Siknadmo ვერ გამიგე შენ. მე იმ დოგმების არ მესმის, რომელიც ჩემთვისაა მიუღებელი და გაუგებარი, იმ დოგმებს არ ვთვლი სავალდებულოდ, რომელიც ჩემის აზრით სრულიად ზედმეტია ადამიანის ნორმალური არსებობისა და ცხოვრებისათვის. მე რომ კანონმა წითელზე გასვლა და დაყაჩაღება მაიძულოს, ისიც მიუღებელი გახდება ჩემთვის. არ მესმის მაალითად რატომ არ შეიძლება სადღაც ინდოეთის მთებში დაბადებული ადამიანი მოხვდეს სამოთხეში იმიტომ, რომ მართლმადიდებლური დოგმებისა და წესების მიხედვით არ იცხოვრა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არასდროს არავინ მოუკლავს და ჩვენთვის ცნობილი არც ერთი მძიმე ქრიტიანული ცოდვა არ ჩაუდენია. არ მესმის იმ მართლმადიდებლებისა, რომლებსაც მეორედ მოსვლასავით ეშინიათ კათოლიკურ ეკლესიაში შესვლისა, არ იციან, რომ მართლმადიდებლისთვის ჯვრისწერაც კი შეიძლება კათოლიკურ ეკლესიაში და ეს რომ ხმამაღლა უთხრა, შეიძლება დანაც ჩაგცეს გულში ეშმაკის რეკლამისთვის და მკრეხელობისთვის. არ მესმის იმ ქრისტიანისა, რომლისთვისაც მუსულმანი და ტერორისტი ერთი და იგივე მცნებაა...რომლისთვისაც მუსულმანი ველური და ბინძურია, ხოლო ბუდისტი - გიჟი და გარეკილი. არ მესმის ქრისტიანი მღვდლისა, რომელსაც აღსარებას აბარებ, ამ დროს მობილური დაურეკავს, უპასუხებს და შენ რომ გაჩერდები ხელით განიშნებს - შენ გააგრძელეო და თვითონ შებრუნდება და საუბარს აგრძელებს...