Jump to content
Planeta.Ge

Lo Janko

პლანეტელი
  • პოსტები

    2.860
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი Lo Janko

  1. ვა, გამარჯობა ძენ, ისა და, როდის ვხდებით ამერიკის კოლონია? დიდი ხანია ველოდები ამ ამბავს, ხომ არ გადაიფიქრეს მეთქი, კარგია რომ შეახსენე. რუსები ალბათ ნაწილ-ნაწილ "გადაარჩენენ" საქართველოს ამერიკის დამონებისაგან არა? ს.ოსეთი და აფხაზეთი ფაქტიურად სამშვიდობოსაა უკვე ხომ?
  2. Saturn, დავიჯერო ვანოს ბიჭებმა ერთი ჟანგიანი ფიშტო ვერ ჩაუდეს, ერის საკეთილდღეოდ?
  3. ბადრი_წიქორაძე კი, კაცო, ვიცით როგორი უშიშარიცაა მაგი.
  4. kisa მეც აქა ვარ. არ გაგიკვირდეს დიტო, გრინ კარდი ჩემი შვილებისთვის მინდა. მეც ჩემი მეგობარი მიშასავით (ძუკუ) არსად არა ვარ წამსვლელი, აი შვილებს კი ვეცდები შეძლებისდაგვარად კარგი განათლება მივაღებინო და არჩევანის დიაპაზონი გავუზარდო. არ შევზღუდავ არაფერში, უნდათ დარჩენა - დარჩნენ, უნდათ წასვლა - წავიდნენ.
  5. ეს რა უბედურებაა, ჯერ ჰაიტი, მერე ჩილე, დღეს მგონი იაპონიაშიც იყო და თქვეს 1909 წლის შემდეგ ასეთი მიწისძვრა არ ყოფილაო.
  6. newstudio, გერმანიაში არჩევნები ტარდება და გასაგებია რატომაც მოერიდებოდა, ჩვენთან .... რა ხდება?
  7. გუშინდელი შოუს მხოლოდ ფრაგმენტები ვნახე ნიუსებში და მაინტერესებს პადოშას თავისი აზრი ავატარზე არ გამოუთქვამს?
  8. Blaugranator არ ვიცით, მაგრამ არც ის ვიცით რომ ხელისუფლებაზე მუშაობს. ალბათ არ მუშაობს, თორემ არ იქნებოდა ვანოვიზიების რეაქცია ასეთი ისტერიული.
  9. Blaugranator ნოღაიდელის ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილმა.
  10. გამარჯობა dire, სად დაიკარგე? შემოგვიერთდი ჭადრაკის ტურნირში.
  11. Private Nodari, ამ ორ წინადადებაში გამოჩნდა შენი ღირსება. გაგიმარჯოს ღმერთმა.
  12. McLaren, დარეწმუნებული ვარ მშვენივრად გესმის რომ ამაში არაა საქმე.
  13. არაფერი McLaren, მაგრამ გურჯისტანი მხოლოდ მართლმადიდებლების სამშობლო რომ არ არის სხვებმა რაღა ქნან? მართლმადიდებლების ხათრით ლოცვები ისწავლონ?
  14. მე კი ვარ ოპტიმისტი (აბა სხვა რა გზა მაქვს მცირეწლოვანი ბავშვების პატრონს) და რატომღაც მგონია, რომ ბოლო მომენტში სასწაულებრივად ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდება ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი მოთმინების ხარჯზე. ყველაზე მეტად მაშინებს გამწარებულმა ხალხმა მოთმინება არ დაკარგოს და პოლიტიკურ ავანტურისტებს არ მისცეს საბაბი მიმართონ ხელისუფლების ძალიამიერი შეცვლის გზას. კიდევ ერთ რევულუციას ქვეყანა უბრალოდ ვეღარ გაუძლებს. ხელისუფლებისადმი ისედაც ნიჰილისტურად განწყობილი ხალხი, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა ჯერ არ გამომუშავებია, საერთოდ დაკარგავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების შესაძლებლობის რწმენას და საბოლოოდ დაკარგავს ერთიანობის განცდას. მე მაინც მგონის ასე არ მოხდება.
  15. analgin მერე, წაიღონ ეს ფული რუსეთში (სხვაგან მაინც არსად გააჩერებენ) და მშვიდად იცხოვრონ, ჩვენ თავი დაგვანებონ. ნუთუ ვერა ხვდებიან რომ ასე აჯობებს მათთვისაც და ჩვენთვისაც? "ან ყველაფერი, ან არაფერი" - ყველაფრის აღების იმედით აღარ ამართლებს, მსოფლიო ძალიან დაპატარავდა, ვერსად დაიმალები, ვერ უნდა მიხვდნენ ამას კაცო?
  16. Private Nodari ვინ და რა რესურსით არევს შენი აზრით ნოდარ ბატონო?
  17. მეც მასე ვფიქრობ ლ ი ც ი და აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენც და Achiko1972-საც, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც ფიქრობს, როგორც Grig, თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს მოვლენები არ არის ერთმანეთთან არც დაკავშირებული და მითუმეტეს არც თანაზომადი. ერთეული, თუნდაც ასეული ვიგინდარას გამო არ შეიძლება მთელ ერზე ხაზის გადასმა.
