-
პოსტები
2.860 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Lo Janko
-
Saturn ვანოს ყავდა მაგი ერთხელ ბორკილებ ქვეშ და გაუშვა. არამგონია ოქრობიჭმა მეორედ დააბმეინოს თავი. ;) mtidan მაგი კარტოფილს თუ შემოყვება თურქეთიდან არ ვიცი და საზღვარს თავისი პასპორტით რომ არ გადმოაკვეთინებენ ამაში დარწმუნებული ვარ.
-
Saturn არის კიდევ ერთი გზა რომელსაც ბატონი მამუკა არ ითვალისწინებს.ჩავა რიზეში (თურქეთი) უპრობლემოდ, იქ დაყვინთავს აკვალანგით და ამოყვინთავს დელფინარიუმთან.
-
არ ვიცი Saturn, ამიტომ დავწერე "ეს თუ მართალია". ისე გულწრფელად, არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი კრიტიკულ სიტუაციაში ბრძოლის ველიდან გარბის.
-
lasha1997 ასეთი დეტალები არ მახსოვს, მაგრამ აქციები მხოლოდ თბილისში იყო და თვითონ ამ დროს დიდი ხნობით რომ ბათუმში იმყოფებოდა ეს მახსოვს.
-
lasha1997 არ არის გამორიცხული. ;)
-
lasha1997 ტელევიზიებს ჯერ არაფერი უთქვამთ. ;)
-
ცოტა ხნის წინ ცნობილმა ბლოგერმა და ფბ-ს იუზერმა სოლომონ ტერნალმა გაავრცელა ასეთი ინფორმაცია: მანჯგალაძის ქალმა ოფიციალური ცნობა გაავრცელა - უნგრეთის პრეზიდენტის თხოვნით და უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი უნგრეთში გაგრძელებულია გაურკვეველი ვადითო! )) ეტყობა, პარადსაც ბალატონზე მიიღებს შუქურსარდალი. ეტყობა, ახლა იმაზე მიდის ბჭობა, ჯარის ნაწილები გააგზავნონ, თუ ერთგული ბასიშვილის ესკადრონი აფრინონ,როგორ ლეტუჩაია მიშ! http://www.facebook....d_comment_reply ნდააა, ეს თუ მართალია, მაშინ ამას მშიშარობაც არ ქვია, ამას სულ სხვა სახელი ქვია.
-
ცოტა ხნის წინ ცნობილმა ბლოგერმა და ფბ-ს იუზერმა სოლომონ ტერნალმა გაავრცელა ასეთი ინფორმაცია: მანჯგალაძის ქალმა ოფიციალური ცნობა გაავრცელა - უნგრეთის პრეზიდენტის თხოვნით და უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი უნგრეთში გაგრძელებულია გაურკვეველი ვადითო! )) ეტყობა, პარადსაც ბალატონზე მიიღებს შუქურსარდალი. ეტყობა, ახლა იმაზე მიდის ბჭობა, ჯარის ნაწილები გააგზავნონ, თუ ერთგული ბასიშვილის ესკადრონი აფრინონ,როგორ ლეტუჩაია მიშ! http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=217960754889955&id=100000280976960¬if_t=feed_comment_reply ნდააა, ეს თუ მართალია, მაშინ ამას მშიშარობაც არ ქვია, ამას სულ სხვა სახელი ქვია.
-
Gamdla არ მიწყინოთ და მაინტერესებს კონკრეტულად რამ განაპირობა აქაური პოსტების გადახედვით მასეთი დასკვნის გაკეთება?
