lasha_alo სიგარეტს ორგანიზმი არ ითხოვს, ტყუილია. არავითარი უკუჩვენება სიგარეტის არმოწევას არ გააჩნია. გეუბნები, ვეწევი 15 წლიდან აქტიურად, ანუ 14 წელი. აქედან დანებებული მაქვს ორჯერ მხოლოდ თითო თვით. ბოლო 4-5 წელი ვეწეოდი ერთნახევარ 2 კოლოფ სიგარეტს. დანებებოსას კი არავიტარი უკუჩვენება, ტავისტკივილი და თავბრუსხვევა არ მქონია. ერთადერთი დავალება, რომ სიგარეტს თავი დაანებო ისაა, რომ უნდა გინდოდეს თავის დანებება და უბრალოდ კი არ უნდა გინდოდეს, უნდა იცოდე და გაიაზრო თუ რატომ აღარ გინდა რომ სიგარეტს ეწეოდე. ასე ვთქვათ, დასკვნა უნდა გედოს თავში მტკიცებულებებით თანდართული. პირადად მე თავი რამდენიმე მიზეზის გამო დავანებე. 1. ჯანმრთელი სუნთქვა და ფილტვები. 2. ჯანმრთელი სისხლძარღვები 3. მყრალი სუნი პირში და ნახველი აუარება. 4. სერიოზული შინაგანი პროტესტი რაღაცისადმი დამოკიდებულების გამო. 5. სხვების ჯანმრთელობა 6. ფული 7. დროის კარგვა. სიგარეტის მოწევა გაკარგვინებს თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამავე დროს უძვირფასეს დროს. 8. უბრალოდ უაზრობა. არავიტარ ესთეთიურ სიამოვნებას სიგარეტი არ მანიჭებდა. უბრალოდ მივხვდი, რომ საზიზღრობაა. მგონი სულ ესაა და მგონი საკმარისი უნდა იყოს თავის დასანებებლად. მითუმეტეს, რომ არაფერი სასარგებლოს და ძვირფასის დაკარგვა არ გიწევს. არ გიწევს, რომ რაღაცას კარგს შეელიო. არაფერი კარგის დათმობა არ გიწევს. არ ცვლი არაფერზე. ეგ თაივსტკივილი და თვალების წვა არის შენივე ქვეცნობიერის მოგონილი და დადგმული.