მხოლოდ სოც. პროგრამებსა და სოფლის მეურნეობას რომ მივაწვე არ მომისმენთ? აი აზრზე არა ვარ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთდეს და რა ვქნა? (გზა და გზა ვაწყობ აზრებს, ამიტომ არეული და შესაძლოა ზოგჯერ გაურკვეველიც იყოს. კი გთხოვეთ წერის ნიჭი მათხოვეთ მეთქი და არავინ გაიმეტეთ.. ) და კიდევ ერთი ნიუანსი, თანხებს არ ვითვლი, ეყოფა არ ეყოფა ბიუჯეტი გზა-გზა დავთვალოთ. 1. ჯანმრთელობა და სოც. დაზღვევა შეიქმნას სახელმწოფო სადაზღვევო და სოც სისტემა (თუ რაც ჰქვია) და ყველა დასაქმებული და დაუსაქმებელი სავალდებულო წესით გაერთიანდეს ბაზაში. ნებისმიერი შრომითი (ჩემის აზრით მხოლოდ ვადიანი) კონტრაქტი სავალდებულო წესით - ბაზაში. დასაქმებული იხდის თანხას (რაც გინდათ ის დაარქვით, სოც გადასახადი, დაზღვევა, საპენსიო ფონდი, თუნდაც გაერთიანდეს საშემოსავლოსთან) კონტრაქტისა და სამუშაოს ტიპის მიხედვით შესაბამის გარკვეულ თანხას. (მუშა ნაკლებ პროცენტს, დირექტორი მეტს, ყარაული ნაკლებს, პროგრამისტი მეტს) შეიქმნას მუნიციპალური პოლიკნინიკები (უბნების მიხედვით) და საავადმყოფოები. უფასო სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტი ყველასთვის, მათ შორის დიალიზი და მსგავსი მომსახურებანი (გარდა პლასტიკური ქირურგია და ეგეთი მაიმუნობებისა) მედიკამენტები უფასო - სტაციონარული მოსახურებისას (მგონი ეგრე ჰქვია საავადმყოფოში მკურანალობას) ამბულატორიული მკურნალობისას - სახელმწიფოს თანადაფინანსებით. მეტი პროცენტი დაფინანსებისა პენსიონერებისა და ინვალიდებისათვის. ქვეყნის ბიუჯეტი უნდა აიგოს ჯანდაცვაზე, არ არსებობს არ ჰყოფნის თანხები, ჯერ ჯანდაცვა, მერე დანარჩენი.