-
Siknadmo კი ბატონო, შეიძლება დადგეს (ღმერთმა ნუ ქნას) ისეთი მომენტი, გარეთ გავალ კი არა ყუმბარების სროლაც დავიწყო ეგება, მაგრამ ამ შემთხვევაში მასეთი სიტუაცია მგონი არ არის. იმ ხალხმა თვითონ აირჩია ის გზა, ისე რომ ჩემთვის და შენთვის არ უკითხავს. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ მათ რაც არ უნდა უქნან მე ყველაფერზე გულგრილი ვიქნები მეთქი, მაგრამ არ ის არის სწორი როგორც მაგენს უნდათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა. რუსებს აქვთ კაი გამოთქმა, მაგენზე ზედგამოჭრილი: ნე მოჟეშ სრატ, ნე მუჩაი ჩემოდანო. მე მესმის შენი, მესმის რომ ძალადობაზე შეგუება ძნელია და გეცოდება ის ხალხი, ვინც ამ ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ ბრძენ ადამიანს ისიც უთქვამს: "შეუძლებელია ხალხს გარედან მისცე იმაზე მეტი თავისუფლება, ვიდრე ის ამისათვის მზად არის შინაგანად".
-
კაი რა Siknadmo, ეს რა შუაშია, სად შემამჩნიე ხელისუფლების მიმართ ლოიალობაში?ვინ ამართლებს ხელისუფლების ქმედებებს. ხელისუფლება რომ მოძალადეა და კანონს არღვევს ამას ბოლო დროს მგონი მიშისტებიც კი აღიარებენ. მე სხვა რამეზე მოგმართე, არ ვიცი ჩემს გარდა სხვას ამაზე ყურადღება არ მიუქცევია და შეიძლება მე მართლა მომეჩვენა, მაგრამ შენ გამოგივიდა ბოზი იყოს ვინც სახლში დარჩესო და არ არის ასეთი მომართვა სწორი. მე ადრეც ბევრჯერ ვთქვი და ახლაც ვამბობ არანაირ რევოლუციას, არც ადრე და არც ახლა მხარს არ ვუჭერდი და არ დავუჭერ მეთქი. ხოდა ამის გამო ნუ მომმართავთ ეპითეტებით, სულ ეგაა რა.
-
Siknadmo აქციაზე ხარ და იქედან პოსტავ? ;) შენთვის შეიძლება არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაამხობს მიხოს, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ბურჯიკას გზა სწორია ამ მიზნის მისაღწევად? მაგასაც თავი რომ დავანებოთ "ბოზის" თუ "ქალიშვილის" მიმართვა მათი მისამართით ვინც შენს პათოსს არ იზიარებს არ არის სწორი და ეს შენც კარგად იცი.
-
newstudio newstudio, მე პასუხი გავეცი Siknadmo-ს ამ რეპლიკას მე მას მოაზროვნე კაცად ვთვლი და ასეთი მიმართვები არ შეეფერება. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანს, რომელიც საკუთარი შეხედულებების გამო იჩაგრება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დადგეს 2007-ის 7 ნოემბერს გალახული კაცი ბურჯანაძის გვერდზე და მას მიანდოს საკუთარი ბედი.
-
Siknadmo შენ ჯობია თავს გაუფრთხილდე და პროვოკაციულ მოწოდებებს შეეშვა. ნაბოზარი ბურჯიკას კარიერულ ავანტურებს საკუთარ ჯანმრთელობას ნუ შეახარჯავ. არ მითხრა ეხლა იქ ხალხიაო. იქ ის ხალხი დგას, ვინც ცოტა ხნის წინ ბურჯანაძეს კარგის ერთ ადგილზე აგინებდა და დღეს მის დუდუკზე ცეკვავს ბრმად.
-
babuagiorgi მგონი არ უნდა იყოს ურიგო
-
newstudio რა ხმა უნდა ამოვიღო? აქციებზე და მიტინგებზე მე არ დავდივარ და მეც ის ვიცი რაც თქვენ იცით. რა ვი აბა? ჩემი განწყობა ბელადის მიმართ კი იცით როგორიცაა, მაგრამ ბურჯანაძის გზა რაცხა არ მიზიდავს, მართალი გითხრათ.
-
Saturn, როდის მერე დაიწყე რუსული საინფომაციოების ციტირება?