  18. ბათუმელი ვარ, თბილისის საქმეებში ვერ ჩავერევი. :viking:
  19. იყო ასეთი უფლებადამცავი სახელად ვალერი ჭალიძე http://en.wikipedia.org/wiki/Valery_Chalidze, რომელმაც განახორციელა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გამოკვლევა და გამოსცა წიგნად «Уголовная Россия» (1978). ვისაც აინტერესებს ქურდული ინსტიტუტის გენეზისის საკითხი გირჩევთ წაიკითხოთ.
  20. 1944 წლის 23 თებერვალს, როცა ჰიტლერის წინააღმდეგ ომის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილ იყო სტალინმა ფრონტიდან მოხსნა 120 ათასამდე რეგულარული წითელი არმიის ჯარისკაცი, რათა განახორციელებინა ის, რაც ვერ შეძლეს რუსეთის იმპერატორებმა - კავკასიიდან ძირფესვიანად ამოძირკვა კავკასიის ორი გამორჩეული, აბორიგენი ერი. ოპერაცია დაგეგმა და შეასრულა ლავრუშამ. დანარჩენი იხილეთ აქ http://internet.ge/v3/index.php?action=new...&news=68116 ფაქტიურად ეს იყო მთელი ხალხის გენოციდი. როგორ ფიქრობთ ქართველმა ხალხმა უნდა ვუთანაგძნოთ ვაინახ ხალხს თუ ..........?
  21. შიმშილი და გაპარტახება მაშინ ომამდე დაიწყო, ომმა ეს პროცესი გაამძაფრა და პლიუს ამას ქვეყანაში ფაქტიურად სამოქალაქო ომიც იყო, მაშინ სხვა რეალობა იყო, მაგრამ მე ამაზე არ ვამახვილებ აქცენტს. ის ომი დიდი შეცდომა და დანაშაული იყო, დროშიც გაიწელა და დიდი ნგრევა და მსხვერპლიც მოიტანა, მაგრამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არავის უღიარებია. პატრიოტები და მოღალატეები მაშინაც იყვნენ და რუსეთს იმპერიული ზრახვები მაშინაც ქონდა. Saturn, ხეირი ომის გაწელვას კი არა დაწყებას არ ქონდა არც მაშინ და არც ახლა. მაშინ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი იყო და პროცესები ცუდად იმართებოდა, რაც ალბათ იყო საომარი მოქმედებების დაწყების მთავარი მიზეზი, დავაბიჯეთ ფოცხს ფეხი, ვერ მოვზომეთ ჩვენი შესაძლებლობები და რუსეთის რეაქცია, მაგრამ 2008-ში რუსეთის პასუხის ვერ გათვლა (ეს ჩემი მოგონილი არ არის, იაკობაშვილმა თქვა რომ რუსეთის ასეთ რეაქციას არ ველოდითო) ხომ არის მინიმუმ პოლიტიკური სიბეცე?ჩემი მიზანი არ არის დღევანდელი ჯარის (ვგულისხმობ ჯარისკაცებს და არა მათ ბოსებს) დაკნინება, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს, პირიქით მე მიმაჩნია რომ ჯარმა მაშინაც და 2008-შიც გააკეთა მაქსიმუმი იმისა რისი მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ მმართველობას შეცდომები არ დაუშვია. შეცდომები, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდა და იმის მტკიცება, რომ ტერიტორიები ადრე დაიკარგა აფხაზეთის ომის შედეგად და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართო, ცინიზმია და მეტი არაფერი.
  22. FRIDRIX შენ ახალგაზრდა ხარ და ძველი ანეგდოტები შეიძლება არ იცოდე. ხოდა ჩემს ყრმობისას ეგეთი ანეგდოტი იყო. მოკლედ ჩინეთში მოსახლეობის სწრაფი ზრდა რომ შეეჩერებინათ მოხალისე, პროფესიონალი მკოდავები გაუშვეს მთელი მსოფლიოდან ჩინელი მამაკაცების სტერილიზაციისათვის. ხოდა იბარებს დღის ბოლოს გეგმას მამასახლისი. ფრანგმა თქვა 30 დავკოდეო, ინგლისელმა 40-იო, ბოლოს მივიდა ქართველი და 5 ათასი დავკოდეო. განცვიფრდა ყველა და კითხეს, როგორ მოახერხე ესო. ქართველმაც საკოდი აპარატის ნაცვლად ორ აგურს ვიყენებდიო. მამასახლისი ეკითხება მერე მაგი მტკივნეული არ არისო? ქართველი პასუხობს - კი, თითი თუ მოგყვა მტკივნეულიაო. ასე, რომ საგანგაშო ნამდვილად არაფერია. მე ისიც კარგად მახსოვს, აფხაზეთში მაგ "რწყილები"ანი ჯარი ჯიგარს რომ ახევდა რუსეთიდან ჩამოთრეულ ყველა ჯურის ნაბიჭვარს. ჯერ ერთი ვერ გავიგე ამით რისი თქმა გინდოდა და თუ იმას გულისხმობ, რომ რაც მოხდა ჯარისკაცების ბრალი იყო, მაშინ რა ვიცი აბა, რაზე შეიძლება შენთან საუბარი.
×
×
  • შექმენი...