდაშია თავმოყრილი ჩვენი ორივე მისწრაფება-ღმერთის გაცემაც და ღმერთის დამკვიდრებაც. რამდენი წმინდანი ჰყავს ქრისტიანულ ეკლესიას ისეთი, ვინც იუდას ფრჩხილადაც არ ღირდა! იუდა კი არათუ წმინდანად არ შერაცხეს, დღემდე კრულვით იხსენიებენ. ავტორს არ დავწერ წიხლქვეშ რომ არ გაიგდოთ, შეგრცხვებათ მერე...