-
გიორგი68 მოკლედ, არც კი ვიცი რა ვიფიქრო რა. ჩემი აზრით ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც რა მოყვება კაცმა არ იცის.
-
ძუკუ იქით ფორუმზე ერთი ჟრიამულია ატეხილი ჩვენმა პარლამენტმა ჩერქეზების გენოციდი აღიარაო და ნეტა მართლა გადადგეს ეს უაღრესად გაუაზრებელი და პროვოკაციული ნაბიჯი ნაცებმა, თუ პონტია აგდებული ნეტა?
-
mtidan მეც დიდი ხანია ვიძახი, რომ რუსეთს მიშას წასვლა არ აწყობს და სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას როცა მიხოს ძალიან ჭირდება ხალხის კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო.
-
სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ბევრჯერ გავაოცებთ
Lo Janko replied to Lo Janko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
verusi კი მაგის მსგავსი ისტორია არის მოთხრობილი რომელიღაც კვირის რეპორტაჟში.ჟურნალისტურმა გამოძიებამ იპოვა ე.წ. "მოკლული", რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა და იქ რაღაც ამის მსგავსი ისტორია დატრიალდა: რომ ვუთხარითო ვისი მკვლელობისთვისაც მაგ ხალხს მიუსაჯეთ ის კაცო ცოცხალიაო, პროკურორს თუ მოსამართლეს უთქვამს რითი დაამტკიცებთ რომ იმ მომენტში მაი კაცი მოკლული არ იყოო. -
”განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული?” ”განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული?” ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ალბათ, უპრეცედენტოა. სტრასბურგის სასამართლოში ერთი და იმავე მოთხოვნით მსჯავრდადებულთან ერთად საჩივარს დაზარალებულიც გზავნის(?!). წერილი ციხიდან "მთელი სიცოცხლე კანონმორჩილი მოქალაქე ვიყავი და სამშობლოს პირნათლად ვემსახურებოდი. დაპატიმრებამდე თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი გახლდით. როდესაც ჩემს სამშობლოს დასჭირდა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ, ისე წავედი ომში და ვიცავდი საქართველოს ღირსებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბრალი დამდეს ჩემი ახლო მეგობრის, სამხედრო ოფიცრის, გიორგი დარბაიძის სიკვდილში. 2008 წლის 30 აპრილს მე და ჩემი მეგობარი გიორგი დარბაიძე, რომელიც ავტომობილ "ოპელ-კორსას" მართავდა, ქუთაისში ბალახვნიდან ავტოქარხნისკენ მივდიოდით. დაახლოებით საღამოს 22.00 საათზე აღმაშენებლისა და ნინოშვილის გადაკვეთაზე დაგვეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომანქანა "მერსედეს-ბენცი", რომელსაც ნასვამი ალექსანდრე მარგველაშვილი მართავდა. გარდაიცვალა საჭესთან მჯდომი გიორგი დარბაიძე, მე კი დავშავდი. "მერსედესის" მძღოლი ალექსანდრე მარგველაშვილი მიიმალა. ალბათ, სიზმარშიაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეზე ალექსანდრე მარგველაშვილის გარდა სხვა ვინმეს ბრალდებაზე იქნებოდა ლაპარაკი. ალექსანდრე მარგველაშვილი ორი დღის შემდეგ გამოცხადდა იმერეთის საპატრულო პოლიციაში და თან ახლობლების მეშვეობით სცადა მოლაპარაკება გარდაცვლილ გიორგი დარბაიძის ოჯახთან. უარი რომ უთხრეს, მარგველაშვილმა პროკურატურისა და ექსპერტიზის დახმარებით დაიწყო საქმის "მოგვარება". ავტოსაგზაო შემთხვევა 2008 წლის 30 აპრილს მოხდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში დაიწერა, მაშინ როცა ცხინვალში ვიბრძოდი. დასკვნაში დადანაშაულებულია "ოპელ-კორსას" მძღოლი, საჭესთან კი სრულიად მოულოდნელად მე "დამსვეს". საოცარი ის არის, რომ მანქანის ტარება არ ვიცი და არც მართვის მოწმობა მქონია ოდესმე. მივხვდი, მარგველაშვილმა საქმე პროკურატურაში და ექსპერტებთანაც მოაგვარა. სწორედ ამიტომ გააჭიანურეს ექსპერტიზის ჩატარება. დამიბარეს საპატრულო პოლიციაში, სადაც დამხვდა საქმის ზედამხედველი პროკურორი ლევან ზალკანიანი და განმიცხადა, ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაეთანხმო და აღიარო ჩაუდენელი დანაშაულიო. თუ ასე მოვიქცეოდი, საპროცესო გარიგებას გამიფორმებდნენ, თუ არა და ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ჩემთვის მსჯავრი დაედოთ. ლევან ზალკანიანმა "სიტყვა" შეასრულა, რადგან პროკურატურის წინადადებას არ დავთანხმდი. ამ საქმეზე ორი ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა და დამნაშავედ მიიჩნიეს ალექსანდრე მარგველაშვილი, მაგრამ არც ერთმა ინსტანციის სასამართლომ ეს ვერ გაიზიარა პროკურატურის აშკარა ზეწოლის გამო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენამდე რამდენჯერმე შემომთავაზა საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ, თანაც უჯარიმოდ(?!). აქამდე ყველაზე ფასეული ამ ქვეყანაზე თავისუფლება მეგონა, მაგრამ თავისუფლების ფასადაც ვერ შევძელი ჩაუდენელი დანაშაულის "აღიარება". იმ სასჯელსაც გავუძლებ, რაც უსაფუძვლოდ მომისაჯეს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე უსამართლობის განცდას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ჩემი საკასაციო საჩივარი არც კი განიხილა, სასამართლოს პრაქტიკის განვითარებისთვის არ არის საინტერესოო(!). ამრიგად, უდანაშაულობის დამტკიცების ბოლო შანსი მომესპო. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების პატიმარი, მსჯავრდადებული გრიგოლ ვარდოსანიძე". მერაბ დარბაიძე, გარდაცვლილი გიორგი დარბაიძის მამა: "ავტოტექნიკური ექსპერტიზა 48 საათში ინიშნება, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც სამი თვის შემდეგ, 2008 წლის ივლისში დანიშნეს, დასკვნა კი გაგანია აგვისტოს ომის დროს დაწერეს. ჩემდა გასაოცრად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე "ოპელის" მძღოლი აღმოჩნდა, "მძღოლად" კი მართვის უცოდინარი გრიგოლ ვარდოსანიძე მონათლეს! იძულებული გავხდით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მოგვეთხოვა. ამ დასკვნის მიხედვით დამნაშავეა "მერსედესის" მძღოლი. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქმეზე თავად გამოძიებამ დანიშნა მესამედ საკომისიო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს. მათ ვეღარ გაბედეს გაემართლებინათ მძღოლი მარგველაშვილი და გააფორმეს აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ. ისმის კითხვა: პირველი ექსპერტიზით რატომ შეიძლებოდა დასკვნის გაცემა და "ოპელის" მძღოლის გამტყუნება, როცა კომისიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იმ მასალებით, რაც საქმეშია, თურმე შეუძლებელია დასკვნის გაცემა? ამ აბსურდის დასასრული კი ის არის, რომ ჩაუდენელი დანაშაულისთვის უდანაშაულო კაცი იხდის სასჯელს. სად გააქრო გამოძიებამ ჩემი გარდაცვლილი შვილის ტანსაცმელი? დაკარგეს! რომ არ დაეკარგათ, ფეხსაცმელზე იქნებოდა პედლების ანაბეჭდი. ვარდოსანიძის ტანსაცმელს ჩაუტარეს ექსპერტიზა და "დაადასტურეს", რომ მძღოლის სავარძლიდან ამოღებული ტანსაცმლის ბოჭკოები იდენტური იყო ვარდოსანიძის ტანსაცმლის ბოჭკოებისა! ვარდოსანიძე და დარბაიძე, ორივე, სამხედროები იყვნენ და იმ დღეს ორივეს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა. როცა ქვეყანა შევძარი, ერთ-ერთმა დიდჩინოსანმა სამართალდამცველმა მითხრა, რა გაყვირებს, შენი შვილი ხომ არ არის დამნაშავე, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, დამნაშავე ვარდოსანიძე იქნება თუ მარგველაშვილიო. ბევრი ვიბრძოლე უდანაშაულო კაცის გადასარჩენად, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ ყოფილა. არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, როდის დაუმთავრდება სასჯელის ვადა ჩემი შვილის სიკვდილში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადანაშაულებულ ადამიანს! ჩემი შვილი საჭესთან კონტაქტით იყო გარდაცვლილი, ჩემი თვალით ვნახე მის გულმკერდზე აღბეჭდილი საჭის ნაჭდევი. განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული? იმასაც ვითხოვდი, დააბრალეთ ჩემს შვილს, ოღონდ ნუ დასჯით უდანაშაულოს-მეთქი... იძულებული ვარ სტრასბურგში გავასაჩივრო. ლია მუხაშავრია, ადვოკატი: "არ მაგონდება საქმე, სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი პატიმართან ერთად დაზარალებულსაც გაგზავნოს და თანაც ერთი და იმავე მოთხოვნით. ვფიქრობ, ეს საქმე უპრეცედენტოა. გამაოცა გარდაცვლილის მამის თავდადებამ, შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მაგრამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და ცდილობს სიმართლის დადგენას. საქმეში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი საექსპერტო დასკვნაა. სასამართლო ვალდებული იყო, დაესაბუთებინა, რატომ დაეყრდნო ერთს და უარყო სხვები. ევროკონვენციის მუხლების დარღვევა სწორედ ეს არის. დაზარალებულმა მხარემ უნდა მიიღოს სრულყოფილი განმარტება გარდაცვალების მიზეზებზე. ამ შემთხვევაში კი პირიქით არის, დაზარალებულის ოჯახს არ სჯერა, რომ პასუხისგებაში სწორედ ის პირია მიცემული, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ვარდოსანიძის ბრალეულობა განაჩენით არ იკვეთება, მეტიც, დარბაიძის სიკვდილის მიზეზი ახსნილიც კი არ არის. თუ მგზავრი იყო, მაშინ მის გულმკერდზე დაზიანებები რა საგნით არის მიყენებული? სასამართლომ გვერდი აუარა ამ მთავარ საკითხს და ეს აუცილებლად გახდება ევროსასამართლოს ყურადღების საგანი, რაც ჩვენს სასამართლოს კიდევ ერთ წაგებულ საქმედ დაუბრუნდება. ხათუნა პაიჭაძე წყარო: http://www.kvirispalitra.ge/justice/7834-gana-shvilmokluli-mama-motsmed-daudgebashvilis-sikvdilshi-braldebul-kacs-simarthleshi-rom-ar-iyos-dartsmunebuli.html?add=1#comments ამ წერილზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენთან ასე იტყვიან: თუ ეს ტყუილია, მაშინ მატყუარას ღმერთმა კითხოსო. და თუ ტყუილი არაა, მაშინ?
-
kisa ნაცები რო დაჭირდებათ ლამისაა ობამაზე იძახიან პუტინის შნირიაო და მაგ საინფორმაციო წყაროზე მაგის თქმას რა დაუშლით ნეტა? ;)
-
kisa ეხა, ეხო მოსკვის ინფოს ენდობიან მიშას ფანები?ჯერ CNN-მა და BBჩ-იმ გვითხრას და მერე ვიფიქრებთ გაზპრომის დეზაა თუ პროდმაგის მაი ინფო.
-
mtidan ჩემი აზრით კი presage-ის არც ერთი ინფორმაციის განხილვა არ ღირს.